შეუძლებელი (ნაწილი 3)
შუადღის ,,პრაგულკაზე" გამოსულმა მათემ პირდაპირ გიგლასკენ გასწია. -რა ქენი აბა? -შეკრული შუბლით შეხედა არდოტელმა. -პასუხი მოგიტანე-ფურცელი ხელში შეუმჩნევლად ჩაუდო და მაშინვე გაშორდა. ფურცლის ნაგლეჯს დახედა გიგლამ და სიცილი მოუნდა. გაგოშიძეს დიდი ასოებით დაეწერა ,,დაახვიე ჩემი ტვინიდან და ცხოვრებიდან" ალბათ ვერც მიხვდა ქალი თავი რომ გასცა. ესე იგი მასზე ფიქრობდა და ალბათ საკმაოდ ხშირადაც. როგორ უნდოდა ახლა ამ წუთს მაინც გაეგო მასზე რა წარმოდგენის იყო ელენა და ოდნავ მაინც მოსწონდა თუ არა. ისიც კარგად იცოდა, რომ მათი ურთიერთობა შეუძლებელი იყო მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა ქალი მისი გამხდარიყო. დაჭმუჭნული ფურცელი ჯიბეში ჩაიდო და სივრცეს მომღიმარი სახით გახედა. ... გაზაფხულის საშინელი დღეები იყო. წვიმები ისე მიეწყო ერთმანეთს თითქოს გადაღებას აღარ აპირებსო. სამსახურისკენ ტაქსით გადაწყვიტა წასვლა ელენამ. ციხის შენობასთან ჩამოსვლას აპირებდა ლამაზად ჩაცმულმა ქალმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. ქალი ამაყად მიდიოდა შენობისკენ. რეგისტრატურაში შევიდა და მიმღებში მჯდარ გოგოს რაღაც უთხრა. შემდეგ მოსაცდელ სკამზე დაჯდა და თავის რიგს ე დაელოდა. ეტყობოდა რომ პაემანზე იყო მოსული ერთ-ერთ პატიმართან. ვიღაცას მიამსგავსა,მაგრამ ვერ გაიხსენა ვის. გულმა ვერ მოუთმინა და მასთან ყოყმანის მერე მაინც მივიდა. -გამარჯობა ქალბატონო. მეცნობით ძალიან და შემთხვევით ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ? -არ მგონია-ქალმა გაოცებული მზერა შეანათა გაგოშიძეს. -კარგით მაშინ ბოდიში - წასვლას აპირებდა ელენა ქალმა რომ დაუძახა. -გოგონა თქვენ აქ მუშაობთ? -კი. ექიმი ვარ ამ დაწესებულებაში. -ერთი სათხოვარი მექნება-მორიდებით უთხრა ქალმა. -თუ შემიძლია დახმარება დიდი სიამოვნებით-დადებითად განეწყო უცბათ უცნობ ქალბატონის მიმართ. -რამდენი წელია უკვე ჩემი ბიჭის სანახავად თითქმის ყოველ თვე მოვდივარ,მაგრამ ჩემს ნახვაზე თვითონ უარს აცხადებს. მინდა ეს კონვერტი გადასცეთ. ზედ მისი სახელი და გვარი აწერია. თუ შეძლებთ რომ მისცეთ ხომ კარგი თუ არადა ისედაც დაიკარგება. როგორც ვიცი არც წერილებს იღებს ჩემგან-დაამთავრა თავისი სათქმელი ქალმა და შენობიდან გავიდა. გაოცებული უყურებდა ელენა ქალს ტანის რხევით როგორ მიდიოდა ქუჩაში. ასე 55 წლის იქნებოდა მაგრამ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა აშკარად ძალიან კარგად უვლიდა თავს. ცოტა მოტეხილი იყო მაგრამ ძველებურ სიდიადეს მაინც ინარჩუნებდა. კონვერტს დახედა ელენამ და გაოცებისგან პირი დააღო. ფურცელზე ადრესატს ლამაზი ასოებით მიეწერა ,,გიგლა არდოტელს". რა უნდოდა, რას იმატრაკვეცა ეხლა. მიხვდა ქალს ვისაც ამსგავსებდა დ გულის სიღრმეში ალბათ უნდოდა კიდევაც მასთან მისასვლელი გზა ენახა. თავის თავს გულში ერთხელ კიდევ შეუკურთხა და შენობაში შევიდა. გოგოებს მიესალმა ხალათი მოიცვა და თავის საქმეს შეუდგა. სადილამდე დრო არც ჰქონია. რატომღაც მოუნდა დღეს გასულიყო სასადილოდ. გოგოები გააოცა კიდევაც მისმა აქტიურობამ ისე ჩქარობდა. წინ მიდიოდა და თან შენობაში შემომავალ პატიმრებს გულდასმით ათვალიერებდა. -ამას რას სჭირს? -სიცილით ჰკითხა თინამ მაიას. -რა გითხრა აბა ალბათ პროფესიული ჩვევაა-ჩუმად ჩაილაპარაკა მაიამ და თავისი ულუფის ჭამა დაიწყო. უგემურად იღეჭებოდა გაგოშიძე და კუთვნილი საჭმლის ასაღებად ჩამდგარ რიგში მიმავალ მამაკაცებში გიგლას ეძებდა. ბოლოს მოდიოდა არდოტელი. აშკარად თავს კარგად ვერ გრძნობდა. თვალები და ცხვირი ჩასწითლებოდა. იმ ოთახს ჩაუარა სადაც მედ პერსონალი სადილობდა და ელენას დანახვაზე წამში შეეცვალა გამომეტყველება. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მერე თითქოს რაღაც ჩაარტყესო საშინელი ტკივილი იგრძნო, თვალები უნებურად დაეხუჭა,ხელიდან ლანგარი გაუვარდა და ძირს უსულო საგანივით დაეცა. ამის დანახვაზე წამში წამოხტა სკამიდან გაგოშიძე და გიგლასკენ გაიქცა. მის სხეულთან დაიჩოქა და პულსის შემოწმება დაიწყო. ჩოჩქოლი ატყდა სამზარეულო ბლოკში. ბადრაგები გამორბოდნენ, პატიმრები ინტერესით იყურებოდნენ მოვლენების ეპიცენტრისკენ. -ყველანი ადგილზე, ფეხი არავინ მოიცვალოთ!-კბილებში გამოსცრა მაღალმა ახმახმა კაცმა, გიგლასკენ წავიდა და ფეხი მიარტყა-არდოტელი რა გჭირს? მამაკაცის საქციელით გაბრაზებული ელენა ფეხზე წამოხტა და კაცს ძველი ბიჭივით გაეჭიმა-რას აკეთებთ?ეს ნორმალური საქციელია? ვერ ხედავთ ადამიანი უგონოდაა. -მომისმინე ექიმო!- ქალის საქციელით გახალისებულმა კაცმა თავი დახარა და ელენასთან ძალიან ახლოს მიიტანა სახე-ესენი პროფესიონალი აფერისტები არიან. არ გამიკვირდება ეხლა რომ წამოხტეს და თავისი ფეხით გაიქცეს. -თქვენი სახელი? -მამაკაცის სახე მოშორდა ელენა. -ბესო. -მისმინეთ ბატონო ბესო, ამ აფერისტს როგორც თქვენ ეძახით ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს და სავარაუდოდ მისგან გამოწვეული კრუნჩხვაა. თუ არ გადავიყვანე ახლავე მედ.პუნქტში ცოტახანში ტვინი გადაეწვება და დიდი ალბათობით არ გინდათ თქვენი მორიგეობის დროს ვინმე დაიღოპოს არა? ამიტომ დაუძახეთ თქვენს ბიჭებს, რომ ხელი მოკიდონ პატიმარს და მე გამომყვნენ-გამოსვლა დაამთავრა ელენამ და კარში გავიდა. საწოლზე დააწვენინა არდოტელი ბადრაგებს და მისი ტანსაცმლისგან განთავისუფლება დაიწყო. - თინა ყინული თუ მოგვეპოვება სადმე მომიტანე. ცივ ტილოს შუბლზე ადებდა თითქმის შიშველ გიგლას და თან ცდილობდა მამაკაცისთვის სიცხე გაეზომა. -მგონი გულყრა აქვს ნახე როგორ კანკალებს?!-ყინული პარკში ჩაყარა შეშინებულმა თინამ. -ვხედავ თინიკო და ვცდილობ სიცხე დავუგდო- თინაზე არანაკლებ შეშინებული იყო თვითონაც. მერე ნელ-ნელა სუნთქვა დაურეგულირდა და თანაბარი გაუხდა არდოტელს. სხეული დაუმშვიდდა და სიცხემაც კლება დაიწყო. ძილის წამალი გაუკეთა ელანამ და ოთხში ჩასვლამდე თინას დაუბარა თუ რამე მოხდება დამიძახეო. ემოციურად ისეთი დაღლილი იყო თითქოს მთელი დღე ომში გაატარა. ძალიან ნერვიულობდა არდოტელზე და ეს ფაქტი უფრო აღიზიანებდა. ამ კაცს ამ მცირე დროში მის ცხოვრებაში იმხელა ადგილი დაეკავებინა თვითონაც ვერ ხვდებოდა. ქვეცნობიერად სულ მისკენ მიიწევდა. გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ და ვეღარ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. უჯრიდან მისთვის გადასაცემი წერილი ამოიღო და დახედა. ძალიან აინტერესებდა რა უნდა ჩაედინა ქალს ასეთი რომ შვილს მისი ნახვა არ სდომებოდა. წერილი უკან ჩადო და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად. დღემ ისე ჩაიარა წვრილმანი საქმეების გარდა ისეთი არაფერი მომხდარა. ღამის ათი საათი იქნებოდა ელენამ თინა დასაძინებლად რომ გაუშვა და გვითონ შემოვლაზე წავიდა. რატომღაც იმ დღეს არდოტელის გარდა სამედიცინო ბლოკში სხვა არავინ იწვა. შუბლზე ხელი დაადო და მის თავთან დადგმული წვეთოვანი სისტემა შეამოწმა. -თუ გონების მოსვლისას ყოველთვის შენ დაგინახავ მზად ვარ ყოველ დღე გავითიშო ხოლმე-ამოილაპარაკა დაბალი ხმით არდოტელმა. -მაზოხიზმისკენ გაქვთ გადახრები ბატონო გიგლა?-გაეღიმა მის კომენტარზე ელენას. -შეიძლება. ცუდი რა არის იმაში თუ შენი ნახვა მსიამოვნებს? ან იმაში ყოველ წუთს როგორ გეძებს ჩემი თვალები? ან იმაში რომ რაც პირველად გნახე მას მერე არ მავიწყდები? -ისევ თვალდახუჭული საუბრობდა გიგლა. მოსმენილისგან გაოცებულ ელენას პირი გაეღო და არდოტელს ინტერესით აკვირდებოდა. -ვერ მიცანი ხომ? თავიდან მეგონა რომ გამიხსენე მაგრამ მერე მივხვდი რომ არ გახსოვდი. სამწუხაროდ მე შენზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე როგორც შენ ჩემზე. -არაფერი მესმის- საწოლის გვერდით მდგარ სკამზე დაჯდა ელენა. -ექვსი წლის წინ. 20 ივლისი იყო. შენმა გამოსირებულმა ქმარმა ჩემს კაზინოში ძალიან დიდი თანხა წააგო. ჩემი ბიჭები დახვდნენ და ჩემთან მოათრიეს. მაშინ თქვენ ახალი დაქორწიებულები იყავით. შენ იმ დღეს ჩემთან მოხვედი, წითელი ყვავილებიანი კაბა გეცვა, ტანზე სასწაულად მომდგარი. ტიროდი და მეხვეწებოდი რომ გამომეშვა შენი ქმარი და ყველაფერს გადაიხდიდი. როგორ შემშურდა მაშინ იმ ნაბიჭვრის. ასეთ არაკაცს შენნაირი ცოლი რომ ჰყავდა. მომინდა მაგრად მეცემა ქალის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. შენ საუბრობდი ძალიან ბევრს და ერთი სიტყვა არ მესმოდა შენი ნათქვამიდან. მხოლოდ ტუჩებზე გიყურებდი და სიგიჟემდე მინდოდა მეკოცნა შენთვის. მერე შენმა ქმარმა კიდევ გააგრძელა თამაში. ვალს ვალს ამატებდა. მეც ხელს არ ვუშლიდი ამაში. მაინტერესებდა სადამდე შეტოპავდა. ბოლოს უკვე ზღვარს რომ მიაღწია დავიბარე ჩემთან და ერთი კარგი გაკვეთილი ჩავუტარე. მეხვეწებოდა ოღონდ არ მომკლა და რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია იმას მოგცემო. შენს თავს მთავაზობდა. გესმის! შენს თავს. მაშინ უფრო მეტად შემძულდა ეს არაკაცი. შესაძლებელი იყო ჩემს ადგილზე სხვა აღმოჩენილიყო და მასაც ასე მარტივად დაუთმობდა თავის განძს. მაგრამ მიხაროდა ის რომ შენი თავი ლანგრით მოჰქონდა ჩემამდე. რაღაც გეგმა ჰქონდა როგორ უნდა დაეყოლიებინე ჩემთან დაწოლაზე. ხშირად გითვალთვალებდი და სულ ვიცოდი შენი ყველა ნაბიჯი.მერე მე აქ აღმოვჩნდი და ორივეს გზა გაგეხსნათ. -ღმერთო ჩემო-პირზე ხელი აიფარა ელენამ- რატომ თავიდანვე ვერ მივხვდი რა ღორი იყო. -ისევ ერთად ხართ? -იკითხა არდოტრლმა. -არა თავი ძლივს გავითავისუფლე მისგან. -მიხარია იცი, ჩემთან ვერ იქნები მაგრამ არც მისი გერქმევა. სასდილოში რომ დაგინახე სიხარულით რა მექნა აღარ ვიცოდი. არ მინდოდა რამე შემტყობოდა. ასე ხმალამოღებული რომ იბრძოდი ჩვენი უფლებებისთვის სურვილი გამიჩნდა მოვსულიყავი და მაგრად ჩაგხუტებოდი. მივხვდი როგორ მომნატრებიხარ. შენ არც კი მიცნობდი მაგრამ ჩემს გონებაში ხშირად იყავი და ფიქრებში გხშირად გსტუმრობდი ხოლმე. ახლა ალბათ აღარ გაგიკვირდება ასე რატომ ვცდილობდი შენს მოხიბვლას. -გიგლაა,მერ არც კი ვიცი რა უნდა გიპასუხო-უკვე ახლობელი გამხდარიყო ეს კაცი მისთვის. -ელენა, ჩემო ელენა. კარგად ვიცი სად ვარ და რა მდგომარეობაში. იმასაც კარაგად ვხვდები რომ მკვლელთან საქმეს არ დაიჭერ. მართალია აქ მოხვედრამდე პატიოსანი კაცი ვიყავი და საზოგადოებისთვისაც უსაფრთხო, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. შენ ისეთი სუფთა ხარ მე კი უკვე ძალიან დავისვარე, აქ მოვხვდი და აქედან გასულსაც იმხელა დამღა დამყვება თან ჩემთან საქმის დაჭერას აღარავინ მოინდომებს. ვხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელია. ზღაპრების არც-ერთ არ გვჯერა ხომ ასეა?! -აქ როგორ მოხვდი?-თვალზე ცრემლმომდგარ იკითხა გაგოშიძემ. -მე და აჩიკო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ოჯახებიც ახლობლობდნენ. სკოლა რომ დავამთავრეთ აჩიკო საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ექვსი წელი იყო ინგლისში. რომ ჩამოვიდა სულ შევცლილიყო.დაკაცებული და უფრო გასიმპატიურებული. ცოტახანში ჩემს დას დაადგა თვალი. ვატყობდი რომ მოსწონდა და არც თაია იყო მის მიმართ გულგრილი. ხშირდ ხვდებოდნენ და ცოტახანში გამოგვიცხადეს კიდეც დაქორწინებას ვაპირებთო. ზედმეტად არ ჩავრეულვარ მათ ურთიერთობაში უბრლოდ ორივე დავისვი და სერიოზულად დაველაპარაკე. დამპირდა შენს და ხელის გულზე ვატარებო. ერთ დღესაც სახლში ნამსვამი მივედი.მისი მანქანა ეზოში დამხვდა ვიცოდი თაია იმ დღეებში დაქალთან ერთად ზღვაზე აპირებდა წასვლა და გამიკვირდა ეს ამბავი, რაღაც უსიამოვნოდ გამკრა გულში. სახლში, რომ შევედი დედაჩემის საწოლში ვნახე. სექსი ჰქონდათ. საერთოდ არ მიფიქრია იმ დროს ააფერზე, სეიფიდან იარაღი ამოვიღე და მაშინვე ვესროლე, დედაჩემსაც დავაყოლებდი ზედ გონს რომ არ მოვსულიყავი. ლეილა კიოდა და რაღას მიყვიროდა. მერე ჩემი ფეხით წავედი პოლიციაში და მას მერე აქ ვარ. -მაგიტომ არ ნახულობ დედაშენს?-იკითხა ისტორიით თავზარდაცემულმა ელენამ. -შენ საიდან იცი? -დილით ვნახე მიმღებში. წერილი მომცა შენთვის გადმოსაცემად. ალბად გული უგრძნობდა რომ გნახავდი. -შეგიძლია დახიო ეგ წერილი. არ მაინტერესებს რა წერია შიგნით. ქალმა რამდენიმე ადამიანს ისე აურია ცხოვრება არც დაფიქრებულა მის ნაბიჯებს რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. მე ჯანდაბას,თაიას ასეთი რამ როგორ გაუკეთა დღემდე არ მესმის. -ეს ამბავი ვინმემ იცის? -მხოლოდ თაიამ. დამალვა ვერ შევძელი-ამოილაპარაკა სინანულით არდოტელმა. -ამიტომ არ მოდის შენთან? -არა. მე არ მინდა მისი ნახვა. ამ ყველაფრის გაგების მერე მაინც დედაჩემთან ცხოვრობს და მაგას ვერ ვპატიობ. რამდენი ინფორამცია გქონია ჩემზე ექიმო. ისიც ხომ არ იცი აქ მოხვედრამდე ვის ვხვდებოდი?!- ეჭვით გახედა არდოტელმა ქალს. -ზოგი კი-გაეცინა ელენას-საერთო ნაცნობობა გადაიკვეთა და მაგიტომ-ლოყებზე სიწითლე შეეპარა დანაშაულზე წასწრებულივით. -მოდი ჩემთან-ვნებიანი ხმით უთხრა გიგლამ. -რა? გავიწყდება სად ხარ? -თვალებით მოათვალიერა ოთახი გაგოშიძემ. -ცუდად ვარ მგონი, კანკალი მეწყება-პროფესიონალურად იცრუა არდოტელმა. -ალბათ სიცხე გიწევს-მისკენ გაიწია ელენამ. შემთხვევით ისარგებლა არდოტელმა ქალს ხელი თეძოზე მოავლო და მისკენ მიიზიდა. ოდნავ წამოიწია და ტუჩებზე გიჟივით დააცხრა. სასწაულად უნდოდა ეს ქალი. მას მერე რაც პირველად დაინახა ოცნებობდა მისი როდის გახდებოდა. ერთი ხელით კისერზე მოკიდა და მეორე ქვედაბოლოს ქვეშ შეუცურა. მოწყურებულივით უკოცნიდა სავსე ტუჩებს და ხელი სადაც მოხვდებოდა იქ ეფერებოდა. საერთოდ არ ფიქრობდა სად და რა ვითარებაში იყო იმ წუთს. -გიგლა რას აკეთებ დაგვინახავენ-ჩურჩულებდა ელენა, თან არდოტელის კოცნას კოცნით პასუხობდა. -ერთხელ მაინც გააკეთე ის რაც გინდა ყველანაირი სინდისის ქეჯნის გარეშე-ამოილაპარაკა მის ტუჩებთან და ქალი ზემოდან მოიქცია. -ღმერთო ეს სიგიჟეა, რას ვაკეთებ-ჩურჩულებდა ქალი და საოცრად მოძრაობდა არდოტელის ერეგირებულ ღირსებაზე. სიამოვნების პიკში მყოფმა ხელი პირზე აიფრა და თითებს ძლიერად უკბინა. იცოდა რომ ქვემოთ გოგოები იყვნენ და შეიძლება ნებისმიერ წუთს დასდგომოდნენ თავზე. ამ ყველაფრის გამო უფრო მეტ ადრენალის გრძნობდა სისხლში და სიამოვნებას ერთი ორად აორმაგებდა. -საოცარი ქალი ხარ ელე-ამოღმუვლა არდოტელმა და გულის ცემა უფრო გაუხშირდა. ... გიგლას მკერდზე ედო თავი და საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა იმ წამს. კაცს გულისცემა დამშვიდებოდა,მშვიდად სუნთქავდა თან ელენას თმაზე ეფერებოდა. -მასე ნუ შვრები თორემ ჩამეძინება. თინა დაიწყებს ეხლა შემოვლას და უნდა ავდგე. -გეტყვი არ გაგიშვებთქო მარა თვითონ პატიმარი ვარ. -მოდი ნემს გაგიკეთებ და დაისვენე კარგი?! მე ქვემოთ ჩავალ და დაგხედავ ცოტახანში. -მინდა ჩემთან იყო,მაგრამ ცოდო ხარ. წადი დაისვენე დილით გნახავ. წამალი ვენაში შეუყვანა და დაელოდა როდის ჩაეძინებოდა მამაკაცს. შუბლზე აკოცა, ზეწარი შეუსწორა და ოთახიდან გამოვიდა. ათასი აზრი უტრიალებდა თავში, მაგრამ რატომღაც ჩადენილ საქციელს არ ნანობდა. გიგლა მართალი იყო ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაეკეთებინა თავისი სიამოვნებისთვის რაღაც. იცოდა მათ ურთიერთობას გაგრძელება მაინც არ ექნებოდა და ეს ღამე სასიამოვნო მოგონებასავით დარჩებოდა მის ცხოვრებაში. მაქსიმალურად ეცდებოდა გრძნობები შორს არ მიეშვა. დანარჩენს კი დროს მიანდობდა. დაიღალა მუდმივად სინანულში და დარდში ცხოვრებით. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იმ მომენტით ტკბობა იყო რასაც ცხოვრება იმ წუთში გთავაზობდა. თინას მორიგეობა გადაულოცა და თავის კაბინეტში დივანზე მიწვა. სხეულზე ჯერ კიდევ ასდიოდა არდოტელის სურნელი. სივრცეს გაუღიმა და თვალები დახუჭა,ძილმა თავი წაართვა და სიზმრების სამყაროში ისე გადაინაცვლა ვერც გაიგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.