შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^4^


25-09-2019, 16:00
ავტორი წერო:)
ნანახია 2 390

ცოტა ხანში ოთახში ნუცაც შემოვიდა.
_რას შვებით ხალხო მშვიდობა გაქვთ?
_კი გვაქვს_გაიცინა ნიკამ.ნუცამ ანანოს სათვალე შეამჩნია
_ვაახ ვახ ეს სათვალე საიდან ანანოო?
_ნიკამ მაჩუქა_მორიდებულად გაიღიმა ანანომ.
_ლამაზია გიხდება.შენ რა ჯენლტმენი მყავხარ ბიჭოო_თმები სიცილით აუჩეცა ნუცამ ბიძაშვილს
_კაი ნუ გამაწითლე ხო იცი არ მიყვარს როცა მაქებენ მრცხვენიაა_გაინაზა ნიკა
_ოხ ეს აფერისტები_ჩაიცინა ანანომ
_რას ვშვებით დღეს არ მივდივართ მაღაზიებში?
_კი არ მივდივართ ნუცა ვიპყრობთ!
_აა მე ბოდიში _გაიცინა ნუცამ_კაი მაშინ მოვემზადოთ და წავიდეთ.
მალევე მოემზადნენ და ნიკას დაემშვიდობნენ ანანოს ცოტა არ იყოს გული დასწყდა რომ დიდი ალბათობით ნიკას ვეღარც ნახავდა თუმცა საკუთარ თავს გაუწყრა " რაში მაინტერესებს მეორედ ვნახავ თუ არა? ! როდის გახდა ეს მნიშვნელოვანი "
" ალბათ მას მერე რაც სითბო გამოავლინა და ერთხელ გაგიღიმა " _ ალაპარაკდა შინაგანი ხმა რომელიც არამარტო ანანოს არამედ ყოველ ცოცხალ ადამიანს ნერვებს უშლის იმიტომ რომ სიმართლეს პირდაპირ სახეში გვაფერთხებს ხოლმე
" ბიჭს ერთ გაღიმებაზე არ გავეკიდები " _ მკაცრად გაეპასუხა ანანო ხმას
" არც ნიკასნაირს? "
" ნიკა კარგი ბიჭია მაგრამ მე არ მომწონს, თანაც ცხოვრების ბოლომდე შინაბერა უნდა დავრჩე და სიბერეში კატებთან ერთად ვიცხოვრო და მათთვის ტანსაცმელი ვქსოვო "
" ვაი შენს პატრონს უბედურს . . . ნიკა მოგწონსთქო"
"ახლა წებოვან ლენტს აგაკრავ და სადმე გონების ბნელ კუნჭულში მიგაგდებ "
"მე შენი მეორე მე ვარ ვერაფრით გამაჩუმებ! ერთი ეს მითხარი ნიკა მოგწონს? "
"არამეთქი!"გონებაში იკივლა ანანომ
" ხო ხედავ უკვე ნერვოზი გჭირს გეუბნები კაცი გინდათქო"
" ენა ჩაიგდე! "
"ანუ ნიკა არ მოგწონს?"
" არა " _ გადაჭრით უპასუხა ანანომ
" დარწმუნებული ხარ? "
" კი! "
" ვნახოთ... ვნახოთ"თქვა ხმამ და გაჩუმდა სიმართლე რომ ვთქვათ დარწმუნებით ხმამაც არ იცოდა მოსწონდა თუ არა ნიკა ანანოს .
ანანომ და ნუცამ მთელი ქალაქი დაიარეს არცერთი მაღაზია გამოუტოვებიათ მაგრამ რა იყიდეს? დიდი არაფერი აანანომ ერთი მთლიანად ყვითელი ბოტასები შავი ოვერსაიზი მაისური და წიგნი, ნუცამ კი ცისფერი მაისური და ღია ცისფერი მაღალწელიანი დახეული ჯინსი.ბოლოს კაფეში დასხდნენ და თავის სახლებში წავიდნენ.
ანანო სახლში მივიდა და დედას ნატკენი შუბლი მაინც ვერ გამოაპარა
შუბლზე რა დაგემართა? _ შეიცხადა მანჩომ
_ დავეცი_მოიტყუა ანანომ
_ სად?
_ ნუცასთან აბაზანაში წყალზე ფეხი ამისრიალდა და. . . _ანანოს წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან მოაფიქრდა ტყუილი და კიდევ ერთხელ დაიჯერა ფრაზა " გასაჭირი მანახე დაგაქცევას განახებო "
_ ვაი შვილო რა გეშველება ფეხი კიდე ვერ აიდგი თვრამეტი წლის გოგომ
_ კაი რა დე ნუ იცი ხოლმე ეს გლოვები ნახე რა ვიყიდე_ანანომ დედას თავის შენაძენები აჩვენა დედამაც მოუწონა და ანანოს ჰკითხა
_არ გშია?სუპია_დედა ისევ ჩვეულებრივ რეჟიმზე გადაირთო
_ დედა შენი აზრით მთელი დღე ჭამის და სიარულის გარდა გავაკეთე რამე?
_ არ მაინტერესებს
_მე მაინტერესებს არ მშია დედა ვერ შევჭამ_ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დიდხანს იკამათეს სუპის ჭამაზე ბოლოს ანანომ გაიმარჯვა თავის ოთახში გავიდა, გამოიცვალა და წიგნის კითხვას შეუდგა.ნელნელა იძირებიდა წიგნის ყვითელ ფურცლებსა და შავ სიტყვებში ბოლოს სულ არ ახსოვდა წიგნს რომ კითხულობდა გონებაში უკვე ფილმად უყურებდა. წიგნის კითხვით რომ დაიღალა საწოლზე გულაღმა წამოწვა ცოტა ხნით მერე რაღაც აზრმა გაუელვა და მაშინვე ნუცას დაურეკა
_ აუ ნუცაა რაღაც იდეამ დამარტყა ამ წამს და შენი აზრიც მაინტერესებს. ზღვაზე ხომ არ წავიდეთ თუ თანახმა იქნები იქნებ გაგვიშვან
_ჩემი წამოსვლა შეიძლება? _ ნიკას ხავერდოვანი ხმა გაისმა ტელეფონში და ანანოს კინაღამ ტელეფონი გაუვარდა ხელოდან
_ჯერ ჩვენთვთონაც არ ვიცით მივდივართთუარა_მიაყარა უცბად და წამის მეასედში გაიაზრა უხეშად რომ გამოუვიდა და მერე შერბილებული ტონით დაამატა_თუ გაგვიშვებენ წამოდი შენც რა პრობლემაა რაც მეტი მითუკეთესი.ახლა ტელეფონი ნუცას მიეცი რა
_ კარგი_ცოტა ხანში ტელეფონზე ნუცა ალაპარაკდა_რა იყო რამ შეგაწუხა?
_ რამ შემაწუხა და ზღვაზე წავიდეთ არ გინდა?
_ მე კი მინდა მარა თუ გამომიშვებენ საკითხავი ეგაა
_ ხო მეც მინდა და არც მე ვიცი გამომიშვებენ თუ არა კაი მაშინ წავედით და შევაცოდოთ მშობლბს თავი
_კაი კაი წარმატებები_გაიცინა ნუცამ
_შენც!_უთხრა ანანომ და გაუთიშა.წაამოდგა პირჯვარი გადაიწერა და დედასთან წავიდა
_ აუ დედაა. . .
_ახლა რამე სისულელე არ მთხოვო თორემ გავაფრენ
_ რა იცი რომ სისულელეა?
_ მასეთი ტონით სულ უაზრობების ლაპარაკს იწყებ
_ ზღვაზე ნუცასთან ერთად გამიშვებ?
_ არა რა თქმა უნდა
_ დედააა . . .
_არაა
_ რატომ?
_ პატარა ხარ
_თვრამეტი წლის ვარ უკვე ზრდასრული ადამიანი თან სკოლა დავამთავრე და უნივრსიტეტშიც ჩავაბარე 90 % დაფინასებით! დასვენების ღირსი არ ვარ?
_ოჰ კაი ერთი უნივერსიტეტი რომ არ დაგიმთავრებია?
_ ვაიმე დედა მაინცდამინც სამოცდახუთი წლის უნდა ვიყო სადმე რომ გამიშვა?
_ უნივერსიტეტის დამთავრებას სამოცდახუთი წლისა აპირებ შვილო? !
_ ნუცას ბიძაშვილიც იქ იქნება ცხრამეტი წლისაა
_ დაბერებულა და ეგაა
_ ლიკას ოჯახიც იქ იქნება. . .
_ მერე ისინი დასასვენებლად ჩავიდნენ იქ თქვენს სადარაჯოდ კი არა
_ დეეე. . . _თვალები აეცრემლა ანანოს
_ ტყუილად იბლაზები_კამათი თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა და ანანოს ზღავზე გაშვების უფლებით დასრულდა თუმცა მისი ნებართვის აღება სათუო იყო თუ კამათში მამაც არ ჩაერთვებოდა. ანანო ბედნიერი შეფრინდა თავის ოთახში და ნუცას დაურეკა თავის გამოშვების ამბავი დიდი სიხარულით აუწყა
_ მიშვებეეენ!
_ ხოო მეეც_სიხარულით უპასუხა ნუცამაც
_ ააუუუუუ რა კააიაააააა_აწიკვინდა ანანო_კაი წავედი მე და ხვალ წავიდეთ საყიდლებზე ხო?
_ კარგი.
იმ საღამოს ანანოს გაღიმებულს დაეძინა.დილით კი სწრაფად წამოხტა ფეხზე მშობლებს ფული გამოართვა საშოპინგოდ წავიდა მანამდე დათქმულ ადგილას ნუცას დაელოდა ნუცა მალე მოვიდა და ნიკაც მოჰყვა. ანანომ ნუცა გადაკოცნა ნიკას კი უბრალო"ბაროთი"მიესალმა მაღაზიებში წავიდნენ . ანანო და ნუცა გეგმებს ტიტინით აწყობდნენ ნიკა კი მათ ღიმილით უსმენდა.სამეული ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდა ანანომ საცვლების სექციამდე ითმინა ის რომ ნიკა მიჰყვებოდათ ალბათ სადმე გაუხვევსო ფიქრობდა მაგრამ ნიკა აშკარად არ აპირებდა სადმე წასვლას ბოლოს ანანო ერთბაშად მიტრიალდა ნიკასკენ და პირდაპირ ჰკითხა
_ შენ ცოტა მოშორებით გასვლა არ გინდა?
_ არაა
_ აქ შენთვის საინტერესო არაფერია
_ რა იცი რომ აქ ჩემთვის საინტერესო არაფერია? _ ტუჩის კუთხე ასწია ნიკამ და გოგოს ზემოდან დახედა ანანო გაწითლდა
_ რომც იყოს მე თავს უხერხულად ვგრძნობ თავზე რომ მადგახარ ბიკინის არჩევისას! _ სწრაფად უთხრა ნიკას ზურგზე მიაწვა და ბიჭების სექციაში გაათრია
_ოხ ეს ალქაჯები_ჩაიცინა ნიკამ და უკან გაბრუნებულ გოგოს თვალი გააყოლა"რა საყვარელია მაინც ეს პატარა ალქაჯი"გაიფიქრა ნიკამ და თავი გააქნია. გაწითლებული ანანო ნუცასთან დაბრუნდა რომელიც სიცილისგან ლამის იატაკს განრთხმოდა
_ შენი ბიძაშვილი ნამდვილი უტეხი ჰორმონებადუღებული უნამუსოა_შესჩივლა დაქალს ის კი ისვ იცინოდა
_ რაო რა თქვა რა იცი ჩემთვის საინტერესო რომ არააო?
_ იჭიხვინე ახლა და იყავი მიდი ავარჩიოთ რა დროზე_ ნუცა და ანანო ტანსაცმლების არჩევას ხომ დიდხანს მოუნდნენ მაგრამ ნიკამ ორივეს გადაუსწრო ანანო უკვე სერიოზულად დაფიქრდა თვითონ უთმობდა ცოტა დროს ტანსაცმლის არჩევას თუ ნიკა იყო ქალივით " პეწიანი " ტანსაცმლის საკითხში . ზღვაზე წასავლელად აუცილებელი სხვა საჭირო ნივთებიც იყიდეს და გადაწყვიტეს რომ ღამით ათ საათზე გასულიყვნენ
ანანო სახლში მივიდა და ბარგი სწრაფად ჩაალაგა.დედა კი არ შორდებოდა და რჩევებს აძლევდა და თან პირობას ადებინებდა რომ ყოველ დილასაღამოს დაურეკავდა.ანანოს ნერვები უკვე დაჭიმული ჰქონდა ამდენი შეგონებისგან მაგრამ არაფერს ამბობდა.ათ საათამდე დრო ლამის საუკუნედ გაიწელა მაგრამ ბოლოს რა თქმა უნდა ათი საათიც დადგა.


ესეც მეოთხე თავი გამოხატეთ რა აზრიი საერთოდ არ აქტიურობთ გაურკვევლობაში ვარ დდ



№1  offline წევრი onlaingirl.XXX.

kaia dzalian gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent