შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, უშენოდ...(ნაწილი 12)


13-09-2019, 16:45
ავტორი natuci555
ნანახია 2 960

სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩაფიქრებული მიდიოდა. რატომღაც მთელი გზა ლევანი მონათხრობზე ფიქრობდა. მართალია ლიზასთან არაკაცულად არასდროს არ მოქცეულა და ქალმაც თავის დროზე იცოდა ახვლედიანის გეგმები მასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც დანაშაულის გრძნობა აწუხებდა მის მიმართ. აუცილებლად ნახავდა და ყველაფერს აუხსნიდა. ლიზა არ იყო ისეთი გოგო, რომელიც ისტერიკას მოაწყობდა ან რაიმე უაზრო საქციელს ჩაიდენდა კაცის ხელში ჩასაგდებად. პარტნიორებს შორის ალბათ ამიტომ მოსწონდა ყველაზე მეტად და ფიქრობდა რომ მასთან ასახსნელიც უფრო მეტი ჰქონდა.
სახლში შესულს ცოლის დანახვაზე ყველაფერი დაავიწყდა, ყველა დარდი და ტკივილი, დარჩა მხოლოს ნაკაშიძე მთელი თავისი მშვენიერებით.
მარიამი მისკენ გამოიქცა და ყელზე ჩამოეკიდა. სიგიჟემდე უყვარდა დათას სურნელი. სასიამოვნო არომატი, რომელიც ცხვირში ურცხვად უძვრებოდა და მთელ სხეულს ედებოდა. ქმრის მკლავებში მოქცეული მარიამი გაყურსული იდგა და მის გულისცემას უსმენდა. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მსგავსი გრძნობა ოდესმე ეწვეოდა. თავს უჩვეულოდ გრძნობდა. მუცელში მუდმივად სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. თითქოს შიგნით ჭიანჭველების მოძრაობას გრძნობდა. გული გამალებით უცემდა განსაკუთრებით მაშინ დათას რომ ხედავდა. საოცარ აღმაფრენას გრძნობდა და არ უნდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო.
-ღმერთო როგორ მომენატრე-ცხვირით მარიამის ყელს ეხებოდა ახცლედიანი და ცხელ სუნთქვას აფრქვევდა-ასე მგონია მთელი საუკუნეა არ შეგხებივარ. რას მიკეთებ არ ვიცი მაგრამ სულ მინდა რომ გეფერო.
-მეც ძალიან მომენატრე - ზურგზე ჩამოუსვა თითები მარიამა- წამო ვივახშმოთ არ გშია?
-კი მშია ოღონდ სხვა რამე-ცოლის სხეულს თვალი ჩააყოლა დათამ.
-დესერტად ეგეც იქნება- თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ წავიდა.
ვახშმობამ მშვიდად ჩაიარა მარიამი სულ გაღიმებული იჯდა და დათას ყურებისას სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. მისი ყოველი შემოხედვისას საოცარ ვნებას გრძნობდა. სიგიჟემდე უნდოდა ეს კაცი და ვერც წარმოიდგენდა მამაკაცს ასე თუ შეეძლო ქალის გაგიჟება ყველანაირი ხერხების გარეშე.
-წყალს გადავილებ და გამოვალ კარგი?-მაისური გაიხადა და აბაზანისკენ წავიდა დათა.
-კარგი გელოდები.
ქმრის გამოსვლამდე ცდილობდა თვითონაც ყველაფერი მოესწრო. ის პერანგი ჩაიცვა რომელიც ყველაზე მეტად უკვეთავდა სხეულს. საცვლებიც შესაბამისი შეარჩია.თავი მოწესრიგა და საწოლთან დადგა. საკუთარ თავზე ეცინებოდა კიდეც ალბათ ვერასდროს იფიქრებდა ასეთი ფანტაზიის უნარი რომ ექნებოდა. თავის მშრალებით გამოვიდა ახვლედიანი აბაზანიდან და კარებში მდგარი გაშეშდა. ერთხანს გაოცებული აკვირდებოდა მეუღლეს, შემდეგ თითქოს გონს მოვიდაო მასსა და მარიამს შორის მანძილი გადაჭრა და ცოლის სხეული ხელში აიტაცა. მუცელზე შემოისვა და ორივე ხელით ძლიერად დაიკავა. -საოცარი ქალი ხარ მარიამ, ყოველდღე მაოცებ.
ძლიერად და ვნებიანად უკოცნოდა ტუჩებს. ნელი სვლით დაიძრა საწოლისკენ და მარიამი ზედ დააწვინა. ხარბი მზერით აკვირდებოდა მისი ცოლის უნაკლო სხეულს. ზემოდან მოექცა და ტუჩებს წაეტანა. სველი კოცნით ყელის გავლით გზა გაიკვლია მკერდამდე და მოწყურებულივით დაეწაფა მის მკერდს. აგიჟებდა ეს ქალი. როდის შეძლო მისი ასე შეყვარება ვერ ხვდებოდა. არც ერთი წუთი არ უნდოდა მის გარეშე და თუ ოდესმე მათი ურთიერთობა დამთავრდებოდა ალბათ დათას ცხოვრებაც დამთავრდებოდა მასთან ერთად. აკვირდებოდა მარიამის სახეს მისი სხეულში შეღწევისას და სურვილი უჩნდებოდა უფრო მომთხოვნი და აგრესიული ყოფილიყო. -მიყვარხარ ძალიან -მხოლოდ ამას კრუტუნებდა სიამოვნების მორევში გადავარდნილი მარიამი და ძლიერი ემოციების მოზღვავებას ვერ გაუძლო და სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო.
-ღმერთო როგორ მიყვრხარ-უკვე პიკზე იყო მარიამი, რიმელიც სიამოვნების მორევში ახვლედიანთან ერთად გადეშვა.
...
-დათა დამაძინე გთხოვ-თვალებმინაბული წუწუნებდა მარიამი.
-მინდა გესაუბრო და გეფერო,რა მძინარა ხარ-მოჩვენებითი სიბრაზით ელაპარაკებოდა ახვლედიანი.
-ხვალ რომ ვქნათ ეგ ყველაფერი არ გინდა?
-მე სულ მინდა. კარგი დაიძინე მაშინ -გადატრიალდა და ზურგი აქცია ცოლს.
-შენ რა ბუტია ყოფილხარ-ზურგიდან მიეხუტა მარიამი- რა გინდა აბა მითხარი?
-რა მინდა ცოლო და-ისეთი მხიარული სახით გადმობრუნდა ახვლედიანი თითქოს გაბუტული არც ყოფილა-საახალწლოდ დედასთან წავიდეთ სვანეთში? არ მინდა მარტო იყოს შენ თუ სხვა რამეს არ გეგმავ რათქმაუნდა.
-კარგი წავიდეთ რა პრობლემაა-ცხვირზე აკოცა მარიამმა და სახეზე თითები ჩაოუსვა.
-იცი რა კარგად ვარ შენთან -ბედნიერებისგან ასხივებდა ახვლედიანი.
-მეც და მეშინია ეს ყველაფერი მალე არ დამთავრდეს. თავი ასე კარგად არასდროს არ მიგრძვნია-ცრემლი მოიწმინდა და ქმარს გულზე მიეკრო.
...
რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. ორივე თავისი საქემეებით იყო დაკავებული. მარიამი უნივერსიტეტში დადიოდა საღამოობით ის და დათა ერთად ბრუნდებოდნენ სახლში. ხან კაფეში სხდებოდნენ, ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ის დრო რაც ერთად იყვნენ. ნუცა სოფლიდან ჩამოვიდა და სამსახურიც იშოვა ისეთი ბედნიერი იყო მარიამი მეგობრის წარმატებით, სიხარულით აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
დათას უცნაურად უღრღნიდა ტვინში რაღაც უნდა მოეგვარებინა ლიზასთან დაკავშირებით ყველაფერი და რაც მალე იქნებოდა უკეთესი. საღამოს მასთან გავლა დააპირა. დიდხანს იდგა მის სადარბაზოსთან და სიგარეტს ეწეოდა. ლიზას ფანჯრებს უყურებდა და ისხნებდა რამდენჯერ მოსულა მასთან ემოციებით გადაღლილი და ბოლომდე დაცლილა. ლიზა ისეთი ქალი იყო რომელიც ბევრ კითხვებს არ სვავდა და ყოველთვის იცოდა რა სურდა დათას მისგან. მართალია მის პარტნიორებს შორის მასთან ყველაზე უფრო დიდხანს იყო მაგრამ დათას კარგად ჰქონდა მისთვის ახსნილი რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა ქალს მათი ურთიერთობისგან. უკვე საკმაოდ ბნელოდა, ლიზას ფანჯრებშიც სინათლე აინთო, მანქანიდან გადმოვიდა,სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო და ნელი სვლით აუყვა კიბეებს. კარზე ზარის დარეკა და დიდხანს არც უცდია, გამხდარი, ქერა გოგომ რომ გამოჩნდა კარში. ლამაზი ქალი იყო ლიზა, უცნაურად ლქმაზი შეხედულება ჰქონდა,ცისფერი თვალები და თხელი ცხვირი. ეტყობოდა სლავური წარმოშობის რომ იყო. მარტო ცხოვრობდა უკვე რამდენი წელია. დათა ახვლედიანი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო სადაც მისი მეგობრის დახმარებით დროებით მიმტანად მუშაობდა. მისი დარბაზში ცქრიალი არ გამოპარვია ქალების მოყვარულ ახვლედიანს და მალევე მოახერხა ქალის ლოგინში ჩაწვენა. მისი წარმომავლობიდან გამომდინარე არც ლიზას უცდია ზედმეტი თავის დაფასება. კარგად იყვნენ ერთად და ზედმეტ კითხვებს არც ერთი არ სვამდა. თბილი ჟაკეტი მოეცვა და ფუმფულა ჩუსტებში ჩაეყო ფეხები. არ გაჰკვირვებია ახვლედიანის დანახვა. უცნაურად გამხდარი ეჩვენა ქალი ახვლედიანს.
-როგორ ხარ? -საუბრის დაწყება სცადა დათამ.
-უკეთესადაც შეიძლება,მაგრამ რას ვიზავთ-ხმაში ირონია გაურია ლიზა.
-ცუდად ხარ? რაღაც სხვანაირი მეჩვენები.
-რატომ მოხვედი დათა? ეხლა არ მითხრა მომენატრეო-თვალი თვალში გაუყარა ლიზამ.
-შენთან დალაპარაკება და ყველაფრის ახსნა მინდოდა.
-და რას მეტყვი ბოდიში ცოლი რომ მოვიყვანე და შენ ფეხებზე დაგიკიდეო? არფრად ჩაგაგდე და არც არაფერი აგისხენიო? შენთვის რამეს წარმოვადგენდი ოდესმე? რატომ ფიქრობ რომ რამე გაქვს ასახსნელი? -უკვე ყვირილზე გადადიოდა ლიზა.
-დაწყნარდი კარგი? ჩვენ თავიდანვე ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან. ცუდად გამომივიდა მართალი ხარ, მაგრამ არც ასეთ რეაქციას ველოდი- ნერვები ეშლებოდა დათას.
-წადი გთხოვ რა არ მაქვს შენთან კამათის თავი -მოშორება სცადა ქალმა.
-საავადმყოფოში რა გინდოდა ლევანმა რომ გნახა? -ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს დათამ.
-არაფერი.
-ლიზა არ გამაბრაზო ეხლა-თვალები დააბრიალა გაცეცხლებულმა ახვლედიანმა-რატომ ხარ ასეთი ქალები. სულ უკუღმა გესმით ყველაფერი ტო. მოვედი კაცურად მინდა აგიხსნა რაღაცეები შენ კიდევ ყველაფერს ურევ რა. ვიცი მაგრად გაგიტყდა ცოლი რომ მოვიყვანე. ისიც რომ რაღაც პონტში შენც დაგიკიდე და არაფერი აგიხსენი, მაგრამ ეხლა მაინც ხომ შეგიძლია ადამიანურად მესაუბრო?
-ცოლი გიყვარს დათა?-კითხვა დაუსვა მოულოდნელად ლიზამ. დათა კითხვამ გააოცა თითქოს არ ელოდა მისგან ან შეკითხვას. - კი მიყვარს. ამას რატომ მეკითხები?
-მაშინ არაფერია სასაუბრო. იმას რაც მე მჭირს შენ ვერ უშველი და ვერც შეცვლი ამიტომ ჯობია ბედნიერებით დატკბე შენს ცოლთან ერთად.
-კარგი,არ გინდა საუბარი და ნუ გინდა მაგრამ დაიმახსოვრე მერე ჩემთან ნუ მოირბენ რამეზე გაიგე?იცოდე აღარ დაგიჯერებ ლიზა. მე და შენ შეიძლება ახლოს არ ვიყოთ მაგრამ ყოველთვის დაგეხმარები თუ შემეძლება - გასასვლელისკენ გადიოდა ახვლედიანი ლიზას სიტყვები რომ მისწვდა ყურთან- ბავშვსაც გაზრდი უჩემოდ?
სახე მოეღრიცა დათას ვერ მიხვდა ზუსტად რა უთხრა ქალმა მაგრამ გრძობდა ახლა რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო - რას გულისხმობ? -შემოტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა ქალს.
-ორსულად ვარ შენგან- ამოიჩურჩულა ლიზამ და სახეზე ხელები აიფარა.
-რამდენი ხანია? და აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი? - სახეზე ფერი აღარ ედო ახვლედიანს. ხვდებოდა ყველაფერი თავდაყირა რომ დგებოდა.
-სამი თვის ორსული ვარ. რომ გავიგე უკვე დიდი ვიყავი. მერე შენ ცოლი მოიყვანე. თავიდან ვიფიქრე არაფერს ვეტყვითქო მაგრამ მერე მივხვდი რომ უნდა გცოდნოდა, შენთან მოვედი მაშინ შენ ჩემთვის არ გეცალა როგორც ყოველთვის, ჩავთვალე რომ ეს ნიშანი იყო - ხმაწართმეული ლაპარაკობდა ლიზა თითები ერთმანეთში გადაეხლართა და უკანკაალებდა.
-შეიძლება ეხლა გავგიჟდე-თავისთვის ამოილაპარაკა ახვლედიანმა - ცუდი ორსულობა გაქვს თუ ასეთ მდგომარეობაში რატომ ხარ? არც კი ვიცი რა უნდა გიყო ახლა ან რა გითხრა.
-ორსულობა ცუდად არ მიდის უბრალოდ ჩემი ორგანიზმი ვეღარ უძლებს.
-რატომ?
-იმიტომ რომ ლეიკემია მაქვს. უკვე დიდი ხანია. ეს ბავშვი ჩემთვის ხსნა იყო. შეიძლება ჩემი დონორიც კი აღმოჩნდეს თუ იქამდე მივედი. მინდოდა ყოველთვის დედა გავმხდარიყავი და ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ. შენ არაფერს არ გთხოვ ერთის გარდა. თუ მე რამე მომივა მინდა ჩვენს შვილს უპატრონო თუ ამას შენი ცოლი დაუშვებს - საუბარი დაასრულა და იქვე კედელთან ჩამოცურდა.
-რამდენი ხანია რაც ლეიკემია გაქვს?
-შენს გაცნობამდე მქონდა. მაგრამ მაშინ მკურნალობას ექვემდებარებოდა -თავს არ წევდა მაღლა ისე საუბრობდა ქალი.
-და ამდენი ხანი მიმალავდი? - კიდევ
რაღაცის თქმას აპირებდა ახვლედიანი ტელეფონმა რომ დაურეკა. სენსორს ხელი გადაუსვა და ლიზასთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა- გისმენ ლევან. კარგი ძმაო მოვდივარ. რა განერვიულებს მამა ხდები- ტელეფონი გათიშა და მუცელში საშინელი წვა იგრძნო.
-ეხლა უნდა წავიდე და აუცილებლად შეგეხმიანები?-მკაცრი ხმა ჰქონდა, უცნაურად შეხედა ლიზას და კარისკენ წავიდა.
-კარგი-კარი დახურა სწაფად ქალმა. გაიგონა ახვლედიანმა როგორ ატირდა და გული უფრო მოეწურა. კიბეებზე ჩადიოდა, ხვდებოდა რაღაც ახალის დასაწყისი რომ იყო. რაღაც ძალიან ცუდის და ამ ყველაფერს შეეძლო მარიამთან მისი აწყობილი ურთიერთობა სულ დაენგრია. მეორედ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მსგავს სიტუაციაში. მანქანა ავტომატურად დაქოქა და გზა სამშობიაროდე ისე გაიარა ვერც კი გაიგო.


ვინც მელოდით აქ ვარ! ესეც ახალი თავი. თუ არ მოგეწონებათ მაპატიეთ როგორც ჩავთვალე საჭიროდ ისე დავწერე.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან,ძალიან მაგარი ისტორიაა. დათა კი ნამდვილად ცუდ დღეშია .

 


№2 სტუმარი N

Orsuloba rad gindoda :((( ecade mariami cota gamgebisn adamianad gamoikvano ????

 


№3 სტუმარი არანაირიარაფერი

იმედია მარიამი გაიგებს ყველაფერს და დათას არ დაადანაშაულებს, ბოლობოლო მასთან ურთიერთობამდე დააორსულა????

 


№4  offline წევრი nigita

ქართველი კაცის პრობლემა ისაა რომ ჯერ ქალთან არიან და თვს არ იცავენ და მერე წუწუნებენ და დარდობენ დავაორსულეო... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ალბათობა იმის რომ მარიამი გაიგებ დათას დაშორდება მერე ლიზა მოკვდება და ბლა ბლა ბლა იმედია. ესე არ განავითარებ მოვლენებს...

 


№5 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kidev erti axali problema gauchndat maris da datas, dzlivs kargad arian, imedia gamgebiani iqneba mariami da ar dashordeba datas warsulis gamo. Ise uketesi iqneboda fexmdzimed ro ar yofiliyo da sxva saqme qonoda lizas. Mtlianobashi mainc kaia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent