შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა-მარია (4)


30-09-2019, 17:59
ავტორი ნინევია
ნანახია 1 159

სკოლის დამთავრებიდან 15 წლის იუბილეს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კლასი ერთ რესტორანში იხდიდა. მათ შორის, რაღა თქმა უნდა იყო გაგას და ანა-მარიას კლასიც. საკმაოდ პომპეზურად მოეწყოთ რესტორნამდე შესასვლელი, წითელი ხალიჩით, ფოტოგრაფებით, გაფორმებებით. გაგა, რატი, თემო და ბევრი სხვა სიამოვნებით ხვდებოდნენ, ათვალიერებდნენ და გულითადად კითხულობდნენ ერთმანეთს. გაგა მუდმივად შემოსასვლელისკენ იყურებოდა და მოთმინებით ელოდებოდა ანა-მარიას გამოჩენას.
იმ შემთხვევიდან 2 კვირა გავიდა და გაგა, ყოველ საღამოს ანა-მარიას ელოდებოდა სამსახურთან, აკვირდებოდა, როგორ მიემართებოდა მანქანისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით ანა-მარია, უყურებდა და ტკბებოდა. ანა-მარია შეხვდა მის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და თვის ბოლოს ძალიან დიდი ღონისძიებაც დაგეგმეს. შეხვედრა გარდაუვალი იყო, იცოდა გაგამ; ყოველ დღე იღებდა ხელში ტელეფონს, წერდა მესიჯს და შლიდა, ან კრეფდა მის ნომერს და თიშავდა. გაგა ძალიან დაბნეული იყო, ვერ გაეგო მათი ბოლო შეხვედრა კარგს ნიშნავდა, თუ ცუდს.
დადგა ის დღეც, როცა ერთმანეთთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. არმანის კოსტუმი ჩაიცვა, სუნამო მიიპკურა და სახლიდან გავიდა.
შესასვლელისკენ იყურებოდა, როდესაც დაინახა, როგორ გაჩერდა რესტორანთან მანქანა, კარი გაიღო და ძალიან ლამაზი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით შემოსილი შიშველი ფეხი მყარად დაეშვა მიწაზე, მას მიჰყვა მეორე ფეხიც და მანქანიდან გადმოვიდა ანა-მარია, რომელსაც გოგოები მივარდნენ, ყველა გადაეხვია. გაგამ უცებ იგრძნო მხარზე ხელის შეხება, გამოტრიალდა და მისი კლასელი დათო იცნო, გადაეხვივნენ ერთმანეთს, მაგრამ გაგას ისევ გარეთ ჰქონდა მთელი ყურადება.
ანა-მარია ძალიან სადა, მაგრამ უღმერთოდ სექსუალური შავი კაბით, პატარა მრგვალი კლატჩით ხელში ჩვეული სიმშვიდით და დახვეწილი შავი პანტერის მიხვრა-მოხვრით მიემართებოდა რესტორნის შესასვლელისკენ. შედგა ფეხი და რატის და თემოს მოკრა თვალი, რა თქმა უნდა გაგაც არ გამორჩენია, შეხედა, თუმცა ირონიული ღიმილით აირიდა მისი დაჟინებული მზერა. იქვე იდგნენ თინანო და მისი კლასელები. პირველად მათ მიუახლოვდა, ყველა ძალიან თბილად მოიკითხა, ამ დროს დაინახა მისკენ მიმავალი რატი და თემო.
- ქალბატონო, როგორ ხარ? - მხიარულად მიმართა თემომ და გადაეხვია ანა-მარიას.
- კარგად, კარგად, შენ როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა თემო ანა-მარიამ
- რატი, რას შვები? საუკუნეა არ მინახიხართ - გადაკოცნა რატი.
- აბაა ანუშკი, რა დრო გავიდა, მაგრამ ჩვენ კლასელები ერთმანეთს რომ ვნახულობთ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არაფერი არ შეცვლილა - თქვა რატიმ.
- ნამდვილად, ანა-მარია არ იცვლება, ისევ ფანტასტიურად გამოიყურება - თქვა მოახლოვებულმა გაგამ და გადაკოცნა ანა-მარია.
- გაგა, როგორ ხარ? - მხიარულად მიმართა ანა-მარიამ გაგას და თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი გაუჩნდა.
- უკვე კარგად - თვალი ჩაუკრა გაგამ ანა-მარიას და შამპანური გადაკრა.
- ამათ ვის ვხედააავ - მოისმა ზიზოს ხმა, რომელიც ლამის შეახტა გაგას, რატის და თემოს და მიუახლობდა ანა-მარიას.
- ანა-მარია, ნუთუ ეს შენ ხარ! საერთოდ არ იცვლები! რამე საიდუმლო თუ იცი, გთხოვ გამიზიარე - სიცილით მიმართა ანა-მარიას.
ანა-მარიამ შეღონებული სახით გადახედა თინანოს, მის ბავშვობის დაქალს და უერთგულეს ადამიანს, რომელსაც დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ნახულობდა, მაგრამ ეს მათ ურთიერთობას არაფერს აკლებდა, მათ თითქმის არ ქონდათ საიდუმლო ერთმანეთში. თინანო ძალიან აქტიური, პირდაპირი, ემოციური, ცოტა ჭორიკანა და უსაზღვროდ სასაცილო ადამიანი გახლდათ.
მის თვალს არ გამოპარვია გაგას თვალის ჩაკვრა და მხარი ოდნავ გაკრა ანა-მარიას და წარბი აუწია, რა ხდებაო. ანა-მარია ნაზად დაიხარა მის ყურთან, ისე, რომ გაგასთვის თვალი არ მოუშორებია და ჩასჩურჩულა თინანოს: - სკოლაში ხო გახსოვს ჩემი და გაგას სიტუაცია? მეჩალიჩება, ძალიან გთხოვ ეხა არაფერი შეიმჩნიო - უცებ გაეცინა და პირზე ხელი აიფარა ანა-მარიამ; თინანომ ღიმილი ვერ შეიკავა და გაგას გახედა.
ზიზოს ანა-მარიასთვის თვალი არ მოუშორებია, სულ აკვირდებოდა, პერიოდულად მიდიოდა, ეკითხებოდა რაღაცეებს, ანა-მარია ღიმილით და მშვიდად პასუხობდა, გარს ეხვია მთელი მისი კლასი, უფროს კლასელებიც და დედოფალივით იჯდა სუფრასთან, გულიანად იცინოდა. ზიზო იჯდა და შამპანურს შამპანურზე ცლიდა, აღელვებული ჩანდა.
რაღაც მომენტში, როდესაც ყველა ცეკვავდა, ანა-მარია გარეთ შეუმჩნევლად გავიდა სიგარეტის მოსაწევად. უკვე გვიანი იყო და გრილოდა. ანა-მარია უცებ შეცბა, როდესაც იგრძნო, როგორ მოახვია ვიღაცამ მამაკაცის კოსტუმი და შიშველ მკლავებზე ნაზად შეეხო; გატრიალდა და გაგა დაინახა, უხმოდ გაუღიმა და ისევ გააგრძელა მოწევა. გაგა იმდენად ახლოს იდგა მასთან, რომ არც უფიქრია გაწულიყო. ასე იდგნენ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში.
უცებ შესასვლელი კართან ხმაურმა გამოაფხიზლა ორივე და ანა-მარიამ დაინახა ძალიან მთვრალი ზიზო, რომელსაც მისი ქმარი და კლასელი გოგოები ექაჩებოდნენ, ზიზო ანა-მარიასკენ იქაჩებოდა, რომელიც მიუახლოვდა მას და ფიქრობდა, ალბათ რამე დაემართაო ზიზოს: - ზიზო, ხომ კარგად ხარ, რა მოგივიდა? - მზრუნველი ტონით კითხა ანა-მარიამ.
- შენ რა გველიიი ხარ, ეგ მარტო მე ვიცი! - უკივლა ზიზომ. გაოგნებული ანა-მარია შეცბა, საერთოდ არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და ვერ ხვდებოდა მისი აგრესიის მიზეზს.
- ზიზო, მგონი ზედმეტები მოგდის - გარეთ გამოსულმა რატიმ მიუგო,
- არაფერიც! მთელი ცხოვრება გამიმწარა მეც და ყველა გოგოს ჩვენს სკოლაში! - ვერ წყნარდებოდა ზიზო.
- ზიზო, მემგონი ძაან დათვერი და ბოდავ, გიო მგონი დროა სახლში წაიყვანო შენი მეუღლე - მიმართა თინანომ ზიზოს ქმარს.
- არაფერსაც არ ვბოდავ! მთელი სკოლის ბიჭებს სულ ეს მოსწონდათ მთელი ბავშვობა, რომელ კლასშიც არ უნდა შეგეხედათ იქედან ერთ ბიჭს სულ მცირე ანა-მარია მოსწონდა! - ხმას აუწია ზიზომ.
ანა-მარიამ თვალი თვალში გაუყარა ზიზოს და ცივსისხლიანი სახით დინჯად გაემართა მისკენ:
- გისმენ ზიზო, კიდევ რა ბოღმა გაქვს ჩემს მიმართ? - მშვიდი, მაგრამ ზიზღნარევი სახით ჩააკვირდა ზიზოს ანა-მარია.
- მეზიზღები! მეზიზღები იმის გამო, რომ ყველა შენ გიყურებს და გიყურებდა და ვინც არ უნდა მომწონებოდა, ვიგებდი, რომ შენ მოსწონდი, ამას შეეწირა ჩემი სკოლის პერიოდი, ამაზე ნერვიულობას და დარდს. შენ არ იცი რა ხდებოდა ჩემს გულში და ეხლაც... სწორედ ამიტომ გაგაცანი გაგა, შეგატყვე როგორ მოგწონდა, როგორ უყურებდი, ვიცოდი,რომ გაგა მე არასდროს შემომხედავდა, ჩემი კლასელი იყო და როგორ იკადრებდა ჩემთვის შემოეხედა... - გაღიზიანებულმა ახედა გაგას.
- ზიზო, ხედავ თავს როგორ იმცირებ? ძალიან გთხოვ სახლში წადი და კარგად გამოიძინე - ეცადა სიტუაციის განმუხტვას გაგა.
- ზიზო, გეყოფა ეს თეატრალური დადგმა და წავიდეთ - თავჩახრილი და საოცრად შერცხვენილი ხმით თქვა გიომ, ზიზოს მეუღლემ და ხელი მყარად მოკიდა ზიზოს.
- შემეშვი.. არ მინდა არავის გამოყოლა - ცრემლებს იწმინდავდა და ბარბაცით გაემართა ზიზო ეზოსკენ. თინანომ თვალით ანიშნა გიოს გაყევიო. ისიც გაყვა და ფრთხილად ჩასვა მანქანაში.
ცოტა ხანი ჩურჩულის ხმა ისმოდა რესტორნის გარეთ, მაგრამ მალევე შევიდნენ დარბაზში. ანა-მარიამ ნაზად მოიხსნა მხრებიდან გაგას კოსტუმი და მიაწოდა - მემგონი დღეისთვის საკმარისი იყო, ჩემი წასვლის დროა - თქვა მშვიდად, დაემშვიდობა მეგობრებს, თინანოს ყურში ჩასჩურჩულა, დეტალებს მერე შეგატყობინებო.
- გაგიყვან - მიუგო გაგამ.
- კარგი - არ შეწინააღმდეგებია ანა-მარია.
მანქანაში სრული სიჩუმე ანა-მარიამ დაარღვია ერთი ხელის მოძრაობით, რომელიც ხელზე დაადო გაგას და გაგა გაოცებისგან ისეთ შოკში ჩავარდა, რომ წითელზე გაიარა.
- გაგა, დღეს მანქანაში გვექნება ს*ქსი, პრეზერვატივი თან გაქვს? - მშვიდად კითხა.
- ანუკა, ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა? - მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა გაგამ, ღვედი შეიხსნა და ახლოს მიიწია ანა-მარიასკენ.
- კი, გაგა - მიუგო ანა-მარიამ და შლილი თმა ნაზად გადაიწია მეორე მხარეს.
- ესე რო აკეთებ, მაჟრიალებს ისეთი ს*ქსუალური ხარ - უთხრა გაგამ, რომელიც მის შიშველ ფეხებს აუყვა და კაბაში ნაზად შეაცურა ხელი. - შენზე ვ*****ვდები, გესმის? - ანა-მარიას სახე მისკენ მიიზიდა გაგამ და ხარბად დაეწაფა მის ტუჩებს, ჰარმონიულად ჩაუყვა კისერს, ანა-მარიამ მხრებზე ჩაავლო ხელი გაგას და გააჩერა: - სკამი გადამიწიე - მიუგო მშვიდად; - შენს თავს ვფიცავარ შოკში მაგდებ - გაეღიმა გაგას.
ანა-მარიამ კაბის გახდა დაიწყო, გაგამ ხელები ჩამოაშვებინა: - შეიძლება, მე გაგხადო დღეს? - დაელოდა პასუხს; - მიდი - მიუგო ანა-მარიამ, რომელიც გაგას წელზე ეჯდა; გახადა კაბა და ხარბად დააკვირდა ანა-მარიას ულამაზეს შავ საცვლებს, ზაგარს და წელზე ხელი აუსვა; - შენი აზრით, ერთად გაღვიძებას შევძლებთ? - ჩაეკითხა გაგა; - დღეს არა - მიუგო ანა-მარიამ და გადაეშვნენ ვნების მორევში.
ანა-მარია ძალიან სწრაფად იცმევდა, გაგა კი აკვირდებოდა და ეღიმებოდა, თან ზურგზე ხელს უსვამდა: - ანუკა, ესე კაცივით უნდა გავარდე ეხლა? ვსე, ს*ქსი გქონდა და აღარ გჭირდები? ანა-მარიამ უკან მიიხედა და მიუგო: - ხო, გაგა, ჩვენ უკვე დიდები ვართ, რამე პრობლემაა? - ფეხსაცმლის ჩაცმით იყო გართული ანა-მარია; - კარგი - აშკარად არ ესიამოვნა ეს პასუხი გაგას; - მოდი, წაგიყვან სახლში - მიმართა ანა-მარიას;
- არა, იყოს, ტაქსი გამოძახებული მყავს, აი, უკვე აქაა - თავი მიაბრუნა მანქანის შუქებისკენ ანა-მარიამ.
- ანუკა.. - თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა გაგას.
- გაგა, წავედი - ორი წამით დააკვირდა ანა-მარია გაგას და მანქანიდან გადავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent