შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა შენ... II


28-09-2019, 22:55
ავტორი liilu
ნანახია 7 888

-ღმერთო... რა სირცხვილია - ღრმად ჩაისუნთქა - რა გაყვირებს გოგო?!
-ხმა არ ამოიღოთ და მე თქვენი „გოგო“ - გააჯავრა - არ ვარ. თავხედი - თავი დაიმშვიდა და კომფორტულად მოკალათდა.
-ეს გოგო ნამდვილი შარია. - ბუზღუნებდა და თან ევას უყურებდა გაბრაზებული სახით. - უკაცრავად?! - დაუძახა მათთან ახლოს მდგარ სტუარდესას, საწყალი ალბათ აპირებდა მათ შორის კომფლიქტზე შენიშვნა მიეცა, ბოლოს კი გაჩერება ამჯობინა.
-დიახ, გისმენთ.
-ძალიან გთხოვთ იქნებ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, სადმე ხომ არ არის თავისუფალი ადგილი.
-არამგონია რამე შეცვლილიყო... მაგრამ მაინც გადავამოწმებ. - უცებ გამოასწორა ნათქვამი.
-იმედია მალე ჩავფრინდებით, ამ გოგოზე უკვე ალერგიამაქვს. - ისევ ჩუმად ბურდღუნებდა.
-უკაცრავად ბატონო...
-დავით.
-დავით სამწუხაროდ არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის. ძალიან გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ. დახმარება თუ დაგჭირდებათ მე მომმართეთ. - მაქსიმალური თავშეკავებით საუბრობდა გოგონა. ალბათ მისთვის ახალი სამსახურია.
ევასა და დათოს შორის დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა, მანამ სანამ არ ჩაეძინათ. დადვანს დათოს მხარზე დაედო თავი და სასიამოვნოდ ეძინა, დათოს კი მისი თმების სურნელით გაბრუებულს უჩვეულოდ ჩასძინებოდა. ჩოჩქოლმა და ხალხის ბუზღუნმა გააღვიძა დათო და ღრმად მძინარე ევას დახედა. უყურებდა და რაღაც იზიდავდა, მისი გაყონული გული ნამდვილად დაიწყებდა ლღობას, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და პირიქით გაბრაზდა კიდეც. უხეშად გააღვიძა გოგო და წამოდგა.
-იმედი მაქვს ერთად აღარასდროს ვიმგზავრებთ. - საზიზღარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე დათოს.
-ამისთვის ვილოცებ. - არ დააყოვნა ცოტა ნაწყენმა დადვანმა.

ხალხმრავალ ქუჩებში მიიკვლევდა გზას და თან თავის სიას დაყურებდა. - აბაა ქალბატონო ევა... - კმაყოფილი გაჰყურებდა ირგვლივ ქუჩებს, მაღაზიებს, სახლებს, შენობებს... ყველაფერს ერთდროულად და უცებ ისრუტავდა თითქოს 5 წუთში ისევ წასვლას აპირებს. ადამიანებს აკვირდება, თითქოს მათი შესწავლა უნდა. -თავისუფლების ქანდაკება. - წამოიყვირა უცებ, ერთი ორი ადამიანის მზერაც დაიმსახურა, დარცხვენილმა გაუღიმა მათ და ინგლისურად მიესალმა. საქართველოში მოგზაურობას არ გავდა ამიტომ ცოტა ეუცნაურა, რაცარუნდა თბილად მიიღონ მაინც უცხოდ გრძნობს თავს, მაინც სტუმარია აქ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ტაქსი გააჩერა და თხოვა თავისუფლების ქანდაკებასთან მიეყვანა. - გზაში როგორც ხდება ხოლმე ცოტა ისაუბრეს. - ესეც ასე დანიშნულების ადგილას მოვედით. -ჩაილაპარაკა ქართულად და გადმოვიდა, მადლობა გადაუხადა და თავის სიას მიუბრუნდა. კმაყოფილმა ერთი პუნქტი სასიამოვნო ღიმილით გადაშალა. -რიო ვფიქრობ მომწონხარ, თავი უნდა შემაყვარო? - ნიავი სახეზე ელამუნებოდა და ღიმილს გვრიდა, მის გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, და ცოტას ამაყობდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი ბედნიერებას გვრიდა. რასაც ელოდა და ფიქრობდა ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი. იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ისევ დაკვირვება დაიწყო. ყველაფერს, ყველა დეტალს გონებაში იბეჭდავდა. შეამჩნია რომ ხალხი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ცდილობდა ღიმილი შეენარჩუნებინა. ვერ ხვდებოდა მართლა ასეთები იყვნენ თუ უბრალოდ მას სურდა ასე.

-დათო გამარჯობა როგორ ხარ? - დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა, გულში ჩაიკრა დათო.
-მგზავრობამ ცოტა დამღალა, დანარჩენს არაუშავს.
-რამდენი დრო გავიდა ხედავ? ისე მენატრება ჩემი ქვეყანა, ზოგჯერ ვფიქრობ ყველაფერი დავტოვო და წამოვიდე, მაგრამ...
-კარგი რა გიო იქ რა გინდა, რა უნდა დატოვო სამსახური სახლი და წარმატება?
-ეჰ ჩემო დათო როგორი სხვანაირი ხარ. ნუთუ არ გაგიარა?
-ეს დოკუმენტები მალე რომ მოვაგვაროთ, კარგი იქნება, ცოტას დავისვენებ.
-არ არსებობს შენ დაისვენებ? რაღაც საქმეს მაინც გამონახავ რა აზრი აქვს?
-არა ამჯერად მჭირდება ენერგიის განახლება.
-შენ დასვენება ახსენე და ამ საბუთებზე მუშაობას ამ წამსვე დავიწყებ.

-ევა სად ხარ ჩამოფრინდი? რამდენი ხანია გელოდები?! დაგერეკა მაინც. რა ხდება კარგად ხარ? რამე ხომ არ მოგივიდა? სად ხარ ამიღწერე, ან ვინმეს კითხე. ახლავე გამოვალ.
-ლიზ დამშვიდი ძალიან გთხოვ, რახანნ მელაპარაკები ესეიგი ჩამოვედი.
-გოგო 3 საათია დაბოდიალებ?
-დარეკვა სულ დამავიწყდა, მაპატიე.
-მოიცა მოვიდე შენთან?!
-არ არის საჭირო მითხარი მისამართი და მე თვითონ მოვალ.
-შენ როგორ მოხვალ დავიჯერო 3 საათში შეისწავლე მთელი ქალაქი?
-ოო მასე ნუ მელაპარაკები რა, ტაქსით მოვალ.
-აჰა გასაგებია, უკვე გაშალე ფრთები? ყველას ნუ ენდობი გოგო. ერთი ტაქსისტი თუ კარგია 3 შეშლილია.
-ვაიმე ლიზა თემურის მაგონებ. - ჩაიცინა.
-ნუ ცანცარებ და რასაც გეუბნები გაიგე.
-კარგი კარგი, მისამართი გამომიგზავნე, აბა გკოცნი, ჩემს მოსვლამდე დამშვიდდი.

-დათო სანამ საბუთებს მოვაგვარებთ ჩემთან დარჩები ხომ?
-არა, სსადმე ახლოს ვიქირავებ ბინას ან სახლს.
-კაი ახლა უხერხულში მაგდებ მართლა. დოკუმენტების მოგვარებამდე მაინც.
-ჰო კაი ეს საქმე გავაკეთოთ და მერე აღარ შეგაწუხებ.
-ატრაკებ ძმა.

ევამ ლიფტი გამოიძახა და დაელოდა, 14, 13, ... კარი გაიღო... ლიფტში შეაბიჯა გვერდით მისი ჩემოდანი დადგა. კარი იხურებოდა რომ ვიღაცის სახეს მოკრა თვალი. - ჯანდაბა, არ არსებობს... მითვალთვალებს? - ანერვიულდა დადვანი.



№1  offline წევრი liilu

ვაიმე ნეტა იცოდეთ რა დამემართა. წამეშალა და თავიდან მომიწია დაწერა. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამთ. შემდეგი ნაწილები დაიდება ყოველ პარასკევს შაბათს და კვირას 19:00 ზე.

 


№2  offline წევრი წერო:)

კარგიაა მაგრამ ერთ რაღაცას ვერ მივხვდი...რიო როგორ მომწონხარ თავი უნდა შემააყვაროო რომ ამბობს ქალაქზე ამბობს ხო?თუ ქალაქზე ამბობს იქ თავისუფლების ქანდაკება არაა იესო ქრისტეს ქანდაკებაა ხელები რომ აქვს გაშლილი და თავისუფლების ნიუ_იორკშია innocent blush
ნუ ისე მომეწონა ველოდებოდიი იმედია არ მიწყენ kissing_closed_eyes

 


№3  offline წევრი liilu

მარიამ კახიძე
კარგიაა მაგრამ ერთ რაღაცას ვერ მივხვდი...რიო როგორ მომწონხარ თავი უნდა შემააყვაროო რომ ამბობს ქალაქზე ამბობს ხო?თუ ქალაქზე ამბობს იქ თავისუფლების ქანდაკება არაა იესო ქრისტეს ქანდაკებაა ხელები რომ აქვს გაშლილი და თავისუფლების ნიუ_იორკშია innocent blush
ნუ ისე მომეწონა ველოდებოდიი იმედია არ მიწყენ kissing_closed_eyes

იმდენჯერ წამეშალა და ისეთ სიტუაციაში მომიწია დაწერა საერთოდ როგორ დავდე მიკვირს მართალი ხარ relieved რა უნდა მეწყინოს, პირიქით მადლობა რომ გაამახვილე ყურადღება. relaxed ახლა ცოტა გავბრაზდი საკუთარ თავზე. არ უნდა ვუშვებდე ასეთ შეცდომებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent