შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 5. "წვიმად გაფანტული ტკივილი"


30-09-2019, 03:24
ავტორი Whisper
ნანახია 1 306

სადღაც...ორ სამყაროს შორის...ნისლივით შემოიპარა მარტოობა...
მე ვიდექი...ვიდექი და ვკანკალებდი. არა, არ მცივა...ვერ ვგრძნობ...არც მტკივა...მეშინია...
რისი მეშინია? რისი უნდა მეშინოდეს? არ ვიცი და მაინც დამფრთხალი, უსუსური მწერივით ვთრთივარ და ვკანკალებ. თითქოს ვკარგავ იმას, რისი დაკარგვაც არ მინდა და ხელს ვკრავ მათ, ვინც მინდა რომ არასდროს წაიქცეს...
არა...მტკივა...მარტოობა მტკივა...
და კვლავ...
წვიმს...საზარლად. საშინლად ელავს...ქუხს...ასე მგონია, ცამ ჩემი ყველა ტკივილი ერთად შეაგროვა და წვიმად გაფანტა...წვიმად დაიღვარა ყველა ის ცრემლი, რომელიც ვერ ვიტირე. ტკივილად გავიფანტე წვიმასთან ერთად მეც. თითქოს სული ამომეგლიჯა სხეულიდან. მხოლოდ ფიტული...წვიმისგან დასველებული...
და ახლა...
ვსუნთქავ...
ვდგავარ ქუჩაში...და ვსუნთქავ....
ვუყურებ, როგორ აწვიმს ქუჩას. როგორ ძლიერ ფართხალებენ ხეები...ნისლით შემოსილნი...ბნელში ჩაფლულნი...მხოლოდ ელვა ანათებს მათ სილუეტებს...
საზარელი სანახავია, მაგრამ...მშვიდად ვარ...
წვიმად ვიფანტები...
ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით თავისუფალი ვარ...თავისუფალი, მაგრამ...
მკვდარი.
-მკვდარი?-ისმის გოგონას ნაცნობი ხმა.
-მკვდარი...-ვიმეორებ ჩურჩულით.
ცაზე განათებული ელვა წამით ისევ ანათებს ჩემს მკვდარ სხეულს...მე კი...ვიღიმი...
ვიღიმი კმაყოფილებით სავსე და ბედნიერი.
-მირაჟია...-მეუბნება იგივე ხმა, თითქოს მუდარით...
-რეალობა? რეალობა სად არის?-ვეკითხები ხმას...თუმცა პასუხი არ ისმის...
თითქოს ამ წვიმას ველოდებოდი ამდენი ხანი.
თითქოს...ჩემი ტკივილებივით უფრო და უფრო იქუფრებოდა ცა...
თითქოს მე ვტირი...მე ვარ წვიმა და ვიფანტები...
მძიმედ ვეხეთქები ხეებს, მიწას, სახლებს, ფანჯრებს...
თითქოს ჩემთვის ჩაკეტილი ფანჯრების შემტვრევას ვცდილობ...
მე ვიფანტები...მაგრამ...
შევწყდები...
ალბათ მალე გამოიდარებს. ალბათ ისევ მზე იქნება...
თუმცა, დღეს მე ვიწვიმე. ჩემს წარმოსახვაში, ჩემი ყველა ტკივილი წვიმს, მე კი-ვიღიმი. ვიღიმი, როგორც შეშლილი...როგორც არაადამიანი. თითქოს ეს მე არ ვარ, მაგრამ არა, ვერ გავექცევი ჩემს თავს.
მე-შეშლილი.
მე-მკვდარი.
მე-წვიმა...
ტკივილიც ვარ. გულგამოგლეჯილი ნადირივით მხეცურად მიგდებული.
სისხლიანი...
ტალახიანი...
წვიმამ ჩამომრეცხა ყველაფერი...
პატარა ნაკადულივით წაიღო წითელ-შავი წყალი...
სითხე...
ჩემი შიგნეულობა.
შიგნიდან გამომრეცხა წვიმამ.
თითქოს...
ჩემში ელავს,
ჩემში ქუხს,
ჩემში წვიმს...
ვიცი...
წვიმის წვეთებიც საუბრობენ...თან, ძალიან ბევრს... ყველა უთქმელ სიტყვას ამბობენ...ყველა დამალულ ტკივილს გვაგრძნობინებენ...ალბათ ყველა მკვდარს მიწაზე აბრუნებენ...მერე კი, ისევ ორთქლდებიან. წასვლისას გაგვიღიმებენ და ისე გვტოვებენ...წასვლისას გავიღიმებთ და...
ისე გტოვებთ...
დატოვა...
ჩემმა სულმა ჩემი სხეული დატოვა და წვიმად წამოვიდა.
ასე თქვა წვეთმა ჩემი ყველა უთქმელი სიტყვა...
ასე მაგრძნობინა წვიმამ ჩემი ყველა დამალული ტკივილი.
მარტოობის ტკივილი...
ახლა...თავისუფალი ვარ...
თავისუფალი, თუმცა მკვდარი.
ჰო...გულგამოგლეჯილი ნადირივით მხეცურად მივეგდე მიწაზე.
სისხლიანი...
ტალახიანი...
წვიმამ ჩამორეცხა ყველაფერი.
და ისევ...
წვიმს...
საზარლად...
საშინლად...
ელავს...
ქუხს...
ასე მგონია, ცამ ჩემი ყველა ტკივილი ერთად შეაგროვა და წვიმად გაფანტა...
-არა!-შორიდან ექოსავით ისმის ქალის განწირული კივილი.
-არ წახვიდე...-ნაზი სიოსავით მომეკარა ახალგაზრდა გოგონას სევდიანი ხმა...
ნაცნობია...ძალიან ნაცნობი...
-...რია...-მოისმა შორიდან ბიჭის ნაცნობი, მღელვარე ხმა.
რია...რია...რია...ექოსავით გავრცელდა ქუჩაში...
არაადეკვატური ვარ. თითქოს ყველაფერი ამოტრიალდა, ადგილები შეეცვალა და აირია. მარტო ვარ...სად ვცხოვრობ...რისთვის...რა არის ჩემი მიზანი?...არაფერი მახსოვს და არ მჯერა...არ მჯერა საკუთარი თავის...
ან...როგორ უნდა მჯეროდეს...მე არ ვარ...მე აღარ ვარ...
წამი...
წვიმა...
წვეთი...
მარტო...
მარტო!...
მარტო!
რია...
ვინ თამაშობს ჩემი სიცოცხლით?
ისევ მე?
მე ვარ მეთოჯინეც და მარიონეტიც?
ისევ ვუყურებ გრძელ და დაღვრემილ ქუჩას.
ფერები მოკვდა...
სად...
სად ვარ?...
თითქოს ფსევდოქალაქია.
ნაბიჯის გადადგმას ვცდილობ...მძიმეა...
ისევ...ვსუნთქავ და მტკივა...ვიცი, რომ სხეულის თითოეული ნაწილი მტკივა...
-გთხოვ...
-გთხოვ...
-გთხოვ...
ვიღაც ტირის...
ვიღაცას ტკივა...
ვიღაცას ენატრება...
ვინ...ვინ...ვინ?
-...მიყვარხარ...-ისმის შორიდან...
თვალდახუჭულმა ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე...მთელი სულით შევეცადე ფილტვების წვამდე მეგრძნო გაყინული ჰაერი.
თვალები გავახილე და წამით...სულ რაღაც წამით დავინახე...
ორი...
ორი სილუეტი...
ორი სხეული...
ორი ადამიანი...
ბავშვი...
ზრდასრული...
ბავშვობა...
წლები...
მე?...
-აქ რა გინდა?-უეცრად მომესმა პატარა ბავშვის ხმა.
შეშლილი მზერით დავიწყე სილუეტების ძებნა...
ღრმად ჩავისუნთქე...
ნუთუ...ნუთუ არ ვარ მარტო?...
ნუთუ...კიდევ ვიღაც ჩემსავით გამოიკეტა აქ...
-სუნთქავ?-ზრდასრულის ხმას გაკვირვებამ გადაურბინა.
შევკრთი...
სუნთქვა თითქოს გამიხშირდა...
წამით...მწველმა სიცივემ ფილტვებში გაიკვალა გზა...
კვლავ ორი სილუეტი...
სხეული...
სახე...
მე...
პატარა...
მე...
ზრდასრული...
-თუ სუნთქავ, აქ რა გინდა-მეთქი!-ზრდასრულის თვალებში ალმა გაანათა.
ჩემი ხმაა...
წამით...მკერდში სიმძიმე ვიგრძენი...
წამით...რაღაცამ ძლიერ იფეთქა...
წამით...
ტკივილი ამოვიყვირე...
მერე კი ყველაფერი დადუმდა...
ვინ ვარ?
თითქოს ჩემი თავი მე არ მეკუთვნის. ფიქრები არ მასვენებს. დაკარგული ვარ და არ მინდა მიპოვონ, თუმცა იმის იმედი მაქვს რომ ვიღაც მომძებნის. დაკარგული ვარ, არ მინდა მოვძებნო, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვიპოვი. ჩემი თავის, ჩემი "მე"-ს პოვნის იმედი მაქვს, მაგრამ თან მეშინია. ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები.
ქაოსი.
არეულობა.
ანარქია.
კივილი.
ტკივილი.
სიცარიელე.
მძიმეა ეს სიცარიელე. თავისუფლად ვერ ვსუნთქავ. მინდა გავთავისუფლდე, მაგრამ...მეშინია. იმდენად გამოვიკეტე ამ სამყაროს ნაჭუჭში, რომ უკვე მეშინია...საკუთარი თავის პოვნის...ძნელია პიროვნების გარეშე...ძნელია, როცა არ იცი ვინ ხარ...ძნელია, როცა ვერ გაგიგია, გინდა თუ არა საერთოდ საკუთარი თავის პოვნა. მაგრამ...აღარ მინდა ნაცრისფერ ილუზიაში ყოფნა...რეალურია? რეალური ვარ? მგონია რომ არაფერს წარმოვადგენ...საბაბი მჭირდება, რომ დავიჯერო და ვთქვა "ნამდვილი ვარ".
ჩემი ცხოვრება ჩემ გარეშე გადის. ასე მგონია ყველაფერს გვერდიდან ვუყურებ. უბრალო მაყურებელი...ცარიელი ილუზია...როდემდე გავძლებ პიროვნების გარეშე?
ჩემს გარშემო მკვდარი სიცარიელეა...ჩემსავით...მკვდარი და ცარიელი...
და ისევ...წვიმა...
სიცივე...
ნისლი...
და...აპათია...
სულში სიცივე...
რამდენი ხმაა...
რამდენი თხოვნა...
თავში ათასი სახე ჩამტირის...
სიზმრად ქცეეული გრძნობების ბოდვა...
სიცარიელე...
სიჩუმე...
მკვდარი...
თითქოს გახრწნილი...
უსულო გვამი...
ჩემი სხეული...
თითქოს დამწვარი...
გაგიჟებამდე სულ ერთი წამი...
და ისევ...წვიმა...
სიცივე...
ნისლი...
რუხი ღრუბლების მიღმა...
სიკვდილი...
თითქოს ცრემლები...
სახეზე სისხლი...
აპათიური...
ცივი...
სიცილი...
-მარია...
ცარიელ ქუჩაში ზღვის ტალღებივით აღელდა ექო...



№1  offline წევრი izabella

როგორ მეცოდება მარია, დროსა და სივრცეშია გაჭედილი. მოგონებები ხომ უკლავენ გულს და ეს ხმები არსაიდან რომ ესმის სრულ ქაოსში ამყოფობენ მის არსებას.

 


№2  offline წევრი Whisper

izabella
როგორ მეცოდება მარია, დროსა და სივრცეშია გაჭედილი. მოგონებები ხომ უკლავენ გულს და ეს ხმები არსაიდან რომ ესმის სრულ ქაოსში ამყოფობენ მის არსებას.

ზუსტად ეს ქაოსი არ აძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ ამიტომ, შიშის მიუხედავად, მაინც უსმენს, მაინც ეძებს...
მადლობა რომ კითხულობ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent