შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი მეათე )


1-10-2019, 02:49
ავტორი Likuna1998
ნანახია 2 053

მე ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ჩემს საქციელებს აუცილებლად რეაქცია მოჰყვებოდა.ვფიქრობდი,რომ დადგებოდა ის დღეც,როცა ყველაფერი გაირკვეოდა.ამის შესახებ ძალიან,ძალიან ბევრს ვფიქრობდი.მაგრამ,ყველაზე სასაცილო იცით რა არის? არ ვიცოდი იმ დროს,როცა ეს მოხდებოდა,როგორ უნდა მოვქცეულიყავი.ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი
ნიკას ბოლო სიტყვები ვუღრიალე და უკანმოუხედავად გავიქეცი.არ მინდოდა ვინმე გამომყოლოდა,რადგან იმ წუთას ჩემს თავთან მარტო დარჩენა ჰაერივით მჭირდებოდა.
მივრბოდი და გზას დასასრული არ უჩანდა.ირგვლივ არავინ იყო,მხოლოდ აქა-იქ ისმოდა მანქანების სიგნალი.
არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი,მაგრამ რეალობისგან მოწყვეტა რომ მინდოდა.ეს დანამდვილებით ვიცოდი.
სირბილისგან დაღლილი გავჩერდი და რამოდენიმე წუთი ნელი ნაბიჯებით სვლა განვაგრძე,რათა იქვე სული არ ამომხდომოდა.თუმცა,არც ეს იყო ცუდი იდეა!
აი,ჩემი ტელეფონიც აწრიალდა!
დავხედე,უცხო ნომერი იყო.
არ ვიცი რატომ,მაგრამ ყურმილი ავიღე და კვლავ საშინელი ღრიალი დავიწყე
-საერთოდ რას ფიქრობ? რას გავდა შენი საქციელი,ეს რა გააკეთე , მე ხომ გითხარი რომ შენ აღარ...
-გიორგი ვარ
და მომენტალურად ჩავიკეცე
საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ბავშვური ქვითინი ამივარდა.
მეგონა ნიკა მირეკავდა,რადგან იცოდა თავის ნომერს არ ვუპასუხებდი და " ხრიკი " მოიფიქრა.ამიტომ გადავწყვიტე მისთვის ხმის ამოღების საშუალება არ მიმეცა და იგივე გამემეორებინა,რაც სტადიონზე ვუთხარი.თუმცა გიორგი შემრჩა და ამან ისეთი გრძნობა მომგვარა,არ ვიცი როგორ შეიძლება აღვწერო.
-მანდ დამელოდე,ერთი საათია მოგსდევ და ვერ დაგეწიე.შენი ნომერი კი ძლივს გავიხსენე.(ჩაეცინა)
რამოდენიმე წუთში ისიც გამოჩნდა.გულამოვარდნილი მოვიდა ჩემთან და პირველი ,რაც გააკეთა მაგრად,ძალიან მაგრად ჩამეხუტა,აი ისე,მონატრებულ ადამიანებს რომ ეხუტებიან ხოლმე.ხმის ამოღების საშუალება არ მომცა ისე ჩამკიდა ხელი და რამოდენიმე წუთით ასე ,ხმაამოუღებლად მივაბიჯებდით.
ტაქსი გავაჩერეთ.
-ლისის ტბაზე აგვიყვანეთ
ტაქსის მძღოლს ტკბილი ხმით მიუგო და ჩემთან ერთად უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-იქ რა გვინდა? აღელვებული ხმით მივუგე და კლავ ბავშვური სლუკუნი ამიტყდა.
-ნუ სლუკუნებ,უნდა ვილაპარაკოთ
მითხრა კვლავ ტკბილი ხმით და ხელი ისევ ძალიან მაგრად ჩამჭიდა.
ჩემი ტელეფონი კვლავ ახმაურდა,მაგრამ მხოლოდ იმის დანახვა შევძელი,რომ მარი მირეკავდა.შემდეგ ის გაითიშა და მეც დიდად არ მიწვალია მის გონებაზე მოსაყვანად...
ლისის ტბაზე ავედით,ძალიან ციოდა,გიორგი ჩემი გაყინული ხელების გათბობას ცდილობდა.
მივაბიჯებდით და ვერ ვხვდებოდი,ასე რატომ მექცეოდა.მან ხომ რამოდენიმე საათის წინ ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი მზერა მესროლა,ისე საშინლად შემომხედა,რომ მეგონა ვძულდი.სინამდვილეში კი ახლა,ისე ზრუნავდა ჩემზე,როგორც არასდროს.
იქვე ერთ პატარა კაფეში შევედით, რომელიც ნახევარ საათში იკეტებოდა.
-მხოლოდ ორ ცხელ შოკოლადს დავლევთ ,გავთბებით და წავალთ
მიუგო მენეჯერს გიორგიმ ისეთი საწყალი თვალებით,რომ უარი ვერ გვითხრეს და მალევე მოგვართვეს შეკვეთილი ცხელი შოკოლადი.
გიორგი საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა,ალბათ ჩემს დამშვიდებას ელოდებოდა რადგან მე დროდადრო ისევ ვსლუკუნებდი და ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი საღ გონებაზე.
როდესაც ცხელი შოკოლადი დავლიეთ და კაფიდან გავედით იქვე შავი ფერის მანქანა დაგხვდა რომლიდანაც მისი ერთ-ერთი მეგობარი გადმოვიდა,გიორგი გადაკოცნა და წამში გაუჩინარდა,ისე რომ ჩემთვის გამარჯობაც არ უთქვამს.
კვლავ გაკვირვებული ვიდექი .
-აქვე ცხოვრობს და ვთხოვე მანქანა ეთხოვებინა,გარეთ ხომ არ გავიყინებით?
გამომაფხიზლა და მანიშნა " მანქანაში ჩავჯდეთო "
ისეთი არაფრისმთქმელი თვალებით ვიყურებოდი ვერც კი წარმოიდგენთ,ემოციებისგან დაღლილი,თვალებ დასიებული ვიყავი.იმდენად დაღლილი,რომ ვერც ვაანალიზებდი იმ დროს,გიორგის გვერდით რომ ვიყავი.
მანქანაში ჩავჯექით.
-უკეთ ხარ?
მითხრა და ხელი ხელზე დამადო.
-რატომ გამომყევი? ვერავინ დაგინახავს რომ ასე უეცრად გაუჩინარდი?
-მაგაზე საუბარი არ მინდა ლიკა,უბრალოდ მითხარი უკეთ ხარ,თუ არა
-შენ რა , მეხუმრები?
წარბი ავწიე და ხელი გავუშვი
-უკეთ როგორ უნდა ვიყო,იმის შემდეგ რაც იქ მოხდა.ცუდად ვარ,ცუდად ვიყავი 3 თვის განმავლობაში,ცუდად ვარ ახლა და ვიცი უარესად ვიქნები მომავალში.ეს შენ დაგამშვიდებს?
არ ვიცოდი რატომ ვეჩხუბებოდი,მაგრამ ვგრძობდი რომ ეს გაღიზიანება ჩემში უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
-ნუ ღიზიანდები. მე შენს გვერდით ვარ და მგონი ის ადამიანი ვარ,რომელიც ახლა ყველაზე მეტად გინდა,რომ აქ იყოს.ამიტომ ნერვები დაიმშვიდე!
მითხრა და მის თვალებში კვლავ სიბრაზე ვიგრძენი.
ხო,მე ენა ჩამივრდა და კვლავ დავდუმდი,რადგან სისულელეებს ვბოდავდი.
თანდათან გიორგისთან საუბარი დავიწყე,მოვუყევი,რომ მას შემდეგ,რაც ის ჩემი ცხოვრებიდან წავიდა საშინლად ვიყავი.არავის და არაფრის დანახვა არ მსურდა.ნიკა ყოველდღე მაკითხავდა სახლში,შერიგებას და ყველაფრის გარკვევას მთხოვდა მე კი მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობდი და მეტს არაფერს.არვიცოდი ამ ცხოვრებაში რა მინდოდა.არ ვიცოდი ამ ცხოვრებაში საერთოდ ვინ ვიყავი.ვეუბნებოდი თუ როგორ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს მაგრამ რა მექნა? გულს ხომ არ ამოვიგლეჯდი?
ამაზე ამ ხნის განმავლობაში არავისთან მისაუბრია.მუდამ გულში ვინახავდი,რადგან ვიცოდი ვერავინ გამიგებდა და ამიტომ ჩემს თავს შიგნიდან ისევ მე ვჭამდი.და პირველად,დღეს გიორგის მოვუყევი და თითქოს წამიერი შვება ვიგრძენი.ის მისმენდა დაძაბული თვალებით და ცდილობდა გონებაში ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაეანალიზებინა.იქნებ გამოსავალის პოვნას ცდილობდა? თუმცა გამოსავალი არ არსებობდა.. ეს კი ზუსტად ვიცოდი.
-იცი,მგონია რომ ნიკას მე კი არ ვუყვარვარ,არამედ ჩემზე მოჯაჭვულია,ის თვლის რომ მე მისი საკუთრება ვარ,რადგან ამ ხნის განმავლობაში მე მისი აზრებით ვცხოვრობდი,ეს წარმოუდგენელია არა? მაგრამ ხო,მე არ მქონდა საკუთარი აზრი და მხოლოდ მის ნება-სურვილებს ვიყავი აყოლილი.გიორგი
***
ყველაზე მეტად ის მეზიზღება,როდესაც ადამიანები დაშორების შემდეგ ერთმანეთზე ზურგს უკან საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობენ,თითქოს ერთ დროს არაფერს ნიშნავდნენ.ვგრძნობდი რომ მეც ასე მომდიოდა .მაგრამ სინამდვილეში მე ნიკას დიდ პატივს ვცემდი.უბრალოდ მისი საქციელები გახდა ამაზრზენი.ის ნამდვილად საკუთრებად მთვლიდა და ვერასდროს დაიჯერებდა იმას,რომ მისი ცხოვრებიდან წასვლა მინდოდა.ის არ გამიშვებდა,ამას არასდროს იზამდა და ვგრძნობდი,რომ ამას სიყვარულით საერთოდ არ აკეთებდა.
***
გიორგი კვლავ მდუმარედ მისმენდა.როცა მიხვდა რომ სათქმელი დავამთავრე და ემოციებს აყოლილი კვლავ ტირილს ვაპირებდი კვლავ ჩამეხუტა.
-მე არ ვიცი,მართლა არვიცი,აი ბიჭი ვარ მაგრამ მაინც ვერ ვპოულობ გამოსავალს.გინდა გითხრა მე რას ვგრძობდი ამ ხნის განმავლობაში?
გიორგის საკუთარ გრძნობებზე საუბარი არასდროს უყვარდა.ზოდიაქოთი თხის რქა-და მგონი აქ ყველაფერი ნათელია.იგი თბილად მექცეოდა,მაგრამ არასდროს მეუბნებოდა როგორი საყვარელი,კეთილი და ლამაზი ვიყავი.ამას მხოლოდ საქციელით მაგრძნობინებდა. და ახლა
გადაწყვიტა ჩემთვის უჩემოდ გატარებული 3 თვის მოყოლა? არ მჯერა
-ხო,მე უშენოდ თავს საშინლად ვგრძნობდი.სამსახურიდან წამოვედი,ძმაკაცებსაც კი არ ველაპარაკებოდი ნორმალურად.ბექასთან ვიჩხუბე,მაგრამ მერე ისევ შევრიგდით იმიტო რო ჩემი ბავშვობის ძმაკაცია.მენატრებოდი და სულ შენზე ვფიქრობდი.მაგრამ ახლოს ვერ მოვდიოდი იმიტო რო ,ხო იცი რატოც.მაგრად მიტყდება ესეთი სიტუაცია,რო მცოდნოდა ვინ იყავი და ვისი გოგო იყავი სხვანაირად მოვიქცეოდი.მაგრამ ამ ნაბი**ვარი ბექას გამო მოხდა ყველაფერი.მე შენ..
სიტყვა აღარ დაამთავრა
-სინამდვილეში კი ყველაფერი ჩემი ბრალია,მე მივეცი თავს ამისი უფლება,მე შემოგხედე სხვანაირად და მე არ გითხარი სიმართლე.ამიტომ ახლა რაც ხდება ჩემი დამსახურებაა , მხოლდ ჩემი
კვლავ ცრემლები მომაწვა და თავი ვეღარ შევიკავე.
-პატარა ბავშვივით ნუ სლუკუნებ.მოდი ჩემთან
ღმერთო,მე მას მკერდზე თავი დავადე და მაშინვე გაქრა ჩემი პრობლემები.მაშინვე სხვა სამყაროში შევცურე და იქედან არასდროს გამოვიდოდი,ჩემი ნება რომ ყოფილიყო.
რამოდენიმე წუთით ასე გაუნძრევლად ვიჯექით,ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს..
ბოლოს მანქანა დაქოქა და
-სახლში წაგიყვანო - მითხრა
არ მიუარია,იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან,მხოლოდ ძილი მიშველიდა.ფიქრის და სიტუაციის გააანალიზების თავიც კი არ მქონდა.
მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია.მანქანაში მეთიუ კომას " ქისის ბექ " ჩართო.ჰო ,თქვენთვის დამავიყდა რომ ეს სიმღერა ჩემი და გიორგის იყო.
ალბათ გახსოვთ,ქობულეთში ერთმანეთის პირისპირ,მისაღებში დამუნჯებულები რომ ვიჯექით და ხმას არ ვცემდით ერთმანეთს.შემდეგ აღიარა, რომ იმ დროს სწორედ ამ სიმღერას უსმენდა და მეც შემიყვარდა! მას შემდეგ,როდესაც მასზე ფიქრი შემომაწვებოდა ეს სიმღერა გრძნობებს მიასმაგებდა და უფრო მძაფრად მენატრებოდა ის ! მწვანეთვალება სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობდა და ამიტომ სიჩუმე ამჯობინა.მე კი იმდენად ვიყავი დაღლილი რომ...
-აქ ჩამოვალ! არვიცი უბანში რა ხდება,ამიტომ ჯობია აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
იქვე პატარა მაღაზიასთან მანქანა გავაჩერებინე,ჩემი სახლი დაახლოებით 10 წუთის სავალზე იყო და მერჩივნა გიორგი არავის შეემჩნია.
-ლიკა,მომისმინე
როგორც იქნა ხმა ამოიღო.მე ისეთი თვალებით ვუყურებდი,ველოდებოდი სიტყვას როდის დაამთავრებდა.რადგან ვფიქრობდი რომ გამოსავალი იპოვა.გამოსავალი,როგორ ვყოფილიყავით ერთად.მე ხომ ვგრძნობდი,რომ მასაც ვუყვარდი! ის ასე მარტივად არ დამთმობდა!
-ლიკა ჩვენი ურთიერთობა ხო იცი რო არ გამოვა.ჩვენს შორის ძაან ბევრი ახლობელი ადამიანია და ძაან მიტყდება.ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.ხო მე ვეჩხუბე ბექას და 2 დღეში შევურიგდი იმიტო რო ჩემი ძმაკაცია,რო მივიდე და ავუხსნა ლიკა მიყვარ.- კაროჩე რო მივიდე და ავუხსნა,ვიცი რო გამიგებს.მეორე ძმაკაციც გამიგებს იმიტო რო ისიც ჩემი ბავშვობის ძმაკაცია.მარა მესამე და მეოთხე ვერ გამიგებს,ხვდები? იმიტო რო ისინი უკვე ნიკას ძმაკაცებიც არიან და უბრალოდ არ გამოვა.
მარა იცოდე,რო გულში ხარ და აქ იქნები.გთხოვ არ იტირო და არ ინერვიულო.
ბოლო სიტყვები უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა,მანქანის კარები გავაღე და სასწრაფო წესით გადავედი,ვგრძნობდი რომ სახლამდე ფორთხვით მივიდოდი,იმდენად ცუდად ვიყავი.
როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და ვერაფერს,საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
უეცრად სასწრაფოს შუქებმა თვალი მომჭრა,რომელიც იქვე ჩემი და ნიკას სახლის შუაში გაჩერებულიყო ,გარშემო საინტერესო არაფერი ხდებოდა.ნიკას სახლიდან კი საშინელი ყვირილის ხმა გამოდიოდა.იქვე დათოს მანქანაც შევნიშნე.
სასწრაფოდ მანქანის კარი გავაღე იმ იმედით რომ შიგნით ვინმე იჯდებოდა მაგრამ მხოლოდ თეთრი დათოს თეთრი მაისური ეგდო,რომელიც სისხლით მოთხვრილიყო.
გონების დაკარგვამდე ზუსტად 1 წამიღა მაკლდა,როდესაც საშინელმა ყვირილმა კვლავ გამომაფხიზლა რომელიც ისევ ნიკას სახლიდან ისმოდა.ეს დედამისი იყო!



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რამდენ თავსაც ვკითხულობ იმდენად უფრო და უფრო მინდება,რომ გიცნობდე,რომ მეც შენთან ერთად ვიზიარებდე ყველაფერს. ალბათ როგორ საშინლად იყავი მაგ წუთებში...უცებ,როგორც საკუთარ ბავშვობის დაქალზე განვიცდიდი ისე განვიცადე შენი ისტორია...მაგარი უნდა იყო ნებისმიერს შეიძლება დაემართოს ეს...უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვი იმედია არ მიწყენ,როგორც კეთილის მსურველს გირჩევდი შენს დაქალთან მარისთან დალაპარაკებას, მან თუ ეს ყველაფერი იცოდა და სტადიონზე ამიტომ გთხოვდა წამოსვლას ძალიან სამწუხარო რეალობა იქნება და გირჩევდი,რომ ამ საკითხზე დაფიქრებულიყავი...ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ მთელი გულით...და გჯეროდეს,რომ შენს ისტორიაზე ცხარე ცრემლით ვტირი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent