შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი (ნაწილი 5)


1-10-2019, 22:36
ავტორი natuci555
ნანახია 1 418

გონს რომ მოვიდა პალატაში იწვა და თავთან ტირილისგან თვალებდასიებული ქეთინო ედგა. გრძნობდა ხელი როგორ საშინლად უხურდა. წამოწევა სცადა მაგრამ ვერ შეძლო. ნელ-ნელა დაიწყო რაღაც ფრაგმენტების გახსენება. ახსოვდა როგორ შევიდა ცეცხლმოკიდებულ შენობაში არდოტელი მაგრამ იქიდან გამოსული არ დაუნახავს.
-სად არის გიგლა? -ძლივს ამოიხავლა ხმაჩამწყდარმა. საკუთარი ხმა თვითონვე ვერ იცნო.
-დედი კარგად ხარ?-შეშინებული მივარდა ქეთინო-ღმერთო ჩემო ისე შემეშინდა.
-დედა რა ხდება მითხარი გთხოვ?-თვალებში ცრემლები მოაწვა-გიგლა სად არის?
-დედიკო გიგლა ვინაა არ ვიცი. შენი თანამშრომელი იყო? ტელევიზორში ვნახე რომ აფეთქება მოხდა იმ ციხეში სადაც შენ მუშაობდი. სანამ გავიგებდი რომ ცოცხალი იყავი ლამის გული გამისკდა. ბევრი ადამიანი დაიღუპაო ამბობენ, მაგრამ მე თოთქმის არაფერი ვიცი.
-ღმერთო გთხოვ გამოსვლა მოესწრო გთხოვ - ისტერიულად იმეორებდა ელენა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა-ლუკა როგორაა? იმედია ეს ამბავი არ გაუგია ხომ?-უცბად გაახსენდა შვილი და ტირილი შეწყვიტა.
-არა დედი სახლში დავტოვე უკვე ეძინა სალომეა ჩვენთან. ასე ნუ ნერვიულობ გთხოვ გამოვიდოდა ის შენი მეგობარი ალბათ-ცდილობდა შვილი დაეწყნარებინა.
-პაციენტი როგორაა აბა?-თავი შემოყო პალატაში თეთრხალათიანმა ექთანმა.
-ძალიან ნერვიულობს თავის კოლეგებზე. მგონი ჯობია დამამშვიდებელი გავუკეთოთ და ცოტახნით დაიძინოს-ექთანს შეეხვეწა ქეთინო.
-ექიმს ვკითხავ და ახლავე მოვალ-ოთახიდან გაიქცა გოგონა და რამდენიმე წუთში უკან შპრიცით ხელში შემობრუნდა.
-არ მინდა დაძინება გთხოვთ-ისევ ისტერიკა ეწყებოდა ელენას. ვერასდროს წარმოიდგენდა პრობლემის წინაშე ასეთი სუსტი თუ აღმოჩნდებოდა.
ექთანმა წამალი ვენაში შეუშვა და გაგოშიძეც ნელ-ნელა დამშვიდდა. ხელი ძირს ჩამოუვარდა და რამდენიმე წუთში ძილს მიეცა.
...
ორი კვირა გავიდა იმ საშინელი ამბები შემდეგ. ელენა მეორე დღესვე გამოწერეს საავადმყოფოდან. ყოველდღე თითქმის დაკითხვებზე ატარებდნენ და მისთვის გაურკვეველ ათას კითხვას უსვამდნენ. ემოციებით გადაღლილს ძალიან უჭირდა ყველაფრის ატანა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ არდოტელის კვალი არსად ჩანდა. არც ცოცხალი და არც მკვდარი არავის უნახავს. მეორე კვირას მაია ინახულა, რომელიც სასწაული ძალით გადარჩენილიყო და ახლა მსუბუქ დამწვრობას მკურნალობდა. მისი წყალობით გაარკვია რომ იმ ღამით ძალიან ბევრი პატიმარი გარდაცვლილიყო. ბევრს გაქცევა მოესწრო დანარჩენები კი მკურნალობის მერე სხვადასხვა ციხეებში გადენაწილებინათ. ციხის უფროსს მამუკა იაშვილს ამ შემთხვევის შემდეგ ინსულტმა დაარტყა და აპარატზე იყო მიერთებული. არავინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა მაგრამ დიდი ალბათობით მის მიერ ამდენი წლის განმავლობაში გამთბარ სკამს დაკარგავდა. თინას კვალიც იკარგებოდა და გამომძიებლების ინფორმაციით გარდაცვლილო იყო. ამ ამბებით დაზაფრული გაგოშიძე ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, მაგრამ არ გამოსდიოდა. თითქმის ყოველ ღამე ტიროდა, იმ მცირე წუთებს იხსენებდა რაც გიგლასთან გაატარა. სიგიჟემდე ენატრებოდა. ტკივილამდე. სიცოცხლეს მისცემდა წამით მაინც რომ შეხებოდა არდოტელის სხეულს. გაათბობდა, მის გაყინულ გულს გაათბობდა. მთელ სხეულში შეუძვრებოდა მისი სურნელი და ვენებში სისხლთან შერეული მასთან იქნებოდა მუდამ.
...
ერთი თვე ხდებოდა რაც ციხის ტრაგედია დატრიალდა. სამსახურის გარეშე დარჩენილი გაგოშიძე ცდილობდა ახალი სამსახური ენახა. ბინის ქირა გადასახდელი ჰქონდა. მართალია სახელმწიფოსგან საკამაოდ კარგი კომპენსაცია მიიღო იმ ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ ფულის იმედად ნამდვილად ვერ დარჩებოდა. გამოძიებამ დაადგინა რომ პატიმართა გარკვეულმა ჯგუფმა წლების ნაფიქრი და დაგეგმილი გაქცევა მოაწყო და ეს ამბებიც მათ მიერ იყო მოწყობილი. აღმოაჩინეს ადამიანები ვინც მათ ეხმარებოდათ ზოგი დაიჭირეს, ზოგიც ქვეყნიდან იყო გაქცეული.
დივანზე იჯდა დედამისთან ერთად და ყავას უხალისოდ სვამდა კარზე ზარმა რომ დარეკა. ქეთინო წამოიწია კარის გასაღებად, ?მაგრა ელენამ გააჩერა და თვითონ წავიდა. გამოღებისას გაოცებული უყურებდა კარში მდგომ უცხო მამაკაცს, რომელსაც ხელში პორტფელი დაეჭირა და საქმიანად უღიმოდა ელენა გაგოშიძეს.
-ვინ გნებავთ?-წარბი ასწია ქალმა.
-ქალბატონი ელენა თქვენ ხართ ხომ? - ინტერესით იკითხა მამაკაცმა.
-კი რა ხდება? -ხმაში შიში გაუკრთა გაგოშიძეს.
-თუ შეიძლება ცოტახნით შემოვალ და ვისაუბროთ. თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს-ბინაში შეიხედა კაცმა.
-რა თქმა უნდა. მობრძანდით-ოთახში შეუძღვა ქალი მამაკაცს-გისმენთ რა ხდება აბა?
-მე გიგლა არდოტელის ადვოკატი რეზო გაბრიჭიძე გახლავართ. წლების მანძილზე მის ოჯახთან ვმუშაობდი. ალბათ მოგეხსენებათ რომ ციხეში აფეთქების დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის გიგლა დეენემიც აღმოაჩინეს- ბოლო სიტყვებზე ცივმა ოფლმა დაასხა გაგოშიძეს. აქამდე ეგონა რომ ცოცხალი იქნებოდა გიგლა.
-და მე რა შუაში ვარ? -ხმა გაჰპარვოდა ქალს.
-ბატონმა გიგლამ ყველაფერი თქვენ დაგიტოვათ. რაც კი გააჩნდა.-მართალია მისი ოჯახის წევრებს სავალდებულო წილი ეკუთვნით, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი თქვენია.
-ალბათ ხუმრობთ ხომ?- მამაკაცის სიტყვებს არ უჯერებდა ელენა.
-როგორ გეკადრებათ ქალბატონო. სრული სიმართლეა რაც გითხარით.
-და როდის მოასწრო ამ ყველაფრის გაკეთება?ან რა იცოდა რომ რამე დაემართებოდა?-ეჭვნარევი ხმით საუბრობდა ქალი.
-დაახლოებით თვენახევრის წინ გადაწყვიტა ანდერძი თქვენზე დაეწერა. სხვა დანარჩენზე ინფორმაცია არ მაქვს.ეს ბატონი გიგლას მეგობრისა და კომპანიონის სავიზიტო ბარათია და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ -პატარა ფურცელი მიაწოდა ელენას და კარისკენ წავიდა-ამ დღეებში დაგიკავშირდები ფორმალური მხარის მოსაგვარებლად.
ადვოკატს კარი მიუხურა და გაოცებული შეხედა დედამისს, რომელსაც ინტერესით თვალები მოეჭუტა და შვილს უყურებდა.
-რა ხდება ელენა ამიხსნი?
-მეც ვერ მივხვდი ნორმალურად დედა შენ რა აგიხსნა?-პასუხის თავიდან აცილება სცადა ელენამ.
-შენი აზრით ბავშვს ვგავარ? და ადვილად მოსატყუებელი ვარ?-ხმას უწევდა ქალი-ვინ არის ის ვიღაც გიგლა, რა ქონება ჰქონდა ასეთი და შენ რატომ დაგიტოვა? ეგ ის კაცია საავასმყოფოში რომ ყვიროდი?
-დედა ძალიან გთხოვ რა. ეხლა ახსნის დრო არ მაქვს. საღამოს მოვალ და ყველფერს აგიხსნი უნდა გავიქცე-ხმა აღარ ამოაღებინა ქალს. ფეხსაცმელი ამოიცვა, ჩანთა აიღო და ქუჩაში გიჟივით გამოვარდა. სავიზიტო ბარათი ისევ ხელში იჭირა. წარწერას დახედა და ტელეფონის ნომერი აკრიფა. ზუსტად უნდა გაერკვია ყველაფერი. ზუმერის გასვლის შემდეგ ტელეფონის მეორე მხარეს ხმა გაისმა.
-გამარჯობათ ბატონო თემურ. მე ელენა გაგოშიძე გახლავართ. თქვენი ნახვა მინდა თუ გცალიათ? მელოდებოდით? ხოდა ძალიან კარგი. მითხარით სად მოვიდე. კი კი ვიცი. 15 წუთში მანდ ვარ-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარხნა.
მართლაც ადგილზე იყო ტაქსი 15 წუთში. დიდ მაღალ შენობასთან გაჩერდა და ქალს ხურდა დაუბრუნა. შენობაში შესვლისას გეზი პირდაპირ მიმღებისკენ აიღო და სასიამოვნო გარეგნობის გოგონას კითხვის დასმა არ აცალა პირდაპირ აჯახა-თემურ მარგიანი სად ვნახო?
-ბატონი თემური აქაა. რა გადავცე ვინ კითხულობს?-ზრდილობიანი იყო გოგონა.
-ელენა გაგოშიძე კითხულობს. მელოდება.
-ახლავე-ქალმა ტელეფონი აიღო და ინფორმაცია გადასცა მეორე მხარეს-შეგიძლიათ მიბრძანდეთ. მე-5 სართულზე. შემდეგ მარცხნივ. დიდი კაბინეტია მდივანი მიგაცილებთ.
-გმადლობთ-თავი დაუკრა გაგოშიძემ და ლიფტისკენ წავიდა. გონებაში სათქმელს ალგებდა. ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო რა თამაში ითამაშა არდოტელმა. რა იყო ტყუილი და რა მართალი.
-აქეთ მიბრძანდით-რატომღაც ლიფტთან დახვდა მდივანი.
დიდ და ვრცელ ოთახში შეუძღვა ელენას. ოთახის ერთი კედელი მთლიანად შუშის პანორამას დაეფარა.ოთახის ცენტრში საწერი მაგიდა იდგა. მაგიდაზე უამრავი ფურცლები და სხვადასხვა სუვენირები ელაგა. ცოტა მოშორებით კი დივანი და სავარძლები ლამაზად მიეწყოთ. ოთახის ყველა კუთხეში ლამაზი ქოთნის ყვავილები იწონებდნენ თავს. კაბინეტის უკანა კედელთან კიდევ ერთი კარი იყო. სავარაუდოდ საპირფრეშო ან რაღაც მსგავსი ოთახი უნდა ყოფილიყო. ქუჩაში იყურებოდა ელენა კარი რომ გაიღო და იქიდან ბატონი თემურ მარგიანი გამოვიდა. კაცის დანახვაზე ცივმა ოფლმა დაასხა გაგოშიძეს. ვერ ხვდებოდა ეცინა თუ ეტირა. მისი ცხოვრება უკვე მძაფრსიუჟეტიან ფილმს ემსგავსებოდა.
-როგორ ხარ ელენა?- მისკენ წამოვიდა მამაკაცი.
-თქვენ რა მეკაიფებით? -ხმამაღლა მოუვიდა გაგოშიძეს - როგორ დაგიძახოთ ბატონო თემურ თუ ბატონო ბესო? რა თამაშს თამაშობს ის შენი ძმაკაცი?
-ვიცოდი ცუდი რეაქცია რომ გექნებოდა მაგრამ მთლად ასეთს არ ველოდი.
-სად ბრძანდება თვითონ? -არ ცხრებოდა ქალი.
-ელენა შენც იქ იყავი და დაინახე რომ გიგლა იმ შენობიდან არ გამოსულა. ის გარდაიცვალა-სახე დაუსერიოზულდა მამაკაცს-სამწუხაროდ გამოძიებამაც ეს დაადასტურა. გიგლა ძმასავით მიყვარდა და მისთვის სიცოცხლეს გავწირავდი,მაგრამ ეს ვერ მოვხერხე. ვერ დავიცავი. ის შენს გადასარჩენად გამოიქცა იქ.
-თავიდან დაიწყე და ყველაფერი მომიყევი გისმენ-მოთმინებას კარგავდა რომ არ აფეთქებულიყო-ყველანაირი ჩავარდნების გარეშე.
-კარგი დაჯექი-მდივანს ორი ყავა შეუკვეთა და მოყოლა დაიწყო-მე და გიგლა ბავშვობიდან მოვდივართ. მამა ადრე გარდაეცვალა მაშინ სულ რაღაც ათი წლის იყო. სულ ამბობდა მამას დავპირდი და კარგი კაცი უნდა გავიზარდოვო. უნივერსიტეტი რომ დავამთვრეთ გადავწყვიტეთ რამე ბიზნესი დაგვეწყო ერთად. წლები ვწვალობდით და წელებზე ფეხს ვიდგამდით, რომ რამე გამოგვსლოდა. კარგად ავეწყეთ
კიდევაც, 10 წელში უკვე წელში გამართულები ვიდექით ფეხზე. მერე გიგლა დაიჭირეს, კონკურენტები სულ კუდზე გვასხდნენ, ყველა ჩვენს ჩაძირვაზე ჩალიჩობდა, შენი აზრით ვინმეს შევარჩენდით ჩვენი წლების ნაწვალები საქმის ჩაძირვას?! ხოდა გადავწყვიტე გიგლა ციხიდან გამომეყვანა. ისე დავიწყე იქ მუშაობა ყალბი საბუთებით კაციშვილს არ გასჩენია კითხვები. 5 წელი ერთ ადგილს ვტკეპნიდი იმ იმედით რომ გიგლა დამთანხმდებოდა გაქცევაზე. ყველაფერი სრული სიზუსტით მქონდა დაგეგმილი. როცა მივხვდი რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა გეგმა ,,ბ" ავამუშავე და ამ საქმეში შენ ჩაგრთე.
-რაა? ანუ გამომიყენე?
-ეს ცოტა უხეშად ნათქვამია. მე დაგეხმარე ახალი სამსახური დაგეწყო და პარალელურად ჩემი საქმე გაგეკეთებინა. ვიცოდი გიგლას რომ უყვარდი და მხოლოდ შენს გამო მოისურვებდა გარეთ გამოსვლას. ბოლო დღეს თქვენგან საკანში რომ დააბრუნეს მითხრა თანახმა ვარო ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. მივხვდი ტყუილად რომ არ ვიწვალე ამ დროის განმავლობაში. ყველაფერი დეტალურად ავუხსენი რა უნდა გაეკეთებინა მას და მის ბანდას. უბრალოდ გეგმები შეიცვალა. შენ იმ დღეს არ უნდა ყოფილიყავი. ეს გიგლას პირობა იყო. მაგრამ ყველაფერი ასე მიეწყო და ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ ამბავს, მთ შორის გიგლაც-ისტორიის მოყოლა დაასრულა მარგიანმა და თავი დამნაშავესავით ჩახარა.
-ანდერძის დაწერა როდისღა მოასწრო? რა იცოდა ასე რომ მოხდებოდა?- ეჭვის ჭია ღრღნიდა ისევ გაგოშიძეს.
-კარგად ხვდებოდა რამხელა რისკთან იყო დაკავშირებული ეს გაქცევა. იცოდა რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო. გადაწყვიტა თავი დაეზღვია. არ ვიცი მისი დაჭერის ისტორია იცი თუ არა მაგრამ ფიქრობდა რომ მის ქონებას ყველაზე მეტად შენ იმსახურებდი.
-ახლა მგონია რომ ტვინი გადამეწვება. არაფერზე ფიქრი აღარ მინდა - ფეხზე წამოდგა ელენა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
-მესმის შენი. იმდენი ახალი ინფორმაცია მიიღე ერთ დღეში. უნდა გადაწყვიტო შენს წილს რას უზავ, სათავეში ჩაუდგები თუ გაყიდი. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე ეს ყველაფერი და დროზე უნდა გადაწყვიტო ელენა. არ მინდა მე და გიგლას ნაშენები კოშკი თავზე ჩამომენგრეს. მითუმეტეს ბოლო 5 წელია მთელი ჩემი ენერგია შიგნით ჩავდე.
-ახლა პასუხი არ მაქვს.უნდა დავფიქრდე. შეგეხმიანები-ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა. უცებ გაჩერდა და მარგიანს გამოხედა- თუ გავიგე რომ კიდევ რაღაცას თამაშობთ და ის შენი საზიზღარი ძმაკაცი ცოცხალია ჩემი ხელით მივახრჩობ და მერე მე წავალ ციხეში-კარი ძლიერად მიაჯახუნა და ლიფტისკენ წავიდა.
-მხოლოდ ასეთი ქალი თუ შეუყვარდებოდა არდოტელს-ჩაეღიმა მარგიანს და ფეხზე წამოდგა.
გაზაფხულის სასიამოვნო დღე იყო. ქუჩაში გამოსულმა გაგოშიძემ ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და მთელი დარდი თითქოს მას ამოაყოლა. ახლა ვიღაცასთან უნდა ესაუბრა თორემ გაგიჟდებოდა. სახლში მისვლა საშინლად არ უნდოდა. სანამ ლუკას ბაღიდან გამოიყვანდა გადაწყვიტა სალომესთვის გაევლო სამსახურში. მეგობრისთვის გულის გადაშლა ყველაზე კარგი წამალი იქნებოდა მისთვის. სალომე ჯოჯუა ერთ-ერთ ცნობილ ბანკში მუშაობდა საკრედიტო განყოფილებაში. ბანკში შესვლისას,საკრედიტო განყოფილების ნომერი აიღო და თავის რიგს დაელოდა. 5 წუთში გამოიძახეს და მეგობრის კაბინაში შევიდა.
-ეხლა მითხარი რომ კრედიტის ასაღებად არ ხარ მოსული? მე გენცვალე იურიდულ პირებზე ვმუშაობ უფრო კარგი ბონუსებია-გაეკრიჭა მეგობარს და გადაეხვია.
-შენ მოგიკვდი რა დღეში ხარ. ლაპარაკი მინდა შენთან ძალიან. შეიძლება გავგიჟდე.
-კაი. 10 წუთში შესვენება მეწყება. დამელოდე და სადმე გავიდეთ.
-კაი გელოდები-კარში გავიდა გაგოშიძე და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
...
-გეფიცები თუ მჯეროდეს რაც მომიყევი-გაოგნებული საუბრობდა ჯოჯუა და თან ყავას წრუპავდა.
-მგონია ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ფილმია და ჩემს სცენარს ვიღაც წერს.
-რა გითხრა დაო არ ვიცი. შენ უნდა აირჩიო. იმ კაცმა იმხელა საჩუქარი გაგიკეთა რომ მოინდომო შენი შვილიშვილებიც უზრუნველად იცხოვრებენ.
-ხომ იცი ამას რომ ვერ ვიზავ არა?! მე იმ ქონებისთვის ერთი დღეც არ მიწვალია სალ. მის ოჯახს ეკუთვნის ყველაფერი. უნამუსოდ ავდგე და ყველაფერი შევირგო?!-ისევ იმ აზრზე იყო გაგოშოძე.
-გოგო იმ კაცს ისე უყვარდი ალბათ ყველაფერი შენთვის ემეტებოდა. რას აკეთებ ამით ცუდს? არაფერს. თან ხომ გითხრა ადვოკატმა ოჯახს მაინც ეკუთვნის რაღაცო. ისე რა საინტერესოა ოჯახს რომ არაფერი დაუტოვა. რატომ ნეტავ?-იკითხა ჯოჯუამ.
-არ ვიცი სალ. მეც მაგაზე არ ვფიქრობ მთელო დღეა. გეფიცები არდოტელის გამოჩენამ იმდენი პრობლემა და სადარდებელი გამიჩინა ზურას არ დაუმართია მგონი ამდენი წელია-სკამზე გადაწვა ელენა.
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს რა ის არაკაცი არ გამახსენო. ნუ ადარებ მაინც?! იმისგან განსხვავებით გიგლა შენზე დარდობდა და ამდენი ქონებაც იმიტომ დაგიტოვა-ქოთქოთებდა სალომე.
- კაი მართალი ხარ. უნდა მოვიფიქრო რას ვიზამ. დრო მჭირდება-ყავა მოსვა გაგოშიძემ და ქუჩას გახედა. ხვდებოდა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი, რომ იწყებოდა უფრო რთული და ამავე დროს საინტერესოც.



№1  offline წევრი Rania

Arvelodi aset ganvitarebasss. Yochaggg. Ufro da ufro saintereso xdebaaa. Saocrad momconss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იმედია გიგლა მართლა ცოცხალია, ის ემაინტერესებს ძალიან გიგლას დედის და დის რეაქცია ქონება რომ ელენეს დაუტოვა, მოკლედ ინტრიგის სუნი მცემს :დდდ

 


№3  offline წევრი აბლაბუდა

ეე კარგი რა, იმედია ცოცხალია გიგლა ვერ გადავიტან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent