შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე(ნაწილი მეექვსე)


22-09-2019, 01:50
ავტორი Likuna1998
ნანახია 1 647

როგორც კი მარიმ მომახალა რომ ბიჭებმა ოთახი დატოვეს და ქობულთიდან წავიდნენ მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა.19 წლის განმავლობაში ისე ვცხოვრობდი,არასდროს არ ვყოფილვარ მარტოსული,ყოველთვის მედგა გვერდში ერთი ადამიანი მაინც,რომელიც ისეთ რჩევას მომცემდა,ისე დამარიგებდა რომ ძალიან დამეხმარებოდა და მაგრძნობინებდა,რომ მარტო არასდროს ვიქნებოდი,თავისუფლად გავუზიარებდი ჩემს ფიქრებს,ჩემს აზრებს..მაგრამ ახლა ვხვდებოდი,რომ ასეთს ვერავის ვიპოვნიდი და მარტო უნდა დამეძლია ეს ტკივილი.მარტო უნდა გადამეტანა ტკივილი რომელიც 4 დღეში მომაყენა ადამიანმა რომელსაც საერთოდ არვიცნობდი.
დაახლოებით 1 საათში ჩემმა ტელეფონმა რეკვა ატეხა.უცხო ნომერი იყო
-მარი უპასუხე
ვთხოვდი აკანკალებული ხმით,არავისთან საუბარი არ მინდა
მარიმ ყურმილი აიღო,უცებ ადგილზე გაქვავდა.ერთიანად სახე გადაუბრწყინდა და გაოცებულმა შემომხედა.
-გიორგი რეკავს
თავიდან მეგონა მომესმა,მაგრამ როცა მარიმ რამოდენიმეჯერ ხელის კვრით მანიშნა,რომ ტელეფონი ამეღო,მივხვდი,ცხადში რომ ვიყავი.
-გისმენ
-აბა როგორ ხარ?
ომახიანად დაიწყო მოკითხვა
-ნაბახუსევზე ხო არ ხარ?
-კარგად ვარ .ჩემი ნომერი საიდან გაქვს?
-მოიცა ,დაგავიწყდა გუშინ რო მეუბნებოდი,გინდა თუ არა ჩაიწერე,ისე ვერ გაგიშვებო?
სახეზე ელდა მეცა,თუმცა ხმის ტემბრი არ შემიცვლია,მივხვდი ამას იმიტომ მეუბნებოდა,ჩემი აგდება უნდოდა
-მოიცა და ხმაზე რაგჭირს? ალბათ ინერვიულე,დილით რო ოთახში აღარ დაგხვდი,ალბათ არც გემახსოვრებოდა ჩემი გუშინდელი ნათქვამი,რომ დღეს წასვლას ვგეგმავდით.მოიცა,აღარც კოცნა აღარ გახსოვს?
კითხვები ერთბაშად მომაყარა,მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა,რომ ცდილობდა ჩემს ნერვებზე"ეთამაშა", აშკარად სამაგიეროს მიხდიდა,გუშინდელი საქციელისთვის.
-სიცხე მაქვს და თავს შეუძლოდ მაგიტომ ვგრძნობ,შენ რას შუაში ხარ? საერთოდ არც ვიცოდი,თუ უკვე წახვედი.
საუბარში შევყევით და რამოდენიმე წუთში ტელეფონი დავკიდე.
ნეტავ ისიც ხომ არ ვუთხარი,რომ შეყვარებული მყავს,თან ბექას თანაგუნდელი? მეფიქრება ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არვიცი იმ დროს რას ვგრძონბდი,არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა,რომ გიორგიმ დამირეკა? - ეს თავისთავად იმას მოასწავებდა, რომ დიდი ალბა თობით ურთიერთობა დაგვილაგდებოდა,ერთმანეთს ვნახავდით და უკეთ გავიცნობდით.
მეორე მხარეს კი ნიკა,ჩემი შეყვარებული დგას-და აქ მგონი ყველაფერი ნათელია..



იმ საღამოს მე და მარიმ ნელ-ნელა ჩაბარგება და დილისთვის გამზადება დავიწყეთ.მოგვიანებით გიორგიმ ისევ დამირეკა და მესაუბრა.მითხრა რომ ქობულეთიდან ბულაჩაურში წავიდა რამოდენიმე დღით დასასვენებლად,თბილისსში რომ ჩამოვიდოდა კი სამსახური უნდა დაეწყო..
მოკლედ მის შესახებ,მცირე ინფორმაციის მოგროვება მაინც შევძელი.
დაახლოებით 11 საათი იქნებოდა,როდესაც დედაჩემმა დამირეკა და მითხრა,რომ ჩემი ძმა ქობულეთში ჩამოდიოდა და აქედან გამომდინარე ჩემი თბილისსში წასვლა გადაიდო..
მარის ძლივს ვუთხარი,რომ მარტო მოუწევდა წასვლა,მართალია მისი ჯიჯღინი და გლოვა გოდება მთელი ღამე გრძელდებოდა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო..მარი თბილისსში უნდა დაბრუნებულიყო,მე კიდევ ჩემს ძმასთან ერთად,რამოდენიმე დღით კვლავ ქობულეთში დავრჩენილიყავი..


დილით მარი გავაცილე,შემდეგ კი ჩემს ძმას დავხვდი.
ვხვდებოდი.
შემდეგ იყო ის,რომ ჩემი და გიორგის ურთიერთობამ ყოველდღიური სახე მიიღო.ერთმანეთს ვწერდით,ველაპარაკებობოდით,ის ბულაჩაურში,მე ქობულეთში ვიყავი მაგრამ თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მუდმივად გევრდით მყავდა. ვიცინოდით,ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს ვუყვებოდით, თავისთავად ამან გამოიწვია ის,რომ ერთმანეთს დავუახლოვდით და ყოველი ჩემი დღე მისი "დილამშვიდობისათი" იწყებოდა.
თავს ხან კარგად, ხან ცუდად ვგრძნობდი,ხან სიხარულისგან მეცინებოდა,ხან კი ბალისსში თავჩარგული უაზროდ ვტიროდი.არვიცოდი,მართლა არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრების გაგრძელება.
ალბათ გაინტერესებთ ,რა ხდებოდა ამ დროს ჩემსა და ნიკას შორის
ნიკამ გადაწყვიტა,რომ რახან თბილისსში ვერ ჩავციოდი,კიდევ რამოდენიმე დღე სოფელში გაჩერებულიყო და იქ დაესვენა.თანდათან ვხვდებოდი,რომ მის მიმართ გული მიცივდებოდა,მისი ნათქვამი თბილი სიტყვები აღარ მსიამოვნებდა და ხანდახან მინდოდა,დღე ისე გასულიყო საერთოდ არ მოვეკითხე.ეს მასთან საუბარშიც მეტყობოდა რაზეც ხშირად ვკამათობდით.სულ მეუბნებოდა რომ ამ 1 კვირაში შევიცვალე და უხასიეთო გავხდი,მუდმივად უკმაყოფილო.თუმცა მისი ეს სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებდა.
ყოველ ღამით ვფიქრობდი,რომ ძალიან ცუდს ვაკეთებდი,ვფიქრობდი რომ ადამიანი,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ,არ იმსახურებდა იმას ,რასაც ვუკეთებდი,ადამიანი,რომელტან ერთადაც თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი,ჩემთვის რამოდენიმე დღეში სრულიად უცხო გახდა...
ხო გეუბნებოდით,ჩემთვის რომ ეკითხათ,რას ნიშნავდა სიყვარული,ნიკას რომ ვახსენებდი,ყველასთვის,ყველაფერი ნათელი იყო.
ახლა კი,სულ რამოდენიმე დღეში,იგივე კითხვა რომ დაესვათ,არვიცოდი რას ვუპასუხებდი.
ასე ჩაიარა რამოდენიმე დღემ და ჩვენც თბილისისკენ ავიღეთ გეზი..
თბილისისკენ მომავალ მატარებელში ჩავჯექით როდესაც ტელეფონი ავიღე და ბექას დავურეკე.
*აქვე აღვნიშნავ,რომ ამ პერიოდში ბექასთანაც არაჩვეულებრივი უერთიერთობა ჩამომიყალიბდა,როდესაც გიორგისთან ერთად იყო და ის ტელეფონზე მელაპარაკებოდა,გულთბილ მოკითხვებს მითვლიდა და სულ მეუბნებოდა რომ ძალიან,ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი.თუმცა რატომ? რატომ ეს მეც კი არ არვიცოდი.
-ბექუშ,როგორ ხარ?
-ვაააა, ჩემი ძმაკაცი,შენ როგორ ხარ ლიკუშ
-კარგად ვარ,საით ხარ?
-სოფელში ვარ ეხლა
-სოფელში? დღეს თბილისსში მოვდიოდი,არადა..
გიორგიმ არაფერი იცოდა ამის შესახებ,სიურპრიზის გაკეთება მინდოდა,ამიტომ ვიფიქრე,ბექას დაველაპარაკებოდი,ის გიორგის თავის რესტორანში მიიყვანდა,სადაც მზარეულის დამხმარედ მუშაობდა.ცოტა ხანში კი მეც იქ გავჩნდებოდი.
ბექას რომ ვუთხარი ეს ყველაფერი ისე გაეხარდა.
"დღესვე ჩამოვალ,ოღონდ შენ მითხარი აქ რომელზე იქნები და ეგ თემა მოვაგვაროთო" მითხრა.
მოკლედ ,ყველაფერი დალაგებული და დაგეგმილი მქონდა.

სიმართლე გითხრათ,ვერ ვხვდებოდი ბექა ასე რატომ იქცეოდა.შეიძლება გიორგიმ ჯერ არ იცოდა ვინ იყო ნიკა,მაგრამ ბექამ? ბექამ ხომ ყველაფერი იცოდა. რატომ აკეთებდა ამას?
პასუხს ვეძებდი,ვერ ვპოულობდი,შემდეგ კი უბრალოდ ვივიწყებდი და ვცდილობდი იმ მომენტებით დავმტკბარიყავი,რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა.
არასდროს არ მიყვარს მომავლის განჭვრეტა,ვიცი ცუდი თვისებაა მაგრამ ყოველთვის აწმყოთი ვცხოვრობ...შეიძლება მაგიტომაც მიდის ჩემი ცხოვრება ასე,კარგად? ან ცუდად..
მოდით მოვლენებს,ნუ გავუსწრებთ...

თბილისსში ჩასვლისთანავე გიორგიმ დამირეკა და მითხრა,რომ სამსახურიდან გამოვიდა და სახლში მიდიოდა ძალიან დაღლილი,თუმცა მოგვიანებით ბექასთან უნდა გასულიყო ცოტა ხნით.
ჩვენი საუბარი ხანმოკლე იყო.მეჩქარებოდა.გიჟივით შევვარდი სახლში,დავყარე ბარგი და მომზადებას შევუდექი.
გული კვლავ აფორიაქებული მაქვს,არვიცი რას ვაკეთებ.მაგრამ ვხვდები,რომ იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი..
* ვწერ მკითხველო,და კადრებად მახსენდება თითოეული მომენტი, თითოეული შეგრძნება,რასაც იმ დროს განვიცდიდი..
დაახლოებით 10 საათზე ტაქსი გამოვიძახე და ვაკეში ,ერთ ერთი რესტორნისკენ წავედით.
გზად გიორგის დავურეკე
-აბა რას შვები? მიხვედი ბექასთან?
-ახლახანს მივედი,გარეთ ვზივართ ვლაპარაკობთ.ცოტა ხანში წავალ
ნელ-ნელა მანქანა დანიშნულების ადგილს უახლოვდება,ტელეფონს არ ვთიშავ,გული გამალებით მიცემს,თან ვცდილობ მას საუბარი გავუგრძელო.
-რა გაცვია?
ვეკითხები დაუფიქრებლად
-რა მაცვია,ანუ?
გაეცინა
-ანუ ხომ არ ცივა თბილისსში- მეთქი, ეგ ვიგულისხმე აი მე მაგალითად ,მცივა
მანქანა გაჩერდა და გადმოვედი.
სანამ გიორგი შემამჩნევდა სახეზე მღელვარება მოვიშორე და ნელ-ნელა ზურგიდან მივუახლოვდი.
ის შემოტრიალდა,ვიგრძენი როგორ გაეყინა სხეული ადგილზე,თვალები აუბრიალდა,მოულოდნელობისგან შეიშალა და ცალი წარბი აათამაშა
-მეღადავები?
მოვიდა და მაგრად,ძალიან მაგრად ჩამეხუტა.შეგრძნება,რომელიც კისერთან მხურვალე სუნთქვის შემდეგ დამრჩა,არ მშორდებოდა და არ მომშორდება,სადამდეც შემეძლება,რომ ვატარო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent