შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის პლანეტა


17-09-2019, 20:26
ავტორი Mtirala
ნანახია 1 402

***
-თქვენი მისამართი?
-სიყვარულის პლანეტა, მზეთა ქალაქი, ქუჩა - გვირლების 13ა.

***
-გოგონა თქვენ მოკალით?
-დიახ, მე მოვკალი.
-მიზეზი?
-სიყვარული.
-იეჭვიანეთ და მოკალით?!
-არა.
-მაშ, რატომ?
-იმიტომ, რომ ფსიქოპატი შეუყვარდა.
-ანუ იეჭვიანეთ?
-არა-მეთქი.

***
-მას არ მოუკლავს, ეს თვითმკვლელობა იყო.
-სისულელეა... მან მკვლელობა აღიარა.
-მას არ უთქვამს... მას არ უთქვამს სულიერად მოკლა თუ ფიზიკურად.
-ანუ?!
-კიდევ ერთი თვითმკვლელობა... მიზეზი - სიყვარული.
-ღალატი?!
-არა... სიყვარული.

***
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ! თქვენი მისამართი?!
-სიყვარულის პლანეტა, მზეთა ქალაქი, ქუჩა - გვირლების 13ა.

***
-სიყვარულის პლანეტა?!
-ანუ დედამიწა.
-სიყვარულის პლანეტაზე ადამინებს არ კლავენ.
-მე ვკლავ...სიყვარულისთვის.

***
-სიყვარულისთვის ვკლავო... გიჟია, ფსიქოპატი... სიყვარულისთვის არ კლავენ...
-მას არ მოუკლავს... ეს თვითმკვლელობა იყო. გესმის?! თვითმკვლელობა...
-...

***
-სანი, ნუთუ არ გიყვარდი?!

***
-რატომ მოკალით?!
-ვუყვარდი.
-მაინც მოკალით.
-მას მე ძალიან ვუყვარდი.
-თქვენ გიყვარდათ?
-მე...

***
-არაფერს ამბობს...
-მას არ მოუკლავს...
-გავუშვათ?!
-აუცილებლად...
-ფსიქოპატია.
-ის ისეთია, როგორიც უნდა იყოს...

***
-მან თავი მოიკლა.
-არა, მე მოვკალი ის.
-როგორ?! მომიყევი...
-ხელი ჩამკიდა, არ გამიშვაო...
-გაუშვით?
-მე... გავუშვი.

***
-მეცხრე სართულიდან გადმოაგდო.
-მას არ გადმოუგდია!
-მან თქვა, გავუშვიო...
-არ გაუშვებდა...

***
-თქვენ მოკალით?
-მისით ვსუნთქავდი...
-ხელი ჰკარით?
-არა, ხელი გავუშვი...
-სამუდამოს მოგისჯიან!
-სამუდამოდ დავიტანჯები, მასთან ერთად ყოფნა არ დამცალდა,
ახლა, მაინც მაცადეთ...

***
-ლენა...
-დიახ, ბატონო პროკურორო.
-გავუშვათ?
-ვერ იცოცხლებს...
-მოკვდება?!
-თავს მოიკლავს, გეგა... გადმოხტება...

***
-სანი, ხელი რატომ გამიშვი?!

***
-თქვენი მისამართი, ბატონო სანდრო?
-სიყვარულის პლანეტა, მზეთა ქალაქი, ქუჩა - გვირლების 13ა.

***
-მე დაველაპარაკები...
-იქნებ შეგიყვარდეს კიდეც.
-გეგა, ირონიული ნუ ხარ!
-უკვე შეგიყვარდა?!
-მას სხვა უყვარს...
-შენც გულს გატკენს, ლენა.
-...
-დაელაპარაკე, მაგრამ თავს გაუფრთხილდი.

***
-ბატონო სანდრო...
-ლამაზი თვალები გაქვს...
-ბატონო სანდრო, თქვენ მოკალით თქვენი შეყვარებული?
-ლამაზი თვალები გაქვს-მეთქი... სახელი?
-ლენა.
-სახელიც ლამაზი გაქვს... მაგრამ ის შენზე ლამაზი იყო.
-რატომ მოკალით?
-ხელი ჩამკიდა, არ გამიშვაო...
-და გაუშვით, არა?!
-არ მინდოდა... მაიძულა.

***
-ლენა, ვიცი სიყვარულის გჯერა, მაგრამ...
-მას არ მოუკლავს!
-მან მოკლა.
-ასეთი უგულო როგორ ხარ?!
-ლენა, გული შენთვის დაუმსხვრევიათ?
-გეგა...
-ხო, ლენა, მე დამიმსხვრიეს.

***
-გიყვარდათ?
-ალბათ.
-თვლიან რომ თქვენ მოკალით.
-მე მოვკალი.
-რატომ?
-ან მას უნდა ეცოცხლა, ან მე...
-თქვენ ზედმეტად ეგოისტი ხართ!

***
-ან ის გოგო, ან საკუთარი თავი.
-მან კი საკუთარი თავი არჩია...
-ეგოისტობაა, არა?!
-იმედგაცრუებული ვარ...
-ლენა, თავს ნუ დაიტანჯავ.
-შენთვის ღმერთს არჩევნის უფლება, რომ მოეცა... მე ამირჩევდი თუ საკუთარ თავს?!

***
-ისევ თქვენ, ლამაზთვალებავ?
-დიახ, მე!
-შენნაირები მხიბლავს... საწოლზე გადაგაწვენდი, ფრთხილად მოგაშორებდი ლამაზ, თეთრ თეთრეულს, მთელს სხეულზე კოცნას დაგიტოვებდი, შემდეგ შემეხვეწებოდი...
-გაჩუმდით!
-გულს გირევ, არა?!
-რატომ აირჩიეთ საკუთარი თავი?!
-მე არ ამირჩევია...

***
-შენს სხეულზე საუბრობდა, ლენა!

***
-მან ამირჩია. მას სურდა მე მეცოცხლა.
-მას არ მოეწონებოდა სხვა ქალებზე რომ ფიქრობთ.
-რატომ?! ის ქალი... მგონი ლენა ჰქვია. ძალიან სექსუალურია...
-მოკეტეთ.
-ლენა მოგწონთ, არა?!
-შენი საქმე არ არის!
-არ შეიყვარო, ძმაო, ქალი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად შენ ეყვარები.
-რატომ?
-მერე გეტკინებათ... შენც და მასაც.

***
-უპეები ჩაგიშავდა, იქნებ წახვიდე და დაისვენო?
-კარგად ვარ.

***
-სანდრო, იქნებ თქვენი მისამართი მითხრათ?
-ლამაზო, მერამდენედ უნდა გაგიმეოროთ? იქნებ სხვა რამეზე გვეფიქრა. მაგალითად, წარმოიდგინე როგორ გეფერები სხეულზე, როგორ გიკოცნი უბიწო სხეულს...
-გეყოფათ!
-მომიახლოვდი და გპირდები, არ გატკენ.
-მოკეტე, შეშლილო ნაბი*ვარო!
-...
-მისამართი მითხარი.
-სიყვარულის პლანეტა, მზეთა ქალაქი, ქუჩა - გვირლების 13ა.

***
-მას არ ყვარებია.
-რომ ყვარებოდა, შენზე ასე არ იფიქრებდა?!
-არ ვიცი.
-გული სტკივა, ლენა.

***
-როგორი კრავის თვალებით გაქვთ, არადა ის მოკლით, ვინც გიყვარდათ.
-დიახ, მოვკალი.
-რატომ?
-საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი...
-არ გსიამოვნებდათ?
-იტანჯებოდა...
-თქვენ?
-მე ვერ ვამჩნევდი.

***
-სანი, ასე როგორ გამიმეტე?!

***
-სული მეხუთება...
-წადი სახლში და დაისვენე.
-არა.
-ნუ ჯიუტობ, ასეთი მძიმე საქმისთვის პატარა ხარ.
-კიდევ ერთხელ დაველაპარაკები, რა...

***
-ოო... ლამაზო.
-იქნებ სახელით მომმართო?
-ლენა.
-რამდენიმე წელს მოგისჯიან, შემდეგ ცხოვრებას მშვიდად განაგრძობთ.
-ასე ფიქრობ?
-დიახ.
-ხომ დამელოდები?
-თქვენ რატომ უნდა დაგელოდოთ?
-შენ გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნება.

***
-დაელოდები?
-გეგა, ნუ მაცინებ.

***
-ბატონო სანდრო, ბოლოჯერ ვხვდებით ერთმანეთს.
-რატომ ბოლოჯერ?
-იმიტომ, რომ მივდივართ... მე სახლში, შენ ციხეში.
-მომაკითხე, ხოლმე.
-რატომ?
-უგულო ადამიანები მოგწონს?!
-რა თქმა უნდა, არა.
-ცხოვრებაში მზის სხივი შემოიჭრება, ხოლმე და გულს სასწაულად გაგითბობს.
-მზის სხივი?
-გახდი ჩემი მზის სხივი, გთხოვ... სანამ გული გამიქვავდება.

***
-გეგა, პატიმარი უკვე გადაყავთ.
-ძალიან კარგი.
-დავისვენებ.
-ლენა, თავს გაუფრთხილდი.

***
-სანი, როცა წავალ, სხვა შეიყვარე... იმაზე მეტად, ვიდრე მე გიყვარდი.

***
-მზის სხივო... ამდენი წლის შემდეგ მაინც მოხვედი, არა?!
-სანდრო, შვილი მეყოლება.
-ბედნიერი ხარ?
-ძალიან.
-რატომ მოხვედი?
-შენც იმსახურებ ბედნიერებას, სანდრო.


პატარა ისტორიით გიბრუნდებით,
არ ვიცი რა არის, რა მინდა
უბეალოდ იმედი მაქვს მოგეწონებათ :)



№1  offline წევრი Ålways

მომწონს, მომწონს, მომწონს (ლურჯი გული).

" -არ შეიყვარო, ძმაო, ქალი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად შენ ეყვარები.
-რატომ?
-მერე გეტკინებათ... შენც და მასაც. "

" შენც იმსახურებ ბედნიერებას, სანდრო. "
იმსახურებდა სანდრო'ც ბედნიერებას, მართლა!

 


№2  offline წევრი izabella

როგორ გამიხარდა იცი შენი ნიკის დანახვა? ძალიან უღიმღამოდ რომ ჩამოვუყევი ლენტს და უცებ შენ და შენი პაწაწინა დამხვდით. heart_eyes heart_eyes
ძალიან მომეწონა, კარგია ლანა იმ ფსიქოპატს რომ არ დარჩა და ხშირად გამოჩნდი ხოლმე რა? blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent