შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება


30-09-2019, 22:38
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 788

დილა, ცეცხლისფერი ცა დილით გამოჩნდა და მზე ისე ამოგორდა, თითქოს გაღვიძება ეზარებაო, არ გათენებულა და ჭრიჭინები აჭრიჭინდნენ, ჩიტებმა საამო ხმები შეუხამეს და მამალმაც სადღაც იყივლა, ტაძრისკენ დავადექი გზას, ანაფორა ისევ გადავიცვი და გზაში, ტრიალ მინდორში ნათელას გავხედე
-დილა მშვიდობისა მამაო- მომაძახა და წითელი ძროხა გამოაბა ხეზე
-დილა მშვიდობისა- გავძახე
-მიხვალთ ტაძარში?
-დიახ, თუ შეიძლება რომ მომიახლოვდეთ.
ქალი მოდის და დონშემოდებული ურცხვად მიყურებს თვალებში, მაგრამ მის რიდს ჩემდამი ბგრძნობ რაც სითამამის უფლებას მაძლევს.
-რატომ უთხარით იმ გოგოზე მამამისს?
-ტყვილი უნდა დამემალა?- მეკითხება და დოინჯს იდებს- მერე მე არ დამსჯიდა ღმერთი?
-ხომ იცოდით რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს?
-არ იყო ღირსი?
-ცემის ღირსი, თან ასეთის ვინ არის, გეთქვათ რომ ცუდად მოიქცა და ასე აღარ გაეკეთებინა.
-რას აბმობ მამაო, მაგ მისთანა არის, კიდო უარესებს იზამს მერე, მე ღვდელი კი არ ვარ თქვენსავით მაგა რო ვარიგო.
-ყველამ ჩვენ-ჩვენი სიკეთე უნდა ვაკეთოთ, საყვარელი არავინ არ გყავთ გვერდით, მასაც ასე რომ მოქცეოდნენ.
-მარტო ვარ მამაო, ა, ჩემი მარჩენალი, ხელს იშვერს ძროხისკენ.
ძროხას ვუყურებ და ქალს უთქმელად ვემშვიდობები, ტაძარში მივდივარ თუ არა, გოგო ყვავილებიანი ლურჯი კაბით მხვდება, ვშეშდები, ვუყურებ მის გამოყვანილ მხრებს და ვცდილობ ისე შევიდე რომ არ შევაშინო.
-ისევ მოხვედი?- ვამბობ მშვიდი ხმით
-დიახ, მამაო- ტრიალდება და შავ თვალებს მანათებს, მიახლოვდება, ჩემ ხელს მის ხელში იქცევს და სითბოს შეგრძნებისგან ჟრუანტელი მივლის- მადლობა რომ დამეხმარეთ.
-რა სათქმელია.
-რატომ არიან მამაო მშობლები ასეთები, რატომ უშვებს ამას ღმერთი?
-რას გულისხმობთ?
-რატომ მცემს მამაჩემი, რატომ მიკეთებს ღმერთი ამას?
-ღმერთი არ გიკეთებს შვილო.
-აბა?
-მამაშენი აკეთებს ამას, უდიდესი საჩუქარი რაც ადამიანმა ღმერთისგან მიიღო მისი თავისუფალი ნებაა, თავისუფალი ნების ბრალი იყო ის რომ ევამ ვაშლი მიირთვა და ცოდვაში ჩავარდა, მამაშენიც ამას თავისუფალი ნებით აკეთებს, ნებით რომელიც კავშირში არ არის არაფერთან, მას რომ ტაძარში ევლო მიხვდებოდა რომ ეს დანაშაულია, მხოლოდ ის ესმის რომ შვილმა მამას უნდა დაუჯეროს. სასტიკია ბუნება, ადამიანის და ზოგადად ბუნებისაც, თავს შეუმდგარ კაცად თვლის, უნდა რომ შვილი გამოადგეს და ამას არასწორად აკეთებს, ეშინია გარშემომყოფების, რას იტყვის ნათელა, ხომ მიმიხვდი, მამაშენი გულის სიღრმეში ცუდი ადამიანი არ არის, გარემოს მსხვერპლია და არა ბუნების, აქ ღმერთი არაფერ შუაშია.
-ხანდახან მგონია რომ არ მიყვარს.
-მაგრამ გიყვარს.
-ახლა რომ მომავალ კვირაში წასვლა მომიწევს ქალაქში რას ვიზამ მამაო?
-არ ვიცი.
-ღმერთს რომ ვთხოვო დახმარება, გულით რომ მინდა არ ამისრულებს, ორი წელია ამაზე ვფიქრობ სულ, რატომ არ უნდა ღმერთს რომ დამეხმაროს ამ ამბავში მამაო, ხომ იცის გულით რომ მინდა.
-მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, როდის ყოფილა რომ მხოლოდ ტაძარში ლოცვით საქმე კეთდებოდა, მხოლოდ ლოცვა და სურვილი არ კმარა, უნდა იმოქმედო.
-რომ მკლავს მამაჩემი?
-შვილო, ხომ იცი ის იგავი, ბაყაყი რომ ნაღების ქილაში ჩავარდა, ერთმა გაანძრია ფეხები და კარაქი გააკეთა, მეორემ მაინც ჩავიძირებიო და დაიხრჩო. უნდა იმოქმედო, მარტო ღმერთის იმედად ნუ იქნები.
-არ გამიშვებს სასწავლებლად.
-დიდი გოგო ხართ უკვე ასე არ არის?
-მაგას არ აქვს მაგისთვის მნიშვნელობა, რომ გამათხოვებს მერე დაისვენებს.
-რამე შეუკერე.
-რას ამბობ მამაო, არ ჩაიცვამს.
-სცადეთ.
გოგო თავს აქნევს და გადის. უკან მივყვები, ბუნებაში ჩერდება და ტრიალდება.
-მამა საბა.
-გისმენთ.
-ცოდვების გამო ისჯებიან ადამიანები, ღრმერთი არ სჯის?
-ღმერთი არ სჯის, თავად მათი საქციელი დაუხვდებათ წინ და ღმერთის სასჯელი ჰგონიათ.
-გასაგებია.
-სახელი არ გითქვამს.
-კეკე მქვია მამაო. კეკე.
გოგო მიდის, ტაძარში ყველააფერს ვაკეთებ რაც შემიძლია და ჩემ ცოდვებსაც ვინანიებ, მერე უკან ვბრუნდები, ნათელას ძროხა მიყურებს, მერც ვუყურებ, მერე ისევ, კიდევ, კიდევ და კიდევ, მერე თოკს ვწვეტ და ძროხა მალულად მიმყავს მთებში, სადღაც ისეთ ადგილზე რომ მავიწყდება სად წავიყვანე. ღამე ნათელა ხმაურობს, ჩემ ეზოშიც იჭყიტება, არაფერს ვიმჩნევ
-რა გაგჭირვებია?- ვეკითხები უდარდელად
-ძროხა დავკარქე არ გინახიათ?
-არ მინახავს- ვპასუხობ მშვიდად
-რაღა სიკვდილი ვქნა ახლა- შემოირტყა ქალმა სახეზე ხელი
-ცოდვებმა იცის ჩემო ნათელა, ცოდვებმა.- მივაძახე უკან
უთქმელად მტოვებს, დილით ტაძარში რომ მივდივარ, მოულოდნელობისგან ვშეშდები ნათელა დგას და პირჯვასრ იწერს ტაძარში.
-მამაო მოხვედი უკვე?
-რა ქნეი იპოვე ძროხა?
-არა მამაო- ევსება თვალები ცრემლით
-რა ხდება, რამემ ხომ არ შეჭამა?
-არ ვიცი მამაო, ახლა ვთხოვე ღმერთს მაპოვნინოსთქო.
-მოინანიე ცოდვები ნათელა, სანამ გვიან არ არის.
-ვთხოვე ღმერთს.
-კეკესაც თხოვეთ პატიება.
-გადირიე მამაო?
-რას ნიშნავს გადავირიე, თუ გულით გინდა მონანიება ღმერთთანაც შესცოდე და კეკესთანაც.
-მე ღრმერთთან შევცოდე მარტო და მევედი აქა.
-მერე თუ ასე ფიქრობთ იქნებ იმ ადამიანსაც დაუჯეროთ ვინც ღმერთთან გაახლოვებთ.
ნათელა ტაძრიდან გარბის, სწორი გზა ავირჩიე, იმდენს ვლოცულობ რომ გულს მაინც ვიმშვიდებ, ისევ კეკე მოდის, ისევ ლამაზია, ისევ სუფთა, ისევ რაღაცაზე ლოცულობს, ტაძრიდან რომ გადის უკან ბრუნდება და წკრიალა ხმით ამბობს:
-მამაო
-დიახ.
-ნათელამ ბოდიში მომიხადა.
-რას ამბობთ, რომ ნახავ იმდეია ღმერთი გაპატიებს და ძროხაც გამოჩნდებათქო.
-კარგი მამაო- მიქნევს თავს და მიდის

ნათელას დაუბრუნდა ერთადერთი მარჩენალი, ატყდა წივილ-კივილი. მეორე დილით კი ნათელა მუხლებზე დამდგარი დმახვდა ტაძარში, გულით ლოცულობდა. გამეღიმა და თავი დახარა.
-დამლოცე მამაო- მითხრა და მეც თავზე ხელი დავადე
-გამოჩნდა ძროხა?
-იმღამესვე მამაო, მოვარდა და ჩამეხუტა.
-ხომ ხედავთ, ღმერთი გისრულებთ სურვილებს.



№1 სტუმარი sann

ვხოხავ ეს რა იყო?

 


№2 სტუმარი Wilson

Wtf was that? ????????????????

Seriously :ddddd

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

შენი არანორმალურობა მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent