განქორწინებულის დღიური (თავი 6)
I want peace become your dream, Be strong, but stay still weak. I want to call you my love, Otherwise life would become mindless. A. Akhmatova (თარგმანის მცდელობა - „უნდა ვწერო“) კბილებს ვიხეხავ და საწოლზე უგონოდ ვეშვები. ვგრძნობ, რომ უბრალოდ სიჩუმე მინდა, იქნებ ასე მაინც მოვიდე სამყაროსთან ჰარმონიაში. არ ვიცი ეს როგორ ხდება. ეს ხომ ისაა, რაზეც ძალიან დიდ ხანს და ძალიან ბევრი მიფიქრია, მაგრამ ამაოდ. ძალიან ბევრ რამეზე მეფიქრება, უფრო სწორედ მინდა, რომ ვიფიქრო.. თუმცა ისე მალე მიბურავს ფიქრებს ნისლი, ვერც კი ვხვდები. გონება ნაცრისფრად იმოსება, სევდისფერი სურნელი მმოსავს და სიზმრებს შორს მივყავარ. *** შუაღამეს საკმაო ხანია გადაცდა. მეც ვერ ვარ დედამიწაზე, საკმაოდ მომკიდებია სასმელი, უაზროდ ვცეკვავ... ჩემს გარშემო მრავალი ადამიანია, თუმცა ვერავის ვამჩნევ, ვფიქრობ, სრულიად მარტო და ყოველგვარი შებოჭილობის გარეშე ვაგრძელებ მოძრაობებს. ეს ის დროა, როცა ჩემს მიწიერსა და დამძაბველ ფიქრებს ვექცევი. ალბათ გარკვეულადაც არ მახსოვს, რა ხდება ჩემს თავს, რა აზრი აქვს დარჩენილი წარსულში შექმნილ იდეალურ სამყაროს.. უეცრად უცნობი ბიჭი მიახლოვდება, ღიმილით მიყურებს, რამდენიმე კომპლიმენტს მეუბნება და მასთან წასვლას მთხოვს. უაზროდ, უფიქროდ ვთანხმდები, დიდად არ მახსოვს როგორ მივყვები მანქანისკენ, მხოლოდ ერთ დეტალს იმეორებს გონება, როგორ ქოქავს მანქანას და ადგილს წყდება. არა, მთლად ასეც არაა ! ისიც მახსოვს, როგორ ვუპასუხე კოცნით, როგორ ჩამოვეკიდე კისერზე და იმაზეც კი დავეთანხმე, რომ მინდოდა, თანაც მხოლოდ ის.. ეს ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი იყო. რა მინდოდა მასთან ? ისიც კი არ მახსოვს ქერა იყო, თუ შავგვრემანი, პიჯაკი ეცვა თუ სადა სპორტული.. -მინდიხარ ! - ჩემკენ იწევს, მოკლე კაბის ქვეშ ხელებს მიცურებს, ვგრძნობ, როგორ მშორდება საცვალი, უცნობის ხელები კი თეძოებზე მეხება.. ეს ყველაზე ჩემი ცხოვრების ყველზე უგრძნობი შეხებაა. არ ვიცი, რამ დამამახსოვრა ეს დეტალები. ალბათ იმიტომ, რომ პირველი უცნობი მამაკაცი იყო, რომელიც სხეულთან ახლოს მივუშვი.. საწოლზე ზემოთ მწევს, გაუმაძღრად მაცხრება ბაგეებზე, მაგრამ უცაბედად ვიშორებ.. ვგრძნობ, რომ სრულიად არ მინდა მასთან, ეს უბრალოდ უაზრო ახირებაა და საერთოდ არავისთან არ მინდა, თითქოს ჩემმა სხეულმა სექსუალური მადაც დაკარგა. გიჟივით ვხტები საწოლიდან, კაბას ვიქაჩავ, ჩანთას ვიღებ და სადღაც გავრბივარ. მერე როგორ ვაღწევ სახლამდე აზრზე არ ვარ. მხოლოდ იმედგაცრუებას ვგრძნობ.. ახალგაზრდა გოგონას საერთოდ აღარ მსიამოვნებს ის, რაც ადამიანებს ასე იზიდავს. ვფიქრობ, რომ გადაფასებები ღრმად იდგამს ჩემში ფეხს; ვცდილობ წარსული მოვიშორო, ხელი ვკრა, მაგრამ ესეც არ გამომდის... სადღაც შუაში ვიკარგები, „საუკეთესო საშუალის“ ძიებაში გზა მებნევა და დროის ლაბირინთიდან გასასვლელ კარს ვცდები. *** ნელ-ნელა წარსულის დღეთა გახსენებას ვცდილობ. ვცდილობ რისთვის ვიბრძოდი და რა მივიღე, რა მივიღე და თან რა გადავაფასე... სტუდენტობის დროს კინოში წასვლის დროც კი იშვიათად მქონდა, უნივერსიტეტში დავდიოდი და ამასთანავე, სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი. მახსოვს, ავტობუსის ჭ....ტვაშიც კი ვკითხულობდი, დეპილაციის დროს და ლამის შხაპის დროსაც კი... ყველაფერი დღევანდელი დღესავით მახსოვს, მახსოვს რას არ ვაკეთებდი დამოუკიდებლობისთვის, როგორ მინდოდა ცალკე ელემენტი ვყოფილიყავი, ყველასგან განსხვავებული... მაგრამ მოკრეფილმა ნაყოფმა უკვე ფასი დაკარგა, თითქოს ახდა აშენებულით ტკბობის მცდარობის იდეა, თითქოს სამყაროს შექმნის დღიდან ნაწინასწარმეტყველი ფიქრები ჩემშიც რეალობად გარდაიქმნა. ყოველთვის მაინტერესებდა, რა იწვევს ადამიანში რადიკალურ ცვლილებებს ? თუ ადამიანი არ იცვლება, თუ ცხოვრება არ არგუნებს ჟან ვალჟანის მსგავს ბედს, რატომ მიმდინარეობს ჩვენში ძველი „მეს“ გარდაქმნა ? ან რატომ არის ადამიანი სწორედ ის, რაცაა ? რატომ ვარ მე, ლილი, ასეთი და რატომ ხარ შენ, მკითხველო, ისეთი, როგორიც ხარ ? ალბათ არ გაქვს პასუხი, ხომ ? არა უშავს, ეს ისაა, რისგანაც მეც ძალიან შორს ვარ. თითქმის საუკუნეა ვცდილობ, ჩავწვდე საკუთარ არსს და ღირებულებებს, ანუ იმას, რაც გამომარჩევს სხვებში და რის გამოც ვარ ის, ვინც ვარ, მაგრამ სრულიად ამაოდ ! ვგრძნობ, რომ დროის ფუჭ კარგვად მექცა საკუთარ სულში ქექვა; ზოგჯერ მინდა ხელი ავიღო ყველაფერზე და უბრალოდ სადმე შთავინთქა, რომელიმე სამყაროს ნაწილი გავხდე. *** კარს ვიღაც მინგრევს. ვფიქრობ, მახო არ იყოს -მეთქი, მაგრამ საოცრება ! დედაჩემია, ლიანა შემოდის თუ არა ფრჩხილებს მაგიდაზე ამოძრავებს, თვალებში მიყურებს და მაშინვე ამბობს ; -შეურიგდი მახოს, რა, დე.. -დესპანად გამოგზავნა ? - სიცილი მივარდება. ეს გაკვირვების ჭეშმარიტი გამოხატულებაა. დედაჩემს ხომ არასდროს ეხატებოდა გულზე მახო. კინაღამ გულის შეტევა დაემართა, როცა ჩვენზე გაიგო, წესიერი სამსახური არ აქვსო, ახლა კი სულ საპირიპიროდ იქცევა. -მხოლოდ სამსახურო ჰო არაა, დე .. - ისევ თავისას აგრძელებს, მე კი წარბები შუბლის ზემოთა წერტილში მეკეცება. -კარგად ხარ ? -ცუდად მყოფის რა მეტყობა ? - ფანჯარას აღებს და მოსაწევად ემზადება - ყავა დაადგი, რა. -ყავის კი არა წყლის ღირსი არ ხარ ახლა.. რას მეუბნები ? რას ? აზრზე ხარ რად იქცა ეს კაცი ? -აბა რა გინდა ? არ გინდა ოჯახი ? თუ ოჯახი არ გინდა, რა გინდა ? დედაჩემის ამგვარ დამოკიდებულებას მიჩვეული რომ არ ვიყო, ალბათ გავაფრენდი, მაგრამ დიდად არ მაქვს რეაქცია. შეჩვეული ხომ მარტივად გადაგვაქვს ხოლმე. ადამიანური მომენტია, რასაც საკუთარ ნაწილად იღებ, ეგუები, შეწინააღმდეგებასაც კი ცდილობ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, როცა ვერ გარდაქმნი, მაინც ეგუები... -იცი, დე.. მეც ეგ მაინტერესებს, ზუსტად ეგ... -მერე, შვილო ? -არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი - ცრემლებს ძლივს ვიკავებ და დედაჩემს ვეხვევი. რაც არ უნდა იყოს, მაინც დედაა, ყველაზე თბილი...რაც არ უნდა არ იყოს ჩემს ხედვასთან ახლოს, მჯერა, რომ გულის სიღრმეში მაინც ესმის ჩემი.. *** -რას დალევთ ? -არაფერს - ვპასუხობ სტიუარტესას. -უხასიათოდ ხართ ? - მეკითხება უცნაურად. -უბრალოდ არაფერი არ მინდა, მადლობა. თვალებს ვხუჭავ, თუმცა მალევე ვახელ და ცისკენ ვიხედები. ძალიან მომწონს ცა.. რა ლამაზია, როგორი ცვალებადი და ზოგჯერ ბედნიერების მომტანიც. ადამიანი რაც არ უნდა უბედურად მიიჩნევდეს თავს, მხოლოდ ცის გამოც კი უნდა თქვას უარი ამქვეყნისაგან გაქცევაზე. რად არ ღირს მზის სხივებით ცისფრად ანთებული სამყარო. მხოლოდ ერთი წუთითაც კი ღირს, გერქვას ადამიანი, შეგეძლოს სუნთქვა და იმ საოცარი ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც ერთ დროს საერთო ჰარმონიის ნაწილი იყო. მართალია, ეს ჰარმონია ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ დაირღვა, თუმცა მისი ოდესღაც არსებობაც კი ტოვებს კვლავ დაბადების იმედს. რაც იყო, შესაძლოა აღარ არის, მაგრამ იქნება.. ეს სწორედ ის დაუწერელი კანონია, რომელიც სულს ჰბერს სამყაროს. *** იწყება ჩემი ორკვირიანი შვებულება, თუმცა დაგეგმლის დასაწყისიც კი არ გავს. დასვენების პირველ დღეს მახოს ზარები მიფექთებს ტელეფონს, მერე გულის ამაჩუყებელ წერილსაც მწერს; რაც ვერ დააფასა, უკან ვეღარ დაუბრუნდება, არ ესმის და ვერც ვერასდროს გაიგებს, შეუგნებელს ხომ საფლავის ქვაც ვერ უშველის. თუმცა მაინც მეცოდება, მეცოდება თავისი დახშული გონების გამო... თითქოს მინდა ავუხსნა ყველაფერი.. ვიცი, რომ ვერ გაიგებს, მაგრამ რატომღაც ლეპტოპს ვრთავ და კრეფვას ვიწყებ : გითხარი, როგორც დამსხვრეული ჭიქა, დამსხვრეული „ჩვენ“ ვერ აღდგება - მეთქი.. შენ კი უბრალოდ არ გესმოდა, ან არ გინდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. დამცინოდი, როცა გეუბნებოდი, ერთსა და იმავე მდინარეში მერამდენჯერ უნდა ვიცუროთ - მეთქი... შენ არ გესმოდა ჩემი ირიბი გამონათქვამები, ისევ ბავშვურად აგრძელებდი ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას და დღითიდღე თავიდან მეფიცებოდი სიყვარულს... იცი, მეც მჯეროდა... ყველაფრის მიუხედავად მჯეროდა, რომ გავიდოდით ნაპირზე და ცხოვრების ძლიერი ტალღები არ წაგვლეკავდა.. მჯეროდა და ყველანაირად ვცდილობდი „ჩვენ“ გადამერჩინა... ვცდილობდი... ვცდილობდი განუწყვეტლივ.. სანამ „ჩვენი“ სიმბოლო, გულთა შერწყმის სიმბოლო ბუნკერში არ მოვისროლე და წინ არ დავიწყე ყურება... ყველაფერი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო.. თუმცა მთლად ასეც არაა... ძირეული გრძნობები, თუნდაც გარდასულნი და სამყაროს მეორე კიდეში გადახვეწილნი, მარადიულ კვალს ტოვებენ; ჩვენ ხომ ის აღარ ვართ, რაც მაშინ, როცა პირველად დავინახე როგორ გაგიცისკროვნდა თაფლისფერი თვალები და როგორ შეგიკრთა სახე... ახლა კი უბრალოდ ერთადერთი და უკანასკნელი გთხოვნა მაქვს.... რადგან უკვალოდ არარა ქრება, რადგან ნაკვალევს ტოვებს ყოველი, გთხოვ, მაპატიო გაცნობის დღება და შემისრულო ერთი სურვილი, რომ დამივიწყო სამარადჟამოდ და გააგრძელო წუთისოფელი. ბოლოს „ენთერს“ ვაჭერ ხელს მახოს ჩათში და ლეპტოპს ვრთავ. მეორე დღეს კი უაზროდ ვიწამლები, უფრო სწორედ, ასეთ დიაგნოზს ვუსვამ საკუთარ თავს. სასტუმროდან ვერ გავდივარ, სულ მეშინია, რომ პირღებინება გარეთაც გამახსენებს თავს. თავს სუსტად ვგრძნობ, თითქოს ძველი ძალები საქართველოში დავტოვე, თითქოს გაქრა ენერგული ლილი, ენერგიული ახალგაზრდა გოგონა... არის წუთები, როცა თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ, ლიკასაც არ სცალია ჩემთვის ხშირად, მუშაობს და თავისუფალ დროს ხშირად თავის ამერიკელ ბოიფრენდთან ერთად ატარებს. ყველას საკუთარი ტვირთი აქვსო, როგორც იტყვიან, სრული სიმართლეა. დღეები უაზროდ მეწელება. ჩასვლიდან მეექვსე დღეს გაუსაძლისი ხდება ეს უენერგიო მდგომარეობა, უცნაური შეგრძნებებიც ემატება, უცნაური მოლოდინები და ეჭვები. აფთიაქში ჩავდივარ და ტესტს ვყიდულობ. პასუხს ვუყურებ. -ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის - ვყვირი, ისე ვყვირი, ლამის ხმა ჩამწყდეს. პ. ს ისტორიის ახალი თავის წერისას ამეკვიატა ანა ახმატოვას "Хочу" , რატომღაც მომინდა მეთარგმნა ინგლისურად. ჰოდა ასე გავერთე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 სტროფით.უცხო ენიდან მეორე უცხო ენაზე თაარგმანის ჩემი პირველი მცდელობაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.