შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი (ნაწილი I)


22-09-2019, 14:44
ავტორი natuci555
ნანახია 1 756

დაძაბული იდგა დიდი კედლის მიღმა და იქიდან გაქცევის სურვილი ჰქონდა. არ იცოდა ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა,პრინციპში სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა. მის ცხოვრებაში ისეთი რთული პერიოდი იდგა ახლა ეს სამსახური ჰაერივით სჭირდებოდა. ცხოვრებისგან დაჩაგრულს და წაქცეულს ახლა ისე უჭირდა წამოდგომა და ფეხზე მყარად დგომა პრეტენზიების დრო ნამდვილად არ იყო. ბედისგან გამოწვდილი ხელისთვის ხელი უნდა ჩაეკიდა და წინ შტურმით წასულიყო. ის ამას შეძლებდა, ყველაფერს შეძლებდა და ახლა ზუსტად ამ ეტაპის დასაწყისი იყო, იმიტომ რომ თვით ელენა გაგოშიძე იყო დიდი მამის ძლიერი გოგო, რომელიც მთელი ცხოვრება იქნებოდა მისი იდეალი.
შუშებიან შენობაში შევიდა და მიმღებში მჯდარ გოგოს მიმართა-ბატონი მამუკა მელოდება.
ახალგაზრდა გოგომ ტელეფონი აიღო და ყურმილის მეორე მხარეს აცნობა-ბატონ მამუკასთან არიანო.
-მიბრძანდით ქალბატონო. ამ შენობიდან გახვალთ, ეზოში გაუხვევთ მარჯვნივ და კართან ბადრაგი რომ დგას ის ბიჭი მიგაცილებთ დირექტორის კაბინეტამდე.
უცნაური შეგრძნება დაეუფლა ელენეს ეზოში გასვლისას. უიგრძნო სიცივე როგორ შეეპარა ფეხებში და მთელს სხეულზე დაუარა. მიდიოდა და თან ფეხები უკან რჩებოდა. ალბათ ასეთი გამოუვალი სიტუაცია რომ არ ჰქონოდა ამ სამსახურს არც დასთანხმდებოდა. მაღალ აგურებით ნაშენ შენობას უზარმაზარი ბეტონის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული. ორწყებად შემოვლებული მავთულბადე ამაყად იწონებდა თავს და სავარაუდოდ მასში ელექტროენერგიის წყარო არავის მისცემდა უფლებას შენობა უსაფრთხოდ დაეტოვებინა.
კართან მისულმა ბადრაგს მიმღების თანამშრომლის დანაბარები გადასცა. ბიჭმა უსიტყვოდ მიაცილა ქალი დირექტორის კაბინეტამდე და დამშვიდობებისას ცალყბად გაუღიმა. ეტყობოდა რომ დიდად არ გიჟდებოდა თავის საქმეზე.
ოთახში შესულ ელენას სამუშაო სიტუაცია დახვდა. ბატონი მამუკა მაგიდას მისჯდომოდა და რაღაცას ინტერესით ჩასჩერებოდა. ქალის დანახვაზე თავი ასწია და ასაკის შესაბამისად წამოხტა. ქალს ხელი ჩამორათვა და სკამზე დაჯდომა შესთავაზა. ბატონი მამუკა იაშვილი N5 სასჯელაღსრულების პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გახლდათ. უკვე ასაკოვანი იაშვილი წლებია იკავებდა ამ ადგილს და ვინ იცის რის ფასად უჯდებოდა თავისი არცთუ ისე თბილი სკამის შენარჩუნება.
-ქალბატონო ელენა ძალიან მიხარია რომ ჩვენთან გადაწყვიტეთ საქმიანობის გაგრძელება. აქვე გეტყვით რომ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. ბევრი რაღაცის ატანა მოგიწევთ მაგრამ თქვენც იცით რომ ანაზღაურებაც შესაბამისია-დაზეპირებული ტექსტით მიმართავდა დირექტორი ელენას-24 საათიანი მუშაობა მოგიწევთ ყოველ მესამე დღეს. თქვენთან ერთად იმორიგევებს ერთი ექთანი და ერთიც დამხმარე ქალი. ალბათ კარგად გესმით რომ ეს ჩვეულებრივი კლინიკა არაა და საკმაოდ საშიშ გარემოში მოგიწევთ საქმიანობა. ასი თვალი და ასი ყური დაგჭირდებათ. არაფერი არ უნდა გამოგეპაროთ. ყველა აქ მყოფი-ფანჯრიდან ეზოში მოსიარულე პატიმრებს გადახედა იაშვილმა-ჩვეულებრივი ნაძირლები არიან. ისე ეცდებიან თქვენს გაცურებას თვალსაც არ დაახამხამებენ. თქვენი პროფესიონალიზმისა და გამჭრიახობის იმედი გვაქვს.
-გასაგებია. დიდი მადლობა ბატონო მამუკა ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ-ხმა ამოიღო ელენამ და ოდნავ გაუღიმა ახალ უფროსს - ახლავე შემიძლია ჩემს მოვალეობას შევუდგე.
-მომწონს თქვენი შემართება ელენა. წამოდით მე თვითონ მიგაცილებთ სამედიცინო პუნქტამდე.
ეზოში უამრავ პატიმარს მოეყარა თავი. რკინის მესერი რამდენი ბლოკს ქმნიდა. ეტყობოდა სასჯელის ზომის მიხედვით იყო დაყოფილი. მიმავალს ისეთი განცდა რჩებოდა თითქოს მის ყოველ ფეხის ნაბიჯს ვიღაც უთვალთვალებდა. იტერესით გაჟღენთილი მზერა ზურგს უწვავდა. კარგად ხვდებოდა რომ აქ დიდხანს ვერ გაძლებდა, ცოტა აეწყობოდა და აუცილებლად ნახავდა რამე ნორმალურ სამსახურს კარგი ხელფასითა და პირობებით. სამედიცინო პუნქტი ციხის უკან ორსართულიანი შენობა იყო. პირველ სართულზე სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ინვენტარით მოწყობილი ოთახები იყო. მეორე სართულზე კი საწოლებით გაწყობილი დიდი ზომის ოთხი რომელსაც ერთმანეთს ფარდები ჰყოფდა.
-თქვენ ამ ოთახში იქნებით. პატარა კაბინეტივითაა. ჩანაწერების წარმოება თქვენს დამხმარეს მოუწევს რათქმაუნდა თქვენი კარნახით. ეს ქალბატონი თინათინია-ხელი გაიშვირა კარში მდგომი ახალგაზრდა ქალისკენ დირექტორმა- თინა თქვენი ექთანი იქნება,აი მაია კი საქმის წარმოებას და სხვა ყველა წვრილმან დეტალს მიხედავს. ორივეს რა თქმა უნდა სამედიცინო განათლება აქვს და შესაბამისი გამოცდილებაც. ისინი აქ უკვე 2 წელია მუშაობენ და თვითონ გაგარკვევენ ყველაფერში.
ხომ ყველაფერი გასაგებია ელენა?-შენობით ფორმაზე გადავიდა უცებ იაშვილი.
-კი ბატონო მამუკა გასაგებია. დიდი მადლობა ამ მცირე ექსკურსისთვის-გაუღიმა იაშვილს და საშინელი ღებინების შეგრძნება გაუჩნდა. რაც ამ დაწესებულებაში შემოვიდა მას მერე თითქოს უჰაერობა აწუხებდა. მთელი სხეული დაძაბვოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხეულში სისხლი არ მოძრაობდა. ახლა ხვდებოდა რა რთული წუთების გადატანა უწევდათ იმ ადამიანებს ვინც აქ ხვდებოდა და ზოგი ცხოვრების ნახევრს აქ ატარებდა.
თავის ოთახში მჯდომი ნელ-ნელა ცდილობდა სიტუაციის გარკვევას ყავის ჭიქით ხელში თინა რომ დაადგა. -გამარჯობა მე თინა ვარ როგორც უფროსმა გითხრა. აქ ყველაფერი ვიცი და ყველაფერი მესმის. ამიტომ თუ რამე კითხვა გაგიჩნდება შეგიძლია მე მკითხო.
-სასიამოვნოა ელენა-მოკლედ შემოიფარგლა გაგოშიძე.
-იმედია გაუძლებ. შენმა წინამორბედმა მხოლოდ 4 თვე გაძლო.
-და ასეთი რა ხდება აქ? -ინტერესით და ცოტა შიშით იკითხა ელენამ.
-ეჰ ჩემო კარგო აქ ყველანაირი ადამიანი მოჰყავთ, ზოგი მსუბუქად დაჭრილი, ზოგიც მძიმედ. ზოგი მომაკვდავი ან უკვე მკვდარია, ზოგიც ათასი ნივთებით გადაყლაპული. ყველაფერს აკეთებენ აქ რომ მოხვდნენ. აქ შედარებით მშვიდად არიან, თან ერთადერთი ადგილია ინფორმაციის გასაცვლელად-სიტყვა დაამთავრა და ყავა მოსვა თინამ.
-გასაგებია. ეხლა რამდენი პატიმარია ზემოთ?
- ოთხი, ძირითადად მსუბუქი დაზიანებებით. უმეტესობამ თვითონ მიიყენა დაზიანება. ერთი შედარებით მძიმეა. ოპერაცია ჩაუტარდა და ეხლ გადმოიყვანეს ჩვენთან.
-მადლობა ყავისთვის თინა. აქ რაღაცეებს მივხედავ და მერე ავალ შემოვლაზე კარგი?! -ქალი აიძულა მისი ოთახიდან გასულიყო.
-კარგი-უკმაყოფილო სახით წამოდგა თინა-თუ რამე დაგჭირდეს ზემოთ ვარ.
მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა გაგოშიძე. რატომღაც ძალიან აღიზიანებდა ეს გოგო. უფრო მეტად ჭორიკანა იყო ვიდრე თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ იმიტომაც მუშაობდა უკვე ამდენი წელი აქ.
მისი გამოცდილების პატრონს ამ დაწესებულებაში ნამდვილად არ უნდა ემუშავა, მაგრამ ახლა საწუწუნოც არაფერი ჰქონდა. ელენა გაგოშიძე მდიდარ ოჯახში დაბადებული ქალი გახლდათ. მამამისი დემნა გაგოშიძე ერთ-ერთ შეძლებულ კაცად ითვლებოდა საქართველოში. არასდროს ყოფილა მამიკოს განებივრებული გოგო. ყოველთვის ცდილობდა ყველაფერი დამსახურებულად ჰქონოდა და ამისთვის თავსაც არ ზოგავდა. სამედიცინოზე ჩააბარა და მისგან კარგი ექიმიც დადგა. სტუდენტობისას გაიცნო მისი მომავალი ქმარი ზურაც, რომელიც ჩვეულებრივი ნაძირალა აღმოჩნდა. ახალგაზრდა ზრდილობიან ბიჭს არ გასჭირვებია ბუნებით უბრალო და კეთილი ელენას მოხიბვლა. მამის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მალე დაოჯახდნენ. ამის მერე დაიწყო ყველაფერი. ბატონმა ზურამ თავი გამოამჟღავნა და რეალური სახეც დაანახა ყველას. აზარტული თამაშების მოყვარულმა თავიდან ჩუმად დაიწყო ელენას ძვირფასეულობის გაყიდვა, შემდეგ უფრო მსხვილ ნივთებზე გადავიდა, ბოლოს იმდენი ვალი დაუგროვდა ერთიანად დააკარგვინა ოჯახს ყველაფერი. სწორედ შვილის ასეთ ცხოვრებაზე ნერვიულობას გადაჰყვა ბატონი დემნა. ელენამ თოთქმის ყველაფერი დაკარგა ქმრის გადამკიდე. ამ ყველაფერს ისიც დაერთო რომ ზურა ბევრს სვამდა და მერე დიდ ,,კონცერტებს" აწყობდა. აღარ შეეძლო ამის გაძლება ელენას და მისგან თავის დახსნა გადაწყვიტა. ზურასგან წავიდა და დედამისთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მისი სამსახურიდან გამომდინარე ანაზღაურება კარგი ჰქონდა,მაგრამ აქაც გაუფუჭა საქმე ყოფილმა ქმარმა. ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობდა. ყოველდღე აკითხავდა კარგად ნასვამი ქმარი და ისეთ ამბავს ტეხდა მისი რეპუტაციიდან გამომდინარე ბოლოს არც ერთ კლინიკას აღარ უნდოდა მასთან თანამშრომლობა. ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებას 5 წლის ლუკა იყო. რომელიც ავადმყოფი მამას გამოარიდა და ახლა ცდილობდა ახალი ცხოვრება დაეწყო და ფეხზე კვლავ მყარად დამდგარიყო. ეს სამსახურიც იმიტომ შეარჩია რომ მეტი გზა არ ჰქონდა, ზუსტად იცოდა რომ ზურა აქ მოსვლას ვერც კი გაბედავდა. ფიქრებში წასულს არც გაუგია თავზე მაია რომ დაადგა და რამდენიმეჯერ დაუძახა. ხელის შეხებამ გამოარკვია და შეშინებულმა მაღლა აიხედა.
-მაპატიეთ ქალბატონო ელენა შესვენების დროა ჩვენ გავდივართ სასადილოდ. ხომ არ შემოგვიერთდებით?- მოკრძალებით ესაუბრებოდა მასზე გაცილებით უფროსი ქალი.
-უკაცრავად ჩავფიქრდი და ვერ შევამჩნიე როდის შემოხვედით. მაია თქვენობით ნუ მელაპარაკები გთხოვ სახელით მომმართე. სად სადილობთ ხოლმე?
- ჩვენ და პატიმრებს ერთი სასადილო გვაქვს. ერთმანეთისგან გამოყოფილი ოთახებია და მათთან კონტაქტი არ გვიწევს.
-კარგი წამოვალ-ფეხები უკან რჩებოდა ელენას. არ ხიბლავდა ის ფაქტი რომ საჭმელად ყოველთვის იმ შენობაში უნდა შესულიყო,მაგრამ შიმშილი თავისას შვრებოდა და აბა სხვა რა გზა ჰქონდა აქაურ წესებს უნდა დამორჩილებოდა.
უსიტყვოთ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს გოგოები. სასადილო ოთახი ციხი პირველ სართულზე იყო დიდი ვრცელი ოთახი ერთმანეთისგან შუში პანორამით იყო გამოყოფილი. ყველაზე პატარა ოთახი სამედიცინო პერსონალისთვის,მათზე ოდნავ მოზრდილი ციხის ადმინისტრციისთვის. ხოლო ყველაზე გრძელი და დიდი სივრცე რათაქმაუნდა პატიმრებს ეკუთვნოდათ. ირგვლივ ყველგან ბადრაგები იდგნენ. სამხედრო მარშით მოსიარულე პატიმრებს თავი დაეხარათ და უხმოდ მოდიოდნენ მწკრივში. ყველას ლანგარი ეჭირა და თავისი წილი საჭმლით ხელში რკინის მგიდებთან იკავებდნენ ადგილს, რომელიც მყარად იყო დაკავშირებული ბეტონის იატაკთან. კიდევ ერთხელ. იგრძნო სიცივე ელენამ. საშინელ დისკომფორტს უქმნიდა იქ ყოფნა. ეს ადამიანები ყველა ბოროტმოქმედები იყვნენ. ალბათ ცოტა თუ გამოერეოდა მათში ისეთი ვინც შემთხვევით ან გაუფრთხილებლობით მოხვდა აქ. ყველას თითქოს სახეზე ეწერა რას წარმოადგენდა და ეს უფრო უფორიაქებდა სულს გაგოშიძეს.
მისთვის განაწილელებულ საჭმელს დახედა და ჩანგალი მოიმარჯვა. გაერშემო ისეთი ზუზუნი იყო რკინის ჭურჭლის ხმაური და რაკუნი ისმოდა. საჭმლის ჩადებისას საშინელი შეგრძნება დაეუფლა. ეგონა გამომხმარ გუბკას ღეჭავდა. თითო ლუკმა ყველა კერძი გასინჯა და საშინელი აგრესია იგრძნო.
-ეს საჭმელია? - ხმამაღლა ამოილაპარაკა გაბრაზებულმა.
-კი რა იყო არ მოგწონს? -ირონიულად ჩაიცინა თინამ - თავიდან ჩვენც ასე ვიყავით მერე შევეგუეთ. თუ არ მოგწონს შეგიძლია სახლიდან ატარო ხოლმე შენთვის.
-ამას ყველა იქ მყოფი ჭამს? -ხელი პატიმრებისკენ გაიშვირა გაგოშიძემ.
-კი. აბა სხვა რა გზა აქვთ. შენგან განსხვავებით ეგენი სახლიდან ვერ მოიტანენ ყოველდღე- თავის ხუმრობაზე გაეცინა თინას.
-ადმინიატრაციაც ამას ჭამს?
-არა მაგათთვის ცალკე სამზარეულოა და იქ ამზადებენ.
-ღმერთო რა უსამართლობაა-ფეხზე წაოდგა,ლანგარს ხელი მოჰკიდა და დერეფნის გავლით საზარეულოსკენ დაიძრა გაგოშიძე.
-ელენა მოიცადე მანდ შესვლა არ შეიძლება-გაჩერება სცადა მაიამ.
-დაანებე თავი ახლია და მიხვდება სადაა, ახსნას აზრი არ აქვს-ხელით გააჩერა თინამ და ჭამა განაგრძო.
გაბრაზებული მიდიოდა ლანგრით ხელში და ყელში ბოღმა ახრჩობდა. ბავშვობიდან ასე იყო უსამართლობაზე თვალს ვერ ხუჭავდა და ყოველთვის ამის გამო მოსდიოდა კონფლიქტი, ასეთი ხასითის გამო დედამისი მოფერებით ,,ავჩალკასაც" კი ეძახდა. სამზარეულოს ფანჯარსთან მივიდა და ლანგარი მთელი ძალით დაახეთქა. სუჩუმე ჩამოვარდა დარბაზში, ზურგზე იგრძნო როგორ მიაშტერსა ასეული თვალი და უფრო დაიძაბა. ეცადა შიში არ შემჩნეოდა და ოდნავ მაღალი ხმით ფანჯარასთან მდგარ ასაკოვან კაცს მიმართა რომელსაც გაოცებული სახე ჰქონდა მისი საქციელის შემხედვარე -ეს რა არის? რატომ აჭმევთ ამ ხალხს ასეთ საზიზღრობას? - ხელი პატიმრებისკენ გაიშვირა თუმცა თვალი არ მოუშორებია მამაკაცისთვის -საჭმლის გარდა ყველაფერი ეს- ხელი ჰკრა ლანგარს და უკან შეაცურა ფანჯრის შიგნით.
-მომისმინე კუკლა-ოქროს კბილი გამოუჩნდა კაცს გაცინებისას-რაც ჩვენთან მოაქვთ იმას ვაკეთებ. მე აქ წამყვანი რესტორნის შეფ-მზარეული კი არ ვარ მეც იმათნაირი პატიმარი ვარ, აქ ვმუშაობ და რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია ადმინისტრაციას მიმართო. ის გაქონილი დირექტორი
ყველაფერს მუცელში რომ იყრის იმიტომ გვიწევს ჩვენ ამ საზიზღრობის ჭამა-სიტყვა დაასრულა და ზურგი აქცია კაცმა.
საშინლად უნდოდა ახლა ტირილი რას არ მისცემდა სადმე კუთხეში ჩუმად თავისთვის ეტირა. შემოტრილდა და სხეული საშინლად დაეჭიმა. ყველას მზერას ერთდროულად გრძნობდა. თვალი მოავლო იქ მჯდომ პატიმრებს და წამიერად ერთს გაუშტერა მზერა. კაცი ინტერესით აკვირდებოდა ქალს. უცნაური ეჩვენა მისი თვალები ელენას. თითქოს ცარიელი მაგრამ ამავე დროს ყველაფრისმთქმელი მწვანე თვალებით უყურებდა მამაკაცი. სუნთქვა წამიერად შეეკრა და ისეთი შეგეძნება ჰქონდა თითქოს კაცმა სულიერად გააშიშვლა და ახლა მის წინაშე გადაშლილი წიგნივით იდო გაგოშიძე. არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ ელენას და ამ განცდამ შეაცბუნა. თვალი აარიდა და პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ წავიდა.
კარზე არც დაუკაკუნებია ისე შევიდა ოთახში. სათვალიდან ამოხედა იაშვილმა და გაკვირვებული მზერა მიაპყო-მშვიდობა გაქვს ელენა?რამე მოხდა? -ინტერესით ჰკითხა და საქმეს თავი ანება.
-ბატონო მამუკა რატომ აიძულებთ პატიმრებს ჭამონ ის საზიზღრობა? ისინი ხომ პირუტყვები არ არიან არა? -გაბრაზებული საუბრობდა გაგოშიძე.
-მომისმინე ჩემო კარგო. ძალიან არ მომწონს პირველივე დღესვე რომ პრობლემები გაქვს. ასე შორს ვერ წახვალ რაც ძალიან ცუდია შენთვის. ცხვირს იქ ჰყოფ სადაც შენი საქმე არაა. ისინი იმას ჭამენ რაც მათთვისაა გამოყოფილი. საჭმელზე ტენდერია გამოცხადებული და მომწოდებელს შესაბამისი მენიუ აქვს შედგენილო. ბოდიში ბატონო შემწვარ-მოხრაკულებს რომ არ ვაჭმევ. იცი მაინც სახელმწიფოს რამდენი უჯდება მათი შენახვა? -ხმა უწევდა იაშვილი-დიახაც პირუტყვები არიან. კარგად იცი ანგელოზი აქ არ ხვდება. ყველა დამნაშავე და არამზადაა. ზოგს ისეთი დანაშაული აქვს ჩადენილი თმები ყალყზე დაგიდგება კაცს. და მაპატიეთ რომ სათითაოდ არ დავუარე ყველას და საკუთრი ხელით არ ვაჭმევ გემრიელობებს. ახლა კი მეხედეთ თქვენ საქმეს და მსგავს სისულელეზე აღარ შემაწუხოთ -მკაცრად უთხრა დირექტორმა და აგრძნობინა რომ მისი წასვლის დრო იყო.
კაბინეტიდან კუდამოძუებული გამოვიდა. დერეფანაში მოდიდა და ბრაზი ახრჩობდა. საკუთარ თავზე უფრო მეტად ებრაზებოდა. რას იმეტიჩრა და გავარდა მამუკასთან,რას ელოდებოდა რა პასუხს გასცემდა კაცი?! რაღაც მხრივ მართალიც იყო,მაგრამ ხვდებოდა რომ ამ სისტემის წინააღმდეგ მარტო ბრძოლაში ბოლოს მაინც თვითონ დამარცხდებოდა და ახლა ამისთვის ნამდვილად არ სცხელოდა. სჯობდა თავისი პრობლემები მოეგვარებინა და ცხოვრება შედარებით მშვიდად გაეგრძელებინა თუ ამას მოახერხებდა რათქმაუნდა. დერეფნიდან გაუხვია და გასასვლელ კართან შეჩერდა. გვერდით გაიხედა და პარალელურად მომავალ კაცის თვალებს კიდევ ერთხელ შეეჩეხა. რატომ უფორიაქებდა ეს თვალები ასე სულ ვერ მიხვდა. მამაკაცმა სახე გვერდით გადასწია და თვალები უფრო დააწვრილა. ტუჩის კუთხეში ოდნავ გაიღიმა და პირით გაურკვევლი ბგერები წარმოსთქვა. ძალიან შეეშინდა ელენას. მიხვდა ახლა რაღაც ახალ თამაშს იწყებდა რაც მის ცხოვრებას ისევ თავდაყირა დააყენებდა. გულის სიღრმეში დირექტორს დაეთანხმა. კარში გავიდა და სამედიცინო პუნქტისკენ სწარფი ნაბიჯებით გასწია. ქალის რექციაზე კაცს ეშმაკურად გაეღიმა. თავი ჩახარა და მიმავალ პატიმრებს გაჰყვა.
...
-ხედავ შენ რა ამბები დაატრიალა ამ ახალმა ექიმმა-სასეირნოდ გამოყვანილი პატიმართა ჯგუფი ერთად შეკრებილიყო და დღის მოვლენას იხილავდა.
მწვანეთვალებიანი შუაში ჩამჯდარიყო და მის გარშემო შემორტყმული დანარჩენი პატიმრები ამბით გახალისებულნი ხმადაბლა იცინოდნენ.
-თენგო რა მაგარი იყო,შეფ-მზარეული კი არ ვარო- აგრძელებდა ისევ ერთი და სიცილს უფრო უმატებდნენ.
-საინტერესო ვინმე ჩანს- ვიღაცამ წამოიყვირა შუიდან.
-ხოდა დროა მოვინახულოთ ქალბატონი ექიმი და ვნახოთ რაში შეიძლება გამოვიყენოთ-ხმადაბლა წარმოსთქვა შუაში მჯდარმა მწვანეთვალებამ - მათე მიდი დაიწყე. ოღონდ მაშინდელივით ზედმეტი არ მოგივიდეს.
უცებ ჩხუბი ატყდა წრეში. ვინ ვის ურტყავდა ვერ გაიგებდი. ხელკეტ მომარჯვებული ბადრაგები მათკენ მორბოდნენ. ისეთი ქაოსი იყო ვერ მიხვდებოდი პირველად ვინ დაიწყო ჩხუბი. ერთმანეთს მოშორებული პატიმრები ძირს ეყარნენ და თავზე ხელშემოწყობილებს ბადრაგები ედგნენ ხელკეტებით..
-ყველა კარცერში წაიყვანეთ-მათკენ მოდიოდა დაცვის უფროსი-არდოტელი შენ რა გჭირს? ეს სამედიცინო პუნქტში წაათრიეთ სისხლი მოსდის. დანარჩენები ჩემთან აბა გავარკვიოთ როგორ აღმოჩნდა ამ ნაძირალას მკლავზე ამხელა ჭრილობა -წინ წავიდა კაცი და დანარჩენებიც მას მიყვნენ.
...
-ელენა პატიმარია დაჭრილი, ზემოთ გელოდებით-თავი შემოყო კარში თეთრ ხალათ შემოცმულმა თინამ.
-მოვდივარ ახლავე-სკამიდან წამოდგა გაგოშიძე და მეორე სართულისკენ სწრაფად დაიძრა.
-აბა ვნახოთ აქ რა ხდება- ხელებზე ხელთათმანი ჩამოიცვა და ოთახში შესული ადგილზე გაქვავდა. ისევ ის მწვანეთვალება კაცი იჯდა საწოლზე წელზემოთ შიშველი და მკლავიდან სისხლი მოსდიოდა. ეს მართლა რაღაც თამაშს გავდა. გული უცნაურად უცემდა ელენას. გონს მოეგო და მამაკცისკენ წავიდა. ჭრილობას ახლოდან დახედა და დამუშავებას შეუდგა.
-ინფორმაცია მჭირდება ანკეტის შესავსებად-ცივად ამოილპარაკა გაგოშიძემ.
-გიგლა არდოტელი. 35 წლის მკვლელი-მხიარულად უთხრა მამაკაცმა.
-მე თქვენთვის ციხეში ჯდომის მიზეზი არ მიკითხავს-რატომღაც გაბრაზდა ელენა.
-აქ ყველას თავისი სტიგმა აქვს ექიმო. თქვენთვისვე აჯობებს თუ ეს ყველაფერი გეცოდინებათ-თვალი თვალში გაუყარა არდოტელმა.
-ბევრს ერთობით აქ ბატონო გიგლა? -სხეულზე დამჩნეულ ნაიარევებზე მიუთითა ელენამ.
-შეძლებიდაგვარად-გაღიმებისას ლოყა ჩაეჩხვლიტა მამაკაცს.
მიუხედავად ასეთი სუტაციისა სასიამოვნო სუნი ჰქონდა მამაკაცს. მისი სურნელი ცხვირში უნებურად უძვრებოდა და ტვინისკენ იმპულსებს გზავნიდა. მალე უნდა დაემთავრებინა ჭრილობის დამუშავება და არდოტელი უკან საკანში დაებრუნებინა თორემ უკვე ისეთი შეგრძნებები ეუფლებოდა განგაშის სიგნალი თავისით ანთებდა. ვერ ხვდებოდა მამაკაცის ალერსის გარეშე რომ იყო ეს დრო ამის ბრალი იყო ყველაფერი თუ ეს კაცი აღელვებდა ასე.
-მორჩა დავამთავრე-ხელი გადაუხვია და გველნაკბენივით უკან გახტა -ეცადეთ მოუფრთხილდეთ, რომ ინფექცია არ შეგეჭრათ.
-თქვენ რა მეხუმრებით ექიმო?-გულიანად გაეცინა გიგლას-ერთხელ მაინც გინახავთ რა პირობებში გვიწევს სასჯელის მოხდა?
-პრეტენზიებით ადმინისტრაციას მიმართეთ-ცდილობდა მალე დაემთავრებინა საუბარი ელენას, ხვდებოდა ეს კაცი რაღაცას ცდილობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა კონკრეტულად რას-წაიყვანეთ-კარში მდგარ ბადრაგს მიმართა.
-მე თვითონ-ხელები ზემოთ ასწია გიგლამ და ბადრაგს დისტანციის დაცვისკენ ანიშნა. გასვლისას ძალიან ახლოს ჩაუარა ელენას და შემთხვევით შეეხო მის ხელს. ღიმილიანი სახით გამოხედა და თვალი ჩაუკრა. მის სითავხედეზე გაბრაზდა გაგოშიძე. არ მისცემდა ამ კაცს უფლებას მისი გასართობი ყოფილიყო. ამის მერე მსგავსი შემთხვევა თუ იქნებოდა მაშინვე ადმინისტრაციას აცნობებდა. კიბეებზე დაეშვა და ოთახში შესულმა თინას გამოსძახა-ყავა გამიკეთე რა თინიკო და შემოდი მერე ვიჭორაოთ.
კარგად იცოდა თინა ჭორაობაზე გიჟდებოდა. თან აქ იმდენი დრო ჰქონდა გატარებილი უკვე ყველაზე ყველაფერი ეცოდინებოდა. ელენასაც ზუსტად ეს უნდოდა ინფორმაციის ფლობა ყველაზე და განსაუთრებით არდოტელზე.
-რა უხეში კაცია არა?-ყავის წრუპვა დაიწყო თინიკომ.
-ვისზე მეუბნები? -გაკვირვებულმა შეხედა ელენამ.
-ამ ვიღაც გიგლაზე. საშინელი უხასიათო ვინმეა. ნამდვილი ჩხუბისთავი. ადრე უფრო ხშირად მოჰყავდათ. ეხლა შედარებით იშვიათად ასე თვეში ერთხელ. ისეთი უჟმურია ხმასაც ვერ ამოაღებინებ. ერთხელ ანკეტას ერთი საათი ვავსებდი მაგის გამო -ელენას მოეჩვენა რომ თინა ხუმრობდა.
-სერიოზულად ამბობ?
-კი რა მეხუმრება. რაო შენთან დაიღვარა ღიმილად?
-არა მაგრამ-უცბად იცრუა გაგოშიძემ-არც მთლად სიტწყვაძუნწი ყოფილა.
-ეტყობა შენ მოეწონე. რას გაუგებ მკვლელის ფსიქიკას-სახე დამანჭა თინამ. აშკარა იყო ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მათთან.
-კაი თინა გვეყოფა ეხლა საქმეს მივხედოთ. შენ წადი შემოვლაზე და მერე მეც შემოგიერთდები -ოთახიდან გააცილა ექთანი და კარი დახურა. აღარ იცოდა რა ეფიქრა, არეული იყო და თავის თავზე ყველაზე მეტად ებრაზებოდა. რას გადაეკიდა ამ არდოტელს. უნდა დაენებებინა მასზე ფიქრს თავი და თავისი პრობლემებისთვის მიეხედა. ტელეფონი აიღო და დედამისს დაურეკა. ლუკას ამბები გაიგო და ტკბილი ძილი უსურვა.
იმ ღამით სიმშვიდე იყო სამედიცინო პუნქტში. ერთის სული ჰქონდა ელენას როდის გათენდებოდა, რომ ორი დღით თავი დაეხსნა ამ სულისშემხუთველი შენობიდან.
...
-რა გაარკვიე აბა? - ინტერესეთ ჰკითხა საწოლზე წამომჯდარმა თანამოსაკნემ გიგლას.
-ან ძალიან კეთილი და კარგია, ან თავს აჩვენებს. რა გითხრა ჩემო თემო ერთი სტუმრობით ეგ ამბები რომ არ ირკვევა ხომ იცი?! -ჭრილობას დახედა არდოტელმა.
-კაი ძმაო ახლა ნუ დაიწყებ იქ პაემნებზე სიარულს შენ. მაგის გამო ერთი ღამე მოუწევთ კარცერის ხეხვა ბიჭებს. თუ გამოგვადგება გაარკვიე ეგ არის და ეგ-ფეხზე წამოდგა თემო და საკანში გაირა-გამოიარა.
-შენ ჩემი უფროსი ხარ და არ ვიცი?-უცებ დასერიოზულდა და წარბი ასწია გიგლამ.
-კაი რა იყო ისე გითხარი-შეშინებულმა უკან დაიხია ბიჭმა.
-მე გადავწვყვეტ სად და რამდენი ხნით იქნება საჭირო სტუმრობა. ისინი კი ისხდნენ ცოტა ხანი იქ არაფერი მოუვათ მაინც ვერაფერში მადგებიან.
-შენი საქმის შენ იცი.
საყვირის ხმა გაისმა და ერთ-ერთმა ბადრაგმა დაიძახა-ძილის დროაა. სინათლე ერთნაირად ჩაქრა საკნებში და ფლიგელებში ისეთი სიწყნარემ დაისადგურა თითქოს ერთდროულად ჩაეძინა ყველა პატიმარს.
...
შეამჩნია როგორც ჩაქრა შუქი საკნებში და ფანჯარას მოშორდა. ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და კომპიუტერის ეკრანს ჩააჩერდა. გონებით სულ გიგლასკენ იყო. კაცმა მის ტვინში იმხელა ეჭვის ჭია ჩასვა ახლა ვეღარ ერეოდა ამ ყველაფერს. საძიებო გახსნა და ინფორმაციის მოგროვებას შეუდგა.
კითხულობდა და ემოციები მალ-მალე ეცვლებოდა სახეზე. არდოტელი უკვე 5 წელი იყო რაც სასჯელს იხდიდა ვინმე არჩილ თაბაგარის მკვლელობისთვის. ჰყავდა დედა და ერთი და რომელიც მასზე 10 წლით პატარა იყო. საკმოდ წარმატებული კაცის ციხეში მოხვედრა უცნაურიც კი იყო. მკვლელობამდე არდოტელს კრიმინალური ნიშნები არ ეტყობოდა და სასამართლომაც ეს ყველაფერი გაითვალისწინა. ამიტომ 13 წლიდან მხოლოდ ათი მიუსაჯეს. მნახველები იშვიათად მოდიოდნენ მასთან. დედა რამდენჯერმე და კი მხოლოდ ერთხელ იყო ამ ხუთი წლის განმავლობაში. ციხეში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა და პატიმრებიც დიდ პატივს სცემდნენ.
-ღმერთო გევედრები დამეხმარე და ახალი შარი არ ამკიდო გთხოვ-მუდარით ამოთქვა ელენამ და მაგიდაზე თავი ჩამოდო. ისე მალე ჩაეძინა თვითონაც ვერ გაიგო. თითქმის 6 საათი იყო იგივე პოზაში რომ გამოეღვიძა. 10 საათამდე თავის საქმეს მორჩა და მორიგე ექიმს ყველაფერი გადააბარა. ტყავის ქურთუკი მოიცვა და სწრფი ნაბიჯებით წავიდა გასავლელისკენ თითქოს ასე ცდილობდა გაქცეოდა რაღაც რაც მომავალში ელოდა და იცოდა რომ ცხოვრებას კიდევ ერთხელ აურევდა.



№1  offline წევრი აბლაბუდა

რაღაც კარგი და განსხვავებული ჩანს, დამაინტერესა ძალიან და გელოდები

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესო დასაწყისია და იმედია დიდხანს არ გვალოდინებ.

 


№3 სტუმარი Nino

Imedia daasruleb bolomde.

 


№4  offline წევრი liilu

როგორც ვიცი ეს შენი მეორე ისტორიაა. შევამჩნიე რომ თანდათან იზრდები heart_eyes წარმატებები.

 


№5  offline წევრი natuci555

liilu
როგორც ვიცი ეს შენი მეორე ისტორიაა. შევამჩნიე რომ თანდათან იზრდები heart_eyes წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი მაია

განსხვავებული და საინტერესო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent