შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი პირველი )


14-09-2019, 21:19
ავტორი Likuna1998
ნანახია 4 446

რამოდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ,რას ნიშნავდა სიყვარული, მე უთუოდ შენს სახელს ვუხსენებდი და ამით ველაფერი ნათქვამი იქნებოდა, დღეს კი, რამოდენიმე წლის გასვლის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი აღარ მაქვს.
მე და ნიკა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,როდის გავიცანი აღარც კი მახსოვს..
პირველად რომ შევხვდი 16 წლის ვიყავი.მეათე კლასელი გოგონა,რომელმაც არაფერი იცოდა არც მეგობრობის,არც სიყვარულის შესახებ.
ჩვენი ისტორია 5 წლის წინ დაიწყო ,თბილისის ერთ-ერთ უბანში, მეზობლად ვცხოვრობდით,ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,ვსაუბრობდით,ვსეირნობდით და მერე მოხდა ის,რაც ყოველთვის ხდება ხოლმე.ერთმანეთი შეგვიყვარდა. ნიკა ჩემზე 2 წლით დიდი, 18 წლის, მაგრამ საკუთარ ასაკთან შედარებით ძალიან დინჯი გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი იყო.
წლები გადიოდა,ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობოდით,თითქმის ყოველდღე ვნახულობდი და ვიყავი ძალიან,ძალიან ბედნიერი ადამიანი ამ პლანეტაზე.ბევრ ცხოვრებისეულ მაგალითს ვიღებდი მისგან...
საატესტატო გამოცდები,ეროვნულები,ბანკეტი, ყველაფერი მასთან ერთად მქონდა, ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდში დგომას.იცნობდა ჩემს მშობლებს,ახლობლებს,ნათესავებს,მეგობრებს და ყველას თავს აყვარებდა.ისეთი ადამიანი იყო რომ მასზე ცუდს არავინ არასდროს იტყოდა.
მოკლედ რომ ვთქვათ,იდეალური ურთიერთობა გვქონდა , ჩემთვის რომ ეკითხათ რას ნიშნავდა სიყვარული- უთუოდ მის სახელს ვიტყოდი და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო. გვქონდა უსაზღვრო,უძლიერესი და ყველაზე მაგარი სიყვარული ..
2017 წელს სკოლა დავამთავრე,ეროვნულები ჩავაბარე და პასუხების მოლოდინში,აგვისტოში ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ამერიკაში წასულიყვნენ და რამოდენიმე თვე მეც მათ უნდა გავყოლოდი.
ამერიკა,სურვილების ასრულების,დალხენილად ცხოვრების ქვეყანა, სადაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთო იმისთვის,რომ ბედნიერი იყო,ისწავლო,მიიღო უმაღლესი განათლება უმაღლეს სასწავლებლებში,იმუშაო,ქვეყანა სადაც დაგიფასებენ შრომას და ყველაფერი გექნება უზრუნველი ცხოვრებისთვის.
მეორე მხარეს კი ჩემი შეყვარებული,ნიკა.
ყველამ იცოდა რომ არანაირ მატერიალურ თუ არამატერიალურ ღირებულებებზე ნიკას არ გავცვლიდი და იცოდნენ რომ ამერიკაში ცხოვრებას არ დავაპირებდი. დიდი უსიამოვნებების შემდეგ კი ჩემი წასვლა მშობლებთან ერთად მხოლოდ 10 დღით შემოიფარგლა და ჩვენ წავედით...
ჩასვლის დღიდან, უკან წამოსვლაზე და ჩემს მეორე ნახევართან ყოფნაზე ვოცნებობდი, მინდოდა ეს 10 დღე მალე გასულიყო და ისევ თბილისსში დავბრუნებულიყავი.ვისაც ვეუბნებოდი " საშინელებაა აქაურობა " - მეთქი, ყველა დამცინოდა
"გოგო ამერიკაში ხარ,რეებს ამბობ,ცოტა თვალები გაახილე"
დედა და მამა იქ უნდა დარჩენილიყვნენ,მარტო უნდა წამოვსულიყავი,მშობლებს დაახლოებით 4-5 წლით უნდა დავმშვიდობებოდი.ისინი მაქსიმალურად ცდილობნენ რომ ეს 10 დღე გამოეყენებინათ,დავდიოდით ერთად ,ვსეირნობდით,ფოტოებს ვიღებდით,მაგრამ იმის მაგივრად რომ ეს დღეები ჩემი მშობლების სიყვარულში გამეტარებინა,გამუდმებით ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი და წამოსასვლელ დღეებს ვითვლიდი...

და აი დადგა ეს ნანატრი დღე,როცა მე თვითმფრინავში ჩავჯექი,და თბილისსში ჩამოვედი. შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა..
სახლში 5 ნი ვცხოვრობდით,მე ჩემზე უმცროსი ძმა,ბებო და მშობლები.მშობლების წასვლის შემდეგ კი სულ 3 ნი დავრჩით. მე და ჩემი ძმა მშობლებზე" მიკერებული " ბავშვები ვიყავით,არც ერთი დღე არ შეგვეძლო მათ გარეშე. ახლა კი,მწარე რეალობის წინაშე დავდექი,ჩემი ძმა ფაქტიურად მე უნდა გამეზარდა,მესწავლა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაგვეწყო..
ილიას უნივერსიტეტში ჩავაბარე,უბედნიერესი ვიყავი, ვხვდებოდი როგორ ვიზრდებოდი ნელ-ნელა და როგორ ვიღებდი ახალ-ახალ გამოწვევებს,ამ ყველაფერთან ერთად მინდოდა პირველი სამსახური დამეწყო და კიდევ უფრო გამემრავალფეროვნებინა ჩემი ცხოვრება. რათქმაუნდა მე და ნიკას ისევ ისეთი ტკბილი და თბილი ურთიერთობა გვქონდა..
პირველი სამსახურიც დავიწყე , ვიყავი ძალიან ამაყი ჩემი თავით,ჩემი მშობლებით და ჩემი იმჟამინდელი ცხოვრებით.დედასთან და მამასთან საუბრისას ვერც იმ განშორებას და ტკივილს ვგრძნობდი,რადგან ცხოვრება არაჩვეულებრივად მიდიოდა და ყველაფერი მქონდა იმისთვის,რომ თავი პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მეგრძნო...
ეს იყო იანვარი- ივნისის პერიოდი..
ივლისსში,როცა პირველი კურსი წარმატებით ჩავამთავრე,გადავწყვიტე სამსახურისთვის თავი დამენებებინა და დასასვენებლად ზღვაზე წავსულიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად,ეს იყო პირველი,დამოუკიდებელი მოგზაურობა..
მე და მარიამი,ჩემი ძალიან ახლო ადამიანი,ნიკა და მარიამის შეყვარებული.
ზღვა,მზე,სასმელი და უსაზღვრო სიყვარული - არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება?
....
სამსახურიდან წამოვეედი,ივლისის შუა რიცხვებში კი ჩვენ ოთხნი ზღვაზე გავემგზავრეთ და უამრავი თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ გვქონდა.
დაუვიწყარი 2 კვირა გავატარეთ ჩვენ,ყველამ ერთად...
2 კვირის შემდეგ ნიკას დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ, რამოდენიმე დღით სოფელში უნდა ჩასულიყო.რაღას ვიზამდი? იყო გლოვა და გოდება,მაგრამ იმის იმედით რომ სულ რამოდენიმე დღეში ჩამოვიდოდა. დავთანხმდი..
დავრჩით ჩვენ სამნი..
მეორე დღეს,დილით,იმავე სასტუმროში,სადაც ჩვენ ვისვენებდით,მანქანა შემოვიდა.
არვიცი,რატომ, მაგრამ ზუსტად იმ დროს გამოვედი აივანზე,როდესაც ამ მანქანიდან ხუთი ასაკით 20-21 წლის ბიჭი გადმოვიდა, ჩემი ყურადღება ერთმა,თეთრმაიკიანმა ,მაღალმა ,გამხდარმა ბიჭმა მიიქცია.დავინახე და ვერ აგიღწერთ და რამემართა,ადგილზე გავქვავდი,ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა და მთელი სხეული ერთიანად გამეყინა ..
ასე გრძელდებოდა დაახლოებით 2 წუთი სანამ ტელეფონის ზარმა არ გამომაფხიზლა..
ნიკა იყო.
დამირეკა,და მითხრა,რომ ქობულეთის გასასვლელში მისი გუნდელი (რაგბისტი) შეხვდა თავის მეგობრებთან ერთად,სასტუმროს ეძებდნენ და ჩვენთან მოასწავლა..
-მოკლედ იცოდე,ბექა ქვია ჩემს გუნდელს და მეგობრებთან ერთადაა,რამოდენიმე დღე მანდ იქნებიან, მაგ სასტუმროში,ვუთხარი რო შენც მანდ ისვენებ, თუ რამეა იცოდე,გკოცნი,და მეც მალე ჩამოვალ
გავუთიშე.
არ
ვიცი
რა
დამემართა.
პასუხიც, არ გამიცია.
ლიფტის ხმა გავიგე, ჩვენი ოთახის გვერდით კარები გაიღო დიასახლისმა ბიჭები ოთახში შეაცილა. ისევ ეს გაყინული სახე და გაყინული ხელები,პაპანაქება ზაფხულში.
რამჭირს?
რამემართება?
ვერ ვხვდებოდი, სანამ მარის ხმამ არ გამომაფხიზლა.
ალბათ იმ წამს,ჩემთვის რომ ეკითხათ,რას ნიშნავს სიყვარული? -პასუხს ვერ გავცემდი.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე ამდენი ჩხოვრებაში არ მიტირია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent