თმენის ვალდებულება - V
ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს, რაც ვილოცე ყველაფერი გაბათილდა, ახლა ისევ ტაძარში ვარ და ხატებს ვუყურებ. ვერც ვთხოვ ღმერთს პატიებას, ასე ვგავარ სასულიერი პირს თუ ის გოგიო იყო სასოწარკვეთილი? დაიჭექა, ცა განათდა და ისე დაბნელდა თითქოს დაღამდაო, უნდა ვიჩქარო სანამ გაწვიმდება, სახლში უნდა დავბრუნდე, შავი შარვალი მაცვია, ზედ ანაფორა გადავიცვი, ჯვარი არ , მაგრამ წვერი მართლა არ გამიპარსავს, უცნაურად ვეხები წვერს და სირბილეს ვგრძნობ, მერე ძაღლი აყეფდა, ვიღაცამ იკივლა. -ღმერთო შენ მიშველე და დამეხმარე. - ჩავიბურტყუნე და სოფლის ატალახებულ გზაზე სირბილით დავეშვი. მაინც მომისწრო, გაწვიმდა, სულ სველი ვარ მაგრამ ძაღლის ხმას მივყვები, ყეფს და ვიღაც კივის, ის გოგოა, რა ჯანდაბა ხდება, ხის ღობეებს ჩავუქროლე და ხმა უფრო გაძლიერდა, გავრბივარ, მივდივარ და წვიმის წვეთები გონებას მიხსნის, სულ დამისველდა ფეხი, ეზოს ვუახლოვდები თუ არა, წვიმაში დაგდებულ გოგოს ვხედავ, თეთრი კაბას ახლა ფერი უცვლია, მრისხანე თვალებით სიმპათიური ახლაგაზრდა კაცი იმზირება აივნიდან, თითი ჰარში აღუმართავს და რაღაცას ისე ყვირის რომ ვერ ვიგებ. -გითხარი არ ქნათქო?- ვარჩევ სიტყვებს ვიღაც ქალი გამოდის და თავს ისე აქანავებს თითქოს მზეზე მომუშავე სათამაშო იყოს, თითები ერთმანეთში გაუხლართავს და ზიზღით უყურებს გოგოს. -შვილო რას აკეთებთ?- ვყვირი შედარებით დაბალ ხმაზე და ეზოში შევრბივარ, ტალახიანი, რძისფერი ხელები ფეხებზე მეხვევა და გოგო განწირული ხმით ყვირის. -მიშველე მამა საბა! -ვინ არის ესე ნეტაი?- კითხულობს ქალი და შემფასებლური, ცნობისმოყვარე ცივი თვალებით მათვალიერებს. -მამაო ხარ? -დიახ, მამა ანდრეა წავიდა, მე ვიქნები ცოტახანს- ცვდილობ ამოვისუნთქო. -უთხარი მაგას მამაო, რომე მამის სიტყვას უნდა დოუჯეროს!- ღრიალებს კაცი -შვილო, ცემე შვილიო სად წერია? -ქალაქში მომინდომა წასვლა, გეგონება დედაშენი როა წასული და მაგან დაამთავრა ინსტიტუტი რამეში გამოადგა, წმენდს იქა მოხუცებს ერთ ადგილს. -რას ამბობთ ბატონო? -კიდე ვინ იცის რას აკეთებს მამაო იქნა- ერთვება საუბარში ქალი ყველა გიჟია, ყველას პრობლემა აქვს ამ გოგოს ჩათვლით -ადექი შვილო- ვუწვდი გოგოს ხელს -არ შემოუშვებ მე მაგას სახლში- ღრიალებს კაცი -ბატონო, სად გაგონილა ასეთ ამინდში ადამიანის გარეთ გაგდება? -არ ვიცი მე- აქნევს ხელს -ღმერთის ხათრით შვილო. -დამიჯეროს მამამის, უთხარი მაშინ. -ადექი შვილო- ვუბრუნდები გოგოს და აცაცახებული სხეულიც ზანტად დგება ჩემ წინ -მომკლავს მამაო. -გაბრაზებულია ახლა და ამიტომ. -მერე არ გადაუვლის. -წეეთრიე ეზოდან- ფეხს აბაკუნებს კაცი ძაღლი ისევ განწირული ყეფს, გვერდით ვიხედები და თეთრი გაწუწული ძაღლი ჯაჭვით არის დაბმული და კაცისკენ იწევს. -ამა რაღა უნდა, ამა რაღა უნდა?- ღრიალებს კაცი და წინ მოიწევს, იქვე მიყუდებულ ჯოხს იღებს და ძარლს ისე ურტყამს, ავტომატურად ვხუჭავ თვალებს, რომ ვახელ გოგო წინ ეფარება და ვინ ვის ურტყამს ვეღარ ვხვდები, ძარლის წკმუტუნი და გოგოს კივილი ერთმანეთს ერწყმის და უმოქმედოდ ვდგავარ -ღმერთის არ გწამთ ბატონო?- ვყვირი და კაცს უკან ვექაჩები სიჩუმე, კაცის მძიმე სუნთქვა, წვიმა, ძაღის წკმუტუნი, გოგოს სლუკუნი და ისევ ქალის ხმა -ტუტუცი, უყურე ახლა მაგას. ქალისკენ ვტრიალდები და თვალს მარიდებს, ასეთი მზერა მაქვს? კაცს უკან ვწევ და ჯოხს ვართმევ. -დაისჯებით ამ ცოდვისთვის, სად გაგონილა, პოლიციაში რომ გიჩივლოთ ვინმემ რას იზამთ მერე? -წეეთრიე დედაშენთან!- ღრიალებს კაცი -ბატონო, დამშვიდდით. -რაცხა ჭინჭებს კერავს და მოდა გონია, უხ დეიტაცებენ ახლა შენ კაბებს. გოგო ისევ ძაღლს ეკვრის და ტირის -არ შემოუშვებ მამაო, არც შენი პატივიცემით მაგას სახლში -გთხოვთ ბატონო, ოთახში შეუშვით, აქ გაცივდება- ლამის მუხლებში ვუვარდები კაცს- ეყო, რაც მიიღო, საკმარისია, მიხვდება თავის დანაშაულს. -მამაო, კაი შვილი მინდა რომ მყავდეს, დედამისის გათავხედებულია მაგე, დედამისის! -გასაგებია ბატონო, მაგრამ მიხვდა უკვე თავის დანაშაულს. -უთხარი რომე მამას უნდა დაუჯეროთ. -პატივი შვილმაც უნდა სცესმ მამას და მამაც შვილს. ეკლესია არავის ცემას არ ამართლებს, სად გაგონილა ასეთი საქციელი? -თავხედი- არ ცხრება კაცი -ტუტუცი- იმეორებს ქალი და ისვე ვუყურებ -მამაო, დაგასველე ახლა, ახალი ხარ შენცე და არ გაცივდე შემოდი- მეუბნება რამდენიმე წუთის მერე- თითო ჭიქა ავწიოთ, ავღელდი, ახლა მარა ხო იცით მამაო, კაი შვილი მინდა რომ მყავდეს. -ბატონო- ვამბობ ჩურჩულით- ამ ძაღლს რამდენიც არ უნდა ურტყათ სიმღერას ვერ დაიწყებს, მაგრამ თუ წაახალისებთ და გაწვრთნით, შეიძლება ჯოხიც მოგიტანოთ და დაგემორჩილებათ, სხვა შემთვევაში, გულში ექნება ის წყენა და ბრაზი, რასაც უკეთებთ და წინ დაგიხვდებათ. -მამაო, ჩემი შვილისთვის მე რომ მინდა კაი, ისე არ უნდა არავის. -შეხედეთ თქვენ შვილს, ეს კარგად ყოფნაა შვილო? -არ დეიმსახურა მამაო? -შვილო, რას ბრძანებთ, ღმერთი ისეთ ცოდვებს პატიობს ადამიანებს, ამას გვასწავლდის. -შემობრძანდით რა მამაო გავიცნოთ ერთმანეთი- მთხოვს კაცი -კარგით, მაგრამ შემოვიდეს ისიც- გოგო იეთ მდგომარეობაშია ვერც ვუყურებ, მადლია ახლა ეს კაცი გაიგდო ფეხქვეშ, მაგრამ ამით ვერაფერს შეცვცლი. სახლში შევდივარ, სითბო სხეულზე არასასიამოვნოდ მედება, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, ქალის შემოგვყვა, ბოლოს ის გოგო შემოდის, ჭყაპუნით, მალევე უჩინარდება, სკამზე ვჯდები და სიჩუმე ისაგურებს, რაღაც იდიოტური საათი წიკწიკებს და დროც იწელება. -დაჯექი ნათელა შემოგევლოს ჩემი თავი- ამბობს კაცი გასაგებია, ეს არის ნათელა -გთხოვა არ უთხრა მამაჩემსო? -ხო თემური, არ უთხრა მამაჩემსო, მე ვუთხარი შვილო ასეთი რამ გაგონილა საკუთარ მამას ფულს რავა მოპარავს კაცითქო, შენ მისთანა მამა გყავს, შენ იმფერი მამა გყავს მაგა რაფერ უკეთებთქო. სად იყო მასე, მამაჩემს რამეს გოუბედავდი, რო დამიბრიალებდა თვალებს, გევისუსებოდით იმ წუთში, მაგას ახლა დედა რომ არ ყავს გვერდით, მიტო არი გასულელებული. -კი, მაგრამ დედამისი ხომ მუშაობს?- ვაბმობ გაოგნებული -ვაი მისთანა მუშაობას, მამაო- ტუჩებს ბრეცს ქალი- იქ წასულები, გაჩერდით ერთი- ხელს აქნევს ქალი -რას ბრძანებთ? -მაგისთანა ფული ცოდვიანია მამაო. -რას გულისხმობთ? -დამანებეთ თავი მამაო. ფეხის ხმა მესმის- ახალგაზრდა გოგოს გამოუცვლია, უზარმაზარი ნაწნავი გაუშლია და შავ წელში გამოყვანილი, წითელკოპლებიანი კაბა ჩაუცვამს, ვშეშდები -გოუთბე საჭმელი- ღრიალებს კაცი ისე რომ ვხტები გოგო ქვაბს იღებს და ბუხარში შუაცეცხლზე კიდებს -ბევრი არაფერი გვაქვს მამაო, მარა რაც გვაქვს გულით- თქვა კაცმა -რას ბრძანებთ შვილო- ღმერთო მაპატიე თეფშების ხმა მესმის -სიდან ხარ მამაო შენე? -მე დროებით დამტოვა მამა ანდრეამ აქ? -ვინ მოვა მამაო მადა, ხალხი არ არის სოფელში.- ჩაიქნია ხელი კაცმა -მაგრამ არც ისე პატარაა სოფელი, ხომ ასეა? -კი, მარა, რა ვიცი, მარტო მე რას ვიზამ? -ნუ შეწუხდებით- ვოხრავ და გოგოსკენ თვალს ვაპარებ ჭიქებს დებს მაგიდაზე. -მობრძანდით, ახლა რაც გვაქვს, მიირთვით- მთხოვს კაცი და მაგიდასთან ვინაცვლებ გოგოს შუაცეცხლიდან ქვაბი გადმოაქვს და მამასთან მიდის. -მამაოს დოუსხი ჯერე- ჩაიბურტყუნა კაცმა და მუჯლუგუნი ჰკრა გოგოს -შეკიარი გოგო თმა, რავა გაგიპუწია არაფერი ჩააგდო შიდა- ზიზღით ამბობს ქალი და ხელებს კრავს გოგო ქვაბიდან ხის კოვზით იღებს აჯაფსანდალს და თეფშზე მიდებს, კადრი თითქოს ნელდება, წვრილ, თეთრ გამჭირვალე კანზე წითელი ზოლი ჩანს, გული მეკუმშება და სანამ მეორე კოვზს დამიდებს ვაჩერებ. -მადლობა შვილო, საკმარისია! -ღვინო გამოიღე- ისევ წყრომით ამბობს კაცი თიხის დოქს გოგო მაგიდაზე დგამს და გაშეშებული ვარ ვერაფერს ვაბობ -რავარი ოცხანური საფერე მაქვს, გამისინჯეთ ახლა- ლალისფერი სითხე დაბალ ჭიქებში იღვრება -დეილოცე მამაო- ამბობს კაცი -უფალს დიდება, უფლის მფარველობა და წყალობა არ მოჰკლებოდეს ამ ოჯახს- ვამბობ და ჭიქიდან ღვინოს ვწრუპავ, მართლა გემრიელია -საოცარი ღვინოა- ვაღიარე -იხარე მამაო, გადეიღე ნათელა შენ რაღას იპუწეკბი ქალო. ნათელა ვითომ მორცხვად იღებს საჭმელს და გაცხელებულ მჭადებს სიფრიფანა ხელებით გოგო წინ დებს და შავ, სევდიან თვალებს მაპყრობს, ვერაფერს მივხდი, გარდა იმისა რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სისხლისფერი ტუცები ეპობა და ღაღაცის თქმა უნდა -ოოო, რა გასაჩეჩი ხარ- ილუკმება ნათელა და ამ ქალის მიმართ ზიზღით ვივსები, დამსკდარ ხელებს მჭადს ადებს და ამბობს - გამთბარია გოგო ესე? წეიღე უკან. გოგოს მჭადი უკან მიაქვს, მამამისი ოხრავს, უაზროდ ვღლოღნი ერთ ლუკმას და კაცი თვალს არ მაშორებს, მათვალიერებს და ვიმორცხვებ -მარხვა როდის იწყება?- არღვევს სიჩუმეს -ბატონო? -მარხვა როის იწყებათქვა?- მიმეორებს კითხვას -ჯერ ადრეა. -მინდა დაცვა. -დიახ, კარგს იზამთ -თუ მამცემთ კუღთხევას. ვახველებ და ღვინოს ვაყოლებ, ვერაფერს ვამბობ -მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, - ვამბობ- აღარ შეგაწუხებთ, წავალ მეც უნდა დავუბრუნდე სახლს. -სადანა ცხოვრობთ თქვენე მამაო? -ახალი სახლი რომ არის იქ.- ფეხზე ვდგებ -დაგვლოცე მამაო- ამბობს ოხვრით კაცი თუ გიშველით კი -დაგლოცოთ უფალმა- ვბურტყუნებ სითბოდან გასვლა არ მესიამოვნა, მაგრამ გავედი და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი გზას, სახლში შევედი თუ არა ანაფორა გავიხადე და ხელები თავში ჩავრგე, რა გავაკეთე, რა ვქენი, ღმერთი არ მაპატიებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გადავარჩენდი იმ საწყალს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.