ცოდვების ხარჯზე... (1თავი)
გამაღიზიანებლად ნელა ემზადებოდა თვითმფრინავი დაჯდომისთვის. ისედაც რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გაშეშებული ქონდა სხეული, ამას დამატებული მომატებული ლომკა და უკვე წამების თვლაზე იყო გადასული სანამ ნაცნობ სახეებს დაინახავდა. კიდევ რამდენიმე წუთი ეწამა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა აეროპორტის დერეფანში. ხელბარგის მეტი არაფერი ქონდა თან, ამიტომ ჩემოდნის მომაბეზრებელ ლოდინს აცდა და პირდაპირ გაემართა გასასვლელისკენ. გზაშივე დაინახა მისი ახალი დამქაშები და ხელის დაქნევით იხმო თავისკენ. წამში მიუთითეს მათაც შავი ჯიპისკენ და მალევე გავიდნენ გზაზე. კოპიტნარში თავსხმა წვიმისგან გზები საკმაოდ დატბორილიყო, წვეთები მთელი მონდომებით ეხეთქებოდნენ მანქანის ფანჯრებს და შემოსვლას ლამობდნენ. მოცმული ტყავი შეისწორა მამაკაცმა და ბრძანების მოლოდინში გაყურსულ ბიჭებს გადახედა. -აბა? რა მდგომარეობა გვაქვს? -ბატონო ალექსანდრე .... -სანდრო_მაშინვე შეაწყვეტინა ბიჭს და თვალებში ახედა. -ბატონო სანდრო, მოკლედ ვალის მხოლოდ 40% ამოღება მოვახერხე, ბახალას გარეშე ცოტა რთულია საქმის კეთება, ჩემი არავის ეშინია , იციან ბახალა აქ ჩამომსვლელი აღარაა და სადავეები აუშვეს. არადა ყველაზე მომგებიანი დროა, ნაგაზის კლიენტურაც უგზო-უკვლოდ დადის_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და უფროს გამოხედა. -შენ რა გქვია? -კონსტანტინე. -ხოდა ჩემო კოსწია, დღეიდან შენ ჩემი მარჯვენა ხელი ხარ, სადაც წავალ იქ იქნები და იმ იდეებს მომახსენებ რაც მაგ თავში გიტრიალებს. ახლა ის მითხარი სად მივდივართ, რომელი ბინაა უსაფრთხო? -ჯერ-ჯერობით ყველა, არავინ იცის რომ ჩამოხვედით. -ძალიან კარგი, მირჩევნია პირდაპირ ნაბი*ვრებს დავადგე, მაგრამ ჩემი და რომ არ ვნახო და ისე გაიგოს ჩამოსვლის შესახებ ჩათვალეთ ერთი ზედმეტი ტრუპი გყავთ აკიდებული. -ქალბატონ ლილუსთან მივდივართ_მძღოლს გადახედა ბიჭმა. -ჰმ, ქალბატონი, ცოტა უკლია იმ თხაჯანას ქალბატონობამდე_ჩაეცინა სანდროს და დის სახე წარმოიდგინა მისი დანახვისას. უკვე ერთი წელი სრულდებოდა მშობლიური ქუთაისი არ ენახა, თითქმის 30 წელს მიტანებულს ქალაქის ყველა ქუჩასთან რაღაც მოგონება აკავშირებდა და წარსულის მონატრება კისერში უჭერდა. განუყრელი მეგობრის ღალატი ჯერ კიდევ არ ილექებოდა გონებაში, ტვინი ამ ინფორმაციის მიღებაზე უარს ამბობდა. როგორ იფიქრებდა მაღლაფერიძე ამდენს თუ გააკეთებდა. გიორგი, სანდრო და ვაჩე სკოლიდან ერთად იზრდებოდნენ, ვაჩეს ისეთი რამ ჰქონდა გადატანილი ბიჭები რომ არა, შეიძლება ცხოვრება სულ სხვაგვარად გაეტარებინა. გიორგი და სანდრო მეზობლები და ძმაკაცები იყვნენ, შემთხვევით წააწყდნენ ქუჩაში როგორ ართმევდნენ ისედაც ძლივს შეგროვებულ ორ ლარს უფროსი ბიჭები და ისე მოეწონათ ვაჩეს შუპოვრობა დაიმეგობრეს, არც მაშინ მიუტოვებიათ მისი ოჯახის და სიღარიბის შესახებ რომ გაიგეს და არც მაშინ ვაჩემ ბახალად გახდომა რომ გადაწყვიტა. ორივე წარმოიდგენდა თავადაც რომ იგივეს გააკეთებდნენ და გვერდში დაუდგნენ. გიორგის მზერას სანდრო ნარკოტიკს აბრალებდა და სერიოზულად არც მიუღია, იქნებ რომ მიეღო მის დას ასეთი სიმწარე არ ენახა. არეული ფიქრები მანქანის კარის გაღებამ შეაწყვეტინა. კონსტანტინე ჩასულიყო და მამაკაცის გადასვლას უცდიდა, ლამაზი გალავანი შემოეყოლებინათ პატარა საკუთარი სახლისთვის, კოპიტნარისგან განსხვავებით აქ არ წვიმდა და ამიტომაც ისმოდა ალბათ ეზოდა ხმამაღალი შეახილები. შიგნით რასაკვირველია ვერ შევიდა და ტყუპების დაყენებულ თავდაცვის მექანიმე თვალები აატრიალა. არის ღილაკს დააწვა და რამდენიმე წამში გაისმა კიდევაც დინამიკში ლილუს უდარდელი ხმა. -ვინ ბრძანდებით? -არ მეგონა ძმისთვისაც თუ იყო კარი დაკეტილი_ღიმილი მოერია ბიჭს და ლილუს შეძახილმა გაახალისა. -სანდროოო_უკვე ეზოდან ისმოდა შეძახილები და მალევე გამოიღო დიდი გალავანის კარი. ძლიერად მოეხვია ძმას და კისერში ჩამალა თავი. -ნელა არანორმალურო, ნელა, გაიჭყინტა ბავშვი, რამხელა ხარ ეეე, კამერაში სულ სხვანაირი ჩანდი_საკმაოდ გამობერილ მუცელზე დაუსვა ხელი -მამამის გავს ჭამაში_თავი იმართლა გოგომ. -ხო ხო რა თქმა უნდა, შენ ხომ ჭამა არ გიყვარს_სიცილით მოხვია ხელი დას და ეზოში დააბრუნა. -გამარჯობა ქერა_ხელი აუწია ეზოში მოტრიალე ნენეს, რომელიც პატარა, ხუჭუჭა, ახალ ფეხადგმულ ბავშვს დაზდევდა შიშით. -როდის ჩამოხვედი? -პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ_მოწნულ სკამზე მოთავსდა დაღლილი -რომ არ მენახე სამუდამოდ გადამასახლებდი. -სწორია, როგორც იქნა, გახსოვს ჩემი ხასიათები, უკვე ერთი წელი გავიდა ბოლო ჩამოსვლიდან. -ამჯერად დიდი ხნით ვარ_სიგარეტი ამოიღო მოსაწევდა, თუმცა მუცლიან დასთან ჯობდა თავი შეეკავებინა და უკან ჩააბრუნა, წამალს მაინც იმდენად ყავდა დამშვიდებული სიგარეტს ვინღა დაეძებდა. -ხომ მშვიდობაა?_წარბები შეკრა ლილუმ. -ჩემთან შეიძლება ომი იყოს? რაღაც საქმეებია რა, ტყუპები? -უჰ, ეგენი სახლში როდის არიან_ხელი აიქნია გოგომ, -წუხელი მორიგეობდნენ და წესით უკვე აქ უნდა იყვნენ, მაგრამ ეტყობა ისევ რაღაც გამოჩნდა. -როგორ ეგუები?_მოწყენილი და ცუდად მიიღო მისმა გონებამ. -მიყვარს და ვუყვარვარ, იმ დროს ვიმყოფინებთ როცა ჩემთანაა, სამსახურზე არასდროს ვიეჭვიანებ, მას მისი საქმე აქვს მე ჩემი, როცა მჭირდება სულ გვერდით მყავს, არცერთი ექიმის ვიზიტი გამოუტოვებია, არცერთი ეხოს გადაღება, როგორც შეუძლია ცდილობს და ეს ჩემთვის საკმარისია_მხრები აიჩეჩა ლილუმ და ვერაფრით დამალა თვალებში მომდგარი ბედნიერების სხივები. -კიდევ .... -ჩვენი გოგოები ჩვენთაან_იოანეს ღრიალმა შეაწყვეტინა სანდროს სიტყვა და გამოჩნდა კიდევაც ბიჭი გარაჟის მხრიდან. -ეს ისეთივე არანორმალურია_თავი სიცილით გადააქნია სანდრომ -რა შეცვლიდა_ღიმილით წამოდგა ლილუც და ბედნიერი სახით შეძლებისდაგვარად სწრაფად წავიდა ქმრისკენ. მანაც მაშინვე მოხვია ხელები და ლოყები დაუკოცნა, თუმცა სანდროს დანახვაზე წამში შეეცვალა მზერა. -არა, არა და არა, არც კი გაბედო_ხელების ქნევით მიუახლოვდა ცოლი ძმას. -კარგად ვიფრინე გაბრიელ მადლობა_სიგარეთს მოუკიდა ცალ თვალ მოჭუტულმა. -სამი დღეა უკვე რამდენიმე ზარი მივიღეთ ბახალას შემცვლელზე და ლამის მთელი ქალაქი დავაყენეთ ფეხზე მზად რომ დავხვდეთ და ახლა უცებ არსაიდან შენ ჩნდები? ჯანდაბა, სანდრო არ გინდა რა. -მოდი მხოლოდ ერთს გეტყვი, მე აქ მხოლოდ ისე ვარ როგორც ლილუს ძმა, დანარჩენი ყველაფერი რაც ვა.. ბახალას ეხება გარეთ დავტოვე. -თუმცა როგორც კი გახვალ დაიბრუნებ არა?_იოანემაც მოისრირა შუბლი. -ხოდა როგორც კი მოვახერხებ ისე დაგიჭერ როგორც ბახალას საქმეების გადამბარებელი და შენს სიძეს მეც სახლში დავტოვებ. -შევთანხმდით_ხელი გაუწია ჩამოსართმევად, -ოღონდ თუ დამიჭირე_თვალი ჩაუკრა გაბრიელს, დას კიდევ ერთხელ მოეხვია და უკვე ხასიათ გაფუჭებული გაემართა მანქანისკენ. -აბა კონსტანტინე, დროა ზოგზოგიერთის დედები მოვიკითხოთ_ხელები ერთმანეთს შემოკრა სანდრომ და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. --------------------- მემგონი თქვენი ლომკა მაქვს, ვერ მოვისვენე, ნუ არც მუზამ მომასვენა და დაპირებული სანდროს ისტორიაც დავიწყე, იმედია იგივე შემართებით დავასრულებ. <3 მადლობა წინასწარ ვინც ისევ ჩემს გვერდით იქნება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.