შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა'მეტი (სრულად)


28-09-2019, 02:14
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 610

სხეულს ვეღარ გრძნობს, სიცივისგან გაყინული ხელფეხი უნებურად კანკალებს, უნდა რომ შეწყდეს ეს საშინელი შეგრძნება მაგრამ არ მორჩილდება სხეული, ერთიანად ცახცახებს, არადა აგვისტოს ცა'მეტია და ღამის ტემპერატურა კი საკმაოდ მაღალი, მაგრამ მას მაინც სცივა, მაინც გაყინული აქვს მთელი სხეული, იქნებ იმიტომ რომ ხიდის მოაჯირზე დგას და მტკვარში გადახტომას აპირებს? ხო მაგიტომ, მაგიტომ კანკალებს! ეშინია!... მაგრამ თუ ეშინია სიკვდილის რატომღა ხტება? იქნებ აქ დარჩენის უფრო ეშინია? თუ აქ ყოფნა უფრო აშინებს მაშინ რატომღა ტირის? ნუთუ რამეს ნანობს? იქნებ არც ნანობს? მებრალება..მაგრამ თან არ მებრალება...უფროსწორად არვიცი უნდა შემებრალოს თუარა ასეთი ადამიანი?! რა ძნელია აქედან გაბსაჯო ის ვინც ზღვარზე დგას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის... ვფიქრობ ნეტა მე რას ვიზავდი მის ადგილას? მაგრამ არა არ შემიძლია ამაზე ფიქრი რადგან მე მისი ცხოვრება არ გამომივლია თავიდან ბოლომდე და ვერ ვიფიქრებ იმაზე თუ რას ვიზავდი მის ადგილას...
ისევ იქ დგას წყალს დაყურებს ალბათ ფიქრობს რა მოხდება როცა ჩახტება, ფიქრობს როგორ ჩაიძირება ფსკერისკენ, როგორ შეეშინდება სიცივის უჰაერობის და სიბნელის...ფიქრობს როგორ დაიტანჯება სანამ ყველაფერი დასრულდება... ტირილს უმატებს, ხმამაღლა და მოთქმით ტირის...მაგრამ გაუნძრევლად დგას, მისი ფიქრები ნატას მიწვდა რომელიც საწოლში დააწვინა მომღიმარმა, თბილი საბანი დააფარა და გვერდით მიუწვა თმაზე მოეფერა და ზღაპარი წაუკითხა, მალე ჩაეძინა და ჩუმად გამოიპარა ოთახიდან სასკოლო ჩანთა გადაუმოწმა...აქ ფიქრი შეწყდა ერთიანად აირია ყველაფერი თავში... სრული ქაოსი... ტირილი, სიცილი ყვირილი, ყველა ხმა ერთად ჩაკიოდა ყურებში... -საკმარისია!შეწყვიტეთ! იკივლა ბოლო ხმაზე და ყურებზე ხელი აიფარა... როცა გააცნობიერა რომ მარტო იყო ხელები დაუშვა და ისევ სიცივემ გააშეშა. ფიქრები, ფიქრები,დაუსრულებელი ფიქრი, ფიქრი რეზის მისწვდა ახლა რომელიც მისაღებში რაღაცეებს ჯღაბნიდა სახატავ რვეულში, დედას ახედა ღიმილით და ხელები გაუწოდა მანაც აიყვანა ხელში და ცხვირი მის კისერში ჩამალა, მისი სურნელი შეიგრძნო და გაეღიმა... ახლაც გაეღიმა და ცრემლები მოაწვა უმალ...მოაჯირზე დაჯდა რადგან აღარაფრის ძალა აღარ შერჩა... -მე ხომ დედა ვარ-იმეორებდა გულში და თან წყალს ჩასცქეროდა, თითქოს ცდილბდა მისთვის გამოეგლიჯა საკუთარი თავი... თითქოს თავად არ მოვიდა ა, თავისი ნებით, თითქოს მტკვარმა აიძულა აქ მოსვლა და დახრჩობა...ნუთუ დედაზ შეუძლია ასე მიატოვოს ორი უმწეო პატარა და თავი მოიკლას? ნუთუ აქვს უფლება ამ სატიკ სამყაროს შეატოვოს ეს ორი უცოდველი ბავშვი?...ახლა ვფიქრობ რომ მის ადგილას მე აქ არ ვიქნებოდი ჩემს შვილებთან დავრჩებოდი და ყველაფერს ავიტანდი, ახლა ვადანაშაულებ ამ ქალს, და ვთვლი რომ ის დედა არა! ეოგორ შეუძლია დედას ასე გაწიროს შვილები? ვინ და რა მიზეზი უნდა იყოს რომ დააობლო და გაიმეტო ასეთი სიმწარისთვის? ბავშვი დედის გარეშე ხომ იგივეა რაც ადამიანი სულის გარეშე?... ქალმა ხელებს დახედა რომელებიც ისევ ისე კანკალებდნენ გაწყვეტილი ფიქრი ისევ დაბრუნდა, რეზი დასვა უმალ სახეზე ღიმილ შეყინულმა და შეხტა როცა ირაკლიმ კარი მიაჯახუნა გინებით, რეზი დედას ამოეფარა და ატირდა როცა ირაკლი თმაში წვდა და აბაზანაში შეათრია...ქალმა ისევ ხელებს დახედა სილურჯეები და ჩაქცევები უფრო მეტად ემჩნეოდა...ოქროული წაგლიჯა ყელიდან და თითიდან, წინააღმდეგობის გამო კედელს შეახეთქა და ნატას კივილზე მისაღებში გავარდა, გოგონას დაარტყა და ძირს დაცემულს წიხლი ამოუქნია, ნატამ ვეღარ ამოსუნთქა და გონება დაკარგა გაგიჟებული ,შუბლგახეთქილი ქალი სამზარეულოში შევარდა და დანა აიღო მაგრამ ირაკლიმ აგლიჯა ხელიდან... სასწრაფო და საპატრულო პოლლიცია მეზობლები, წივილი კივილი, ჩხუბი მუქარა... მეორე დილით ირაკლი შინ დაბრუნდ, შვილებს აკოცა და ფული აჩუქა, მას ჩემოდანი აუკუწა დანით და წასვლის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა, მერე შპრიცი აიღო და რაღაც გაიჩხირა... შვიდი წელი ეს ჯოჯოხეთი და ახლა, ახლა? არც არაფერი. (იმას კიარ იტყვიან ქმარმა შეარყიაო მე დამდებენ ბრალს დაე ასე იყოს დამადანაშაულეთ, გამწირეთ, ნურავინ შემიბრალებთ, იცოდეთ რომ მე აღარ შემიძლია, ნატა და რეზი გამიგებენ და მაპატიებენ, ან იქნებ არც მაპატიონ, მაგრამ ვიცი რომ მე მე არ ვარ, და მე არ სემიძლია ვიყო დედა, მე არაფერი აღარ ვარ, ყველაფერი წამგლიჯეს, სულიც კი წამგლიჯეს, ოცნებებიც წამართვეს,შვილებეც წამგლიჯეს გიჟათ გამომაცხადეს, გამოვიქეცი, წამლებს არ ვსვავდი მინდოდა აქ მოვსულიყავი დამეწერა და ვინმეს გაგეგოთ...ჩემი სულის კივილი...მაგრამ მაინც ვერ გაიგებთ...ვერ მიხვდებით, რადგან არიცით რას ნიშნავს ტკივილამდე მონატრება შვილის, არიცით რას ნიშნავს იარები სხეულზე და სულში,არიცით როგორია ცხოვრება მძიმე და ღრმა ჭრილობებით, არიცით რას ნიშნავს იყო უსუსური იმდენად უსუსური რომ არ შეგეძლოს წახვიდრ გაიქცე ამ ჯოჯოხეთისგან მაგრამ არშეგიძლია რადგან წასასვლელი არსად გაქ მას კი ფული აქვს, ბევრი ფული, მამას ფული და ყველაგფერი დამთავრდა აქ, და აქ დასრულდა ჩემი წერილი და ისტორია! )... გადახტა! მე დიდხანს ვიყავი ჩუმად როცა ეს წერილი წავიკითხე, მანამ ისტორიას მიყვებოდნენ მე ის უსულგულო ქალად მივიჩნიე ახლა კი ვნანობ ტადგან წერილი მომაჩეჩა მისმა ნათესავმა...და მეც დავწერე, სულ ყველაფერი რაც მე ვიგრძენი, და ვერ ვწერ ახლა რას ვგრძნობ... რადგან მიჭირს გავიაზრო რომ ვიღაც სადღაც ასე ახლოს ასე იტანჯებოდა და მე და ყველას თვალი გვეხუჭა მის უბედურებაზე...ახლა? ახლა ის აღარაა, დარჩა ირაკლი და ფული, ფული რომელიც მაინც გაიმეტა მამამ მოთამაშე ნღკომანისთვის, რადგან თავადაც მასავით უსულგულოა, ახლა ველოდები იმ წამს როცა ცხოვრება აგებინებთ პასუხს თვითვეული მათმიერ გაწამებულის ცრემლებზე



№1  offline წევრი khatia khatia

მმართლაც რა მძიმე წასაკითხიი იყო sob სევრდიანი და პატარა ისტორია sob ნამდვილ ცხოვრებაზეა ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Მძიმე წასაკითხი იყომაგრამ მაინც რრეალური ელემენტებით გაჯერებული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent