თმენის ვალდებულება - III
უზარმაზარ ჯგუფთან ერთად ქვემოთ ჩავდივარ, ვერაფერს ვაცნობიერებ, ხელი მიკანკალებს და ტელეფონს უაზროდ დავშტერებივარ, გასასვლელში გზას არავინ მითმობს, ყველას უხეშად ვიშორებ და წინ ვასწრებ, შემთხვევის ადგილისკენ სწრაფად მივდივარ და პოლიციელი წინ ხელს მიდებს და მეც ძლიერად ვუჭერ. -ბატონო, არ შეიძლება -რა გინდა აქ, ხომ ვთქვი ამოვალთქო- მექაჩება ვიღაც უკნიდან და ისეთ მდგომარეობაში ვარ ლუკას ხმას მანამდე ვერ ვცნობ სანამ მის სახეს არ ვუყურებ. -რა მოხდა? -წამოდი -ბიჭო, ჭკუიდან გადავალ დროზე მითხარი- ვღრიალებ ბოლო ხმაზე -ჩათვალე შენთვის ასე არაფერი მითხოვია. -ანა გადმოვარდა?- მუხლები მეკეცება და ხელებში თავს ვრგავ -წამოდი სიბნელე, მერე ტირილი, ყვავილების უზარმაზარი, მახინჯი თაიგულები, ცრემლი, ჩემსკენ მომართული ალესილი კბილები, ზიზღი, ცრემლი და თვალები, რომელიც მათვალიერებს. -რამ მიყვანა აქ, გოგო შეიწირა -სამარცვინო კაცი -სად არის დამანახე? ისევ ლუკა მიმათრევს და ყვირის -სანამ გამოძიება არ დასრულება ეგ არავინ იცის, რას ბოდავთ ხალხო -მოიყვანე აქ, მოვიდეს. -მოკლავენ ბიჭო წამოდი, რამ მოგიყვანა აქ? -ბეჭედი?- ვამბობ და ტუჩებს ვერ ვგრძნობ- მოვუტანე -ღმერთო ვიღაც მანქანის მინას ხელს ურტყამს და კივის, გაპობილი ტუჩებიდან ნეწყვი იწელება, ჩაწითლებული თვალები აქვს, ვუყურებ და ვერ ვხდები ვინ არის -გაეცალე მანაქნას შე...- ღრიალებს ლუკა- გადადი, გადაგივლი -გადმოათრიეთ ეგ ძაღლისშვილი ხმები გუგუნებს, გულისცემა მიხშირდება, მერე ისევ არაფერი მახსოვს -საბა- ისევ ლუკას ხმა -ხო. -არ გადახტა, ეგეთი საცოდავი და სუსტი არ ყოფილა, კამერებში ჩანს რომ პერსონალს ეკითხება გავიდე თუ არა აივანზეო და ისიც კარს უღებს და გარეთ გადის, მოაჯირი არ იყო და გადავარდა, თავს ნუ იდანაშაულებ, ჩემი გესმის, ყველაფერი რიგზეა და დამშვიდდი კედელთან აყუდებულ ლუკას ვხედავ, მერე ჩემ დაჭიმულ ხელებს რომელიც პიჯაკზე მაქვს ჩაჭიდებული, რაღაცას ვუყვირი, ლუკა არ მიყურებს -ასეთი სუსტი არ მოეწონებოდი, გესმისს? ისევ მოდის მერე, ისევ მისი ჩუმი ხმა -საბა, გესმის, რა ქცევაა, რა ჯანდაბა გჭირს, შენ გელაპარაკები. გვერდით მიჯდება -კამერებში ჩანს რომ რესტორნიდან გადის, შენზეა ნაწყენი, მის ოჯახს შენი ნახვა უნდა -ჩემი ბრალია. -ახლა ისე დაგარტყამ საბოლოოდ დაჩლუნგდები, დადებილდები, დამღალე უკვე, ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგი ჩემკენ. -შენ არ გიდოდა რომ ცოლად მომეყვანა. -მაგაზე არ გელაპარაკები. -რა გინდა? -წესი აუგეს, ყველაფერი რიგზეა, მომსახურე პერსონალიც ჰყავდათ დაკითხვაზე, შემთვევითობა იყო, ამას ბოლოჯერ გიმეორებ, ცოტახნით ვიფიქრე სოფელში გაგიშვებთქო -მოვიდნენ არ მეშინია. -ვერავინ იმდენს ვერ დაგიშავებს, რასაც ახლა საკუთარ თავს უკეთებ. სახეზე შეხებას ვგრძნობ, მტკივა, პირველად ვიგრძენი რაღაც, ძლიერად მიჭერს ლუკა ხელს და მაიძულებს შევხედო -დამღალე, ლამის ერთი კვირა გავიდა, დამდგარხარ აქ და მოთქვამ, ვერ აზროვნებ, ჩაგილაგე რაც გჭირდება, ახლა ადექი და გამომყევი. -არ მინდა, არაფერი არ მინდა, რატომ არ გესმის? -საწყალი კაცი ხარ, გეუბნები არ მოეწონებოდი ასეთითქო. -ჩემი ბრალია. -შენი ბრალი არ არის, სოფელში წახვალ, ყველაფერი მწვანეა, ძროხები ბღავიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ხალხი არ შეგაწუხებს, ცოტა ხანს გაეცალე აქაურობას და მერე საქმეს დაუბრუნდი, მეც მჭირდები ჩემი გესმის, ყველაფერს ჩემ თავზე ავიღებ. მანქანა სადღაც გზიდან უხვევს და უსწორმასწორო ბილიკზე მივდივართ, ჩემ გარშემო უზარმაზარი მთებია, ლუკა ხმას არ იღებს, სადღაც მივდივართ, სიჩუმეა, მანქანაც კი ჩუმია, აქ უარესი დამემართება, უარესად გავგიჟდები, ვერაფერს ვამჩნევ, ვხვდები რომ ჯდომისგან დავიღალე და მანქანიდან პირველი ის გადადის, მწანე ეზოს ვუყურებ, მეჩხერი ხის ღობეა, სადღაც ხის სახლი მოჩანს. -დღეს მეც დავრჩები, გადმოდი- მიღებს კარს გადავდივარ და გარემოს ვაკვიდრები, ჭრიჭინები გამაყრუებელ ხმებს გამოცემენ, ცხელა, უზარმაზარი მთები დამყურებს თავზე, ხის კარს აღებს და შინგნით შევდივართ -გამომართვი ეს საჭმელი, ძაან გაგიტკბა- მაჩეჩებს ჩანთებს ხელში- ნახე რა სილამაზეა თვალებს გამალებით ვახამხამებ და სიმშვიდის არსებობაში ვწრუმუნდები. -რა კარგი ვქენი რომ ეს სახლი გავაკეთე, სულ რომ არაფერი კარგი მოგონებები შემრჩა. არასდროს არ წამოსულხარ აქ ჩემთან ერთად, სულ სადღაც დარბოდი, ახლა შეგიძლა რამდენიც გინდა იმდენი დარჩე, ჭამო, სვა და იძინო. არავინ შეგაწუხებს და არავინ არაფერს გაგახსენებს, ჰამაკსაც გაგიშლი, თუ კარგად მოიქცევი, რამეს დაგალევინებ, შეიძლება ცეცხლიც დავანთოთ, რამე შევწვათ, დანარჩენს მერე დრო მოიტანს- მიკრავს თვალს პირველად მეღიმება -რას მოვესწარი, მადლობა ღმერთს. სახლში შევდივარ და მყუდროების პირდაპი მნიშვნელობას ვხვდები, ბიჭს კომფორტი უყვარს, მაგრამ ასეთი უბრალოების და სილამაზის შერწმყმას ნიჭი ჭირდება. -მოგეწონა?- მამჩნევს რომ მომწონს -კი. -იმის გაკეთებულია, არქიტექტორი რომ მყავდა, დიზაინზე ამ სახლში ივარჯიშა და მერე დიზაინში გადავიდა, წარმატებულია, ერთი პროექტი ამერიკაშიც გააკეთა, მთელი კატალოგი დაუბეჭდეს ჟურნალში, ხო და სანამ დიდ თანხაზე მიდგებოდა საქმე, სიამოვნებით გადავუხადე. -ხო. -ამდენს ნუ მელაპარაკები, ჩამაგდებინე მეც სიტყვა, გესმის?- თითს მიტკაცუნებს სახესთან -მესმის და ვხედავ. -ახლა ეს ჩანთები ამოალაგე და მიხვდები სადაც რა უნდა შედო, ცოტა აზრზე მოსხვალ, მართლა გაგიტკბა შენ ჩემი პატივისცემა, მე შეშას ვნახავ თუ დამრჩა. -ამ სიცხეში შეშა რათ გინდა? -ღამე ცივა ხოლმე აქ- მიღიმის- აუ, ისე კარგი ხორცი შემხვდა, ისეთი მაშინ რომ ვიძახდით ასე ხორცში არ გავმართლებიათქო, ეგეთი მართლა არსად არ მიჭამია, მარილი ვიყიდეთ? -არ ვიცი. -ნახე მერე ჩანთების გახსნას ვიწყებ და ვიყებ, იმდენი რამე გვაქვს, მგონი აქ გადმოსახლებას მიპირებს, დაკეტილი სახლის სუნი იგრძნობა, ფანჯრების გაღებას იწყებს ლუკა და რაღაცას გამალებული ეძებს. -ოცხანური საფერე მაქვს წამოღებული და ვერ ვპოულობ, მეორე ჩანთაში ნახე რა- მეუბნება უდარდელად და მისი სიმშვიდე, მამშვიდებს , მაბრაზებს თუ რა ხდება ვერ ვიგებ, ჩანთას ვხსნი და ორი ბოთლი ამომაქვს -ჭიქებიც მაქვს აქ, მოკლედ ყველაფერია, საღამოს ხორცი შევწვათ და ეგ იქნება, ჩართე რაც გინდა და შეაყვწე პროდუქტები, ლამაზი სოფელია, ხანდახან მეც მიჩნდება ხოლმე აქ წამოსვლის სურვილი ოღონდ მარტო მინდა რომ დავრჩე რამდენიმე დღე მაინც. -სახსნელი გაქვს? ლუკა თვალებს აფართოვებს და ცბიერად იღიმის, მერე ფეხს წევს და ფეხსაცმელს იხდის -მომაწოდე. -რას აპირებ? -გიჩვენებ მაღალ კლასს ბოთლს ფეხსაცმელში დებს და კედელზე ძლიერად უტყუამს, საცობი ამოწევას იწყებს და მერე ხელით აცლის -ყოველთვის ყველაფერში შეიძლება იპოვო გამოსავალი, ოღონდ თუ გინდა, მაგრამ შენ არ გინდა. კარადაშია ჭიქები, გამოიღე. ჭიქებს ვირებ და ლალისფერი სითხე სასიამოვნოდ იღვრება -ჩათვალე რომანტიული საღამო გვაქვს. -შენ მგონი მართლა იშლები ჭკუიდან. -რას ვიზამთ?- მიღიმის და ღვინის დიდ ყლუპს სვამს- უფალს დიდება, დამავიწყდა ღმერთო მაპატიე მეცინება და ფანჯრიდან ვიყურები -ცხოვრობენ ამ სოფელში თუ მხოლოდ შენნაირებს აქვს სახლები? -არა, მგონი მარტო მე ვარ არააქაური -სად იპოვე ეს ადგილი? -სადღაც წავიკითხე რომ წარმოშობით აქედან ვარ. -მერე დაიჯერე? -მინდოდა დაჯერება, რატომაა ცუდი ადგილი, მართლა რომ მქონდეს სოფელი კარგი იქნებოდა, ხარები მეყოლებოდა, ყანას დავხნავდი, ქათმებს ვაჭმევდი, დავითრევდი ვინმე ერთ პატიოსან ქალს სოფლიდან და დამიცხობდა ყოველ დღე ხაჭაპურებს. -დიდი გეგმები გაქვს -სათქმელად მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ალაბათ გაგვიჭირდება აქ ცხოვრება. -ვინ იცის, მე რატომ გადამმალე დამნაშავესავით აქ? -მიხვდები მერე, მოდი ამ ჭიქით ჩემნაირ კარგ მეგობრებს გაუმარჯოს- ამბობს სიცილით და სვამს ღვინო პირთან მიმაქვს და თვალებს აფართოვებს -არაფერი გაქვს სათქმელი? -რა? -არ მლოცავ და მადიდებ? -ჯერ ადრეა, ვნახოთ თუ მომეწონება მერე ვიფიქრებ. -ხვალ მივდივარ, დღეს დალევა მოსულია, ასე რომ იხარე ჩემო ლუკა. იმრავლოს შენნაირებმა. -აბა, აბა, თვითშეფასებაზე იმუშავე. -წიგნები მაქვს აქ. -მართლა? -კი, წიგნებიც, პრეზერვატივები საწოლთან უჯრაშია, არამგონია ვინმე დაგეტაკოს, მაქსიმუმ ძროხა ააგდო.- ხარხარებს თავისივე ნათქვამზე -შენც არ გაწყენდა აქ დარჩენა. -საქმეს ვინ მიხედავს? -გავუმკლავდები? -ასეთებს გამკლავებიხარ მარტო? -აა, სამაგიეროს მიხდი, გგონია რომ ვალში ხარ. -არა, ჩემი ძმა ხარ და მაგიტომ, არ მინდა ქალიშვილობა დაკარგული ტანჯული გოგოს იერი გქონდეს და ამას ვუყურო. -გასაგებია -იცი რა მდინარეა აქ? ხო, თევზებიცაა, მაგრამ ფრთხილად იყავი, არავინ არაფერი გითხრას -შენ გგონია აქ თევზაობას ვაპირებ? რომ დაღამდა, ეზოში ცეცხლი დავანთეთ და გრილის ბადე გამოათრია, ოღონდ საიდან არ ვიცი, ხორცი რომ აშისხინდა ეზოს გაწვრილებული თვალები მოავლო და თქვა -ეზოს მიმიხედე, მოაწესრიგე აქაურება. -აუცილებლად -ტელევიზორიც მაქვს, რამე სერიალს ჩაუჯექი -აუცილებლად -შესაკეთებელი თუ რამე იქნება იმასაც მიხედე -კარგი -ჭურჭელი დასარეცხი არ დატოვო, დატკბი ცხოვრებით და გახოვდეს უნიტაზი ამ სოფელში მხოლოდ შენ გაქვს, ინტერნეტი არა, მაგრამ დამირეკე და ჩაგირიცხავ ხოლმე- ისევ იცინის. -რა მარტივია -ყველაფერი მარტივია, გააჩნია რას როგორ შეხედავ, მაგრამ ახლა ცას თუ შეხედავ ვარსკვლავებსაც დაინახავ, ასეთ ცას ვერასოდეს ნახავ. -აგიჟებ ხოლმე ხომ გოგონებს? -შენზე უკეთ. -ჩემებს რაც მოდის კი იცი. -თავიდან იწყებ? -არა, მოვრჩი, გაგიმარჯოს. -იხარე საბა. ღვინოს ვსვამ და ვხვდები რომ მეკიდებება, ხორცი იწვება და თეფშს მიწვდის, შენით აიღე დამოუკიდებლობას უნდა მიეჩიოო, ემოციებისგან დაღლილს, სუფთა ჰაერზე ძილი მალევე მეკიდება, მზესთან ერთად ლუკა მაღვიძებს -ძვირფასო -რა გინდა ბიჭო? -საოცარი იყავი გუშინ, მივდივარ. -ასე მალე? -ხო, ერთი ღამის ამბავი იყო -არ დამტოვო -საქმე მაქვს, იძინე ტკბილო. -მგონი ისევ მთვრალი ხარ და საჭესთან არ დაჯდე -ჩემი მზრუნველი ხარ, კარგად დაისვენე. -მადლობა- მივაძახე -არაფერს საყვარელო -ნუ მელაპარაკები ასე -ძილში არ გაატარო დრო, ფეხით ისეირნე ბევრი -ფსიქოლოგობა მოგიხდებოდა -მე?- იოცებს -ხო, კიდევ ბევრი ნიჭი მაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, შენი პატრნიორობა მომესაჯა. -მადლობა- ვჩურჩულებ -რა სალაპარაკოა, ღვინო ყველა ერთ დღეში არ დალიო, მხოლოდ მთებშია თავსუფლება -თორმეტი წლის ლიკუნა ფეისბუქიდან -ნუ მაფერხებ, წავედი, ამოვალ ხოლმე. -მიდი ძილს ვაგრძელებ, სიმშვიდეა, ფანჯრიდან სიო უბერავს და სხეულზე მეცემა, ვინაბები, ჭრიჭინებიც იღვიძებენ, მერე ვიღაც ყვირის -ჯუჩ, ჯუჩ, ჯუჩ მერე კიდევ ჯუჩ, ჯუჩ, ჯუჩ გრძელდება დიდხანს, ძალიან დიდხანს, ძალიან, თავს საწოლიდან ვყოფ, ფანჯრიდან ვიყურები მაგრამ ხეების გარდა ვერაფერს ვხედავ, ვინ ჯანდაბა ყვირის. -გამოდი ბიჭო აქეთ- მესმის ხმა ხეებს შორიდან ქალის სილუეტი ჩნდება, ძაღლს ელაპარაკება ვიღაც შეშლილი -მურთაზ, წინ იარე დაანებე ნატას თავი ერთი ადამიანი, უამრავი ცხოველი და ფრინველი, ვის ელაპარაკება, მაგრამ როგორც ცნობილია ერთი გიჟი ყველა სოფელს ჰყავსო, საწოლს ვუბრუნდები -მურთაზი მეთქი- კივის გოგო- არ ურქინო, გამოდი აქეთ. მოგტყდება რქა და მაგისგან ყანწს გავაკეთებ, შენ წინ დავლევ მერე ღვინოს, არ მინდა დაგარტყა ნუ მაიძულებ, ჩემი გესმის ბიჭო?- ღრიალებს გოგო ისეთ ხმაზე რომ ლამის საგნებმა დაიწყეს მოძრაობა, რა ვერ გაშორდა ამ გზას, რა დავაშავე, რა კარგად დაიწყო დღე. -არ შეხვიდე მანდ- არ ჩუმდება- მურთაზითქო, გაგლახავ იცოდე. მურთაზი, ლაყუა მიდი გამოათრიე მურთაზი ჩემ ეზოშია, ვინ არის მურთაზი ან ლაყუა სად მოდის, ეზოში ხმაურია, იმ იდოტმა კარი არ დაკეტა -სირცხვილი ბიჭო, ლაყუა! ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაც მძიმედ დარბოდა, მერე იყო ძაღლის ყეფა -მურთაზი, გაგლახავ იცოდე. დასკვნა, მურთაზი ძროხაა, ლაყუა თეთრ ძაღლს ქვია, რომელსაც მურთაზი მშვიდობიანად გაჰყავს ეზოდან, სანახაობა იმდენად უცნაურია რომ გაშტერებული ვუყურებ, პატრონი არ ჩანს, ხეებს შორის მხოლოდ თეთრი კაბა ფრიალებს -წინ იარე, გოგო წამოდი- ისმის ისევ ხმა- ჩემი ძროხა ხარ შენ, ლაყუა, ლაყუათქო, დაანებე თავი- მერე ისევ კივილი- არ უკბინო ძაღლი და კატა. ისეთი ხმებია, მთელ სოფელს გამოაღვიძებდა, საათს დავეხე ბოლოს როდის მეძინა არ ვიცი, საწოლიდან ამაყად წამოვდექი, ხმაური შეწყდა, ჩაიარა, დამთავრდა, მაგრამ გონებაში ლაყუა ავიკვიატე, რას ნიშნავდა ვერ მივხვდი, მაგრამ გავიგე ძაღლი იყო. საცხოვრებლად ყველაფერი მქონდა, დილა ყავით დავიწყე, ფანჯრიდან უზარმაზარ მთებს გავხედე და ჰაერი ღრმად შევუშვი ფილტვებში, მესიამოვნა, მზე საისამოვნოდ ანათებდა, ეზოს თვალი მოვავლე, ლუკამ კარი ღია დატოვა და დავკეტე. კვერცხი მქონდა, არ ვიჩემებ რომ გემრიელ კერძებს ვამზადებ, მაგრამ არასოდეს მქონია ხორცის გარდა შეხება არაფერთან, არ დამჭირვებია, ამიტომ ჩემთვის ესეც ახალი გამოწვევა იყო, კვერცხი შევწვა თუ ხორცი, კვერცხი მარტივია, ტაფა გავახურე და პირდაპირ ზედ დავახალე კვერცხები, ცოტა დაისვარა, მაგრამ გავწმინდე, თუმცა კვერცხი ტაფაზე მიეკრო და საჭმელად უვარგისი გახდა, გუგლიც ვერ დამეხმარა, ყველგან სხვადასხვა ვარიაციები იყო, მივხვდი რომ ცხიმიც საჭირო ყოფილა ამიტომ ცდა მეორე წარმატებით დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადავეყუდე და გემრიელად შევექეცი, არასოდეს მიჭამია ასე გემრიელად, ჩაიც მქონდა, არაფერს დავიკლებ, ხო და ჩაისაც გეახელით, მერე პოლო და კედები ჩავიცვი და გზას გავუყევი, სოფელი ზედმეტად ჩუმი იყო, მაგრამ ერთმა იმდენი იხმაურა, მთელ სოფელს ყოფნის ალბათ. პატარა სახლებს ჩავუარე, მამალი დედალს მისდევდა, ღორი ტალახში იწვა და ისე ოხრავდა, როგორც ლუკა, კატა თათებს ილოკავდა, ძაღლები მიყეფდნენ, გამარჯობის სათქმელადაც კი არავინ შემხვედრია, დასახლებულ ადგილს რომ გავცდი, პატარა ბილიკს გაუყები, მთებში მოქცეულ, სოფელს ლუკას საამაყო მდინარე გამოჩნდა, წყალი ზედმეტად გამჭირვალე და კამკამა იყო, ლოდებზე ეხეთქებოდა, მაგრამ ხმას საერთოდ არ გამოცემდა, ესეც არ ხმაურობდა, მაგრამ იმე ერთმა იმდენი იხმაურა საკმარისი იყო, ბილიკი სადღაც მიდიოდა და არ მთავრდებოდა, შუა მთაზე მწვანე ფოთლებში რაღაც ელავდა, წინ წავედი და გავშეშდი, ტაძარი გამოჩნდა, ძველი, სიმწვანეში და სიმშვიდეში, გული ამიჩქარდა და ღმერთთან დალაპარაკების სურვილმა მომიცვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.