გაიქეცი!(1,2,3,4,5 თავები)
თვალებს გაჭირვებით ვახელ ყველაფერს დაბურულად ვხედავ, დასაწმენდანდ რამოდენიმეჯერ ვახამხამებ და ვცდილობ მზერა დამეწმინდოს და ასეც ხდება. ნელ-ნელა გამოვერკვიე და...ჯანდაბა! მე ისევ აქ ვარ. წამლის სუნით გაჟღენთილი, ცარიელი, ოთკუთხედი კედელი და მხოლოდ ერთი საწოლი. გაჭირვებით წამოვწოე თავი საწოლიდან. მთელი სხეული მტკიოდა. საწოლზე წამოვჯექი და სივრცეს გავხედე. ცოტახანი მას ვუყურებდი, თავში აზრები არ იყო. ისეთივე ცარიელია, როგორც ეს ოთახი. შემდეგ ჩემს სხეულზე დავიხედა და ფრთხილად ავიწიე ზედა, თითქოს ამით რამეს ვაშავებდი და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. სხეულზე სილურჯე აღმენიშნებოდა. ადვილი გამოსაცნობია რა გამოიწვია ჩემი სხეულის შეფერილობა.არც მეტი, არც ნაკლები ელექტრო შოკერმა, თუმცა ეს ჩემთვის უკვე არ არის უცხო. უკვე კი არა საერთოდ არა... ეს ხომ ეტაპების დამახასიათებელი ნიშანია ან როდესაც გადავფსიხდები. ხშირად არ მემართება ასე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გაუსაძლისი ხდება წამლები ანალიზების აღება და თვიური შემოწმობა. რა უნდა გავაკეთოთ მთელი დღის მანძილზე ცარიელ ოთახში? პირველი-საწოლზე ვიხტუნოთ-არის! მეორე-ფილმიდან გავიხსენოთ ცეკვის ფრაგმენტი და ვიცეკვოთ-არის! მესამე-გავიხსენოთ წაკითხული წიგნებიდან ან ფილმებიდან დასამხსოვრებელი სცენა და გავითამაშოთ-არის! მეოთხე-საწოლზე ვერტიკალურად დავწვეთ ფეხები კედელზე აღვმართოდ და ღიღინი დავიწყოთ-არის! მეხუთე-..... მეექვსე-.... ჯანდაბა! ამ ოთახში გიჟიც კი კიდევ უფრო გაგიჟდება! სერიოზულად? ჩემ დასჯას ამით აპირებენ.. არა საკები, არა სასმელი, არა გართობა. “ჰეიი..საპირფარეშოში მინდა”-მთელ ხმაზე დავიყვირე, მაგრამ სწრაფად მახსენდება, რომ “ჩვემს ოთახს” ხმის ჩამშობები აქ დამონტაჟებული. ამიტომ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გავსკდე ყვირილით ვერავინ გაიგებს. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი საერთოდ ამ ოთახში, შეიძლება, ერთი საათი, ერთი დღე ან კვირაც. გააჩნია ჩემი “პატრონები”, როგორ გავაბრაზე. ცოტა ხანში კარის გაღების ხმა ისმის და “ის” შემოდის. მე ზედაც არ ვუყურებ და სხვა მიმართულებით ვიყურები. -ძალიან გამაბრაზე, იმედია ამას ხვდები. ისევ ვდუმარ. მეცამეტე თქვენ გელაპარაკებით-ხმა გაამკაცრა-ხვდებით თქვენ საქციელს, იაზრებთ? -რას ითხოვთ ჩემგან!-ალმაცერად გავხედე. -დამჯერე გოგო იყავი, რა დაგემართა? -მე რა დამემართა?-ფეხზე წამოვდექი-თქვენ დამემართეთ. იცით, დავიღალე. გიჟი არ ვარ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ-ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა სითხე თვალებში. -მესმის და ისიც ვიცი, რომ გიჟი არ ხართ. ამ შემთხვევაში თქვენ ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნებოდით. რაც შეეხაბა იმას, რომ თქვენ ჩვენნაირი ხართ ანუ ჩვეულებრივი ადამიანი, ცდებით,რადგან სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდით. -ცდებით-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. -თუ დაგვნებდებით თქვენ აქედან გახვალთ.-სახე გამინათდა-ვიგულისხმე ამ ოთახიდან-დააზუსტა, სხვათაშორის, მან. მიხვდა, რომ არასწორად გავიგე. -სხვა გზა მაქვს? -არა-მოკლედ მომიჭრა და გავიდა. უკან კი მისი დამხარეებით დაბრუნდა ერთ-ერთმა ხელი დამავლო და ხელში ამიყვანა. -ცამეტო დაუძლურებული იქნებით. უკვე სამი დღეა საკვები არ მიგიღიათ, ამიტომ მაქსიმილიანო წაგიყვანთ. მეც ხმა არ ამომიღია დუმილით ვუპასუხე, ანუ სამი დღე ვიყავი აქ და ამდენი ხანი მეძინა? რა თქმა უნდა, წამლები და მათი ჯანი. დერეფანში გამიყვანა და თვალი მოვავლე ჩემთვის კარგად ნაცნობ ოთახებს, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე ვსტუმრობ. სამზარეულოში შემიყვანა და სკამზე მომათავსა. ფუმფულა ქალმა, რომელსაც საშინელი სახე ქონდა მომიგდო თეფში, რომელზეც ბოსტნეული და მოხარშული ბროკოლი იყო მოთავსებული. -ხომ იცი ჯანსაღი ჯვება აუცილებელია-წინ დამიდგა “ის” -ექიმო საროი, წვენიც?-ფუნფულა ქალმა შეეკითხა. მან თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. დანაყრების შემდეგ, თეთრ ხალათში გამოწყობილი მუქკანიანი ექიმი მოვიდა, უსიტყვიდ წამიყვანა ერთ-ერთ ოთახში, ესეც ტრადიციულად თეთრი და ბევრი განათებით მორთული ოთხი იყო. რა თქმა უნდა, ექიმი საროიც ფეხდაფეხ მოგყვებოდა. სპეციალურ საწოზე დამაწვინეს და მრგვალი თეთრი შუქი სახესთან მომიახლოვეს. -თვალები გაახილე!-ექიმმა გასცა ბრძანება. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიჭირდა მაინც დავყევი ექიმის ნებას და გაჭირვებით გავახილე თვალები. რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ჩემ ჭაობისფერ თვალებს და თან ფაილში ჩაწყობილ ფურცლებზე რაღაცას ინიშნავდა.-კარგი, მე მოვჩი-გამიღიმა მუქკანიანმა ექიმმა-შეგიძლიათ ანალიზი აუღოთ. ფეხზე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, საბუთები გამოიღო და ჩხრეკვა დაიწყო. მის ყურებაში გურთულმა მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ შევიდა ზომაზე დიდი ნევსი ვენაში. -ცოტაც დარჩა, გაუძელი-გამიღიმა ექიმა საროიმ -რა გქვიათ?-მოულოდნელად დაუსვი კითხვა -შენ კარგად იცი, რაც მქვია-ნიშნისმოგებით მიპასუხა -მე თქვენი ნამდვილი სახელი მაინტერესებს-ნელ-ნელა ვგრძნობდი მარცხენა ხელში გრძნობელობა, როგორ მეკარგებოდა. როგორც იქნა დასრულდა ანალიზების აღება წამომაჯინეს და ორი წუთი დამასვენენს -თუ კარგად ხარ წავიდეთ- საროი შეეცადა თბილად ეთქვა, თუმცა ეს მასში არ ზის. ის აიზრბეგია, ვიდრე მზე. უსიტყოდ ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები. ისევ მუქკანიანი ექიმი მოდის ჩემთან და ჩემ ხელს თავისაში იქცევს. -თუ მზად ხარ…-ბოლომდე არ ვაცადე დამთავრება თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მანაც გზა განაგრძო. ლიფტში შევედით, ქვედა სართულზე დავიძარით, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ სართულს ჩამოუარე, რანგან ლიფტი ძალიან ჩქარა მუშაობდა. ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ შენობაში გავედით, სადაც წინასთან შედარების სხვადასხვა ფერები ერეოდა, როგორც ოთახებს ასევე ჰოლს. უკვე ვიცი სადაც და რატომ მივდივარ, მაგრამ მზად ვარ? მე თავს ჯერ კიდევ სუსტად გვრძნობ. პატარა ოთხში შემიშვეს, რომეკშიც მხოლოდ სკამი და მაგიდა იდგა. მაგიდაზე კი ფურცელი და ფანქარი. ოთახში დამონტაჟებული მოსასმენების მეშვეობით გავიგონე ექიმის ხმა. კედლისკენ გავიხედე, რომელიც შუაში ამოჭრილი იყო მართკუთხა ფორმით. მართკუთხედში კი ხმის ჩამხშობი მინა იყო ჩასმული. -ცამეტო გესმით?-უსიტყვოდა დავუქნიე თავი-კარგი, ამ ოთახის გვერდით არის კიდევ ოთახი ხომ გახსოვს?-დაელოდა ჩემ თანხმობას და მეც არ დავაყოვნე-ის ქალბატონი დაწერს რაიმე სიტყვას და შენც იგივე უნდა დაწერო გასაგებია?-ისევ უსიტყვო თანხმობა. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ ჩემი კედლის მეძობლის გონებაში შევიდე. რამდენიმე წამში ამას ვახერხებ, თუმცა უნდა ვაღიარომ, რომ იმ მომენტში ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა. მის ქვეცნობიერში ვარ, მას უამრავი სიტყვა უტრიალებს გონებაში. ფანქარს ვიმარჯვებ და ვემზადები დასაწერად. ნელ-ნელა კი ვგძნობ, როგორ მეჭიმება მთელი სხეული, მტანჯველი, უცნაური და ენით აღუწერელი შეგრძნება დაეუფლა ჩემს სხეულს. ქაბატონმა სიტყვა აარჩია და ეს სიტყვა იყო “სახლი”. მეც ნელ-ნელა ვიწყებ ამ სიტყვის დაწერად, მაგრამ ტვინში რაღც პარაზიტები დაძვრებიან და ისინი...ოოო ღმერთო ძალიან მტკენენ. ჩემ თავში სისხლის რაოდენობამ იმატა, ვგრძნობ, რომ სრულიად გავცივდი და ვკანკალებ. ბოლოს კი ვიგრძენი, როგორ ფეთქდება ჩემი გონება. ფანქარს ხელს ვუშვებ და თავს უკან ვაგდებ. გონს, როდესაც მოვდივარ ექიმი საროია დგას ჩემთან. გაჭირვებით გავიმართე და ვიძენი, როგორ მომდიოდა ცხვირიდან ბლანტი სითხე. ხელით მოვიშორე ეს სითხე და ფურცელს დავხედე, რომელზეც ეწერა-”სახლი”. -კარგად ხარ?-მან მკითხა-ასეთი რამ ჯერ არ დაგმართნია, რატომ არ თქვი თუ ცუდად იყავი? -სიტყვა სწორია?-შეკითხვას თავი ავარიდე. მან უსიტყვოდ დამიქნია თავი-მაშინ წამიყვანეთ, დასვენება მჭირდევა. ჩემი მოთხოვნა უმალვე დააკმაყოფილეს და ჩემს ოთხში წამიყვანეს. ოღონდ არა იქ სადაც ვიყავი, ამჯერად იმ ოთახში წავედი, რომელშიც თექვსმეტი წელიაა ვცხოვრობ. საწოლზე გადავწექი და ჩემი კუბიკი ავიღე, რომელიც აღარც კი მახსოვროს რამდენჯერ ავაწყვე. საწოლის გვერდითა კედელზე ფანჯარა იყო ფეხზე წამოვდექი და ფარდა გადავწიე. ეზოში გავიხედე ,სახაც საინტერესო არაფერი იყო. მინდორი ,სკამები, მაგიდა და უამრავი აპარატურა იმის მიუხედავად, რომ უინტერესო გარემო იყო მე მაინც ვტკბებოდი მისი ყურებით, რადგან იქ გასვლის საშუალებაც კი არ მაქვ. მთლიანად შენობას კი უზარმაზარი შავი ფერის გალავანი აკრავს. მავთულებით დაცული, რომელზეც, როგორც გავიგე დენი გადის. გალავნის იქეთ კი არის სამყარო, რომელშიც იქნება ლეგენდარული ფიქმები, მიუზიკლები და იდგმება არაჩვეულებრივი სპექტაკლები, რომელსაც მე ცოცხლად ვერასდროს ვნახავ. გალავნის იქეთ არის სამყარო, რომელშიც ვერასდროს მოვხვდები. მე ხომ მათგან მოწყვეტილი ვარსკვლავი ვარ!. -და იქნებ...იქნებ და დადგეს დღე, როდესაც მეც იმ სამყაროს წევრი გავდები?-ჩემთვის ხმამაღლა ჩავიფიქრე -ეგ დღე არასდეოს იქნება-უკნიდან მომესმა ექიმი საროიას ხმა. მეც ეგრევე შევცბი და მისკენ შევბრუნდი-შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რა სისასტიკე არის იქ -მე...მე...ექიმო...მე-ენა დამება უნდა ვაღიარო, რომ ამ ქალის საშინლად მეშინია. დღემდე მახსოვს მისი მწარე ხელი. -სარა,....სარა დამიძახე-მომიახლოვდა -სარა, რატომ არ შეიძლება მეც იმ სამყაროს წევრი გავხდე?-პატარა გლობუსი ავიღე და დავატრიალე. -იქ შენ არ მიგიღბენ-ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამომაჯინა, ისიც გვერდით მომიჯდა-შენ ყველასგან განსხვავებული ხარ..შეგიძია ადამიანის გონებაში შეხვიდა და საჭირო ინფორმაცია მოიძიო, ამასთან ხილვები გაქვს. ხვდები ეს რას ნიშნავს? -რას?-ძლივს გასაგონად ვთქვი -შენ სხვა ხარ! ეს დაავადება, მაგრამ იქ ყველა ჩემსავით არ ფიქრობს, ეშმაკად შეგრაცხავენ და გაგდევნიან. ხვდები? -არ მესმის, როგორ შეიძლება ამისგამო ადამიანი გარიყო? -შენ არც კი იცი რა შეუძლია ადამიანს ,როდესაც ხედავს მისთვის უჩვეულო, დაუჯრებელ და ზოგჯერ მოუღებელ პიროვნებას. ყველაზე უსაფრთხოდ აქ ხარ!-თავზე ხელი გადამისვა-წამლები დალიე და დაიძინე . ჩვენ შენ გაგრკუნავთ, შენ დაგვეხმარები და შემდეგ, როდესაც გამოჯანმრთელდები შეძლებ იქ წასვლა-ხელი გაიშვირა ფანჯრისკე. ადგა და წავიდა. წამდელბი დავლიე და დავიძინე. ისევ ცუდი სიზმარი… თავი 2 მკრთალი მთვარის შუქი. იარაღის საზარელი ხმა. მთლიანად წითელ ბლანტ სითხეში დასვრილი მე….ფეხშიშველი. გავრბივარ გზა აბნეული და ვცდილობ, როგორმე სინათლე დავინახო, რომელიც მაგრძნობინებს, რომ ცივილიზაციაში შევაბიჯე და გადავრჩი. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოს ვუყურებ: უსასრულდ გაწელილი მინდორი, რომელზეც უზარმაზარი ბორცვებია განლაგებული. უცებ ბორცხვს ფეხი წამოვკარი და დავეცი. ჩემი სხეული საბოლოოდ დანებდა, თუმცა გონება არა!. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის ამასობაში დაცვა მიახლხოვდება და იარაღს პირდაპირ სახეში მირტყამ. აქ კი გავიაზრე, რომ გამოვფხიზლდი და შეშინებული საწოლზე წამოვჯექი. “დამესიზმრა?” აჩქარებულ გულთან ხელი მივიტანე და სუნთქვის დარეგულირება ვეცადე. “ეს...ეს რა ოყო? სად გავრბოდი?....ღმერთო ჩემო….”-ხმამაღლა გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი. ფანჯარა გამოვაღე, რომელიც დაახლოებით თხუთმეტი სამტიმეტრით იღება. ცხვირი გავყავი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. “ნეტავ რას ნიშნავს?” ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ჭიქას დავწვდი, მაგრამ ცარიელია. მსგავს ფორმაში იყო მის გვერდით დადებული ბოთლი. ჩემ ოთახი შედგება საძინებლისგან სააბაზანოსა და სამზარეულოდგან. ყოველთვის მაქვს ზედმეტად წყალი სამზარეულოში, ამიტომ დაიმედებული გავედი და მივადექი მაცივარს. იმედები აქაც გამიცრუვდა დავიწყებიათ წყლის შემოტანა. გადავწყვიტე თავად მომეტანა წყალი, კარებთან მივედი სახელური ჩამოვწიე და ოი საოცრება..დაკეტილია. არ ვიცი რამდენად გასაკვირია, მაგრამ თექვსმეტი წლის განმავლობაში პირველად მომინდა შუა ღამით ოთახის დატოვება და აღმოვაჩინე, რომ, თურმე მკეტავენ. “მაგრამ რატო?!” პროტესტი გამოთქვა მეორე მემ. რამდენჯერმე დავეჯაჯგურე კარებს..თუმცა უშედეგოდ. იმედებ გაცრუებული შევხედე სათვათვალო კამერას. ჩაკეტილ კარებისგან განსხვავებით ეს ვიცოდი...ხო რაღაც ხდება ხოლმე ჩემს თავს, როდესაც სიზმრებს ვხედავ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კამერა დაეყენებინათ ასე უფრო ყურადღებით იქნებოდნენ. ხშირად გადაურჩენივარ ამ კამერასა და როლანდს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პატარა ოთახში ზის და თუ რამე საეჭვო იქნება წამსვე ჩემთან ჩნდება. ვიცი ცოტა დამაბნეველია ჩემი მდგომარეობა- სხვის გონებაში შესვლა, ხილვები და ამას ემატება საზარელი ჩრდილი, რომელიც ჩემს სულში დაძვრება და მოსვენებას არ მაძლევს. საწოლში დავბრუნდი, თუმცა ვერ დავიძინე რაღაც არ მასვენებდა. თითქოს ძალიან მძიმე პრობლემა მქონდა, რომელმაც მოსვენება დამიკარგა. გულიც უცნაურად მეკუმშებოდა “კარგი რამ არ ხდება ჩემს თავს” გავიფიქრე და ფანჯრისკენ გადავბრუნდი. ბოლომდე გადაწეული ფარდის გამო კარგად ვხედავდი განათებულ ეზოს. ვერ გეტყვით, რომ გამწვანებული და აყვავებული გარემოა-თქო ,მაგრამ არც ისე ნესტიანი და გამოფიტული, როგორც ჩემი სიზმრების ლოკაცია. ეზოს უზარმაზაი შავი გალავანი აკრავს, მის თავზე კი დენგამტარი მავთულები. ეზოში განლაგებულია რაღც მანქანები, რომელსაც თხელ თეთრ ტომრებს ახვევენ. გამუდმებით დადიან თეთრ ხალათსი გამოწყოფილი პიროვნებები და მონაცემებს იწერენ, ალბათ, მთლიანად გარემოს. მხოლოდ მე ვარ აქ და ვერც კი ვხვდები რა გავაკეთო. მართალია, მაძლევენ კითხვისა და ფილმების ყურების უფლებას, მაგრამ რაღც მაინც მაკლია. თანაც საერთოდ არ მომწონს არც ის წიგნები, რომელსაც მაკითხებენ და არც ის ფილმები. ჩემი არჩეული არცერთი არ არის. თავად მირჩევენ,რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ფილმები აღმზრდელობითია და საუკეთესოა ჩემთვის ნუ გონიათ, რომ მრავალფეროვანი არჩევანია დაახლოებით ექვსი ფილმია და მას ატრიალებან ყოველთვის. წიგნები კი ნამდვილად მრავალფეროვანია, თუმცა ესრთი შინაარსის მატარებალია. დილას, როდასაც ვიღვიძებ ვწესრიგდები ან ფილმს ვუყურებ ან წიგნს ვკითხულობ და ველოდები, როდის შემოვა სარა ან ნერბისმიერი სხვა და წამიყვანს გამოკვლევაზე. ჩემს ცხოვრებას არ ჰქვია ცხოვრება, ეს უბრალოდ არსებობაა!. თუ ესეც შეიძლება ვუწოდოთ გამუდმებით ანალიზები, ტომოგრფია, შემოწმება, ათასი სულელური შეკითხვა და სხვის გონებაში ხელების ფათური. თანაც ძალიან მტკივნეულია და მე ამას ყოველდღე ვაკეთბ. რა ხდება? ყოველდღე ჯოჯხეთს გავდივარ და შედეგი არ არის. მე ისევ აქ ვარ, ისევ ვიტანჯები და კვლავ მპირდებიან, რომ სულ მალე გამრკურნავენ. ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გავიგე, როდის ჩამეძინა. დილას კაღების ბრახსუნი მაღვიძებს. როლანდიმ თავი შემოყო და თბილად გამიღიმა. -გაღვიძების დროა-ზანტად დაუქნიე თავი და კვლავ ბალიში ჩავიხუტე. ხუთი წუთის შემდეგ მეყო ნამუსი და ავდექი. მოვემზადე დილის პროცედურები ჩავიტარე და იქვე სავარძელზე დავჯექი. -მზად ხარ?-მხნედ შემოყო თვი სარამ. რაღაც უცნაურად უბრწყინავდა თვალები. არაფერი არ მითქვამს, დუმილი ვამჯობინე.-მაშ წავედით-დაეტყო, რომ არ ესიამოვნა ჩემი დუმილი. მეც წამოვდექი და უკან გავყევი. ლაბორატორიაში მაქსი შემხვდა. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი იყო და ასევე არაჩვეულებრივი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ამიტომ მე მას “მისტერ თაფლისფერთვალება” შევარქვი. -როგორ გრძნობ თავს?-გამიღღიმა მაქსმა -კარგად-მეც არ დავაკელი ღიმილი. -დღეს ტომოგრაფია უნდა გადაგიღო, რაღაც შენი ფერი არ მომწონს, თან გუნშინ რაც დაგემართა...ძალიან შემაშინე-ერთჯერდი ხელთათმანი გაიკეთა და შპრიცი აიღო-საშიში არაფერია, ეს ის წამალია რასაც ყოვედ დღე იღებ-დამამშვიდა და ვენაში “შხამი” შეუშვა. სხვას არ ვიცი რას მივამსგავსო? საშინელი გრძნობაა, როდესაც ვენაში წამალს უშვებს თითქოს პატარ ჭიაბჭველები დარბიან და თანაც მათი თითოეული მოძრაობა მწვავს. შემდეგ რამდენიმე უმნიშვნელო პროცედურები ჩაატარა და ტომოგრაფიაც დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ პირველად არ ვიკეთებდი გამაფრთხილა, რომ არ ვიმოძრაო ოდნავადაცა კი და სუნთქვა ყოველთვის ვაკონტროლო, რომ ჩვეულებრივ რიტმს არ აცდეს, რადგან ეს პანიკას გამოიწვევდა, როგორც პირველ ჯერზე. ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული, რაც გარსში ვიყავი შესული და უცებ უცნაური გრძნობა დამეუფლა. თვალწინ კადრები გადამეშალა, ისევ გაქცევის, ისევ სისხლიანი მე და ისევ იარაღის ხმა, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ცხადი იყო, რომ შემეშინდა და ავფართხალდი. რამაც საბოლოოდ პანიკაში ჩამაგდო. -გამომიყვანეთ!-მთელ ხმაზე დავიყვირე მათანც დაუყოვნებლივ გამომიყვანს და გაოცებულები მიყურებდნენ. -რა მოხდა?-შეშინებული შემომხედა მაქსმა. თუმცა მისი ხმა მარტო არ იყო, რაც ჩემ ყურთა სმენას მიწვდა. უამრავი ხმა მესმოდა და ეს ხმა არ იყო მხოლოდ საუბრის, რაღაც საშინელებასა და ტკივილს გამოხატავდა. -მე უბრალოდ გასვლა მინდა...ჰაერზე-ჩურჩულით წავმოვთქვი არც გამომიცვლია ისე ჩამსვევს ერტლში და გამიყვანეს. ოღონდ გარედ არა შენობაში აქვსთ ხელოვნური ბაღი გაშენებული, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და იქ გაფილტრული ჰაერი შედის. დაახლოებით თხუტმეტი წუთი ვიყავი ჰაერზე და ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში გონებიდან კადრები არ მცილდებოდა “რაღაც ცუდი მოხდება..” გაისმა ჩემი მეორე მეს ხმა. ბეჭსზე ხელის დადება ვიგრძენი, მაქსი იყო.მანიშინა, რომ ჩემი წასვლის დრო იყო. რა თქმა უნდა, თუ კარგად ვიყავი მეც დავუქნიე თავი და უკან დავბრუნდი. -არ დაწვე იჯექი-როდესაც კვლავ დასაწოლად მოვემზადე გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა. -რატომ?-გამიკვირდა -უმნიშვნელო კითხვები უნდა დაგისვა. -კარგი. -სახელი, ასაკი, ფიზიკური აღწერილობა. -”ცანეტი”, თექვსმეტი წლის. ქერა, კულულა თმებით, მწვანე თვალებითა და სავსე ფორმებით. მეტრა და სამოცდათხუთმეტი. -კარგია-თავიარ აუწევია ზემოდ ისე მკითხა-არასდროს არ გიფიქრია შენს სახელზე? -რა?-ვერ მივხვდი -შენ სახელზე არასოდეს გიფიქრია-მეთქი? -რა ჭირს ჩემ სახელს?-გამიკვირდა -უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ სახელი არ გაქვს და არ გიფიქრია რამე, რომ დაიქრვა? -ეს ხომ აკრძალურია?-გავოცდი. -ხო ,მაგრამ გაფიქრებას ვინ დაგიშლის? -არა...არ მიფიქრია-ცოტა ხნის ფიქრის შემდე გავეცი პასუხი. -აი, მე კი-ჩემსკენ გადმოიხარა-ცოტა შევიშნუშნე-ხშირად მიფიქრია შენზე..ნისა-ბოლოს გამიღიმა-არ მოგწონს? როგორც კი დაგინახე ეგრევე ვიფიქრე, რომ შენ ნისა იქნედი.-ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამომისვა-ისიც ვიფიქრე, რომ არაჩვეულებრივი გოგონა დადგებოდი. -ამას რატომ აკეთებთ?-დავიჩურჩულე. -რას?-ჩემ ტუჩებს მზერა მოაშორა და თვალებში ჩამხედა. -რატომ მეხებით! მე ხომ არ მომიცია უფლება? მართალი ხარ-უცებ გამოერკვა თითქოსდა-ნისა..როდესაც მარტო ვიქნებით ამას დაგძახებ ორონდ ეს საიდუმლო უნდა იყოს. ხომ მოგწონს ნისა? -ლამაზი სახელია-მხოლოდ ეს ვთქვი. რამდენიმე პროცედურის შემდეგ კვლავ ოთახში გამიყვანეს, სადაც ამოწმებდნენ ჩემ “ზებუნებრივ ნიჭს”. ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა რასაც აქამდე ვაკეთებდი. მის გონებაში შემძვრალიყავი და წამეკითხა თავისი ფიქრები. მთელი ყურადღება გონებაზე გადავიტანე, მაგრამ რაღც ისე არ მოხდა. ჩემი ფიქრები არა ოთახში მყოფ პიროვნებისკენ, არამედ სარასკენ გაიქცა. ალბათ სხვა დროს წამში გავთიშავდი კავშირს, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ პატარამ სიტყვამ მიიპყრო. და ეს სიტყვა იყო- “ნისა”. მან საიდან იცოდა ამის შესახებ? ეს ხომ ჩემი და მაქასის საიდუმლო უნდა ყოფილიყო? უფრი ღრმად შევედი მის ფიქრებში და უკვე გამართული წინადადება წავიკითხე. “ნისას მომზადება უნდა დავიყწო, ის უკვე საკმაოდ ძლიერია” “მთავრობა არ იცდის”. “აგენტები” “სპეცოპერაცია” “საბრძოლო ხელოვნება” და კიდევ უამრავი მსგავსი სიტყვები ტრიალებდა მის გონებაში. “რა ჭირს? რატომ არ დაწერა ფურცელზე სიტყვა?” ჩემმა გონებამ საგანგაშო სიგნალი გამოსცა და სწრაფად დავაღწიე მისი გონებიდან თავი. როდესაც საბოლოოდ გამოვერკვიე ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ცხვირიდან კი ბლანტი სითხე მომდიოდა. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, ისიც არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიგრძენი მუხლებში, როგორ წამერთვა ძალა და ერთიანად მოვწყდი. დახშული ხმები და თეთრი შუქი, რომელიც თვალებს მჭრის. მხოლოდ ამას ვგრძნობ და ვცდილობ მზერა დავიწმინდო, რომ გამოვარკვიო ცხადში ვარ თუ სიზმარში. ძალას ვიკრებ და გაჭირვებით ვახელ თვალებს, რამოდენიმეჯერ ვახამხამებ მზერის დასაწმენდად და გამოვიდა. როგორც კი ნორმანულად გამოვიხედე შეშინებული მაქსის თვალები დავინახე და სარა, რომელიც საეჭვო იხედებოდა და ალბათ უამრავი ეჭვი ღრნიდა. -ცამეტო გესმით ჩემი?-ფორმალობა დაიცვა და ამაზე ჩამეღიმა. ხშირად მინახავს მაქსი ჩემს სიზმრებში, ოღონდ იმ სიზმრებში, რომელიც ჩემი ქვეცნობიერიდან მოდის და არა რაღაც ხილვის მსგავსში, რომელსაც რეალურისგან ვერ გაარჩვენ. მაქსი დაახლოებით ოცდახუთიწლის იქნება, როგორც ზემოდო აღვნიშნე თაფლისფერთვალება და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია. ალბათ ჩემ ფიქრებში იმიტომ არის, რომ ჩემ მიმართ ყოველთვის ლმობიერია-ცამეტო გესმით ჩემი-კვლავ გამიმიმეორა და ფიქრებს მომწყვიტა. -კი..მე..კარგად ვარ-თავი ოდნავ დავუქნიე. -დარწმუნებული ხარ?-ეჭვის თვალით შემომხედა.-შენ ისვ ცუდად გახდი -არ მისადილია და მაგიტომ-ისე უცებ წამოვროშე ეს სისულელე თავადაც გამიკვირდა. -ეს საჭმლის ბრალი არ არის-მაქსის მაგიერ წარმოთქვა სარამ-შენ რაღაც სხვანაირი ხარ. იქნებ წამლებს არ სვამ და მაგიტომ მოგდის ეგეთი რაღას-ეჭვის თვალით შემომხედა-ცუღლუტობ? რა ვქნათ კონტროლი დაგიწესო? -მეტი კონტროლი რა გინდათ, ექიმო საროია? ოთახში კამერებია დაყენებული, თურმე კარებსაც მირაზავთ ღამე და ერთადერთი, სადაც მშვიდად ვარ ეს სააბაზანოა და იმედია იქ მაინც არ დამიყენებთ კამერებს-ამოუსუნთქვად აღმოვთქვი სიტყვები და მის რეაქციას დაველოდე. -ცამეტო ნუთუ არ გრცხვენიათ-აღშფოთებული წარმოთქვა-თქვენ ღამე დერეფანში გამოსვლა გინდოდათ? როგორ გაბედეთ....ხვდებით თქვენ საქციელს რა შეიძლებოდა მოყოლოდა?..როგორ…-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ მაქმა შეაწყვეტინა. -სარა! კმარა გაიგო… რაც შეეხება ცამეტს ორივემ მშვენივრად ვიცით რისი ბრალია. მისი ოგანიზმი გადაიღალა ყოველდღე ათს ანალიზს ვუღებთ. იმდენად ვცდილობთ, რომ არაფელი გამოგვეპაროს მის ზედმეტად დაცვაში მას ზიანს ვაყებებთ. -მიხედე-მხოლოდ ეს თქვა და ზურგი გვაქცია. -არ მიაქციო ყურადღება-გამიღიმა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი. -მაქს...შენ, რომ სახელი მითხარი აი ის.. -ნისა-მშვიდად მომიგო -ხო..ნისა, ჩვენ ორის გარდა კიდევ ვინმემ იცის ამ სახელის შესახებ?-გულში ვლოცილობ, რომ თქვას “კი” და ის იმედი არ ჩამიქროს ,რაც რამდენიმე საათის წინ ამინთო. -მე ხომ გითხარი, რომ ეს ჩვენ შორის დარჩებოდა?-წარბები აზიდა-ამ სახელის შესახებ მხოლოდ მე და შენ ვიცით. არ მენდობი? -კი, როგორ არა-ჩამწყდარი ხმით აღმოვთვი, საწოლში კიდევ უფრო ჩავიწიე და ზურგი ვაქციე. -კარგი დაისვენე-ფეხზე წამოდგა და გავიდა. მეორე დღეს ჩემს ოთახში მეღვიძება “ისევ ერთი და იგივე” გავიფიქრე ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი, მოვწესრიგდი და კარებისკენ წავედი, როდესაც კარები სარამ შემოაღო. -დილამშვიდობისა, ცამეტო შეგიძლია ეს ჩაიცვა-გამომიწოდა ლამაზად დაკეცილი სპორტული ზედა და შარვალი. -რათ მინდა?-გამიკვირდა. -ზედმეტი კითხვების გარეშ-მოკლედ მომიჭრა და გავიდა. მეც სხვა რა გზა მქონდა? მოვემზადე სავარაუდოდ უნდა მევარჯიშა, რაც ძალიან არ მომეწონა. “სად მე და სად ვარჯიში? ეს რაღა აიტეხა ამ ქალბატონმა” მაქსი შემოვიდა ისიც სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი. “მასთან ერთად უნდა ვივარჯიშო?” -მზად ხარ?-მაცდურად აათამაშა წამწამები-თუ ვარჯიშს გეზარება? -საიდან მოტანე? რომ იცოდე ვარჯიში ჩემი სტიქიაა-ამ სიტყვებზე გულიანად გაიცინა. -კარგი მაშ წავედით.-მეც აღარაფერი მითქვამს საკმარისია ამდენი სისულელის თქმა, მთლად ნუ გავაგიჟებ ამ ბიჭს. სპორტ დარბაზში შევედით და ეგრევე რინგზე ამიყვანა. -სანამ მწრთვნელი მოვა ერთ ორ ილეთს მე გაჩვენებ-გამიღიმა, კრივი ხელთათმანები მომცა და მანიშნა გაიკეთო. -მაქს-ისე მივმართე თითქოს რაღაც გავაფუჭე და ეხლა უნდა შევაპარო -გისმენ..ნისა-მესიამოვნა “ნისას” გაგონება, მაგრამ შემდეგ გუშინდელი მახსენდება და გულში რაღაცამ ჩამწვა. “მატყუარა” გავიფიქრე. -რამდენი წლის ხარ?-დაუფიქრებლად წარმოვთქვი. თავიდან გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, შემდეგ გაიცინა და მომიგო. -ოცდაცხრა. შენზე ბევრად დიდი ვარ. გავოცდი საერთოდ არ ეტყობა. ყველაზე დიდი ოცდა ხუთი წელი შეიძლება მისცე. -არ გეტყობა-მხრები აიჩეჩე. -ეგ იმიტომ, რომ ბევრს ვარჯიშობ და დროა ჩვენც დავიწყოთ, არა?. დავიწყეთ ვარჯიშ რამდენიმე ილეთი მასწავლა და თან ძალიან გამამხიარულა. ამასობაში წვრთნელი მოვიდა და სახეზე უკმაყოფილბა აღმებეჭდა. “ძან ხომ არ მიეჯაჟვე მაგ მატყუარა მაქსიმილიანოს?” ეგრევე გამოანთხია შხამი მეორე მემ. დაახლოებით ოთხი საათი ვივარჯიშე, შემდეგ დავისვენე ,ვჭამე და საღამოს კვლავ განვაგრძე ვარჯიში. საკმაოდ კარგად ავითვისე კრივი. მწვრთნელს ახალი ილეთი უნდა ეჩვენებინა სარა, რომ შემოვიდა და მწვთნელს ანიშნა გვერძე გავიდეთო. მოფარებულში დადგნენ და რაღაცას ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. “კარები ღია დაუტოვებია” გავიფიქრე და გასასვლელისკენ გავემართე. გავედი და არავინ არ იყო. საკმაოდ ბნელოდა “ამდენი ხანი ვარჯიშობდი?” გამიკვირდა და ფრთხილად ვიწყე ნაბიჯების გადადგმ.ა უცებ რაღც ფხაკუნი გავიგე, იმის მიუხედავად, რომ შემეშინდა ხმას მივყევი და ბნელ კუთხემდე მიმიყვანა, სადაც მკრთალად ანათებდა მთვარის შუქი და ადამიანის სილუეტი ჩანდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და უტეხად გადავდგი ნაბიჯი სილუეტისკენ. -ვინ ხარ?-დავიჩურჩულე. სილუეტი ჩემსკენ გამოიწია და შუქზე დადგა ფეხებიდან ავყევი სახემდე და გავოცდი ,როდესაც ჩემს წინ გოგონა გამოჩნდა-ვინ ხარ?-კვლავ გავიმეორე ინსტიქტურად. -მე ანა ვარ, შენ ცამეტი ხომ?-დაიჩურჩულა. მხოოლოდ თავი დავუქნიე-მისმინე-თან მესაუბრებოდა თან ტერიტორიას ამოწმებდა-უნდა გაიქცე აქედან, უკვე ვარჯიში დაგაწყებინეს. შენც იმ გოგონების ჯგუფს შეუერთდები! თავიდან მეც მეგონა, რომ გამკურნავდნენ. -რას გულისხმობ და საერთოდ ვინ ხარ,რა გოგონები? -ნომერი ცხრა ვარ, ამათ ენაზე, რომ გითხრა. შენ რა მართლა გგნოა, რომ აქ მარტო ხარ?-უცებ გამწია და ფრთხილად გაიხედა დერეფანში-მოკლედ ,ვიცი ჩემი არ გჯერა და დღეს ღამის სამ საათზე შენ კარებთან დამელოდე და დაგიმტკიცებ ყველაფერს. ეს ყველაფერი სწრფად მომაყარა და სიბნელეში გაუჩინარდა. მე კი დავრჩი გაშტერებული. თავი 3 იმის მიუხედავად, რომ მისი სიტყვების არ მჯეროდა მაინც დაგეგმილ დროს მივედი კარებთან და ვცდილობდი ვიდეო თვალს არ დავეფიქსირებინე. რამდენიმე წამში საკეტის გადატრიალების ხმა გავიგე, შემდეგ კიდევ..სახელურის ჩამოწევა და კარების ოდნავ გაღბა.”გამოდი” ჩუმად და ამავდროულად სწრაფად დამიჩურჩულა. მეც არ დავაყოვნე. ერთდერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვენდე და გავყევი, ჩემი ეჭვების გაქარწყვლა იყო. არსებობდა მიზეზი იმისა თუ რატომ მწვრთნიდნენ და სავარაუდოთ ეს მიზეზი არ იყო კარგი. ისე ჩუმად გავეპარეთ დაცვას გაკვირვების გრძნობა დამეუფლა. “ნომერი ცხრა” ნამდვილად პირველად არ აკეთებდა ამას და სავარაუდოდ ხშირად დაფარფაშებდა დერეფნებს შუა. ნეხევრად დაჩოქილი პოზით მოვძრაოდით, შედეგად ჩემმა ხერხემალმაც საგანგაშო სიგნალი გამოსცა და საშინელი წვა ვიგრძენი. სიმღვიდეს ვინარჩუნებდი, მანამ სანამ საბოლოო დანიშნულებამდე არ მივედით და იქ რაც ვნახე უბრალოდ გამაოცებელი იყო. უამრავი ახალგაზრდა გოგონა და ბავშვები შეერთებულები იყვნენ აპარატზე, რომელიც საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს მტკივნეულიც იყო და ეს ისახებოდა მათ სახეზე. “გაგიმართლა, რომ ეს არ გამოსცადე” თანაგრძნობით დამადო ხელი. -აქ რა ხდება?-სასოწარკვეთილმა წარმოვთქვი. არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ გზა განაგრძო, ძალიან ფრძილად დაახლოებით ორი ჰოლი გავიარეთ, შემობრუნდა და თვალებში ჩამხედა. -მისმინე, აქ რასაც ნახავ არ მოგეწონება ყველა და ყველაფერი შეგზიზღდება და თუ შენ არ გსურს ეს განცდა დაგეუფლოს, მე შემიძლია აქ არ შეგიყვანო. ჩემგან განსხვავებით გაქვს არჩევანი. -მე..მე მსურს ვიხილი, რაც ამ კარის მიღმაა.-მტკიცედ წამრმოვთქვი. -კარგი წამოდი-ხელი ჩამჭიდა და უკან გამაბრუნა. -ვფიქრობ, ჩვენ საპირისოირო მხარეს უნდა წავსულიყავით. -ასე ვერ შევალთ! უნდა შევინიღბოთ.-დამიჩურჩულა და ჩემ სხეულში ადრენალინის მომატება ვიგრძენი. თავი ფილმიდან გადმოსული აგენტი მეგონა, რომელიც საიდუმლო დაწესებულებაში შედის. კიბის უკან შეძვრა ოთხკუთხედ არც ისე პატარა ზომის დასეტკილ რაფას ხელი მოკიდა და გვერძე მიდო. -აქ უნდა შევძვრეთ? -იმედია კლაუსტოფობია არ გაქვს -გავუძლებ!.-მტკიცედ განვუცხადე. ვერ გეტყვით, როგორ საშინლად გამიჭირდა იქ გაძლება ღმერთს ვევედრებოდი, რომ მალე დამთავრებულიყო ეს ვიწრო გზა, რომელიც წარმოდგენა არ მქონდა სად მივყავდი. -აქ გაჩერდი-ხელით მანიშნა და წვემოთ სავარაუდოდ ჭერზე დააკაკუნა. -რას აკეთებ?-მაინც ვერ მოვითმინე, მაგრამ მან ხმა არ გამცა. ცოტახანში კი გასასვლელიდან შემაკავებელი რაფა შიგნიდან ვიღცამ მოხსნა. “დავიღუპეთ” გავიფიქრე და სუნთქვა შეკრული დაველოდე აღსასრულს. -არ მოდიხარ?-დამიძახა. თვალები, როდესაც გავახილე უკვე ნახევრად ჩამძვრალი იყო. იგივე გავიმეორე და პირდაპირი მნიშვნელობით ჭერიდან ჩავხტი ოთახში. ოთახი კი დაცვის იყო. კედლი მთლიანად მონიტორით იყო დაფარული, რომელიზედა შენობაში და ასევე შენობის გარედ არსებულ ვითარებას აკონტროლებდა. -დავიღუპეთ-შეშინებული გავხედე მაღალ შავგრემან ბიჭს, რომელიც ეშმაკურად იღიმებოდა. -ნუ ღელა-მშვიდად მომიგო. -მომენატრე პატარავ-ვნებიანი მზერა მოავლო და წამებში დაეწაფა მის ბაგებს. მე კი თვალები გამიდიდნა ამ სცენის შემყურე. -მეც მომენატრე, ბაჭია- გადახოტრილ თავზე ხელი გადაუსვა.-შენი დახმარება მჭირდება-გაეკეკლუცა -აქ ვარ შენი მონა-მორჩილი!-თავი დაურა და საჯდომისაკენ წააცურა ხელი -გეყოს-მოიშორა და განზე გადგა-ეს ჯერ კიდევ ბავშვია-ჩემზე ანიშნა -კარგი...რით შემიძლია ჩემი ფერიის გაბედნიერება? -უნდა შევინიღბოთ -არ მითხრა, რომ მას უნდა აჩვენო-ჩემსკენ გამოიშვირა საჩვენებელი თითი -უფლება აქვს იცოდეს. თან ეს ისაა… -ისაა? კარგი-წამში დაეთანხმა -რას ნიშნავს ეს ისაა? ვინ ვარ მე?-გაოცებული და ამავდროულად ცოტა გაბრაზებული მათ შორის ჩავდექი -შენ ის ხარ ვისაც, რაღაც საშინელებისთვის ამზადებენ-დაუფიქრებლად წამოიძახა -დემეტრე!-გამაფრთხილებლად წარმოთქვა მისი სახელი ანამ -უფლება აქვს იცოდეს -ისედაც გაიგებს. მოგვეცი ნივთები -ოხ კარგი-თავი დანებების ნიშნად გააქნია და ვიწრო კრემისფერ კარშებში გაუჩინარდა.”სად წავიდა?” გავიფიქრე. მალევე დაბრუნდა ყუთეთ ხელში. ანამ სწრაფად გახსნა და ყუთითად თეთრი ხალათები, საშვები და პარიკები ამოიღო. სწრაფად მომაწოდა. -დროა არ იცდის ცამეტო!-თითქოს გაუკვერვლობიდან ჩემი გამოყვანა სურდა, მაგრამ თავში უამრავი კითხვები მიტრიალებდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ამის დრო არ იყო და სწრაფად გამოვეწყვე და პარიკიც დავიხურე, რაც ძალიან არაკომფორტული იყო. -გიხდება შავი თმები, დოქტორო -საშვს შეხედა- მარია-გაიცინა და თავისი ჟღალი პარიკი შეისწორა. -წავედით?-მოუთმენლად ვკითხე. -კი-დემეტრეს გახედა-ყველაფერი რიგზეა? -კი შეგიძლიათ თამამად გაიაროთ. მთავარი ექიმი, მაქსი და არც სარა აქ არ არიან. -ჩემი გმირი ხარ-მოწყვეტით აკოცა და ცაეხუტა-იცოდე ხვალ ცვხლას როდესაც მორჩები გელოდები-ყურთან ახლოს დაუჩურჩულა და იქვე სველი კოცნა დაუტოვა. მან მხოლოდ ვნებიანი თვალი გამოაყოლა, როდესაც ოთახი დავტოვეთ. ვიცი ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვუთხარი -გიყენებს ვერ ხვდები? -საკითხავია ვინ ვის იყენებს-აგდებულად მომიგო. -ვერ გავიგე? ანუ რა გინდა თქვა, რომ უყვარხარ? -ის მამაკაცია, რომელსაც ქალი ჭირდება. მე კი ქალი ვარ შენთან შედარებით ბავშვო, რომელსაც მამაკაცი სჭირდება. ამასთა მე ის მარტო სექსუალურად არ მაკმაყოფილებს, საჭირო ინფორმაციას მაწვდის და მეხმარება. აზედაც ვერ მოვა ისე დავტყდები აქედან და დავტოვებ ხახამშრალს. მე მისგან ვიღებ ყველაფერს, რაც მჭირდები. ჩემგან იღებს იმას, რაც თავად მსურს, რომ მიიღოს. ამიტომ ვინ ვის იყენებს?-მაცდურად აათამაშა წარბები-არ კი ვიცი შენთან ამაზე რატომ ვსაუბრობ. -რამდენი წლის ხარ? -ოცდასამის. მორჩი დაკითხვას, წავედით. მეტი არც მე არ მითქვას და არც მას დაუძრავს სიტყვა. დერეფანი ისე ჩავიარეთ ,არც არავის შეპარვია ეჭვი, რომ ჩვენც იქ მომუშავენი ვართ. საშვით გააღო დიდი თეთრი კარები, რომელიც აფსოლუტყრად განსხვავებულ გარემოში გადაგვიყვანა. გამჭირვალემინებით გადახურული შენობა, რომელის საკმაოდ მწვანე გარემოში იდგა და განსხვავებული ჯიშის მცენარეები ეკრა გარს. გასაოცარი დეკორაციით გაფორმებული. ნელ-ნელა კიბეებს ჩავუყევი და თვალები გამინათდა, როდესაც უზარმაზარი აკვარიუმი დავინახე, რომელშიც ძალიან ბევრი და ამვადროულად განსხვავებული ჯიშის თევზე დაცურავდნენ. -ჯობს ვიჩქაროთ-გამომარკვია და წინ გამიძღვა. კვლავ გააღო გამჭირვალე კარები და სულ სხვა სამყაროში გადავეშვი. მოვწყდი ბუნების სილამაზესა და დავდექი რეალობის წინაშე, რომელშიც უამრავი აპარატებია, რომლებსაც საცდელად იყენებენ და საცდელი არა ცხოველები ,არამედ ადამიანები იყვნენ. მარცნივ მკერდთან ვიგრძენი, როგორ შეიმკუშა ჩემი “სიცოცხლის წყარო”. შევხედე მცირეწლოვან ბავშვს, რომელსაც ნამდვილად არ ჰქონდა ადამიანის სახე. თავისი უმანკო სახისგან არაფერი იყო დარჩენილი, მხოლოდ იმედით მოციმციმე ყავისფერი თვალები, რომლიდანაც ამოიკითხავდით უსაზღვრო ტკივილს. ამავდროულად კი იმედს, რომელიც ამხნევებდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდებოდა. ვიგრძენი, როგორ დასველდა ჩემი ლოყა და მზერა ნახევრა დაიბურა. ნელი ნაბიჯებით განვაგრძ გზა და მივადექი მთლიანად მინით დაფარულ ოთახს, რომელიც განმარტოებით იდგა. იქ კი რასაც შევხედე ყველაზე ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა ჩენთვის. გინახავთ რადიაციით დასხივებული ადამიანი, რომელსაც მთელი სხეილი საშინელი ფეკალიებითა და უცნაური ჭრილობებით ჰქონდა დაფარული? და თანაც ვერც კი გაარჩევდით მის სახეს. ჩემგან ზურგს შექცევით თეთხალათში გამოწყობილი მამაკაცი იდგა და ტაბლეტში მონაცემებს ამოწმევბდა. მინას ხელი მივადი და მზერა იმ პიროვნებაზე გადავიტანე, რომელიც დარწმუნებილი ვარ ყველაზე მეტად სიკვვდილს ნატრობს. -რა გაგიკეთეს?-დავიჩურჩულე და თვალებიდან გადმოსული სითხე ხელის გულით მოვიცილე. -რთულია არა?-გვერდით დამიდგა ანა -რატო?-მხოლოდ ამის თქმა შევძელი -პირველად, რომ ვნახე მეც ეს კიხვა გამიჩნდა. რატომ იყენებენ ამ ადამიანებს, როგორც საცდელ ვირთხებს. -მათ ხომ აქვთ უფლება, აირჩიონ თავიანთი ცხოვრება? -და ჩვენ ვინ მოგვცა ამის საშუალება? -რთულია…-მძოლოდ ამის თქმა შევძელი. -ჩვენ ყველანი საცდელი ვირთხები ვართ-ამოიოხრა მწუხარებით და ჩემი მზერაც დაიმსახურა -როდის მივდივართ? -რა..სად? მოიცა ასე ადვილი არ არის აქედან გაპარვა.-იმის მიუხედავად, რომ თითქმის ერთი წელია ვგეგმავ, მაინც არ არის ასე ადვილი. -არ მაინტერესებს! მე აქ არ დავრჩები .ისიც საკმარისია, რაც ვნახე ან დღეს წამოხვალ ან მარტო წავალ. -და როგორ აპირებ აქედან მარტო გასვლას?.-გამიბრაზდა -როგორმე გავაღწევ-გვერდი აუარე და გაბრაზებული გავედი იმ წყეული ადგილიდან. თვალწინ მიტრიალებდა კადრები და მათი თვალები, რომლებიც შველას ითხოვდა. -ემოციაებს ძალიან ნუ აყვები. გპირდები გავალთ.ორი დღე მომეცი კარგი? მხოლოდ ორი. -მპიდები?-მავედრებელი მზერა შევანათე. მან უხმოდ დამიქნია თავი. სხვა გზა არც მქონდა. დავნებდი და დაველოდე მის მითითებას. შენობა დავტოვეთ ზუსტად ის გზა გავიარეთ, რაც აქ მოსვლამდე. განადგურებული დავბრუნდი ჩემს ოთახში ვიცოდი, კამერების ამბავს დემეტრე მოაგვარებდა ამიტომ არ შემშინებია. მთელი ღამე თეთრად გავათენე. ვცდილობდი რაიმე ლოგიკური ახსნა მომეძებნა იმ სანახაობიდან, რაც ვნახე. “იქნებ ისინი სასიკვდილო დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ქმნიან და ცხოველის, შემდეგ ადამიანებს აკვირდებიან და ისინი სულაც არ არის დატყვევებულები?” ჩემი ფიქრის თავად გამეცინა. ასეთი იდიოტური ,რომ იყო. მათ ხომ ყველაფერი სახეზე ეწერათ. ყველა ის ტკვილი, რასაც განიცდიდნენ. ისინიც საცდელი ვირთხები არიან როგორც- მე. მეც მწვრთნიან და ეს როგორმე უნდა შემეჩერებიბნა. დილით ვარჯიშზე უარი განვაცხადე და მაქსის გაკვირვებაც დავიმსახურე. რომ ვფიქრობ, რომ ისიც ისეთივეა, როგორიც დანარჩენი ექიმები და პატარა ბავშვებს იყენებს საცდელად გული ზიზღით მევსება და გაჭირვებით ვიკავებ თავს. -ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი-ეჭვის თვალით შემომხედა. -აქედან როდის წავალ?-მისთვის სრულიად მოულოდლნელი შეკითხვა დავსვი. -ნისა, ხომ იცი რომ აქედან ასე ვერ წახვალ. -ოდესმე წავალ? რისთვის მამზადებთ -უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრებით, რომ იცხოვრო ამიტომ გავარჯიშებთ. ეს შენთვის სასარგებლოა-ცდილობდა თავზე მოეხვი ეს უსუსური ტყუილი. -კარგი რა მაქს ვის ატყუებ, ისიც მშვენივრად ვიცი, რომ რაღაც ოპერაციისთვის მწვრთნით და გეყოს ტყუილები-მწყობრიდან გამოვედი. -მე შენ არასდროს მომიტყუბიხარ-ხმა დაულბა და თმაზე მომეფერა. -არ შემეხო, მაქს. მშვემივრად ვიცი, თქვენი საქმეები. აქ მარტო არ ვარ და თქვენ ძალიან ბოროტ საქმეს ჩადიხარ-დახლიდან ჩამოვხტი და ოთახიდან გასვლა დავაპირე, როდესაც მაქსის ხელებმა შემაჩერა. -რა გააკეთე?-გაცოფებული თვალებით შემომხედა-მითხარი, გამოიპარე? ვინმეს აზრები წაიკითხე თუ რა გააკეთე ასე ,რომ საუბრობ? -ისეთი არაფერი რაც აქამდე არ გამიკეთებია-მოვიცილე და ჩემი ოთახისაკენ წავედი. კვლავ ცუდი სიზმარი ვნახე, ისევ გავრბოდი და კვლავ სისხლში ამოსვრილი. უღრან ტყეში შევვარდი გზას მხოლოდ მთვარის შუქი მინათებს გზას. გავრბივარ შიგადაშიგ კი უკან ვიხედები, სადაც დაცვა მომზდევს, რომლებიც გამწარებული მომყვებოდნენ ფეხდაფეხ. ”ანა!” მისი სახელი წამოვიყვირე, როდესაც დავინახე, როგორ დავარდა ძირს. სწრაფად წავედი მისკენ. გაჭირვებით სუნთქავდა და მთხოვდა, რომ წავსულიყავი, მაგრამ არ დავემორჩილე. ვხედავდი, როგორ მოდიოდა შეიარაღბული პიროვნებები ჩემსკენ ანას გაჭირვებული ვედრება, რომ წავიდეს და გასროლის ხმა, რომელმაც სიზმრიდან რეალობაში გადმომისროლა. შეშინებული გამოვფხიზლდი და ოთახს მოვავლე თვალი, რომ გამეაზრებინა სად ვიყავი. სწრაფად დავწვდი წყალს და ამოუსუნთქავად დავლიე. -ეს რა იყო-ფეხზე წამოვიჭერი და ოთახში დავიწყე მიმოსვლა. მივხვდი, რომ ეს არი უბრალო სიზმარი, ეს მინიშნება იყო. იქნებ არ უნდა გავიქცეთ? -ეს კარგად არ დასრულდება. საათს დავხედე დილის ხუთ საათს უჩვენებდა. ძილი აღარ მეწერა ამიტომ მოვემზადე და კამერაში გავიხედე. ვანიშნე ,რომ ოთახის კარები გაეღოთ. გავიდა ორი წუთი ,მაგრამ არავინ აღებს კარებს. ხუთი წუთის შემდეგ უკვე პრიტესტი გამოვთქვი და მაქსმა იკადრა და შემოვიდა. -რა ხდება? -რატომ არ მიღებთ კარებს? თქვენ რა ოთახში მკეტავთ-სიმწრისგან გავიცინე -ექიმა საროიამ ასე გადაწყვიტა.-დამღლელად ამოიოხრა -არ მაინტერესებ-გვერდი აუარე და ჰოლში გავედი. ჩემი გონება ანას ეძებს და საბოლოოდ პოულობს კიდევაც. -ნისა სად მიდიხარ?-მაქსის ხმამ გამომარკვია. -საპირფარეშოში.-მოკლედ მოვუჭრი და იქვე გავუხვიე. დერეფნის ბოლოს მდგარ საპირფარეშოში შევედი და ერთ-ერთ კაბინაში შევიკეტე. -ანა სად ხარ?-ოდნავ ხმამაღლა ჩავილაპარაკე. -აქ ვარ-ზემოდან დამყვირა და გადაიკისკისა -ღმერთო ჩემო! შემაშინე-გულზე მივიდე ხელი-როგორ მომაგენი -თავად არ დამიძახე? -ეგ როგორ? -მე ხომ ტელეპორტაციის ნიჭიც მაქვს. ყველა სიტუაციიდან შემიძლია გამოძრომა. -რა-მოსმენილამა ნამდვილად გამაოცა. ჩემ გაოცებას კი ანას კისკისი მოჰყვა. -ვიხუმრე-ხელი ჩაიქნია.-დღეს მივდივართ აქედან. -როგორ?-გავიკვირვე-დაცვა გააძლიერეს. -ნუ ღელავ, შენ უბრალოდ მომენდე და დამელოდე, როდის მოვალ ჩვეულებრივად მოიქეცი და ეჭვსაც არავინ აიღებს. შემდეგ კი ძალიან შორს წავალთ. -იცი..ცუდი სიზმარი დამესიზმრა-შეპარვით ვუთხარი და თითებს დავუწყე წვალება-ის ძალიან ცუდი იყო. იქ შენ დაზიანდი. -სისულელეა!-კვლავ გაიცინა-მაქსიმუმ ტყვია დამახალონ. -არ არის სასაცილო-გაოცებული გავხედე -მისმინე,-დასერიოზულდა-თუ ერთ-ერთ ჩვენგანს რაიმე დაემართება, ჩვენ ჩვენი გზა უნდა განვაგრძოთ. იმ ბავშვებისა და მოხუცების ხათრით.-ერთ-ერთმა ჩვენგანმა მაინც უნდა მოახერხოს და ამ საშინელების შესახებ ხალხს უნდა უთხრას. შეიძლება აქ ისეთი ბავშვებია მშობლებს, რომ დაკარგული გონია და უშედეგედ ეძებს. ამიტომ უნდა გავაღწიოთ აქედან. პირობა მომეცი რომ თუ რამე დამემართება გზას განაგრძობ. -ანა...ხვდები რას მთხოვ. -ისეთ არაფერს. იმათვის უნდა შეძლო. -რატომ მგონია, რომ მემშვიდობები-დაეჭვებული შევხედე. მან არაფერი მითხრა უბრალოდ გაქრა. როგორც სარამ განაცხადა სწავლა კვლავ უნდა გამენახლებინა. ორი საათი ვიჯექი და ერთ ლექციას ვუსმენდი. საშინელებაა სკოლის მოსწავლეს, რომ გამსგავებენ და საკლასო ოთახში მარტო ხარ. არც მეგობრები, არც უბრალოდ კლასელებია არავინ მხოლოდ მე და ხუთი მასწავლებელი, რომელიც ერთმანეთის მონაცვლეობით შემოდიან და მიხსნიან ყველაფერს თუ რაიმე არსებობს მხოფლიოში. მათი დამსახურებით ბევრ რამეში ვერკვევი, თუმცა აქ განსაკუთრებული ცენზურა ადევს ყველაფერს. და ასევე ეტიკეტის დაცვა. აუცილებელია, როგორც სარა იტყოდა- “მოსწავლე უნდა დაემსგავსოს მოსწავლეს” ამიტომ დამაძალეს ფორმა ჩამეცვა. ზურგჩანთა წიგნებით სავსე მომკიდეს და დამსვევს “საკლასო ოთახში” თითქოს რეალურ სკოლაში მაგრძნობინებდნენ თავს. ან ეს ზურგჩანთა რად მინდოდა. წიგნებით სავსე, თითქოს სადღაც შორს მიშვებდნენ სკოლაში. საღამოსთვის რამიდენიმე უმნიშვნელო ანალიზი ამიღეს. მაქსი მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა ოსტატურად ვიძვრენდი თავს. შენობაში მოწყობილ ბუნებაში გასეირნება შემომთავაზა მაქსმა, მაგრამ მე განვუცხადე, რომ დაღლილი ვიყავი და უნდა დამეძინა. ოთახში შევედი საღამურები ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. ძილი არც მომკარებია. ვიცოდი ,რომ აქ ბოლო საათი იყო რასაც ვატარებდი და საბოლოოდ დავაღწევდი ამ ყველაფრიდან თავს. მაგრამ მეშინოდა ეს არ იყო კარგად მოფიქრებული გეგმა. შეიძლება ანა დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, მაგრამ იქნებ, რაღც შეეშალა და ამ შეცდომის გამო ჩავფლავდეთ კიდევაც? იმდენად შემაშფოთა იქ ნახულმა გაუაზრებლად გადავწყვიტე, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გავქცეულიყავი აქედან. მაგრამ რამდენად სწორია ეს? სად უნდა წავიდე, მე ხომ არაფერი ვიცი იმ სამყაროს შესახებ? იქნებ...იქნებ სარა მართალია და იქ არ მიმიღებენ. დაიჯერებენ კი ჩევენს მონათხრობს ამ ადგილის შესახებ თუ სარას ფიქრებს გავიხსენებ ამ საქმეში მთავრობაც არის გარეული. (ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში) ამ ფიქრებმა იმდენად შემაშინა, რომ შიშის კანკალმა ამიტანა. გული რაღაც ცუდს მიგრძნიბდა და სასიგნალო იმპულსებს გამოსცემდა. ღამის ორი საათი იყო და კვლავ ანას ველოდებოდი. აგვიანებდა ამან კი უარესად შემაშფოთა. თანაც ეზოში ნათურები იმაზე მეტად გააძლიერეს. ვიდრე სხვა დროს იყო. “ანა სად ხარ?” ეს გავიფიქრე და გავიგონე. როგორ გადატრიალდა სწრაფად საკეტი და კარები შემოგლიჯა ვიღაცამ. -ანა შენ ხარ?-გაოგნებული შევხედე . აწეწილ ანას. რომელიც სწრაფდ სუნთქავდა ხელში კი იარაღი ეჭირა-ეს...ეს?-ვეღარ წარმოვთქვი იმდენად შემეშინდა. -სწრაფად-ხელი დამავლო და ფეხშიშველი ატლასის თხელი პიჟამო შოლტიკისა და უმკლაო ზედის ამარა გამათღია გარედ. -ჯანდაბა...შემნიშნეს ნუ იყურები უკან წინ იარე-სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და იარაღი გადატენა. -ეს რად გინდა?-იარაღზე მიუთითე. -დემეტრეს მოვპარე...ფრთხილად-წამოიყვირა და ერთ -ერთ დაცვის თანამშრომელს მუხლში ესროლა. შენობის უკან წავედით სადაც უზარმაზარი ეზო დაგვხვდა. -თუ ეზოს ბოლომდე გავუყვებით შევძლებ გასვლას. -როგორ? -უბრალოდ ირბინე-დაიყვირა და სწრაფად გაიქცა მეც უკან მივყვევი, მაგრამ ძლივს გავრბოდი ფეხშიშველა ვიყავი და ეს მინდორი არც ისე გაწმენდილი იყო, როგორც წინ. შეუსვენებლად გავირბინეთ დაახლოებით კილომეტრი და შავ დიდ გალავან მივადექით. -აქედან, როგორ უნდა გავიქცეთ?-პანიკაში ჩავვარდი და შეშინებული დავიწყე აქეთ-იქით ყურება. -აქედან-დაიჩოქა და მიწის გადაყრა დაიწყო ოთხკუთხედი ფორმის ბრტყელ მეტალის ნივთიდან. შემდეგ გამოაჩოჩა და მოისროლა. იქ კი რაც დავინახე ნამდვილად გავოგნდი. პატარა სოროსმაგვარად ამოთხრილი გალავნის ქვემოდან, რომელიც მეორე მხარეს გაყავდი.-ჩაძვერი სწრაფად დაგაზღვევ.-დაიყვირა და ტყვიების სროლა დაიწყო-რაღს უცდი!. გამოვფხიზრდი და ძლივს გავძვერი, იმდენად ვიწრო იყო. რამდენიმე წამში ანაც მომყვა ის ჩემთან შედარებით მარტივად გამოძვრა. -ტყეში გავიქცეთ-დაიყვირა და გეზი ტყისაკენ ავიღე. უბრალოდ წინ ვიხედები და გავრბივარ. რამოდენიმეჯერ დავეცი, მაგრამ კვლავ განვაგრძე გზა. ანა ჩემთან შედარებით ძლივს დარბოდა ფეხი ტკიოდა და სავარაუდოდ დაჭრილი იყო. რამდენჯერაც მისკენ გავიხედავდუ მეუბნებოდა, რომ წინ გამეხედა და გზა გამეგრძელებინა. მეც ვემორჩილებოდი უკვე სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი. ალბათ სამუდამოდ ჩამოვიტოვებდი მათ იარაღის გასროლის ხმა, რომ არ გამეგო. უკან მოხედილზე კი არ დამენახა, როგორ დავარდა ანა მიწაზე. წამში გამიელვა ჩემმა სიზმარმა და მივხვდი, რომ ეს სრულებით არ იყო სისულელე ,როგორ ანამ აღნიშნა. იმის მიუხედვად ვიცოდი თუ მასთან მივირბენდი დამიჭერდნენ, მაგრამ ვერ დავუშვებდი იქ დამეტოვებინა ისე ვიზამდი, რომ ჩემ სიზმარში მომხდარ სიუჟეტს გავიმეორებდი, თუმცა დასასრული არ იქნებოდა იგივე. რაც შემეძლო მთელი ძალით გავიქეცი და ანასთან მივირბინე. არ მოვისმინე მისი დაჟინებული თხოვნა, რომ წავსულიყავი და დამეტოვებინე საბედნიეროდ ბეჭში იყო დაჭრილი და დიდად ღრმაც არ ჩანდა. მისი ხელი თავზე გადავიტარე და ბეჭებზე დავიდე. მეორე ხელი წელზე გამოვდე და შევეცადე მთელი სიმძიმე ჩემზე გადმომეტანა. შეძლებისდაგვარად გავრბივარ, თუმცა ანას ეტყობა, როგორ იტანჯებოდა. იმდენი მოვახეხეთ, რომ მათ კვალი ავურიეთ. -გაჩერდი-ამოიოხრა და ხელი მომაშორა. -ცუდად ხარ?-შეშინებული შევხედე. -მისმინე უნდა გავიყოთ-იმის მიუხედავად, რომ ძალაინ ბნელოდა სახეზე კარგად ეტყობოდა, როგორ არ შეეძლო და ფეხზე ძლივს, რომ იდგა-მე პირობა შევასრულე გამოგიყვანე ახლა კი დროა გავიყოთ. -მე შენ არ დაგტოვებ-პროტესტი გამოვთქვი -მე ჯერ კიდევ მაქვს დაუმთავრებელი საქმე. დროა გავიყოთ შენ შენი გზით, მე კი ჩემი. -ხო ,მაგრამ სად უნდა წავიდე? -იპოვი რაიმე გზას-ბეჭზე ხელი მომითათუნა და ხელ მარცხნივ გაუხვია. თვალებში სინათლემ შემომანათა და მივხვდი, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით დაგვეწივნენ. გეზი პირდაპირ ავიღე სწრაფად გავრბივარ და ვეღარაფერს ვგრძნობ, ვერც ზამთრის სიცივეს, ვერც ფეხებიდან გამოდენილ ბლანტ სითხეს, მათ შორის ვერც დაღლას ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ გავიქცე ჩემს თავს ვარწმუნებ და ვამხნევებ “ნისა, გაიქეცი!”, “შენ ეს შეგიძლია!” არ ვიცი რა დროა, ან სად გავრბივარ რამდენიმე კილომეტრი გავირბინე ,არც იარაღის გასროლის და არც ძაღლების ხმა აღარ მესმის. იქვე წყაროს ხმა გავიგე და მისკენ წავედი. წყარო იმაზე შორს ყოფილა ვიდრე მე მეგონა, ალბათ, სამარისებული სიჩუმე, რომ არის მიტომ ისმოდა ასე მგკვეთრად ხმა. ბოლოს დავინახე კიდევაც იმდენად გამიმძაფრდა წყურვილი, რომ ზად ვიყავიი დაუყოვნებლით დამელია წყაროს წყალი. როგორც იქნა იქეთკენ ჩავედი წყაროსთან, როგორც აღმოჩნდა, მისგან რამდენიმე მეტრში მდინარე მიედინებოდა თან ძალიან სწრაფი იყო. “ნეტა სად ვარ?” გავიფიქრე და წყაროსთან ჩავიმუხლე. ხელი ფიალად გადავაქციე და სულმოთქმელად დავლიე. “ღმერთო, რა კარგია!” თავი, როგორც კი ავწიე პატარა “სიუპრიზი” დამხვდა. მელია იყო, რადგან რიჟა ფერის იყო და მგელზე სუსტი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ფრთხილად წამოვდექი ერთი ნაბიჯით წინ წამოიწია. მე კი უკან სვლა დავიწყე, ბოლოს ზურგი ვაქციე და გავიქეცი. მდინარეში ჩავხვტი იმ იმედით, რომ აქ არ ჩამოვიდოდა. წყალი კი საშინლად ცივი იყო. რამდენიმე წამს მიყურა, შემდეგ კი ზურგი მაქცია და ტყეშივე გაუჩინარდა. შვებისგან ამოვისუნთქე, წყლიდან ამოსვლა გადავწყვიტე დიდ ლოდზე ფეხი დავადგი, რომ ნაპირზე გადამხტარიყავი, მაგრამ ფეხი მიცურდა და დავეცი. თავი კი მდინარიდან ამოწვერილ ქვას ჩამოვარტყი. ვიგრძენი, როგორ დამისველდა დანარტყამი ადგილი მთელი სხეული კი ყინულივით ცივ წყალში. მხედველობა ნელ-ნელა დამებურა და საბოლოოს კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. თავი 4 შუა ღამეა, ტყის გულში ვდგავარ. გზას მხოლოდ სავსე მთვარის შუქი მინათებს. შეშინებული ვიხედები, ოთხივე მხრიდან კლდე აკრავს. კლდეზე კი მგლები არიან. წითელი თვალებითა და ბასრი ეშვებით. ნელ-ნელა კლდიდან ჩამოდიან მე კი დავიხარე და მხვილი ხის ტოტი ავიღე. ჩემი ჭაობისფერი თვალები მეწამულ წითელ თვალებს ხვდება, რომელიც გააშმაგებული მიყურებს და, ალბათ, უკვე მეასედ წამაცალა თავი. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ტოტს ძლიერ ვუჭრ ხელს, რათა კარგად მოვიქნიო. ერთმანეთს ყმუილით რაღაც ინფორმაცია გადასცეს და დაახლოებით სამიოდენ წამში იერიშზე გადმოვიდნენ. ვცდილობ, მისეულ ხროვა მოვიგერიო და გაჭირვებით გაქნებ ხელს. ვეცემი. ვხედავ სამი მგელი, როგორ დამესია. საბოლოოდ ვმარცხდები. უცებ კი ყველაფერი ქრება. თითქოს ერთიანად მოვწყდი და სხვა ადგილას გადავეში. მთილიანად თეთრი გარემო, ჩემი წინ კი კადრები გარბის, თითქოს დროის სწრაფ ცვლილებას ვუყურებ. გაუკვევლად ვადევნებ სწრაფად მორბენალ კადრებს . ხელი ზემოდ ავღმართე, რომ შევხებოდი. უცებ კი ოჯერ მეტად დაიწყო ტრიალი და სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი. ჩემ წინ მაქსი და სარა იყვნენ. ძალიან აღელვებულნი და აფორიაქებულნი. მე ვერ მამჩნევენ, ერთმანეთში მხცხარედ კამათობენ. ოთახს თვალს ვავლებ, არც ისე პატარა ოთახია ცივ ფერებში გაწყობილი, ტყავის ავეჯით, კედელზე უამრავი სეგელებითა და დიპლომებით. უკან ძვლიფერი, შავი რკალებით გაწყობილი კარადა დგას. გამჭირვალე მინით, რომელშიც უამრავი საბუთები აწყვია. წინ კი თეთრი სამუშაო მაგიდა. ხელმარცხნივ ლეპტოვი დევს, მარჯვნივ კი კომპიუტერის ორი დიდი ეკრანი. მაგიდის წინ ძალიან ღია სავარძლები, ერთ-ერთში კი მაქსია მოთავსებული. ეს სარას კაბინეტია! -როგორ გამოგვეპარა, მაქს? როდის ან საიდან გაიცნს ერთმანეთი? -აღშფოთებული და გაცოფებული მიმოდიოდა ოთახში. -დამშვიდდი ვიპოვნით...იმ ტყიდან ვერ გაიქცეოდნენ.-სარასგან შედარებით დამშვიდებული იყო მაქსი. -მაშ, რატომ ვერ იპოვნეს...მაქ? როგორ მეუბნები დავმშვიდდიო, როდესაც შენც ძალიან კარგად იცი, რა მოხდება თუ მთავრობა ამის შესახებ გაიგებს. მოგეხსენება, რომ ნისაზე უამრავი ფულია დახარჯული და მხოლოდ საქართველოს მთავრობას არ სჭირდება იგი. ამაში ბევრად მეტი სახელმწიფოა გაერთიანებული და იმდენ თანხას იხდიან ნისაში წარმოთქმიდაც, რომ გაგიჭირდება. -რას ერჩოდი საკუთარ თავს? მე ნისას გამოკვლევაზე მხოლოდ იმიტომ დაგთახმდი, რომ ის ამოუცნობია. -ყველას მოგვკლავენ-თითების მტრევას მიჰყვა სარა.-ისინი უნდა ვიპოვოთ მანამ სანამ მთავრობა გაიგებს, თოემ უკვე თავად დაიწყებენ ძებნას და აქ ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება.-სავარძელზე მოთავსდა-ვიღაც დაეხმარათ გაქცევაში, მაგრამ ვინ....?. ვგრძნიბ, როგორი სწრაფი ტემპით მოდის ბლანტი სითხე ჩემი ცხვირიდან, მეტს ვეღარ ვუძლებ!. სწრაფა ვიშორებ სარასადა მაქს ჩემი ფიქრებიდან. იმდენად დაუძლულებური ვიყავი, რომ ძირს დავარდი და ღრმად სუნთქვა დავიწყე. ისევ კადრებისა და დროის ცვლილება. კვეთრი თეთრი შუქი. თვალებს ვხუჭავ. ნელ-ნელა შეშინებული ვავლებ მზერას გარემოს და მაინტერესებს ამჯერად, რომელ ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი. თუმცა რაც იქ ხდებოდა საერთოდ არ იყო ჯოჯოხეთი. მწვანე მინდორი, ლამაზი მინდვრის ყვავილებით მორთული, კაშკაშა მზე და მოწმენდილი ლურჯი ცა. ჩემს წინ ბავშვები დარბიან , ოდნავ მოშორებით კი ოჯახი ბუნებაში ისვენებს და ერთობიან. მეორე მხარეს დაბადების დღის წვეულება გაუმართავთ, პატარა მაგიდა გაუწყვით ტორტითა და სხვა სახის ტკბილეულით. თეთრი გრძელი შიფონის სარაფანა მაცვია, ფეხზე კი არაფერი. ნელ-ნელა დავიწყე ნაბიჯების გადადგმა და საოცარი სიამოვნება მივიღე, ყველაფერი ცოცხალი და არაჩვეულებრივი იყო. ხუჭუჭა ბიჭმა მოიბინა ჩემთან დაახლოებით ხუთი წლის. მანიშნა, რომ მისკენ დავხრილიყავი, მეც უმალ ვასრულებ მის სურვლს და ხელნაკეთ გვირილების გვირგვინს თავზე მადები. მადლობის ნიშნად ვუღიმი. ის კი გარბის. სიმწვანეში და სიცოცხლით სავსე გარემოში დავრნარნარებ და თავი უბედნიერესი მგონია. ცას ღიმილით ავხედე და ენდორფინიმით გამოწვეული ღიმილი სახეზე მაშრება. აღარც მზე და აღარც ლურჯი მოწმენდილი ცაა. ეს ყველაფერი საშინელმა შვმა ღრუბელმა და ქარმა შცვალა. “გაიქეცი ნისა” მესმიას ანას ხმა . ხელები მთლიანად სისხლში მაქვს დასვრილი იგივე მდგომარეობაშია კაბაც. “ანაა!” უშედეგო ყვირილი და სირბილი დავიწყე. ვდილობ, მოვძებნო და ვიპოვო ის ხომ დაჭრილია. “ნისა,აქ ვარ” უკნიდან მესმის მისი ხმა. სწრაფად ვტრიალდები ის მთლიანა სისხლშია დასვრილი, მისი ბეჭი და ფეხი საშინელ მდგომარეობაშია. ვამჩნევ, როგორ გადმოდის ჭრილობებიდან სისხლი. ვცდილობ მივიდე, მაგრამ უშედეგოდ. “ანა” უიმედოდ ამოვიკვნესე. “მიჭირს...ძალიან მიჭირს და...მტკივა” მანაც ძალაწართმეული ხმით ამოიკვნესა და ცრემლებს გასაქანი მისცა. “მეტს ვერ მვითმმენ” თავი დანანებით გააქნია. იარაღიანი ხელი გაჭირვებით აღმართა და მის საფეთქელზე მიიდო ლულა. “ეგ არ გააკეთო!” როგორც იქნა მისკენ გადავდგი ნაბიჯი და ვცდილობ მივუახლოვდე. “არ შემიძლია…” კვლავ ჩაიჩუჩულა და ხელი გამოკრა სასხლეტს. “ანაა!” მხოლოდ ეს მოვასწარი ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. მას შემდეგ აღარ ყოფილა არანაირი სიზმრები, მხოლოდ მე და ცარიელი ოთახი. პატარა ხის საზურგიანი სკამით, რომელზედაც ვზივარ და ვუყურებ ჩემს წინ მდგარ ანალოგიურ სკამს, რომელზედაც არავინ ზის. შავ ოთახში. მხოლოდ მე და სამარისებული სიჩუმე. ბოლოს კი….ესეც ქრება და სიბნელე ინაცვლებს. შავი ფონი კიდევ რამდენიმე წუთი ჯიუტად დგას, შემდეგ ნებდება და ნელ-ნელა ქრება. მე კი ვგრძნობ, გაუაზრებლად, როგორ ვახელ თვალებს. მზერა დაბურული მაქვს და რაც წამში აღვიქვი მზის დისკოსფერი სხეულია. რამდენიმეჯერ დავახამხამე თვალები და უკვე გარკვევით ვხედავ, ჩემს წინ ძალიან ახლოს მდგარ პატარა ბიჭუნას, რომელიც ზღვისფერ თვალებს მანათებს და გაკვირვებით მაკვირდება. პატარა სპილენძისფერ კულულებიან თავს ხან მარჯვნივ ხანაც კი მარცხივ გადაწევს, შემდეგ ჩერდება და ოთახიდან გარბის. “სად ვარ?” გავიფიქრე და ოთახს თვალი მოვავლე. თბილი ნაზი და ,ამავდროულად, სადა ოთახი იყო. ატმის ფერი კედლები, ღია ვარდისფერი ავეჯით. მზერა მარცხენა ხელზე გადავიტანე. კათეტერი მეკეთა სავარაუდოდ გადასხმას მიკეთებდნენ. წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. თავიც კი ვერ ავწიე. ამასობაში ოთახის კარი იღება და ოთახში შემოდის მაღალი მამაკაცი, მასაც ქერა და ხვეული თმები ქონდა. ნელ-ნელა მომიახლოვდა და გამიღიმა. -დაბრუნებას გილოცავ-ჩემ თავთან მდგარი ტუმბო გამოაღო და პატარა აპარატი ამოიღო, შუბლზე დამანათა და დააკვირდა მასზე გამოსახულ ციფრებს-ჯერ კიდევ მაღალი სიცხე გაქვს. -შეიძლება?-თავი შემოყო მორიდებულად გოგონავ-გიორგიმ მითხრა, რომ გონს მოვიდა. -შემოდი, ლიზა-ნება დართო თითონ კი კვლავ განაგრძო საქმიანობა. -გამარჯობა, მიხაარია, რომ შედარებით უკეთ ხარ-გულწრფელი ღიმილით გამიღიმა და გამობერილ მუცელზე ხელი დაიდო-სამი დღეა გელოდებით, როდის მოხვალ გონს. ვუსმენ და ცოტა შიშის გრძნობა მიჩნდება, სამი დღეა, რაც აქ ვარ თანაც აზზე არ ვარ, როგორ მოვხვდი მათთან ან საერთოდ, ვინ არიან. ერთადერთი, რაც იმ მომენტში გადავწყვიტე გაჩუმება იყო სიმართლე რომც მეთქვა მეევება დაეჯერებინათ-ლაშა, ხმას რატომ არ იღებს?-შეშინებულმა გახედა. -შეშინებულია-დაამშვიდა და ჩემს ვენაში წამალი შეუშვა-ეს სიცხის დამწევია. -ბიძია-თვი შემოყო ქერა ბიჭმა და პირდაპირ მზერა შემომანათა. “ღმერთო კიდევ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ სახლში?” -ხომ გითხარი გაცოცხლდა-მეთქი-დამტვრეული ქართულით წარმოთქვა და ამაყად შემოაბიჯა ოთახში-ბიძია, კი არ მიჯერებდა- საწოლზე დახტა და კვლავ ყურება დამიწყო, ძალიან მინდოდა მის საქციელზე გამეცინა, მაგრამ იმდენად მტკიოდა მთელი სხეული, რომ ოდნავაც კი ვერ შევიცვალე სახის გამომეტყველება. -გიორგი, რა წესია!-გაუწყრა მამაკაცი-ეგრე არ შეიძლება!-ხელი მოკიდა და საწოლიდან ჩაუშვა. -რატომ-გულწრფელად იკითხა. -მე კი მეგონა, რომ მკვდარი იყო-სრულიად მოულოდნელად დასჭექა ბიჭმა-რაო ვინ ვარო?-თავით მიანიშნა ჩემზე. -ჯერ კიდევ შეშინებულია-გოგონამ გააცნო ჩემი დგომარეობა.-კარგი წავიდეთ არ გადავღალოთ-ბიჭუნას ხელი მოკიდა და ოთახიდან გავიდა. -ლაშა, შენ შეგეკითხე-წარბები შეკრა. -ხომ ხედავ, რომ არ ვიცი აცადეთ გონზე მოსვლა ბავშს-გაბრაზებულმა უთხრა-მიყევი ლიზას, დროზე. დანებების ნიშნათ თავი გააქნია და ოთახი დაოვა. -ვიცი, რომ შეშინებული ხარ და თანაც მთელი სხეული გტკივა. ისიც კი არ ვიცი, რამდენი ხანიი იყავი იმ ყინულივით, ცივ მდინარეში, თანაც მთელი ღამე ყინვა და თოვლი იყო. წესით საავადმყოფოში უნდა გადამეყვანე, მაგრამ გზები ჩახერგილია ზვავი ჩამოწვა, დახმარების ცენტრი კი ფშავში რთულად მოიძებნება. გაგიმართლა, რომ ექიმი ვარ და სახლში მუდამ მაქ სამედიცინო დახმარების ნივთები. გამარჯობა, მე ლაშა ბაბუხადია ვარ. ის გოგონა ჩემი შვილი იყო, ხოლო ის ორი ვაჟკაცი ჩემი ძმიშვილებია. სებე და გიორგი. მე სიცხის დამწევი გაგიკეთე, მალე უფრო კარგად იგრძნობ თავს. -კვლავ გამიღიმა და ოთხი დატოვა. ვცდილობ ყველაფერი, რაც ბოლო დროს მოხდა ერთმანეთზე დამეკავშირებინა, მაგრამ არ გამომდიოდა ან ის სიზმრები ,რომელებიც მესიზმრებიდა მაშინ, როდესაც, თურმე უგუნოდ ვიყავი, რას ნიშნავდა?. “და ანა! სად არის, ის ხომ დაჭრილი იყო?..” შეწუხებულმა გავიქრე და კვავ წამოდგომას ვეცადე, მაგრამ ,როგორც წინა ესეც კრახით დასრულდა. ვიგრძენი ვენაში შემოსული წამალი, როგორ მთენთევს და მაძინებს. ბოლომდე ვცდილობ შევეწინააღმდეგო თავს, მაგრამ უშედეგოთ. რამდენიმე წუთში მორფეოსის სამყაროში გადავდივარ. ჩემდა გასაკვირად სრულებით არაფერი არ მინახავს და ეს იყო ,ალბათ ,ყველაზე კომფორტული ძილი, ჩემი ცხოვრების განმავლობაში. არავითრი სიზმრებითა და სხვისი ხმა, რომელიც გაურკვეველ ბგერებით ჩამრჩულჩულებს სიტყვებს, თუმცა მათი ტონის ინტონაციით, ვხვდები, რომ რაღაც უჭირთ და ცდილობენ ხმა მომაწვდინონ, მაგრამ ვინს არიან ან მე რა შემიძლია მათვის გავაკეთო?, არ ვიცი. თვალებს, როგორც კი ვახელ წინ გიოგის ძმა მხვდება, რომელიც დაჟინებით მიყურებს და სახეზე უამრავი კითხვის ნიშანი ახატია. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ჯიქურად თვალებში მივაშტერდი. “ნეტავ დიდი ხანია, რაც აქ არის?” გავიფიქრე. -დიდიხანია აქ ვარ და გელოდები, როდის გაიღვიძებ-თითქოს ჩემი შეკითხვა წაიკითხა. -რისთვის?-დიდი ხნის დუმილის შემდეგ ამის თქმა მოვახერხე. ჩემი ხმა კი ისეთი მილეული და უმწეო იყო, გამიკვირდა. -შენი აზრით?-ჩემსკენ გადმოიხარა და კვლავ შემათვალიერე, მერე გაჩუმდა და უფრო მშვიდი ტონით განაგძო-მე სებე მქვია, სამი დღის განმავლობაში ბიძია გივლის, როგორც მის ოჯახის წევრს. მე კი ის ადამიანი ვარ, ვინც ყინულიან მდინარში გიპოვნა, სრულიად გაყინული. თანაც ზედ გათოვდა. გავიაზრე, რაც მითხრა ანუ ეს არის ის ადამიანი, ვინამაც მიპოვა და გადამარჩინა მგლების, რისხვიდან დამიცვა. -როგორ მიპოვნე?-გადავწყვიტე დეტალებს ჩავძიებოდი. -მე ახლა შენ მოგიყვები, რა როგორ იყო, შენ კი მომიყვები, როგორ აღმოჩნდი ისეთ მდგომარეობაში გარეთ. შევთანხმდით? თავი დავუქნიე იმის მიუხედავად, რომ არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი. სარას სიტყვები ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა, იქნებ მართლა არ არიან ასეთი სანდო ადამიანები. “მან გადაგარჩინა, ისინი კეთილები არიან”-გამომეპასუხა მეორე მემ. “ იმიტომ, რომ არ იცის სინამდვილეში, როგორი ვარ” ჩაწყვეტილი ტონით შევეპასუხე, მეორე მეს. ალბათ, ისიც მეტყოდა რაიმეს ,სებეს ხმამს, რომ არ გაჟღერებულიყო ოთახში. -სავარაუდოდ, როდესაც ის ინციდენტი შეგემთხვა თოვლი ჯერ კიდევ არ იყო, თორემ ფეხშიშველი ძალიან გაგიჭირდებოდა გზის გაკვალვა. იმ ღამეს,ორ იანვარს, საშინელი თოვლი და ქარბუქი დაიწყო. საშინლად ყინავდა ყველაფერს. მთელი მიდამო სიბნელეს მოეცვა, მხოლოდ მთვარე და მისი შუქი ებრძოდა უკუნით სიბნელეს და ჯიუტად ,სუსტად, მაგრამ მაინც ანათებდა. დილით უკვე ორ მეტრამდე იყო თოვლი, თანაც ზვავიც ჩამოწოლილა გზატკევილზე და ქალაქში ვეღარც დავბრუნდებოდით. დაახლოებით შუადღისას დედამ მთხოვა, რომ თედო პაპასთვის საკვები წამეღო. მოხუცებულია მარტო ცხოვრობს და დედა, როდესაც საკვებს ამზადებს მასთან მიმაქვს ხოლმე. ნაბადი შევკარი ცხენზე შემოვჯექი და თედო პაპას სახლიკენ წავედი. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა მისი სახლიდან, რომ გამოვედი, მაგრამ იმ გზით აღარ დავბრუნებულვარ. კვლავ გადაუღებლად თოვდა და გზაც ჩაიხერგებოდა, ამიტომ მეორე შედარებით გრძელი გზიდან წამოვედი. არხზე გადმოვდიოდი, როდესაც ქარმა კაშნე წამართვა, ცხენი გავაჩერდე და ჩამოვედი. საკმაოდ შორს ეგდო ამიტომ ქვემოთ, არხიდან ჩამოსვლა დამჭირდა. ავიღე უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ დაგინახე . უფროსწორად დავინახე სხეული, ვერც კი გავარჩიე ნორმანულად. სწრაფად მივედი ცხენთნ და შემოვაჯექი. მდინარესთან ჩამოვედი, საკმაოდ აღელვებული და ჩქარი იყო ერთადერთი მიზეზი, იმისა თუ რატომ არ წაგიყვანა ის იყო, რომ ქვებში იყავი ჩახერგილი. სწრაფად აგიყვანე ხელში და ცხეზე შემოგსვი, რომ გავიაზრე რამდენი ხანი შეიძლება ყოფილიყავი იქ. იმედები გადამეწურა მთლიანად ცივი იყავი და ძალიან სუსტად სუნთქავდი, თანაც ის სველი ტანსაცმელები….რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ გამთბარიყავი. სწრაფად გაგხადე. სვიტერი და ჟაკეტი ჩაგაცვი, გაგვიმართლა, დუტი საკმაოდ ფართო და დიდი მეცვა. ასე ორივეზე გადავანაწილე და შევეცადე გამეთბე. სწრაფად გავაჭე და სახლში მოგიყვანე ,შენდეგ კი ლაშამ მოგხედა. იღბალი გქონია მგლებმა, რომ არ დაგგლიჯეს. მოსმენილიდან მხოლოდ ერთმა რამ ჩამაგდო შოკში-მან იცის, როგორი ვარ დედიშობილა!. ჩემს სხხეულზე დააფათურებდა ხელებს, თავად გამხადა და ჩამაცვა. ეს იმდენად სამარცხვინო ფფაქტი იყო, რომ სიცხვილით საბანში ჩავიწიე. -შენ? არ მეტყვი რას აკეთებდი, მარტო შუა ღამისას იქ თანაც საღამურებით? -იცი...არ მახსოვს-თავი გავისულელე და ვეცადე თემა გადამეტანა-სად ვარ?-ამოლოდ თავი გააქნია და მიპასუხა. -უსგვირში ვართ. ესეც არ გახსოვს?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მანაც საბოლოოდ დანებდა, ადგა და ოთახიდან გავიდა. ორი დღე დამჭირდა საწოლიდან, რომ ავმდგარიყავი და გამეარა. ამდენ ხანს იმიტომ დამჭირდა, რომ ლაშა არ მაძლევდა უფლებას. ამასობაში ლიზა და გიორგი ასე თუ ისე გავიცანი, მაგრამ სებე ყოველთვის საეჭვოდ მიყურებდა. ვცდილობდი იმ დროის განმავლობაში სანამ, ვითომ “ამნეზია” გამივლიდა, ისეთი ისტორია მომეფიქრებინა, რომ დაიჯერებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რიალური. ლიზას დედა მერიც გავიცანი სულ თავს მევლებოდა. სიცხეს საღამოობით მაძლევდა ხოლმე. მეოთხე დღე იყო ,რაც გამოვფხიზლდი და ყოველ დღე ანაზე ვფიქრობდი, სად იყო?, როგორ იყო , რა ბედი ეწია? მასზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევნდა. -აქედან, რომ წავიდე სად ვეძებო, ეს ადგილი ჩემთვის უცხოა.-ჩუმად ჩავიჩურჩულე და გავიგე, როგორ შემოაღო ვიღაცამ ოთახის კარები. -როგორ ხარ?-ლიზი იყო. გამიღიმა და ჩემს წინ ჩამოჯდა. -თავი მტკივა სხვა მხრივ კარგად ვარ. -კიდევ არ გაგახსენდა არაფერი?-მორიდებით მკითხა-ალბათ, ოჯახი გეძებს. -გამახსენდება-თავდაჯერებით ვთქვი-რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ?-მუცელზე მივანიშნე -მე...ხუთის-ნაზად გამიღიმა. -შენი მეუღლე ,ალბათ, მუშაობს და შენ დასასვენებლად გამოგიშვა ხო?-ამ ბოლო დროს ძალიან ცნობისმოყვარე გავხვდი და მივხვდი, რომ ეს ჩემი ცნობისმოყვარეობა ყოველთვის კარგი არ იყო. თვალებში ამოვიკითხე, როგორ არ ესიამოვნა და როგორ ჩაწვა გული ამ შეკითხვამ-არ უნდა მეკითხა...მაპატიე. -არაუშავს-ხელი უდარდელად ააქნია-იცი..ამდენი ხანია აქ ხარ და შენი სახელი არ ვიცი-სახელზე დიდხანს არ მიფიქრია, ის ვუთხარი რაც მაქვსმა დამარქვა. -ნისა..მქვია-მაქსის გახსენებაზე გულში, რაღაც მწვავემ გამკრა. -ლამაზი სახელია...ნისა-მშრალად ჩაილაპარაკა. -თქვენ...ადამიანებთა უმეტესობას, გჯერათ ზებუნებრივი ძალების? -რას გულისხმობ? -აი, მაგალითად, ადამიანი რომელსაც შეუძლია სხვისი აზრების წაკითხვა ან სულებთან საუბარი. -კიდევ კომიქსებს კითხულობ შენ-გაიცინა-თუმცა 16 წლის ხარ ,ბევრი მაგ ასაკშიც კითხულობს. -იქნებ არსებობს ასეთი ადამიანები. -სისულელეა! ადამიანი, რომელსაც მაგას იბრალებს ფსიქიკურად არასტაბილურია. არ დაიჯერო ვიმე მსგავს თუ გეტყვის. გიჟი იქნება. -და თქვენ სამყაროში რა მოსდით გიჟებს?-ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე. ძალიან მეწყინა ლიზის დამოკიდებულება. -დევნიან, დასცინიან, და ფსიქიატრიულში აწვენენ-უდარდელად მიპასუხა.-რატომ საუბრობ ისე თითქოს ამ სამყაროდან არ ხარ? -უბრალოდ-მხრები ავიჩეჩე-მართალია, ის ვინც იბრალობს, რომ სხვისი აზრების კითხვა შეუძლია გიჟია, რადგან ეს შეუძლებელია. -ხო ეგრეა-ფეხზე წამოდგა-სავარაუდოდ ხვალ აქედან წავალთ და შენც შეძლებ ოჯახთან დაბრუნებას. -ეგ როგორ?-შევშინდი -პოლიციის მეშვეობით. დაიძინე ახლა კარგი? . თავი უხმოდ დავუქნიე და ისიც გავიდა. მე პოლიციას ჩამაბარებენ? პოლიცია მთავრობას და მთავრობა სარას. -არა ღმერთო-წამოვიძახე და წამოვდექი. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, უნდა გავქცეულიყავი აქედან. ესენიც საშიშები არიან ჩემთვის. თუ გაიგებენ, რომ მე სხვა ვარ არ მაცოცხლებენ. მართალი იყო სარა, აქ საშიშია!. შეშინებული დავდიოდი ოთახში და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა. “ფანჯარა!” გონებაში წამოვიძახე და ფანჯარას მივვარდი. -აქედან გავიპარები. როდესაც ყველანი დაიძინებს მე გავიქცევი!-ფანჯარა გავაღე და გადავიხედე-ღმერთო ჩემო! ძალიან მაღალია, თან ყინავს-სწრაფად დავხურე. მაგრამ ეს ვერ შემაჩარებდა, საფრთხეში ვიყავი. ღამის ორ საათს დაველოდე, რაც სემეძლო თბილად ჩავიცვი და ფანჯარაში გავძვერი. ვერ ვბედავდი გადახტომას, რამდენჯერაც ვეცადე ინსტიკტურად შევჩრდი. ამიტომ გონება უნდა მომეკრიბა და გაქცევაზე უნდა ვკოცენტრილებულიყავი. “ნისა, შენ ამას შეძლებ! შენ იმ ხალხსს ჭირდები ვინც ჯერ კიდევ იქ არიან. იმ დაწყევლილ ადგილას და საშინელ ტკივილს განიცდიან, მათ შენი იმედი აქვს! მე მსოფლიოს უნდა გავაგონო ჩემი ხმა.” თვში ფირივით ვატრიალებდი ამ სიტყვებს და საბოლოოდ გადავხტი კიდევაც. ვიგრძენი, ფეხებში, როგორ გადავიდა მთელი სიმძიმე. მე ტკივილიდან წამოვიკვნესე კიდეც. ძლივს ავდექი და თოვლში მივფორთხავდი. ძაღლსაც ჩუმად გამოვეპარე. ჭიშკრის გავაღე და გადავედი ეზოდან, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, როდესაც ვიღაცის ბოხი ბარიტონი გავიგონე. შიშისგან თვალები მაგრად დავხუჭე და ნელ-ნელა შევბრუნდი იქეთ საიდანაც ხმა ისმოდა. თავი 5 ჩემს წინ წარბებ შეკრული სებე იდგა, რომელიც სავარაუდოდ ნიკოტინს იღებდა. ნერწყვუ მძიმედ გადავყლაპე და თავში აზრები დამებნა. ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეთქვა და თავი რით მემართლებინა. -შენ..რა იპარებოდი?-ჩაიცინა-მადლობაც ესეთი უნდა-ის რასაც ეწეოდა მოისროლა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯები-სად მიდიოდი? ოჰ...ფარდონ მიიპარებოდი? -იცით...მე..მე უნდა წავიდე, გესმით ?-თავადაც არ ვიცი, რა ვთქვი და დასჯილი ბავშვივით თვალები ჩემ ფეხებს გავუსწორე. -თან ჩემი სვიტერითა და სპორტული შარვლით. მადლობა მაინც გეთქვა. გაჩუქებდი რად გინდოდა მოპარვა-კიდევ ერთხე ჩიცინა ოღონდ წინასთან განსხვავებით, ეს უფრო ირონიული იყო. -არა-შევიცხადე-მე ეგ არც მიფიქრი...უბრალოდ….ძალიან შემცივდა-ვიგრძენი, როგორ ამეწვა ცხვირის ნესტოები და თვალებში სითხე ჩამიდგა-დედას ვფიცავ არც მიფიქრია თქვენი სახლიდან რაიმეს მოპარვა….გავიყინე უბრალოდ-და ,აი, სად შევრცხვი. ხუთი წლის გოგონასავით ავტირდი. დამღლელად ამოიღვნეშა და ზურგი მაქცია. სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, მე კი გაყინული ერთ ადგილზე ვიდექი და დამფრთხალი ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას. ჩემსკენ გაკვირვებული გამოიხედა და მკითხა. -არ მოდიხარ?-მეც თავი დავხარე და მისკენ წავედი. სახლში, როდესაც შევედი ბუხრის სითბო წამშივე მომხვდა და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.-გაიხადე, ქერთუკი, აქ არ არის სიცივე.-საკიტზე დაკიდა მოსაცმელი და ბუხართან მივიდა-მიდი, მე მანამდე შეშას დავუმატებ, რომ კარგად დაინთოს. მორიდებით დავკიდე ქურთუკი და მისაღებში შევედი. იმის მიუხედავად, რომ მკაცრ და უხეშ ადგილას ვართ ეს სახლი ყველანაირად თბილი და მორგებულია ადამიანზე. მისი პატრონი ცდილობდა ,რომ რაც შეიძება მყუდრო და სასიამოვნო ყოფილიყო და გამოუვიდა კიდეც. -დაჯექი-დივანზე მიმანიშნა.-ყავა? -შემეკითხა ისე თითქოს ვიცოდი რა იყო ყავა-მაშ ჩაი? -ჩაი იყოს-სწრაფად წამოვიყვირე და შემრცხვა ჩემი ქმედების. გავიდა. ფიქრი დავიწყე, იმის შესახებ თუ რა უნდა მეთქვა, რატომ ვიპარებოდი ან რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც პოლიციელთან მიმიყვანდნენ და ისინი ჩემ ვინაობის დადგენას დაიწყებენ? უამრავი პრობლემა და საკითხი მქონდა გადასაჭრელი. -დალიე მოგათბობს-ვერც კი გავიგე როდის მომიახლოვდა და წინ სავსე ჭიქა დამიდგა-აბა, მოყევი შენზე-ჩემს წინ დაჯდა. -მე..ხომ გითხარით, რომ არაფერი არ მახსოვს. -ეგ გინდა, რომ დავიჯერო? საიდან მოხვდი აქ? -არ მახსოვს-ბეჭები ავიწურე. -მისმინე, მე შენ გეტყვი ეხლა რა ეჭვები მაქვს კარგი?-უხმოდ ვუქნევ თავს-შენ რაღცას ან დიდი ალბათობით ვიღაცას გამოექეცი. ეს რომელიმე კაპიტალური ქალაქი არ არის, უსგვირია მთებითა და ცხოველებით გარშემორტყმული. აქ არ არის ბევრი მოსახლეობა, ბავშვობიდან აქ დავდივარ, მაგრამ არასროს არ მინახიხარ. ვერც კი წარმოვიდგენ აქ, რომელიმე მათგანის შვილი თუ ხარ. და თუ დასასვენებლად ხარ, ოჯახი სად არის? ბავშვი ხარ მარტო არ გამგიშვებდნენ. ისმის კითხვა: რა ჯანდაბას აკეთებენ შენი მშობლები? არ გეძებენ? აქ ყველანი ფეხზე დადგება მხოლოდ იმის გამო, რომ ძაღლი დაიკარგოს და თექვსმეტი წლის გოგონას დაკარგვაზე არ მოახდენდნენ რეაგირებას? -სისულელეა-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე -ნისა, შენ საღამურები გეცვა ფეხშიშველი იყავი და გადატყაული ფეხის გულები გქონდა. ვიღაცას გაურბოდი ან რაღაცას. შეიძლება, ორივე ერთად იქ სადაც შენ იყავი მოსახლეობა არ არის, საიდან გაჩნდი იქ? -მეძინება, დროა დავიძინო-სწრაფად წამოვდექი და კიბეებისაკენ გავედი, თუმცა მაჯაში მწვდა და მისკენ შემაბრუნა. -ამჯერად გიშვებ, მაგრამ ჩვენი საუბარი ასე არ დასრულდება. მაინც გავიგებ ვინ ხარ! -არ ვარ თქვენნაირი, მე სხვა ვარ ,რომელსაც შეუძლია ყველა იმ ადამიანის აზრები წაიკითხოს ვისიც სურს. და იმის გამო, რომ მთავრობისათვის საჭირო ადამიანი ვარ დამსდევენ მე კი თქვენნაირი მინდა გავხდე. მათ გამოვექეცი და შემთხვევით მიპოვნე. ახლა გასაგებია ვინ ვარ?-ამოუსუნთქავად მივაყარე და დაველოდე მის რეაქციას. -ასე ხშირადაც ნუ უყურებ მულტფინებს, შეიძლება პატარა ხარ, მაგრამ არც ისე არარეალურ სამყაროში, რომ იცხოვრო, ცოდო იქნები-ხელი გამიშვა-წადი დაიძინე. მეც სწრაფად გავეცალე და საწოლში შევწექი. მხოლოდ ახლა დავუკვირდი ჩემს ნათქვასმ და ტუჩებზე ხელი მივირტყი. მე მას ყველაფერი ვუთხარი და მან ეს არ დაიჯერა. “და რა მოხდებოთა თუ ის...თუ დაიჯერებდა?...ღმერთო! ამის გაფიქრებაც კი არ მსურს” მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ გამეღწია აქედან. ეს ის გეგმა არ იყო რისთვისაც გამოვიქეცი. მე მათ ვერ დავეხმარები თუ არაფერი მოვიმოქმედე.”რა გინდა, რომ გააკეთო უცხო “პლანეტაზე”? ” გამომეპასუხა მეორე მე. “საქმე ის არის, რომ ერთ ადგილს ვტკეპნი და არანაირი გეგმა არ მქვს. ნელ-ნელა იზრდება შანსები იმისა, რომ მე იქ ვკვლავ დაბრუნდები და არც არავინ არის ვისაც შემეძელება, რომ დაველაპარაკო და დამეხმაროს. ყველანი პოლიციაში გაიქცევიან და საერთოდ. ვის ვუმტკიცო, რომ მე რაღაც დაავადება მჭირს. ყველას სისულელე ჰგონია. ღმერთო, აი, მანდ ზეცაში თუ მართლა არსებიბ დამეხმარე, რათა შევასრულო, ის რისთვისაც აქ ვარ!” მავედრებელი მზერით ავიხედე ზემოთ. დილაადრიან ლიზი შემოვიდა და მამცნო, რომ მალე უნდა გავსულიყავით და ქალაქში დასაბრუნებლად მოვმზადებულიყავი. საკუთარი ნივთები არ გამაჩნდა ამიტომ თითქმის მზად ვიყავი შხაპი მივიღე და კვლავ სებეს სპორტული და სვიტერი ჩავიცვი, როგორც კი დავხედე ტანსაცმელს სებე გამახსენდა, ამაზე კი ის, რომ მან გამხადა და თავისი ტანსაცმელები თავად ჩამაცვა. ამაზე ჭარხალივით ვწითლდები და თავს ვაქნებ აზრების მოსაცილებლად. მანქანაში მორიდებით ვჯდები და გადავხედე ჩემს გვერდით მჯდომ სებეს, ლიზისა და გიორგის, რომელიც ვერ ისვენებდა. “ღმერთო ეს რატომ დამიჯინე გვერდით?” სებეს მისამართით ვთქვი და შევეგუე ბედს. მთელი გზის განმავლობაში ხმას არ ვიღებდი თუ ვინმე რაიმეს შემეკითხებოლა ლოკალურად ვპასუხობდი. “კი”, “არა”. გეგმებს ვსახავდი, როგორ დამეღწია პოლიციიდან და ამ ოჯახიდან თავი. უმადური არ ვიყავი და არც არსდროს ვიქნები, უბრალოდ ესენი ჩემთვის საშიშები არიან,თორემ მათ მოვალე ვარ. ფიქრებში გართულს ვერც კი მივხვდი, როგორ ჩამეძინა. როდესაც გავიღვიძე თავი სებეს მხარზე მედო მისი ხელი კი დიდისამბით მომიქცევია ჩემს მარწუხებში. სწრაფად მოვცილდი და დამორცხვილი ბოდიში მოვიხადე, იმისთვის, რომ შევაწუხე. დუმილით მიპასუხა და მანქანიდან გადავიდა. -შეგიძლია გადმოხვიდე-მომიბრუნდა ლაშა და გაიღიმა-უკვე თბილისში ვართ. -კარგი. მანქანიდან ჩავედი და თვალი მოვავლე ქალაქს, რომელიც მზის დისკოსფრად გაბრწყინებული იყო. იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით შუაღამე იყო სიცოცხლე იგრძნობოდა და ქალაქს არ ეძინა. აღტაცებული თვალი შევავლე ამ ულამაზეს სანახაობას და ჩემთვის ჩავილაპარაკე-”ღმერთო რა საოცრებაა!” როგორც ჩანს მთლად ჩემთვის არ ჩამილაპარაკებია,რადგან სებეს მზერა დავიმსახურე. ლიზისკენ მივბრუნდი, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა და ბარგს მიჩერებოდა. -ეს მე უნდა ავიტანო? ჩემი თავი ძლივს დამაქვს. -მე ავიტან-წინ გაიჭრა სებე. ჩემოდნებს ხელი დაავლო და დიდი შენობის კარებიდან გაუჩინარდა. -ბიძია დავიღალე-ლაშას მკლავებში მოკალათებულმა დაიწუწუნა. -მე ამას წავიყვან, კარგი?-მერის გადახედა და მანაც თანხმობის ნიშნათ თავი დაუქნია. -ჩვენც წავედით-ხელმკლავი გამომდო და დიდი შენობისაკენ წამიყვანა. მეხუთე სართულზე ლიფტით ავედით, ლაშას უკვე გაეღო სახლის კარები და გიორგი მოეთანსებინა საწოლში. -დღეს ჩვენთან იყოს-ლიზას უთხრა და მეორე ოთახში გავიდა. -ეს ჩვენი სახლია, აქ მე მამა და დედა ვცხოვრობთ, ხოლო აი აქეთ-კარებისაკენ მიმაბრუნა-ჩვენს წინ კარებს ხომ ხედავ, იქ გიორგი, სებე, ბიძია და ბიცოლა ცხოვრობენ. ეს ზოგადად, თორემ ისე ირაკლი და თამთა. სებე არასდროს არ არის სახლში და გიორგი კიდევ სულ ჩვენთან რჩება ხოლმე. წავედით სახლს დაგათვალიერებინებ. -დაღლილი არ ხარ?-მორიდებით ვკითხე -კი, მაგრამ სანამ დავისვენებ ეგებ რაიმე მოგინდეს და ხომ უნდა მიაგნო თავად? -დაიწყო ყველაფრის ახსნა. საკმაოდ დიდი სახლი იყო. რაც მთავარია მყუდრო. “ჩემი” საძინებელი მაჩვენა საბოლოოდ ლიზამ და შემომთავაზა ჯერ გვეჭამა და შემდეგ დაგვეძინა, მაგრამ მე მოვატყუე, რომ მეძინებოდა. არ მინდოდა ამ ოჯახს შევჩვეოდი დღეს თუ ხვალ მე აქედან გავიქცეოდი და არ მინდოდა უკან მოსახედი მიზეზი მქონოდა. თვალებ დახუჭული ვიწექი საწოლზე და ვფიქრობდი, ამჯერად ჩემს მისიაზე არა ოჯახზე. ვფიქრობდი მათ ურთიერთობასა და სიყვარულზე. მათ ყველაფერი აქვს, რაც ბედნიერებისთვის არის საჭირო, მე კი არაფერი. არ მყავს ოჯახი, საყვაარელი ადამიანი და ის ვისაც დავეყრდნობი, ერთადერთი ანა იყო და ისიც აღარარის. ვინ ვარ? დედამ რატომ დამტოვა და რატომ ჩააბარა გასაკურნად ჩემი თავი მათ. ისინი ხომ მიყენებენ და მცდიან, მათ ჩემი ნიჭი ჭირდებათ და რომც ინკურნებოდეს ეს “დაავადება” არ დაუშვებენ, რომ მე ამისგან განვთავისუფლდე. სარა მართალი იყო, ეს სამყარო გამანადგურებს! აქ ჩემნაირების ადგილი არ არის. ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე, როგორ გადმოვიდა ჭაობისფერ თვალიდან მლაშე სითხე და ჩემს მარჯვენა ლოყაზე, როგორ დაგორდა. რამდენიმე საათის შემდეგ მორიდებით შემოვიდა ლიზა ოთახში და შეამოწმა მძინავდა თუ არა ნაზად გავუღიმე და საწოლზე წამოვჯექი. -ტანსაცმელი მოგიტანე, ჩაიცვი და პოლიციაში წავიდეთ-თავი ხმის ამოუღებლად დავეთანხმე და ტანსაცმელს ხელი დავავლე. “მადლობა” მხოლოდ ეს ვუთხარი და ყველაფერი ბედს მივანდე, მანაც დამტოვა მე კი ჩაცმა დავიწყე. შარვალი და წელზე მომდგარი გრძელმკლავიანი მაისური იყო. იქვე დავაწყვე სებეს ტანსაცმელი ოთახიდან უნდა გავსულიყავი, როდესაც კვლავ ტანსაცმელს მივუბრუნდი თავი დანებების ნიშნად გავაქნიე და მისი გადასაცმელს დავავლე ხელი. მომდგარი მაისური გავიძვრე და სებეს მოსაცმელი გადავიცვი. “ასე უფრო კონფორტულია”. სახლიდან გასვლა. საცობი. პოლიციის შენობა. მღელვარება, გრძნობა თუ როგორ გამოტოვა გულმა რამოდენიმე დარტყმა. სამარისებული სიჩუმე. შიშით გაჟღენთილი ოთახი. ანაბეჭდები აიღეს გამომკითხეს ზოგადი დეტალები ყველაფერი ვუარყავი და ვუთხარი, რომ არ მახსოვდა არაფერი. ოქმი გააფორმა და ლაშა დაიმედეს, რომ მალე იპოვნიდნენ ჩემს მშობლებს. თავშესაფარში უნდა გადავეყვანე, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ ლაშას თხოვნითა და ნაცნობობით დროებითი მეურვე გახდა. უკან გამოვბრუნდი და იმედს ვიჩენდი, რომ ვერასდროს იპოვნიდნენ ჩემს “მშობლებს”. იმდენად ვღელავდი საჭმელიც კი არ მიჭამია მთელი დღინს განმავლობაში. ღამეც კი ვერ მოვისვენე და ფეხზე წამოვდექი. ფეხაკრებით გამოვედი, ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე იმის მიუხედავად, რომ ზამთარი იყო და საკმაოთ სიცივეც მაინც მესიამოვნა ცივი სიო. თვალი გადავავლე ქალაქს. ის ისევ ფხიიზლად იყო და მასპინძლობდა, როგორც მის შვილებს, ასევე უცხოელებს. მისი სილამაზითა და ადამიანთა ცხოვრების დაკვირვებაში გართულს ტირილის ხმა მომესმა. სწრაფად დავკეტე ფანჯარა და ხმას გავყევი. სამზარეულოში შევედი და დავინახე, როგორ ტიროდა ლიზა. ვერ გადამეწყვიტა მივსულიყავი თუ არა, საბოლოოდ მაინც ჩარევა გადავწყვიტე. შეიძლება არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ მას რაღაც უჭირდა. მსუბუქად დავადე ბეჭზე ხელი, მანაც სწრაფად გამობრუნდა დაშეიმშრალა ცრემლები. -რა...რა მოხდა?-ნამდვილად არ ელოდა ჩემს იქ დანახვას, -რატომ ტირი? -ეს...ეს..უბრალოდ ფეხმძიმობის დროს ქალი, ხომ მგრძნობიარე ხდება..სულ ამის ბრალია-ხელი ჩაიქნია-რატომ არ გძინავს? -არ დამეძინა...როგორია? -რა?-გაიკვირვა -აი..ფეხმძიმობა-მორიდებით ვკითხე და ვიგრძენო, როგორ ამიხურდა ლოყები. -როდესაც გაიზრდები შენც შეიგრძნობ ამას. -როგორ? მე როგორ უნდა გავხვდე ფეხმძიმეთ? -ეს იცი...ორი წყვილის ურთიერთობის შედეგი.ა მათი სიყვარულის ნაყოფი. აი, შენ რომ შეგიყვარდება და ცოლად გაყვები მიხვდები. შენც ფეხმძიმეთ იქნები და შენი საყვარელი მამაკაცის შვილს ატარებ მუცლით. -მაშ შენ რატომ არ გყავს გვერდით საყვარელი მამაკაცი?-ეს ვთქვი თუ არა ვინატრე ფეხქვეშ მიწა გამომცლოდა. -მყავდა...მაგრამ დავშორიდით. -მაპატიე..არ უნდა მეკითხა. ეგ მცოლოთ შენ და შენ მეუღლეს გეხებათ. -არა-გაიცინა-შეყვარებულები ვიყავით, შემდეგ აგვერია ურთიერთობა. ისე მოხდა, რომ მან სხვასთან გაატარა ღამე მე არ ვაპატიე და დავცილდი. ერთ თვეში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მან არ იცის...ვერ ვუთხარი.-ლოყიდან ჩამოგორებული მოღალატე ცრემლი სწრაფად მოიცილა-ჩვენი ურთიერთობა ისედაც განწირული იყო. -დიდად ვერ ვერკვევი ეგეთ ურთიერთობებში, თუმცა ბევრი წამიკითხავს და თუ მათ დავეყრდნობით აუცილებლად უნდა უთხრა. -ჭკვიანი გოგო ხარ-ლოყაზე ხელი დამისვა.-გინდა შეეხო-მუცელზე მანიშნა - არც კი ვიცი-ჩამეციანა. მან ჩემი ხელი აიღო და გამობერილ მუცელს ფრთხილად შეახო. არც კი ვიცი რა დამემართა, როდესაც ვიგრძენი პატარა არსების მოძრაობა. აღტაცებული თვალებით შევხედე ყურებამდე გაღიმებულ ლიზას-ეს საოცრებაა!. გადიოდა დღეები ნელ-ნელა მიმიღეს, როგორც მათი ოჯახის წევრად გიორგი გამუდმებით ჩემთან თამაში უნდოდა მათი მშობლებიც, ირაკლი და თამთა, გავიცანი ისინიც, როგორც ლიზა და გიორგი ძალიან თბილები იყვნენ. სებე კი თითქოს არც იყო მათი ოჯახიდან ,ის გამუდმებით თავს არიდებდა ყველას იშვიათად შემოვიდოდა ხოლმე, ისიც ლიზას სანახავად და თვალებით შემჭამდა ხოლმე. სახეზე ეწერა, რომ რაღაც ეჭვები ჰქონდა. მეც სწრაფად გავერიდებოდი და ოთახში ვიკეტებოდი. ერთ საღამოს მშვიდად ვიჯექით სასტუმრო ოთახში ლიზა ჟურნალში ბავშვის ტანსაცმელებს ათვალიერებდა. მერი ტელევიზორს უყურებდა ლაშა და გიორგი კი ჭადრაკს თამაშობდნენ. მყუდრო გარემო ტელეფონის ზარმა დაარღვია, ლაშამ სწრაფად უპასუხა და აივანზე გავიდა. მერიმ ერთი ჩაილაპარაკა ნეტავ ვინ არისო. მე დალიზამ კვლავ განვაგრძეთ ჩვენი საქმის კეთება და ულამაზეს ბორდოს ფერ ბოდეს დავაკვირდით. -ნისა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს-ოთახში გაჟღერდა კმაყოფილი ლაშას ხმა. მეც თავი ავწიე და კითხვის ნიშნის მზერა მივაპრე-შენი მშობლები გამოჩდნენ და მალე აქ იქნებიან. მოკლეთ მეგობრებო როდესაც გადავწყვიტე, რომ აღარ გამეგრძელებინა მივწერე ადმინისტრაციას, რომ წაეშალა თუმცა დააგვინეს და მეც კვლავ წერა დავიწყე თუმცა დღეს სიუპრიზად ყველა თავი წაშლილი დამხვდა. მეექვსე თავიც მზად მაქვს როგორც კი მოვიცლი ეგრევე დავდებ ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.