შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-12


2-10-2019, 11:33
ავტორი Liluu
ნანახია 1 961

ყველაფერი შეიცვალა...ანდრინდელივით აღარაფერი იყო...დამიანეს ვერ ვცნობდი,მაგრამ მისი რა მიკვირდა?ჩემ თავს თავად მე ვერ ვცნობდი...მინდოდა მისი გაგება,მაგრამ არ შემეძლო...თითქოს ჩემ მიმართ გაცივდა,მაგრამ ყველაფერი იმაზე საშინლად იყო ვიდრე ველოდი...ღამე გვიან მოდიოდა,იმხელა სითბოს ვეღარ ვგრძნობდი მისგან,გამიუცხოვდა...რამდენჯერმე სახლში საერთოდ არ მოსულა,მითხრა ძმაკაცთან ვრჩებიო და ისე გავიდოდა ერთი კვირა სახლში არ მოდიოდა....ღამით კარებზე ზარმა გამაღვიძა...თავი წამოვყავი,რა თქმა უნდა ჩემ გვერდით არ იწვა...სიმწრისგან ჩამეცინა და წამოვდექი...ხალათი მოვიცვი და კარის გასაღებად გავედი...კარში დამიანე იდგა,ხელში ცარიელი არაყის ბოთლი ეჭირა და მთვრალი აქეთ-იქეთ ქანაობდა...
-გაგახსენდი?
ირონია გამომესახა სახეზე,რაზეც დამიანე სულ აიჭრა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში
-მე სულ მახსოვხარ...
-არ გინდა დამიანე,გეტყობა როგორიც გახდი ჩემ მიმართ
თვალები სითხით ამევსო...ვხდებოდი,რომ ეს საუბარი კარგს არ მოასწავებდა...
-რა გინდა ემა?მეძინება და შეიძლება შემოვიდე
-არა
მტკიცედ წარმოვთქვი სიტყვა და კარების მიხურვა ვცადე,თუმცა დაიჭირა და სახლში ძალით შემომიშვა,ხელი წელზე მომხვია და მის სხეულზე მიმახეთქა...
-რატო მაწამებ?რამე დაგიშავე?
ძლივს გასაგონად ამოვიხრიალე და წამოსული ცრემლების დასამალად თავი ჩავხარე
-მეც არ ვიცი რა მჭირს ემა,დამიჯერე ეს საქციელი ჩემთვისაც კი უცხო და ახალია,გთხოვ გამიგე
-რა უნდა გაგიგო დამიანე?
სახე ავწიე და მის შავ სფეროებს თვალი გავუსწორე...მასში უდიდესი ტკივილი და დაბნეულობა ამოვიკითხე...არ იცოდა რა უნდა ეთქვა,მაგრამ იმას ხვდებოდა,რომ არ იყო ჩემ მიმართ მართალი...
-არ ვიმსახურებ შენგან ასეთ საშინელ მოქცევას
თავი სინანულით გავაქნიე და მოვშორდი...მასთან ახლოს ყოფნასაც კი ჭკუიდან გადავყავდი....სუნთქვა მიჭირდა,თითქოს ჩემ გარშემო ყველაფერი გაჩერდა
-მაპატიე
-მერამდენედ უნდა მოვისმინო შენგან ერთი და იგივე ტექსტი?
-დამნაშავე ვარ ვიცი,მაგრამ ყველაფერს გამოვაწორებ გპირდები...
-შენი დაპირებების,უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა
-და მაინც როდიდან?
ჩემკენ წამოვიდა,ისევ ჩემი ჩახუტება უნდოდა,ამას მივხდი,მაგრამ ხელი ავუწიე და ისიც ადგილზე გაქვავდა..ხვდებოდა,რომ ამას ვერ გაექცეოდა,იმასაც ხვდებოდა,რომ ნელ-ნელა მკარგავდა
-არ შემიძლია დამიანე,ასე ცხოვრება აღარ შემიძლია
-რა არ შეგიძლია?ლაპარაკს არ ვაპირებ ემა
-თუ ასე გავაგრძელებთ გარდაუალი იქნება,ვერ შევჩერდებით,უბრალოდ ზურგს შევაქცევთ ერთმანეთს,როგორც ყველა ჩხუბისას და დავიძინებთ
წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და გაფითრებულ ბიჭს ავხედე
-აღარაფერი იქნება უწინდებურად
-ამას რატო ამბობ?როგორც ადრე ისე ვიცხოვრებთ,როგორც ბედნიერი წყვილი
გამეცინა...”ბედნიერიო”ან მართლა ვერ ხვდება,ან თავს ისულელებს
-აღარაფერი იქნება უწინდებურად დამიანე,დასრულდა ჩვენი ბედნიერება...ერთი ხელის მოსმით გაანადგურე ეს ყველაფერი...
ჩემკენ წამოვიდა,მაგრამ ოთახში შესვლა მოვასწარი და კარი მივხურე,მივაწექი,რომ არ შემოსულიყო,მაგრამ ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა,ჯაჭვლიანი კარს უფრო ძლიერად მოაწვა და ვეღარ შევეწინააღმდეგე
-მე გაგაფრთხილე
წავიჩურჩულე და ცრემლები მოვიწმინდე...ტელეფონი იქვე ლოგინზე მიაგდო და თავად აბაზანაში შეიკეტა...სურვილმა მძლია მისი ტელეფონი ამეღო და ყველაფერი მენახა,რაც კი ამ ერთ კვირაში ჩაიდინა,გააკეთა...მინდოდა ჩემი ეჭვები იმაზე,რომ ანკასთან მღალატობდა და მართლა ძმაკაცთან რჩებოდა გამექარწყლა...გალერიაში შევედი,მაგრამ მხოლოდ ჩემი და მისი ფოტოები დამხვდა,მესიჯებშიც არ იყო არანაირი კვალი იმისა,რომ ანკასთან ჰქონდა ურთიერთობა...თითქოს გულზე მომეშვა,მაგრამ შემდეგ პროგრამებს,რომ გადავხედე “keep safe”აღმოვაჩინე...გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა...მანამდე მის ტელეფონში ასეთი პროგრამა არ შემიმჩნევია...ხელის კანკალით დავაჭირე თითი,მაგრამ რა თქმა უნდა პაროლი ედო...ასევე ხელის კანკალით ავკრიფე რამდენიმე შესაძლო ვარიანტი,მაგრამ სამწუხაროდ არცერთი აღმოჩნდა...რა თქმა უნდა ჩემთვის,რომ ნდომოდა გამხელა აქ არ შეინახავდა მის “ბინძურ”ფოტოებს....დიდხანს ვიფიქრე რა შეიძლებოდა ყოფილიყო პაროლი,ბოლოს გაუაზრებლად ავკრიფე ჩვენი შეხვედრის თარიღი,ნამდვილად ის იყო...გაიხსნა...ახლა კი ნამდვილად ცუდად გავხდი...ვიცოდი,რომ არასწორი იყო,მაგრამ ეჭვში ვერ ვიცხოვრებდი...ფოტოები გავხსენი თუ არა აღმოვაჩინე,რომ ეს ერთი კვირა ძმაკაცთან კი არა ანკასთან რჩებოდა....ანკა მხოლოდ ერთი საცვლის ამარით მის სხეულზე იყო მიკრული და ისე იღებდა სარკეში სურათს...ამას ჰქვია ნდობა...სიმწრისგან გამეცინა...საკუთარი თავი შემზიზღდა...თითქოს გულზე ვიღაცამ ხელი ძალიან ძლიერად მომიჭირა,ტკივილისგან ვერაფრით ამოვისუნთქე,მაგრამ სხვა ფოტოები მაინც ვნახე...ვნახე როგორ ერთობოდა ჩემი შეყვარებული,ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიღაც სამ ქალთან ერთად,მათ შორის როგორ იყო ანკა და ვიღაც ერთი ბიჭი რომელსაც ვიღაც ქერა კალთაში ყავდა ჩასმული...ძალიან ცუდად გავხდი...თავის მოთოკვა უკვე მიჭირდა...ხმას ვერ ვიღებდი,ვერც ვტიროდი...ალბათ იმდენ ხანს მქონდა სუნთქვა შეკავებული,რომ ამოსუნთქვა სულ დამავიწყდა...ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად დაზარალებული მე გამოვედი...უკვე მერამდენედ,მაგრამ რას ვერჩი ჯაჭვლიანს?სულელი მე ვარ...რპგორ დავიჯერე,რომ ოდემსე ვიყვარდი,როგორ ვენდე და აქ მასთან ერთად,როგორ ვიცხოვრე ორი თვე...საკუთარ სულ ჩავხედე...არაფერს ვგრძნობდი..არც ტკივილს,არც იმედგაცრუებას გარდა სიცივისა და სიძულვილისა...მეგონა ყველა გრძნობა გამითიშეს...გულიდამ ის სიყვარული ამომგლიჯეს,რომელიც დამიანეს მიმართ გამაჩნდა...დავუკვირდი და მივხდი,რომ ყველა მოგონებები სულ სათითაოდ ამომაცალეს...ჩემი მეხსიერებიდან გამიქრეს...მგონი ასეც ჯობდა,რადგან ამ მოგონებებით უფრო მეტად დავიტანჯებოდი...ძლივს ამოვისუნთქე....ცრემლები მოვიწმინდე და შევეცადე გულის მუშაობა დამერეგულირებინა...ტელეფონი იქვე დავდე...არაფრის თავი არ მქონდა...წამოვდექი,მაგრამ ფეხებში საშინელი სისუსტე ვიგრძენი,კედელს მივენარცხე...ასე ხელების ფათურით მივაღწიე კარადამდე,ხელში რაც მომხვდა გამოვიღე და ლოგინზე დავყარე...ყველაფერი უკვე სულ ერთი იყო...არ დავეძებდი რა მოხდებოდა აწი,უბრალოდ მინდოდა მისგან ძალიან,ძალიან შორს ვყოფილიყავი...არ მინდოდა მისი ყურება,ცოტახანი მაინც,სანამ ეს საშინელი გაბრაზება არ გადამივლიდა...ახსნის თავიც არ მქონდა...უკვე ჩაცმული ოთახიდან ვაპირებდი გასვლას,დამიანე რომ გამოვიდა და ხელით დამიჭირა...ცოტა გამოფხიზლებული ჩანდა...მისმა შეხებამ დამძაბა...ტანში გამაჟრჟოლა და არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა...
-სად მიდიხარ?
-შენგან რაც შეიძლება შორს...
-რატო ართულებ ყველაფერს?
მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ხელი მიშვა...
-მე ვართულებ არა ყველაფერს?
სიმწრისგან ჩამეცინა,მის ტელეფონს ხელი დავავლე და სახის წინ ავუფრიალე ის სურათები,რომელიც keepsafe-ში ჰქონდა შენახული...
-თურმე მე არაფერ შუში ვარ
ირონია გამომესახა სახეზე...
-დამიანე მე მოვრჩი...ყველაფერი დავამთავრე...მიკენ გახედვაც კი არ შემეძლო...
-მე საკმარისი არ ვიყავი შენთვის...შენი სექსუალური მოთხოვნილებები ვერ დავაკმაყოფილე როგორც ჩანს...შენ მე არ გჭირდები დამიანე,შენ ის ცხოვრე გინდა,სადაც ყოველთვის გართობა და გოგოებია...ერთ დროს შენთვის ახალი და საინტერესო ვიყავი,მაგრამ მალე მოგბეზრდი ამიტომ ისევ ანკასთან მიღალატე...ისევ მასთან..
სიმწრისგან ჩამეცინა...ტელეფონი ისევ ხელში მეკავა და მისი სახის წინ ვაფრიალებდი,თან გაუაზრებლად რაღაცას ვბურტყუნებდი...
-იცი როდის უნდა მიმხვდარიყავი,რომ შენთვის საკმარისი აღარ ვიყავი?აი მაშინ ჩემ მიმართ,რომ გაცივდი ისე თითქოს შენ წინ საყვარელი ადამიანი კი არა ვიღაც უცხო არსება იდგა,რომელსაც ისე უცქერდი,როგორც მტერს....
ვერ ვიჯერებდი,რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა,თითქოს საშინელ სიზმარში ვიყავი,რომელიც არა და არ მთავრდებოდა,ვერ ვიღვიძებდი,გაგეცინებათ და საკუთარ თავს რამდენჯერმე ვუპწკინე,მაგრამ ამაოდ...მაინც ვერ გავიღვიძე,ვერ დავაღწიე ამ საშინელ კოშმარს თავი...
-ოდესმე ალბათ მართლა გიყვარდი,მაგრამ ახლა იმდენად ვეღარ მიტან რამდენადაც გიყვარდი ჯაჭვლიანო,ჩვენი ისტორია კი აქ დასრულდება...
-ემა მანამდედაც მიყვარდი და ახლაც ძალიან მიყვარხარ,ეს კი არაფერს ნიშნავს,საერთოდ არაფერს...
ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯდა და გათიშა...ამით ეცა დამევიწყებინა ნანახი,მაგრამ რამდენჯერაც თვალს დავხუჭავდი იმდენჯერ ანკას შიშველი ფოტოები მიდგებოდა თვალწინ
-დაივიწყე ყველაფერი რაც კი ჩვენ შორის იყო,დაივიწყე ის რისი დავიწყებაც შეგიძლია და არ შეგიძლია...უბრალოდ სურვილი აღარ მაქვს შენთან ერთად ვიცხოვრო,რომ წარმოვიდგენ,როგორ მკოცნიდი იმ ტუჩებით,რომელიც ანკას ბინძურ სხეულს ეხებოდა მაჟრიალებს...
-ემა გთხოვ დამიჯერე,ახლაც ძალიან მიყვარხარ,ეს უბრალოდ ერთჯერადი იყო,დამიჯერე აღარ განმეორდება
-ყველაზე საშინელება იცი რა არის?რომ შენი აღარ მჯერა და რატო იცი?რადგან უკვე მეორედ გამიცრუე იმედები...მაშინ შეიძლება თავს იმართლებდი იმით,რომ მე არ მოგეცი შანსი და შეიძლება მართალიც იყოს,მაგრამ ახლა დამიანე?ახლა რითი უნდა იმართლო თავი?მე შენ გენდე,მაგრამ მიღალატე...სულში ჩამაფურთხე,ყველაზე კარგი და წმინდა რაც იყო ჩემში,ჩვენში,ჩვენ შორის გაანადგურე,ფეხით გადათელე და ამის მერე როგორ გგონია დაგიჯერებ?გაპატიებ?სიყვარული,რომელიც ჩემთვის პირველი გრძნობა იყო და ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი გაანადგურე,გამანადგურე და ცხოვრება დამინგირე...შენ ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ აღარ გემახსოვრება..
გამეცინა
-მალევე დაგავიწყდება და დაგავიწყდები,ისე განაგრძობ ცხოვრებას ვითომ არც არაფერი მომხდარა,მაგრამ მე?მე რას მერჩოდი მითხარი?რა დაგიშავე ასეთი,რომ ასე გამამწარე?
მიყურებდა...ვერაფერს ამბობდა...ჩემსავით ისიც ტიროდა,მიხვდა რაც ჩაიდინა,რაც გამიკეთა და რაც საკუთარ თავს ავნო...ჩემკენ წამოვიდა,ხელები ძლიერად მომხვია და მიმიხუტა
-დამიანე გამიშვი
მისი მოშორება ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა...
-მაპატიე
-არა დამიანე..ყველაფეის პატიება შეუძლებელია...დავიღალე...გთხოვ ხელი გამიშვი...ვიგუდები,ამ ოთახში ვერ ვსუნთქავ,მარტო მინდა დარჩენა...
-ისევ არ მიმატოვო ემა...ისევ არ მიმატოვო გთხოვ ვერ გადავიტან..პანიკან მოიცვა...ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა..
-არ მაინტერესებს...ყველაფერს ვერ გამოასწორებ...საკმარისია ამდენი ტყუილი...შეიძლება იდეალური არ ვარ,მაგრამ ამას მაინც არ ვიმსაუხრებდი...
-გპირდები გამოვსწორდები...
-შენი აღარ მჯერა
შემოსასვლელში გავედი,კედები ამოვიცვი,ჩანთა გადავიკიდე...
-არ მაინტერესებს...
სადარბაზოში გავედი და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე,მაგრამ აშკარად აგვიანებდა,ამიტომ კიბეებზე დავეშვი,დამიანეც უკან გამომყვა,დამიჭირა და მის სხეულზე მიმახეთქა...ჩემი სახე ხელბში მოიქცია და კოცნა ცადა...ვეწინააღმდეგებოდი,მაგრამ ბოლოს მაინც მაკოცა,მაგრამ მე არ ავყევი...არ მინდოდა...არ შემეძლო...
-ვერ გიტან
მივახალე და კვლავ გავიქეცი...ტაქსი გავაჩერე და შიგ ჩავხტი...სანამ დამიანე რამეს მოასწრებდა მისგან უკვე ძალიან შორს ვიყავი...მეზიზღებოდა ყველაფრის გამო...მძულდა იმისთვის რაც გამიკეთა....ტელეფონი ამოვიღე ნიკას დავურეკე და ვთხოვე ჩვენ საყვარელ ადგილას მოსულიყო,მანაც ყველანაირი შეკითხვის გარეშე დამეთანხმა და ტელეფონი გათიშა...
———————————————————
მთელი ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ნიკა მომიახლოვდა....მასთან მივირბინე და მთელი ძალით ჩავეხუტო...ტირილი ამივარდა...ის უხმოდ მიმიხვდა ყველაფერს,ხელები ძლიერად მომუჭა...მოვშორდი,სახეზე შევხედე,გაცოფებული იყო...ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქეთ...
-არ შემიძლია მისი პატიება
-არც აპიტებ,მისგან დღესვე წამოხვალ
-მტკივა ნიკა
ხელი გულზე მივიდე და ამოვიხრიალე...ვერ ვსუნთქავდი,ვერ ვინძრეოდი,არ შემეძლო ამით ცხოვრება,ამხელა ტკივილით ცხოვრება...
-მაპატიე რა
ამოვიბლუკუნე და თავი მხარზე დავადე...
-საპატიებელი არაფერი გჭირს ანგელოზო,აღარავის მივცემ უფლებას გული ასე გატკინოს
-დალევა მინდა
მანაც უხმოდ ჩამკიდა ხელი და უახლოეს კლუბში წამიყვანა...არ ვიცი,მაგრამ ოთხი ხუთი საათი ვსვამდი,ვცეკვავდი...ვერთობოდი...
დარდს სასმელში ვახშობდი,თან მეტირებოდა თან მეცინებოდა...
-ემა საკმარისია,წამო წავიდეთ
-მისი ნახვა არ მინდა
-მაგრამ ის შენი სახლია მოგიწევს...აჯობებს თუ ის წავა
-მის გარეშე ვერ გავძლებ
-გავა დრო და დაგავიწყდება
-არა ნიკა...დრო შეიძლება ყველაფრის მკურნალია,მაგრამ იცი რას ვერ კურნავს?მხოლოდ სიყვარულს...
თავი გავაქნიე და წამოვდექი...მანქანაში ჩავჯექი,ბინასთან მივედით თუ არა დამიანე დავლანდე,რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა...უკვე თენდებოდა...მანქანიდან ძლივს გადმოვედი,უკან ნიკა გამომყვა...
-დარწმუნებული ხარ?
-არ ვიცი
მხრები ავიჩეჩე...ნიკას დავეყრდენი,მანაც ხელი მომხვია და ისე ამიყვანა ბარდიულზე...ისეთი მთვრალი ვიყავი წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი...დამიანე მომვარდა,მაგრამ შევაჩერე
-არ შემიძლია დამიანე
ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე...საკუთარი ხმა თავად ვერ ვიცანი...არ შემეძლო მისთვის თვალებში მეყურებია,არა და მინდოდა მის გვერდით ყოფნა...ვიცი შეიძლება ეგოისტი გეგონოთ,მაგრამ როცა ადამიანი მიყვარს მისი დაკარგვა მანადგურებს....მისკენ წავიწიე,მაგრამ ნიკამ უკან მომაბრუნა
-არ გინდა
-შენ ნუ ერევი
გავიგე ჯაჭვლიანის ხმა...შეცვლილიყო...თანაც ძალიან...
-წასვლა მინდა
-დღეს ემას მე წავიყვან...
მტკიცედ თქვა ნიკამ
-არსადაც არ წაიყვან,ახლა ორივეს ძილი და დაფიქრება გვჭირდება...აჯობებს მოგვიანებით ვისაუბროთ ჩვენ ორმა...
თან დარჩენა მინდოდა,თან წასვლა...გაურკვევლობაში ვიყავი,მეგონა თუ დავრჩებოდი ვაპატიებდი ამით კი საკუთარ თავს შეურაწყოფას მივაყენებდი,მაგრამ თუ წავიდოდი სამუდამოდ დავკარგავდი და ვერასოდეს ვერ ვნახავდი...
-ნებართვა არ მითხოვია,ის ჩემი მეგობარია,მასზე ვზრუნავ ამიტომ ჩემთან წამოვა
-ის კი ჩემი შეყვარებულია
-შეყვარებული
გაეცინა ნიკას
-წავედით ემა
მანქანაში ჩამსვა...
-გთხოვ არ წახვიდე
მის ხმაში სასოწარკვეთილებამ გაიჟღერა...
და შემდეგ რა მოხდა?მაინც რა არის სიყვარული?ვინ მიდის?ის ვასაც მთელი არსებით უყვარს თუ ის განშორება,რომ არ შეუძლია,მაგრამ ჯობია იყოს ასე ვიდრე ორივეს გული ეტკინოს...
-გაწვიმდა
ჩავილაპარაკე და ფანჯრის მინა ჩამოვწიე,გრილი ჰაერი მესიამოვნა...
-არაუშავს მთავარია შენ იყო კარგად
-მე აღარ ვიქნები კარგად
მთელი გზა ჩუმად ვუსმენდი წვიმის ხმას,გული ამოვარდნას მქონდა..დასრულდა ის,რაც არც დაწყებულა...ყველაფერი ხო ასეა...მხოლოდ ლამაზ ზღაპრებში შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები,იმასთან ვინც გვიყვარს,მაგრამ რეალობაში ეს თითქმის შეუძლებელია....
———————————————————
თითქმის 5 წელი გავიდა....ისევ გერმანიაში ვცხოვრობ,იქ სადაც სიყვარულით მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე,ტკივილით კი უკვე რამდენი წელია ვცხოვრობ...გაგიკვირდებათ და სხვა ვერავინ შევიყვარე,ვერც ჩემი ტიპის ადამიანი ვიპოვე...მეგონა თუ დრო გავიდოდა მეც შევიცვლებოდი,მაგრამ ისევ ისეთად დავრჩი...ისევ მიყვარს და ისევ ვნატრობ მასთან ყოფნას,მაგრამ არ შემიძლია,ვერ ვპატიობ....იმ დღის შემდეგ არ მინახავს...ბინიდან წავიდა,მეც ის გავყიდე და სხვა ბინა ვიყიდე...ისიც გავიგე,რომ გერმანიაში აღარ ცხოვრობს...საქართველოში დაბრუნებულა...5 წლის შემდეგ კვლავ ბარგი შევკარი და საქართველოში დავრბუნდი..და რამ მიმაღებინა
ეს გადაწყვეტილება?არ ვიცი აი ასე ავდექი და სპონტანურად დავბრუნდი სამშობლოში...ნაცნობ ადგილას,ნაცნობი კორპუსის წინ ვიდექი..თვალი გვერდითა კორპუსისკენ გამირბოდა სადაც არ ვიცოდი ისევ დამხვდებოდა თუ არა დამიანე,ისევ იქნებოდა თუ არა იქ..მენატრებოდა,მაგრამ გონება არ მაძლევდა ისევ მასზე მეფიქრა,გული არ მაძლევდა საშუალებას ისევ მის გამო მეტირა...ჩემოდნებს ხელი დავავლე და კორპუსში შევედი..არ მინდოდა გაეგო,რომ ისევ დავბრუნდი,მაგრამ ალბათ სადმე ოდესმე ისევ გადავაწყდებოდით ერთამნეთს...კარი იკამ გამიღო...სახეზე ღიმილი შემეპარა,როდესაც ასეთი დაკაცებული ძმა წინ ამესვეტა..იმდენად სიმპატიური გახდა,რომ თვალსაც ვერც ვაცილებდი...უკნიდან ჩემი ძმისშვილის სხმა შემომესმა,რომელიც ორ დღეში 4-ის ხდებოდა..გამეცინა და მთელი ძალით მოვეხვიე..
-რძალი სად არის?
-მშობლებთან ერთად სოფელშია,ხვალ ჩამოვლენ
-უთხარი ჩემი დაბრუნების ამბავი?
თან ვსაუბრობდით და თამ ჩემ ძმისშივილს ვეხუტებოდი
-არა სიუპრიზად დავტოვე
-ძალიან კარგი
ფეხზე წამოვდექი,ჩემოდნები ოთახში შევიტანე და აივანზე გავედი...არ ვიცი რატო,მაგრამ მინდოდა ისევ დამენახა მისი შავი სფეროები,ისევ შემეგრძნო მისი სურნელი,რომელიც ასე მენატრებოდა...საღამომდე სახლში უაზროდ ვიჯექი,ბოლოს გასეირნება გადავწყვიტე...გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი...კორპუსიდან გამოვედი თუ არა უცებ თვალი მოვკარი ნაცნობ სილუეტებს,რომლებიც ჩემკენ მოემართებოდნენ...ვაკო და მათე წინ ამესვეტნენ,ჯერ ერთი გადამეხვია,შემდეგ მეორე...
-როდის დაბრუნდი?
გაოცებას ვერ მალავდა მათე და თან უკან იხედებოდა..მიხვდი,რომ დამიანეც მათთან ერთად იყო,ალბათ ის ნელა მოდიოდა,ამიტომ იყო რომ არ ჩანდა
-დღეს დილით დავბრუნდი,აქაურობა მომენატრა
-სამუდამოდ თუ?
ახლა ვაკო ალაპარაკდა
-ჯერ არ ვიცი..
მხრები ავიჩეჩე..ნელ-ნელა გული მიჩქარდებოდა...ვხედავდი ჩემკენ მომავალ დამიანეს,რომელიც ნელა და დინჯად მოაბიჯებდა...არ მინდოდა მასთან შეხვედრა.უკან დავიხიე,თუმცა სანამ რამეს მოვასწრებდი უკვე ჩემ წინ იდგა...სახეზე ღიმილი დასთამაშებდა...არ ვიცი,მაგრამ როდესაც დავინახე უჩვეულო სიმშვიდე დამეუფლა...5 წლის შემდეგ პირველად იდგა ჩემ წინ,მე კიდე ასე მშვიდად ვუმზერდი მას..ყველაფერი მიკანკალებდა,გული გამალებით მიცემდა,თუმცა არც გამკვირვებია ჩემი ასეთი რეაქცია...
-როგორ ხარ ემა?
მისი ხმა ზედმეტად მშვიდი მეჩვენა..
-კარგად შენ როგორ ხარ?
ნამდვილად არ ვაპირებდი ქაჯივით მოქცევას..ვაკო და მათემ დაგვტოვა..დავრჩით ისევ ჩვენ ორნი..ჯაჭვლიანი თვალს არ მაცილებდა...იმდენად ახლოს იდგა ჩემთან,რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა
-ამდენი წლის შემდეგ ისევ ისეთი ხარ,არ შეცვლილხარ
-არც შენ შეცვლილხარ დამიანე,როგორც ჩამს არც ანკასთან გამოგივიდა არაფერი თორე უკვე ცოლ-ქმარი იქნებოდით
ხმაში ირონია შემეპარა...გამეცინა
-მე მხოლოდ ერთი ქალი მინდოდა ჩემ გვერდით,თუმცა ჩემივე მიზეზებით დავკარგე
-კარგია თუ მიხვდი დენ დანაშაულს
-იმ დღეს რომ არ წასულიყავი და უბრალოდ გვესაუბრა ახლა შეიძლება ერთად ვყოფილიყავით
-შენ როგორ ფიქრობ გაპატიებდი ჩემ ღალატს?იმას თუ როგორ მიმატოვე ერთი კვირით და ანკასთან როგორ ერთობოდი?
გამეცინა...
-არ ვიცი შეიძლება,იმ დღეს ცხელ გულზე მიიღე გადაწყვეტილება
-ახლაც არ ვნანობ იმ გდაწყვეტილებას რაც 5 წლის წინ მივიღე,რადგან რომ დავრჩენილიყაბი და შენთვის მეპატიებია ისევ იგივეს გაიმეორებდი,მე კი ნამდვილად არ მჭირდებოდა გვერდით მოღალატე ადამიანი
-მაპატიე...
თავი ჩახარა...უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა...ისევ ისე ძლიერად მიყვარდა როგორც ადრე..მიყვარდა უკიდეგანოდ,მაგრამ თუ ისევ ვაპატიებდი დარწმუნებული ვიყავი,რომ იგივეს გაიმეორებდა,მე კი ნამდვილად არ ვიყავი მზად ისევ იგივე დარტყმისთვის
-შეიძლება ოდესმე გაპატიო,მაგრამ არამგონია შენ გაიგო...
-ერთ კითხვაზე მიპასუხე
თავი ავწიე..მის თვალებში უდიდესი ტკივილი და იმედგაცრუება ამოვიკითხე..ბნელოდა თუმცა მას მაინც კარგად ვხედავდი
-ისევ გიყვარვარ?
-შენ რა ჩემ სიყვარულში ოდესმე ეჭვში შეგპარვია ჯაჭვლიანო?
-არა
-მაშინ უნდა ხვდებოდე იმას,რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები
-მაპატიე რომ ასეთი ცუდი ვარ და ასეთი ტკივილი მოგაყენე..შენ იმდენად სუფთა ხარ,რომ ჩემ თავს ნამდვილად არ იმსახურებ..შეიძლება მეც ერთ დროს მართლა ძალიან მიყვარდი,მართლა არ შემეძლო უშენოდ,მაგრამ ახლა ვხდები,რომ..
-რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო,ახლა კი ჩემ მიმართ სინანულის და დანაშაულის გრძნობის მეტს ვერაფერს გრძნობ..
მისი სათქმელი მე დავასრულე და მივხდი,რომ იმაზე მეტად მეტკინა ვიდრე წარმოვიდგენდი..არ ვუყვარდი,რა თქმა უნდა ეს არც იყო გასაკვირი..მართლა რომ ვყვარებოდი,გერმანიაში ანკასთან არ მიღალატებდა..
-ბედნიერებას გისურვებ ემა,იმედია ოდესმე გამოჩნდება შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი ვისაც ნამდვილად ეყვარები,და ჩემსავით არასოდეს მოგექცევა...
უკან შევტრიალდი...ძალიან ცუდად ვიყავი,მარცხენა მხარეს მფეთქავი პატარა ორგანო უდიდეს ტკივილს გრძნობდა..ფეხები მიკანკალებდა,სიარული მიჭირდა...კორპუსში კიბეზე ჩამოვჯექი და ავტირდი..ამდენი წლის შემდეგ ისევ ვტიროდი,ისევ დამიანეს გამო...მიყვარდა,მთელი არსებით...თუმცა უკვე ვიცოდი,რომ მას ვერასოდეს ვერ დავიბრუნებდი...მას არასოდეს ვეყვარებოდი ისე,როგორც მე მიყვარდა ის...და ახლა ვხდები,რომ მაშინ იმ დღეს,გერმანიაში სწორი გადაწყვეტილება მივიღე...ჩემ ცხოვრებაში პირველი ყველაზე მართებული გადაწყვეტილება,რომ არ ვაპატიე და მისგან რაც შეიძლება შორს წავედი.....
დასასრული
———————————————————
ასეც ხდება ხოლმე...ყოველთვის სიყვარული ვერ იმარჯვებს..სიყვარული ეს ისეთი რაღაცაა,როცა ბედნიერებასთან ერთად ტკივილიც დიდია...იმედია მოგეწონათ და ბოდიში დაგვიანებისთვის...ველი თქვენგან შეფასებებს...ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და ვინც შეფასებას მიწერდით



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Cudi da sawyeni dasasruli iyo, vinme mainc gamochenoda emas ro sheyvareboda tan ise rom damianes siyvaruls daviwyeboda sul. Mtlianobashi mainc kai iyo, dasasruli ise ra. ☺️

 


№2  offline წევრი Liluu

სტუმარი Mariamimari
Cudi da sawyeni dasasruli iyo, vinme mainc gamochenoda emas ro sheyvareboda tan ise rom damianes siyvaruls daviwyeboda sul. Mtlianobashi mainc kai iyo, dasasruli ise ra. ☺️


რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს..ნუ შეიძლებოდა ეგრეც მომხდარიყო,მაგრამ ემას იმდენად ძლიერად უყვარდა დამიანე სხვა რომც გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში და სულ ცოტა გრძნობა გასჩენოდა მის მიმართ მაინც ვერ დაივიწყებდა პირველ სიყვარულს..ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია..მადლობა შეფასებისთვის❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent