თმენის ვალდებულება - IV
როდესაც შენ ცხოვრებაში მოდის განსაცდელი, განსაცელი არის გზა უფლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიასთან კავშირი სულ მაქვს, ქალაქების ტაძრების სიმშვიდე მაინც განსხვავდება სოფლებში, მთებში მოქცეული ტაძრებისაგან. ღმერთი ყველგანაა, ადამიანები არიან განსხვავებულები და განსხვავდება ის ლოცვებიც რასაც ეს კედლები ისმენენ. ეზოში შესვლისთანავე ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ტაძარში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და თავს დამნაშავესავიტ ვგრძნობ, თავს ვხრი, ბუნებაც მშვიდია, ტაძარში შესვლისთანავე გუმბათზე გამოსახულ ფრესკებს ვუყურებ და ვმშვიდდები, საოცარი გრძნობა მიპყრობს, სვეტად შემოვარდნილი სინათლე ისე ეშვება სარკმლიდან რომ მაში გავლასაც კი ვფრთხილობ, სადღაც ერთი სანთელი ციმციმებს, სადაცაა ჩაიწვება, მიმოვიხედე, აქ სანთლებს არავინ ყიდის, ხატებს ვემთხვიე, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მიხვდი რომ აქ სულ სხვა სამყაროა, თითქოს ღმერთთან საუბარში არავინ შემეცილება, მუხლებზე ვეშვები, სულ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ქალაქში ყველა გიყურებს და ცდილობს შენში ტკივილი დაინახოს და ამით გამოიკვებოს, სულ სხვანაირად უელავთ თვალები, მარტო ვარ, მარტო ღმერთთან, თავს ვხრი და ტაძარში არსებული სიგრილეც გონებას მიხსნის და მამშვიდებს, ვლოცულობ, მერე კი ღმერთთან ვიწყებ საუარს, ვფიქრობ წარსულზე, წვედა ტუჩს ვიჭამ, ტირილი მინდა, მაგრამ თითქოს ღმერთისაც მრცხვენია, ერთ ცრემლს მეორე მოსდევს, მერე კიდევ და ვეღარ ვჩერდები, ტუჩებზე ხელს ვიჭერ და ვქვითინებ, თავი ასეთი სუსტი არასოდეს მინახავს, ან არ მახსოვს, რაღაც ძალა შვებას მგვრის, არავის დავუმშვიდებივარ ასე, ფეხზე ადგომა არ მინდა, ტაძრის დიდებულებით და უბრალოებით ვტკბები, ვფიქრობ რამდენი ლოცვა სმენია ამ კედლებს, რა ძალაა აქ, რატომ ხდება რომ უფლის სახლში შესვლისთანავე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უფრო ახლოს ვარ ღმერთთან, ღმერთი ხომ სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან იქნება. თვალებიდან ცრემლს ვიწმენდდ, იმდენ ხანს ვიყავი ამ დგომარეობაში რომ სინათლის სხივი მომიახლოვდა, შემეშინდა და ფეხზე ავდექი, უკან მოვიხედე და ტაძრის კართან სილუეტი დავინახე, საყვარელი დამჭნარი თეთრი ხელები შეერთებინა და თეთრი წვერიდან მამაო მიღიმოდა, თავი დამიკრა ეს ალბათ მოსალმება იყო, მეც მორცხვად დავდექი კუთხეში და შეძლებისაგვარად გავუღიმე. -არასოდეს მინახავს ამ ტაძარში ასე ვინმეს ელოცოს- საოცრად მშვიდი ხმით მითხრა და მომიახლოვდა -დამლოცეთ მამაო თავი დახარა და ტუჩები აამოძრავა, ხელი დამადო და თბილად გამიღიმა -სტუმარი ხარ აქ? -დიახ, მამაო. -ვისთან? -აქაური არაა, ლუკა ქვია, ახალი სახლი რომ არის იქ ვარ. -ლუკა, არ მინახავს, ალათ არ მოსულა აქ -ალბათ -უცნაური სოფელია, არც სტუმარს უნდა აქ მოსვლა, არც მცხოვრებს, არც სტუმრები ჰყავთ იცი, არც ღმერთთან სტუმრობა უნდათ და არც ღმერთის მასპინძლობა მათ გულებში, დიდი ხანია ამ კედლებს მხოლოდ ჩემი ლოცვა ესმის, კილომეტრებს დავდივარ რომ ვინმე მოვიდეს, ამ ძველისძველ ტაძარს ლოცვა ისევ ესმოდეს, მაგრამ არ უნდათ, ვერ გავიგე, რატომ არ უნდათ ღმერთი. ვერაფერი ვთქვი -ხშირად დადიხარ ტაძარში შვილო? -დიახ, მამაო -ეზიარები? -დიახ, მამაო -ბოლოს როდის ეზიარე? -ორი კვირის წინ. -მარხულობ? -დიახ. -უცნაურია ასეთი ახალგაზრდა ასე ახლოს ღმერთთან, ძირითადად მასთან შესახვედრად რომ ემზადებიან მერე იწყებენ ტაძარში სიარულს. დიდი ხნით ხარ აქ? -არ ვიცი, ალბათ ერთი თვე მაინც გავჩერდები ან მეტი. -ოო, უცნაურია, უცნაური სოფელი, უცნაურია მთი ყოფაც- თვალები საყვარლად უელავს- ვტოვებ ამ ადგილს, იცი, მივდივარ, იქ მივდივარ სადაც ხალსხ ვჭირდები, ჩემი მისია ვერ შევასრულე, ხალხი ღმერთთან ვერ მოვიყვანე, მაგრამ ისეთი შეუვალები არიან, ვერაფერს გავხდი. ერთი დადის მარტო, მარტო ერთი გჯერა. -მართლა უცნაურია, სახლთან ასე ახლოს ტაძარია და ვერ ახერხებენ. -უფალმა არ მოუვლინოს ისეთი განსაცდელი რომ აქ მოვიდნენ მხოლოდ განსაცდელის გამო, მე უნდა წავიდე, დღეს კიდევ კარგი მოხვედი, თორემ მეგონა ბოლო დღესაც არ მოვიდოდნენ -სად მიდიხართ, აქ არ ცხოვრობთ? -არა, ხმ გითხარი რომ კილომეტრებს დავდივართქო -გასაგებია -აქ გინდა რომ იარო? -დიახ, მოვალ ხოლმე თუ შეიძლება -ეს ჩემი სახლი არ არის ნებართვას რომ ითხოვ- სახეზე ხელს მისვამს და წვერზე მქაჩავს- რად მოგიზრდია წვერი, რამეს ხომ არ აპირებ -არა მამაო- მეღიმება -თუ შეძლო ხოლმე შვილო, სანთელი დაანთე ხოლმე, გაანიავე რომ ეს ფრესკები ცოტა ხანს მაინც ამშვენებდეს ვინმეს გულს მაინც, თუ შეძლო კანდელი აანთე ხოლმე, კარგი? -სტიქაროსანი ვიყავი სტუდენტობამდე -კარგი შვილი ყოფილხარ ხიბლში ვარდები და ვცდილობა ამ მდგომარეობიდან გამოვიდე -ის შესვლას თუ დააპირებ- მანიშნებს საკურთხევლისკენ- ანაფორა გადაიცვი, მთლად ასე ჯინსებითაც ნუ ახვალ -რატომ უნდა ავიდე? -ხომ უნდა დაანთო? -კურთხევას მაძლევთ? -დიახ, შვილო, გამოგადგება ეს ადგილი, დაგჭირდება, შენ ამას ხვდები, სხვები ვერა -სამწუხაროა რომ მიდიხართ -სხვებს დავაახლოვებ ღმერთთან, მოვა დრო და ესენიც მოვლენ, შეიძლება მეც დავბრუნდე, ტაძრის კარს ურდული გაუყარე ხოლმე, არ დაკეტო, ვინ იცის იქნებ ღამითაც მოუნდეს საუბარი ვინმეს ღმერთთან -დიდი პასუხისმგებლობაა -განსაცდელის გზა, ყოველთვის რთულია, მაგრამ უფალთან ერთად შვილო, უფრო მარტივი, ის გაგიძღვება და გზას გაგიკვალავს, ის გაჩვენებს რომ ამ გზას დასასრული აქვს. თავს ვუკრავ, მერე ტანში ჟრუანტელი მივლის, მიხვდა რაც მჭირს, უთქმელად მიხვდა, უთქმელად წავიდა, კარიდან, მერე თითქოს სინათლემ შთანთქაო და მეც გავედი, გავყევი, ისე ვუყურებდი თითქოს ვუთვალთვალებდი, ხეებს მოეფარებოდა თუ არა მაშინვე გავცდებოდი იმ ხეებს, ბოლოს ჩემ სახლთან გავჩერდი, უცნაური შეგრძნება იყო, უგემურად ვჭამე, ვერაფერზე ვკონცერტრიდი, მერე გაწვიმდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, ფანჯრებს ტოტები ეხეთქებოდა, მაგრამ ამაშიც იყო სიმშვიდე, საბანი სხეულზე შემოვიკარი და დავმშვიდდი, როგორც არასდროს, ადრე დავიძინე, ისევე როგორც ალბათ სოფელმაც, ადრე მოვიდა უცნაური სიზმრები, მაგრამ ამბობენ ფერადი არ არისო, თუმცა ჩემი ფერადი იყო, არ დამამახსოვრდა, წვიმის შემდეგ ისევ მზე ამოვიდა, ისევ გაანათა სოფელი, წიგნების თაროს გადავხედე, პატარა თარო ჰქონდა, ლუკას, წიგნების კითხვა უყვარს, მაგრამ უცნაური გემოვნება აქვს, ერთი გადმოვიღე, ბალერინას ფეხზე ჩაბღაუჭებული კაცის ხელი ოქროსფერი წარწერით "შემიტყუე საწოლში" გამეცინა, ცუდ არ იქნება, მაგრამ გასეირნების სურვილმა მომიცვა, მერე გამახსენდა რომ ტაძარში უნდა წავსულიყავი, თითქოს მოვალეობა მქონდა, კარს რომ მივუახლოვდი, დილის სიგრილეც დასრულდა, ისევ მოიღრუბლა, ყველას დავასწარი გაღვიძება, ტაძრის კართან გავშერდი, შევედი და ისევ ის გრძნობა დამეუფლა, სანთელის სინათლემ კედლები მსუბუქად გაანათა და საკუღთხეველს გავხედე, სტუდენტობის მერე აქ არ ვყოფილვარ, კედელზე დაკიდებულ ანაფორას გავხედე, შავი იყო, გამოკვირდა, მაგრამ გადავიცვი, საკურთხეველზე ავედი და თავი დავხარე, პირჯვარი გადავიწერე, ყველაფერი გავაკეთე რაც მამაომ მთხოვა, კარი გავაღე და ცოცხი დავინახე, ტაძრის დასუფთავება დავიწყე, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ წასვლა არ მინდოდა, ცოცხი რომ უკან დავაბრუნე, ტაძარში დავრჩი და ლოცვა დავიწყე, ვიღაც მოვიდა, მოვტრიალდი, ახლა ღრუბლების გამო მზე აღარ ანათებდა, მაგრამ თეთრი კაბა ყველაფერს ამბობდა, ვიღაც იდგა კართან, მიყურებდა შავი თვალებით და ცრემლი მაშინვე მოწიმინდა -მამა ანდრია წავიდა?- გაისმა წკრალა ხმა -დიახ. -ახლა თქვენ იქნებით აქ? -დროებით -არაფერი უთქვამს? -არა -როგორ მოგმართოთ? -საბა -მამა საბა, აღსარება უნდა ჩაგაბაროთ სასწრაფოდ -არა, მე- თვალები ავახამხამე და გოგო სინათლესავით თეთრი კაბით, რძისფერი კაბით და აცრემლებული თვალებით შემოვიდა, გავშეშდი -ვნანობ მამაო, გემუდარებით გეტყვით თორე გული გამისკდება -მე ვერ ჩავიბარებ აღსარებას -გემუდარებით- დაეშვა მუხლებზე და წვრლი მხრები აუთამაშდა- გთხოვთ -მე არ შემიძლია აღსარების ჩაბარება -მაშინ რამე მაინც მირჩიეთ, მამა ანდრიასთან ვერ წავალ შორსაა, არ გამიშვებენ -დაგეხმარებით რაც შემიძლია -ვიქურდე მამაო -ასე ნუ მეძახით -უნდა გითხრათ, მითხარით რა გავაკეთო, ხელოვნების სკოლაში შევიტანე განაცხადი, შიდა გამოცდებს უნდოდა დიდი თანხა, არ მქონდა, ყველი რომ გავყიდე მამაჩემს მოვპარე, საკუთარ მამას, მამაო -მე იცით- გავუწოდე ხელი და გოგო ჩემ ხელს დაეყრდნო თუ არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა- მომკლავს რომ გაიგოს მამაო, მომკლავს, მამა ანდრიას უჯერებდა მარტო, რომ გაიგოს გადაირევა, თუ რამე ეტვით თქვენ, რამე მითხარით მამაო, ასე ნუ დგახართ, რამე მირჩიეთ- გოგოს თითებს დავეხე და გული ამიჩქარდა -ხელოვნების სკოლაში გინდათ სწავლა?- ვუკითხე მშვიდად -დიახ, მამაო, მამა ანდრიამ მიმატოვა. -გასაგებია, როგორ გაიგებს რა აიღეთ ყველში? -რომ იკითხოს ფასი? -ვინ იყო თქვენთან კდევ ბაზარში? -ნათელა იყო მამაო? -ნათელას სთხოვეთ ყველის ფასი არ თქვას -ნათელა ცუდი ქალია, კი დამსჯით ახლა მამაო ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა ეს -მამათქვენს თქვენი სწავლა არ უნდა? -არა მამაო, არ ჩააბარო, მაინც გათხოვდები და სხვისთვის ფული რატო ვიხადოო, დედაჩემი საბერძნეთშია მამაო- ტირილი დაიწყო- ჩემ სახელზე გამოაგზავნა ფული, მაგრამ ვერ ავიღე, იმ კვირამდე არ იქნება გზავნილებიო, მაგრამ რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო -ნათელას დაელაპარაკეთ შვილო- ღმერთო მაპატიე რას ვამბობ -მოკლე თმა რატომ გაქვთ მამაო?- მკითხა და შავი თვალები გააფართოვა დავიბენი, გავშრი -მე, ზოგს ასე აქვს -თანამედროვე მამაო ხართ? ღმერთო, არ გამეცინოს -არა -აბა? -მე იცით -თუ კივილს გაიგონებთ მამაო, მამაჩემი მკლავს და მიშველეთ -რას ამბობთ? -ღმერთის ეშინია მატო, მაგრამ არ იცის ღმერთი რას ამბობს მამაო -გასაგებია -ხომ არ მოაკვლევინებთ ჩემ თავს? -არა შვილო- ღმერთო მაპატიე -გამოდის თქვენც დამეხმარებით ხოლმე -შევეცდები, პოლიციას რომ დაურეკოთ -მამაოების და ღმერთის ეშინიათქო, პოლიცია სანამ მოვა ხომ მომკლავს მანამდე -კარგი, დამშვიდდი -საიდან ხართ მამაო თქვენ? -მე, იქ ვცხოვრობ ახალი სახლი რომ არის -იქ მამაო, იქ სხვა ბიჭი დადიოდა -დიახ -ქალები მოყავდა ხომე მამაო, აკურთხეთ სახლი უკვე? -არა -ცუდი ბიჭი იყო, მამაო, ის ქალებიც ცუდები იყვნენ, ისე ეცვათ მამაო -როგორ? -უგემოვნოდ -ბატონო? -შემინდე მამაო- ხელს იღებს და სანამ გამოვართმევ მკოცნის- სულელი ვარ მამაო, მაგრამ სულ ამას ვიძახი ჩემი სისულელე დამღუპავსთქო -მაპატიებს ღმერთი? -რა თქმა უნდა -დიდზე ვიკივლებ მამაო, რომ გაიგონოთ -ეგრე ქენით- ცოტა შემეშინდა -წავალ ახლა -კარგი- ვუქნევ თავს გოგო პირჯვარს იწერს და გადის -წამოდი ლაყუა- ეძახის ძაღლს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.