შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა-მარია (3)


27-09-2019, 17:40
ავტორი ნინევია
ნანახია 1 119

ღია ჯინსის შარვალი, ფეხზე ლამაზი თეთრი სპორტული კეტები, ღია ფერის საროჩკა გადაიცვა, ჩანთა გადაიკიდა და ისე გაემართა პარასკევს სამსახურში ანა-მარია. სამი დღე გასულიყო გაგას ბაქოში გაფრენიდან, იმ საღამოს შემდეგ არ შეხმიანებია ანას, თუმცა რა საკვირველია ანა-მარია სულაც არ დარდობდა ამაზე, უამრავი საქმე ჰქონდა. დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო, უკრაინელებთან მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მას უნდოდა. თავის კაბინეტში იჯდა, ყურებში ყურსასმენები ეკეთა და ფეხები მაგიდაზე შემოელაგებინა, თან ყავას მიირთმევდა. უცებ მინებიანი ოთახიდან ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მომავალი გაგა დაინახა და მარიამი, რომელიც გაგას მოსდევდა და ოდნავ გაეღიმა ამ სურათზე. როდესაც გაგა ოთახში შემოვიდა, მარიამს ხელით ანიშნა ყველაფერი კარგად არისო, ფეხები მაგიდიდან არ ჩამოუწყვია, არც ყურსასმენები მოუხსნია და თვალი გაუსწორა გაგას.
- ანა-მარია, 1 საათია გირეკავ, შეგიძლია გამაგებინო, რატომ არ მპასუხობ? - ანა-მარიას სიმშვიდით გაღიზიანებულმა გაგამ ვერ მოითმინა და ფეხებიდან მის სახემდე კარგად შეათვალიერა ქალი.
- გაგა რამე მითხარი? - ყურებიდან გამოიძრო ყურსასმენები ანა-მარიამ.
- ხო, გირეკავ 1 საათია და არ მპასუხობ მეთქი - მიუგო ნაწყენი ტონით გაგამ
- უი, არ გამიგია - გადაბრუნებული ტელეფონი ამოატრიალა და ინტერესით ჩააცქერდა ეკრანს. - ყავას დალევ? - მიმართა გაგას.
- არა, მადლობა, ანუკა - სავარძელზე დაჯდა გაგა და გააგრძელა: - ეხლა გავდივართ სალაპარაკოდ, შეგიძლია წამომყვე? - პირდაპირ მიაყარა გაგამ.
- კი, შემიძლია - მშვიდად უპასუხა ანა-მარიამ.
გაგა საერთოდ არ ელოდა ამ პასუხს და სიხარულისგან გაეღიმა: - მშვენიერია! წავედით - გახარებული ტონით შესძახა და დააკვირდა, როგორ დინჯად ლაგდებოდა ანა-მარია.
- მარიამ, გავდივარ, ცოტა მოგვიანებით დავბრუნდები - დაუბარა ასისტენტს და გამოვიდნენ შენობიდან.
- აქეთ მარიამ, - თითით ანიშნა მანქანისკენ გაგამ.
სრული სიმშვიდე სუფევდა მანქანაში ხუთი წუთის განმავლობაში, უხერხულობა ისევ გაგამ დაარღვია და დაიწყო საუბარი:
- ძალიან უცნაური გოგო ხარ იცი ანუკა.. - უთხრა და პასუხს დაელოდა გაგა.
ანა-მარიამ წყნარად შეხედა და პატარა პაუზის შემდეგ უპასუხა: - რატომ?
- ამაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, კარგი? - თბილად მიუგო გაგამ.
- კარგი - უპასუხა ანა-მარიამ.
გაგა და ანა-მარია შევიდნენ ერთერთ ცნობილი სასტუმროს რესტორანში, სადაც მყურდო ადგილი აირჩიეს და მოთავსდნენ.
- ერთი მარტინი თუ შეიძლება, ბიანკო- მიმართა მიმტანს ანა-მარიამ,
- ჯინი ტონიკით - მიუგო გაგამ ოფიციანტს.
პაუზის შემდეგ მაგიდაზე ხელები დააწყო და ოდნავ გადაიხარა ანა-მარიასკენ.
- ანუკა, რა დრო გავიდა..
- კი, დიდი დრო გავიდა გაგა.. შენ როგორ მომაგენი? - ჩაეკითხა გაგას და თვალებში ჩააკვირდა.
- როგორ და, ვეძებდით კომპანიას რომელიც პრ მომსახურებას გაგვიწევდა, ბევრი ვარჩიეთ, ბევრს შევხვდით, მერე გავიგე შენი კომპანიის შესახებ, რომ გავიკითხე ვინ იყო დირექტორი და შენი სახელი და გვარი გავიგე, გადავამოწმე ჩემი ეჭვი, რომ შენ იქნებოდი და რომ დავრწმუნდი, შეგხვდი - ღიმილით მიუგო გაგამ და სასმელი მოსვა.
- გასაგებია - მიუგო ანა-მარიამ, მარტინი მოსვა და ტუჩები ერთმანეთს გაუსვა
- ძალიან მაინტერესებს შენი ცხოვრება, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ოდესმე დავმჯდარიყავით და გვესაუბრა, ყოველთვის ვიღაც იდგა შუაში და ვერასოდეს ვერ შევძელით ნორმალური ადამიანებივით საუბარი, არადა, ყოველთვის ისე მაინტერესებდი.. - გაბედულად და სინანულით წარმოთქვა გაგამ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული იყო იმაში, რასაც ამბობდა და ფრთხილად ახედა ანა-მარიას იმის მოლოდინით, რას მეტყვისო.
- გაგა ერთი წუთით, - ირონიულად წარმოთქვა ანა-მარიამ. - ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ მე და შენ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ამავდროულად მთელი ცხოვრება გვესმის საერთო მეგობრებისგან ერთმანეთის შესახებ, მერე მეორე, მემგონი 15 წელი გავიდა და ჩვენ არც ისეთი ახლობლები ვყოფილვართ ერთმანეთისთვის, რომ ასე უცებ, ძალიან ჩვეულებრივად დავსხდეთ კარგი ნაცნობებივით და ერთმანეთი მოვიკითხოთ, ხო, შენ მე არ მიცნობ, თან საერთოდ გაგა, ცოტა ვერ ვხვდები რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს - ანა-მარიამ ძალიან მშვიდად და ცივად გაუყარა თვალი თვალში გაგას და დაელოდა პასუხს.
- ანა, ვიცი, რომ ამდენი წლის მერე საერთოდ არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს და ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ მე მინდა ვცადო, ის, რაც ვერ ვცადე 15 წლის წინ.. - თავი ჩახარა გაგამ.
- გაგა, ცოტა სასაცილო ხარ.. - მიუგო ანა-მარიამ მშვიდად.
- ვიცი, რომ სასაცილო ვარ, მაგრამ, სრულ სიმართლეს გეუბნები. ამ ჩემი ძმაკაცების გადამკიდე, მაშინ, სკოლაში რომ გამაცნეს შენი თავი, ისე ვიქცეოდი თითქოს საერთოდ არ მქონდა შენდამი ინტერესი, არადა, ისე მომწონდი ანუკა, ყოველ დღე შენს გამოჩენას ველოდებოდი დერეფანში, სხვა გზა მე შენამდე მოსასვლელი არ მქონია, რატის რომ ვუთხარი მომწონსთქო, ასე მითხრა, არც გაბედო, რომ მიუახლოვდე საერთოდო და თავი მისგან შორს დაიჭირეო, თორემ დამკარგავო მეც და თემოსაცო, მაშინ, ხო იცი, პატარები ვიყავით, ვიფიქრე გოგოს გამო როგორ ჩამოვშორდე ბავშვობის მეგობრებსთქო და ვიყავი ჩემთვის ჩუმად - ნაღვლიანად წარმოთქვა გაგამ და ჭიქას ჩააცქერდა.
- აღსარებას მაბარებ გაგა? მე არ ვარ შენი მამაო - მშვიდად მიუგო ანა-მარიამ - და საერთოდ, ვერ ვხვდები ეხლა რატომ მეუბნები ამას, რა აზრი აქვს?
- ის აზრი, რომ იქნებ ვცადო კიდევ ერთხელ - მიუგო გაგამ.
- კიდევ ერთხელ? და პირველი მცდელობა როდის იყო? - ღიმილით, გამარჯვებული და გამომცდელი სახით დააკვირდა გაგას.
გაგამ ოდნავ დაიმორცხვა და წამით ახედა ანა-მარიას ძალიან დაკვირვებული მზერით, იცოდა, რომ ანა-მარია არ იყო მარტივი გოგო და ზუსტად ეს მოსწონდა მასში, ძალიან იზიდავდა ის იდუმალება, მრისხანება, სიცივე, სილამაზე, ეშხი, სექსუალობა, შინაგანი სიმშვიდე რასაც ანა-მარია ასხივებდა და ამით ვერავის ტოვებდა გულგრილს; ანა-მარიას საოცარი ქარიზმა და ეფექტი ჰქონდა ადამიანებზე, პირველივე ნახვით აჯადოვებდა ქალსაც და კაცსაც; იქნებოდა ეს საქმიანი შეხვედრა, თუ უბრალო საუბარი. ეს ყველაფერი გადასარევად იცოდა მან და ისიც იცოდა, რომ გაგა უკვე მისი იყო, უსმენდა მის სიტყვებს, ნაზად უღიმოდა და აზრებით უკვე 10 ნაბიჯით წინ იყო, პანტერა ნადირობას იწყებდა და მშვიდად იღიმოდა.
- ანუკა, შენ ისეთივე ლამაზი ხარ, როგორიც იყავი მთელი ბავშვობა, საერთოდ არ შეცვლილხარ და ძალიან მომწონხარ - მორცხვად გაბედა ეთქვა გაგას.
- გაგა, მოდი, გეყოფა, ჩემი წასვლის დროა - სასმელი გადაკრა, ტუჩის კუთხეები სალფეტკით შეიმშრალა ანა-მარიამ, შემდეგ გადაკეცა და ჭიქას მიუდო.
- ანა, ძალიან გთხოვ წასვლამდე მომისმინე: ვიცი, რომ ეს ყველაფერი ბავშვურ ახირებას გავს და წარსულში ქექვას, ლანდების ძიებას, მაგრამ მთელი გულით გეუბნები, რომ შენს წინაშე აბსოლიტურად გულწრფელი ვარ, ძალიან მინდა ვცადოთ ერთმანეთის გაცნობა, ისე მომწონხარ, რო ვერც გეკარები - აღელვებული ხმით თქვა გაგამ.
ანა-მარიამ თითით ანიშნა გაგას მოიწიეო, ოდნავ წინ გადაიხარა ტანით და ყურში ჩასჩურჩულა გაოგნებულ გაგას: - მე შენ მომწონდი და ეს იყო მეცხრე კლასში, გაგა, გადახარშე, უცებ წამოდგა მხარზე ხელი დაადო წამოწეულ მამაკაცს და ანიშნა არ გამომყვეო, გაუღიმა და დატოვა რესტორანი.
გაგამ მაშინ, სკოლის პერიოდში იცოდა, რომ ანა-მარიას მოსწონდა, ზიზოს შანსი არ გაუშვია ხელიდან, მისთვის ეთქვა ეს ფაქტი და მრავალი სისულელე, მაინც რა უაზროდ ერეოდა ხოლმე ეს გოგო სხვის საქმეებში, ფიქრობდა გაგა. რატისთან და თემოსთან ძალიან სერიოზული კამათი მოუვიდა ანა-მარიასთან დაკავშირებით, ისინი დასავით უყურებდნენ ანა-მარიას და შეურაცხყოფად მიიღეს მისი გრძნობები, ამიტომ გაჩუმდა, აღარ უმოქმედია და შორიან აკვირდებოდა ანა-მარიას, ყოველთვის იგებდა მის ამბებს ბევრი საერთო მეგობრის მეშვეობით და მუდმივად ეფიქრებოდა მასზე. მერე, ცხოვრება, ოჯახი, ბავშვი, ოჯახის დანგრევა და ა.შ. მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, რომ შეეძლო ეცადა ანა-მარიასთან, გამოუსწორებელი ოპტიმიზმით იყო განმსჭვალული ამ ფიქრის მიმართ და აი ისიც, დადგა მომენტი, მაგრამ ანა-მარია კვლავ ხელიდან დაუსხლტა. უყურებდა მის წინ მჯდარს სრულიად მოჯადოვებული, იმხელა ენერგიას გრძნობდა ქალისგან, რომ მიხვდა, შეეძლო მისთვის მთელი დღე ეყურებინა. კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გააოცა ანა-მარიამ, პირდაღებული დატოვა გაგა, მაგრამ გაგა საერთოდ არ გაღიზიანებულა, პირიქით, მიხვდა, რომ უფრო მეტი უნდა მოენდომებინა ამ უცნაური გოგოს მოსაპოვებლად და ფარ-ხმალი არ უნდა დაეყარა. თუმცა, მან საერთოდ არ იცოდა, რა ტრიალებდა ანა-მარიას გონებაში და გულში.
ანა-მარია, გარეთ რომ გამოვიდა, შვებით ამოისუნთქა, ფიქრობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, საერთოდ არ ჭირდებოდა ისეთი რამეები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდნენ, ან მასზე უარყოფითად მოქმედებდნენ. გაგა ახლა მისთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან საერთოდ არ ელოდა ასე თუ შემობრუნდებოდა ერთი უმნიშვნელო ფაქტი მისი სკოლის ცხოვრებიდან, მაგრამ ის ახარებდა, რომ ამ სიტუაციაში, ის ყველა ვარიანტში გამარჯვებული იყო, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც პატარა იყო და ძალიან გაუკვირდა და ოდნავ ეწყინა ის ფაქტი, რომ გაგამ სათანადო გრძნობა არ დაუბრუნა, სულ ახსოვდა, ახლა კი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაგასთვის სამაგიერო გადაეხადა. ანა-მარიაში ორი ადამიანი ცხოვრობდა, ერთი კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, მეორე კი, შესანიშნავი მეხსიერების მქონე, ცივი, ანგარებიანი მონადირე, რომელიც საპასუხო დარტყმას აუცილებლად ახორციელებდა მსხვერპლზე და ეს აღაგზნებდა. ანა-მარიამ უკვე იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სასტუმროდან, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სასტუმროს წინ გამოძახებულ ტაქსს დაელოდა. ლოდინის დრო 5 წუთი - დაეწერა ეკრანზე. - აუ, კარგი, რაა! - ბრაზიანი ტონით მიმართა ანა-მარიამ ტელეფონს, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ამოიღო ერთი ღერი და მშვიდად დაიწყო მოწევა. ფიქრებში გართული, ვერ მიხვდა, რომ უკან ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა და მშვიდად მიმართა: - მოწევა დაიწყე? ანა-მარია გატრიალდა სახით, რომელზეც ეწერა, აი ესღა მაკლდაო და შერჩა გაგა. - აჰა - მოუჭრა მოკლედ და გააგრძელა მოწევა.
გაგამ სიგარეტი სანაგვეში ჩააქვესკნელა ისე აქრობდა, თან ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ ის და ანა-მარია, უხმოდ განგმირეს ერთმანეთი მზერით, უცებ ხელი ჩაავლო ანა-მარიას: - წავედით!
- მოიცა ერთი წუთით, ხელი გამოგლიჯა ანა-მარიამ, - შენ ხო არ გაუბერე? მოდიხარ აქ, რაღაცა სისულელეებს მეუბნები და რა გგონია, რო ეხლა ფილმებში როგორც ხდება, ხელს თუ ჩამკიდებ, დავდნები და დავსველდები, თუ აი რა მომივა შენი აზრით? ჯერ ერთი, საერთოდ ვინ ხარ? ერთმანეთის რა ვართ? ხო არ გაკლია შენ?რა ვერ გადახარშე? მთელი ცხოვრება გავიდა იმის მერე გაგა! ვაიმეე, ეს ხალხი სულ გამოშტერდა! ხელი აუქნია განრისხებულმა ანა-მარიამ გაგას და დაინახა, რომ მისი ტაქსიც მოვიდა, კარი გამოაღო და მოხურვას აპირებდა, მაგრამ გაგა ისე სწრაფად ჩაჯდა მასთან ერთად, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.
- გაგა, მანიაკი ხარ? - სერიოზული სახით შეეკითხა ანა-მარია.
- კი, ანუკა, გაგიჟებული ვარ ვერ მხედავ რეებს ვაკეთებ? - გულწრფელად მიუგო მამაკაცმა.
- და მე რა შუაში ვარ? შემეშვი - მუქარის ტონით მიმართა ანა-მარიამ.
- აი, აქ გაგვიჩერეთ - მიმართა გაგამ ტაქსისტს, - დიდი მადლობა, გადაიხადა და გადმოვიდნენ მანქანიდან ისე, რომ ანუკასთვის ხელი არ გაუშვია.
ტაქსი თანამედროვე შენობის წინ გაჩერდა, რომელსაც ულამაზესი შესასვლელი კარი ჰქონდა.
- ჩემთან ავდივართ - მშვიდად მიუგო გაგამ და დააკვირდა ანა-მარიას რეაქციას.
- კარგი, ხელი გამიშვი - სერიოზულად უპასუხა ანა-მარიამ.
შენობაში შევიდნენ და ლიფტისკენ გაემართნენ. - რომელი სართულია? - იკითხა ანა-მარიამ,
- მეშვიდე - მიუგო გაგამ.
ლიფტში ერთმანეთისთვის თვალი არ მოუშორებიათ, ხმა არ ამოუღიათ, ავიდნენ მეშვიდე სართულზე და შევიდნენ გაგას ძალიან თანამედროვე და მინიმალისტურ სახლში. ანა-მარიას ძალიან კარგი თვალი ჰქონდა და აფასებდა სხვებში გემოვნებას, არც დაუმალია: - ძალიან ლამაზი სახლია - კომპლიმენტი უთხრა გაგას. - მადლობა, ვეცადეთ.
ანა-მარია ლამაზ ტყავის დივანზე მოთავსდა და ჯერ კიდევ სახლის თვალიერებით იყო გართული, როცა კიბეებიდან ჩამომავალი ბავშვის ხმა მოესმა: - მამა, მოხვედი?
ხელებგაშლილი გაგა კიბეების ბოლოში ელოდებოდა წითურ, ძალიან საყვარელ ბიჭს: - ერეკლე, მამას სიცოცხლე, გამახარე! - და გულში ჩაიკრა ბავშვი. - ბაბუ მოვა ეხლა და გაყევი, ხო ხარ ჩემი ჭკვიანი ბიჭუნა? ხვალ მე მოგაკითხავ და კინოში მივდივართ, ხო იცი? - ხმაურიანად აკოცა ბიჭუნას გაგამ. - კიი, მა, - კისერზე შემოეხვია ბიჭი.
უცებ გაგას ტელეფონის ხმა გაისმა: - აი ბაბუც მოვიდა, მიდი ქურთუკი ჩაიცვი, ერე - მიმართა ბიჭს და ჩემს მეგობარს დაემშვიდობე, ბავშვმა ხელი აწია და დაუქნია ანა-მარიას: კარგაად!
- კარგად - ღიმილით მიმართა გაოცებულმა ანა-მარიამ.
გაგამ კარი მიხურა და ღიმილით დააკვირდა ანა-მარიას სახეს.
- ეს ჩემი შვილია, ერეკლე - მიმართა ანა-მარიას.
- მივხვდი, კარგი ტიპია - უპასუხა ანა-მარიამ. - ეხლა შენი ცოლი ჩამოვა აქედან? - კიბეებისკენ გაატრიალა სახე ანა-მარიამ.
გაგას გაეღიმა და უპასუხა: - არა, არა, ცოლს გაშორებული ვარ. ხელს არავინ შეგვიშლის.
- რაში? - მიუგო ანა-მარიამ
გაგამ გაუღიმა და გვერდით მიუჯდა, საკმაოდ ახლოს. უხმოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს, დიდხანს უყურებდნენ თვალებში. გაგამ ვერ მოითმინა და ტუჩებთან მიიტანა მისი ტუჩები და ხარბად მოქაჩა თავისკენ. ანა-მარიას ტუჩებიდან ისეთი ენერგეტიკა და ვნება გამოდიოდა, გაგამ გააცნობიერა, რომ შეეძლო საათობით ყოფილიყო ამ მდგომარეობაში, ხელი მისი წელიდან სახეზე გადაიტანა, კეფასთან შეუცურა და ნაზად გადააწვინა ანა-მარია დივანზე; ხელები გადააწევინა და გადაუჯვარედინა. ანა-მარია, საერთოდ არ ეწინააღმდეგებოდა მამაკაცს, კისერიც გადაუწია და ფეხებიც გაუშალა. უცებ ანა-მარიამ ფეხები ძლიერად შემოაწყო წელზე გაგას, ხელებზე მოუჭირა ხელები და გაგა ისე აღმოჩნდა მის ქვევით, რომ ვერც კი მიხვდა. ისე უყურებდა ანა-მარიას, როგორც ქალღმერთს, ანთებული და აღფრთოვანებული თვალებით, უნდოდა მისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ ანა-მარიამ ტუჩებთან მიუტანა თითი და თავი გააქნია. გაგა, სრულიად ანა-მარიას მორჩილების ქვეშ იყო, არანაირი ძალა და არც სურვილი არ ჰქონდა, რომ შეწინააღმდეგებოდა მას. ანა-მარიამ მის მფლობელობაში მოიქცია გაგა, თითონვე გაიხადა საროჩკა და ბოლომდე გადაწვა გაგას ტანზე, თითქოს ეხუტებაო, ისე აეკრო გაგას ტანს რომ აღგზნებულმა მამაკაცმა კინაღამ გონება დაკარგა. ცალი ხელით აუყვა გაგას სიამოვნებისგან პარალიზებულ სხეულს და მის სასქესო ორგანოსთან მიიტანა ხელი, ყურის ბიბილოზე ნაზად უკბინა და ჩასჩურჩულა: - დღეიდან, მინდა, რომ მხოლოდ ამ მდგომარეობაში გხედავდე, ყოველ დღე მეცოდინება, რომ აბაზანაში შედიხარ და ჩემზე ანძრევ, როგორც ალბათ სკოლის პერიოდში შორიდან რომ მიყურებდი და ვერ ბედავდი მოსვლას - 2 წამის განმავლობაში დააკვირდა მსხვერპლს, სხარტად წამოდგა, საროჩკა გადაიცვა, ჩანთა აიღო და კარებისკენ გაემართა. სანამ გავიდოდა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დივანზე ძლივს-ძლივობით წამომდგარ, ხმა ჩავარდნილ გაგას, ეშმაკურად გაიღიმა და გაუჩინარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent