ნია და დემეტრე N2
სალოს როგორცვე გავუთიშე ტელეფონი დედას დავურეკე მოსაკითხად, ხო მართლა მე თბილისში ვცხოვრობ სალოსთან ერთად, მხოლოდ ის და დედა მყავს ვინც ასე ახლოა ჩემთან და ჩემზე ყველაფერი იციან, დედა ქუთაისში მუშაობს მთავარი ექიმია.. სახლში მისულს არაფრის თავი აღარ მქონდა, მხოლოდ შხაპი მივიღე და ლეპტოპი ჩავრთე, ფეისბუქზე მეგობრობის თხოვნა, ჰმმ დემეტრე ყიფიანი.. გვარიც რა ქედმაღლური აქვს.. არ დავამატე... დავწექი და სიმღერები ჩავრთე.. ფიქრებმა გამიტაცა.. სიმღერა, ჩვენი სიმღერა ჩაირთო, თვალები ცრემლებით ამევსო, გამახსენდა ყოველი ბედნიერი და ის ტრაგიკული უბედური წუთები.. დღეებიი.. კვირები... დღეს ორი წელი გავიდა რაც მიმატოვა.. გაგა რა ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ყველფერს დასასრული აქვს... ფიქრი ზარის ხმამ გამაწყვეტინა, რა დრო გასულა ღამის 10 საათია.. კარი გავაღე და მომღიმარი ჩემი გოგო დავინახე ოთოსთან ერთად. - ჩემი ბავშვები მოსულან, მოდით ყავას გაგიკეთებთ, ეს ვთქვი თუ არა ღიმილი სახეზე შემეყინა, ოთოს უკან მომღიმარი დემეტრე დავლანდე. - გოგო შენ რა გჭირს? მკითხა გაკვირვებულმა ოთომ - არაფერი რა უნდა - იტირე? გაბზარული ხმით შემაწყვეტინა სალომ - არა,საიდან მოიტანე - ნია თვალები, სულ წითელი გაქვს, არ მითხრა რომ ისევ ის.. სათქმელი აღარ დაამთავრა, რადგან გაახსენდა რომ დემეტრეც იქ იდგა.. - კარგით რა ამბავი დაიწიეთ, ალბად ვინმემ კამფეტი არ უყიდა და იმიტომ იტირა - ირონიით წარმოსთვა დემეტრემ... - შენი ირონია შენთვის შეინახე - იქნებ შენთვის მემეტება? - რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ - გაავებული ვიდექი მის წინ და ცრემლები ჩემდა უნებურად მომდიოდა. - ყავს ხომ დალევთ? სიტუაციის განმუხტვა სცადა სალომემ.. - კი დავლევთ... მე კი გაავებული და ცრემლიანი აბაზანაში შევედი თავი უნდა დამემშვიდებინა. როდესაც უკან ვბრუნდებოდი დემეტრეს ხმა ისმოდა. - ზედმეტი მოგივიდა დემე, არ იცი რახდება - არანაკლებ გაბრაზებული იყო ოთოც, მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა ჩემი გაჭირვება? როდესაც დედა მუშაობდა ოთო და სალო იყვნენ 24საათი ჩემს გვერდით, ის მამშვიდებდა და ყოველ ღამე ის იყო ჩემს გვერდით როდესაც პანიკური შეტევა მემართებოდა.. - კაი რა ოთო, ერთი განებივრებული გოგოა, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს - ცდები დემე ის სხვანაირია მან იმხელა ტკივილი გადაიტანა - რა მოხდა? - შეყვარებული დაკარგა - რა გასაკვირია ალბად ამოუვიდა ყელში ესეთი უხეში გოგო - ხმამაღლა გაიცინა ყიფიანმა. როდესაც ეს გავიგე თავზარი დამეცა, ისევ ისე მეტკინა როგორც მაშინ ორი წლის წინ ზუსტად ამ დღეს, დიახ დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა. - რააა? რა თქვი? - გაავებული შევვარდი ოთახში და კარები მთელი ძალით მივიჯახუნე. - შენ რა გვისმენდი? - ჩემი ბრალია რომ ის დავკარგე? საერთოდ იცი რა მოხდა? - ნი არ გინდა გთხოვ - მუდარით უთხრა ოთომ - ჩემი ბრალია ხომ როდესაც ჩემი ხელის სათხოვნელად მოდიოდა და ავარიაში მოყვა, ჩემი ბრალია ხო, ცოცხალს რომ ვეღარ მივუსწარი, ჩემი ბრალია გაგა, რომ დავკარგე, ჩემი ბრალია რომ ვეღარ მეტყვის თუ როგორ ვუყვარვარ, ჩემი ბრალია ხომ ის კოშმარი რომ გამოვიარე, როცა სიცოცხლე აღარ მინდოდა, მართალი ხარ ზუსტად ორი წლის წინ ამ დღეს რომ დავკარგე, ჩემს თვალწინ რომ დაასაფლავეს, ჩემი ბრალია მართალი ხარ. - ღმერთო, აღარ მახოვდა, რომ ამ დღეს მოხდა ყველაფერი - ამოიხრიალა სალომ - მაპატიე, მე მე არ ვიცოდი - სიბრალული იგრძნობოდა დემეტრეს ხმაში. - რაც არ იცი იქ ნუ ძვრები და ადამიანებს გულს ნუ ტკენ - აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გამწარებული გავვარდი გარეთ, ზურგს უკან კი მესმოდა თუ როგორ მეძახდა სალო. - მართლა არ მეგონა თუ ასე იყო საქმე - დანანებით გააქნია თავი ყიფიანმა. - საშინელება იყო ძმა, კოშმარი,თავის თავს ადანაშაულებს დღემდე, მის გვერდით ვიყავი 24საათი როცა შეტევები ეწყებოდა, სალომეეე - გაოგნებულმა გასძახა შეყვარებულს ოთომ - რა ოთო, დამშვიდდება და მალე მოვა - სალო ინჰალატორი? - ჯანდაბაა ოთო აქაა, არ წაუღია. - რა ხდება? - ასთმა აქვს ასეთ დროს შეტევები ეწყება, სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ, თორემ გაიგუდება. **** - ჯანდაბა სალო სად იქნება? ნახევარი საათია ვეძებთ და ვერსად ვნახეთ - დანანაბით გააქვია თავი დემეტრემ. - აღარ ვიცი თუმცა.. - მალე სალო სადაა? - გაგას საფლავზე, იქ მიდის როცა ცუდადაა.. მანქანა მთელი სისწრაფით გავარდა თბილისის განათებულ ქუჩაზე... მალე სასაფლაოს მიადგნენ და გაგას საფლავზე დამხობილი ნია დაინახეს.. - მაპატიე გაგა, გთხოვ შენ მაინც მაპატიე ასე რომ მოხდა, ნეტავ იმ დაწყევლილ დღეს არ გამოსულიყავი, ახლა ხომ შენ ჩემთან იქნებოდი, არ მომიწევდა ამ ტკივილის ატანა.. გაგა იციი? როგორ მაკლიხარ, გაგა მეე... - ლაპარაკი სალომეს ხმამ შეაწყვეტინა - ნია, ჩემო ნიკაო, იცი როგორ შემაშინე? - ასე პატარა ბავშვივით უნდა იქცეოდე სულ? - განრისხებული მზერა მიაპყრო ყიფიანმა. - შენ, საერთოდ რა გინდა? არ გეყო რაც მითხარი? მიდი ახლა დამცინე, შენ ხომ ამაზე მეტი რაფერი არ შეგიძლია? - ნი რა გჭირს? - სალომე, ჯიბეში, ჯანდაბა ინჰალატორი სალოო ეს თქვა და ირგვლივ ყველაფერი გაშავდა დემეტრე რომ არა იქვე ჩაიკეცებოდა.. - დემე მანქანაში დააწვინე აი ინჰალატორი.. - ნია გესმის ჩემი? გთხოვ გაახილე თვალები - ზემოდან დასცქეროდა შეშინეული დემე - მომშორდი დემეტრე არ მომეკარო, გეფიცები ერთხელ მაინც თუ კიდევ მომიახლოვდები მოგკლავ.. - დაწყნარდი ნი, გული წაგივიდა და დაგეხმარა - დამშვიდება სცადა სალომ.. - არ მჭირდება დახმარება, განსაკუთრებით ამ ადამიანის.. სახლში წავიდეთ სალო. დააფიქსირეთ რა თქვენი აზრი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.