შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^2^


22-09-2019, 09:41
ავტორი წერო:)
ნანახია 2 719

_კარგი მაშინ_ნიკამ ხელები ერთმანეთს გაუხახუნა_ვითამაშოთ!ოღონდ თქვენ არაყი არ გინდათ ამას კიდევ დალევა უნდა?ისედაც დაბოლილივით დადის_ და ნიკაპით ანანოზე ანიშნა.ანანომ შეუღრინა
_მოიცა ჩვენ არ გვინდა?ანუ შენ აპირებ დალევას?_წარბები აწკიპა ნუცამ_არ მომინდომა ვაჟბატონმა?!მიდი ანანო მოიფიქრე რამე საშინელება რა დავლიოთ_უთხრა ნუცამ ანანოს
_ლიმონი თუ გაქვს ლიმნიანი წყალი
_კარგი აზრია_თავი დაუქნია ნუცამ და სამზარეულოში გავიდა მოსამზადებლად ნიკა და ანანო კი ოთახში მარტო დარჩნენ ბიჭი ანანოს სათვალეებზე აკვირდებოდა ანანომ ეს შეამჩნია და ნიკას გახედა ნიკას მაშინაც არ მოუცილებია მზერა და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ჰკითხა:
_პლიუსი გაქვს თუ მინუსი?
_არცერთი ჩვეულებრივი დამამშვიდებელი სათვალეა
_ნერვოზიგჭირს?
_არა_არა აიჯაგრა ანანო_ბევრს ვკითხულობ და ტელეფონთან და კომპიუტერთანაც ბევრ დროს ვატარებ და თვალები მტკივდება ხანდახან თან სათვალის ტარება მიყვარს_ნიკას ცოტახანი ხმა აღარ ამოუღია შემდეგ ისევ ჰკითხა
_რამდენიწლისხარ?
_თვრამეტის.შენ?_ზრდილობისთვის შეუბრუნა ანანომ
_ცხრამეტის_შემდეგ ისევ გაჩუმდნენ და ცოტა ხანში ნუცაც მოვიდა ლიმნიანი წყლით თს ავსე ტოლჩითა და სამი ჭიქით ხელში წყალი ბევრი ლიმნისგან ლამის გაუმჭირვალე გამხდარიყო
_დავიწყეეთ_თქვა ანანომ და წვენი ჩამოასხა_მე არასდროს გამიტანია ადამიანი გველურად გახედა ანანომ ბიჭს ნიკამ თვალები გადაატრიალა
_თუმცა გაგიტანეს_ მაინც წაიგესლა დალია და სახე დაეჭყანა
_მე არასდროს შემიღებავს თმები ფლომასტერის მელნით_თქვა ნიკამ და ნუცამ დალია
_მაცადე ნიკა ბაბუნაშვილი რა გიქნა_დაიმუქრა ნუცა_მე არასდროს მიცდია ჟურნალის დაწვა_ნიკა მ დალია
_მოიცა რაა?_გაოცდა ანანო_ჟურნალის დაწვას ცდილობდი?
_მანდატურმა დამიჭირა ცეცხლი რომ უნდა წამეკიდა მაშინ მეხუთეში ვიყავი და კრება იყო_სიცილით აუხსნა ნიკამ"რა სიცილი ჰქონია ამ ჯმუხს"გაიფიქრა ანანომ
_მე არასდროს მიტირია ფილმის ყურებისას_თქვა ნიკამ და გოგოებმა დალიეს
_ოხ ეს გულჩვილი ხალხი არ შემიძლიხართ_"სვეცკი" ტონით თქვა ნიკამ. კიდევ დიდხანს ითამაშეს მეორედაც გააკეთეს ლიმნიანი წყალი და ისიც დაცალეს თამაშის ბოლოს ანანო მუცელზე ხელებს იჭერდა და ტკივილისგან ხანდახან "ვაი დედა"აღმოხდებოდა ხოლმე
_აუ ფილმს ვუყუროთ რაა_მოიკვნესა გოგომ_ყურადღებას გადავიტან მაინც
_წამალი ხომ არ გინდა_სერიოზული სახით ჰკითხა ნიკამ
_არა მადლობა ფილმი ავარჩიოთ რაა
_ასტრალი გინდა?_უთხრა ნუცამ
_ეგ საშინელება არაა?
_კიი
_კაი ხო იყოს_ნუცამ ფარდები ჩამოაფარა და პლედები გამოიტანა ყოველი შემთხვევისთვის ნიკამ კი კომპიუტერი ტელევიზორს შეუერთა და ფილმი ჩართო. დივანზე ჩამოხსდნენ ანანოს მარცხნიდან ნიკა ეჯდა მარჯვნიდან ნუცა
_აქეთ ანგელოზი იქეთ ეშმაკი_გაიცინა ანანომ ნუცას ჩაეღიმა"ეშმაკი"კი ისევ დაბღევერილი დარჩა.
ფილმში მთავარი პერსონაჟი უკვე მოჩვენებებიან სახლში შედიოდა როცა ანანომ იკითხა
_აქრაღაცასაშინელებაუნდამოხდესხო?
_კი და თვალები დახუჭე თორემ დაგესიზმრება_შეთქმულის ხმით უთხრა ნიკამ
_ხუთი წლისას ასე ვგავარ?
_როგორც გენებოთ_თუმცა ანანომ თავისდაუნებურად მაინც დახუჭა თვალები.კინოს განმავლობაში კიდევ იმდენჯერ მოუწია თვალები დაეხუჭა რომ ლამის ჩაეძინა თუმცა ზოგ უსაშიშეს მომენტებს მაინც უყურა.ფილმის დასრულებისას ნუცამ იკითხა
_არ მოგშივდათ მოსახლეობავ?
_კიიიი_ნიკას ტონზე და სახეზე ეტყობოდა უფლება რომ მიგეცათ ერთ ხარს ბოლომდე შეჭამდა და ინდაურასც მიაყოლებდა ბუმბულიანად
_რა მოვამზადო?
_ვაიმე ნუცა რამე ისეთი მოამზადე ჭამა რომ შეიძლებოდეს და არ დავეძებ მაშინდელივით შაქრიანი კარტოფილი არ მაჭამო_ანანო ახარხარდა
_აუუ ძალიან გავდნენ ერთმანეთს და მომკალი ახლა_თავი იმართლა ნუცამ_მაინც კარტოფილს გავაკეთებ და ნახავ თუ არ მოგეწონება
_მოგეხმარები_ანანო წამოდგა და მეგობარს სამზარეულოში გაყვა.გოგოები კარტოფილის თლას შეუდგნენ
_აუ კიდევ არ მჯერა ხანდახან რომ ჩავაბარეთ და ჟურნალისტები ვხვდებით_დაიწყო ანანომ_რომ მახსენდება ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მგონია გავფრინდები
_აუ ხოოო_დაეთანხმა ნუცა_წარმოიდგინე რა მაგარი იქნება პირდაპირი ჩართვა!_აღტაცებით შესძახამან
_მმმმ_ნეტარებით ამოიზმუვლა ანანომ.მოულოდნელად ოთახში შუქი ჩაქრა და რაღაცამ სისხლიგამყინავად დაიწყო ღრიალშერეული კივილი ამას ნუცას და ანანოს შეშინებილი კივილიც აჰყვა და ხმა ღრიალიდან ხარხარში გადაიზარდა და შუქი ისევ აინთო კედელთან ჩაკეცილი ნიკა ისე ხარხარებდა გადაფიჩინების ზღვარზე იყო [i][/i]მისული ნუცა თვალებით ბურღავდა ანანო კი გახევებული იჯდა სკამზე და ნიკას მიშტერებოდა უაზრო სახით
_შენ საერთოდ ნორმალური ხარ ადამიანო?_უკივლა ნუცამ_ის ფილმი მაინც არ გვქონოდა ნანახი!_ნიკა ისევ იცინოდა
_მოიცარამაცადე_ძლივსამოთქვაბიჭმა
_ნახე კიდევ რომ გეუბნება მაცადეო!_აღშფოთდა ნუცა და დოინჯი შემოირტყა_აანანო შენ ხმას რატომ არ იღებ?_მეგობარს გახედა ნუცამ_კარგად ხარ?_წარბები შეკრა ნუცამ ანანო გამოფხიზლდა
_კიი...კი კარგად ვარ_დაბნეულად უპასუხა ანანომ_უბრალოდ ძალიან შემეშინდა_ნიკას ბრაზიანად გახედა
_ოოოო კარგიი ბოდიშიიი თქვენი შეშინება არ მინდოდა არა მოიცა ეგ მინდოდა გაგფრანკეთ და მეტი არაფერი ანანო შენ კიდე მორჩი ტირილს და შოკოლადს გიყიდი
_არ ვტირი და შოკოლადი არ მინდა ორი წლის არ ვარ!_კბილებში გამოსცრა გოგომ
_ანუ ნაყინი გირჩევნია?
_გაჩუმდი!_უყვირა ანანომ
_კაი ჩუმად ვარ ხო_თვალები აატრიალა ნიკამ_ოღონდ შენ არ იტიროდა..._დაამატა მერე ჩუმად თუმცა ანანომ მაინც გაიგონა_კარტოფილი მალე იყოს თორემ ასეთ გამოსვლებს ბევრს დაესწრებით_ოთახიდან გავიდა ნიკა.მეგობრები კი კარტოფილს მიუბრუნდნენ
"მე მაგას ვუჩვენებ როგორ უნდა ნერვების მოშლა"ბობოქრობდა ანანო თავის ფიქრებში"მაცადე ნიკა ბატონო შაქრიანი კარტოფილი მოგენატრებოდა გამეორება ცოდნის დედაა მარგრამ ცოდნა რა შუაშია?კაი "ანანომ მეტი სისწრაფითა და მონდომებით გააგრძელა კარტოფილის მზადება როცა კარტოფილი თეფშებზე გადმოიღო ნიკას ულუფას ბლომად შაქარი მოაყარა.ნიკას რომ დაუძახეს იმწავსე სამზარეულოში გაჩნდა და თავის ადგილას დაჯდა კარტოფილს კეტჩუპი მოასხა და პირისკენ გაიქანა ლუკმის ღეჭვა გემრიელად დაიწყო თუმცა როცა გემო იგრძნო ზიზღით გადააგორა კისერში წყალი მიაყოლა და ნუცას უყვირა
_შენ გოგო კიდე ვერ ისწავლე შაქრის და მარილის გარჩევა?!
_ვერ ხარ ხო შენ შენს მატორზე?სადაა აქ ამას შაქარი?!
_დავიჯერო ვერ გრძნობ ახლა?!_მთელი ამ დროის განმავლობაში ანანო მათ უყურებდა და ხითხითებდა ნიკამ გოგოს გახედა ორი წამით დააკვირდა მერე ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენა გააკეთაო და ბრაზისგან წვრილ ზოლად ქცეული ტუჩებიდან დამარცვლა
ვ ე რ გ ა დ ა მ ი რ ჩ ე ბ ი !
_ოპააა...აი სად დამერხაა ნუცა ცოტა კარტოფილი შემინახე რა_ანანო სკამიდან ისე სწრაფად წამოდგა და ოთახიდან გავარდა რომ ნიკამ გააზრება ვერ მოასწო თუმცა მალევე გაეკიდა ანანო ნუცას ოთახში გაიქცა და კარი საკეტით ჩაკეტა კარზე ბრახუნი გაისმა ნიკამ როგორც ჩანს თავი ვერ შეიკავა და კარს შეასკდა
_კარი გააღე ახლავე!_ბიჭის გაბრაზებული ხმა ისმოდა გარედან
_კი როგორ არა ამწუთში_ანანომ გასძახა
_თუ კარს გამიღებ არ მოგკლავ_ნიკას ხმაში რატომღაც თვითკმაყოფილების ნოტები გაისმა
_არააა_უდარდელად უპასუხა გოგომ კარის გაღებას არაფრისდიდებით არ აპირებდა
_კი ბატონო_ჩხაკუნი გაისმა და კარი გაიღო_გაუთვალსწინებელი ნიუანსი_შეცბუნებულ ანანოს გასაღები აურიჩხინა ნიკამ თვალწინ_რჩევას მოგცემ ქალბატონო როცა კარს შიგნიდან კეტავ გარედან გასაღები უნდა გამოაძრო ხოლმე_ნიკა უახლოვდებოდა და უახლოდებოდა ანანოს გოგო კი უკან იხევდედა და გამოსვლის ძიებაში იყო თუ კარისკენ თავად მოექცეოდა მერე გაქცევა ადვილი იქნებოდა ამიტომ ნიკას მოთაფლვა დაიწყო
_აუ კარგი რაა ხუმრობა არ იცი?_გაინაზა ანანო_ბოდიშიი
_ახლა შენს ბოდიშს აღარ ვიღებ_ნიკა და ანანო წრეზე დადიოდნენ უკვე და ანანოც კარისკენ მოექცა
_ხოდა თუ არ იღებ შენს"პრიკაზებზე"მატარე ახლა!_მკვახედ მიახალა ანანომ და გაქცევა სცადა თუმცა მისი წინა გაქცევის გამო ნიკა უკვე ელოდა მის ამგვარ საქციელს და მაისურში ხელი ჩაავლო ანანომ თავი ვეღარ შეიკავა ფეხი გადაუბრუნდა და პირდაპირ თავით დაენარცხა იატაკს გადარჩა და თავი არ გაუტყდა თუმცა მის სათვალეს ამდენად ნამდვილად არ გამართლებია თავის საშინელ ტკივილზე შეკავებული ცრემლები გატეხილი სათვალის დანახვაზე ანანოს უნებურად წასკდა
_ჩემი სათვალეეე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent