ცოდვების ხარჯზე... (2 თავი)
საწერ მაგიდას მიჯდომოდა სანდრო და წარბშეკრული დაჰყურებდა წინ გადაშლილ ფურცლებს. დატუქსვის მოლოდინში კონსტანტინე თავჩახრილი იჯდა წინ და უფროს ელოდა. -ვინ მოიფიქრა წამლის ამ ღლაპებზე გასაღება? ტრუპი გვინდა თუ რა? ბახალამ ხომ გასცა მითითებები გაყიდვებზე? არც იმდენად უსინდისოები ვართ მაყუთის ხარჯზე ბავშვების ტრუპები ავიკიდოთ_თავი გადააქნია სანდრომ და გაბრაზებულმა მიყარა ფურცლები, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან დადგა. -ის არ გვაკლდა ამდენი დრო რომ გავიდა, ახლა სტუდენტებიდან პროცენტებიც უნდა ამოვიღოთ, შენ იცი ეს რას ნიშნავს კოსწია? არ იცი, უადგილო და ირონიულია ჩემგან სინდისზე ბაზარი, მაგრამ ჩვენ ისედაც დამპალ სულს სწორედ ესღა აკლდა_თავი დახარა მომავალი დღეები რომ წარმოიდგინა და უცნაურად გასცრა ტანში. რაც დას შეურიგდა მსგავს საქმეს აღარ შეჭიდებია, თითქოს იყო წამები როცა ენატრებოდა, როცა ლომკაში ჩავარდნილს წამლის გამო სულის გაყიდვა შეეძლო, მაგრამ კიდევ იყო რაღაც რაც არ ასვენებდა, მთელ სხეულს უნგრევდა, მსგავს მომენტში ყოველთვის ლილუ უდგებოდა თვალწინ და ვეღარაფრით იშორებდა, წამალს აბრალებდა მაღლაფერიძის გაგიჟებას და ძალადობას და ხანდახან ლამის გულისრევამდე მიდიოდა. როგორ უნდა ამოეღო ვიღაც იდიოტი სტუდენტებისგან ათასობით ლარი დასახიჩრების გარეშე? ამოიხვნეშა და უკვე ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა. სხვა გზა არ იყო, ვაჩეს ვერ უღალატებდა, აღარ ქონდა მნიშვნელობა ეს ყველაფერი სიამოვნებდა თუ არა, უნდა გაეკეთებინა ის რისთვისაც დაბრუნდა. -წავედით_მობუზულ კონსტანტინეს გადახედა და თვალით რაღაც ანიშნა. ბიჭიც მაშინვე მიხვდა და პატარა ჩემოდნით სამი იარაღი დაანახა. სამივე მოსინჯა ხელში სანდრომ და გადატენა, მოპირდაპირე კედელსაც დაუმიზნა და მხოლოდ ერთი შეარჩია, თითქოს პატარა და მოხერხებული ჩანდა, ქამარშიც იოლად დაიმაგრა და უკვე კმაყოფილმა დატოვა სახლი. მალევე გააჩერეს მანქანა სასახლის მაგვარ სახლთან, დაცვის ბიჭებიც შეამჩნია სანდრომ გადმოსვლისას და შუბლი შეკრა. ხელი დაუქნია კონსტანტინეს და ისიც წამში გვერდით ამოუდგა. -ეს ჩათლა*** როდის გაბლატავდა ასე? -ბხალადან აღებულ ტავარს ყიდიდა, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ყიდულობდა, ჯერ კიდევ ვარკვევ რას ჩალიჩობს. -ჯანდაბააა, ბარიგობს ბიჭიი? თან გაორმაგებით, რაღაცას ურევს ეს პიდარა**ტი. -ჯერ ვერ გავარკვიეთ რას_თავადაც დაუძახა ორ ახმახს და სანდროს უკან შეაყოლა ეზოში. ვინაობის გარკვევის შემდეგ ერთ-ერთი ბიჭი შევიდა სახლში და უფროს დაუძახა. -ეს ვინ მოსულა_ირონიული ღიმილით შეხვდა კაცი სანდროს. -კარგია არა ბატონო დავით სხვის ხარჯზე გამდიდრება?_არც სანდრომ დააკლო და ამრეზით დახედა გამოწვდილ ხელს -ანუ უფროსმა თავისი ერთგული ფინია გამოგზავნა?_სიცილი აუტყდა კაცს -ხომ იცოდი, რომ ერთ დღეს მოგაკითხავდა? -ხახვი არ დამაჭრათ *ვერებზე, მე ის დავითი აღარ ვარ ორას ლარზე რომ გეხვეწებოდათ რამდენიმე გრამს, ჩემთან ომს არ გირჩევთ, შენს უფროსს გადაეცი, რომ სადავეები უკვე დაკარგა და ისე აახვიეთ აქედან თითქოს არც ყოფილხართ. -ხომ იცი რომ ასე იოლად არ ჩაივლის ეს დიალოგი და ისევ მოვალ? -როგორც მოხვალ ისე დაახვევ უკან_თვალი ჩაუკრა კაცმა და ორი თითის მიდებით, სამხედრო სალამით დაემშვიდობა. ოთხ ახმახთან ვერაფერს გახდებოდა სანდრო და ამჯერად უკან დახევა მოუხდა, თუმდა აუცილებლად ისევ მოვიდოდა, ტვინში აასხა დავითის დამცინავმა სახემ, თანაც კაცს თითქმის მილიონი ქონდა გადასახდელი და ასეთ ფულს არავინ შეარჩენდა, საკითხავი იყო ვისი იმედი ქონდა ასე რომ ქონდა თავში ავარდნილი. გამწარებულმა მოიჯახუნა სანდრომ მანქანის კარი და არც გინება დაუკლია. -შემდეგი ვინ არის_დაძაბული ხმით გადახედა კონსტანტინეს. -ვიღაც პაცანი გიორგია, სახლი შეიცვალა, არც ტელეფონი დავიწყებია და ახლა ერთადერთი უნივერსიტეტი დარჩა, ალბათ ჰგონია იქ არ მივაკითხავთ_ჩაეცინა ბიჭს. -ტყუილა გონია, წავედით, მეტიც არ მინდა ამ გამწარებულ გულზე შემომელაპარაკოს. უამრავი ახალგაზრდა ირეოდა წერეთლის ეზოში, მხიარულად ატარებდნენ გარეთ დროს და უმეტესობას სულაც არ ადარდებდა მოახლოებული გამოცდები. მზიანი ამინდი გართობისკენ მოუწოდებდათ და არც ამბობდნენ უარს. -ნეტა რა უხარიათ_მობეზრებული სახით გადახედა ხალხს სანდრომ. -პრობლემების ნაკლებობა უფროსო_ფურცლებს შლიდა კონსტანტინა, -აი ვიპოვე, ამ ყმაწვილს ვეძებთ_ფოტო დაანახა კაცს და თავად ეზოს თვალიერებას მოყვა. -ვერ ვიტან ფოტოთი ხალხის ძებნას_ცხვირი აიბზუა სანდრომ და მანქანიდან გადავიდა. -იქ არის_თითი გაიშვირა კოსწიამ და მაშინვე დაინახა ერთ-ერთი კორპუსიდან გამომავალი ბიჭი. ლაპარაკ-ლაპარაკით მოდიოდა და საერთოდ არ ჩანდა უკან დამალული მოსაუბრე. -გამარჯობა, ბატონო გიორგი_ირონიული ღიმილით დაადგა სანდრო თავზე და სიამოვნებით ჩაეღიმა ბიჭის შეშინებულ სახეზე. -ამის დეედაც_წამსვე შედგა ბიჭი -ეგ არამგონია ნაწარმოებში ეწეროს_საკმაოდ ძლიერი და მაღალი ხმა გაისმა ბიჭის ზურგს უკან და გამოჩნდა კიდევაც ავტორი. გაკვირვებულმა დახედა სანდრომ პატარა გოგოს, სიმაღლეში მეტრი სამოცი ძლივს იქნებოდა, გამხდარი ტანი კიდევ უფრო პატარას აჩენდა, წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები კი კიდევ უფრო ჩვეულებრივს ხდიდა, სათვალე დაეკოფსებინა და ჯერ კიდევ წიგნში თავჩარგული საუბრობდა. -სოფია, სხვა დროს გავაგრძელოთ კარგი?_ხმაში კანკალი დაეტყო გიორგის და გოგომაც მაშინვე ამოსწია წიგნიდან თავი. წამიერად შეათვალიერა სანდრო და განუყრელი კონსტანტინე და გიორგის მხრების აჩეჩვით გადახედა -იცოდე ხვალაც თუ ვერ ჩააბარე დახმარებისთვის მამა ზეციერს ვეღარ გამოვიძახებ, ეს წიგნი დღეს უნდა წაიკითხო_ისევ წიგნს ჩახედა ინტერესიანი სახით და ისე წავიდა გაჩერებისკენ. არ შეეძლო სანდროს მისთვის თვალი არ გაეყოლებინა, ვერაფრით მიხვდა ასეთ პატარა გოგოს ასეთი ძლიერი ხმის ტონალობა როგორ ქონდა, თუმცა მალევე გაახსენდა სად და რისთვის იყო და ისევ ბიჭს მიუბრუნდა. -არ გეკადრება ასეთ მოწადინებულ ბიჭს ცუდ საქმეებში გარევა ყმაწვილო_წარბ აწეულმა დახედა ერთი თავით დაბალს და გაეცინა რომ შეხედა როგორ დაეკარგა ბიჭს სახეზე ფერი. -ვიცოდი, რომ ასე იოლად ვერ გამოვძვრებოდი_თავი გადააქნია გიორგიმ და სიმწრით გაეცინა. -მე ისიც მიკვირს დამალვის იმედი რომ გქონდა, თანაც ქუთაისში. -დრო მოვიგე_უკვე საცოდავი სახე მიეღო და მუდარით ამოხედა სანდროს, -ერთი თვე მომეცით. -მაინც კარგია ისედაც ცოტა დროს სისულელეების ტლიკინში რომ არ ხარჯავ_სიგარეტი ამოიღო სანდრომ, -ორ კვირას გაძლევ, მეტიც არ მინდა ისევ მალვები დაიწყო_თითი დაუქნია ბიჭს და მანქანისკენ შებრუნდა. შემდეგი მყიდველი უნდა ეკითხა ვინ იყო მობილური რომ აზუზუნდა. -გისმენთ_ბრაზისგან დაბოხებული ხმით უპასუხა. -სანდრო, უნდა შევხვდეთ_მკაცრი ხმა ჰქონდა გაბრიელს. -გაგიმარჯოს სიძე ბატონო, გმადლობთ, კარგად ვარ, ჰავასაც შევეჩვიე და არც დღე-ღამე ამრევია. -არ მეცინება, სერიოზული საქმეა. -სად და როდის_ამოიხვნეშა სანდრომაც. -ახლავე, სახლში არ მოხვიდე, მე თვითონ მოგაკითხავ და ბინაში დამხვდი. -იცი სად გავჩერდი?_ცოტათი გაუკვირდა სანდროს. -როდის ისწავლი ვის ელაპარაკები_ბუზღუნით გაუთიშა გაბრიელმა და კაციც მანქანაში მოკალათდა. მალევე დაბრუნდა უკან, წამითაც არ უფიქრია რატომ უნდოდა ტყუპს მისი ნახვა, არაფერი ქონდა ხელთ და ტყუილა ფიქრით ტვინის გადაღლა არ უნდოდა, ფანჯარასთან მდგომმა კიდევ ერთი ღერი ამოიღო და ისევ ფურცლებს დახედა, ჯერ კიდევ ბევრი საქმე ქონდა წინ. გეგმების დაწყობაში იყო პირდაპირ რომ შემოაღეს კარები და წინ ორივე ტყუპი გამოჩნდა. -იქნებ დაგეკაკუნებინათ_მაგიდასთან მდგომ სავარძელში მოკალათდა სანდრო -ღია კარებზე არ ვაკაკუნებ_დაძაბული ხმა ქონდა გაბრიელს და ჯიბეში ფოტოებს ეძებდა. -ლილუ ხომ კარგადაა?_ტყუპის სახეზე წამიერი ტკივილი იგრძნო სანდრომაც გულის არეში და ფეხზე წამოდგა. -აქ როგორც შენი სიძე ისე არ ვარ, ხომ თქვი ეგ მხოლოდ სახლშიო, ამჯერად როგორც გამომძიებელი ისე მოვედი, რომელმაც იცის რომ საქართველოს ერთ-ერთი ბარიგა დაუბრუნდა. გთხოვ მითხარი რომ ამაში შენი ხელი არ ურევია, მითხარი რომ 7 თვის ორსულ ცოლზე არ მომიწევს იმისი თქმა, რომ მისი ძმის კისერზე ორი 17 წლის ღლაპის გვამია_ღრიალამდე მისული ხმით დაყარა ფოტოები მაგიდაზე და წარბშეკრულმა სანდრომაც იქეთ გაიწია. სურათებზე ორი ბიჭი იყო ასახული, ჯერ მანქანაში პირიდან დუჟ გადმოსულები, შემდეგ უკვე გაკვეთის მაგიდაზე მწოლიარეები. -მე რა შუაში ვარ?_ჯერ კიდევ ფოტოებს ათვალიერებდა ისე იკითხა. -უკვე რამდენი ხანია მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, უფრო ზუსტად რაც წასულიხარ, გუშინ ჩამოხვედი და დღეს ორი საათის წინ აი ეს დაგვხვდა, მითხარი რომ გარეული არ ხარ_არც იოანეს ხმაში ჩანდა ჩვეული მხიარულება. -ჯერესერთი, ზედმეტი მოგდით, მოდიხართ აქ და პატარა ბავშვივით მკიცხავთ, მეორეც თუ როგორც გამომძიებელი ისე მოხვედი იდიოტური შეკითხვებით ნუ მოძრაობ, ხო აი ახლავე დაგეთანხმები და ჩემი ნებითვე გამოგყვები შენს განყოფილებაში, მესამეც, გითხარი საქმიდან გასულები ვართთქო_მუჭი დაარტყა მაგიდას სანდრომ. -გიკვირს რომ არ გენდობი?_წარბი აწია გაბრიელმა. -კოსტაა_ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა. -აქ ვარ_წამში გამოვიდა გვერდით ოთახში მყოფი ახალგაზრდა და უფროსებს მიუახლოვდა. -რამდენი ხანია წარმოება შევწყვიტეთ? -თითქმის ორი წელია, რაც ბახალამ ქვეყანა დატოვა_ტყუპებს გადახედა კონსტანტინემ და გაკვირვება რომ არ დაეტყო მაშინვე მიხვდნენ ძმები ბიჭი რომ იცნობდათ. -მაშინ მიპასუხე ეს რა არის_მაგიდაზე გაასრიალა გაბრიელმა პატარა პაკეტი, რომელშიც მორჩენილი თეთრი ფხვნილი მოჩანდა. -სად იპოვეთ?_წარბ შეკრულმა აიღო ნივთი სანდრომ და გამოსახულ ბახალას ინიციალს გადაუსვა თითი. -გვამის ჯიბეში. -გაბრიელ მისმინე, _პაკეტზე თვალი არ მოუშორებია ბიჭს ისე დაიწყო ლაპარაკი, -არ გატყუებ აქ ბიზნესის გასაგრძელებლად არ ვარ, ბახალას ვალების დაბრუნება უნდა, სამ მილიონამდე აქვს ამოსაღები, ამასაც შინაურულად გეუბნები, ისიც მეყოფა მე რასაც ვიხმარ, ცოლს დაპირდა გესმის? მარ..... ის გოგო იმ პირობით შეურიგდა რომ საქმიდან გავიდოდა, ისედაც რამდენიმე მილიონი დაუგროვდა ამდენი კაცის ცოდვის ხარჯზე და ახლა მშვიდად ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან. ამ სამ მილიონსაც გადავურიცხავ და დამიჯერე საქართველოს საერთოდ დაიკიდებს. -მაშინ ეს რას ნიშნავს? ბახალას ემბლემას სხვა არ გამოიყენებდა. -ფაქტია ვიღაცამ ჩემი ჩამოსვლით ისარგებლა_დაფიქრებულმა დახედა ისევ პაკეტს, -შეგიძლია ეს დამიტოვო? -დაიტოვე, ჩვენ საკმარისი გვაქვს და იცოდე, არც კი გაბედო ლილუს რამე გააგებინო, ისედაც რთული ორსულობა აქვს და მეტი არაფერი მინდა სანერვიულო მიზეზი მიეცეს_თითი დაუქნია სანდროს და მალევე დატოვა ბინა. წარბშეკრული ფიქრობდა სანდრო რამდენიმე წუთი და ბოლოს გაშეშებულ კონსტანტინეს გახედა. -ამ სიიდან ისინი ამომიძებნე ვისაც დიდი პარტიები მიჰქონდათ, ისიც გამირკვიე გაყიდვა ვინ დაიწყო, ეს ანალიზზე გაუშვი რისგან შედგება და ბოლოს ბახალას რაც შეიძლება ჩუმად დაუკავშირდი, ვიღაც პიდარ**** მაგარ მაყუთზე ჩალიჩობს და თან ცდილობს ხელები ჩვენ შეგვაწმინდოს_თავით ანიშნა მოვრჩი საქმეს შეუდექიო და ფანჯარას მიუახლოვდა. მზის ჩასვლისას საოცარ ფერებს იღებდა ცა, რა პრობლემაც არუნდა გქონოდა, ისე გიზიდავდა თავისკენ ყველაფერს გავიწყებდა და ფერებში გაიძულებდა ჩაძირვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.