შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-9


24-09-2019, 10:18
ავტორი Liluu
ნანახია 1 825

სიყვარული ამ ცხოვრების საწყისია....როცა გიყვარს ყველაფერი შენი გგონია....ყველაფერს მიწვდები და ყველაფერს დაიპყრობ...ერთი სიტყვით ეს ყველაფერი შენია და შენ ამ ყველაფერეში ხარ.....უცნაური აღმაფრენა გეუფლება,ოცნება და ფიქრი შენი ყოველდღიური თანამგზავრი ხდება...ოცნებობ?განიცდი?გტკივა?ესეიგი გიყვარს...ფიქრობ და გენატრება როგორც მზის სხივი,რომელსაც თვალს ვერ უსწორებ,უცნაური ბურთულები დაგირბის თვალებში და თავის ზემოთ აწევას ვერც ბედავ....უცნაური გრძნობით სავსე გული ლამის დასაფერფლად არის მზად...ცრემლები შეიძლება ზღვად იქცეს...ირგვლივ საოცარ სიცარიელეს გრძნობ....თითქოს და ამოდენა სამყაროში მარტო ხარ....არა მარტო შენ,არამედ ის,რომლის გარეშეც სიცოცხლე უფერული და უგემურია....
——————————————————
კიდევ რამდენიმე კვირა გავიდა....ცოტა გამოკეთდა....ახლა მუშაობს და აღარ რჩება დრო ჯაჭვლიანზე ფიქრისთვის...თუ გაახსენდება შემდეგ მთელი დღე მოღუშული სახით დაიარება....საქმეს გულს ვერ უდებს....ადრე მიდის სახლში და მთელი ღამე ტირილში ატარებს...არ ძინავს,ვერ იძინებს და თუ მაინც ჩაეძინა სიზმარშიც კი დამიანეს ხედავს....კიდევ ერთი სამუშაო დღე დაასრულა....თანამშრომელბს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა...გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ მომავალ გაღიმებულ ნიკუშას მოკრა თვალი,რომელიც დინჯად მოაბიჯებდა გოგონასკენ...
-როგორ ხარ მეგობარო?
გადაეხვია ბიჭს და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა....
-არამიშავს შენ როგორ ხარ?შეიძლება ასე დაივიწყო მეგობარი?
ნაწყენმა ჩაილაპარაკა და სიგარეტი ტუჩებშუა მოიქცია...
-არ მოწიო,ჰო იცი ვერ ვიტან ჩემთან ერთად,რომ ეწევიან...
თითი დაუქნია და წარბები მაღლა აზიდა...უცებ ჯაჭვლიანი გაახსენდა..მათი საუბარი ამ თემაზე და გაეღიმა...
-როდემდე...მობეზრებულად ჩაილაპარაკა...
-რა გეგმები გაქვს დღეს?
-ისეთი არაფერი,ძალიან დავიღალე და სახლში ვაპირებ წასვლას
-არ გამოვა,ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო,რომელიც შენით ძალიან არის დაინტერესებული...
-და ვინ არის?
ინტერესიანი სახით გახედა,ბიჭს გაეცინა და ხელი მოკიდა...
-უკვე გველოდებიან,დღესვე გაიცნობ....
გაუღიმა და მანქანისკენ წაიყვანა...ემამაც თავისი ადგილი დაიკავა...ინტერესი კლავდა ვინ იყო,ან რა უნდოდა....მთელი გზა ვერ მოისვენა,მანძილი კი უფრო და უფრო იწელებოდა...
-მალე მივალთ?
-10 წუთში....გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თავისი სოციალური ქსელი გახსნა...პირდაპირ ჯაჭვლიანის ფოტო ამოუგდო,ვიღაც ლამაზ წითურთან ერთად,რომ ჰქონდა გადაღებული კლუბში....სახე დამანჭა და გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო....უყურებდა გოგოს და ქართველს ვერ ამსგავსებდა,მაგრამ ადგილი ძალიან ეცნობოდა,თითქოს ნამყოფიც კი იყო....თავი გააქნია უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და ჯაჭვლიანის გვერძე გადავიდა...უამრავი სიახლე და ისეთი ფოტოები,რომლებზეც სულ აიჭრა ემა...გაბრაზებულმა ტელეფონი გათიშა და იმ შენობას მოკრა თვალი,სადაც ნიკუშამ მანქანა გააჩერა...
-მოვედით?
-კი შიგნით არიან და გველოდებიან...
გაუღიმა და მანქანიდან გადმოვიდა,ემამაც იგივე გაიმეორა და მეგობარს უკან გაყვა...უხმოდ დაფარეს არსებული მანძილი და შენობაში შევიდნენ....უზარმაზარი დარაბაზი,განათებამ თვალი მოჭრა და ხელი მომენტალურად აიფარა...
-ეს რა ადგილია?
-რესტორანია..
-კარგი..
თავი დაუქნია და ერთ-ერთი მაგიდისკენ წავიდნენ....თვალი მოკრა იქ მსხდომ ორ მამაკაცს,რომლებიც გაღიმებული უცქერდნენ მათკენ მიმავალ გოგო ბიჭს...
-გამაჯობათ...
გერმანულად მიესალმა ემა და მათ წინ ჩამოჯდა...ნიკუშაც გვერდით მიუჯდა,მიმტანს შეკვეთა მისცეს...
-მე იოჰანი ეს კიდე რობია ჩემი თანაშემწე...
-სასიამოვნოა მე ემა,ნიკუშას უკვე იცნობთ...
ღიმილით ჩამოართვა ორივეს ხელი...
-მოკლედ მინდა თქვენთან ვითანამშრომლო,როგორც კარგ გამოცდილ ჟურნალისტთან...
-კონკრეტულად საქმე რას ეხება?
-მინდა კვლევა აწარმოოთ ჩვენ კომპანიაში,შეაფასოთ თანამშრომელბის მუშაობა,აღწეროთ სამუშაო გარემო,გრაფიკი შემდეგ კი თქვენ ჟურნალ-გაზეთში დაწეროთ სტატია,რომ მთელმა გერმანიამ ნახოს....ღიმილით ჩამოუყალიბა და თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო მოსვა...
-იცით დამოუკუდებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ,ხვალ ჩემ უფროს დაველაპარაკები და შეგატყობინებთ პასუხს....
-კარგით მაშინ ჩვენ სავიზიტო ბარათს დაგიტოვებთ და შუადღეზე,რომ გაგვაგებინოთ...
-დიახ არ იქნება პრობემა,თან არმგონია უარი მითხრან...
-თანხაზე მაშინ ხვალ შევთანხმდეთ და თუ ისე გამოვიდა როგორც დავგეგმეთ მე და რობიმ აუცილებლად დანამატს მიიღებთ...ემას უბრალოდ ჩაეღიმა და რობის დააკვირდა,რომელიც ნამდვილად სიმპატიური ყმაწვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა...გერმანელებისთვის დამახასიათებელი ცისფერი თვალები,ქერა ოდნავ მოზრდილი თმა,კურნოსა პატარა ცხვირი....თეთრი სახეზე....ბიჭმა იგრძნო გოგონას გამჭოლი მზერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა...ემამ უცებ მოაშორა თვალი და მის კერძს დახედა,რომელიც ზემეტად გემრიელადაც გამოიყურებოდა....ამის შემდეგ კიდე ბევრ თემაზე ისაუბრეს,უკეთესადაც გაიცნეს ერთმანეთი...ბევრიც იცინეს და იმხიარულეს....
-ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა...
-ჩვენთვისაც ემა,იმედია ხვალ კარგ ამბავს შეგვატყობინებ...
-მეც იმედი მაქვს...
გაუღიმა და ორივეს ხელი ჩამოართვა...რობით ძალიან მოხიბლული დარჩა....მიმავალს კიდევ ეთხელ გააყოლა თვალი და ნიკუშას მიუბრუნდა...
-საიდან გაიგეს ჩემზე?
-მე მოვუყევი და დაინტერესდნენ...
-შენ რომ არ მყავდე...
გადაეხვია და ტაქსი გააჩერა..
-რას აკეთებ?წამოდი მე წაგიყვან...
-არ შეგაწუხებ,სახეზე გაწერია,თუ როგორ დაიღალე...შევხდებით...ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ტაქსში ჩახტა...
-საით მიბრძანდებით?გაიგო ხმა...მაგრამ არა ჩვეულებრივი,ძალიან,ძალიან ნაცნობი და მონატრებული..თითქოს მის წინ ვინმე უცნობი კი არა ჯაჭვლიანი იჯდა...ფიქრებიდან ისევ ტაქსის მძღოლმა გამოიყვანა
-ქალბატონო ჰო უნდა ვიცოდე სად მიბრძანდებით
მანაც თავი გააქნია მისამართი უკარნახა და საზურგეს მიეყრდნო...
-რამდენი წლის ბრძანდებით?
კვლავ ბიჭის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდა..წამით ეგონა ჯაჭვლიანს თუ ესაუბრებოდა...სიბნელის გამო სარკიდან კარგად ვერ არჩევდა ბიჭის სახეს,მხოლოდ შავი სფეროები უჩანდა,რომელიც მანქანის შიგნითა შუქზე უელავდა...
-28 წლის...
გაუღიმა და ტელეფონი ჩართო...კიდევ ერთხელ მოავლო ბიჭს თვალი,მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაინახა....თანხა გადაუხადა და მანქანიდან გადავია...კიბეები ნელა აიარა და ბინაში შევიდა...საშინელი დაღლა იგრძნო,მალევე გადაივლო წყალი და მოკლე პენუარით შეწვა ლოგინში....ისევ ის ტაქსის მძღოლი გაახსენდა...ხმა ეცნო,თან ძალიან,მაგრამ ეს შეუძლებელიაო გაიფიქრა და თვალები დახუჭა......დილით კარგ ხასიათზე გაეღვიძა....წამოდგა და სამზარეულოში გავიდა,ყავის მადუღარა ჩართო და იქვე სკამზე ჩამოჯდა...ტელეფონი მოიმარჯვა და გეგას დაურეკა...უკვე დიდი ხანია რაც არ უსაუბრია მასთან და ძალიან მოენატრა...მალე გაისმა ბიჭის ძილისგან გაგუდული ხმა და ემამაც სიცილი ვერ შეიკავა...
-როგორ ხარ ძამიკო?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები?
ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა...
-დედა და მამა როგორაა?
-როგორ იქნებიან,ციალა ყოველ საღამოს გიხსენებს და თან ტირის,ასე აუხსნელად,რომ წახვედი და აღარ ჩამოდიხარ....
გაბუტული ხმით ჩაილაპარაკა...
-მომიწია გეგა,არც მე მინდოდა,მაგრამ ასე გამოვიდა...
ხმამაღალზე ჩართო და ყავა ჭიქაში ჩაასხა
-როგორ მიგდის საქმე?
-რავიცი მუშაობა დავიწყე და ისევ ისე ვარ...ფული თუ გჭირდებათ გამოგიგზავნით...
-არა ემა ყველაფერი რიგზე გვაქვს,შენ არყოფნას თუ არ ჩავთვლით...
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ მოვახერხებ და ცოტახნით აუცილებლად ჩამოვალ...თან ჰო იცი საბუთი მაქვს და პრობლემა არ იქნება...
-იმედია ეს დღეც მალე დადგება...
-დადგება გეგა დადგება...
დააიმედა ძმა და ყავა მოსვა,თან დედა და მამა გაახსენდა,რომლებიც ძალიან მოენატრა...
-მართლა სად არის ციალა?დაველაპარაკები....მომენატრა...
-სოფელში წავიყვანე გუშინ,ბებო ცუდად გახდა და....
-გასაგებია,ახლა უნდა გავთიშო სამსახურში მაგვიანდება...ვეცდები მალე დაგირეკოთ...ტელეფონი გათიშა,ყავა გადააქცია და ოთახში შებრუნდა...ერთიანი მოკლე კაბა გადაიცვა,ფეხზე დაბლები მოირგო,თმა აიწია და სახლი ნაჩქარევად დატოვა...სამსახურში მისვლისთანავე ათასი საქმე დახვდა,უამრავი სტატია დასაწერი და შემდეგ გამოსაქვყნებელი...ნაღვლიანად მოავლო თავის კაბინეტში,მაგიდაზე დაყრილ საქაღალდეებს თვალი და უფროსთან შევიდა...გუშინდელი შეხვედრის ამბავი მოუყვა და ყველაფერი აუხსნა...ისიც უთხრა,რომ მხოლოდ ერთი თვე იმუშავებდა,პარალელურად კი აქაც მიხედავდა თავის საქმეებს...რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ უფროსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ემაც გახარებული წამოდგა ფეხზე...
-ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ალისია....
ქალმა საპასუხოდ გაუღიმა და თავის საქმეეს დაუბრუნდა....კაბინეტში შეიარა,სავიზიტო ნომერი მოძებნა და დაელოდა როდის გაიგებდა რობის ხმა,მანაც არ დააყოვნა...
-გამარჯობათ რობი ბრძანდებით?
-დიახ თქვენ ალბათ ემა...
-კი
-იმედია კარგი ამბავია...
-თუ პრობლემა არ იქნება ხვალიდან დავიწყებ მუშაობას...
-ძალიან კარგი,მაშინ ხვალ გელოდებით,მისამართს შეტყობინების სახით მიიღებთ...უფროს ძალიან გაუხარდება...
-დარწმუნებული ვარ...
გაეცინა ცინდელიანს..
-კარგი მაშინ ხვალამდე..
-ხვალამდე...
ტელეფონი გათიშა თუ არა რამდენიმე საქაღალდეს ხელი დაავლო და კაბინეტი დატოვა...ორი სართული ჩაიარა და ჰოლში გავიდა...ყველას მიესალმა და იქვე დახლთან დადგა....უცებ თვალი მოკრა წითურ გოგონას...ძალიან ეცნო,ბოლოს გაახსენდა,რომ დამიანესთან ნახა სურათში....თვალები დააწვრილა და კარგად დააკვირდა....შემდეგ მეორე გოგონას გახედა და მათ შორის მჯდარ ბიჭს მოკრა თვალი,რომელსაც ლურჯი კუბოკრული პერანგი ეცვა,მკლავები აეწია და ცალი ხელი მთლიანად მოხატული ჰქონდა უზარმაზარი ტატუთი....უცებ მათ მაღალი აღნაგობის ბიჭი მიუახლოვა,რომელსაც ჯინსის შარვალი და თეთრი სადა პერანგი ეცვა,თავზე ბენდენა გაეკეთებინა,მასაც მკლავზე რაღაც წარწერა ჰქონა,რომელიც კარგად ვერ დაინახა...მათ თვალი მოაცილა და საქაღალდეს ჩახედა,რომელიც სავსე იყო გაუაზრებელი და არასასიამოვნო წინადადებით...სახე დაეღრიცა მათი შემხედვარე...
-მგონი ვთქვი,რომ ქალბატონი ალისია დაკავებულია,თუ რამე საქმე გაქვთ აგერ ქალბატონ ემას მიმართეთ და ის დაგეხმარებათ...თავისი სახელის გაგონებისას თავი წამოყო და აქეთ-იქეთ მიმოიხედა,ბოლოს შეამჩნია ის ბენდენიანი,რომელიც მისგან ზურგით იდგა....ის იყო ისევ აპირებდა გასწორების გაგრძელებას,რომ ის ბენდენიანი მიუბრუნდა და უთხრა-შეგიძლიათ ჩვენი დახმარება?საქაღალდეები ხელიდან გაუცვივდა,მაგრამ ვერ მიხვდა,მხოლოდ უეცარი სიმსუბუქე იგრძნო....წითური კივილით მიუბრუნდა თან თავის ფეხს თვალს არ აცილებდა,სადაც ემას საქაღალდეები ეყარა...მოეჩვენა,რომ უჩვეულოდ ნელა მოძრაობდა.ჩხუბობდა,მაგრამ მისთვის სულერთი იყო....მის წინ მდგარ მონატრებულ სილუეტს თვალს ვერ აშორებდა...გაოცებული მიშტერებოდა და ვერ იჯერებდა,რომ მის წინ ჯაჭვლიანი იდგა...ჩავლილ ერთ თვეს უფრო მეტად დაემშვენებინა...ჰაერი არ ეყო,სუნთქვა გაუხშირდა,თვალები ჩაწითლებოდა...ალბათ ჯაჭვლიანის დანახვის წამიდან სუნთქვა შეეწყვიტა,ყველაფერი დაავიწყდა,მხოლოდ მის წინ მდგარ არსებას ვერ წყვეტდა თვალს....როგორც მაშინ ახლაც იგრძნო უდიდესი ტკივილი და სიყვარული....ერთად მოაწვა მოგონებები...ყელში გაჩხერილი ბურთი არ აძლევდა საშუალებას ეტირა...ნაცნობმა სურნელმა ნესტოები აუწვა....კვლავ ჯაჭვლიანში ჩაიკარგა...არ ესმოდა არაფერი მის გარშემო თუ რა ხდებოდა,მხოლოდ დამიანეს უყურებდა...ბიჭიც არ აცილებდა თვალს...ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და კმაყოფილი გაჰყურებდა...სულ არ გაკვირვებია მისი აქ დანახვა,ან რატო გაუკვირდებოდა,აქ ხო ზუსტად მის სანახავად მოვიდა....უკვე დღეები და კვირებია რაც თვალს ადევნებს ქალბატონს,ემამ კი ამის შესახებ საერთოდ არ იცოდა....როგორ ახერხებდა ამას?აღარაფერი ესმოდა,საკუთარი გულისცემის გარდა...ირგვლივ თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა მოძრაობა....მხოლოდ ის და ჯაჭვლიანი იყო..მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფინებოდა და თითოეულ ადგილს უწვავდა...მონატრების ჟინი კლავდა....შეხება უნდოდა,მაგრამ ვერ ბედავდა...მოფერება უნდოდა,მაგრამ არ შეეძლო...ცუდად იყო...ძალიან ცუდად....ახსენდებოდა ჯაჭვლიათან გატარებიული თითოეული წამი,წუთი,საათი,დღე და თავს უბედურად გრძნობდა,რომ დაკარგა....ცრემლები მოადგა...ტანში ჯერ თბილმა ჟრუანტელმა დაუარა,შემდეგ კი გულში საშნელება იგრძენო,ბოლოს კი თითქოს რაღაც გასკდა და მუცელში ჩაიღვარა...უცებ ამოისუნთქა....ძალიან დიდხანს იყო უჟანგბადოდ..მთელი სხეული უხურდა,ხელ-ფეხი უკანკალებდა.....მხოლო ჯაჭვლიანს ხედავდა...კვლავ მოუნდა შეხებოდა...მისი კანი და სურნელი შეეგრძნო....დარწმუნებულიყო,რომ ის იყო და არ ეჩვენებოდა...არ ესიზმრებოდა,რომ მონატრებას ჭკუიდან არ გადაუყვანია....თურმე როგორ მონატრებია,როგორ ნდომებია კვლავ მისი ნახვა....თურმე გაუცნობიერებლად როგორ ელოდა ამ მომენტს....ტყუილად იწვალა,ტყუილად იტირა და თავი იტანჯა მაინც ვერ დაივიწყა,ვერ გადაიყვარა,მაგრამ რა უკვირს,პირველად ხო არ მომხდარა ეგრე....გული ისე სწრაფად უფეთქავდა შეიძლებოდა გამსკდარიყო...სისხლი არანორმალურად მისრიალებდა ვენებში და თავში აწვებოდა....ალბათ სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს მომენტი,ემას კი ეგონა,რომ ძალიან დიდხანს უყურებდა მის წინ მდგარ კვლავ მომღიმარ დამიანეს....
-ემა კარგად ხარ?
მომესმა მატილდას ხმა და გოგონაც მისკენ შეტრიალდა...
-კიკი ყველაფერი კარგადაა...
გაუღიმა და კვლავ დამიანესკენ შეტრიალდა...ცოტახანი უყურა შემდეგ ზიზღით გახედე და საქაღალდეები აკრიფა...
-სამწუხაროდ მე ვერაფრით დაგეხმარებით,ალისის არ ცალია...არაფრის თქმა აცადა ისე აქცია ზურგი და კიბეებს ნელა აუყვა...ჯერ კიდევ არ ჯეროდა,ვერ იჯერებდა,რომ აქ მოაკითხა....ტელეფონს ხელი დაავლო და ნიკუშას დაურეკა...
-ხო მშვიდობა?
შეშინებული ხმით უპასუხა....იცოდა,რომ ამ დროს სულ მუშაობდა და არ ეცალა ლაპარაკისთვის...
-ჯაჭვლიანი აქ არის...
-ვერ გავიგე...ვინ ჯაჭვლიანი?გაოცებულმა კითხა...
-დამიანე აქ არის....ახლა მან ჩამომაკითხა...
-მოიცადე რა თქვვი?
გაოცება ვერ დამალა....
-ნიკუშა ჩემი არ გესმის? ორი წუთის უკან ვნახე,ჩემ პირისპირ იდგა და თვალს არ მაცილებდა....
-არ მჯერა...
გაეცინაა..
-აი მესმის სიყვარული...
-რა სიყვარული ნიკუშა?ისევ ჩემ გასამწარებლად ჩამოვიდა....
-ნუ ბოდიალობ რაღაცას....
გაუბრაზდა მეგობარს...
-რომ არ უყვარდე არ ჩამოგაკითხავდა...
-შენ ძაან ადვილად უყურებ ამ ყველაფერს...უიმედოდ გააქნია თავი...
-დღეს გამომივლი?
დაეჭვებულმა კითხა?
-ვერა ქალაქგარეთ გავდივარ საქმეზე...რამდენიმე დღე იქ მომიწევს დარჩენა...
-უნამუსო,ყველაზე რთულ პერიოდში მტოვებ...
გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა...
-მე რა ვიცოდი ახლა დამიანე თუ ჩამოგაკითხავდა...
გაიცინა...
-კარგი მიდი და ნელა იარე იცოდე...გააფრთხილა და ტელეფონი გათიშა....კაბინეტში მოყვა აქეთ-იქეთ სიარულს...ვერ გაეგო რა გაეკეთებინა...უცებ თვალი მოკრა ჯაჭვლიანს,რომელიც უფროსის კაბინეტისკენ მიდიოდა....მალე კი მისი ტელეფონის ზარმაც გაიჟღერა...ალისია იყო..
-დიახ გისმენთ?
-ემა ჩემთან შემოდი...
-ახლავე...
ტელეფონი გათიშა და უფროსის კაბინეტისკენ დაიძრა...ნერწყვი მძმედ გადააგორა სასულეში,ღრმად ამოისნუთქა და კარები შეაღო...ფეხები უკანკალებდა...დამიანე ზურგით იჯდა....
-ემა შემოდი და დაჯექი...
ქალის ხმამ გაიჟღერა კაბინეტში და ემაც დამიანეს გვერდით დაჯდა...ცივი ოფლი ასხამადა....
-მოკლედ ამ ბატონს უნდა,რომ მის მეგობართან ერთად იმუშავო გადაღებებზე....
-ქალბატონო ალისია დღეს ხო გესაუბრეთ და ერთ-ერთ კომპანიაზე ვაკეთებ სტატის...ასე რომ ამისთვის დრო არ დამრჩება...
-მართალი ხარ ემა,სულ არ გამახსენდა ეგ,მაშინ კარლოს უთხარი და ეგ მიხედავს ამ საქმეს...
-მაშინ მე გავალ...ფეხზე წამოდგა და წამში გავიდა კაბინეტიდან,მაგრამ იგრძნო,როგორ მოყვებოდა უკან ვიღაც...მიხვდა ვინც იყო,მაგრამ თავი არ მიატრიალა,არც გაჩერებულა კაბინეტში შევიდა და სავარძელში ჩეშვა...
-ემა უნდა ვილაპარაკოთ...
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს...
-ჰო იცი რომ მაინც მოგვიწევს საუბარი...
-არა არ მოგვიწევს,ჩვენი ბოლო შეხვედრა ცუდად მახსენდება...
-დამნაშავე ვარ და მაპატიე...
-ასე ადვილი არ არის დამიანე და ძალიან გთხოვ წადი....
-ვეცაე,მაგრამ ვერ შევძელი...
-უნდა შეძლო..
-შენსავით გამოცდილი არ ვარ მაგ საქმეში...
ირონია გამოესახა სახეზე,რაზეც ემას თვალები სულ აემღვრა...
-ჯაჭვლიანო შენთვის არ მცალია,უამრავი საქმე მაქვს....ისევ საბუთებს ჩააშტერდა,დამიანეც წამოდგა და უხმოდ დატოვა კაბინეტი...
-ჯანდაბა....თავი მაგიდაზე დადო და ამოიხვნეშა....
————-———————————————
მოკლედ ბავშვებო შეიძლება მითხრათ,რომ რატო დავაჩქარე ასე მოვლენები და ა.შ..მაგრამ გეტყვით რომ არ დამიჩქარებია,უბრალოდ არ მინდა ისტორია ზედმეტად გაწელილი და გადაწელილი გამომივიდეს...იმედია მოგეწონათ და ველი თქვენ შეფასებებს და რა თქმა უნდა აზრს და კრიტიკას



№1 სტუმარი სტუმარი იაკო

მეცოდება ეს ბიჭი ემას ხელში რააა????მე მომწონს ისე ვარ გადავარდნილი ისტორიაში რომ რავი ,იმედია მალე დადებ შემდეგ თავს,შეიძლება იყო რამე შეცდომა ან არც იყო ისე მომწონს და დამაინტერესა არ მიმიქცევია ყურადღება,წარმატება და ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი Liluu

სტუმარი იაკო
მეცოდება ეს ბიჭი ემას ხელში რააა????მე მომწონს ისე ვარ გადავარდნილი ისტორიაში რომ რავი ,იმედია მალე დადებ შემდეგ თავს,შეიძლება იყო რამე შეცდომა ან არც იყო ისე მომწონს და დამაინტერესა არ მიმიქცევია ყურადღება,წარმატება და ველი ახალ თავს


მადლობა საყვარელო..მალე დავდებ შემდეგ თავსაც❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent