შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-10


26-09-2019, 19:35
ავტორი Liluu
ნანახია 1 934

ყველა სირთულესთან და ტკივილთან ერთად ახლა მოუწევდა კვლავ თავიდან განეცადა ის უდიდესი ტკივილი და სიყვარული,რომელიც ერთმანეთს ერწყმოდა....დამიანეს გამოჩენამ კვლავ უდიდესი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში...ძლივს დაწყობილი საქმე კვლავ აიხლართა,დაოკებულმა გრძნობებმა კვლავ იფეთქა,მონატრების ჟინი კლავდა,თავგზა აებნა...კვლავ საშინელი ტკივილი იგრძნო გულის არეშე,მოტყუებული თავი,რომ დაივიწყა ჯაჭვლიანი თავიდან გამოტყდა სიმართლეში,იმაზე მეტად შეყვარებია ვიდრე წარმოიდგენდა...გვიანობამდე იმუშავა,მაგრამ გული ვერაფერს დაუდო.სულ დამიანეზე ეფიქრებოდა,თან არ უნდოდა მასზე ეფიქრა...ღამის საათები იყო შენობა,რომ დატოვა და ბარისკენ აიღო გეზი...დალევაზე მეტად ახლა არაფერი უნდოდა...ეგონა თავის ტკივილს სასმელში ჩაახშობდა...ბართან ჩამოჯდა,ბარმენს ერთი ვისკის ბოთლი გამოართვა და წინ დაიდგა...დიდხანს უყურებდა ერთ წერტილს,ხან რაზე ფიქრობდა ხან კიდე რაზე...ვერ გაეგო უხაროდა თუ არა ჯაჭვლიანის კვლავ დანახვა,მისი ხმის გაგონება....ერთი ბოთლი ვისკი გამოცალა თუ არა მიხვდა,რომ ნელ-ნელა სიმთვრალე ეპარებოდა,მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო კარგად მთვრალი,ისე რომ ყველა და ყველაფერი დავიწყებოდა...მეორე ბოთლის გამოცლის შემდეგ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა...იგრძნო როგორ მიუახლოვდა ვიღაც ბიჭი,რომელმაც ხელი წელზე მოხვია და მის სხეულზე აიკრა..
-ვინ ხარ?
ძლივს ამოიბლუკუნა და უცნობს თვალებში ჩააშტერდა...
-ის ვისაც ძალიან უნდიხარ..
ხრინწიანი ხმით უჩურჩულა და შიშველ ფეხზე ხელი აუსრიალა...ვერ ხვდებოდა ემა რა ხდებოდა მის გარშემო და როგორ აღმოჩნდა სადღაც ბნელ კუთხეში,როგორ გრძნობდა ვიღაცის ხელებს მის ნახევრად შიშველ სხეულზე...არ სიამოვნებდა,მაგრამ ვერც ინძრეოდა...საუბრის და ყვირილის თავიც არ შეწევდა....მხოლოდ ხელი უჯიკა,მაგრამ ძვრა ვერ უყო...ხან ერთ მხარეს გაიწია,ხან მეორე მხარეს,მაგრამ ისევ იმ სიმძიმეს გრძნობდა მთელ სხეულზე...ბოლოს თითქოს გაითიშა,იგრძნო რბილი ზედაპირი,ზევიდან კი სიმძიმე...წინააღმდეგობის თავი არ ჰქონდა,თუმცა მთელი მონდომებით ცდილობდა რამე მაგარი ეპოვა...ბოლოს ხელში მინის საფერფლე მოყვა,რომელიც მართალია სიბნელეში ვერ გაარჩია,თუმცა მიხვდა,რომ რაღაც ძლიერი იყო მთელი ძალით ჩაარტყა თავში..გაიგონა ბიჭის ხავილი და შემდეგ იგრძნო როგორ გათავისუფლდა ზედმეტი წონისაგან..სწრაფად წამოდგა ფეხზე..კიბეებზე ჩარბოდა,როცა ფეხი აუცდა და დაგორდა..იგრძნო საშინელი თავის ტკივილი შემდეგ კი გაითიშა...მალე მოვიდა გონს,შუქმა თვალი მოჭრა...წარმოდგენა არ ჰქონდა სად ან ვისთან ერთად იყო,მაგრამ მშვიდად გრძნობდა თავს...უძრავად იწვა,ყველაფერს აკვირდებოდა,მხოლოდ მისი “გადამრჩენელი”არ ჩანდა,თუ მართლა გადაარჩინა ვინმემ ესეც ვერ გაეგო...რამდენიმე წუთში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გაარჩია...თავი ნელა წამოწია და მძღოლს გახედა...დამიანემ სარკიდან შეათვალიერა ცინდელიანი...ემამაც თვალი მოკრა მის შავ სფეროებს...
-როგორ ხარ?
უჩვეულოდ ბოხი ხმა ჰქონდა...
-რომ გითხრა კარგად ვართქო დამიჯერებ?
-არა რა თქმა უნდა...
თავი გააქნია ბიჭმა და სიჩქარეს ოდნავ უმატა...
-აქ რას ვაკეთებ?ან აქ საიდან გაჩნდი?
-იღბლიანი ხარ,რომ ზუსტად ამ ბარში მოვედი დასალევად თორე სადღაც უპატრონოდ ეგდებოდი გაუბედურებული...
ზიზღით ჩაილაპარაკა და ხელები მომუჭა
-მადლობა
ირონია გამოესახა სახეზე და ხელი თავზე დაიდო...
-ბევრი დალიე არა?
-არ დამილევია...
თითონაც ვერ მიხვდა რატო მოატყუა,მაგრამ მის ნათქვამზე გაეცინა და კვლავ საწყის პოზიციაზე დაბრუნდა....
-ჰო როგორ არა გეტყობა...
ამის მერე ხმა არცერთს ამოუღია...დუმილი კვლავ ჯაჭვლიანმა დაარღვია,ეტყობა ვერ გაუძლო ამ ცდუნებას...
-მინერალური წყალი გინდა?
-კი თუ შეიძლება
ბოთლი უკან გადმოაგდო,თავი რომ არ გაეწია პირდაპირ შუბლში მოხვდებოდა
-არა რა აშკარად გათვალული ვარ
თავი უიმედოდ გააქნია და მთელი ბოთლი გამოცალა...
-მოიცა სად მივდივართ?
-რა დროული კითხვაა...
ჩაეცინა ჯაჭვლიანს
-სად მივდივართმეთქი რა მნიშვნელობა აქვს დროულად ვიკითხე თუ გვიან?
სახე აელეწა ცინდელიანს...
-ჩემთან ბინაში...
გაეღიმა
-ოჰ რა სტუმართმოყვარე ხარ,მაგრამ ჩემ სახლში წამიყვანე არ მინდა შენთან
-ნუ გეშინია არ ვიკბინები
-შეიძლება არ იკბინები,მაგრამ გულის ტკენა კარგად გამოგდის...
-ეგ წარსულია ემა...გთხოვ ნუ გამახსენებ...
-მაგრამ მე სულ მემახსოვრება,როგორ მიღალატე ანკასთან...
ამოიტირა და თავი ჩაქინდრა...
-კიდე რამდენჯერ უნდა მოგიხადო ბოდიში?
უკან მოიხედა...მათი თვალები წამით ერთმანეთს შეხვდნენ...
-ბოდიში,რომ რამეს შველოდეს
სინანულით გააქნია თავი...
-ჯიუტი ხარ ცინდელიანო...
-არც შენ ხარ ნაკლები...და წინ გაიხედე რამეს არ შევასკდეთ...
ამ რამდენიმე თვეში უფრო დაკაცებული ჩანდა ჯაჭვლიანი...ნავარჯიშები სხეული კარგად ეტყობოდა ჩვეულებრივი მაიკის ქვეშ,დაძარღვული კისერი,დაბერილი ვენები უფრო მეტად ხდიდა სიმპატიურს...ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და საზურგეს მიეყრდნო...გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,წინ გადასვლა მოინდომა,მაგრამ სანამ არ გააჩერა ვერ გადავიდა...წითელზე დაამუხრუჭა თუ არა წინ გადაბობღდა და ღვედი შეიკრა...
-ემა ძალიან მენატრებოდი...
ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა
-არ გინდა ძალიან გთხოვ ეგ ზღაპრები ანკას მოუყევი...ჯანდაბა ეგ რომ მახსენდება უფრო მეტად ვხდები ცუდათ...
თვალები გადაატრიალა და ფანჯრისკენ გააბრუნა თავი
-ჯაჭვლიანო გზას უყურე
-მომნატრებია ასე რომ მომართავ ხოლმე...
კიდე დიდხანს იყვნენ ჩუმად,მაგრამ ისევ ჯაჭვლიანი ალაპარაკდა
-როგორ ცხოვრობდი აქეთ?
-ჯაჭვლიანო მგონი ხვდები,რომ მთვრალი ვარ და შენი აზრით მაქვს ახლა ამდენი საუბრის თავი
-რავიცი მთელი გზაა ენა არ გაგიჩერებია და
მხრები აიჩეჩა
-ჰო და ვსო ხმას აღარ ამოვიღებ
ტუჩები გაბუშტა,ბიჭს კი უბრალოდ გაეღიმა და გზას გახედა
———————————————————
-იმედია ბინაში ანკას არ მახვედრებ..
ირონია გამომესახა სახეზე და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე
-მთვრალიც კი ახერხებ ჩემთვის ხასიათის გაფუჭებას..
-ჰობია ერთგავრი
დაემანჭა
-ლიფტი რომ არ მუშაობს?
თვალები გადავატრიალე და ღილაკს დავეჯაჯგურე
-ჰო უყურებ გაფუჭებულია,იქნებ მიხვდე და შეეშვა
-იქნებ გაიღოს...მართლა რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მე-6
-აი ჰო უყურებ მე-6 სართულზე ცხოვრობ,მე კი ისეთი მთვრალი ვარ ვერ ამოვალ...
ენა მოვიჩლიფე და კედელს მივეყრდენი
-როგორმე შეძლებ
-უიღბლო ხარ ჯაჭვლიანო
გამეცინა
-შეგეძლო უბრალოდ სახლში წაგეყვანე
-არსადაც არ წაგიყვან თანაც უიღბლო მე კი არა შენ ხარ
თვალი ჩამიკრა და ზურგზე შემისვა
-ჯანდაბა ჯაჭვლიანო რას აკეთებ?ახლავე ჩამომსვი
-ჩუუ ნუ ყვირი აქ ხალხს ძინავს
ხელი პირზე ამაფარა და კიბეებს აუყვა..
-და მართლა აპირებ ექვსი სართული ასე მატარო?
-როგორც ჩანს კი
-მშვენიერია
ჩავიბურტყუნე და ხელები თავზე შემოვიწყვე...ვგრძნობდი როგორ მტკიოდა თავი
-ჯაჭვლიანო არ გინდა ლიფტი რომ შეაკეთო?ჰო უყურებ დაგჭირდა და ვერ გამოიყენე
-კიდე ამაზე მადარდე ისედაც ათასი პრობლემა მაქვს
-რა გულგრილი ადამიანი ხარ გრცხვენოდეს
-კლუბში უნდა დამეტოვებინე და მაშინ ვიქნებოდი კეთილი,მზრუნველი,ყურადღებიანი.
-ალბათ სამადლობელ პოსტს თუ მოგიძღვნი და სოციალურ ქსელში გამოგიჭიმავ მაშინ იქნებ გავსწორდეთ..
-კაცმა არ უნდა დაგალევინოს,რამდენი საუბარი გცოდნია სიმთვრალეში
მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ჩამომსვა
-ჰო და მერე აღარ მომცე საბაბი დავლიო
-ჩემ გამო დალიე?
გაოცებული შემოტრიალდა ჩემკენ
-არა შენ გამო რატო უნდა დამელია
მხრები ავიჩეჩე და შუბლზე დაყრილი თმა უკან გადავიყარე
ჯაჭვლიანის ორ ოთახიანი ბინა ძალიან არეული იყო...ნამდვილ ქაოს გავდა...
-რაზე ფიქრობ ცინდელიანო?
გამომხედა და მაცივრიდან ორი ბოთლი ლუდი გამოიღო,ერთი მე გამომიწოდა
-დალევ?
-ისედაც მთვრალი ვარ და დარწმუნებული ხარ,რომ ესეც არ დამათრობს?
ეჭვის თვალით გადავხედე და აქეთ-იქეთ დავიწყე სიარული...
-მოგწონს ბინა?
-არაუშავს...მაგრამ დალაგება არ აწყენდა თან თუ გავითვალისწინებთ,რომ ნაქირავებია და არა საკუთარი
-და იქნებ ჩემია?
თვალები გადაატრიალა და მომიახლოვდა
-რით ვეღარ მორჩი ამ ზღაპრებს?
-დიდი ხანია გადავეჩვიე
ოდნავ მოიწია ჩემკენ,მაგრამ უკან დავიწიე წავრბარბაცდი და კედელს მივეყრდენი...მაშინებდა ჯაჭვლიანთან ახლოს ყოფნა...მაგიჟებდა მისი ის სურნელი,რომელიც მომნატრებია...
-ემა კარგად ხარ?
ხელი წელზე მომხვია და დამიჭირა
-მგონი არა
თავი გავაქნიე
-გეძინება არა?
ხელი ჩამჭიდა და საწოლისკენ წამიყვანა გული ამიჩქარდა,თითები გამეყინა...
-არ ვიცი აქამდე რატო არ გითხარი,ან როგორ ვერ შევამჩნიე,მაგრამ უჩვეულოდ ნატიფი,ნაზი,წვრილი თითები გაქვს...აი ისეთი ბევრს,რომ არ აქვს და ბევრიც ოცნებობს...დამიანეს ბარიტონი გარინდულ ოთახში სასიამოვნოდ ისმოდა...მტევანს უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი,თითები ერთმანეში აგვებლანდა....ფეხები ოდნავ განზე გაეშალა მე კი მათ შუა ვიდექი....
-ჩემი სიმთვრალით ნუ სარგებლობ დამიანე,მაინც არ გაპატიებ...
მინდოდა ეს მკაცრი ტონით მეთქვა,მაგრამ ჩემი ნათქვამი თითონვე ძლივს გავიგონე...თვალს არ აცილებდა ჩემ მწვანე სფეროებს...სუნთქვა გამიხშირდა,მთელი სხეული ალმოდებულივით მეწვოდა,მის თითოეულ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას ვგრძნობდი...კანი დამეხორკლა...გული გამალებით მიცემდა...ჰაერი არ მყოფნიდა...ვგრძნობდი როგორ მიყურებდა...როგორ უნდოდა შემხებოდა,მაგრამ თავს იკავებდა..არ ვიცი მე რა ძალა მაკავებდა,რატო არ მივდიოდი,რატო მინდოდა აქ მის გვერდით ყოფნა..საკუთარ თავთან დადებულ პირობას ვარღვევდი...ჰო გადავწყვიტე,რომ არ ვაპატიებდი...ხელები მიკანკალებდა...ტუჩები მითრთოდა
-სულ ცივი და ფერმკრთალი ხარ
-ამას რატო აკეთებ?კვლავ გინდა,რომ მატკინო?არ გეყო რაც გამიკეთე?
დამიანე ხმას არ იღებდა...უჩვეულოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო...არც კი ღელავდა,თითქოს ჩემი სულაც არ ესმოდა...პირიქით თავად მესაუბრებოდა დუმილით და სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით მიყურებდა...მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ჩემ წინ მჯდომი კაცი ჩემი იყო,მე მეკუთვნოდა....ჯაჭვლიანმა ლოყაზე მომეფერა,ყურთან სველი კოცნა დამიტოვა....მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა,მონატრების ჟინმა გამაგიჟა...მეგონა სისხლის ნაცვლად ვენებში დენი დამდიოდა,რომელიც დრო და დრო მტკინვეულად მირტყამდა...უჩვეულოდ რბილი და თბილი ტუჩები ჰქონდა...გულში სითბო ჩამეღვარა...ვგრძნობდი როგორ ძალიან მიყვარდა და როგორ ვერ ვეგუებოდი მის დაკარგავს,მისგან ასე შორს ყოფნას....ცრემლები წამომივიდა,ამომხედა გაეცინა და კალთაში ჩამისვა...ხელები წელზე მომხვია და გულზე მიმიკრა...
-ემა ნუ ტური:..
მე კი პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი...მომნტარებია...იმაზე მეტად ვიდრე მეგონა....თავი კისერში ჩარგო...მის ცხელ სუნთქვას ძარღვთან ვგრძნობდი...
-დამიანე ამას რატო აკეთებ?ჰო იცი როგორ ძალიან მტკენ ამ საქციელით
-ისევ კარამელის სურნელი გაქვს...ღმერთო როგორ ძალიან მომენატრე
ბუტბუტებდა და თავისკენ უფრო მეტად მიზიდავდა,სახეს მიკოცნიდა,მეფერებოდა...თითქოს დაკარგული დროის დაბრუნებას ცდილობდა,ამ დროს მგონა,რომ ყველაფერი ჩემ გარშემო გაქრა,გაუფერულდა...მხოლოდ მე და ჯაჭვლიანი-ჩვენ ორნი ვარსებობდით ამხელა დედამიწაზე...ერთ სხეულში გაერთიანებული ორი არსება...მინდოდა ყოველთვის ასე ვყოფილიყავით,სულ ერთად,მაგრამ ეს სიჯიუტე არ მაძლევდა უფლებას,თითქოს შიგნიდან რაღაც მღრღნიდა...იმ წამს მივხდი,რომ უფრო ძლიერად მიყვარდა ჯაჭვლიანი...ზუსტად ვიცოდი,რომ მაკოცებდა და მაკოცა...ერთდროულად გულიც გამიჩერდა და თან ორმაგად ამიჩქარდა...სუნთქვა შემეკრა...ვერ ვინძრეოდი...მეც ვკოცნიდი,იმდენად მკლავდა წყურვილი მისი კოცნისა,რომ ვერ ვჩერდებოდი...მომშორდა...ჩემი ხელი აიღო და გულზე მიიდო
-გესმის როგორ სწრაფად ფეთქავს?
-დამიანე
-ემა გთხოვ მომისმინე და მერე თუ გინდა სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან...
არ ვინძრეოდი უბრალოდ ვუყურებდი...მეღიმებოდა,თან მეტირებოდა...ღაწვები სულ დამისველდა...
-28 წლის განმავლობაში პირველად ვიღაც შემიყვარდა და ეს ვიღაც შენ ხარ...მართლა ძალიან მიყვარხარ...მთელი გულით,სულით...არ ვიცი,მაგრამ ასე მგონია თუ ჩემთან არ იქნები ვერ ვიცოცხლებ...ხანდახან ჰაერი არ მყოფნიდა...ვერ ვეგუებოდი იმას,რომ წახვედი და კვლავ მიმატოვე ემა
ამოისუნთქა და თვალი ფანჯრისკენ გააპარა...მთვარის შუქი ჩაბნელებული ოთახის კუთხეს ანათებდა...მთვარის შუქის ანარეკლზე ვხედავდი დამიანეს დაცვარულ სახეს,ჩაწითლებულ თვალებს....
-ვიცი ცუდად მოვიქეცი,გიღალატე თან ვისთან?ანკასთან,მაგრამ იმდენად გული მატკინე შენი “არა”თი რომ მინდოდა ეს ტკივილი ასე ჩამეხშო,მაგრამ ამან უფრო მეტად მატკინა...შენმა წასვლამ კი გამანდგურა...ძალიან გთხოვ მეტჯერ ზურგს ნუ მაქცევ ემა,მიყვარხარ ძალიან ძალიან მიყვარხარ...
-დამიანე მეძინება
მხოლოდ ეს მოვიფიქრე...სინამდვილეში მართლაც მეძინებოდა,მაგრამ ამ დროს ამის თქმა უაზრობად მომეჩვენა...
იმედგაცრუება გამოესახა სახეზე...თავი ჩაქინდრა,ჯერ მე წამომაყენა,შემდეგ თითონ წამოდგა
-მოდი აქ დაწექი
საწოლზე გადამაწვინა და საბანი გადამაფარა
-შენ არ დაწვები?
-შემოსასვლელში დავიძინებ,მგონი ასე აჯობებს
-მგონი ჰო
თავი დავუქნიე და მოვიკუნტე
-რამე ხო არ გინდა?წყალი?გაზიანი?
-არა მადლობა ყველაფერი რიგზეა,ახლა ძილი მინდა...
-ძილინებისა ემა
შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა...არ ვიცი როდის,მაგრამ მალევე ღრმად ჩამეძინა
———————————————————
ერთ ადგილას ვერ ისვნებედა ისე უნდოდა ნენეს ნახვა...მანქანა მოაბრუნა და საბურთალოსკენ აიღო გეზი...საათი ღამის ორს აჩვენებდა...მანქანა კორპუსის წინ გააჩერა,გადმოვიდა და იქვე მდგარ რამდენიმე ბიჭთან მივიდა
-გამარჯობათ
ბიჭებმა ამრეზად გადმოხედეს და მისალმების ნიშნად თავი დაუკრეს
-მაინტერესებს ნენე რომელ სართულზე ცხოვრობს
-შენ ვინ ხარ?
ერთ-ერთმა შაგვრემანმა აათვალიერა და წინ გამოიჭრა
-მისი ბიძაშვილი ვარ ახლა ჩამოვფრინდი პარიზიდან
-როგორც ვიცი ბიძაშვილები არ ყავს
-შენ რა იცი და რა არა არ მაინტერესებს მე ის მაინტერესებს რომელ სართულზე ცხოვრობს..
-ეს ტიპი მეცნობა
ქერამ სიგარეტი გააბოლა და მათეს მიუახლოვდა
-ალბათ გეშლებით
თავი გააქნია და ოდნავ უკან დაიხია
-მე-4 სართულზეა შვილო
მოესმა უკნიდან კაცის ხმა და მისკენშეტრიალდა
-მადლობა
გაუღიმა და სადარბაზოში შევიდა...კიბეები აირბინა და ნენეს ბინას მიადგა...დიდი ხანი ყოყმანობდა დაეკაკუნებია თუ არა,ბოლოს დააკაკუნა და გარინდული დაელოდა გოგონას გამოჩენას,მანაც არ დააყოვნა,რამდენიმე წუთში გაიღო კარები და გაოცებულ გოგონას შეხედა,რომელიც მოკლე პენუარში გამოწყობილი უხერხულად იშმუშნებოდა
-მათე?
გაოცება გამოესაცა სახეზე
-ვიცი ალბათ გაგიკვირდა ჩემი აქ დანახვა,თანაც ამ დროს,მაგრამ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი
-ჰო კარგად ხარ?
შიში გაუკრთა თვალებში,რაზეც ჯაჭვლიან ჩაეღიმა და ოდნავ მიუახლოვდა
-ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ რამდენიმე დღეა არ მინახიხარ და მომენატრე
გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა...
-შემოდი თუ გინდა
სახეგაბადრულმა უთხრა და კარები უფრო ფართოდ გაუღო,უკან დაიწია და შეატარა
-ბოდიში,რომ გაგაღვიძე
დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი
-არაუშავს...დალევს რამეს?
-მხოლოდ წყალს
ბიჭი უკან გაყვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა
-ულამაზესი ხარ
-კარგი რა საშინლად გამოვიყურები
უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წყლით სავსე ჭიქა წინ დაუდგა...
-კიდე მუშაობ?
-სამწუხაროდ კი
უკმაყოფილოდ გააქნია თავი..
-მოდი ხვალ მე წაგიყვან
-არა არ შეგაწუხებ
თავი გააქნია გოგომ
-რა შეწუხება ტოო დილით გამოგივლი და წაგიყვან
-კარგი მაშინ
მხრები აიჩეჩა
-მაშინ მე წავალ,ისედაც ძილი დაგიფრთხე...
-იცოდე ვინმემ თუ დაგინახა ჭორაობას დაიწყებენ
გაიცინა ნენემ და წამოდგა,ბიჭს უკან გაყვა და კარები გაუღო
-ქვევით შენი მისამართის გასაგებად ცოტა მოვიტყუე
თვალები დააწვრილა და ღიმილი აიკრა სახეზე...
-მაინც რა თქვი?
-ვითომ შენი ბიძაშვილი ვარ და პარიზიდან ჩამოვფრინდი
-გადარეულო
ხელი ოდნავ კრა და თმა უკან გადაიყარა...მათე ადგილიდან არ იძვროდა...უყურებდა მის წინ მომღიმარ ნენეს და თავი ყველაზე იღბლიანი ეგონა...მიუახლვდა ხელები წელზე მოხვია და გულზე მიიხუტა...დიდხანს იყვნენ ასე...ბიჭს ესმოდა გოგონას გახშირებული სუნთქვა,მაგრამ არც მათე იყო კარგ დღეში,ხელი თმაზე ჩამოუცურა და ლოყაზე მოეფერა
-ტკბილი ძილი
-შენც ასევე
ფეხის წვერებზე აიწია ლოყაზე აკოცა და უკან შეტრიალდა...
დილით ქალბატონი ნენე განსაკუთრებით ემზადებოდა...გრძელი თმა ჩამოიშალა,მსუბუქი მაკიაჟი წაისვა...ტანზე გრძელი სარაფანი მოირგო,რომელსაც უამრავი ფერადი პეპლები ამშვენებდა,ფეხზე რასაკვირველია თეთრი კედები მოირგო...ჩვეულებრივ ყავა დალია,ჩანთა გადაიკიდა და სახლი დატოვა...რამდენიმე წუთში ნენე კიბეებზე ჩადიოდა უკვე...მათე სადარბაზოსთან ელოდებოდა უკვე,თავიდანბოლომდე შეათვალიერა გოგო და თავი ძლივს შეიკავა პირი იდიოტივით,რომ არდაეღო...გოგონამ მათეს ლოყაზე აკოცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი...უხმოდ იარეს კომპანიამდე...იქ მისულებს მათე გადაყვა და უკანა შესასვლელამდე მიაცილა..კარებთან მისული გოგო ხელით დაიჭირა, მის პირდაპირ დადგა მკლავზე ხელი ჩამოუსვა და მარცხენა ხელის თითები გოგოს თითებში ახლართა. სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ორივეს....მეორე ხელით უფრო ახლოს მიიზიდა ნენე მათემ და სახე ყელში ჩაურგო, უხმოდ შეისუნთქა გოგოს შოკოლადის სურნელი და სიამოვნებისგან გაიბადრა,როდესაც გოგოს აჩქარებული სუნთქვა საკუთარი მკერდით იგრძნო....ტუჩები ყელზე მიაწება და ღრმად ამოისუნთქა...
-შეხვედრამდე ნენე
ამღვრეული, საოცრად თბილი ხმით ამოიჩურჩულა ბიჭმა და კარებთან აყუდებული, თვალებდახუჭული და გულაჩქარებული დატოვა გოგო.
———————————————————
დილით საშინელი თავის ტკივილი აღვიძებს ქალბატონ ცინდელიანს...გუშინდელი ღამე ახსენდება და მთელ სხეულში სითბო ეღვრება...თმას უკან იყრის და იწევა...ხედავს როგორ ადგას თავზე მომღიმარი ჯაჭვლიანი,ცინდელიანსაც ებადრება სახე და საზურგეს ეყრდნობა
-დილამშვიდობის თავს როგორ გრძნობ?
-თავი საშინლად მტკივა
ხელს თავზე იდებს და ზმუის
-შემეშინდა გუშინ,რომ ვერ მომესწრო მერე რა იქნებოდა?
ნერვიულად ისმევს ხელს სახეზე და ემასთან ახლოს ჯდება
-ისეთი მთვრალი ვიყავი კარგად არც მახსოვს ის უცნობი
-როგორ მინდა კიდე შემხვდეს,რომ ვცემო
კბილებში ცრის და ემას გაყინულ თითებს მის თითებში ხლართავს...ორივეს სუნთქვა ეკვრის..
-რომელი საათია?
-ათი დაიწყო..
-ჯანდაბა დამაგვიანდა
დაფეთებული დგება და ფეხზე იცმევს
-სად მიდიხარ?საუზმე გავამზადე
გაკვირვებული უყურებს აქეთ-იქეთ მორბენალს
-სამსახურში მაგვიანდება
-წაგიყვან..
-დამიანე არ დაგავიწყდეს,რომ ჯერ არ მიპატიებია შენთვის გუშინდელი დღე კი არაფერს ნიშნავს..
ხვდება,როგორ ტკენს ამ სიტყვებით ბიჭს გულს,მაგრამ უკვე გვიანია რამის გამოსწორება
-კარგი როგორც გინდა
მხრებს იჩეჩს და ოთახს ტოვებს,ემაც უკან მიზდევს,რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა
-გისმენ რობი
-ემა როგორ ხარ?
დამთბარი ხმით უთხრა
-მადლობა არამიშავს თავად?
ჯაჭვლიანს გახედა,რომელიც ამღვრეული თვალებით უყურებდა გოგონას...
-კარგად..უკვე გელოდებით და რამდენ ხანში მოხვალ?
-მაქსიმუმ ნახევარ საათში
-კარგი მაშინ შეხვედრამდე
-შეხვედრამდე რობი
ზედმეტად ვნებიანად გამოუვიდა,რაზეც სულ გადაირია დამიანე
-როგორც ჩანს ჩემი შემცვლელი იპოვე
-სამწუხაროა,რომ შენსავით სწრაფი არ ვარ
თვალი ჩაუკრა და ჩანთა გადაიკიდა
-სამაგიეროდ მე ლოგინში მაინც არ ვუგორდები
კარები გამოიკეტა და აღარ დალოდებია ბიჭის რეაქციას...კიბეებზე ჩასულს მოესმა რაღაცის მტვრევის ხმა,გაეღიმა და ნაბიჯს აუჩქარა...შენობაში,როგორც კი ფეხი შედგა ეგრევე თვალში მოხვდა რობი,რომელიც იქვე იდგა და სულმოუთქმელად ელოდა გოგონას გამოჩენას...გვერდით გაიხედა და დაინახა მომუშავე პერსონალი...შენობას თვალი მოავლო თუ არა მიხვდა,რომ კარგ და მეგობრულ გარემოში მოუწევდა ამ რამდენიმე კვირის გატარება...
-კიდევ ერთხელ მოგესალმები
წინ აესვეტა ბიჭი და ხელზე ეამბორა
-მეც ასევე
თავი დაუკრა
-იმედია მზად ხარ
-ისე როგორც არასდროს..
გაუღიმა და უკან გაყვა უკვე მიმავალ რობის...მთელი შენობა დაათვალიერა,შემდეგ კი თავისი სამუშაო ადგილს მიუჯდა და წერა დაიწყო...რობიც იქვე იდგა და თვალს არ აცილებდა...ტკბებოდა ამ სილამაზით,რომელიც ასე მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში...მისი ცისფერი სფეროები შეანათა გოგონას მწვანეებს და ორივეს გაეღიმა
-იმედია ჩემი აქ დგომით ხელს არ გიშლი
-არა რას ამბობ თუ გინდა იდექი მართლა
გაეცინა და თმა უკან გადაიწია...კიდე რამდენიმე საათი იმუშავა შემდეგ კი ყველას დაემშვიოდბა და ახლა მის სამსახურში წავიდა...მისვლისთანავე ყველას მიესალმა და ჰოლში მაკრინეს ესაუბრებოდა ჯაჭვლიანი,რომ დალანდა ვიღაცწითურთან ერთად...თვალები აემღვრა,როცა მისი ხელი წელზე შემოხვეული დაინახა....ჯაჭვლიანმა თვალი ჩაუკრა და გოგონა უფრო აიკრა...
-რა მარაზმია
ქართულად ჩაიბურტყუნა,როთიც მაკრინეს ყურადღება მიიქცია
-რამე თქვი?
-ქართულად ჩავილაპარაკე რაღაც,ისეთი არაფერი
დაამშვიდა მეგობარი და თავის კაბინეტში ავიდა...კიდე რამდენჯერმე მოკრა თვალი ჯაჭვლიანს ბოლოს კი სულ გაუჩინარდა...გვიანობამდე იმუშავა..დაცვას დაემშვიდობა და გარეთ გავიდა,როცა წინ დამიანე აესვეტა
-წავედით
ხელი მაჯაში ჩაავლო და მანქანისკენ წაათრია
-გამიშვი
-იცოდე თუ არ წამოხვალ ძალით ჩაგტენი ამ დედა აფეთქებულ მანქანაში
მთელი სიბრაზით უთხრა და კარები გააღო
-ზუსტადაც არ წამოვალ
-ჯიუტი ხარ ცინდელიანო,ჯიუტი
კბილებში გამოსცრა და მანქანაში რასაც ქვია ჩატენა,კარები მიუკეტა,თავისი ადგილი დაიკავა და მანქანა მთელი სისწრაფით მოწყვიტა იქაურობა
——————————————
იმედია მოგეწონათ..თქვენი აზრი მაინტერესებს ისტორიასთან დაკავშირებით



№1 სტუმარი Nino

Davigale amati chxubit ra rac daiwye chamen ertmanets male shearige.

 


№2  offline წევრი Liluu

Nino
Davigale amati chxubit ra rac daiwye chamen ertmanets male shearige.


კი მართალი ხარ მეც დამღალეს სულ ჩხუბით :დ შერიგდებიამ აბა რას იზამენ????❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ნეტა ამ გოგოსთვის ვინმეს გემრიელად შენოერტყა რა..

 


იცირა?

'აღიარება ხელისგულებზე'

ესარის წიგნი რომელიცმილიონჯერ წამიკითხავს

და აჰა შენც წაგიკითხავს თურმე

"მინერალური წყალი გინდა?
-კი თუ შეიძლება
ბოთლი უკან გადმოაგდო,თავი რომ არ გაეწია პირდაპირ შუბლში მოხვდებოდა
-არა რა აშკარად გათვალული ვარ
თავი უიმედოდ გააქნია და მთელი ბოთლი გამოცალა...
-მოიცა სად მივდივართ?
-რა დროული კითხვაა...
ჩაეცინა ჯაჭვლიანს
-სად მივდივართმეთქი რა მნიშვნელობა აქვს დროულად ვიკითხე თუ გვიან?
სახე აელეწა ცინდელიანს...
-ჩემთან ბინაში...
გაეღიმა
-ოჰ რა სტუმართმოყვარე ხარ,მაგრამ ჩემ სახლში წამიყვანე არ მინდა შენთან
-ნუ გეშინია არ ვიკბინები"

მიუხედავად იმისა რომ
სახელი გვარი თუ სხვა პატარ პატარა ნაწილები
გამოკვეთილი არ გაქვს
მაინც გაიცვითა შენიწერის მანერა
ცუდად არ გამიგო მაგრამ
ბარემ ამ გოგოსთვის "ბეჰემოტი" კიარა " ოთხთვალა დაგეძახა "

"ჰო უყურებ მე-6 სართულზე ცხოვრობ,მე კი ისეთი მთვრალი ვარ ვერ ამოვალ...
ენა მოვიჩლიფე და კედელს მივეყრდენი
-როგორმე შეძლებ
-უიღბლო ხარ ჯაჭვლიანო
გამეცინა
-შეგეძლო უბრალოდ სახლში წაგეყვანე
-არსადაც არ წაგიყვან თანაც უიღბლო მე კი არა შენ ხარ
თვალი ჩამიკრა და ზურგზე შემისვა
-ჯანდაბა ჯაჭვლიანო რას აკეთებ?ახლავე ჩამომსვი
-ჩუუ ნუ ყვირი აქ ხალხს ძინავს
ხელი პირზე ამაფარა და კიბეებს აუყვა..
-და მართლა აპირებ ექვსი სართული ასე მატარო?
-როგორც ჩანს კი
-მშვენიერია "
არ გეწყინოს მაგრამ ქურდი ხარ
ნაწერების ქურდი

მიუხედავად იმისა რომ მე იმხელაფანტაზია არ მაქვს რომ შევძლო წესიერი ისტორია დავწერო,
ავიღებ ერთ ერთ წიგნს და იქიდან გადავწერ რა მარტივია პრინციპში ცოტას შევცვლი კიდეც და ოპა ესრა ისტორიაა❤❤

არ გეწყინოს__

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent