ერთხელ აივანზე (სრულად)
აივანზე ვიდექი და მშვიდად ვუყურებდი ღამის თბილისს. როგორი მშვიდი იყო ღამით, თითქოს ყველა დარდი და ტკივილი გვერდით გადაედო და მორფეოსის სამყაროში გადაშვებულიყო. ქარმა დაუბერა და მანაც თითქოს იგრძნო, ოდნავ ამოძრავდა. მე კი კვლავ მშვიდად შევყურებდი მას და მოშიშვლებულ მკლავებზე საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს, თუმცა ჩემმა იდილიამ დიდხანს არ გასტანა. მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა, რომლებიც აივნისკენ მოემართებოდნენ. ვიგრძენი როგორ დადგა ჩემს გვერდით, ხელები ჩამოაყრდნო აივნის სახელურს და მანაც ჩემსავით დაუწყო ღამის თბილისს ყურება. _ ლამაზია, არა? - მკითხა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. აღარც კი მახსოვდა, რომ კვლავ ჩემს გვერდით იყო და დაბნეულმა შევხედე. ღმერთო... მგონი სჯობდა საერთოდ არ შემეხედა. მთვარის შუქი მკვეთრად ეცემოდა მის პროფილს. კულუკები ჰქონდა! პატარა, ქერა კულულები, რომლებიც შუბლზე ანცად ჩამოშლოდა. გამოკვეთილი ყბები კი საოცარ კონტრასტს ქმნიდა მის თხელ, წითელ ბაგეებთან და ოდნავ კეხიან, პატარა ცხვირთან. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი, ჩემს წინ ცოცხალი ქანდაკება იდგა! _ კი, ლამაზია - აღმომხდა მე. შემომხედა, მე კი დანაშაულზე წასწრებულივით მაშინვე თავი მივაბრუნე და მზერა მოვარიდე. ვიგრძენი როგორ საშინლად გავწითლდი. რამდენიმე წამი ხმა არც ერთს ამოგვიღია. მიყურებდა... ხვდებოდა როგორ მაფორიაქებდა, მაგრამ მზერას არ მაცილებდა და კვლავ ჯიუტად მიყურებდა. _ არ გცივა? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, ჩაილაპარაკა. ჰაერი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში, ვეცადე გულისცემა მწყობრში მომეყვანა და უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა შევტრიალდი მისკენ. მეგონა მის თვალებს შევეჩეხებოდი, თუმცა მზერა ჩემს მხრებზე გაშეშებოდა. _ არა, არ მცივა - ვუთხარი ხმაჩამწყდარმა. მე თვითონ გამიკვირდა ჩემი ხმის. არასდროს დამმართნია ასე და ახლა რა მჭირდა არ ვიცოდი. მაშინვე ამომხედა და თავისი თაფლისფერები გამისწორა. სხვანაირი თვალები ჰქონდა. არ გატყუებთ, მართლა! პირველად დავინახე ადამიანის თვალებში როგორ დახტოდნენ ჭინკები და ამავე დროს სითბოს სხივი უკრთოდა. ასეთი, ზუსტად ასეთი თვალებით მიმზერდა და ჩემზე საშინლად მოქმედებდა. ასე ვიდექით, შემდეგ ის ამოძრავდა. ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდა, მაგრამ გაშეშებული უბრალოდ ვიდექი და მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი. ვუყურებდი როგორ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩემს წინ გაჩერდა, შემდეგ როგორ გაიხადა თავისი მოსაცმელი და მალევე ვიგრძენი სითბო მოშიშვლებულ მკლავებზე. სითბო, რომელსაც სიგარეტის და მენთოლის გრილი სურნელი დაჰკრავდა. გაბრუებული ვიყავი, ვერც კი ვიგრძენი დრო როგორ გავიდა. მე კი ახლა უკვე მარტო დარჩენილი ვიდექი აივანზე და ვიხსენებდი მის მიერ ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვებს: ,,ისევ შევხვდებით". შემდეგ კი კოცნა. უბრალო, ლოყაზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ არია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.