შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პროფესია 36_ე, 37_ე და 38_ე თავი ერთად!


17-09-2019, 16:22
ავტორი Ellen96
ნანახია 1 107

წავლა იწყება! თავი 36_ე
რამდეnიმე დღის შემდეგ!

სიცოცხლე მივიწყებას მიეცა? ადამიანებს, აღარ ახსოვთ, რომ შობადობაც თავდებშია... ახლა ხალხი, დაიღალა ოჯახის წევრების უკანასკნელ გზაზე გაცილებით. იქნებ აცივდა? იქნებს ადამიანების სულშიც აღარ თბილა. იქნებ და დარდებმა დაიწყეს მეფობა. იქნებ ღიმილს წრემლმა ჩანაცვლა. გაწვიმდა და იქნებ ბუნებასაც შესციდა. აგვისტო გვიტოვებს დარდს და ახალ რიგში სექტემბერია. ახლა ის ცდილობს შთაბეწდილება მოახდინოს ჩვენზე. ნისლში ჩამალულან ქალაქის უძარმაზარი შენობები. სახლები შეყუჟულან ბავშვები, არც მანქანებია ხშირი. ქალაქმა სიმშვიდე უკანასკნელ აგვისტოში იპოვა? იქნებ უკან მოუხედავადაც წავიდეს. არაფერი დატოვოს. ცრემლის და დარდის გარდა. აგვისტოს უკანასკნელ დღეს ქალაქშიც აცივდა. ხვალიდან სწავლა იწყება! შემცივდა... დიახ! მეც შემცივდა. ტბის პირას განსაკუთრებულად აცივდა. მიდიხარ და რას მიტოვებ? დედას, რომელიც ისევ კლინიკაშია თუ მამას, რომლის მკვლელი, ჯერ კიდევ თავისუფალია. გამაგებინე , მითხარი რისი თქმა გინდოდდა ჩემთვის? გუშინ მარიამის დედა უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ჩემი მეგობარი ახლაც ძალაგამოცლილი საწოლს არის მიჯაჭვული. ეს გინდოდა გეთქვა? მხოლოდ ამის თქმა გინდოდა? შენ... შენ, მაინც მითხარი რამე? იქნებ ქარებმა, მაინც გაიგონ ჩემთვის რისი თქმა უნდოდა. ეხლა საკმარისია ფეხი გავატოკო და ეგრევე უბსრკრულში გადავეშვები. ეს გინდოდა? ამის მიღწევა გინდოდა? უკანასკნელი იმედი წამართვი. ის ღიმილი წამართვი, რომელიც მე რწმენას მაძლევდა, მამა წარმართვი. ახლა რა იქნება? ახალს რა იტყვის სექტემბერი? იტყვის, რომ ცხოვრება გრძელდება? თუ ის, რომ ხვალიდან უნივერსიტეტი იწყება. პროფესია... ჩემი პროფესია იქნება ადგილი, საიდანაც ახალ ცხოვრებას დავიწყებ. წადით! ქარებო, თქვენც დამტოვეთ მარტო. იქნებ მარტოობაში ვიპოვო ჩემი ადგილი. იქნებ შევძლო გაღიმებაც. ნუ ხმაურობ ნუ წაიღე ტვინი შრიალით... არც შენ შეგიძლია გამიგო, არც ბუნებას არ უნდა ჩემი გაგება. სულ ერთი ნაბიჯი და ყველაფერი დასრულდება. უბსკრულს ვუახლოვდები... გადავეშვები და თან წავიღებ დარდებს. მამას და მის უკანასკნელს მომღიმარ სახეს. დედაჩემის ცივ გამოხედვას. უყურებ სიცარიელს და ვგრძნობ, რომ თავისკენ მიხმობს. წავიდე? დავტოვო ისე ყველაფერი, როგორც არის? იქნებ ისევ მამასთან წავიდე?
***
- ნია! მანდ რას აკეთებ? ძალიან გთხოვ უკან დაიხიე.
- გიორგი აქ, რა გინდა? როგორ მიპოვე?!
- უკან გამოგყევი... ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს. სისულელე არ გააკეთო. ეგ გამოსავალი არ არის. გესმის?! რასაც შენ აპირებ გამოსავალი არ არის!
- ყველაფერი ყალბია. შენც ყალბი ხარ! ბებეიჩემმა ჩემზე ინფორმაციის გასაგებად გამოგიშვა. წადი და შენს ხალხს უთხარი, რომ ნია გარდაიცვალა. მე თუ მოვკვდები ბებია, დედაჩემეს თავს დაანებებს.
- ნია, შენ ასე მარტივად არ ნებდებოდი. შენ ძალიან ძლიერი ხარ. ერთი ნაპიჯიც საკმარისია და ყველაფერს თავიდან დაიწყება შეძლებ ვიცი.
- კი გიორგი, ერთი ნაბიჟიც და დედაჩემი განთავისუფლდება. ამ ცხოვრებაში, სატანჯველად მოვევლინე. არც მე და არც სხვებს დავაცადე ცხოვრება.
- ღმერთო ნია! ნია ამას ნუ გააკეთებ... მე შემომხედე მე არავინ დამრჩა. შენ მამიდა გყავს ტყუპებს ამას ნუ გაუკეთბ. შენ ჩვენ გყავართ. მე მჭირდები გესმის!
- მარიამ, ილია, ლიზი თქვენ აქ, რას აკეთებთ?
- მე დავურეკე.
***
- ჩემო პატარა... მოდი ხელი მე მომეცი.
- გაბრიელ შენ...როგორ მიხვდი სად ვიქნებოდი?
- დაგავიწყდა? აქ, ერთად მოვედით.
- მიდი ხელი ჩამკიდე სწორედ ისე, როგორც მაშინ.
- მპირდები, რომ არასდროს გამიშვებ?
- გპირდები.
* * *
24 საათის წინ!
ხალხი გამწარებული წინ და უკან დარბის. მეც გაბრიელს მოვკიდე ხელი და ვთხოვე ისევ საავადმყოფოში წავეყვანე. ძლივს მოვითქვი სული სანამ დედაჩემს არ მივუახლოვდი. ის კარგადაა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ვიღაც მანიაკი, მის პალატაში შეპარულა და მის გაგუდვას ცდილიბდა და მადლობა ღმერთს იმ დროს ბატონი შესულა მასთან. ის ფანჯრიდან გაპარულა. ბატონს მისი სახე არ დაუნახავს, რადგან სახე სულ დაფარული ჰქობდა. ასეთი რამ ფილმებში თუ მომისმენია ან მინახია. შიგნით ახლოს ვერ შევედი დედასთან, თუმცა დავინახე, რომ იღიმის. წამლებისგან ისეა გაბრუებული, ვერც მიხვდა რა მოხდა. ბატონს სახეზე ეფერება და ეძახის ლუკას. დედაჩემს მისი ქმარი ჯერ კიდევ მამაჩემი ჰგონია. ვერ გაუცნობიერებია, რომ გათხოვდა სხვა მამაკაცზე. განა რა არის ადამიანიც სიცოცხლე, როცა საკუთარ თავს კარგავ. როცა ვერ გაგირკვევია შენს წინ მდგომი ადამიანი ვინ არის. რთულია ეს ყველაფერი გაიაზრო მაშინ, როდესაც ის ქალი დედაშენია. ვატყობ გაბრიელი უკვე დაღლილია. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი წასულიყო. რადგან დედა კარგად არის მე მარიამთან წავალ. საღამოს კი ისევ ვეცდები მის პალატაში შესვლას. ბიძიან ყველა ბავშვის სახლის კართან დაცვა დააყენა. ახლა თითქოს სიმშვიდეა, ბავშვებიც მშვიდად არიან, მაგრამ მე ჯერ ვერ ვიპოვე სიმშვიდე. ხვალ სწავლა იწყება. შეფმა ხელფასები ჩაგვირიცხა და ახლა მე და მარიამი, ერთად ვაპირებთ საყიდლებზე წასვლას. მე უკვე მაღაზიებთან ვარ და მარიამს ველოდები. ქალაქში მანქანები თანდათან ხშირდება, გაჩერებაზეც ხალხი მატულობს.
* * *
- სად ხარ აქამდე?
- ილიას საუზმე გავუმზადე და ამიტომ დამაგვიანდა.
- რაა? შენ რატომ გაუმზადე? თვითონ რა ვერ გაამზადებდა?
- წამოდი აქედან დავიწყოთ. ნია, დაივიწყე ჯინსები. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენ სტუდენტები ვხდებით.
- ვერ ვხვდები ეს ყველაფერის რამეს ცვლის?
- კი ნია ცვლის. იქ, ვეღარ ივლი გაცვეთილი ჯინსებით და მაყალყელიანი კეტებით.
- ძალიან ვნერვიულობ. ნეტა რა იქნება? დრო გვექნება, რომ ვიმუშავოთ?
- ნია რა დროს სამუშაოზე ფიქრია. იმაზე იფიქრე იქ, ვინ დაგვხვდება?
- ვინ უნდა დაგვხვდეს? ლექტორები და საგნები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ.
- აი, რა დიპლომატი ადამიანი ხარ. ცოტა რომანტიულზე იფიქრე. იქნებ იქ, იპოვე ადამიანი, რომელიც შეგიყვარდება.
- რა სისულელაა... მე არავინ არ შემიყვარდება.
- სწორედ შენნაირებს უყვარდებათ მალე.
- აი, სად ყოფილხართ. ძლივს გიპოვეთ.
- მამიდა, მარი დეიდა აქ რას აკეთებთ?
- დილიდან შენ გეძებთ. რამდენჯერ დაგირეკე, მაგრამ რო არ მიპასუხე ჩემი გემოვნებით გიყიდე რაღაცეები.
- ეს რა არის? მამიდა რაამბავია. ამდენი რატომ იყიდე?
- ეს შენი ბარლაია, რამდენჯერ გითხარი, წამოდი ერთად წავდეთ საყიდლებზე, მაგრამ არ დამიჯერე.
- არა, ამდენ საჩუქარს ვერ მივიღებ.
- ეხლა მე ამ ყველაფერს შენს ოთახში დავაწყობ. დღეს აუცილებლად უნდა მოხვიდე სახლში, ისედაც საკმარისია ამდენი ხანი ნორმარულად არც მისაუბრია შენთან.
- მამიდა ჩვენს სახლში გადავედით?
- არა, ორი დღეში ასრულებენ რემონტს.
- კარგი მაშინ დღეს მარისთან დავრჩები.
- არავითარ შემთხვევაში.
- გოგო, სახლში რატომ არ მიდიხარ? ვინმეს გაურბიხარ?
- არა, უბრალოდ არ მინდა მათი შეწუხება.
- ქალმა ამდენი რაღაც გიყიდა სირცხვილია დღეს, რომ არ მიხვიდე.
- ხო დღეს მომიწევს.
- გოგო, რაღაცეებს მეც ხო მათხოვებ.
- რათქმაუნდა...
***
გყავდეს საუკეთესო მეგობარი, (დაქალი),ეს უკვე სიმდიდრეა. რამდენჯერ მის კეტებში გამიტარი ზამთარი, რამდენჯერ მისი კაბა, ჩამიცვია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალი იყო და მასაც კი არ ეცვა. რამდენჯერ ჩაუკიდებია ხელი ჩემთვის და უთქვამს:_ დღეს ჩემთან წამოდი. ის იყო ჩემს გვერდით მაშინაც, როდესაც დამცინოდნენ. მაშინ, როდესაც მციოდა და უბრაოდ საუბარი მჭირდებოდა. ვტიროდი და გამოსვალი იყო. ,,წამოდი ჩემთან!“ დაღლილი დღის შემდეგ, მაინც ვპოულობდით მიზეზს, რომ ხმამაღლა გაგვეცინა. არ უყურებდით ხალხს. ვიდექით შუა ქუჩაში და ვიწყებდით ისტერიკულ სიცილს. განა რა უნდა გააკეთო, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი დაიმსახურო? მე დავიმსახურე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ერთად გატარებული მხოლოდ ერთი ღამე. ყველაზე მნიშვნელოვანი ხდებოდა. არ ვუყურებდით დროს, როცა ჩვენ მოსაყოლი გვქონდა. ჩამოვჯდებოდით საწოლზე და საათობით დავიწყებდით იმაზე ლაპარაკს. ,,გოგო დღეს ნახე? გამიღიმა...“ გყავდეს საუკეთესო მეგობარი, (დაქალი)გვერდით ეს უკვე სიმდიდრეა. ეს გრძნობა, არც ფულით იყიდება. ეს გრძნობაა არც მოპარულია. ამას თავად ჩვენ ვქმნით ადამიანები. უბრალოდ ერთმანეთი ვპოულობთ და შემდეგ მათი გაშვება შეუძლებელი ხდება. მარიამმა დედა, უკანასკნელ გზაზე გააცილა და ახლა ჩემზე დაყდნობით ახალ ცხოვრებას აგრძელებს. ეს დღეებიც მასთან ერთად ილიას სახლში გავატარე. არც მე მივდიოდი სახლში და არც გაბრიელი მოდიოდა აქ. უკვე სამი დღე გავიდა, რაც გაბრიელი არ მინახავს. მომენატრა? რათქმაუნდა არა! უბრალოდ ვეღარავის ვუშლი ნერვებს და ესაა. ნეტა დღეს რა მოხდება? ისიც იქნება ვახშამზე? ვინტერესდები? სულაც არა... უბრალოდ ვიცი გაბრიელი, მშობლებს უარს არ ეტყვის. მარიამი სახლში წავიდა მე კი ავუყვები იმ გზას, სადაც პირველად მასთნ ერთად ხელჩაკიდებულმა ავიარე. ეს მაშინ იმ ღამეს იყო, როდესაც მამა დავკარგე. გაბრიელმა ხელი ჩამკიდა და მითხრა, რომ ცოტახნით ასე ვყოფილიყავით. სახლის კარს ვაღებ და მახსენდება, როგორ შევიპარეთ პირველად მასთან ერთად. უკვე ბინდდება... სიჩუმეა სახლიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმის. სახლის კარი შევაღე თუ არა ყველამ ერთდროულად იყვირა. ,,კეთილი იყოს შენი დაბრუნება!“ ეს რა უქნიათ? აქაურობა საბავშო ბაღს დაუმსგავსებიათ. ყველგან ფერადი ბუშტები ყრია. აქ, უამრავი ტკბილეული და საჭმელია. ბიძაჩემს, სერიოზულ დეტექტივ კაცს, თავზე გვირგვინი დაუდგამს და ხელში დიდი წითელი ყუთი უჭირავს. პირველი მამიდა მომიახლოვდა. ძალიან თბილად ჩამეხუტა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი, ჩემთვის იყო. ჩემთვის და გაბრიელისთვის, რადგან ხვალიდან სწავლას ვიწყებთ. ეს წვეულებაც ამისთვის მოაწყეს. თვალებით გაბრიელს ვეძებ, თუმცა ის აქ არ არის.
* * *
- მადლობა, არ იყო ეს ყველაფერი საჭირო.
- აიღე, ეს შენთვის არის.
- ბიძია ეს რა არის?
- გახსენი და ნახავ.
- ბიძია... ამას ვერ ავიღებ.
- გამომართვი ნუ ხარ ასეთი თავმდაბალი. ეგ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაგეხმარება. მე შემომხედე ამ დღისთვის სოფიამ თავზე რა დამახურა? ეხლა ეს, რომ არ აიღო გავბრაზდები.
- არც კი ვიცი რა ვთქვა ძალიან დიდი მადლობა.
- ეს კი ჩემგან.
- თომა ბიძია ეს გაბრიელმა გითხრათ არა? მან გითხრათ, რომ მეტისმეტად პატარა ტელეფონი მაქვს.
- რაღა დაგიმალო და ეგრეა.
- თვითონ სად არის?
- დარეკა და მალე მის შეყვარებულთან ერთად მოვა.
- რაა?
- გაჩუმდი და არ შეიმჩნიო.
- მამიდა ის იდიოტი...
- ვიცი, მაგრამ ნუ შეიმჩნევ. აი, ნახავ მალე მობეზდრება და გაუშვებს.
* * *
ყველანაირად ვცდილობ ემორციები ვაკონტროლო, მაგრამ მამიდა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. სახლში საზეიმოდ დამხვდნენ ხელში ახალი ტელეფონი მიჭირავს და აზრზე არ ვარ, როგორ გამოვიყენე. მელანო გვერდით მომიჯდა და მაძალებს, რომ ცოტა მაინც შევჭამო. რატი ბაღშია და ტყუპებს აწვალებს. აქ, კიდევ ბევრნი არიან, მაგრამ უმრავლესობას ვერც ვცნობ. ქრისტი ჩემი ბიძაშვილია, თუმცა ისიც ჩემგან მოშორებით ზის. არც გუგას შვილებს ვიცნობ კარგად. აქ, უცხოდ ვარ, მაგრამ მამიდა და ბიძია ამის საშუალებას არ მაძლევენ. მოდიან! ახლა ყველანაირად ვცდილობ საკუთარი თავი ხელში ავიყვანო. არ მინდა ჩემს სახეზე, რამე წაიკითხოს. თავი ახალ ტელეფონში ჩავხარე თითქოს და რაღაცის გარკვევას ვცდილობ, რაც უფრო მიახლოვდება მუცლის ტკივილე მეწყება. ეს რაღაც ახალია? კიდევ რაღაც ახალი გამოგონებაა მგონი. გაბრიელს მასზე ხელი აქვს გადახვეული და ძალიან ბედნიერი სახით ჩვენკენ მოემართება. როცორც კი ახლოს მოვიდნენ მე მაგიდის გადასაფარებეს ფეხი დავადგი და ყველაფერი რაც მაგიდაზე ეწყო ზირს გადმოიყარა. ის შეძახილი, რომლითაც გაბრიელს უნდა დახვედროდნენ დაავიწყდათ. ყველამ ყურადღება მაგიდისკენ გადმოიტანა.
* * *
- ვააა! დახვედრაც ამას ქვია.
- უკაცრავად! ძალით არ მინდოდა უბრალოდ ახალ ტელეფონს ვაკვირდებოდი და...
- ხომ გითხარი არაფერი შეიმჩნიოთქო.
- ვიცი მამიდა, მაგრამ არ გამომდის.
- არაიშავს, არაფერია მალე აქაურობას მივალაგებ.
- მე დაგეხმარებით.
- არა! ნია შენ აქ იჯექი.
- აი, მესმის სთამბეჭდავი დახვედრა იყო მადლობა.
- ეს უბრალლოდ ჩემი მოუხერხებლობის ბრალია.
- აღიარე, რომ ეჭვიანობ.
- რაა? მეე? მე რატომ უნდა ვიეჭვიანო.
- მაგასაც ვნახავთ. ხალხო, გაიცანით ეს ძალიან ლამაზი გოგო ჩემი შეყვარებულია.
- ეგ უკვე ვიცით. შვილო გვითხარი რა გქვია?
- გამარჯობათ, მე ლოლიტა მქვია. ჩემი სახელი ყველაზე მეტად ყუარადღებიანს ნიშნავს.
- მაგას მერე გავარკვევთ.
- მამიდა რას აკეთებ?
- გაჩუმდი და მასთან მიდი.
- რას აკეთებდი ამ დღეების განმავლობაში, როცა მე შენს გვერდით არ ვიყავი.
- მშვიდად ვცხოვრობდი. ზუსტად ისე სანამ შენ გამოჩნდებოდი.
- ა, ესეიგი სიმშვიდე მე დაგირღვიე?
- კი, სწორედ რომ მასეა.
- დღეს აქ რჩები?
- კი.
- მე არა.
- რატომ?
- ინტერესდები?
- ბავშვებო, აქეთ მოდით ტორტი ჩააქვრეთ.
- ყოველთვის ასე აკეთებთ?
- მხოლოდ მაშინ, როცა პირველად სწავლა დავიწყე. ეხლა ეს ყველაფერი შენთვისაა.
- ჩემთვის?
- ხო მიდი სურვილი ჩაიფიქრე და სანთები ჩააქრე.
- ფეხბედნიერი ყოფლიყოს შენი გზა უნივერსიტეტისკენ ჩემო გოგოვ.
- მადლობა მამიდა! არც კი ვიცი რა გითხრათ. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. სახლში შემიფარეთ. აქ იმაზე მეტი მაქვს ყველაფერი რაც საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა ამ სარამოსთვს და იმ საჩუქრებისთვის რაც დღეს მივიღე.
- არ არის საჭირი ამდენი მადლობა.
- ნია, ყველაზე მაგარი გოგოა მთელ მსოფლიოში!
- ნია, ყველაზე გემრიელ ნაყინს ამზადებს!
- ალისა, სესილია ტყუპებო ძალიან დიდი მადლობა.
- ეს საჩუქარი შენთვის გავაკეთეთ.
- ეს რა არის თქვენ დახატეთ?
- დედა ამბობდა, რომ საკუთარი ხელით მომზადებული საჩუქარი ყველაზე ძვირფასი რამ არისო. ამიტომ ეს ნახატი ჩვენგგან საჩუქრად.
- ახლა ვიტირებ! არა, არ ვიტრებ. მოდით უნდა ჩაგეხუტოთ...
* * *
საღამომ ძალიან ემორციულად ჩაიარა. ეზოში უფროსები ახლაც დარჩნენ. მე ტყუპები დასაძინებლად ამოვიყვანე და ცოტახნით მათ ოთახში დავრჩი. გაბრიელი ძალიან მალე მასთან ერთად წავიდა. ნეტა თუ უყვარს? ოდესმე ვინმე თუ ყვარებია. არა, არამგონია მაგას სიყვარულის რამე გაეგებოდეს. მხოლოდ ერთობა. ყველა გოგოსთან თავი ისე უჭირავს თითქოს და რამოდენიმე წლის ცოლ-ქმარი იყვნენო. არა, ნამდვილად სასაცილო იყო. გოგო, კისერზე ეკიდებოდა ის კი მე მიყურებდა. გაბრიელი, როგორც კი ჩემსკენ დაიწყებდა წამოსვლას ის, ეგრევე აჩერებდა. რაღაცას იმიზეზებდა და თავისკენ მიყადა ისევ. ავდივარ ჩემს ოთახში შასაძლებლობა მაქვს მის ოთახში შევიდე. არა, არ შევალ! შევიდე? შევალ განა რა უნდა დაშავდეს. გავიგებ რა სიმღერას წერს და ეგრევე გამოვალ უკან. მეგონა კარებს ჩაკეტავდა მაგრამ ღია იყო. ოთახში შევედი თუ არა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ,,ხელი არაფერს არ ახლო“. მეც თითქოს დავიძაბე. ხელები უკან შემოვიწყე და ასე თვალებით დავიწყე დათვარიელება. სურნელი... თითქმის მთელ ოთახში მისი სურნელის სუნი ტრიალებს. ვგრძნობ, რომ ამ სურნელში ვიკარგები. ერთი პატარა შეცდომაც და შეიძლება ყველაფერი გავაფუჭო. სამუშაო მაგიდას ვაკვირდები და შევნისნე პატარა ფურჩელზე პატარა ჩანაწრი. მაგიდას ოდნავ მივუახლოვდი და ვკითხულ. ,,ქალი ლამაზია, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. ,,ქალს არაფერი არ ამშვენებს იმაზე მეტად, როგორც მუსიკა.“ ლამაზი სიტყვებია. აქ, კიდევ ბევრი ფურცლის ნაგლეჯია, მაგრამ კიბეებზე ნაბიჯების ხმა შემომესმა. სასწრაფოდ დავტოვე გაბრიელის ოთახში და ჩემს ოთახში ავედი. საწოლზე გულაღმა დავწექი და არ მინდა, ისევ ფიქრებმა გამიტაცოს. გვერდზე ვტრიალდები და ყურში მისი სიტყვები ჩამესმის. ,,ხელი ჩამკიდე აქ, სიბნელეა.“ ,,ნია, რაც არ უნდა მოხდეს მე დამირეკე.“ ,,იცოდე მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.“ ,,გოგონი, შეგიძლია წყალი, რაც შეიძლება ბევრი ყინულით.“ საკმარისია! მასზე ამდენს რატომ ვფიქრობ? ის, ეხლა სხვაგან არის მის გვერდით .
ირგვლის სიჩუმეა. აგვისტო უკანასკნელ დღემდე სდუმს. სათქმელი აღარაფერი აღარ დარჩა და გაჩუმდა. ჰაერში თითქოს შემოდგომა ნელ-ნელა იპარება. ნიავია, ქარი ოდნავ არხევს ჯერ კიდევ გამწვანებულ ხეებს. მაღლა შორიახლოს მინდვრებში სიყვითლე მოსჩანს. ნუთუ ეს შემოდგომაა? გათენდება, თითქოს ყველა დაივიწყებს აგვისტოს. დაივიწყებენ იმ დღეებს. არადა ეს ხომ გუშინ იყო, ახლახანს. არ არის ეს დრო ძალიან დიდი, თუმცა საკმარისია ადამიანი, ერთხელ, მაინც დაეცეს მივიწყებას აძლევს იმ დღეებ. ვერ დავიძინე. ვზივარ და ალიონს ვუცდი. თიქოს არ მინდა გათენდეს, არ მინდა აგვისტო დასრულდეს. ვზივარ და ვუცდი სექტემბერს. ნეტავ რას გვიმზადებს? განა რას უნდა უმზადებდეს ადამიანებს მომავალი? გარდა იმისა, რომ თავად შეძლონ ფეხზე მყარად დგომა და თუ დაეცემიან წამოდგომა. რთულია გერქვას. ,,მკვლელის ქალიშვილი“, მაგარამ ამაზე რთული, მაინც დედის ცივი გამოხედვაა. ვერ წავედი... ვერ შევძელი, რომ მისთვის მეთქვა. ,, დედა გამოფხზლდი! ეს მე ვარ შენი შვილი. მე მოვედი.“ ახლა დარდებს აგვისტოს უკანასკნელ ღამეს ვატან და დიდი ინტერესით ვხვდები სექტემბერს.
* * *
- ნია გაიღვიძე დღეს სწავლა იწყება.
- ჯანდაბა ჩამეძინა! ნეტა დაიწყო უკვე სწავლა? იქნებ უკვე დასრულდა ყველა ლექცია. უნდა ავდგე მოვემზადე...
- მშვიდად... ჯერ მხოლოდ 8 საათია.
- მამიდა მი კი მეგონა, რომ დავაგვიანე.
- მიდი წყალი გადაივლე.
- მამიდა სანამ გამოვა შეგიძლია პერანგი გამიუთოვო?
- მოიცადე რაღაც უნდა გითხრა.
- რა მოხდა?
- გუშინ გაბრიელი, ძალიან გვიან ნასვამი დაბრუნდა სახლში.
- მართლა? ნეტავ ცუდა ხომ არ არის? წავალ ვნახავ...
- მოიცადე! სად უნდა წავიდე. მიდი წყალი გადაივლე და მოწესრიგდი მაგას დედამისი მიხედავს.
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ.
* * *
დილა დეტექტივის ოჯახში, არც ისეთი განსხვავებულია. გაბრიელი გვიან ღამით მოსულა სახლში და მის გაღვიძება სცდილობენ, მაგრამ ამაოდ. მე მოვწესრიგდი ყველანაირად ვეცადე ჩემი ხვეულის თმის დავარცხნა. მამიდამ შემნიშნა, რომ ვწვალობდი და დახმარება შემომთავაზა. ცოტა მაკიაჟიც გამიკეთა. დღეს უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს და განსაკუთრებული ემორციებით ვარ სავსე. ერთდროულად ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ. ნეტა როგორია? ნეტა თუ არის რთულია ამდენ ბავშვებთან კომუნიკაცია? ნეტა შევძლებ მეგობრობას მათთან? ნეტა თუ არიან მკაცრი ლექტორები? ამდენი სამოსსი ერთდროულად არასდროს არ მინახავს. მამიდამ იმდენი რამ მიყიდა მგონი მთელი ცხოვრება მეყოფა. მე უკვე მზად ვარ სასაუზმოდ. ახლა ქვემოთ უნდა ჩავიდე. გაბრიელის კარი ღიაა. ვხედავ ტანსაცმლიანს, როგორ ჩასძინებია. ნეტა ამდენი რატომ დალია? ნეტა ცუდად ხომ არ გახდა? შეუმჩნევლად მის საწოლს მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე. ,, გაიღვიძე თორე უშენობა ნამეტანია“... ასე შეუმჩნევლად ისევ დავტოვე მისი ოთახი. ბიძია და და თომა ერთმანეთში, რაღაცას ჩურჩულებენ. სახლშიც, მაინც, რომ არ იშლიან სამსახურზე იწყებენ ფიქრს. სუფრაზე საუბრის დროს გავიგე, რომ მე და გაბრიელი, ერთ უნივერსიტეტში ვისწავლით. ხომ ვამბობდით ყველა გზა მისკენ მიდის. გამეღიმა და ასე ვაგრძლებე ჩაის დალევას. წასვლამდე დარჩენილია ზუსტად 15 წუთი. სულ ცოტა და თქვენც ნახავთ რა მოხდება. ,,დილამშვიდობისა ჩემო ოჯახო!“ აი, ამას ვგულისხმობდი. ,, ეს როგორ?“ იკითა დედამისმა. ის ჩემს სიტყვებზე გამოფიზლდა. ვუყურებ და მეცინება. არა, როგორ გინდა თავი შეიკავო. ის ძალიან საყვარელია თეთრ პერანგში. აი, უკვე დროა... იწყება სწავლა და ძალიან დიდი იმედებით ვივსები. თომამ შვილს უთხრა:_ ვიცი ეს არ არის შენთვის პირველი გაფთხილება, მაგრამ იცოდე თუ ფული დაგჭირდება მე მითხარი ინტერნეტ ბანკიდან ჩუმად ნუ რიცხავ. შეტყობინება, მაინც ჩეემს ნომერზე მოდის. თომას სიტყვებზე მე ძალიან გამეცინა, მაგრამ ამათთვის პირველი არ ყოფილა. ახლა მამიდა, მე მიახლოვდება და მეკითება:_ ხომ კარგად ხარ? რამე ხო არ გჭირდება?თვალები დავხუჭე და ვანიშნე, რომ ყველაფერი კარგად არის. მე კარგად ვარ. ტყუპებსაც ადრე გაუღვიძიათ. მეორე სართულზე ფანჯარასთან დგანან და ხელს მიქნევენ. განა რა უნდა მოხდეს დღეს ცუდი, როცა დღე ასე ლამაზად იწყება. თომამ გაბრიელს გასაღები გადაუგდო და უთხრა:_ დღეიდან მანქანით ივლი. შენი მოტოციკლის ხმამ უკვე ტვინი წაიღო. გაბრიელს გაუხარდა.:_ ვაა, დღეს დილიდან რითი დავიმსახურე ამხელა ყურადღება? მე გზისკენ მივდივარ ტაქსი უნდა გავაჩერო. თომა კი მაჩერებს და კვლავ თავის შვილს მიუბრუნდა და ეუბნება:_ როცა საჭიროა არ იბნევი ახლა რა ხდება? მოკიდე გოგოს ხელი და ერთად წადით უნივერსიტეტში. მე გვერდით შევტრიალდი და გამეღიმა. აი, უკვე მანქანაში ჩავსედით და ყველამ თვალი გამოგვაყოლა. უნივერსიტეტამდე გზა არც ისე დიდია, თუმცა მანქანაში ჩავჯექი თუ არა მუსიკა ჩავრთე. ყურში ეგრევა სიტყვა ,,მიყვარხარ“ მომხვდა. ასე დიდი ხან აგრელებდა სიმღერა ამ სიტყვის განმეორებას და გაბრიელმა სხვა სიმღერაზე გადართა. იქაც იგივე...
• * * *
- მაგარია არა?
- რა არის მაგარი?
- ის, რომ ერთ უნივერსიტეტში ვისწავლით.
- ხო რა ვიცი.
- დილით შენს ოთახს, რომ ჩავუარე ძალიან გათიშულს გეძინა რა მოხდა ისეთი, რომ ასე მალე წამოდექი ფეხზე?
- მაღვიძარა მქონდა დაყენებული და მის ხმაზე გამეღვიძა.
- სერიოზულად?
- ხო, რა იყო?
- არა არაფერი.
- აი, უკვე მოვედით!
***
რა სულელი ხარ ნია? დილიდან სულელივით იღიმები გგონია, რომ ბიჭს, შენს სიტყვებზე გაეღვიძა და თურმე მაღვიძარას ხმამ გააღვიძა. არ იქნებ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია. იქნებ ამ ბიჭს, ნამდვილად შეუძლია სიყვარული და ის გოგო, ნამდვილად უყვარს. იქნებ იმიტომ დალია ამდენი, რომ მათ შორის რაღაც მოდა. მამაჩემი ამბობდა არკოჰოლი ადამიანებს ცოტახნით პრობლემების დავიწყებაში ეხმარება, ხოლო როცა იღვიძებ სირთულეები ისევ თავისა ადგილზე გხვდება. ასე ამბობდა მამაჩემი, მაგრამ ახლა რა მოხდა? გაბრიელი ასე რატომ არის? ის ძალიან მშვიდია. არც ძალიან ბევრს არ ლაპარაკობს და არც ჩემს გამოწვევას ცდილობს. მთელი გზა ასე სიმშვიდეში გაატარა. უნივერსიტეტში მოვედით თუ არა შესასვლელთან მარიამი დამხვდა. უკან მოვიხედე თუ არა გაბრილი გაქრა უსიტყვოდ წავიდა. თვალებით იქაურობის თვალიერება, დავიწყე, მაგრამ ამაოდ. სკოლის კედლები თეთრად გავატარე, რადგან ყველაზე რთული პერიოდი ჩემი ცხოვრებისა მანდ გამოვიარე. მიჭირდა და ჩემი გაგება არავის უნდოდა. არც მასწავლებლებს უნდოდათ ჩემი გაგება. როდოდესაც სწავლა დავამთავრე მეშინოდა ძალიან მეშინოდა, რომ აქაც იგივე არ განმეორებულყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვა გვარად არის. ახლა აღარ მაცვია გაცვედილი სვიტერი და არც ფეხზე გადახსნილი კეტი. ახლა ისე გამოვიყურები, რომ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. ახლა ყველაზე კარგად მიჭირავს საკუთარი თავი. როგორც კი უნივერსიტეტში ფეხი შევდგი ერთი ვიგრძენი, რომ აქ კარგად ვარ. ამხელა დერეფნები, ჯერ არსდროს მინახავს, არც ამხელა აუდიტორია. ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდები. აუდიტორის გვერდი თეთრი წარწერებია, აქ განრიგებია. თუ რის შემდეგ რა იქნება. აქ კაფეტერიაც საკმაოდ დიდია. ახლა დროა პირველ ლექციაზე შევიდე. ფეხები მიკანკალებს სხეულში დამცდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ შეგრძნებებით. პირველი ლექცია 40 წუთიანი იყო ახლა ყველანი გარეთ გამოვედით. კვლავ დიდი ინტერესით ვაკვირდეები ყველაფერს. დერეფნის ბოლოდან მუსიკის ხმა ისმის. ამან ჩემი ინტერესი ძალიან გამოიწვია და მისკენ გავემართე. ახლა უკვე ავუჩქარე ნაბიჯებს. კართად ორი მამაკაცი დგას და ერთმანეთში საუბრობენ. ოთახიდან სასიამოვნო მუსიკის ხმა ისმის კარი ოდგან შევაღე და ვცდილობ კარგად გავიგო რა მელოდია.
***
- გამარჯობა! კართან რატომ დგახარ? შიგნით შემოდი.
- უკაცრავად... უბრალოთ თქვენ, ძალიან ლამაზად უკრავთ.
- მადლობა გინდა ერთად დავუკრათ?
- არა, მე დაკვრა არ ვიცი.
- ყოველ პარასკევს გაკვეთილია შეგიძლია ჩაეწერო.
- არამგონია მე შევძლო.
- მუსიკა თუ გიყვარს შეძლებ.
- მე არც გიტარა არ მაქვს.
- არაფერია აქ რამოდენიმე გიტარაა. მაპატიეთ სულ დამავიწყდა. ჩემი სახელია დაჩი. შენ რა გქვია?
- მე ნია მქვია. გარეთ ორი მამაკაცი დგას...
- მაგათ ყურადღებას ნუ მიაქცევ.
- კარგი მე წავედი.
- კარგი მაშინ გაკვეთილშე შევხვდებით.
***
მე და მუსიკა? არამგონია რამე გამომივიდეს. ამას რატო ვაკეთებ? ,,ქალს არაფერი არ უხდება იმაზე მეტად, როგორც მუსიკა.“ გამახსენდა მისი სიტყვები და უცებ გავჩერდი. მინდოდა უკან გავბრუნებულიყავი და მისთვის მეთქვა, რომ გაკვეთილზე არ მივალ. ვგრძნობ, რომ უკან ვიღაც მომყვება. რაც უფრო ავუჩქარე ფეხი, ნაბიჯების ხმა ისევ მესმის. დიდი სისწრაფით გავრბივარ და დერეფნის ბოლოს ვხედავ გაბრიელს. ,, ჩემი გადამრჩენელი ხარ“ ხმა დამლა ეს სიტყვები წარმოვსთქვი. დიდი სისწრაფით გაბრიელს მოვკიდე ხელი და აუდიტორიაში შევვარდით. მადლობ ღმერთს აქ არავინ არის.
***
- ნია რას აკეთებ? აქ, რატომ შემომიყვანე?
- უკან ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი მომსდევს.
- ნია ის დაცვაა, აქაურობას უყურებს.
- არა, ის მე მომყვებოდა.
- იქნებ აინტერესებდა, რამე ხომ არ გჭირდებოდა.
- ძალიან შემეშინდა.
- ნია უკვე დიდი გოგო ხარ და დროა საკუთარი თავი შენ დაიცვა.
- და შენ?
- რა მე ნია? რა მე! მე ყოველთვის არ ვიქნები შენს გვერდით და ასე სხვადასხვა ბიჭი უნდა შეარბენინო აუდიტორიაში?
- იდიოტო!
- ხოდა კიდევ, რასაც შენ მირტყან ნებისმიერი ამას არ მოგითმენს.
- სხვა ბიჭი არ არსებობს, ვისაც ასე გამეტებით გავარტყამ. აი, რატომ არ იდიოტი. ვინ გირაკავს?
- მამაჩემია.
- მიდი უპასუხე.
- ვპასუხობ.
***
- შვილო, ნიას მოკიდე ხელი და ოროვე საავადმყოფოში მოდით.
- მამა მე არ მცალია. ტაქს გავუჩერებ და გამოვუშვებ.
- ე, ბიჭო ტელეფონი არ გამითიშო!
***
- რა უნდოდა?
- წამოდი გაგაცილებ.
- სად?
- საავადმყოფოში.
- რატომ? დედაჩემს მოვუდა რამე?
- არა, დედაშენი კარგადაა.
- შენ არ წამოხვალ?
- არა, მე არ მცალია.
***
ნეტავ ეხლა რა მოდა? ასეთი სასწრაფო რა უნდა იყოს, რომ საავადმყოფოში დამიბარეს? ეჭვები მკლავს და არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. ეხლა ერთი სული მაქვ მივიდე და დედაჩემის შევხედო. სავადმყოფოს მივუხალოვდი თუ არა თომა დამხვდა. მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია. ბატომა იცის, რომ მისი ქალიშვილი ხარ. ეხლა კი, თავისუფლად შეგიძლია დედაშენი ნახვა. მე სიხარულისკენ დედაჩემის პალატისკენ გავიქეცი. კარებთან ბებიაჩემი დამხვდა. მკლავზე ხელი ძალიან მწარედ მომკიდა და გვერდი კუთეში გამიყვანა.
***
- ხელი გამიშვით მტკივა.
- ისევ შენი გაიტანე არა?
- ის ქალი, დედაჩემია და უფლება მაქვს ვნახო.
- იცი ახლა კომაშია?
- რაა? გამიშვით უნდა ვნახო!
- თუ გინდა, რომ დედაშენი კარგად გახდეს შენ უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან.
- ვერ გავიგე?
- შენ თუ მის ცხოვრებაში აღარ იარსებებ შევწყვიტავ მისთვის წამლების მიცემას. გონს მოვა და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას.
- ამისთვის რა უნდა გავაკეთო?
- თავი უნდა მოიკლა.
- ამას რატომ აკეთებთ?
- არჩევანი შენზეა ან დარჩები და უყურებ დედაშენის ტანჯვას ან გაქრები და მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.
- ასეთი სატანა რატომ ხართ?
- თავიდანვე ზედმეტი იყავი ამ სამყაროსთვის, როგორც მოევლინე ისე გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან.
- კარგით! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედა კარგად იყოს. ოღონდ ერთი პირობით.
- წასვლამდე მინდა დედაჩემი ვნახო.
- შეგიძლია შეხვიდე იცი პალატა სადაც არის.
***
თავი მოვიკლა? უკვე ძალიან მეცინება საკუთარ თავზე. უბედურო ჩემო თავო, ან რა იყო შენი მოსვლა ამ სამყაროში, ან აქედან წასვლა. აზრზე არ ვარ რას აკეთებენ ადამიანები, უკანსკნელ დღეს, როცა იციან, რომ უნდა მოკვდნენ. ემშვიდობებიან საყვარელ ადამიანებს? განა ეყოფათ დრო, რომ ყველას სათითქო მოუბოდიშოს, იქნებ რამე აწყენინა და გულში ჩაიმარხა და არ გაგრძნობინა. ვხედავ ქალს, იმ სხეულს, ვხედავ გულწასულს, ვინც ამ სამყაროს მომავლინა. განა მისთვის იყო ეს სასჯელი?ქალს, მკვლელი სიგიჟენდე შეუყვარდა და მას შვილი გაუჩინა. იცოდა, რომ მკვლელი იყო, მაგრამ მის შეყვარებას დღითიდღე მაინც აგრძელებდა. ისეთი ძლიერი იყო მისი სიყვარული, რომ დღემდე გასტანა. ხელით ვეხები მის ძალა გამოცლილ მკლავს, ნაზად ვეფერები და წარმოვიდგენ დღეს, როდესაც ჩემზე იმშობიარა. ალბათ, როგორი ბედნიერი იყო, როგორ უხაროდა და ელოდებოდა მამაკაცს, ვისაც ბავშვი გაუჩინა. ელოდებოდა, მაგრამ არ მოვიდა. დარდობდა ტიროდა, მაგრამ მისი პატარა ხელები, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა დედას ჩასჭიდებოდა ამშვიდებდა. განა რა ხდება უკანასკნელ დღეს? მიდიხარ და უკან მოუხედავად ტოვებ შენი ხელით აშენებულ შენივე პატარა სამყაროს. ვინ გავიხსენო? რომელი ერთი გავიხსენო? ქალი, რომელიც გულ წასული წევს, თუ ის ხალხი, ვინც ამდენი იზრუნა ჩემზე. ქალმა მკვლელისგან შვილი გააჩინა და ახლა თავად მისი შვილი ანაცვლებს დედის მაგივრობას. მიდის და სიცოცხლედ დედას ტოვებს. ახლა მისი სხეული გააგრძელებს ჩემს მაგივრობას. ახლა ჩემი გული მაგივრადაც იფეთქავს მის გული. დიდი ხანი დამჭირდა საკუთარი გზა მეპოვნა და ახლა კი ისევ მამაჩემი ავირჩიე. დედაჩემის გადასარჩელად ისევ მამასთან მივდივარ და უკან მოუხედავად ვტოვებ ყველაფერს. უკანასკნელად დედას ვეამბორე ხელზე და უთხარი მადლობა იმ გაწეული ტკივილისთვის, რაც ჩემზე მშობიარობის დროს გადაიტანა. საავადმყოფოს დერეფანი უკანასკნელად თითქოს თბილი იყო, თითქოს დამავიწყდა, რომ აქ, ოდესმე ტკივილი და დარდი ვნახე. არ მინდა ბიძაჩემის თვალებს შევხედო. ვიცი გავჩუმდები და ვერაფერს ვიტყვი. ,,მადლობა გაწეული საქმისთვის ჩემო ძვიფასო მეზობელო.“ შეტყობინება გაბრიელს გავუგზავნე. ,,მარიამ სადილის შემდეგ წამლის მიღება არ დაგავიწყდეს.“ ტყუპების ნახატი შეუმჩნევლად ბიძიას მანქანაში დავუტოვე უკან წარწერით. ,,ახლა წარმატება თქვენ უფრო გჭირდებათ.“ მივდივარ და ვიცი პროფესია ასე დასრულდება. ვიცი დეტექტივიც იპოვის სიმშვიდეს. მკვლელის ქალიშვილი აღარ იქნება საქმის მთავარი მიზეზი. ყველაფერი მამამ დაიწყო და ახლა, ყველაფერს მე დავასრულებ. მივდივარ და უკან მოუხედავად გიტოვებთ სიტყვას. ასეთი იყო ჩემი პროფესია. მე ამ სამყაროსი მოვედი როგორც ,, მკვლელის ქალშვილი“ სწორედ ეს იყო ჩემი პროფესია. ხვალიდან ახალი ფურცელი გადაიშლება ახალი გვერდიდან და თქვნენთან ისევ მოვა ვინც თქვენს აზრებს არევს. სიცოცლის უკანასკნელ დღეს, მშვიდობის სახლი ავირჩიე. ავედი მწვერვალზე და მუხლებში მოვიკეცე. მე მივდივარ და მაგივრობად დედაჩემის სიცოცხლეს გიტოვებთ. ვზივარ კლდის პირას და ვიწყებ უაზროდ ყვირილს...
***
ახლანდელი დრო!
- გაბრიელ შენ მამაშენს არ მოუსმინე! შენ მომატყუე, რომ დედაჩემი კარგად იყო. შენც წახვედი... შენ მე მარტო დამტოვე! მითხარი, რომ უშენოდ უნდა ვისწავლო საკუთარი თავის დაცვა.
- მეშინოდა! გესმის შენი შეყვარების მეშინოდა ძალიან!
- მერე რა მოხდა?
- ვერ შევძელი...
იბრძოლე გადარჩენისთვის!
- რა მოხდა? ნიას რა დაემართა?
- ნია გესმის ჩემი?!
- გაიწიეთ! ეხლა ამას ჰაერი უფრო სჭირდება სჭირდება.
- ნია, გონს მოდი! შენი წასვლა შეუძლებელია.
- მარიამ დამშვიდდი. ნიამ, უბრალოდ გონება დაკარგა.
- რაღას ვუცდით წავიდეთ საავადმყოფოში.
- მოიცადეთ! მგონი გონს მოდის.
- გაბრიელ...
- ნია, აქ ვარ შენს გვერდით.
- რა მოხდა კიდევ ცოცხალი ვარ?
- რა სისულეებს ამბობ. გული ლამის გამისკდა.
- კარგი მარიამ, დამშვიდდი მე კარგად ვარ.
- აქედან, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ.
- გაბრიელ შენც ინერვიულე ჩემზე?
- მოდი წამოყენებაში დაგეხმარები.
- გიორგი ვერ ხედავ გოგო, მე მკიდებს ხელს?
- ბიჭებო, ეხლა ამის დროა?
- თქვენ წადით მე ჩემი მანქანით წამოვალ.
- მე გაბრიელს გამოვყვები.
- მაშინ მეც თქვენთან ერთად წამოვალ.
- კარგი მარიამ, წამოდი ჩვენთან ერთად.
* * *
ბებერმა ჭადრებმაც იციან, რომ უკვე შემოდგომაა. ახლა ისიც დაიწყებს უაზროდ ფოთოლცვენას. არ დაელოდება ატირებულ ქალს, აღარც იმ კაცს, რომელსაც არკოჰოლის სმაში შემოაღამდა. აცივდა და აღარც ბაბუებს დააცდის სკვერში, ნარდის თამაშს. ახლა სექტემბერია... აცივდა და სექტემბერი, აღარ უცდის ქალს, სახლში დაბრუნებას. გაწვიმდა... ქალი სულ გაილუმპა. გაჩერებაზე დგას და სხეული, სისველისგან სულ უკანკალებს. ეს სექტემბერია და შემოდგომა თანდათან ცდილობს თავი მოგვაწონოს. ოქროსფერი ფოთლები უკვე აქა-იქ ყრია. ქარი ისევ გლეჯს ფოთლებს და იქამდე ატარებს ჰაერში, სანამ თავისას არ გაიტანს. ახლა ქალაქი უფრო გაივსო, მანქანებით. არ მომწონს ჩემი ქალაქი, არ მაქვს უფლება ასეთი მომწონდეს. ის უწესრიგოა, ის მოუვლელია. თითქოს და ჩემი ქალაქი, დიდი ხნის მიტოვებულ მუზეუმსს დამსგავსებულა, რომლის მისამართიც დიდი ხნის წინ მიივიწყეს. არ მომწონს სახლები, სადაც ბუმბერაზი მწერლები ცხოვრობდნენ. არ მომწონს ქუჩები, სადაც უბრალოდ უწესრიგოს აყენებენ მანქანებს. ბავშვებს წაართვეს ეზო. ახლა მშობლებმა მისი შვილები, საცხოვრებლიდან 100 მეტრის იქით უნდა წაიყვანოს, რადგან საცხოვრებელ კორპუსთან არ არის სკვერი. არ მომწონს ხალხთა მიდგომა ერთმანეთისადმი. თითქოს ერთმანეთის მიმართ დაუკარგავთ პატივისცემა, მეობა გაგება. არ მომწონს გვიანობამდე ახალგაზრდების შეფარება სადარბაზოებთან. ისინი ასე, ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წლებს უბრალოდ... ისინი ასე, დროს კარგავენ. დროს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განა რა იცის დრომ? ახლა სექტემბერია და კვლავ ისევ ისეე გააგრძელებს ხალხი. ისევ გააგძელებენ ბაბუები, გვანობამდე სკვერში თამაშს? მშობლები ისევ ეცდებიან თავისი შვილებისთვის, მოძებნონ ადგილი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობენ. წლები მიდის და რაც დრო გადის მით უფრო არ მომწონს ჩემი ქალაქი.
ახლა გაბრიელი შეშინებულმა თვალებმა უფრო დამამწუხრა. ის ისეთი მზერით მიყურებდა მე შემეშინდა. მას ჩემზე დანახვისას სხეული ისე უკანკალებდა. ის, ისე ნაზად ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას. განა რა გავაკეთე? მინდოდა ახლა კი ისევ გაბრიელის მფარველობის ქვეშ აღმოვჩნდი. ახლა ისევ სიმშვდე ვიპოვე. სანამ გონებას დავკარგავდი მახსოვს მისი სიტყვები ,,ვერ შევძელი.“ ამას ვერავინ გაიგებს. ამ სიტყვებს, ჩემს გარდა ვერავინ მიხვდება. მე მარიამთან ერთად უკანა სავარძელზე ვზივარ. მარიამი ძალიან მჭიდროს მკიდებს ხელს. თითქოს ეშინია, რომ ისევ რამეს დავაპირებ. ისევ გავიქცევი და ს შევეცდები. რამოდენიმე წუთში გაბრიელთან სახლში მივედით. დილით, როცა აქედან მივდიოდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღე ისე ლამაზად დაიწყო მჯეროდა, რომ ცუდი არაფერი აღარ მოხდებოდა. ახლა, როცა ძალა გამოცლილი ჩემი მეგობრის ხელში ვარ კიდევ უფრო დავრწმუნდი უბედურებასთან ძალიან ახლოს ვარ. ეს შეიძლება დღეს არა, მაგრამ დედაჩემის გადასარჩენად ამას, მაინც გავაკეთებ. დედაჩემი ერთხელ და სამუდამოდ იმსახურებს იყოს ბედნიერი. გაბრიელმა მანქანა, სახლის უკანა ეზოში გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მეკითხება:_ სიარულს შეძლებ? მეც ხმადაბალი ხმის ვუპარუხე, რომ კი შევძლებ. სახლში ისე შევედით არავის არაფერი გაუგია. ჩემს ოთახში ავედი თუ არა დავწექი, რადგან ძალა საერთოდ აღარ შემრჩა. დავწექი თუ არა თავი კედლისკენ გადავაბრუნე. თითქოს მცხვენოდა მათთვის თვალებში ჩამეხედა. რამოდენიმე წუთში თვალები, მჭიდროდ დავხუჭე. ვცდილობ დავიძინო, მაგრამ გონებაში ისევ ბებიაჩემის სიტყვები მახსენდება. ვგრძნობ, რომ მარიამი თავზე ძალიან ნაზად მეფერება და ამბობს. ,,არ გაბედო... სიკვდილი არავითარ შემთხვევაში არ გავედო...“ ახლა ისე გამაბრუა ფიქრებმა, აღარავის მესმის. მხოლოს სიჩუმეს და სითბოს ვგრძნობ. ვგრძნობ, ვიღაც თბილ პლედს მაფარებს და ახლა ოთახის კარის ხმაც გავიგე. ახლა ყურში მხოლოდ წვიმის სასიამოვნო ხმა ჩამესმისს. ის ისეთი მშვიდია თითქოს და არაფერი აწუხებს. მან ხომ არ იცის აქ, ადამიანები, რამხელა ტკივილს, დარდს და მწუარებას იტანენ. არა! არც წვიმამ არ იცის. ან იცის და უბრადოს სდუმს.
***
რესტორანი!
- შეფ, შეგიძლიათ ცოტახნით გამომყვეთ?
- დიახ, ბიჭებო გისმენთ მოხდა რამე?
- თქვენს ცოლს შევხვდით და ვესაუბრეთ.
- აზრი არ აქვს ის სიმართლეს, მაინც არ იტყვის.
- ამტკიცებს, რომ ავარიის დღეს ქალაქში არ იმყოფებოდა.
- მერე, რას ფიქრობთ ამაზე?
- რათქმაუნდა იტყუება. ქორწილის დღეს, თქვენი პირველი ცოლი, ნამდვილად ქალაქში იყო. საქორწინო საჩუქარიც ამაზე მეტყველებს. ყვავილები მან მაღაზიიდან თავისივე ხელით გამოაგზავნა და ხელიც მოაწერაც ამას ადასტურებს, როდესაც მან კურიერს გამოატანა.
- კი ყვავილები, მისგან ნამდვილად მივიღე ქორწილის დღეს. იქ, ბარათიც იდო, მაგრამ ისე გადავაგდე არც წამიკითხავს შიგნით რა ეწერა.
- კარგი ახლა მაგას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მთავარია დაჩისთან საუბარი შევძლოთ.
- ეგ შეუძლებელია. მაგას დაცვა ჰყავს 24 საათი.
- მერე რა... ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ მასთან შეხვედრა.
- შეიძლება მეც წამოვიდე?
- არამგონია ეგ კარგი აზრი იყოს. თავისუფალი ვერ იქნება.
- გაბრიელ!
- გისმენ
- გადაეცით, რომ მამამისი ცოცხალია.
- კარგი შეფ. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ.
- მეც გამაგებინეთ რა იქნება.
- ხვალ დღის ბოლოს შეგეხმიანებით.
***
უკვე გვიანია... თვალები ოდნავ გავაილე თუ არა საათს შევხედე და უკვე ღამის 12 საათია. მე კი სასწრაფოდ საწოლიდან წამოვხტი. ამდენ ხანი ბოლოს, როდის მეძინა აღარც მახსოვს. სახლში ჩამიჩუმი არ ისმის. გარეთ ისევ თავსხმა წვიმაა. ასეთ დროს, როგორც წესი ტყუპებს სძინავთ. მე ვცდილობ ფეხზე წამოვდგე მაგრამ თავბრუ მეხვევა. გვერდით, მაღვიძარასთან წერილი დამხვდა. ,,იცოდე, როგორც კი გაიღვიძებ მომწერე. მარიამი“ ახლა ისეთი შეშინებულია ვიცი, რო მივწერო მთელი ღამით არ მომასვენებს. ამიტომ ცოტახნით კიდევ ჯობია ეგონოს, რომ მძინავს. ოთახში ძალიან უჰაერობაა და ცოტახანს ფანჯრის გამოღება. ფანჯარა გამოვაღე თუ არა, წვიმის წვეთები სახეზე ვიგრძენი. თითქოს მესიამოვნა...ვიგრძენი, რომ ისევ ცოცხალი ვარ და შემიძლია ამ სიამოვნებით დავტკბე. ვგრძნობ, რომ ვსველდები და მაინც არ ვყოფ თავს შიგნით. ნეტა ყველამ დაიძინა? ნეტა გაბრიელი თუ არის სახლში? ჩავიდე? არა, ნიაა არავითარ შემთხვევაში არ ჩავალ ქვემოთ. ჩემს თავს ვუთხარი ეს სიტყვები და ისევ ჩემს ოთახში დარჩენა გადავწყვიტე. ახლა ჩანთიდან მინდა ჩემი ნივთები ამოვიღო. ხელში ბატონის წიგნი მომყვა. გამახსენდა, რომ დასაბრუნებელი მაქვს. ახლა თითქოს ფურცლებს ვათვარიელებ და ვხედავ წიგნიდა, როგორ გადმოვარდა წერილი. წერილზე თაროღი წერია. ამ თარიღის მიედვით წერილი რამოდენიმე დღის წინ არის დაწერილი. მინდა გავხსნა, მაგრამ თავს ვიკავებ იქნებ ბატონის წერილია. თუ ბატონისაა აქამდე რატომ არ შემხვდა. წერილი გადმოვატრიალე თუ არა დედაჩემის ხელწერა ვიცანი ეს წერილიც მისი დაწერილი მგონია. იქნებ მამაჩემს წერდა? იქნებ დაწერა და ვერ გაუგძავნა? დიდი ხნის ტრიალის შემდეგ წერილი გავხსენი. წერილი გავხსენი თუ არა სულში ძალიან დიდი სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს გულში ტყვია მომხვდა. პირველივე სიტყვიდან ვიგრძენი, რომ ეს დედაჩემის კი არა ბებიაჩემის დაწერილი წერილია. ის წერილი მან ამ წიგნში განგებ ჩადო. ,, თუ ამ წერილს კითხულობ ესიგი ისევ ცოცხალი ხარ. რამდენჯერ ვცადე შენი თავიდან მოშორება, მაგრამ მაინც იქ, ხარ სადაც არ უნდა იყო. შენ ამ საყაროში არ უნდა ყოფილიყავი. თავიდანვე შეცდომა იყო შენი დაბადება. შენ, რომ დაიბადე, პირველი რაც იყო ის, რომ შენი ტირილი არ მესიამოვნა. თავიდანვე ბებიაქალს ვუთხარი, რომ ახალშობილი, სადმე შორს წაეყვანა. იცი მამაშენი ვინ იყო? მამაშენი მკვლელი იყო. შენი დაბადებისთანავე თვალებში სწორედ ეს ამოვიკითე. ,, მკვლელის ქალიშვილი“ შენ დაიბადე, როგორც ,,მკვლელის ქალიშვილი\\\\\\\\\\\\\\\" და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასეც მოკვდე. იცი მაშინაც მე ვიყავი მიზეზი, როცა მამაშენი შენს სანახავად არ მოდიოდა. მე მასთან გარიგება დავდე. როცა მივხვდი, რომ მამას ხშირად კითხულობდი ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მასთან გაქცეულიყავი. რატომ? რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ მე ჩემი ქალიშვილი ძალიან ტანჯვით გავზარდე და ის, ასეთ მომავალს არ იმსახურებდა. ახლა თუ გინდა დედაშენი გაანთავისუფლო გაქრი. ერთელ და სამუდამოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან!“ ამ საშინელ ფურცლებს, ხელით მჭიდროდ ვუჭერ და ვგრძნობ, რომ ცრემლად ვიღვრები. ნუთუ შეიძლება ქალმა, ამხელა სიბოროტე გადმოამსხვრიოს? ქალმა საკუთარ შვილიშვილზე, როგორ შეიძლება თქვას, რომ მისი დაბადება არ უნდოდა, როგორ შეიძლება ახალშობილი, შენი სისხლი და ხორცი, სრულიად უცხოს მისცე და ვითომც არაფერი უთხრა. ,, წაიყვანეთ! არ ვიცი სად, მაგრამ აქედან წაიყვანეთ.“ ნუთუ ასეთი რამ ამ სამყაროში ხდება? და თუ მართლა არსებობ ასეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს.ძალაგამოცლილი იატაქს ვემხვიე. ხელები გვერდებზე გადავაგგდე და კიდევ ერთხელ გამიჩნდა თავის მოკვლის სურვილი. იცით ახლა რას ვიზამ? არა! ზუსტად ვიცი რასაც ვიზამ. წავალ და დედაჩემს ვეტყვი ამ ყველაფერს. არ ვუყურებ რა მაცვია, არც იმას, რომ ღამის პირველი საათია. სახლიდან გავრბივარ. ისევ გავრბივარ აქედან. საავადმყოფო არც ისე შორსაა აქედან. ტრასპორტიც არ არის ამიტომ ფეხით წავალ. წვიმს... თავსხმა წვიმაა. ვტირი, ცრემლად ვიღვრები და ვერ ვგრძნობ, რომ ვსველდები. მთელი ძალით გავრბივარ დედაცემისკენ და ცარიელ ქუჩებში ვყვირი. დავამტკიებ, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის შესაძლებელია. მერე რა თუ შენი გადაგდება დაბადებისთანავე უნდოდათ. მერე რა, თუ ახლა ვსველდები. მე მაინც მივალ და ვიტყვი ჩემსას. ახლა უკვე საავადმყოფოს დერეფნს გავდივარ სველი ნაბიჯებით. მის პალატას მივუახლოვდი თუ არა ვხედავ, რომ დედაჩემი გონს მოვიდა. ის ფეხზეა და ფანჯარაში იყურება.
***
- დედა თუ ღმერთი გწამს გონს მოდი! ეს მე ვარ შენი ქალიშვილი. შენ როცა მასე უხმოდ იდექი იცი მე ს ვცდილობდი. ამასაც შენს გამო ვაკეთებდი. შენი გადარჩენას ვცდილობდი. ახლა შენ გააკეთე რამე, ჩემთვის გააკეთე რამე. ყველაფერი დავივიწყე, ის ხალხი დავივიწყე, ვინც ჩემზე ზრუნავდა. შენს გამო მე მათზე უარი ვთქვი.
- ექიმო კიდევ წამალი მიწევს?
- ახლა გავგიჯდები! კიდევ წამლებზე საუბრობ? გამოფხიზლდი! თვალებში შემომხედე გეხვეწები. აი, ეგრე. მისმინე ეხლა ამის დრო არ არის გესმის? ახლა ჩუმად ყოფნის დრო არ არის. მოდი ჩამეხუტე და მითხარი, რომ ხელს, არასდროს გამიშვებ. ჩვენ ერთად შევძლებთ გადავრჩეთ. მამა წავიდა, მაგრამ მე აქ ვარ და გპირდები ვიზრუნებ შენზე.
- ლუკა სად არის? მალე დაბრუნდება?
- როგორც ვხედავ აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. ბებიაჩემმა ალბაათ კიდევ შხამი დაგალევინა. ასე, როგორ შეგიძლია საკუთარ შვილს ხელი კრა. ყველაფერი დედაშენმა გააკეთა. ეს ყველაფერი ბებიას დამსახურებაა გესმის?! მან მე წერილი მომწერა. იმ წერილში ყველაფერი ეწერა.
- ექიმო ისევ ტირით?
- კი ვტირი... ისევ ვტირი, რადგან დღეს კიდევ დავრწმუნდი, რომ არ უნდა დავბადებულიყავი.
- ადამიანის თავშეკავება იმდენად ძლიერია ყველაფერს გააკეთებს და მტრებთან ცრემლს არასდროს დაღვრის.
- ხო, მაგრამ უიმედოდ დარჩენილ ადამიანს ჭკუა არ მოეკითხება. ის, ყველაფერს გააგეთებს, რომ იტიროს. რატომ ვსაუბრობთ ამ ყველაფერს არ მესმის? მე ხომ არავინ მყავს. მამაჩემი ცოცხალი აღარ არის. შენს წინ ვდგევარ და არაფერს ამბობ.
- კარგია, რომ დაბრუნდი... ,, მოპარული თოჯინა“ დიდანს ელოდებოდა შენს დაბრუნებას.
- მე უნდა წავიდე... მოიცადე რაა? შენ ,,მოპარული თოჯინა“ ახსენე? დედა შენ?
- შვილო, როგორ შეიძლება საკუთარი ქალიშვილი დამავიწყდეს.
- დედა! შენ...
- მოდი ჩემთან...
- ეს, როგორ?
- მე დიდი ხანია წამლებს აღარ ვსვავ.
- რატომ არაფერს არ ამბობდი? რატომ იყავი ჩუმად?
- გაბრიელი და თომა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დედაჩემს დანაშაული დაუმტკიცონ ამის შემდეგ განვთავისუფლდებით.
- დედა იცი როგორ მჭირდებოდი? იცი, როგორ მაკლდი?
- ვიცი ჩემო პარატარა და ყველაფერს გავაკეთებ ეს დაკარგული დღეები აგინაზღაურო.
- შეიძლება რაღაც გთხოვო?
- კი მიდი გისმენ.
- მართალია უკვე ამისთვის ძალიან დიდი ვარ, მაგრამ... შეიძლება ამაღამ შენთან ერთად დავიძინო?
- მოდი ასე მოვიქცეთ. ასე ძლიერ ჩაგეხუტები და დილამდე არ გაგიშვებ ხელს.
***
ვტირი და არ მინდა შევწყვიტო ცრემლთა ღვრა. ბედნიერი ვარ! ახლა მინდა ეს სიტყვები ყველამ გაიგოს. გესმით?! აქ, არავინ ხართ? ხო შენ! ახლა ვინც ამ სიტყვებს კითხულობ. შენ გეტყვი, რომ დედამ გულში ჩამიკვრა. ეს გრძნობა, რაღაც სასწაულს გავს, რაღაც უჩვეულოს. მის გულისცემას გრძნობ და უფრო ვრწმუნდები, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის შესაძლებელია. ახლა ჩემი გული მშვიდადაა, ახლა აღარ ვგრძნობ თავს მარტოსულად. ახლა ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი დედის ასეთი თბილი ჩახუტება. დედა მართალია. არსებობს მეორე შანსი და კარგი იქნებოდა ნებისმიერს შეეძლოს, რომ საყვარელ ადამიანებს, კიდევ მივცეთ მეორე შანსი. ჩვენ მართალია ბევრი რამ ერთად არ გაგვივლია. მართალია დედა, არ მელოდებოდა სახლში სკოლიდან დაბრუნებულს და არც გაკვეთილებს არ ვამზადებდი მასთან ერთად, თუმცა ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღეები ავანაზღაუროთ. ისე გათენდა არ გამიგია. უკვე დილის 6 საათია და დედა, ჩემს გამოღვიძებას ცდილობს. ნაზად მეფერება და ყურში ხმადაბლა ჩამრჩულებს. ,,დედა გენავალოს... გაიღვიძე უკვე შენი წასვლის დროა“ აქედან იქამდე უნდა წავიდე სანამ ბებია რამეს გაიგებს. სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბავშვების ფსიქიკა გააფუჭონ. სწორედ მათ შეუძიათ გააკეთებინონ ისეთი რამ, რაც შეიძლება ნებისმიერმა არ გააკეთებს. ახლა დანებების დრო არ არის ახლა მოქმედების დროა. დედამ შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ თავს გაუფთხილდე. ახლა ძალიან ბედნიერი სახით ვტოვე დედას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგადაა. პალატიდან გამოვედი თუ არა გაბრიელს ვხედავ. მას პალატასთან სკამზე ჩასძინებია. ნუთუ მთელი ღამე აქ გაატარა?
***
- გაიღვიძე! აქ ჩაგეძინა?
- უკვე მივდიოდი.
- ხო არა? აქ, რას აკეთებ?
- დავინახე სახლიდან, როგორი გამოიქეცი და უკან გამოგყევი.
- საჭირო არ იყო, თანაც ჩემს გამო, აქ, მოგიწია დაძინება.
- დავინახე ერთად რა თბილად ჩაგეძინად და თქვენი შეწუხებ აღარ მინდოდა.
- ანუ ყველაფერი გაიგე?
- კი გავიგე.
- გაბრიელ...
- ნუ ნერვიულობ არავის არაფერს არ ვეტყვი. წამოდი სახლში ავიდეთ მოწესრიგდი და უნივერსიტეტში წაგიყვან.
- დღეიდან სულ ასე უნდა მსდიო?
- სხვა გამოსავალი არ დამიტოვე.
- დღეს რა დღეა?
- პარასკები, რატომ მეკითხები? პაემანზე მიდიარ?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- რაა? მოიცადე დამელოდე!
- გაბრიელ, ტყუილად ეცდები, მაინც ვერაფერს მათქმევინებ.
***
გაბრიელი მოვატყუე. უკვე ბუზღუნით მომყვება უკან და ცდილობ, რამე გაარკვის, თუმცა ამაოდ. ძალიან მალე სახლში მივედით. მე გადავივლე და ძალიან მალე წავედით უნივერსიტეტში, როგორც ყოველთვის მარიამი შესასვლელში დამხვდა გამომკითხა, როგორ ვიყავი და ერთად შევედით უნივერსიტეტში. პირველმა ლექციამ ძალიან მალე ჩაიარა. დილით არ მისაუზმია და კაფეტერიაში გადავწყვიტე ჩასვლა. პატარა ქათმის სენვიში და ფორთოხლის წვენი ავიღე. ახლა თავისუფალ ადგილს ვეძებ, რომ დავჯდე. დიდი ხნის თვარიელების შემდეგ გაბრიელი მის შეყვარებულთან ერთად დავინახე. ბოლო მაგიდიდან, ჩემი სახელი მესმის. ის, დაჩია და მე მანიშნებს, რომ მის გვერდით ადგილი თავისუფალია. ვიცი გაბრიელთან ერთად, რომ დავჯდე თავს ვერ შევიკავე და ისევ სისულელეს გავაკეთებ. ამიტომ დაჩის გვერდით ვარჩიე დაჯდომა. გაბრიელის მაგიდას გვერდი ავუარე. ხმადაბალი ხმით ცდილობს გამომკითხოს ,,რა ჯანდაბას აკეთებ“. მე მაინც გზა გავაგრძელე და დაჩის მაგიდასთან მივედი. იქ, დაჩის გარდა სხვებიც იყვნენ. დაჩიმ ყველა გამაცნო. მითხრა, რომ ისინიც იქნებიან დღეს გაკვეთილზე და შენც გელოდები. ახლა ტელეფონზე გაბრიელის შეტყობინებაა. ,, ესიგი ეგ არის არა? ის ბიჭია, ვისთან ერთადაც დღეს პაემანზე მიდიარ?“ ძალიან დამცინავად გაუღიმე და შეტყობინება უპასუხოდ დავუტოვე. რამოდენიმე წამში ისევ მწერს. ,,ეგ რანაირი ბიჭია, სიცილი მაგას არ უვარგა და თითები. ნამეტანი გრძელი თითები აქვს.“ ღმერთო დამიფარე! ეხლა ამან, ამ სიშორედან, ამის თითები საიდან დაინახა? დაჩის ხელებზე შევხედე და გამეცინა. ახლა ტელეფონი მაღლა ავწიე და გაბრიელს ვანიშნებ, რომ ტელეფონს ვთიშავ. ამის გაკეთება იყო და გაბრიელი ფეხზე წამოდგა. ვხედავ ჩვენსკენ მოდის. მე ხელების მოძრაობით ვანიშნებ. არა! წადი აქ, არ მოხვიდე, მაგრამ ვინ გისმენს.
***
- ძვირფასო ნია, როგორც ჩანს მეგორები მალე გიპოვია.
- თქვენ ვინ ხართ?
- ინტერესდებით?
- გაბრიელ...
- წამოდი ნია, მივდივართ.
- მოიცადე ჯერ ჭამა არ დამისრულებია.
- წამოდი გზაში დაასრულებ.
- კარგი შეგიძლია ახლა წახვიდეთ, მაგრამ ნია საღამოს გელოდები. ხო მოხვალ?
- კი მოვალ.
- მაგას მერე გავარკვევთ.
- გააფრინე? რას გააკეთე, კაფეტერიიდან რატომ გამომიყვანე?
- გოგო დებილი ხარ? არ იცი, რომ ერთი დღის გაცნობილ ბიჭს, მასე არ უნდა ენდობოდე.
- მერე ვინ გითხრა, რომ ვენდობი. და საერთოდ შენ ვინ ხარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი?
- ახლა მე ვინ ვარ არა? ნია, რა გინდა რისი მიღწევა გინდა? ატირდები თუ არა ჩემს მხარზე ათენებ ღამეებს. მარტო, როგორც კი რჩები, მე მეძახი საშველად. ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან? დაბრუნდი და კიდევ ვერ გაგირკვევია სად გინდა.
- უნდა წავიდე ლექცია მეწყება.
- მოიცადე მიპასუხე საღამოს სად მიდიხარ?
- არ გეტყვი.
- იცოდე ჩემით მაინც გავარკვევ.
- რაც გინდა ის ქენი.
***
რესტორანი!
- შეფ, იცოდით, რომ თქვენი შვილი, მუსიკის მასწავლებელი იყო?
- კი მუსიკის მიმარტთ დიდი სიყვარული მას ბავშვობიდან ჰქონდა. რა ქენით, ესაუბრეთ?
- კი ვერაუბრეთ?
- რა გითხრათ?
***
თომას და დაჩის საუბარი, რამოდენიმე წუთის წინ.
***
- ალბათ იცით მე ვინ ვარ და აქ, რატომ ვარ მოსული.
- კი ვიცი. შენზე და შენს მეგობარზე, ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ მთელ ქალაქში, საუკეთესო დეტექთივები არიან. თქვენი დიდი საქმის შესახებ დეტალები ბავშვებმაც კი იციან.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენზე არაფერს მეტყვი?
- რა უნდა გითხრათ ერთი ნაბორალა ბიჭი ვარ. თქვენც ხედავთ 24 საათი მოსვენება არ მაქვს. ჩემს მშობლებს, დღემდე არ გაურკვევიათ რა უნდათ. თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, რომ ასეთ დროს შვილები უფრო იჩაგრებიან.
- ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და რითი ხარ დაკავებული?
- მუსიკით... მუსიკაში სიმშვიდე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. ახლა მოსწავლეები მყავს და მათ ვამზადებ.
- ვიცი არ გინდა ახლა ამ თემის გახსენება, მაგრამ საუბარი მაინც მოგვიწევს.
- მამაჩემის მეორე ცოლის სიკვდილს გულისხმობთ? თქვენც გგონიათ, რომ ეს მკვლელობა დედაჩემმა, ეჭვიანობის ნიადაგზე შეუკვეთა?
- ეს ჯერ დადგენილი არ არის.
- ამაზე მე პოლიციასთან ხშირად მომიწია საუბარი. მაშინ, როცა ეს ამბავი ახალი მომხდარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მარიგებდა ეს ესე არ თქვაო მე, მაინც სიმართლეს ვამბობდი. მეც ვიყავი მამაჩემის ქორწილში. მე ვარ მოწმე იმისა, რომ სანამ გაემგზავრებოდნენ ვიღაც კაცმა, მანქანას მუხრუჭები გაუფუჭა. ქორწილის დასრულების შემდეგ მამაჩემი, ბევრჯერ გავაფთხილე, რომ იმ მანქანით არ წასულიყვნენ, მაგრამ არ დამიჯერა.
- ეს სასამართლოზე რატომ არ თქვი?
- ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა, ყველაფერი გააკეთა, რომ სასამართლოზე არ გამოვცხადებულიყავი. მამაჩემიც სწორედ სასამართლოს შემდეგ არ მინახავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე გაირკვევა და მშვიდად შევძლებ ცხოვრებას. გამიგეთ ნებისმიერისთვის ძნელია გამუდმებით ვიღაც გაკონტროლებდეს.
- ყველაფერი კარგად იქნება თუ ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებთ.
- მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ.
***
ახლანდელი დრო!
- უარს არ ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე.
- ეგრეც ვიცოდი. ახლა რას ვაპირებთ?
- უნდა შეხვედრა და შეხვდით შენს პირველ ცოლს. ჩვენ ყველაფერს შორიდან დავაკვირდებით.
- რა გარანტია მაქვს, რომ იარაღს არ ამოიღებს. ის ქალი, ნამდვილი შეშლილია.
- არა, ხალხში ამდენს ვერ გაბედავს.
- აი, მეც მოვედი! აბა მზად ვართ? როგორც იქნა დღეს ბარში ვიმღერებთ.
- შვილო, დედაშენის ზარებს რატომ არ პასუხობ? მარი მთელი დღეა მე მირეკავს.
- მამაჩემო მე ვიყავი სახლში ასული. შენ ჭკვიანი კაცი ხარ და მიხვდები მაგ დროს შენი ცოლი სალონშია.
- მოიცადე! ნია სად არის? აქ, ერთად არ უნდა მოსულიყავით?
- მე რა ვიცი სად არის ნია? მე რა, მაგის ძიძა კი არ ვარ.
- ბიჭო შენ რა, სიცხე ხო არ გაქვს?
- არა მამა, არა მაქვს არა...
მუსიკის გაკვეთილი!
***
- სულ საათს რატომ უყურებ? სადმე გეჩქარება?
- კი სამსახურში.
- მგონი დღეისათვის საკმარისია. შემდეგი გაკვეთილი სამშაბათს იქნება. ცუდად არ გამიგო ცალკე იმიტომ გამზადებ, რომ დამწყები ხარ. მოგვიანებით ჯგუფშიც ჩაგსვავ.
- არა, არ არის პრობლემა.
- მოიცადე! სად მიდიხარ? მე მიგიყვან.
- ბატონო, ეს შეუძლებელია.
- ბიჭებო, ასე არ გამოვა. გოგონას ასეთ დროს მარტო ხომ არ გავუშვებთ?
- ნამდვილად არ არის პრობლება.
- არა, ახლა ყველანი ერთად წავალთ.
- ესენი ვინები არიან?
- ჩათვალე, რომ ჩემი უფროსი მეგობრები არიან. არ შეგეშინდეს კარგი?
- მე უკვე აღარაფერი მიკვირს.
- რატომ შენი ასავალ დასალავალის გაურკვეველია?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- სად მუშაობ?
- აი, აქ, ხელმანჯვრივ გამიჩერეთ!
- ახლა ყველაფერი გასაგებია.
- რა არის გასაგები?
- შენ ლუკას ქალიშვილი ხარ?
- კი, შენ საიდან იცი?
- ამას რა გარკვევა უნდა. ამ რესტორანზე და მის უბედურებებზე მთელი ქალაქი საუბრობს.
- ბატონო! უკვე დროა. აქედან, რაც შეიძლება მალე წავიდეთ.
- ცოტახნით კიდევ მოიცადეთ.
- მე უნდა წავიდე მაგვიანდება.
***
რესტორანი!
- გაბრიელ რა გჭირს? უკვე დროა დავიწყოთ სიმღერა?
- მოიცადეთ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო?
- ვინმეს ელოდები?
- მე ცოტახნით სუფრთა ჰაერზე გავალ.
- მოიცადე! ეს ბიჭი ამ ბოლო დროს სულ გაგიჟდა.
- ის ბიჭი, შენი შეყვარებულია?
- ვინ?
- აი, ის შენსკენ, რომ მოდის.
- არა, ღმერთა დამიფაროს.
- მოიცადეთ! დამშვიდობება ასე არ შეიძლება. შიგნით შომოდით და იქ, გააგრძელეთ თქვენი რომანტიული საუბრები.
- გაბრიელს, რას ბოდავ?
- რა იყო რამე ტყუილი ვთქვი?
- მადლობა, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება. ნია, ჩემო კარგო სამშაბათს ისევ შევხვდებით.
- რაო? რა თქვა?
- მოკეტე!
- გამიშვი პირზე ნუ მაფარებ ხელს.
- აჰა! უკვე წავიდა. მიდი ახლა ილაპარაკე სისულელეები.
- რას ქვია ჩემო კარგო? შენ არავისი არ ხარ გესმის?!
- გაჩუმდი რა გაყვირებს?
- ჯანდაბა! ნია, შენ მალე ჭკუიდან შემშლი. ვინ არის ეს ბიჭი?
- რა შენი საქმეა.
- გაბრიელ! ძმაო უკვე დროა დაკვრა დავიწყოთ. ყველა შენ გელოდება.
- იცოდე ამჯერად იოლად გადამირჩი.
- ნუ მემუქრები.
- ,,ჩემო კარგო“ გრძელთითება იდიოტი.
- ვაიმე გაბრიელ... ძალიან სასაცილო ხარ.
***
ასეთი გაბრიელი არასდროს მახსოვს. ის ძალიან დაბნეულია და პირიდან ძალიან ბევრ სისულელელეს ისვრის. ეზოში გამოვიდა თუ არა და დაჩისთან ერთად დამინახა, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ჩვენ მოგვიახლოვდა. გააღიზიანა სიტყვებმა ,,ჩემო კარგო“. უბრალოდ გაბრიელის მოქმედებაზე ძალიან გამეცინა. ახლაც თავს ძლივს ვიკავებ. აქაურობა ისევ ძველებურად არის. მე ბარში ჩემი ადგილი დავიკავე ბენდიც მზად არის დაკვრა დაიწყოს. მოულოდნელად გაბრიელი მიკროფონს ხელში იმარჯვებს და სიტყვით ცდილობს გამოსვლას. მეგობრები გაკვირვებულები უყურებენ გაბრიელს. ეტყობოდათ, რომ ეს გეგმაში არ შედიოდა. ,, მინდა ეს საღამო, ყველაზე განსაკუთრებული იყოს, რადგან დღევანდეს საღამოს, მინდა ძალიან ლამაზი სიმღერა შეგისრულოთ. შეუძლებელია უემორციოდ ჩაიაროს ამ ნამღემა. ახლა ახალგაზრდებო! ხო თქვენ, ყველამ მოიმარჯვეთ ტელეფონები და დაურეკეთ ,,დედას“. ეს სიმღერას სწორედ მათთვის არის.“ გაბრიელის სიტყვების შემდექ აქ, სასწაული დატრიალდა. ყველან ტელეფონები მოიმარჯვა. აი, იქ, ის ახალგაზრდა ურეკავს დედას და ეუბნება მალე დაბრუნდიო, ძალიან მომენატრეო. აქ, ხანში შესული მამაკაცი, ფეხზე წამოდგა, ზეცას შეხედა და თქვა. ,,დედა შენ ჩემთვის ისევ ცოცხალი ხარ.“ სიმღერის რამოდენიმე ფრაზის შემდეგ ყველას თვაზე სინანულის ცრემლი მოადგათ. გაბრიელმა გუშინ ღამით, რაც საავადმყოფოში ნახა. სწორედ იმ სურათმა, გადააწყვეტინა და ამ სიმღერით გახსნა საღამო. მე მართალია დედას ვერ დავურეკავ, მაგრამ ამ ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ და როცა დრო მოვა მოვასმენინებ. გაბრიელმა უკვე არაერთხელ დამიმტკიცა, რომ ჩემს გვერდით არის. ის ისეთი კარგია, უკვე შეუძლებელი ხდება მასზე გაბრაზებაც. განა რა სასჯერს უნდა ემსახურებოდე, რომ შვილისგან მოშორებით გაატარო ცხოვრება. ან შვილი, რაშია დამნაშავე თუ უდედოდ იზრდება. დედის მიმართ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ცეცხლის ალში გახვეულ ხიდსაც კი თვალებ დახუჭულს გახვალ. ო, ჩემო ლამაზო დედიკო, როგორ მინდა ახლა ისევ ჩაგიკრა გულში. ყველაფერს დავთმობდი, რომ შენს თვალებში აღარ ვნახო დარდი. აღარ მინდა შენი ცრემლი ვნახო ისევ. ძალიან ემორციული შესრულების შემდეგ საღამომაც მალე ჩაიარა. უკვე ღამის 11 საათია და მე მამიდაჩემის სახლში ვბრუნდები. ალბათ მამიდაჩემმა უკვე წაიღო ყველა ჩემი ნივთი გაბრიელის სახლიდან. მახსოვს, როგორ არ მინდოდა გაბრიელთან ერთად ცხოვრება. ახლა კი მასთან განშორება მიჭირს. ახლა რა იქნება? მის ნახვას კიდევ სად შევძლებ? თვალებით გაბრიელს ვეძებ. ახლა გასახდელში უნდა შევიდე გამოსაცვლელად და გვერდით მამაკაცების გასახდელის კარი ოდნავ ღიაა. მესმის ლოლიტას და გაბრიელის დიალოგი.
***
- გადი! აქ, შენი ყოფნა არ შეიძლება.
- არ გავალ! შენ ხომ მითარი, რომ ჩემი დაბრუნება გაგიხარდა და ჩემზე სერიოზულად ხარ შეყვარებული?
- მე მაშინ ძალიან ნასვამი ვიყავი.
- რადგან ნასვამი იყავი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგ სიტყვებს ძალა არ აქვს.
- ძალიან გთხოვ გადი უნდა გამოვიცვალო.
- გაბრიელ რა მოხდა? სხვა შეგიყვარდა?
- ხო შემიყვარდა! სხვა მიყვარს... ახლა გასაგებია?
- არა, არ არის გასაგები!
- რაა? იმან ახლა რა თქვა?
- შენ რა კართან იდექი და გვისმენდი? ახლა ორივემ მე შემომედეთ და კარგად დაიმახსოვრეთ. ყველაფერს გავაკეთებ და თქვენ ერთად არ იქნებით.
- თქვენ რა დაშორდით?
- ნია, შეგიძლია ჩემთვის ერთი რამ გააკეთო?
- გააჩნია რას მთხოვ...
- ჩამეხუტე გთხოვ.
- კარგი ხო, ისეთი არაფერი არ მომხდარა.
- ნია რატომ დაბრუნდი? დაბრუნდი და ჩემი ფიქრები ისევ არიე.
- მაპატიე...
- შენ ჩემი უთქმელად გესმოდა. შენს მსგავსაც ჩემი გაგება ძალიან უჭირდათ სხვებს.
- მამასთან ისევ ვერ დაალაგე ურთიერთობა?
- გახსოვს...შენ ყველაფერი გახსოვს.
- ყველაფერი მახსოვს, რაც შენ გიკავშირდებოდა.
- თომა ძალიან კარგი მამაა, უბრალოდ დრო არასდროს რჩებოდა ჩემთვის.
- ეგრეა ყოველთვის შვილები უფრო მეტ ყურადღებას ვითხოვთ მშობლებისგან.
- ნია, ახლა რას ვაკეთებთ?
- არ ვიცი, მაგრამ შენთან ერთად თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
- ხო იცი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.
- ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღარ მინდა შენი გაშვება.
- ანუ ომობანას ვასრულებთ?
- კი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენს გამოხტომებზე თვალებს დავხუჭავ.
- რომ გაკოცო მაინც?
- ეს რატომ გააკეთე?
- ვატყობდი, რომ ეს შენც ძალიან გინდოდა.
- იდიოტო!
- მოიცა მგონი დროა ეგ სიტყვაც ამოიღო ლექსიკონიდან.
- ბავშვებო მანდ რას აკეთებთ. უკვე გვიანია მალე რესტორანი დაიხურება.
- არაფერია დეიდა ნიამ უკვე იცის ხერხი დახურული რესტორნიდან, როგორ გავიდეს.
- შვილო რა თქვი?
- არა, არაფერია დეიდა ჩვენ უკვე წასვლას ვაპირებთ.
- ბარემ ისიც გეთქვა, რომ შეფის კაბინეტში შევიპარეთ.
- ნია!
- შეფ?!
- ჯანდაბა, ნეტა რამე ხო არ გაიგო?
- გავიგე, რომ დედა მოგინაულებია, როგორ არის?
- მადლობა შეფ, უკეთესადაა.
- კარგი ახლა სახლში წადით უკვე ძალიან გვიანია.
- მადლობა ღმერთსა არაფერი არ გაუგია. ახლა რას ვაპირებთ?
- აბა ჩემო შეშლილო გოგოვ, მიპასუხე: სიგიჟე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა.
- წვიმის გუბეში ჩახტომა.
- სერიოზულად?
- ხო თანაც რამოდენიმეჯერ.
- შეხედე, ცამაც შეისმინა შენი და ისევ გაწვიმდა.
- წამოხვალ ჩემთან ერთად?
- საკმარისია ჩემს გარეშე სირბილი. მეც მოვდივარ შენთან ერთად.
- რა სიგიჟია! აეეე...
- მოიცადე გაბრიელ ასე გავცივდებით.
- წამდი წავიდეთ!
- სად?
- ისევ მშვიდობის სახლში.
- მამიდა მირეკავს.
- მე დედაჩემი. მოდი იცი რა ვქნათ? ორივემ ერთდროულად გავთიშოთ ტელეფონები.
- კარგი აზრია.
- ძალიან მცივა.
- სულ ცოტაც და მალე მივალთ. შენ მანამდე შეგიძლია იყვირო.
- ,,ეს ბიჭი ყველაზე შეშლილია!“ ის, ყველაზე ლამაზად უკრავს.
- უკვე მოვედით.
- მოიცადე! სად მიდიხარ?
- რა მოხდა?
- ხელი ჩამკიდე თორე მაგ თითებს დაგატეხავ.
- ვაიმე ეს რა სიუხეშეა.
- ისე მართლა ვინ იყო ის ბიჭი.
- ტყუილად ცდილობ.
- კარგი ხო, ჩუმად ვარ.
- მცივა
- მოდი სანამ ცეცხლი კარგად გაღვივდება ერთ სიმღერას შეგისრულებ.
- სიმღერას რა ქვია?
- ,,Love me”
***
ოპერაცია:_ შეფის და მისი პირველი ცოლის შეხვედრა.
***
- თომა რა ხდება? აქაურობა კრიმინალებით არის სავსე?
- არ ვიცი ძმაო, ეს ყველაფერი დაგეგმილი არ იყო.
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შეფი შეხვედრაზე არ მოვიდეს.
- არა მოიცადე... ისინი ასე ჩვენს გამოწვევას ცდილობენ. იმ კაცს შეხედე, მან იარაღიდან ტყვიები ამოიღო.
- მართალია ხარ. ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღება მივიქციოთ.
- ხოდა ჩვენს ასე მშვიდად დაველოდოთ მოვლენები, როგორ განვითარდება.
- ისე მიკვირს ამ შეფმაც, ეს გადარეული ქალი სად იპოვა.
- არ ვიცი ძმაო. ამ ქალებისას ვერაფერს ვერ გაიგებ.
***
- აბა გისმენ. აქ, რისთვის დამიბარე?
- მინდოდა მეთქვა, რომ შენი შვილი კარგად არის.
- ჩემი შვილი, საკმაოდ დიდია და თავის თავს თვითონ მიხედავს.
- რადგან გაიზარდა აღარ დარდობ არა მასზე?
- რა გინდა? კიდევ რითი ეცდები ჩემს გასანტაჟებას?
- მე არაფრის გაკეთებას არა ვაპირებ, მაგრამ აი, მაგათ გადაეცი ყურებით, რომ გისმენენ. აქ, ჩემი ხალხი შეიარაღებულია. ერთი ნაბიჯიც საკმარისია და აქ, ვინცაა ყველა მოკვდება.
- ბავშვებს მშობლები შენ დაუხოცე. მკვლელი შენ ხარ.
- ამას ვერ დამიმტკიცებთ.
- რა ხდება რა კვამლია?
- ყველანი კარგად ხართ? ვინმე დაშავდა?
- აქეთ ბიჭებო, დაჭრილი ვარ!
- შეფ მშვიდად... სასწრაფო მალე აქ იქნება.
მკვლელის დღიურები
უცხო ქალაქში 06:35

ვზივარ...
და ვუყურებ ცალიელ ქუჩებს. ისე უცხოთ ვუყურებ, თითქოს და პირველად ვიყო. არადა აქ, გასულ წელსაც ვიყავი.
უცხო ქალაქი, ისეთი ცივი და მიუსაფარია. ვუყურებ სახლებს, წითელი აგურით ერთმანეთზე მიყოლებით, რომ აუშენებით. განა რა პროექტია ასეთი ადამიანს ამოსუნთქვის საშუალებასაც, რო არ აძლევენ. ჰაერში კვლავ ოქტომბრია. ცივა და სიცივე არ აძლევს დასაბამს. შემცივდა... სხეულში სული მეყინება. ვზივარ და ვფიქრობ. ჩემი წასვლის შემდეგ ეს ქალაქი, დატოვებს რაიმეს ჩემზე სათქმელს. მე ვსდუმ... ისევ ვჩუმდები, რადგან ვიცი ასე კარგად იქნება ადამიანთა მოდგმა. განა რა უნდა დაწეროს მკვლელმა დღიურებში, რო ადამიანს შენზე წარმოდგენა შეეცვალოს. მე, როცა სისხლიან ხელებს აბაზანაში ვიბანდი, მაშინ როცა სხეულიდან ვირეცხავდი იმ სიბინძურეს, რასაც მკვლელობა ჰქვია. შემდეგ დავიძინებდი და ისევ დავივიწყებდი მის გამოხედვას. მის თვალებში დანახულ უკანასკნელ სიცოცხლეს დავივიწყებდი. ჭაღარა კაცს, ყვავილებით სავსე კალათები მაღაზიაში შეაქვს. ყვავილებიც ისეთი ახალია. ვარდებს კოკრებს ჯერ კიდევ არ გაუშლია. ჭაღარა კაცი, სევდიანი თვალებით ზემოთ იყურება. მე მიყურებს... განა რა უნდა კაცისგან, რომელმაც გასულ ღამეს, სხეულიდან სისხლი ჩამოირეცხა. თვალები ქვემოთ დავხარე. არ მინდა მას შევხედო... ახლა მისკენ პატარა გოგონა მირბის. ჭაღარა კაცს ხელებზე ემხვია. ეკითხება:_ ბაბუ დოლარი ხომ არ გექნებათ. ჭაღარა კაცი, მუხლებით ქვემოთ დაეშვა გოგონას ხელები თავისივე მშრომელ ხელებში მოიქციადა ძალიან თბილი გამოხედვით, შესცქერის გოგონას. თავიდან მე მისი შვილიშვილი მეგონა და ვაი, რომ ის პატარა გოგონა მათხოვარია. კაცმა, გოგონას ხელში მედალიონი ჩაუდო უთხრა: ახლა ხელები დახურეო. გოგონა დაიბნეული ეკითხება:_ ეს რაში მჭირდება? მე ფული მინდა. კაცმა უთხრა:_ შვილო ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ახლა გოგონა გაბრაზდა კაცს ხელი აუკრა. განა მე რატომ უნდა მენახა ეს ყველაფერი? მე... მკვლელს ეს ყველაფერი რატომ უნდა მენახა. დავხურე ვერანდის კარი... სახლშიც იგივე სიცივეა ისევ მარტოობის გრძნობა დამეუფლა...ისევ მეფიქრება ადამიანებზე, ვისაც ბედნიერი ოჯახის სჯერა. დედა ჰყავს, მამაც ზრუნავ შვილებზე და საერთოდ მეორე შენნაირი, რომ გიზის სახლში, რომელიც შენი სისხლი და ხორცია. მეორე შენნაირი, შენი მშობლების ქალიშვილი. ამ ქალაში, მკვლელზე არასდროს იდარდებენ, მაგრამ მის დანატოვებულ ტკივილებზე ყოველთვის. ვინ იცის იქნებ ჩემს გამო გარდაიცვალოს დედა. ვინ იცის იქნებ ჩემი ცოლი, ჩემს გამო გაგიჟდეს. ვინ იცის იქნებ ოდესღაც ჩემს ქალიშვილმა ჩემს საფლავზე დაღვაროს ცრემლი.
* * *
16 წლის წინ!

- ბარბარე თქვენ აქ არ გელოდით.
- ქალაქი რატომ დატოვე?
- ჩემი მიზეზები მქონდა.
- აქ, ჩემი და შენი მიზეზები არ არსებობს. შენთვის ახალი დავალება მაქვს.
- მე დიდი ხანია საქმიდან გავედი. აღარ ვაპირებ საქმის აღებას.
- ეს მაშინ უნდა გეფიქრა, როცა პირველ დავალებაზე უანგაროდ წახვედი. შენ დიდი ხანია ხელები სისხლსი გაქვს გასვრილი.
- რა უნდა გავაკეთო?
- ჩემი ქალიშვილი უნდა მოიყვანო ცოლად.
- ამას არ გავაკეთებ.
- კარგი მაშინ წავალ და რაც საჭიროა იმას გავაკეთებ.
- არ მიყვარს მე თქვენი ქალიშვილი.
- მერე ვინ გითხრა, რომ უნდა შეიყვარო. თქვენ არანაირად არ გექნებათ ახლო კონტაქტი. ეს მხოლოდ საბუთებით.
- რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი?
- ჩემთვის... ჩემთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს.
- თქვენ ჯერ არაფერი გაგიკეთებით ჩემი კეთლდღეობისთვის. ეს მხოლოდ თქვენს პრინციპებს აკმაყოფილებს.
- ქალაქში როდის ბრუნდები?
- არ ვიცი შეიძლება დღესვე.
- იციდე ძალიან არ დააგვიანო საქმეები გვაქვს.
- მე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.
- მიიღებე... ძალიან მალე მიიღებ.
* * *
დღე უკან დაბრუნების. 15:45

ეს არის დღე, როცა ყველაზე მეტად ველოდი. დღე, როცა დეტექტივის მოლოდინში ვარ. პირველად მეშინია ასე ძალიან. ის ძალიან ჭკვიანია და ვიცი ძალიან პატარა შეცდომაც და ყველაფერი დასრულდება. ქალატონი ბარბარე მარწმუნებს, რომ ყველაფერს მოაგვარებს. გაიწმინდება სისხლიანი იატაკი, აღარც კარების სახელულზე დარჩება ჩემი ნაკვალევი, მაგრამ სული? ამ სულს რა ვუყო? რომელსაც ვერასოდეს გავწმენდ. ახლა მოვირგე როლი, რომ ამ ბარში უკვე ორი წელია ვმუშაობ. დეტექტივს უნდა შევხვდე თითქოს ამას პირველად ვაკეთებ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად არ მინდოდა საკუთარი თავის რწმენა დამეკარგა, მაგრამ მე დიდი ხანია ესაც დავკარგე. მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ის ხელები, რომლითაც კაცი მოკლა ქალს ვეღარ მოეფერაბა ვეღარს შვილს ჩაიკრავს გულში დიდი სიყვარულით. მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მისი სული არასდროს გაიწმინდება. მან ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ვეღარ შეძლებს სხვებივით თავისუფალ ცხოვრებას. გასულ ღამეს ჩემი თავშესაფარეი მიტოვებულ მუზეუმში გახლდათ. იქ, სადაც ოდესღაც ადამიანები დადიოდნენ და დიდი ინტერესით აკვიდებოდნენ ყველაფერს. ახლა ის მუზეუმი ისეთივე მიუსაფარია, როგორც ჩემი სული. ისეთივე ცარიელია, როგორც ჩემი გრძნობები. საათობით ვუყურებდი გაცვეთილ კედლებს... ხელებს ვუყურებდი, ჩემს ხელებს და კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ ძალიან ამაზრზენან გამოიყურებოდა. გატეხილ სარკეში საკუთარ თავი დავინახე და პირველი, რაც იყო ზიზღის შეგრძნება. ვუყურებ და მე თვითონ არ ვიჯერებდი, რო სული ასე მომეწამლა. ვერ ვიჯერებ, რომ აქამდე დავეცი. საათები გავატარე გაცვეთილი კედლების მიღმა. მის შემდეგ, რაც ჩემს თავს თვალები ჩავხედე სარკე კედლიდან ჩამოვხსენი და ნაფლეთებად ვაქციე. ზუსტად ისე, როგორც ახლანდელი ჩემი მდგომარეობაა. ვუყურებდი ნაფლეთებად ქცეულ სარკეს და ვფიქრობდი. ის ხომ ოდესრაც ახალი იყო ვიღაც იხედებოდა და მოსწონდა საკუთარი თავი.
* * *
ქორწილი!

- არ მესმის ვინ ხართ და ჩემზე დაქორწინება რატომ გინდათ?
- მე არ მინდა თვენზე დაქორწინება.
- აბა, ეგ ბეჭედი შენ უნდა გაიკეთო?
- არა, ეს ბეჭედი ჩემი არ არის.
- აბა ვისია?
- შენი.
- რა გაცინებს?
- შენ უბრალოდ ძალიან საყვარელი ბიჭი ხარ.
- მზად ხართ?
- დედა რა ხდება?
- ქორწინების სახლში ვერ წავალთ ამიტომ ხელს სახლში მოაწერთ.
- ხუმრობთ არა? სადმე ფარული კამერაა და მალე გამოანათებს ხომ?
- შვილო მიდი რას უცდი მოაწერე ხელი.
- არა... დედა რას აკეთებ? ხელი გამიშვი!
- ქალბატონო ნუ დავაძალებთ.
- შენ არ ჩაერიო.
- დედა ერთი მიზეზი, მაინც მითხარი ეს რატომ უნდა გავაკეთო?
- ამაზე ცალკე ვისაუბრებთ სხვა დროს.
- დედა სხვა დრო არ არსებობს. მე ასეთ ქორწილზე არ ვოცნებობდი. მე აუცილებლად იმ მამაკაცზე ვიქორწინებ, ვინც სიგიჟემდე შემიყვარდება, თანაც ასეთი ჩაცმულს ქორწილი არ მექნება. მე ჩემს ქორწილში თეთრი კაბა უნდა მეცვას.
- კაბაა პრობლემა? წავალ და მოგიტან თეთრ კაბას.
- დედა შენ ჩემი არ გესმის. არ გაქვს უფლება ძალით გამათხოვო. მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც მიზნები გამოძრავებს.
- სალომე რა გინდა? აი, თეთრი კაბა. აქ, ყველაფერია, რაც ქორწილს სჭირდება.
- არა ყველაფერი არ არის.
- რა აკლია?
- ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული მამაკაცი.
* * *
01:50 მაკა!

მაკა სასწაულია... მისი ჩახუტება ყველაფერს მავიწყებს. ის, ისევ ისე მიბრაზდება, როგორც პატარას. მეფერება და ისევ ცდილობს წესრიგს მივეჩვიოს. ახლა ისე ვარ ჩემს საწოლში მოკალათებული, თითქოს უკანასკნელად. ვუყურებ კარების მიღმა მდგომ მაკას და კიდევ უფრო მიჩნდება დანაშაულების შეგრძნება. გინდ გაიცრიცოს ეს დღიურები, გინდ მრავალმა წელმა განვლოს. ჩემზე, მაინც არასდროს იტყვიან სადიდებელ სიტყებს. ჩემს სახელს არასდროს გაიხსენებენ ცრემლით. განა რა უნდა დატოვოს მკვლელმა ამ სამყაროში, რომ შემდეგ მასზე დაიწყონ თხრობა. მაკას ყოველთვის იქნება სამაგალითო დედა. მან საკუთარი შვილეებისთვის გაწირა თავი. მან თავისი ერთი შეცდომის გამო კლინიკაში ორი წელი გაატარა. ეს ყვლაფერი მე ვიცოდი, მაგრამ ხელი არასოდეს შევუშალე. საკუთარი პრინციპების გამო დედას ვერ გავუფთხილდი ვერ დავიცავი. განა რა უნდა მეთქვა კლინიკაში მისულს განა, როგორ უნდა ჩამეხედა მის თვალებში. მაშინ, როცა მისი საამაყო ვაჟიშვილს, წამებში რწმენა გავუნადგურე. მაკა სასწაულია... ის კარების მიღმა დგას და ელოდება, როდის ჩავაქრობ შუქს.
* * *
ოქტომბრის ღამე.

- მიდი გამომართვი!
- ეს რა არის?
- ყვავილია ვერ ხედავ?
- არა, მაგას ვხედავ, მაგრამ მე რატომ მომიტანე?
- ბაღში მხოლოდ ეგ ერთი იყო და მოვწყვიტე.
- მერე შენ არ იცი, რომ ყვავილს თუ არ მოწყვეტ უფრო ბედნიერი იქნება?
- ეს საიდან უნდა ვიცოდე.
- ძალიან საყვარელი ხარ.
- ძალიან გთხოვთ ასეთ სიტყვებს ნუ მეუბნები.
- ასეთს როგორს?
- რას აკეთებ?
- რას ვაკეთებ?
- თქვენ ძალიან...
- ძალიან რა?
- ძალიან ახლოს ხართ ჩემთან.
- მერე რა
- მე უნდა წავიდე...
- მოიცადე! გინდა ვისაუბროთ?
- ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ?
- არ ვიცი, მაგალითად ვინ ხარ და აქ, საიდან გაჩნდი?
- არამგონია ჩემი ცხოვრება საინტერესო იყოს.
- გინდა რამე დავლიოთ?
- რა?
- ცხელი შოკოლადი.
- მე არ ვიცი მაგის მომზადება.
- არაუშავს მე მოვამზადებ.
- შენ ძმაც გყავს ხო?
- კი რატი ქვია. ის, დიდი ხანია არ მინახავს.
- რატომ?
- დედამ ასე გადაწყვიტა.
- ქალბატონი ბარბარე ყოველთვის ასეთი იყო?
- კი, დედაჩემი ყველაფერს გააკეთებს, რომ მიზანს მიაღწიოს.
- ახლა რა არის მისი მიზანი.
- მისი მიზანი ყოვეთვის ფული იყო.
- ცხელია!
- არაუსავს მალე გაცივდება. ახლა შენზე მითხარი რამე.
- მე ოჯახიდან ორი წლის წინ გაიქეცი.
- რატომ?
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
- რატომ ანერვიულდი?
- არ ვნერვიულობ უბრალოდ კარგად არ მთავრდება ის დღე, როცა ამას ვიხსენებ.
- რას აკეთებ ადამიანს კლავ? მოიცადე... სად წახვედი?
* * *
რა უნდა ქნას ხელოვანმა, როცა ის მკვლელია? 02:45

ყველას სხვადასხვანაირად ესმის ხელოვნება, მაგალითად ჩემი პირველი ნახატი იყო წელში მოკეცილი ქალი. იმ ქალში, დავხატე სულიერაბა. იმ ქალში, დავინახე ძალიან დიდი ტკივილი და ამავდროულად ძალიან დიდი ძალაც. ამ ნახატით, ვთქვი, რომ ქალებს, ყველაფრის გადატანა უწევთ. ხელოვნება იმ ღამეს შავ სისხლში გახვეული ხელები იყო. დიახ! მეგობრებო, მე ქალი შემომაკვდა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა. მისი მოკვლა მე გეგმაში არ მქონია. მე მხოლოდ ფულის აღება მინდოდა მისი სახლიდან უკან გამობრუნება. ფული შემდეგ დედაჩემის მკურნალობისთვის უნდა გადამერიცხა. ის ქალი, იმ დროს, სახლში არ უნდა ყოფილიყო. სახლიდან უკან გამობრუნებულს გზად შემხვდა პირველი, რაც გავაკეთე სისხლიანი ქალი სახლის კართან დავტოვე და გავიქეცი. მთელი ძალით გავრბოდი და ვცდილობდი ჩემს სხეულზე, სისხლი არ შემემჩნია, ვცდილობდი არ დამენახა. გავრბოდი და სხეულთან ერთად ხელებიც მიკანკალებდა. შემდეგ რაც მოხდა უკვე გითხარით. ჩემი სამუდამო თავსესაფარი მიტოვეული მუზეუმი გახდა. ,, რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” :
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.“
* * *
რას წერენ ადამიანები, გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღის წინ? 11:00

ძალიან დიდ დრომ განვლო, რაც ამ ალბომში არაფერი ჩამიწერია. იმ დღიდან დღემდე გავიდა ზუსდა 16 წელი და დღეს ჩემი ქალიშვილი უკვე ძალიან დიდი გოგოა. რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ სიცოცხლე რამოდენიმე კვირით ან შეიძლებაა დღეებიც ჰქონდეს დაგრჩენილიო. ჩემ გოგონამ, ამის საშუალება არ მომცა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიარული ისევ შევძლო. იმ დღიდან, როდესაც ნიამ, ჩემთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ძალიან პატარა იყო. სულ რაღაც 8 წლის. ახლა, როცა ჩემს ძველ ჩანაწერებს თვალი გადავავლე ახლავე გამიჩნდა სიკვდილის სურვილი. მაშინ მე ვამბობდი. ,,მკვლელი ვერასოდეს ჩაეხუტება თავის ქალიშვილს დიდი სიყვარულით“ ჩემივე ჩანაწერზე ცრემლი, თვალზე მომადგა. ვიხსენებდი ნიას გამოხედვას, სამსახურში წასვლამდე. ის ძლიაერია... ნიამ იცის, რომ მამაისი მკვლელია, მაგრამ მისთვის, მაინც ამზადებს სადილს. მან იცის, რომ დედამისი მეორედ გათხვდა, ბარბარემ სალომე ისევ ფულის გამო გაათხოვა. მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონის აქციების 50% ხელში ჩაიგდოს. მან ამისთვის უკვე არაერთი დოკუმენტი გააყალბა. ბარბარეს გარშემო ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს. მძღოლი, მისი ვაჟიშვილი გიორგი, ახლა შეფის პირველი ცოლიც მოისყიდა. ამბობს, რომ საერთო ინტერესები ამოძრავებთ და შეუძლიათ ერთად იმოქმედონ. შეფსაც შეხვდა მისი გული მოიგო, რადგან ნიაზე, რაც შეიძლეა მეტი გაიგოს. ახლა შეფის ვაჟიშვილზეა ომი. ცოლ-ქმარი ერთმანეთში ომობს და ამითაც ბარბარე ტკბება. ვახტანგის გარდაცვალების დღეს, იქ, კიდევ იყო ქალი და ეს არ იყო მისი და. ეს იყო ბარბარე. სწორედ მისი იარაღიდან არის მოკლული ჩემი ნამდვილი მამა. ქალბატონი ბარბარე, იყო ადამიანი, ვინც პირველ დავალებაზე გამიშვა. იმ ქალის გარდაცვალების შემდეგ მან ჩემთან გარიგება დადო. იცოდა, რომ ეს იყო ჩემ სუსტი წერტი და მაიძულებდა ის ყველაფერი გამეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, თუმცა ერთი კარგი რაღაც ჩემთვისაც გააკეთა. ,,ქალი სიგიჟემდე შემიყვარდა.“ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მას თეთრი კაბა ჩაეცვა და სურათებიც ერთად გადაგვეღო. ახლა სალომეს ისევ ვხვდები. ის, ჩემთან ხშირად მოდის. სახეზე ნაზად მეფერება, შუბლზე მაკოცებს, ერთი ორს ჩვენს ქალიშვილზე შემეკითხება, მიუხედავად ჩემი უარისა ფულს ისვ შემომთავაზებს და შემდეგ ისევ მეორე ქმრთან ბრუნდება. მას მე ქალიშვილი დავუხატე. ის ნახატი, ალბათ ახლა საპატიო ადგილას აქვს. სალომემ მას რამდენჯერაც არ უნდა შეხედოს ვიცი მე გამიხსენებს. განა რა უნდა დაწერო მკვლელმა, უკანასკნელ ჩანაწერებში მაშინ, როცა არ იცის, როდის მოკვდება.
* * *
გარდაცვალების დღე!

- ძმაო გამარჯობა.
- ანა შენ ხარ?
- რაიყო ვერ მიცანი?
- ეს რა არის? შენი თმისთვის რა დაგიშავებია?
- ცოტა დავიმოკლე.
- გაიგე, რომ მალე მოვკვდები და აქ, ამისთვის მოხვედი?
- ვიცი, რომ დედას გარდაცვალებამდე შენ შეხვდა. რა გითხრა?
- მაკა სასწაულია! მითხრა, რომ ქალიშვილი დიდი უბრალობით აღმეზარდა.
- ერთხელ მის საფლავზე დაგინახე, როგორც კი მოგიახლოვდი გაქრი.
- ყოველ შაბათს ავდივარ მაკას საფლავზე.
- ლუკა... რა დაგემართა? კარგად ხარ?
- არაფრია კარგად ვარ უბრალოდ ცოტა თავბრუ დამეხვა.
- ნია სად არის?
- მის მეგობართან ერთადაა. გაბრიელი რას ამბობს ჩემზე? ალბათ იტყოდა ხელიდან წავიდაო.
- ლუკა შენ დიდი ხანია ხელიდან ხარ წასული.
- ანა!
- გისმენ.
- რაც არ უნდა მოხდეს ნიას მიხედეთ. ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწევს. არ ინერვიულოთ იმედებს არასდროს გაგიცრუებთ.
- სიკვლის აპირებ? შენც ისევე გინდაა გაანადგურო ჩვენი ოჯახი, როგორც ეს დედამ და მამამ გააკეთა?
- ანა, მე დიდი ხანია მკვდარი ვარ.
- არის აქ ვინმე?!
- სალომე შენ აქ რას აკეთებ? მოიცადე...არ მითხრა! თქვენ ყველაზე არასწორი მშობლები ხართ ვინც კი ოდესმე მინახავს.
- გოგოენო, ახლა მაინც ნუ იჩხუბებთ.
- ანა შენც დარჩი, რადგან რასაც ახლა გეტყვით ორივესთვის ძალიან საინტერესო იქნება.
- სალომე, მე დიდი ხანია შენთან საუბარი დავასრულე.
- რით ვერ მოინელე ის წყეული დღე არ მესმის?
- შენ მაკას ხელი კარი, მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა შენი დახმარება. ქალი სიკვდილის წინ რაღაცას გთხოვრა მაგრამ არ აუსრულე.
- დედაჩემი იყო ავად.
- ვინ ბარბარა? ბარბარაზე ამბობ, რომ დედაა? ქალმა ყველაფერი გაგინადგურად ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციათ.
- ანა ისევ თავიდან ვიწყებთ.
- აქ რას აკეთებ? ჩემი ძმისგან რა გინდა? ხო იცოდი, სადაც იყო შენი ქალიშვილი, რატომ არ მოხვედი მის წასაყვანად?
- შეგიძლია ცოტახნით, მაინც გაჩუმდე და მომისმინო?
- ძმაო! რა დაგემართა?
- კვდება?
- არა, არ კვდება უბრალოდ გონება დაკარგა.
- ლუკა, გესმის ჩვენი?
- სულელები ხართ. დგახართ და წარსულში იქექებით. მალე მკვლელი გარდაიცვლება და ყველაფერი დასრულდება. მალე ახალ ცხორებას დაიწყებთ. აი, სალომემ უკვე დაიწყო. ანა შენც ნიას მიხედავ და ყველაფერი დალაგდება.
- ყოჩაღ ლუკა, სისულელეების ლაპარაკი ისევ შეგძლებია.
- ანა ეს სიმართლეა.
- მე მივდივარ. იქნებ შენს პირველ ცოლმა, მაინც გაგაებინოს რამე.
- ანა!
- რა გინდა?!
- ვიცი სენთვის სამაგალითო ძმა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყავი. ნიას შენ მიხედა და გპირდები მაკას მე მივხედავ.
- ღმერთო ეს ისევ ისეთი დებილია.
- წავიდა?
- კი წავიდა... ახლა უკეთ ხარ?
- შენ, რომ დაგინახე კარგად გავხდი. რატომ მოხვედი?
- ძალიან მომენატრე...
- სალომე, ხო იცი, რომ...
- სწორედ ამის სათქმელად მოვედი.
- დედაჩემის ოთახში ჩაკეტილი სეიფი გავხსენი. იქ, ძალიან ბევრი კასეტა იყო.
- კასეტა?
- ხო კასეტა. ყველა ვერა, მაგრამ რამოდენიმეს ნახვა მოვახერხე.
- რა ეწერა იმ კასეტებში?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დედაჩემი, ვიღაც ქალს ესაუბრებოდა დაახლოებით მის თანატოლს. უთხრა, რომ იმ ღამეს არ მომკვდარა და ის ცოცხალია.
- სად არის ის კასეტა? აქ გაქვს?
- კი აქ მაქვს.
- მიდი ჩართე.
- რა მოხდა.
- სალომე მე მკვლელი არ ვარ! მე არავინ არ მომიკლავს! ის ქალი... ის ქალი ცოცხალია გესმის!
- მოიცადე არ მითხრა, რომ ეს ის ქალია, ვინც შენ 16 წლის უკან დაჭერი?
- კი ეს ის ქალია, ვის გამოც მე ამდენი ხანი საკუთარი თავი მკვლელად შევრაცხე.
- ის ქალი შენ არ მოგიკლავს, არც მამაშენის მკვლელი არ ხარ ქრისტიმ საკუთარი ხელით ისროლა ტყვია, რადგან შენ, მკვლელი არ გამხდარიყავი. ნუთუ ეს იყო ჩვენი ბედისწერა?
- არ მჯერა! არ მჯერა, რომ ჩვენს ქალისვილს სუბრთა სინდიდისით ჩავხედავ თვალებში.
- გინდა გავიქცეთ? ჩვენს შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
- ნაადრევად ხომ არ ზეიმობთ გამარჯვებას?
- ბარბარე?
- დედა აქ რას აკეთებ?
- სანამ მე ცოცხალი ვარ თქვენ ბედნიერება არ გეღირსებათ.
- დედა ეს ხალხი ვინ არის?
- ეს ხალხი, ყველა ნიას გარშემო ტრიალებს. ახლა არჩევანი თქვენზეა ან მამა ან მისი ქალიშვილი, მაგრამ ლუკა ისეთი მამაცი მამიკოა ვიცი შვილს სასიკვდილოდ არასდროს გაწირავს.
- შენ მე მთელი ცხოვრება სიცრუეში მამყოფე. დამარწმუნე, რომ მკვლელი ვიყავი და ორმაგი ცხოვრება დავიწყე. საკუთარ ოჯახს გადავემტერე, მეგობრები შევიძულე საკუთარი თავის რწმენა დავკარგე.
- ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს. ყოველთვის მინდოდა, რომ ეს სიკვდილამდე გაგეგო.
- დედა მცხვენია, რომ შენი შვილი ვარ.
- რა გინდა? კარგად იცი, რომ ჩემს თავს ავირჩევ.
- ლუკა არ გინდა... ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა...
- სალომე წადი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ნია დაიბრუნო.
- არა! ეს არ მოხდება! დედა შენ ამას არ გააკეთებ...
- მე რატო? მე ამაზე ხელს არ გავისვრი. ამას თავისით გააკეთებს.
- ეს როგორ?
- შვილო, ძალიან მარტივია მხოლოდ ერთი ბაწარია საჭირო.
- სალომე ოთახიდან გადი.
- არა! ლუკა მარტო არ დაგტოვებ. მეც აქ ვიქნები შენს გვერდით. არავინ არაფერს არ დაგიშავებს გესმის?!
- მემგონი ასე არაფერი არ გამოვა. იცით ახლა სად არის თქვენი ქალიშვილი? ტყის სახლში... თუ ლუკა ერთ საათში თავს არ მოიკლავს მაშინ ჩემი ხალხი ნიას მოკლავს.
- შვილო არაა!
- სალომე დროა.
- ლუკა იცოდე, რომ შენ იყავი კაცი, ვინც სიგიჟემდე შემიყვარდა.
- შენ კი იყავი ქალი, ვისაც ვაღმერთებდი...
* * *
ახლანდელი დრო!

- გაბრიელ გაიღვიძე!
- ნია, აქ ასეთ დროს რას აკეთებ?
- მოიცადე! ცოტახნით გაჩუმდი და მომისმინე. მამაჩემი მკვლელი არასდროს ყოფილა. მას არავინ მოუკლავს.
- ეს როგორ?
- მისი დღიურები წავიკითხე.
თავი 38_ე
ნაწილი მეორე კასეტა

- ნია არაფერი მესმის რას ამბობ.
- მიდი ადექი და გამოფხიზლდები.
- არ შეიძლია.
- კარგ მაშინ ვიცი რასაც გავაკეთებ.
- წყალი? კარგი აზრი იყო. ახლა მშვიდად ამიხსენი რა ხდება.
- ბებიაჩემის სეიფშია მტკიცებულებები.
- ეხლა არ მითხრა...
- არა, ჩვენ არ წავალთ.
- აბა ვინ წავა?
- გიორგი.
- გიორგი მაგას არ გააკეთებს.
- გააკეთებს... ადექი მივდივართ!
- მოიცადე! მგონი შენ დაგავისწყდა ვინ ვართ ერთმანეთის .
- არა არ დამვიწყებია.
- აბა ლოყაზე ბებიაშენს აკოცე.
- ბავშვებო, ასეთ დროს სახლში რას აკთებთ? ლექციები არ გაქვთ?
- დედა, პირიქით მე უნდა მეკითხა სალონში რატომ არ ხარ?
- გეყოფათ სიცილი და დროზე წადით უნივერსიტეტში.
- რა ხდება სახლიდან, რატომ გვაგდებ?
- არ არის ეგ შენი საქმე.
- ნეტა რა ხდება?
- მოდი ნუ იყურები ფანჯარაში მე გეტყვი, რაც ხდება.
- მიდი გისმენ.
- ცოტახანში დედაჩემის სამი დაქალი მოვა, მათ სშორის მამიდაშენიცაა. ნუ აქამდე ხუთნი იყვნენ დედაჩენიც აქ იყო ხოლმე.
- რის გამო იკრიბებიან ისინი ასე.
- სერიოზულად გაინტერესებს?
- აუ გაბრიელ თქვი ბოლოს და ბოლოს ნუ დამტანჯე.
- რადგან არ იშლი.
- გაბრიელ!!!
- კარგი ხო ნუ ყვირი.
- თქვი.
- მკითხავს ელოდებიან.
- სერიოზულად?
- ხო იცინე იცინე და ეგენი მართლა მკითხავს ელოდებიან. აი, ასე ჩამოარიგებენ ყავას, შემდეგ ჭიქებს ამოატრიალებენ და მის გაშრობას დაელოდებიან.
- კარგი საკმარისია აღარ მაინტერესებს.
- მოიცადე მაგას, რომ მორჩებიან კარტით მკითხაობაზე გადადიან.
- გაბრიელ მოკეტე.
- ჩემი შეყვარებული ჩემს გაჩუმებას ცდილობს. გესმით?! აქ, არავინ ხართ?!
- ცოტახნით ჩვენი ურთიერთობის შესახებ ნურაფერს ვიტყვით. ხალხი არასწორად გაიგებს.
- რატომ? იმიტომ, რომ ბიძაშენის ნათლული ვარ?
- დამიჯერე ასე აჯობებს.
- შენი კოცნა, რომ მომინდება რას გავაკეთებთ?
- შეტყობინებით გამომიგზავნე.
- შეტყობინებით...
- საკმარისია! ბებიაჩემი აღარ ახსენო.
- წამოდი გიორგის შევხვდეთ.
- სად არის?
- ბარშია და ჩვენ გველოდება.
- რატომ აღარ მღერით.
- დღეიდან ბარში მხოლოდ შაბათ კვირას დავუკრავთ.
- გიორგი როგორ ხარ?
- გამაგებინეთ თქვენ, სულ ერთად ყოფნას, როგორ ახერხებთ?
- ე, ვაჟკაც! შენ როდის აქეთია ბარბარეთი ხარ დაინტერესებული?
- რაა?
- გაბრიელ არ გინდა.
- რა გინდათ ჩემგან?
- გიორგი შენი დახმარება გვჭირდება.
- ნია რაში გჭირდება ჩემი დახმარება?
- ბიჭო, შენი დახმარება გჭირდებაო ვერ გაიგე რა თქვა?
- გაბრიელ ცოტახნით სუფრთა ჰაერზე გადი მოგიხდება.
- არა, იყოს, აქაც კარგი ჰაერია.
- ბებიაჩემის სეიფიდან კასეტა უნდა მოიპარო.
- სერიოზულად? მე სეიფის კოდი არ ვიცი.
- მე ვიცი.
- სიცოცხლე მართლა?
- რაა? ახლა გაბრიელმა რა თქვა?
- გიორგი მოგესმა... დილით არ უსაუზმია და სისულელეებს ლაპარაკობს.
- რა არის პაროლი?
- აი, გამომართვი. პაროლი ფურცელზე წერია.
- ეგ კასეტა სასწრაფოა?
- რაც მალე მით უკეთესი.
***
ახლა დგახარ და უსაშველოდ უყურებ მის თვალებს, აკვირდები ტუჩის კუთხეში ოდნავ პატარა ორმოებს. მის სახე, ისეთი მშვიდია გავიწყებს ყველას და ყველაფერს. პრობლემებს იმ სირთულეებს გავიწყებს რისი გადატანაც ყოვე წამს გიწევს. ახლა ხვდები, რომ ეს ადამიანი მიისაკუთრე და ყველაფერს გააკეთე იმისთვის, რომ არსად გაუშვა. სიყვარული ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერი აკძალული სიყვარულია. მთელი რვა წლის განმავლობაში მისი სახეს ჩემს გონებიდან არ ვიგდებდი. ხშირად ჩამოვჯდებოდი ფანჯარასთან მარტო და ხშირად წარმოვიდგენდი მის გამოხედვას. ახლა როცა აქაა ჩემს გვაერდით უფრო მეშინია. მამას დღიურების წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ადამიანები, ზოგჯერ ცხოვრებას ერთი შეცდომით ინადგურებენ. ასე მოხდა მაკას შემთხვევაში და შემდეგ მამაჩემის ცხოვრება წარიმართა ასე. არ ვიცი ამ შემთხვევაში რა არის შეცდომა ის, რომ გაბრიელი შემიყვარდა? არ ვიცი ამას როდემდე დავმალავთ, მაგრამ ზუსტად ვიცი ამას არავინ შეეგუება და ადრე თუ გვიან ჩვენს დაშორებას შეეცდებიან. მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ ზუსტად ვიცი სუფრთა სულით დატოვა ეს სამყარო. ,,მამა არ ინერვიულო მე უკვე ვიცი სიმართლე, მაგრამ მე ისეთიც მიყვარდი, როგორიც გაგიცანი. ჩემთვის მაგას, რომ პრობლემა ჰქონოდა რვა წლის წინ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს მშობლებს, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ.
***
- რა მოხდა რაზე ჩაფიქრდი?
- არაფერია ყურადღებას ნუ მომაქცევ.
- არა მიდი მითხარი.
- მამას დღიურებზე ვფიქრობდი და კიდევ ჩვენზე.
- ჩვენზე?
- ხო ჩვენზე. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
- კარგი რა, თავიდან ნუ დაიწყებ.
- კარგი გავჩუმდები.
- სად არის ნეტავ შენი ძვირფასი მეგობარი ამდენ ხანს, რომ გვალოდინებს?
- აი მოდის.
- ვხედავ.
- გიორგი რა ქენი? მოიტანე კასეტა?
- ვერა, შეუძლებელია კაბინეტში შესვლა, თანაც კამერები უყენიათ მთელ სახლში.
- მე ვიცი, როგორც შევალ.
- როგორ?
- ბატონისთვის წიგნი მაქვს დასაბრუნებელი.
- ნია გეხვეწები არ წახვიდე რამე შარს არ გადაეკიდო.
- შენ აქ დარჩი და დამელოდე.
- მარტო აქ რა უნდა გავაკეთო?
- რატო მარტო გიორგი ხომ აქაა?
- სერიოზულად?
- მე წავედი.
- მოიცადე!
- რა გინდა?
- დარეკე თუ ფეხს რამეს წამოკრავ კარგი?
***
სახლში, სადაც უამრავი ფანჯარაა. სახლში, სადაც ძაღლსაც კი ჰყავს დაცვა. აქ, ამ სახლში, ყველაზე თბილად მაინც მზარეული ქალი მხვდება. ეზოს შესასვლელშივე ძალიან თავაზიანად მომესალმა და ტკბილეულზე დამპატიჟა. მოვიმიზეზე, რომ ხელების დაბანა მინდა და სააბაზანოს ოთახამდე მიმაცილა. ქალი, როგორც კი მოშორდა კარს მე ეგრევე მის კაბინეტში შევედი. კამერა პირდაპირ მაგიდას უყურებს სეიფი კი მეორე მხარესაა ნახატის უკან. ახლა მინდა ძალიან გავიცინო, მაგრამ მზარეული ყველაფერს მიხვდება. რაზე? ქალბატონ ბარბარეს, მის კაბინეტში რობიზონ კრუზოს პორტრეტი უკიდია. არა, გემოვნება ნამდვილად ჰქონია თან უფრო დიდი ფანტაზიებიც, რადგან მის უკან მალავს სეიფს. სეიფის კარი გავხსენი დანომრილ კასეტას ხელი მოვკიდე თუ არა დერეფნიდან ვიღაცის ხმა შეომეცმა. მზარეული ბარბარეს ელეპარაკება და დაჟინებით თხოვს, რომ ბაღში გაჰყვეს. მე ამასობაში კასეტა ჩანთაში ჩავდე და სამზარეულოში ჩავედი. მოგვიანებით მზარეული მოდის და მეუბნება: სულ ცოტაც და გამოგიჭერთდა. მეორედ ასე არ მოიქცე კარგი? თუ რამე დაგჭირდება მე მითხარი. ქალი ჩემთვის სრულიად უცხოა, მაგრამ დახმარები ხელი მაინც გამომიწოდა. წამოსვლისას სამზარეულოს კართან ბატონს შევხვდი. მივესალმე და თავაზიანად გადავუხადე მადლობა წიგნისთვის. ახლა ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები სახლიდან ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ვინ გაცდის.
***
- შეჩერდი!
- ჩემო ძვირფასო ბებია, როგორ გამიხარდა თქვენი ხილვა.
- გაიწიე ნუ მეხები.
- როგორ კარგად გამოიყურები. ეს კაბა პარიზში იყიდე?
- კი საიდან მიხვდი?
- მარკა კაბიდან ჯერ კიდევ არ მოგიხსნია.
- რა იყო ასე მეტისმეტად მშვიდად რატომ ხარ?
- ბებია შენ ისეთი ლამაზი ხარ მზეც ჩაქვრა.
- საკმარისია! აქ რას აკეთებ?
- ბატონისთვის წიგნი მქონდა დასაბრუნებელი.
- რა წიგნია?
- მონანიება. ხომ არ გინდა შენც წაიკითხო? კარგი წიგნია ძალიან.
- მკვლელის ქალიშვილო, მოშორდი აქედან!
- გეშლება ბებია. ქალიშვილი არა შვილიშვილი.
- რას ბოდავ?
- ნახვამდის ჩემო ძვირფასო ბებია.
- ეს აქ, როგორ შემოვიდა?
- ბატონმა მისცა ამის უფლება.
- ის გოგო, ასე მშვიდად რატომ დაიარება ამ სახლში?
- იმიტომ, რომ აქვს ამის უფლება.
- მე არ ვაძლევ ამის უფლებას.
- ქარბატონო, ეს ჩემი სახლია და მე ვიღებ აქ გადაწყვეტილებებს.
- ან ეს გოგო არ შემოვა აქ ან მე წავალ ამ სახლიდან.
- კი ბატონო მიბრძანდით.
- ტატიანა!!!
- გისმენთ ქალბატონო.
- მე რატომ მისმენ? სასწრაფოდ ჩემი ნივთები ჩაალაგე იმ სახლში არ დავრჩები, ვისაც ჩემი ნახვა არ უნდათ.
- დიახ ქალბატონო ახლავე.
- ტატიანა!
- გისმენთ ქალბატონო.
- ჩემს კაბინეტში ვინ იყო?
- არავინ ქალბატონო.
- ახლავე ყველა ჩემს კაბინეტში შეკრიბე.
***
დარწმუნებული ვარ ქალბატონი ბარბარე, ახლა მთელ სახლს აიკლებს. ძალიან მალე შეამჩნევს, რომ კასეტა აკლია და ყველაფერს გააკეთებს მის მოსაძებნად. თუ, ეს დღესვე შეამჩნია შეიძლება ეჭვი ჩემზე მიიტანოს. ახლა ძალიან სწრაფად გაბრიელს მოვკიდე ხელი და ის ინფორმაცია, რაც კასეტაზეა დისკზე უნდა გადავიტანოთ.
***
- აი, მეც მოვედი.
- რა ქენი მოიტანე კასეტა?
- კი მე მაქვს.
- მაშინ მე წავალ.
- კარგად გიორგი.
- რას აკეთებდით სანამ მე არ ვიყავი?
- ცოტა მამაკაცურ თემებზე ვსაუბრობდით.
- რაზე?
- მაგას არ გეტყვი.
- ახლა სად წავიდეთ?
- წამოდი ჩემთან სტუდიაში წაგყვან. იქ, გადავწეროთ კასეტა.
- კარგი წავიდეთ.
- ეს არის შენი სტუდია?
- ჩემი არა ჩემი მეგობრისაა, თუმცა ერთად ვმუშაობთ.
- არავინ არის?
- ჯერ არა საღამოს სიმღერა უნდა ჩავწეროთ თუ გინდა დარჩი და მოუსმინე.
- ხო იცი ვგიჟდები, როცა შენ მღერი.
- კიდე?
- კიდე რა?
- კიდე ვისზე გიჟდები?
- ერთ ჩვეულებრივ თავქარიან ბიჭზე.
- მოდი ჩემთან!
- მოიცადე არავინ დაგვინახოს.
- ვინ უნდა დაგვინახოს აქ არავინაა.
- გაბრიელ გთხოვ.
- კარგი ხო. წამომყევი სანამ დისკდე გადაიწერება იქამდე ვიმღეროთ.
- მე და შენ?
- რატომაც არა. რაიყო შეგეშინდა?
- არა, არ მეშინია.
***
სიმღერა-შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან
გაბრიელი _ შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები, და შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები.და ისევ წვიმას აპირებს მე მისველდება ფრთები, მხოლოდ შენ მეფერადები აქ მარტო..! და ისევ წვიმას აპირებს მე გათენებას ვხვდები, შენი სახლისკენ მორბიან ტალახიანი კეტები.
- ამას ვერ შევძლებ.
- მიდი შენ შეძლეებ გააგრძელე.
ნია_ დილიდან დაღამებამდე მშრალია დღე, მასთან ბოლო განშორების შემდეგ ჩუმია ზღვა, თუკი აღარ მოვწევ გვიან ღამით კოლოფზე მეტს, მხოლოდ მაშინ როცა მეტყვის, იციი?! აღარ წავალ. და თუნდაც ბოლო ღერივი ასანთივით ჩავქრე, ვუნაწილებ სუნთქვას არ მინდა წავიდეს ადრე, ვცურავ შავი ზღვის ბოლო ჰორიზონტამდე, ვუტოვებ კარებს ღია დეკემბრის მოსვლამდე.
ორივე ერთად_ და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა, და გვირილებს მოვპარავ მინდორს, დღეს უფრო მშვიდია თვალები თბილია დღე. და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა, გვირილებს მოვპარავ მინდორს, დღეს უფრომშვიდია თვალები თბილია დღე.
გაბრიელი_ შენ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები, შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი, აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები.
- არ მჯერა, ჩვენ ეს შევძელით.
- კარგად მღერი რატომ არ იყენებ ამ შესაძლებლობას?
- სერიოზულად? მე კი მეგონა, რომ მხოლოდ აბაზანაში ვმღეროდი კარგად.
- ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავ.
- კარგი რა, გთხოვ არავის მოასმენინო.
- ვინ გირეკავს?
- დაჩია.
- მომეცი მე ვუპასუხებ.
- გაბრიელ რას აკეთებ? დამიბრუნე ტელფონი.
- რა უნდა? რატომ გირეკავს?
- ნუ სულელობ იქნებ რამე აინტერესებს.
- ხოდა მე გავარკვევ.
- რა მოხდა?
- გაითიშა.
- ყოჩაღ, გაბრიელ ყოჩაღ!
- ვაა, ძმას გაუმარჯოს! ადრე მოსულხარ.
- მოვედი, მაგრამ მარტო არ ვარ.
- ხო მაგას ვხედავ.
- ჯაბა გაიცანი ეს ნია. ნია გაიცანი ეს ჩვენი პროდუსერია ჯაბა.
- სასიამოვნოა.
- მალე ილია მოვა ლოლასთან ერთად.
- მაგას რაღა უნდა?
- ალბათ ყოფილი შეყვარებული მოენატრა.
- მოიცადე თქვენ მართლა დაშორდით ერთმანეთს.
- კი ძმაო, ხო იცი, რომ არ იყო ეგ გოგო ჩემი შესაფერისი.
- მაინც გამიკვირდა ასე მარტივად, როგორ მოიშორე თავიდან.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ რა.
- ჯაბას სალამი. გაბრიელ?
- ლოლა როგორ ხარ?
- ბავშვებო იცოდით, რომ ნია და გაბრიელი დაძმა არიან?
- რაა? ეგ როგორ?
- გაბრიელი ნიას ბიძამ მონათლა.
- სერიოზულად ძმაო?
- მე წავედი.
- ნია დამელოდე!
- გაბრიელ ხომ გითხარი არავისთვის გეთქვა.
- შენს თავს ვფიცავარ ეს მე არ მითქვამს.
- აბა საიდან გაიგო?
- არ ვიცი.
- ვინ გირეკავს?
- მამაჩემია.
- მოიცადე მე ბიძია მირეკავს.
***
- გისმენ მამა რა ხდება?
- არ ვიცი ეხლა სადაც არ უნდა იყო და რა საქმეც არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი გადადე და აქ მოდი ჩემთან ოფისში.
- რა ხდება, ხო მშვიდობაა?
- დროზე! გელოდები...
***
- რა უნდოდა?
- ოფისში დამიბარა
- მეც იგივე. ბიძია მიბარებს...
- ნეტა ამჯერად რა ხდება?
- არ ვიცი, მაგრამ ბიძიას ხმა არ მომეწონა.
- არც მამაჩემის.
***
ჯერ ის ვერ მოვინელე, რაც იმ ალქაჯმა თქვა და ახლა მივდივარ ბიძიას ოფისში და არც კი ვიცი წინ რა დაგვხვდება. ასეთი გაბრაზებული ბიჩაჩემის ხმა ტელეფონში პირველად მოვისმინე. მივდივარ და ფეხემი უკან მრჩება. გაბრიელი მამშვიდებს. ,,კარგი რა, ნუ ნერვიულობა არაფერი ისეთი არ იქნება.“ აი, როგორც კი ოფისში ფეხი შევდგი ბებიაჩემის ისტერიკული ყვირილი მესმის. ,,დაიჭირეთ! ის გოგო თაღლითია მან ჩემი სეიფი გახსნა და ფული მოიპარა.“ ფული? რას ბოდავს? ,,ახლა თავში გაუქანებ ამას რამეს_ეს მე ვარ...“ პირველი, რაც გამახსენდა იყო კასეტა. ის, აქ, კასეტის გამო მოვიდა. ღმერთო ჩემო... ამ ქალმა, ასაკი მაინც არ იცის? ამხელა ხმა რა პირიდან ამოსდის.
***
- შემოდით დასხედით...
- დაიჭირეთ! მან მე ფული მომპარა.
- რა ფული? რას ბოდავ ეს ქალი?
- ის ჩემს კაბინეტში დაუკითხავად შევიდა.
- ქალბატონო, დამშვიდდით თუ შეიძლება.
- ბიძია მე ქურდი არ ვარ... მე არაფერი მომიპარავს.
- მამა, ნია სიმართლეს ამბობს. მას არაფერი მოუპარავს. მთელი დღე ერთად ვიყავით.
- მკვლელის ქალიშვილო, კასეტა დამიბრუნე.
- ხედავთ რა მალე გამოაჩინა ტავისი ნამდვილი სახე? ის, ფულზე კი არა კასეტაზეა მოსული.
- რა კასეტაზეა საუბარი?
- გაბრიელ მიეცი მამაშენს და საკუთარი თვალით ნახოს.
- ეს რა არის? მე შევამოწმე და ამ კასეტაში ეს არ ეწერა.
- ნია კასეტა შეცვლილია.
- ვინ შეცვლიდა კასეტის შესახებ მხოლოდ მე შენ და გიორგიმ ვიცოდით.
- გიორგი....

გაგრძელება იქნება!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო გასაოცარი და უცხო ნაწარმოებია მაინტერესებს ამ ნაწარმოების გაგრძელება არ აქვს მაინტერესებს ძალიან მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent