შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 3.


27-09-2019, 00:12
ავტორი Whisper
ნანახია 1 102

სადღაც ორ სამყაროს შორის...როიალზე ბოლო ბგერა გაჟღერდა. თვალები გავახილე.
ბგერა ექოსავით გავრცელდა მკვდარ ქუჩაში.
სად ვარ? რა შენობაა? ვინ უკრავდა?
ქუჩა თითქოს უსასრულოდ იწელებოდა. აივანს მივაშტერდი. თითქოს უცნობი, მაგრამ ძალიან ახლო...ნაცნობი...ჩემი...
და მაინც...ვინ ვარ?...
აივანი...
როიალი...
ბოლო ბგერა...
სახლი...
-შინ...-გავიგე ვიღაცის ხმა.
უკან მივიხედე...
არავინ...
სახლი...
როიალი...
ჩემი თითები ნაზად ათამაშდა კლავიშებზე.
საიდან ვიცი დაკვრა?
როიალიდან წამოვდექი...თავბრუ დამეხვა.
ერთი...ორი...სამი...
ნაბიჯებს ვითვლი...
ოთახი ტრიალებს და ასე მგონია კედლებზე დავდივარ...
ჩემი სხეული მიიკლაკნება ოთახიდან ოთახში...
სამზარეულო...ყავის ჭიქები...
ძველი წიგნების მოტკბო სურნელი...
ორი სავარძელი...
პატარა მაგიდა...
სავარძელში გრაციოზულად ჩავეშვი...
ყველაფერი ტრიალებს...
სად ვარ?...
საძინებელი...
გასწორებული ლოგინი...
კომფორტი...
სიცილი...
არა...ამ სახლში არავინ იცინის...აქ სიცილი აკრძალულია...
ჯაზი...ბლუზი...ლიბერტანგო...
სიცივე...
აქ არავინ იცინის?...
სადაა თავისუფლება?
რატომ მაწუხებს ეს აზრები?...საიდან...
თავბრუსხვევა შეწყდა.
აივანი...
ქუჩა...
სიჩუმე...
ჩახუტება...
ცრემლები მომადგა, თუმცა ვერ ვიტირე. უცნაური სიცივე შემომეპარა სხეულში და სისხლძარღვებში ყინულის ნატეხებად ჩამეჭედა. რაღაც იყო...რაღაც ნაცნობი...რაღაც ჩემი...
***
ლონდონი.
ორი გოგონა მიუყვება გრძელ და სევდიან ქუჩას.
-ალბათ დღესაც იწვიმებს.-ღიმილით ამბობს ერთი.
-და, რა თქმა უნდა, შენ გაგიხარდება.-მეორეს ეცინება.
-ეჭვი გეპარება?-პირველი "მკაცრად" უყურებს მოსაუბრეს.
-ჰო იცი, რომ არა.-მეორე ისევ იცინის.
-როგორ მიხარია, რომ გამოვაღწიეთ.
-გითხარი, სულ ცოტა დრო დარჩა-მეთქი.
-ვიცოდი, მაგრამ მოუთმენლად ველოდი.-პირველმა ჩაიცინა.
ერთ-ერთი კორპუსის სახურავი.
-აქ გინდა?-გოგონას ეღიმება.
-ცუდი ადგილია?-ბიჭი უსიამოვნოდ იშმუშნება.
-არა, მეც მომწონს, თან ლამაზია.
-მეც ეგრე ვფიქრობ.
-იმ წიგნზე არაფერი გითხარი, ჰო?
-არც ერთი სიტყვა.
-ჩემი საყვარელი გახდა.-გოგონას საყვარლად და დარცხვენილად ეღიმება.
-ეგრეც ვიფიქრე.-ბიჭი თმაზე ნაზად უსვამს ხელს.
-მეგონა, რომ სადღაც სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.
-მეც ეგრე ვიყავი, თითქოს არაამქვეყნიურ ბედნიერებას ვგრძნობდი...
-თითქოს მავსებდა ყველანაირი ემოცია...
-და მერე ერთიანად დამცალა ყველაფრისგან.
გოგონას აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ თავი ჩახარა. ოდნავ აწითლებულ სახეზე უნაზესი ღიმილი გამოსახვოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ.-უთხრა ბიჭმა თითქმის ჩურჩულით.
გოგონა კიდევ უფრო გაწითლდა და ახლა გულისცემაც აუჩქარდა.
-შემომხედე.-ბიჭის ხმა უკვე ძალიან ახლოს იყო გოგოს სახესთან, ცხელი სუნთქვა კი მხოლოდ მატებდა ამ მომენტს ინტიმურობასა და რომანტიზმს.
გოგონამ თავი ძალიან ფრთხილად აწია. წამის მეასედში უნაზესი კოცნის სურნელი დატრიალდა ჰაერში...
პატარა ბაღი.
-ყველაფერი მზადაა.-მეორე გოგონა ღიმილით ეგებება მეგობრებს.
-შენ რა სწრაფი ხარ.-ეღიმება ბიჭს.
-მე აღარ მიკვირს.-პირველ გოგონას ეცინება.
-მიყვარს ჩვენი სპონტანური გადაწყვეტილებები.-ამბობს მხიარულად მეორე გოგონა და გრძელ ხის სკამზე მშვიდად და მსუბუქად ეშვება.
***
რა სიცარიელეა ქალაქში. საინტერესოა, რომელი საათია? უკვე არც ვიცი, დრო თითქოს გაჩერებულია ჩემთვის.
ვხვდები, რომ წვიმამ ტანსაცმელი დამისველა, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობ დისკომფორტს, არც მცივა, არც მაწუხებს რაიმე. მგონი ამასაც უნდა მივეჩვიო.
ხალხისგან დაცლილი ქალაქი თურმე ძალიან მოსაწყენია. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური გარემოა მშვიდად საკითხავად, თუ ჩემი დღიურის ჩანაწერებს დავუჯერებთ, მარტო ყოფნა არასდროს მიზიდავდა. ან საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყავი, ან წიგნის პერსონაჟებთან ერთად ვმოგზაურობდი სხვადასხვა სამყაროში. ახლაც არ მხიბლავს ეს სიცარიელე. თითქოს აკლია აქაურობას ბევრი რაღაც. თითქოს მეც ვაკლივარ...
-ფრთხილად გაიარე, სადმე არ წაიქცე.-ჩურჩულით ისმის ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცხო გოგოს ხმა და თან იცინის.
აღარ ვიხედები გარშემო. ვიცი, მაინც არავინ დამხვდება. სიარულს ვაგრძელებ.
-ასე მალე?-ისევ იგივე ხმა, ისეთივე მხიარული.
რატომღაც სურვილი გამიჩნდა შევხებოდი ამ ადამიანს და მეგრძნო, თუმცა ვხვდები, უგრძნობლობის ზონაში ვარ.
უცნაური სევდა მაწვება გულზე და მძიმედ ვიწყებ სუნთქვას. მგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მრჩება, რაღაცას ვერ ვიაზრებ. კი მაგრამ, რა გამოვტოვე?
უცნაური ადგილია ეს სამყარო. თითქოს ყველაფერი რეალურია, მაგრამ ამავდროულად, წარმოსახვას ჰგავს...თუ ასეა, მაშინ არცერთი წამით არ მაქვს იდეალური ფანტაზია. იდეალური რომ ყოფილიყო, მაშინ უფრო ცოცხალი იქნებოდა აქაურობა.
მტირალა ცას ავხედე. ისეთი სქელი წვეთებით წვიმს, მგონია, სადაცაა ჩამყლაპავს და მთლიანად მისით ვიქნები მოცული. ათასი ტკივილი მაწვიმს, ათასი ემოცია მასველებს, მაგრამ ათასჯერვე უგრძნობი ვარ.
ყველაფერს აღიქვამენ ჩემი თვალები, მაგრამ ჩემს გონებას თავის შეწუხება ეზარება თითოეული უცნაური დეტალის ასახსნელად...
ასე მგონია, გავიჭედე...გავიჭედე ორ სამყაროს შორის...
***
პატარა ქოხი მთებში.
თოვლიან საღამოს, სიცივეში, გაჩახჩახებული ბუხრის წინ სამი ადამიანი წითელ ღვინოს წრუპავდა.
-ალბათ ესაა ბედნიერება, არა?-ჩაეცინა ერთ გოგონას.
-ჩემთვის ყველგან ბედნიერებაა, თუ იქ შენ ხარ.-ბიჭმა გოგონას მხარზე დაადო თავი და ნაზად მიეხუტა.
-მეც გამითვალისწინეთ.-სასაცილოდ შენიშნა მეორე გოგონამ და ღვინო მოსვა.
-არც დაგვვიწყებიხარ.-პირველ გოგონას ჩაეცინა.
-თუ დროზე არ გაგახსენეთ თავი, ალერსში საერთოდ დაგეკარგებით თვალსაწიერიდან.-ჩაეცინა მეორეს.
-ნუ ხარ სულელი.-ბიჭმა გაუღიმა.
დიდი, ნათელი, თოვლიანი ტყე.
-ფრთხილად!-გაიცინა ბიჭმა.-კინაღამ თვალის გარეშე დამტოვე.
-მაპატიე.-პირველ გოგონასაც გაეცინა.
-მაპატიე არ უშველის.-ბიჭმა ჩაიცინა და გოგონა ჰაერში აიტაცა.
-რას მიკეთებ?-წამოიყვირა გაკვირვებულმა გოგონამ.
-ნუ გეშინია.-ცბიერად ჩაიცინა ბიჭმა და თოვლის გორაში ჩააგდო გოგონა.
***
ქუჩის ბოლოს ერთ წერტილს მივაშტერდი. რაღაც მაღაზია იყო. ნელი და თითქოს დამძიმებული ნაბიჯებით წავედი მისკენ. რატომღაც ვიცოდი, რომ ფეხები მტკიოდა. თითქოს დამტვრეული მქონდა თითოეული ძვალი. ტკივილს ისევ ვერ აღვიქვამდი. ეს მხოლოდ ჩემმა გონებამ იცოდა.
თითოეულ ნაბიჯთან ერთად ეს წერტილი მშორდებოდა, თითქოს გარბოდა სადღაც...ჩემგან შორს...
წამიერად ძალიან ნაცნობ და ახლო ადგილად მომეჩვენა ის წერტილი, ის მაღაზია, რომელსაც ფაქტობრივად ვერც ვხედავდი. მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში გაფერადდა ათასი სამყარო. მაგრამ, რა არის ეს? საიდან მიტრიალებს თავში ამდენი სამყარო, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვიცი რომ ნაცნობია...
არ დავნებდი, გზა განვაგრძე, თუმცა ამაოდ. მე წინ მივიწევდი, ჩემი სამიზნე კი მშორდებოდა. თითქოს არ უნდოდა ჩვენი შეხვედრა. ცალმხრივი იყო ყველაფერი...
წვიმა შეწყდა. ვერ ვიგრძენი, მაგრამ დავინახე. რამდენად საშინელია იცხოვრო სამყაროში, სადაც არ არსებობს შეგრძნება. თითქოს მკვდარი ვარ. რატომ მაქვს ასეთი ცარიელი, მშრალი სული?
თავში ერთი მელოდია მიტრიალებს. უცნაურად სასიამოვნო და ამავდროულად შემაძრწუნებელი. თითქოს ვცეკვავდი, მაგრამ მერე გავჩერდი, გავჩერდი სამუდამოდ...ამ მუსიკას აყოლილი გრძნობების ქარაფში გადაშვებული ვტიროდი. რაღაც ტკივილი იყო, რაღაც სიცარიელე, რაღაც მარტოობა...
რა არის მარტოობა?
-მარტოობა ისაა, როცა არავინ გყავს.-ისმის პატარა ბავშვის ხმა.
რატომღაც ძალიან ნაცნობი.
-მარტოობა სულიერი თუ ფიზიკური?-კითხულობს ვიღაც გოგონა, უკვე უფროსის ხმა აქვს.
ეს ხმაც მეცნობა. თითქოს ვიცი, თან ძალიან კარგად, მაგრამ ამავდროულად ვიდეოში ჩაწერილს ჰგავს, რომ უსმენ და ვერ ხვდები, ნუთუ შენ ლაპარაკობ ასე...
-სულიერი მარტოობა...ალბათ, მას მაშინ ვგრძნობთ, როცა ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ვერც ერთის სულში ვნახულობთ ადგილს. არც ერთთან არ არის "შინ"...მერე რა, რომ მათთან ერთად იცინი...სამაგიეროდ ვერ ტირი. უფრო სწორედ კი, არ ტირი. იცი, რომ ამ დროს მარტო ხარ და ბევრი ადამიანიდან ვერავინ გაიგებს, თუ რატომ ხარ ასე მოწყენილი. შეგეკითხებიან, რატომ ტირი, მაგრამ ვერ მიხვდებიან, როცა უპასუხებ, რომ არ იცი. ხანდახან...-გოგონას ხმა შეწყდა.
"ხანდახან, უმიზეზოდ იწყენ ადამიანი. ლიპოფრენია, ასე შეარქვეს ასეთ მდგომარეობას. უმიზეზოდ სევდიანობ, უმიზეზოდ იწყებ ტირილს, უმიზეზოდ ინგრევი შიგნიდან...ამის ახსნა ძნელია, მხოლოდ მზერა თუ შეძლებს გრძნობების ნაწილის გადმოცემას, მაგრამ მზერის გასაგებად საჭიროა ის ადამიანი, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმის...ასეთი კი, არავინაა. სწორედ ამიტომ, სულიერი მარტოობა არის ის, რაც არის. იყო ბევრში, მაგრამ არა ბევრთან."
თავისით წამოვიდა ეს სიტყვები, თუმცა საიდან, როგორ...უბრალოდ არ ვიცი...
შემოდგომის ქუჩა.
ორი ადამიანი ხელჩაკიდებული მიუყვება გრძელ, ყვითელი ფოთლებით მოფენილ ბილიკს. გარშემო მაღალი, თითქოს გაფერადებული ხეებია. მომწვანო, მოყვითალო...ფორთოხლისფერი და წითელიც კი ურევია. ცა მოღრუბლულია, ცივა, მაგრამ არ ყინავს. ქარია, მაგრამ ვერ გრძნობენ.
-რა ლამაზი ადგილია.-ჩურჩულებს ჩუმად გოგონა.
-ვიცი...შემოდგომის ქუჩა შევარქვი.-ბიჭს ეღიმება.
-უხდება.-გოგონა დარცხვენილი იხედება ძირს.
-ამ ადგილის სიმყუდროვე მიყვარს. მერე რა, რომ გრძელი და ფართოა, ხალხიც დადის...-ბიჭი უცებ გაჩუმდა.-მაინც მყუდროა...-ჩაილაპარაკა ჩუმად და გოგონას ხელი უფრო მაგრად დაიჭირა.
-არ გაგექცევი.-ჩაეცინა გოგონას.
-ასე მგონია, თუ მაგრად არ დაგიჭირე, ერთხელ შენც შემოდგომის ფოთოლივით ქარს აჰყვები, ის კი აგიტაცებს მაღლა, ცაში და მე ვერ დაგეწევი...
-ნუ ფიქრობ ეგრე...შემომხედე.-გოგონამ ბიჭს სახე მოაბრუნებინა.-მყარად ვდგავარ მიწაზე.-და ორივეს გაეცინა.
უბრალო კაფე, სახლის გვერდით.
ორი გოგონა მშვიდად სვამდა ყავას. ერთი სიგარეტს გემრიელად ეწეოდა, მეორე კი სხვისთვის ამოუცნობი ფიქრიანი თვალებით იხედებოდა დიდ ფანჯარაში, რომელზეც წვიმის წვეთები თითქოს ცეკვავდნენ.
-რაზე ფიქრობ?-ეკითხება მეორე გოგონა.
-როგორც არაფერზე, ისე ყველაფერზე.-პირველმა გოგონამ ოდნავ მძიმედ ამოისუნთქა.
-ასეთი ზოგადი პასუხი?-ჩაეცინა მეორეს.-არ გჩვევია არასდროს, ახლა რა დაგემართა?
-არაფერი, უბრალოდ როგორ დაგიკონკრეტო ის, რაც ჩემთვისაც ვერ გამირკვევია.-გაეცინა პირველსაც.
წამიერი დუმილი...
-როგორ ფიქრობ, გიყვარს?-ეკითხება ისევ მეორე.
-მგონია, რომ ჩემი გრძნობა უკვე გასცდა სიყვარულის საზღვრებს. უკვე არაამქვეყნიურ სულიერ კავშირს ვგრძნობ მასთან როცა ვარ.-ჩაეღიმა პირველს.
-მგონი, ბედზე შევედით მაშინ წიგნების მაღაზიაში.-მეორეს ჩაეცინა.
-ბედზე თუ უბედობაზე, მაგრამ მაინც...სიყვარულზე მეტია ეს...სიყვარულზე მეტი...-ნელ-ნელა გაჩუმდა პირველი გოგონა.
მუსიკოსების ქუჩა.
გოგონა და ბიჭი მუსიკას აყოლილი უნაზესად ცეკვავენ. ეს მელოდია რაღაც სასწაულ სიამოვნებად იღვენთება ორივეს სხეულში. ისინი არ საუბრობენ. მხოლოდ მათი შეხებაც კი საკმარისია, რომ ერთმანეთი იგრძნონ. ამ ყველაფერს ეს არაამქვეყნიური მუსიკა უფრო ღრმას და ინტიმურს ხდის. მართალაც, მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვები...
მოედანი "ლიბერტანგო".
ეცეკვება. ისე, როგორც არავინ არავის. ვნებების მორევი იგრძნობა თითოეულ მოძრაობაში. ემოციების უფსკრულია. არა და არ მთავრდება ეს...ეს ცეცხლოვანი სიყვარული თუ უკვე მის საზღვრებს გაცდენილი ამ ორი ადამიანის გულისცემა. ეცეკვება და თითოეული მოძრაობა აღტკინებაა. მათ გარშემო ყველაფერი გამქრალია. "მხოლოდ მე და შენ" ეს ჩურჩული ისმის თითოეულის გულში. სხვები ვერ იგებენ, ეს ორი ადამიანი კი გრძნობს...ერთმანეთს გრძნობს.
აივნების ქუჩა.
გარშემო პატარ-პატარა სახლების მოპირკეთებული აივნებია. არავინ იყურება, მაგრამ მაინც იგრძნობა ადამიანების სურნელი. გოგო და ბიჭი სეირნობენ. უბრალოდ მიუყვებიან ამ ლამაზ ქუჩას და ფიქრობენ. არ საუბრობენ, მაგრამ ესმით...
მყუდრო ოთახი.
-წაიკითხე, როგორც იქნა?-მეორე გოგონა იცინის.
-კი, რამდენი ხანია, მაგრამ ჯერ კიდევ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვარ.-პირველ გოგონას ეღიმება.
-ეგეთია...მეორეჯერ რომ წაიკითხავ, უფრო მსუბუქად გადაიტან.
-ჯერ ვერ მოვკიდებ ამ წიგნს ხელს მეორედ.
-გავა დრო, სურვილი გაგიჩნდება ხელმეორედ წაკითხვის.
-ვიცი, კარგი წიგნი ყოველთვის ასეთია.
***
ღრმად ჩავისუნთქე. ჰო, ვგრძნობ...ცივ ჰაერს ვგრძნობ, რომელიც ჩემს ფილტვებში ეშვება და უკან ამოდის, თან თავის ნაკვალევს ტოვებს. ერთადერთია, მგონი რისი შეგრძნებაც ჯერ კიდევ ბოლომდე შემიძლია.
გზა განვაგრძე. უკვე მეშინოდა, მაგრამ პასუხებს თუ არ გავიგებ, ისე სამუდამოდ ჩავრჩები ამ გაქვავებულ სამყაროში.
-სტაბილურია.-ისმის უკვე ნაცნობი ბოხი ხმა.
-ანუ, შეიძლება?-ნაცნობი ქალის სევდიანი ხმა ოდნავ გამხიარულდა.
-გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ვერც იმედს დაგიკარგავთ...
ისევ სიჩუმეა...საინტერესოა, ვინ საუბრობდა?
გრძელი ქუჩა ისევ უაზროდ მიიზლაზნება. არადა, თითქოს რა ნაცნობია აქ ყველაფერი...
თვალები დავხუჭე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და რაღაცას შევეჯახე. ვიტრინა იყო. არ მიგრძვნია, უბრალოდ სიარულში შემიშალა ხელი რაღაც მასამ. გამოვფხიზლდი. ჩემთვის მოულოდნელად, იმ წერტილთან, იმ მაღაზიასთან აღმოვჩნდი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ვერც კი ვუახლოვდებოდი.
ქუჩის კუთხეა. მაღაზიის წარწერა თითქმის წაშლილია. ვერაფერს ვარჩევ, მაგრამ ვხვდები, რომ ძალიან მსიამოვნებს მისი სუნი. რაღაც ძველი და ახალი ერთმანეთში ირევა. ქაღალდის სუნს ჰგავს. თვალწინ წიგნის ფურცლები მიდგება და წარმოვიდგენ, რომ ამ, ჩემთვის ერთდროულად უცნობ და ნაცნობ ვიტრინას იქით წიგნების უზარმაზარი სამყაროა...
-როგორც დამპირდით, მობრძანდით?-ვიღაც ბიჭის საოცრად სასიამოვნო და ნაცნობი ხმა ისმის, მაგრამ შიგნიდან.
სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. იქნებ...იქნებ აქ ვიპოვო პასუხები? მაშინვე კარისკენ წავედი, მაგრამ გასაღებად რომ წავწიე ხელი, მივხვდი, რომ ურდული გაქრა. უფრო სწორედ, არც ჰქონდა. ჩაკეტილია. ჩაკეტილია ჩემთვის.
-იმედია სიამოვნებას მოგანიჭებთ ეს წიგნი.-ისევ იმ ბიჭის ხმა.
გულისცემა ამიჩქარდა. რატომ არ იღება კარი? იქნებ შიგნით ვინმე არის...იქნებ...იქნებ არ ვარ მარტო ამ მიმკვდარებულ სამყაროში...
მაგრამ შევცდი...ხმა გაქრა და ისევ იმედგაცრუებული მივეყუდე კედელს, მერე კი ნელ-ნელა ჩავცურდი და თვალებზე ცრემლმომდგარი მოვიკუნტე.
ქარმა დაუბერა. სიცივე არ მიგრძვნია, მაგრამ...რატომ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცამ ჯერ არწამოსული ცრემლი მომწმინდა?...მგონი, ვგიჟდები...



№1  offline წევრი Rania

Jer zustad vwr gavige ra moxdaaa. Magram saocrad rom cwr es faqtiaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Whisper

Rania
Jer zustad vwr gavige ra moxdaaa. Magram saocrad rom cwr es faqtiaaa

ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა^_^ ძალიან დიდი მადლობა❤

 


№3  offline წევრი Niniko11

უბრაალოოდ შესანიშნავიაა. რაღაც ამოუცნობიი რამაც დამაბნიააა ველი ახალ თავს მოუთმენლად წარმატებები♡♡

 


№4  offline წევრი izabella

"-ასე მგონია, თუ მაგრად არ დაგიჭირე, ერთხელ შენც შემოდგომის ფოთოლივით ქარს აჰყვები, ის კი აგიტაცებს მაღლა, ცაში და მე ვერ დაგეწევი..."
მგონი ბიჭს რისიც ეშინოდა ზუსტად ის მოხდა. ერთი სული მაქვს სიღრმეში შევიდეთ, რომ კარტები გაიხსნას.

 


№5  offline წევრი Whisper

Niniko11
უბრაალოოდ შესანიშნავიაა. რაღაც ამოუცნობიი რამაც დამაბნიააა ველი ახალ თავს მოუთმენლად წარმატებები♡♡

უღრმესი მადლობა❤

izabella
"-ასე მგონია, თუ მაგრად არ დაგიჭირე, ერთხელ შენც შემოდგომის ფოთოლივით ქარს აჰყვები, ის კი აგიტაცებს მაღლა, ცაში და მე ვერ დაგეწევი..."
მგონი ბიჭს რისიც ეშინოდა ზუსტად ის მოხდა. ერთი სული მაქვს სიღრმეში შევიდეთ, რომ კარტები გაიხსნას.

ისე მიხარია რომ დაგაინტერესა❤ მადლობა დიდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent