დრაკონის ვაჟიშვილის ცხოვრება (თავი 4)
სამი დღე გავიდა რაც საავადმყოფოში ვარ და უკეთესობას ვერ ვამჩნევ, მაგრამ როგორც ექიმებმა თქვეს უკეთ იყო. ნუ ცოტა დამშვიდდი, ამ სამი დღის განმავლობაში ანჩო მივლიდა მე მოჰქონდა საჭმელი და ყავა არცკი გავდიოდი გარეთ მაგრამ თუ გავიდოდი ისიც სიგარეტის მოსაწევად. როგორღაც დათომ საავადმყოფოს გარეთ დამინახა და მოვარდა ჩემთან. -როგორაა? -ექიმები ამბობენ რომ უკეთაა. -და შენი აზრით როგორაა? -არ ვიცი ბიჭო სახეზე ფერიც კი არა აქვს და აზრზე არ ვარ. -იუ ჰო ანჩომ დამირეკა და ჩემი შეყვარებული ნახე და უთხარი რომ 3 ზე საავადმყოფოს წინ იყოს სალაპარაკო მაქვსო. -მერედა რომელია? -2:55. -მაშინ დაველოდები, შედი შენ და ნახე მაშო. -მოიცა შემიშვებენ? -კი რატომ არ უნდა შეგიშვან? -რა ვიცი მე ვიფიქრე არავის უშვებდნენ. -მიდი მიდი შედი. დათო წავიდა თუ არა ზუსტად 5 წუთში მოვიდა ანჩოც, მოვიდა თუ არა ეგრევე ჩამეხუტა , მაკოცა და ფოტო გადაიღო ისე რომ ვკოცნიდით ერთმანეთს. -მოიცა ეს რა იყო? -ფოტოზე თუ ლაპარაკობ მაშინ, ვიღაც გოგოები ლაპარაკობდნენ შენზე რომ მომწონსო და რაღაცეები და მარტო ერთი კიარა მთლიანად ერთი კუტოკი და მინდა რომ ყველამ იცოდეს რომ შეყვარებულები ვართ. -მისმინე ვისაც არ უნდა მოვწონდე არც ერთმა არ იცის ჩემი ხასიათი, მაგათ მოვწონვარ ისე როგორც, წიგნებში დაცემული ანგელოზი. -მოიცა დაცემული ანგელოზი რა შუაშია? -დაცემული ანგელოზები ულამაზესები არიან მაგრამ, მაგათი ხასიათი არავინ იცის, მხოლოდ გამონაკლისებმა თუ იციან ვინები არიან სინამდვილეში და ისინი უყვართ ვინც იცის ყველაფერი მის შესახებ და დამიჯერე მხოლოდ შენ ხარ ვინც იცი ყველაფერი ჩემზე და ესაა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარხარ. არ ვიცი ისეთი რა ვუთხარი მაგრამ ისეთი გრძნობით აღსავსე კოცნა მივიღე რომ, არ ვიცი ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. როდესაც ერთმანეთს ვკოცნიდით გამოვიდა დათო. -ოჰჰ, თქვენ ერთმანეთს სულ რატომ უნდა კოცნიდეთ? -ეგ შენი საქმე არაა.- უთხრა ანჩომ. -რა ხდება? რამე შეიცვალა? -გამოფხიზლდა. -შემოვალთ ახლავე შედი. ვაკოცე კიდევ ერთხელ უცებ და შევედით. მაშო ვნახე თუ არა ეგრევე გაეღიმა. პალატაში შევედი თუ არა ეგრევე წამოდგომა სცადა მაგრამ გავაჩერე. -იყავი, რას შვები? ხო არ გაგიჟდი? იწექი. -მადლობა. -რატო მიხდი მადლობას? -მხოლოდ შენ გქონდა ჩემი შესაბამისი სისხლი და თუ გადავურჩებოდი ამას შენი დამსახურება იქნებოდა. -ხო იცი რომ ვერ დავუშვებდი რომ რამე დაგმართნოდა. -იცი ვის გავხარ ახლა? -ვის? -დაცემულ ანგელოზს. ულამაზესი ხარ და ამ დროს ყველას უნდიხარ მაგრამ ბოლომდე არავინ იცის როგორი ხარ. მე არაფერი ვუპასუხე. მხოლოდ ანჩოს ხელი მეჭირა და ვფიქრობდი რომ ამ ნათქვამის მერე ანჩოსათვის უნდა გამომეხატა ის რომ მე მაინც ის მიყვარდა. მერე მაშომ ანჩოს შეხედა და უთხრა. -მაგრად გაგიმართლა ანჩო იცი? -რას გულისხმობ მაშო? -ჰკითხა ანჩომ. -იმას რომ ის ადამიანი გყავს გვერდით ვინც ყველას უნდა და ასეთი ლამაზია. -მართალი ხარ გამიმართლა რომ იმ ადამიანს ვუყვარვარ ვინც თავდავიწყებით მიყვარს. მაშოს შეწუხება შევატყვე სახეზე და ავდექი გავედი და სანდროს დავუძახე. შემოვიდა თუ არა სანდრო იმ წამსვე გავედით მე და ანჩო პალატიდან. მე კიდევ ვერ ვიგდები მაშოს სიტყვებს თავიდან დაცემულ ანგელოზს გავხარ რომელიც ყველას უნდა. როგორღაც თავიდან ამოვიგდე ცოტახნით ეს ყველაფერი და ანჩოსთან ერთად მივდიოდი როდესაც გზად ჩემი ყოფილი შეყვარებული ნინი შემხვდა. ნინიმ ეგრევე მიცნო და მომესალმა. -გამარჯობა. -გამარჯობა ნინ, როგორ ხარ?-ნინიმ გადამკოცნა. -რავი ნორმალურად შენ როგორ ხარ? რა იყო რო არ მოიკითხავ კაცს სად დაიკარგე?-სიმართლე ვთქვათ ანჩომ არცკი იცოდა ვინ იყო ეს გოგო და მეკი მიკვირდა რომ ასე კარგად შემხვდა. -რა ვიცი ხან აქეთ ვარ ხან იქით. -კაი ახლა მეჩქარება მაგრამ აუცილებლად მინდა შენთან ლაპარაკი რაღაც სერიოზულ თემაზე და გთხოვ უნდა მნახო. -კაი არაა პრობლემა გნახავ ხვალ. -კაი მოგწერ დროს და ადგილს. -ველი წერილს. -ნახვამდის. -ნახვამდის ნინ. ცოტა გავიარეთ და ანჩო მეკითხება. -ვინ იყო ის გოგო? -ჩემი ყოფილი. -მოიცა მერედა ასე როდის მერე ხვდები ყოფილებს? -მეც არ ვიცოდი რომ ასე ვხვდებოდი ან ასე დახვედრა თუ შემეძლო. -კაი , მისმინე რაზე უნდა შეხვდე? -ხო გესმოდა არ ვიცი რაღაც სერიოზულ თემაზე მინდაო ლაპარაკი ვნახავ 15 წუთით და ეგრევე წამოვალ და შენ გნახავ. -ხოო კაი კაი. მეორე დილას ნინი ვნახე და დიდი ხანი ვსაუბრობდით და საუბრის ბოლოს მითხრა ასეთი რაღაცა. -მისმინე დიდი ხანია იმაზე ვფიქრობ რომ მგონი უნდა შევრიგდეთ. და რას იტყვი ამაზე? გაოცებული ვიყავი არ ვიცი რა უნდა მეთქვა და მხოლოდ ეს ვუთხარი. -დრო მჭირდება. მოგწერ და ვნახოთ კიდევ ერთმანეთი. წამოვედი და სულ თავში მიტრიალებდა ის რაც მაშომ მითხრა, დაცემული ანგელოზი ხარ რომელიც ყველას უნდა მაგრამ არავინ იცნობს. -რატომ დაცემული ანგელოზი?- ჩავიჩურჩულე მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.