სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . .
"უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . . ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო. მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . . მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . . თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!.. საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ; სინანული გვიანია ქალბატონო. . . ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . . დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით, ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . . თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ, დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . . ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ." /რეზი ქინქლაძე/ გილიცავთ 8 მარტს <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.