შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი (ნაწილი 2)


24-09-2019, 19:58
ავტორი natuci555
ნანახია 1 256

ორი დღე მდგომარეობიდან გამოსვლას მოანდომა. მართალია ადრეც ყოფილა მორიგე და ღამეც უთენებია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით დაღლილი იყო. ცდილობდა შვილთან დიდი დრო გაეტარებინა. პარკში გაისეირნა მასთან ერთად და ლუკას დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ ჰამბურგერებიც აჭამა. ყველანაირად ცდილობდა ნაკლებად ეფიქრა არდოტელზე. როგორც კი თავისუფალი წუთი გამოუჩნდებოდა ცდილობდა ტვინი რამე საქმით დაეკავებინა. მეორე დილით სამსახურში წასვლა სიკვდილს უდრიდა, მაგრამ ისიც იცოდა რომ წუწუნის დრო არ იყო.
დილით ადრე ადგა. რატომღაც ლამაზად გამოეწყო. თმა საგულდაგულოდ დაივარცხნა, მძინარე ლუკას შუბლზე აკოცა. დედამისს დაემშვიდობა და სამსახურისკენ მიმავალ გზას დაადგა. ისევ ის შეგრძნება დაეუფლა შენობაში შესვლისას, მაგრამ თავს შედარებით თავისუფლად გრძნობდა. მორიგე ექიმისგან ყველაფერი გადმოიბარა და საქმეს შეუდგა. თინიკო და მაიაც შემოუერთდნენ. სადილამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ალღო სწრაფად აუღო ყველაფერს. რაღაც მხრივ სიამოვნებასაც კი იღებდა თავის საქმისგან. აქამდე სულ დაძაბული აკეთებდა ყველაფერს, ზურასთან განშორებამ იმდენი კომპლექსები დაუტოვა ახლა უნდა მიეხედა ყველაფრისთვის.
სადილზე გასვლა არ მოინდომა. თვითონ კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და მხოლოდ გოგოები გაუშვა. თავის ოთხში სკამზე ჩამოჯდა და თავისთვის გამზადებული ლანჩის ჭამას შეუდგა. მაქსიმალურად ცდილობოდა თავი შორს დაეჭირა არდოტელისგან. სანამ შეძლებდა საჭმელს სახლიდან ატარებდა, შემდეგ კი დრო უჩვენებდა რა მოხდებოდა. ცარიელი კონტეინერი ურნაში ჩაუძახა და საპირფარეშოში შევიდა. გამოსვლისას ადგილზე გაქვავდა. ბადრაგს ხელბორკილ დადებული არდოტელი მოჰყავდა.
-ღმერთო შენ მიშველე, ეს კაცი თავს თვითონ არ მანებებს- ამოილაპარაკა თავისით ჩუმად და კიბეებს აუყვა.
-ჭრილობა გაეხსნა ექიმო-ოთახში შემოიყვანა ბადრაგმა.
-რატომ არ მიკვირს ნეტავ. კარგი დასვი აქ და მოვალ ეხლავე-ხელები ახლიდან გადაიბანა და ხელთათმანები მოირგო.
-ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეთ ბატონო გიგლა? -თან ჭრილობას ამუშავებდა და თან ესაუბრებოდა გაგოშოძე.
-ერთადერთი ხართ ამ დაწესებულებაში ვინც ბატონოთი მომმართავს-გაეღიმა არდოტელს.
-იქამდე სხვა სიტყვები ვერ გაიგეთ რა გითხარით?-თვალები დააწვრილა ელენამ.
-რა გითხრათ აბა აქ ძნელია თავს მოუფრთხილდე. თან ისეთი ექიმი მივლის დიდი სიამოვნებით გავართულებდი კიდევ-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა გიგლას და უფრო ახლოს მიიწია ელენასთან. მისი სუნთქვა გაგოშიძის ყურთან იფრქვეოდა და ქალში სხვადასხვა ემოციებს აღძრავდა. დაინახა გიგლამ როგორ დააყარა ელენას ეკალმა და სიამოვნებისგან გაეღიმა.
-ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით?-შუბლი შეჭმუხნა ქალმა და ეცადა დისტანცია დაეცვა ამ თავხედი კაცისგან.
-და რას ვაკეთებ ისეთს მეტყვით?-სამედიცინო საწოლიდან ჩამოვიდა არდოტელი და კართან მდგომ ბადრაგს გახედა რომელსაც ტელეფონი ამოეღო და რაღაცას ინტერესით ჩასჩერებოდა. ნელ-ნელა წინ მიიწევდა. შეშინებული ქალი ნაბიჯებს უკან ადგავდა სანამ კედელს არ დაეჯახა. იგრძნო როგორ მიაწვა მთელი სხეულით არდოტელი. თეძოთი დაიჭირა და განძრევის საშუალება არ მისცა. ერთი ხელი ყელში მსუბუქად მოუჭირა, მეორეთი თავისუფალი ხელი გაუკავა და ტუჩებზე ვნებიანად დააცხრა. უცნაური შეგრძნებით გაბრუებულ გაგოშიძეს თვალები დაეხუჭა და ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა. უცბათ მოსწყდა მის ტუჩებს არდოტელი და კარისკენ წავიდა. გაოგნებული იდგა კედელთან ელენა,თვალები გაახილა და გონს უცბად მოეგო. გაბრაზება ვერ მოესწრო კარიდან გიგლამ რომ გამოსძახა-გემრიელი ტუჩები გქონიათ ექიმო.
-წადი შენიც-ზიზღიანი სახით შეხედა ქალმა. პასუხად არდოტელმა მხოლოდ გაუღიმა და ბადრაგს თვითონ ანიშნა წავედითო.
-ეს კაცი ასე თავისუფალი მოქალაქესავით რატომ დაიარება აქ?- შეეკითხა ოთახში იმ წუთას შემოსულ მაიას.
-ეგ გენაცვალე აქ ავტორიტეტია. ყველა პატივს სცემს. ზოგჯერ მგონია რომ უფროსი აქ მამუკა კი არა ეგაა. ციხეში მაგის თანხმობის გარეშე არაფერი ხდება და ბადრაგებიც კი მოწიწებით ესაუბრებიან. მხოლოდ ბესო ექცევა მკაცრად და რატომღაც არავინ აპროტესტებს მაგას.
-ბესო ვინაა?-იკითხა მოსმენილისგან გაოცებულმა გაგოშიძემ.
-ამ ბედოვლათების უფროსია-ბადრაგებისკენ გაიქნია თავი მაიამ-რაღაცნაირი დასტოინი კაცია. ისეთია ეტყობა რომ თავზე არავის დაისვამს.
-გასაგებია. ალბათ ძალიან დიდი დრო მჭირდება ამ ყველაფერს რომ შევეჩვიო-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ელენამ და თავისი ოთახისკენ წავიდა. თავი უკდებოდა ბოლო ხანებში გადამხდარი ამბისგან. ეს უკვე თამაში აღარ იყო. არდოტელს სერიოზულ ომში სურდა მისი ჩათრევა და გრძნობდა რომ გამარჯვებული თვითონ არ იქნებოდა. იმდენი რამ გადახდა ცხოვრებაში თავს 32 წლის კი არა 72 წლის ქალად ვრძნობდა ახლა კიდევ გიგლას ასეთი გულისამრევი ქმედებები. უკვე ცუდად ხდებოდა ასე სწრფად განვითარებული მოვლენებით. რა უნდა მოემოქმედებინა ვერ გაეგო. არდოტელის დასმენა არ უნდოდა რატომღაც, მაგრამ ამ კაცს როცა მოუნდებოდა ისე გამოეყენებინა ელენა არც ამის უფლებას მისცემდა. ამის მერე თინას სთხოვდა მისთვის დახმარების გაწევას და სადილადაც საერთოდ აღარ გავიდოდა. მიახვედრებდა რომ მასთან არანაირი კონტაქტი არ სურდა. რატომღაც არ ეშინოდა მისი, მაგრამ იმას რასაც გრძნობდა ეს უფრო აშინებდა,ამიტომ სჯობდა დროზე გაჩერებულიყო სანამ კიდევ ერთხელ ჩადგავდა შუა ცეცხლში ფეხს საიდანაც გამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდა.
...
ეზოში შუადღის ,,პრაგულკაზე" გამოსული პატიმრები თავს შეძლებისდაგვარად ირთობდენენ. ზოგი ერთმანეთში საუბრობდა, ზოგიც თავის ძალებს სპორტში ცდიდა და ეზოში საგულდაგულოდ დამაგრებულ რკინის ტურნიკზე ირწეოდა. არდოტელი რკინის მესერთა მიმდგარიყო და სამედიცინო ბლოკს გაჰყურებდა. ვერც კი გაიგო კარგად ასაკოვანი კაცი რომ მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი-გიგლა შვილო რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები.
-არაფერია მიშო პაპა. უბრალოდ ვფიქრობ-კეთილი სახით გამოხედა მოხუცს არდოტელმა.
-ლამაზი გოგოა. ზუსტად შენ რომ შეგეფერება ისეთი.
-კაი რა მიშო პაპა, ვის რად უნდა მკვლელი და ნაციხარი, მისნაირი ქალი მე არასდროს შემომხედავს-ხელი აიქნია გიგლამ.
-მისმინე შვილო რომ არ გიცნობდე მეც მასე ვიფიქრებდი, მაგრამ კარგად ვიცი რა გულის პატრონი ხარ და ისიც ვიცი აქ რატომ ხარ. ამიტომ მოეშვი მაგ ლაპარაკს. რა იცი იქნებ მომავალში რამე გამოგივიდეთ-ჭაღარა წვერში ჩეცინა კაცს.
-და შენ საიდან მიხვდი ყველაფერს? - გაეღიმა კაცის დასკვნებზე გიგლას.
-შენ რომ მოდიოდი მე მივდიოდი ჩემო ბიჭო. პირველივე დანახვაზე შეგატყე რა დაგემართა მის შემოხედვაზე. ერთ დღესაც ეგ ქალი შენი გახდება ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე-ხელი ზურგზე მზრუნველად დაუსვა მოხუცმა და ისე სწრაფად გაშორდა როგორც თავიდან მიუახლოვდა.
...
მთელი დღე არდოტელის კოცნაზე ფიქრობდა. კაცს აშკარად მისი გაგიჟება ჰქონდა გადაწყვეტილი და აშკარად გამოსდიოდა კიდეც. ვერ იტყვის რომ არ მოეწონა,პირიქით რაღაც განსხვავებული შეგრძნებაც კი დაეუფლა, მაგრამ აქ ამ სიტუაციაში ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ უფროსობას რომ გაეგო სამსახურიდან ისე მიაპანღურებდნენ სხვაგან მუშაობას ვეღარც დაიწყებდა. დაპროგრამებულივით დადიოდა და თავის საქმეს ისე აკეთებდა. იმ ღამემაც შედარებით მშვიდად ჩაიარა. სამ საათში ერთხელ შემოვლაზე დადიოდა. ის და თინა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მეორე დილით მორიგე ექიმს ყველაფერი გადააბარა და დაღლილი სახლის გზას დაადგა.გზაში გადაიფიქრა სა გადაწყვიტა იმ დილითვე თავის საუკეთესო დაქალთან სალომესთან გაევლო. ამ სამსახურის გადამკიდე თითქმის ვეღარავისთან ახერხებდა კონტაქტს ისეთი გამოფიტული ბრუნდებოდა სახლში. სალომე ჯოჯუა კი მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ჭირში და ლხინშიც სულ გვერით ედგა. ზურასთან ცხოვრების მძიმე წლებიც მის კალთაში ქვითინმა გადაატანინა. გზად საკონდიტროში შეიარა და მეგობრის საყვარელი ნამცხვარი იყიდა. კარზე ზარის დიდხან რეკვის მერე ძლივს გააღო აშკარად გამოუძინწბელმა სალომემ. საღამურში გამოწყობილს თმა ისე აბურდვოდა ეტყობოდა რომ გაგოშიძემ წამოაგდო საწოლიდან.
-რა იყო გოგო ხაშია? -აბურდღუნდა სალომე.
-თერთმეტი საათია უკვე აქამდე უნდა გეძინოს?! - ღიმილიანი სახე შეანათა ელენამ და ოთახში შევიდა.
-ბოდიში გენაცვალე ვერ შეგითანხმეთ, სხვათაშორის დღეს შაბათია და ვისვენებ,არ მაქვს უფლება დასვენების დღე როგორც მინდა ისე გამოვიყენო?-სიგარეტს მოუკიდა სალომემ და დივანზე გადაწვა.
-რას ზიხარ სახლში და გძინავს? ეხლა შენი ბედის ძებნით უნდა იყო დაკავებული-თავის ხუმრობაზე გაეცინა გაგოშიძეს, სამზარეულოში გავიდა და ყავის მომზადებას შეუდგა-გაიარე გამოიარე იქნებ სამდე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს გადააწყდე.
-ეჰ სადღა ნახავ ეხლა ნორმალურ კაცს ჩემო დაო. ხომ გაგიგია ქალი იჯდა ბედს ელოდაო ხოდა მეც ვწევარ და ველოდები. შენ რას შვრები აბა? როგორ შეეწყე ახალ სამსახურს?
-ნუ მკითხავ. გამოქცევაზე ვარ- ამოიოხრა ელენამ და ყავის ჭიქები და ნამცხვარი მაგიდაზე დააწყო.
-თავი ისე იგრძენი როგორც ჩემს სახლში-გაეცინა სალომეს.
-ზუსტად მასე ვგრძნობ-ენა გამოუყო მეგობარს და ცხელი ყავა მოსვა.
-ისე ძაან მეცოდები მაგ საზიზღარ დაწესებულებაში რომ გიწევს მუშაობა. შენ უკეთეს სამსახურს იმსახურებ. როგორ მინდა იმ შენ ავადმყოფ ქმარს თავი გავუხეთქო შენი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის-გაბრაზებული ქოთქოთებდა სალომე თან ყავას წრუპავდა-ოქროს ხელები გაქვს ამ ნამცხვრის მოტანისთვის.
-ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს სალ. სამაგიეროდ ზურა იქ მოსვლას ვეღარ ბედავს და შედარებით მშვიდად ვარ.
-ხო ეგ კარგი მაგრამ ,,რეზბალნიცაზე" მუშაობისას მშვიდად ვერ იქნები იმდენი ნაძირალაა შიგნით.
-ეჰ ნეტავ მხოლოდ ეგ იყოს სალო-მთელი გული ამოაყოლა ნათქვამს ელენამ.
-და კიდევ რა ხდება? -ცალი წარბი ასწია სალომემ და ინტერესით დააკვირდა დაქალს.
-ერთი პატიმარი მეთამაშება და ვერ გავიგე რა უნდა-სახეზე ხელი აიფარა გაგოშიძემ.
-გეხვეწები გამაგებინე ასე სწრაფად ამდენ ნაგავს როგორ იზიდავ? ჯერ ხო მუშაობა არ დაგიწყია გოგო-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა სალომემ-თვითონ არ გითხრა ან მიგახვედრა რა უნდა?
-რავიცი მე. რაც მივედი მას მერე ყოველ მორიგეობაზე მსტუმრობს, ავტორიტეტი თუ ვიღაც ჯანდაბა ყოფილა იქ. ისეთი თავხედია გუშინ მაკოცა კიდეც-კოცნის გახსენებაზე ლოყები აუწითლდა ელენას.
-ღმერთოო მოგეწონა, სახეზე გეტყობა რომ კოცნა მოგეწონა - მეგობრის დანახვაზე გაეცინა სალომეს.
-გეხვეწები ნუ დამცინი რა ჩემი გაჭირვება არ მეყოფა?! ტვინში შემიძვრა და იქიდან მჭამს ისედაც-სასოწარკვეთილი იყო გაგოშიძე.
-არ მინდა გული დაგწყვიტო მაგრამ ხომ იცი რომ თქვენს ურთიერთობას პერპექტივა არ აქვს? რაზე ზის ის მაინც იცი?
-მკვლელობაზე. 5 წელი მოიხადა და 5 დარჩა -ჩამოარაკრაკა ელენამ და მიხვდა თავი რომ გაყიდა.
-მოუგროვება უკვე ინფორმაცია გოგოს! არ მითხრა გთხოვ რომ სერიოზულად ფიქრობ მაგ კაცზე!
-არ ვფიქრობ,მეფიქრება. გეფიცები ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ მაფიქროს. ვხედავ როგორ ცდილობს ჩემს გამოწვევას. როცა ვცდილობ რომ თავი ავარიდო ისეთ რაღაცას აკეთებს თვითონ მოჰყავთ ჩემთან.
-ელე კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება მკვლელებისა და დამნაშავეების მიმართ. არ მინდა კიდევ გეტკინოს გესმის?! კარგად ვიცი რა გადაიტანე ზურას გამო. ტიპმა თითქმის დაგანგრია. მეორედ ასეთ მდგომარეობაში შენი ნახვა არ მინდა. ეს ძალიან ცუდი თამაშია იცოდე- არიგებდა მეგობარს ჯოჯუა - კაი მითხარი სახელი, გვარი და ყველაფერს გავარკვევ მაგ ტიპზე.
-და რად გინდა გეხვეწები?
-კარგი რაა! მოწინააღმდეგის ძალები სწორად უნდა შეაფასო ჩემო ძვირფასო ამისთვის კი ინფორმაცია გვჭირდება. ვხედავ ხელწამოსაკრავი ტიპი, რომ არაა.
-გიგლა არდოტელი, 35 წლის -გაეცინა მეგობრის მონდომებაზე ელენას.
-კაიი! ეხლა არ მითხრა, რომ ეგ ის არდოტელია ძმაკაცი რომ მოკლა?
-არ ვიცი ეგ ვინაა და შენ საიდან იცნობ? -გაუკვირდა ახალი ამბავი ელენას.
-კაი გოგო მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა, შენ რა ჭურში ზიხარ? მე რომ გიყვებოდი ჩემი უფროსი ლიკა ხვდებოდათქო და კიდევ კაი ცოლად გაყოლა ვერ მოასწროთქო.
-ეგ ის ტიპია?-პირზე ხელი აიფარა გაგოშიძემ-კი მარა ეგ ფულიანი ტიპი არ იყო?
-კი მაგრამ რაში გამოადგა ეგ ფული გენაცვალე. თვითონ გაიგიჟა თურმე თავი ჩემი ადგილი ციხეშიაო, თან ძმაკაცის მშობლები ძალიან მიაწვნენ მოსამართლეს და სხვა გზა არ დაუტოვეს. აუ რა პატარაა ეს თბილისი არაა. გუშინ ლიკას დასდევდა დღეს შენ- სიცილით გადაბჟირდა სალომე-იცი რას ვფიქრობ? ცუდი ტიპი ნამდვილად არაა. პირიქით ისეთი სიმპატიურია ბევრ ქალს ეხლაც მაგრად ევასება, რატომ მოკლა ის აჩიკო დღემდე არავინ იცის, მაგრამ მკვლელის დაღით ცხოვრება ძალიან ძნელია.
-გეფიცები ამდენი ინფორმაციისგან ტვინი გადამეწვება. წავედი მე უნდა გამოვიძინო აღარ მინდა არც არდოტელი და არც სხვა არავინ. მშვიდად ცხოვრება მინდა ნუთუ ასეთი ძნელია-გულიანად ამოიოხრა,ჩანთას ხელი დაავლო,მეგობარს აკოცა და კარისკენ წავიდა.
-რას იზავ გენაცვალე საბედისწერო ქალი ხარ. აბა მე კაცი კი არა მამალი ძაღლიც არ მიყურებს სხვანაირად-მეგობარს კარი გაუღო სალომემ.
-ღმერთო როგორ მიყვარხარ ასეთი კარგი რომ ხარ-დაქალს ლოყაზე ხმაურით აკოცა და სადარბაზოში გასულმა დააყოლა-მე თუ არ გენატრები შენი ნათლული მაინც ნახე ყოველდღე გკითხულობს. გამოუარე ერთ დღეს არ მოკვდები.
-ამ დღეებში უეჭველი ვნახავ მეც ძალიან მომენატრა. შენ კიდე არ იცელქო იცოდე-თვალი ჩაუკრა ელენას და კარი სიცილით მიხურა.
...
მაქსიმალურად ცდილობდა ლუკას დედის დანაკლისი რომ არ ეგრძნო. ბავშვს ისიც ეყოფოდა, რომ პათოლოგი მამა ყავდა და შვილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა. თავიდან იმიტომ კითხულობდა რომ ელენასთან კონტაქტი ჰქონოდა,შემდეგ მიხვდა შვილი არაფერში გამოადგებოდა და გეგმა შეცვალა. ადრე ვერ ხვდებოდა ელენა რომ კაცს ავადმყოფური გადახრები ჰქონდა, მაგრამ მერე სულ რომ აურია და ეჩვენებოდა, რომ ელენა ღალატობდა ამ მის ზურგს უკან მოქმედებდა, გადაწყვიტა საბოლოოდ მოეშორებია. ნერვები საშინლად ეშლებოდა ფიქრები სულ წარსულს რომ ახსენებდნენ. ამ ყველაფერს იმხელა კვალი დაემჩნია მისი ცხოვრებისთვის ალბათ ვერავინ მოახერხებდა ყველაფერი დაევიწყებინა გაგოშიძოსათვის და თავი სრულფასოვან ქალად ეგრძნო. ფიქრებით არდოტელს გადასწვდა. რატომ ურევდა თავ-გზას ეს კაცი ან ასე რატომ ცდილობდა მასში უკვე კარგა ხნის მივიწყებული ემოციების აღძვრას. წესით უნდა მიმხვდარიყო გიგლა რომ მათ ურთიერთობის გაგრძელების არანაირი შანსი არ ჰქონდა. კარგად ესმოდა რომ ამდენი წლის მანძილზე კაცს შეიძლებოდა ქალის სითბო მონატრებოდა, მაგრამ რატომ აირჩია მაინცდამაინც ის? პასუხი არ ჰქონდა.
ბავშვი საქანელადან ჩამოსვა და ქურთუკი შეუსწორა.
-დე მართალია ჯერ ზაფხული არ მოსულა,მაგრამ არ გინდა ნაყინი ვჭამოთ?-ინტერესით გახედა შვილს რომელსაც ნაყინის ხსენებაზე სახე უცბათ შეეცვალა.
-აუ კი მინდა მინდა-ხტუნვა დაიწყო ლუკამ-მე შოკოლადის მინდა შეიძლება?
-რომელსაც შენ იტყვი ჩემო პატარა-გულში ჩაიკრა შვილი.
-ყველაზე კარგი დედა ხარ მსოფლიოში-გულწრფელად უთხრა ბავშვმა.
-შენ კი ყველაზე კარგი და საყვარელი შვილი ხარ-ბავშვს ხელი ჩაკიდა და ღიმილიანი სახით გაუყვა ტროტუარს.
...
-ელენა ყოველ ორშაბთს დიაბეტით დაავადებულ პატიმრებს ნემსის გაკეთება უწევთ-ოთხახში შესულს აცნობა თინიკომ-დილიდან მოიყვანენ რიგრიგობით. სულ ორმოცნი არიან.
-კარგი თინიკო გასაგებია. მორიგეობით გავიდეთ ხოლმე კარგი? -მუდარით შეხედა გაგოშიძემ.
-კარგი არაა პრობლემა. შენ რა გჭირს მოხდა რამე?
-არა არაფერი ისეთი. სეზონური ვირუსები ხომ იცი ეხლა აქტუალურია. ვერ ვგრძნობ თავს კარგად ალბათ მაგის ბრალია.
-ხო მესმის შენი. ვერც მე ვიტან გაციებას. შინაგანად მაგდებს ხოლმე.
-კაი ავედი მე ზემოთ-გაუღიმა თინას და კიბეებს აუყვა. რატომღაც აღარ აღიზიანებდა ეს გოგო. ალბათ ამ საშინელ დაწესებულებაში თინა ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც თავისი სახე ბოლომდე შეენარჩუნებინა. ოთახში შესულს სკამზე ჩამომჯდარი ასე 25 წლის ბიჭი დახვდა. თავზე წამომდგარ ბადრაგს დაბღვერილი სახით უუურებდა, აშკარა იყო მათ შორის დიდი სიმპათია არ იგრძნობოდა.
-კარგი. გამარჯობა, სახელი გვარი და ასაკი-შეეცადა გაეღიმა ბიჭისთვის.
-მათე აფციაური, 26 წლის-გულწრფელდ გაუღიმა ბიჭმა.
-მათე დიდი ხანია დიბეტი გაწუხებს?-რატომღაც საუბრის ხასიათზე მოვიდა ელენა, თან ერთი ხელით ნემსს ამზადებდა გასაკეთებლად.
-ბავშვობიდან. 8 წლის ვიყავი პირველად რომ დამოდგინეს. მას მერე მაწუხებს.
-ღმერთო ასე პატარას? -ბიჭის ისტორიაზე გული მოეწურა გაგოშიძეს. ალბათ გული გაუსკდებოდა მის შვილსაც მსგავსი დაავადებასთან ბრძოლა რომ დასჭირვებოდა.
ნემსის გაკეთება დაასრულა და იგრძნო თავისუფალ ხელში მათემ დაკეცილო ფურცელი რომ ჩაუდო. მოულოდნელობისგან თავი ძლივს შეიკავა რომ არ დაეყვირა. შემობრუნდა და ოთხად მოკეცილი ფურცელს დახედა. შავი კალმით დაწერილ ტექსტ დახედა და ბრაზი უფრო მოერია. არდოტელს გაკრული ხელით მიეწერა ,,მაპატიე ალბათ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ საოცრად გემრიელი რომ ხარ რა გავაკეთო, ვერ დაგპირდები რომ კიდევ არ გავიმეორებ". მის სითვხედეს უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა. სწრაფად მოტრიალდა და კიბეებზე დაეშვა. ოთხში კალამი მოიძია და ფურცლის მეორე მხარეს რაღაც მიაწერა. ერთი წუთით- დაუძახა კიბეებზე ჩამომავალ ბადრაგს,რომელსაც მათე მოჰყავდა.
-მშვიდობაა ექიმო?-გაოცებული სახით იკითხა ბიჭმა.
-კი. უბრალოდ რაღაც დამავიწყდა - მათეს მიუახლოვდა. ხელში ფურცელი ჩაუდო და მკლავზე დაკრული პლასტერი ააძრო-თავისუფალი ხართ წაიყვანე.
ოთახში შებრუნდა და მაგიდას მიუჯდა. ძალიან დაღალა უკვე ამ კაცმა. რა ჯანდაბა უნდოდა თავს რატომ არ ანებებდა. უნდა დალაპარაკებოდა მაგრამ ამას როგორ მოახერხედა არ იცოდა.
დალაპარაკების მერეც თუ ასე გააგრძელებდა აუცილებლად აცნობებდა უფროსობას.



№1  offline წევრი Rania

Saocrad magari istoriaaa. Moutmenlad veli gagrzelebass. Kargadac cer
Shinaarsic arachveulebriviaa. Vgrznob gigla udabashaulod zis cixeshii. Da vaime elenam rogor unda gauzlos mis sharmw arvicii
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი anna

ძალიან კარგი დასაწყისია, ძალიან მომწენს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს არ დააგვიანო გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent