გაიქეცი! (თავი 6)
საძინებელ ოთახში დივანზე ვზივარ და ათასი კითხვა მიტრიალებს თავში. ისიც კი არ ვიცი, საიდან დავიწყო- რა მოხდა,? როგორ?, ისი ადამიანები ვინ და ვინ არიან? და კიდევ ბევრი სხვა კითხვები მაქვს ქალბატონ ანასთან, რომელიც მომღიმარი საწოლზე არის დაწოლილი და ჭერს გაჰყურებს. მოთმინებას ვკარგავ დივნიდან ვდგები და ხელებგადაჯვარედინებული ვადგები თავზე. შემომხედა და კვლავ გამიღიმა. ამაზე უფრო გავბრაზდი და ხმაურიანად დავჯექი საწოლზე. -ფრთხილად, ხომ იცი მტკივა, ფეხი-დაიჭყანა და მტკივანი ფეხი ჩემგან შორს გაწია. -იქნებ დამდო პატივი და ამიხსნა-გაგიჟებულმა წამოვიყვირე. რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ ოთახის კარები გაიღო და მანაც გადაიფიქრა იმის თქმა, რასაც ჩემთვის აპირებდა. ოთახში დემეტრე შემოვიდა ლანგრით ხელში. ანა არა, მაგრამ ახლა მე დავრჩი პირდაღებული, გაოცებული და ჩემს უამრავ კითხვებს კიდევ მილიონი კითხვა დაემატა. -გვიანია, შენ კი არც საჭმელი გიჭამია და არც წამალი დაგილევია-მშვიდად და გაგულისებული ხმით უთხრა-აქ დევს-ჩემთვის არც შემოუხედავს ისე გაბრუნდა. როდესაც გადიოდა ზურგიდან მოაძახა-არ დაგავიწყდეს დალევა! ჯერ კიდევ სუსტად ხარ. კარები გაიხურა. გაურკვევლობა. გაოცება. გაბრაზება. კვლავ გაოცება. -რა ჯანდაბა ხდება?-ფეხზე წამოვიჭრი. -შევჭამ და გეტყვი-სწრაფად შეექცა საკვებს და ისე ჭამდა თითქოს ორი თვის უჭმელი ყოფილიყო. ის საჭმლით ტკბებოდა მე კი მოუთმენლად ველოდი, როდის დაასრულებდა. საბოლოოთ, როგორც იქნა დაასრულა ჭამა, წამალიც დალიაა და კმაყოფილი მიეყრდნო საწოლის თავს. -ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.-თავად შეუდგა თხრობას.-როდესაც ეს ყველაფერი დავგეგმე მხოლოდ ჩემი თავი და მეგი მქონდა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ის წაიყვანეს და მარტო დავრჩი. ამიტომ ყველაფრს ჩემი თავისთვის ვაკეთებდი, სანამ არ გამოჩნდი შენ. დემეტრეს, როგორც იქ ბაზაზე გითხარი ახლაც გიმეორებ, რომ ვიყენებდი და მან არც კი იცოდა ჩვენი გაქცევის შესახებ. როდესაც ტყეში გაყოფა გამოგიცხადე ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი, სისხლისგან ვიცლებოდი. სირბილი არ შემეძლო მალე სიცხესაც მომცემდა და შენც ჩამორჩებოდი. დიდი ალბათობით ორივეს დაგვიჭერდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სხვადასხვა გზით წავსულიყავით. დიდი ხანი ვიარე უკვე ვერც ჩემს ბეჭს და ვერც ფეხს ვერ ვგრძნობდი. კვლავ მესმოდა იარაღისა და ძალღების ყეფის ხმა გაჭირვებით მივიწევდი წინ, პატარა გამოქვაბულს წავაწყდი და შევძვერი. მშიოდა, მციოდა, თავი მტკიოდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი და თავი საშინლად მტკიოდა სიკვდილის პირას ვიყავი, როდესაც დემეტრემ მიპოვნა. მაშ შემდეგ, რაც გამოვიქეცი იმ წამიდან მეძებდა, არა იმიტომ, რომ ჩავებარებინე არამედ, რომ დამხმარებოდა. მან მიპატრონა და მომიარა. როდესაც თვალები გავახილე მისი შეშინებული, მაგრამ ამავდროულად თბილი მზერა დავინახე და გამეღიმა. თუმცა როგოც კი დარწმუნდა, რომ უკეთ ვიყავი ეგრევე გაბრაზებით შეეცვალა მზერა. ჩემზე გაბრაზებულია, რომ არ ვუთხარი ჩემი გეგმების შესახებ. მიუხედავად ამისა მაინც მეხმარება. რაცშეგეხება შენ, არც გამჭირვებია დიდად შენი მოძებნა, ის ქალბატონი და მამაკაცი, რომლებმაც შენი მშობლების როლი მოირგეს სინამდვილეში დემეტრეს ბიძია და ბიცოლაა. მაკა და კახა. ზედმეტი კითხვების გარეშე დაგვთანხმდენენ, რომ შენ თავი “დაგვეხსნა”. ჩვენ უკვე თავისუფლები ვართ, ცოტა ხანიც და აქედანაც წავალთ. ჯერ საბოლოოთ ნგამოვჯამრთელდე. -ვერაფერს ვიტყვი...მშვენიერია. დემეტრეს ადგილას არც კი შეგიფარებდი. -გაბრაზებულია….არ მელაპარაკება, თვალებშიც კი არ მიყურებს. მხოლოდ საკვებს მიკეთებს და წამალი მოაქვს, ისიც ხმა ამოუღებლად. ერთადერთი მისი სიტყვები რაც შეიძლება გავიგონო არის- “გადაიღლები”, “ხომ არაფერი გტკივა?” “წამალი არ დაგავიწყდეს”, “ჭამე”. მხოლოდ ეს სიტყვები. -არ მესმის-თავი გავაქნიე. -როდესაც ადამიანი გიყვარს, რაც არ უნდა გაბრაზდე მასზე გული მაინც მისკენ მიიწევს. გულთან კი ყოველთვის უძლურები ვართ. -და შენ...ის გიყვარს? -მინდა….ჩემ თავსაც ვეუბნები, ხოლმე, ის არაჩვეულებრივია და როგორ შეიძლება არ შეგიყვარდეს-მეთქი, მაგრამ….არა, არ მიყვარს-ღრმად ამოისუნთქა-მომიყევი იმ ოჯახზე, სადაც შენ იყავი. მეც დავიწყე ყველაფრის მოყოლა, რაც გადამხდა და რა აღმოოჩენებიც გავაკეთე. სებეს გახსენებაზე გულში შიშის ზარი გამკრავდა, შემდეგ გამეღიმებოდა მის კოპებშეყრილ სახის გახსენებაზე და მის გადასაცმელს დავაშტერდებოდი. ჩვენი გეგმა დაიწყებოდა, მაშინ, როდესაც ანა საბოლოოთ გამოჯამრთელდებოდა მანამდე დემეტრე მოიპოვებდა ცნობებსა და მეტად საჭირო ინფორმაციას. ისიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ჩვენი საქმისა. იმის მიუხედავად, რომ ანა წინაღმდეგი იყო დემეტრეს დახმარების. მაფრთხილებდა, რომ მისგან მალე წავიდოდით და არ იყო მისი ასე ჩართვა საქმეში. მე კი გულში მეღიმებოდა, რადგან დიდი ალბათობით ეს არსად წამსვლელი არ იყო და დემე ხომო აქედან არც გაგვიშვებდა. მისი სახლი იყო თავადაც აქ ცხოვრობდა, თუმცა იშვიათად დაგვენახებოდა. დღეები გაგიოდა ანაც თითქმის უკვე გამოჯამრთელებული იყო. ამ დღეების განმავლობაში ყალბი საბუთებიც დავამზადეთ და მე ნისა გოცირიძე, ხოლო ანა ხვედელიანი გახდა. ქალბატონი ხვედელიანი ყოველდღე ცდილობდა დემეტრეს შემორიგებას და ეკეკლუცებოდა, თუმცა დემეტრე ისევ ცივ მზერად აჩუქებდა და გაერიდებოდა. ტრადიციულად გასვლამდე წამლის დროულად დალევას შეახსენებდა. მათ ყურებაში ძალიან ვერთობოდი და რამოოდენიმე რჩევებს ვაძლევდი კიდეც ანას. ბევრი რამ ვისწავლე და გავერკვიე, რომ არ ჩემოვვარდნილიყავი ამ ცხოვრების რიტმს. ოფიციალურად მე დემეტრეს ბიძაშვილი ვიყავი და ამაყად გამომიცხადა, რომ შემეძლო სკოლაშიდაც მევლო, მაგრამ სანამ იქ წავიდოდი უნდა მომზადებულიყავი, რადგან მათ პროგრამას გავცნობოდი. დიდად არ მესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით და ლექციების კითხვით, რომ მოზარდი ვარ და განათლება მჭირდება დავთანხმდი. ყოველ დღე ზღვა მასალას ვიღებდი და ვეცნობოდი. ერთ დღსაც ბატონ დემეტრეს დააგვიანდა სახლში მოსვლა, დაახლოებით ღამის ორის წუთებზე დაბრუნდა. ქალბატონი ანა კი იჯდა და უცდიდა, როდის მოვიდოდა. დარეკვასაც კი ვერ ბედავდა. იმის გამო, რომ ელოდა და ყველგან შუქი ჰქონდა ანთებული ვერ დავიძინე. როგორც იქნა მოვიდა სახლში და დივანზე დასკუპული ანა, რომ დაინახა გაკვირვებული გამომხედა სავარძელში ოთხად მოკუჭულს. -რატომ არ გძინავთ? მე მელოდებოდი?-კმაყოფილი სახით გადახედა ანას -არა! უბრალოდ არ დამეძინა.-სწრაფად მოიტყუა და იტერესიანი მზერა შეავლო.-და შენ სად იყავი ამ დროს?-ვითომ არ აინტერესებდა თითქოს და შემთხვევით კითხა. -მე…-გაჩერდა და შარვლის ჯიბეში ხელი ჩაიყო. იქედან კი გასაღები ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. -ეს რა არის-გაკვირვებით შევხედე ჩემ წინ მაგიდაზე დაგდებულ შავ გასაღებს. -გასაღებია… -მაგას ჩვენც ვხედავთ-არც დაასრულებია წამში დაგესლა-რისია ან რად გინდა?. -თუ მაცდი გეტყვი-მანაც არ დააკლო-მოკლედ, ეს არის ჩვენი ბაზის გასაღები. პატარა ფართი მაქვს, საიდანაც შევძლებთ ჩვენი საიდუმლო ოფისის გახსნას აქ ვერც გავაკეთებთ საშიშია და მოუხერხებელიც. თან ის ფართი მოცილებით დგას ცენტრისდან, ამიტომ უფრო უსაფრთხოც არის. -გენიოსი ხარ-გულწრფელად შევაქე. -დიდი ვერაფერი-ნელა წამოდგა ფეხზე და საძინებლისაკენ აიღო გეზი-მაგრამ -სწრაფად შემობრუნდა-შენ ვინ გითხრა, რომ ჩვენ გუნდში იქნები? -მე არ მაინტერესებსრა გსურ შენ...ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გეხმარები იმ ადამიანების გადარჩენაა, რომელიც იქ იტანჯებიან.-სწრაფად გაეცალა ადგილს. -და შენ ამბობ, რომ უყვარხარ? -გაბრაზებული-მეთქი ხომ გითხარი? -რავიცი….რავიცი-თავი დანანებით გავაქნია და ფეხზე წამოვდექი -თუ არც რა...თორემ მეც ვიჭრიდე მასზე ვენებს-ხელი ჩაიქნია და ოთახში შევარდა. ჩემი დიდი თხოვნის მიუხედავად დემეტრემ სკოლაში მაინძულა წასვლა და ყოველ დღე სამ საათიან ლექციას მიკითხავდა თუ როგორი მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო განათლება. “კარგი სკოლაა, მოგეწონება” დამაიმედა. დემემ რა იცოდა ,რა ხდებოდა ჩენს გულში. სადაც იყო გასკდებოდა ამდენი ნერვიულობით. პირდაპირ ლავაში მაგდებდა, ამდენი უცხო ადამიანი ჩემს ირგვლივ, რომლებიც დამაკვირდებოდნენ და რა ვიცი რას იფიქრებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ვისწავლე კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი, რომ მათ დავმსგავსებულიყავი. დილის რვაზე გამაღვიძა ანამ და მომახარა მომზადებულიყავი სკოლაში წასასვლელად. წუწუნით წამოვდექი და გავემზადე. შავი შარვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი, თმები უბრალოდ გავიშალე, ტყავის ზურგჩანთას ხელი დავავლე და გაბრაზებული სახით გავედი მისაღებში, სადაც ანა და დემეტრე მელოდებოდნენ. -ლამაზად გამოიყურები-როგორც კი შემათვალიერა ეგრევე წარმოთქვა-მაგრამ ცოტა სახეზე რაღაც, რომ წაგესვა და მიტკლის ფერი მოგეცილებინა უკეთესი იქნებოდა. -არაფერი არ ჭირდება, შეეშვი-ღიმილით გადახედა თვალებ დაჭუტულ ანას-წამოდი ვისადილოთ. -ღმერთო თავი თქვენი შვილი მგონია-გაბრაზებულმა წარმოვთქვი ჩანთა იქვე დავაგდე და სამზარეულოში გავაჭერი. -ოფიციალურად არა, მაგრამ ჩათვალე ,რომ ვართ-წინ დამიჯდა დემე -ჰოო? თქვენ კიდევ იდიოტ მშობლებს გავხართ. -არ მიაქციო ყურადღება...გაღიზიანებულია-მაჯაზე ხელი დაადო მგრძნობიარეთ. -და თქვენ ახვლედიანის ქალბატონო, ეგრე რატომ გამოიპრანჭეთ? თქვენ სადღა მიბრძანდები? -მე რაღაც პატასა საქმე მაქვს. ეს კი სამსახურში მიდის. მშვიდად ვისადილეთ თუ არ ჩავთვლით ანასა და დემეტრეს მწარე რეპლიკებს ერთმანეთის მიმართ. და დადგა ის დროც, როდესაც მე სკოლაში მიმიყვანეს. კერძოო სკოლა იყო, როგორც დემეტრემ მითხრა და საკმაოთ პრესტიჟულიც. შემომთავაზეს ჩვენ შეგაცილებთო, მაგრამ მე ამაყად ავწიე თავი და პასუხის გაცემაც არ ვიკადრე ამ კითხვაზე. მარტო ეულად შევედი სკოლაში, თანაც ძალიან დიდი შენობა იყო. ინტერიელი ყავისფერ კრემისფერ და ცისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. გამალებით ვეძებ მეთერთმეტე კლასის ოთახს და ვცდილობ არ შევიმჩნიო ბავშვების მზერა, რომელიც ჩემზეა მომართული. ვიპოვნე, როგორც იქნა უნდა შევსულიყავი, როდესაც მაჯაში მოქაჩვა ვიგრძენი, რამდენიმე წამში კი უკან შემაბრუნეს. ჩემს წინ სებე იდგა, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა მე კი მის ზღვისფერ თვალებს შევანათე მზერა და გულში პატარა ნაჩხვლეტი ვიგრძენი. ჩემდაუნებურად ღიმილი მომეფინა სახეზე. როგორც ყოველთვის მის ფიქრებს ვერ ვიგებ, რას გრძნობს, გაუხარდა თუ ეწყინა ჩემი დანახვა...არ ვიცი. ის ძალიან ამოუცნობია. -შენ..აქ რა გინდა?-პიირველი მან დაიწყო საუბარი. -ვსწავლობ-დავუჩურჩულე. -მე, რომ აქ არასდროს მინახიხარ?-კოპები შეყარა, როგორც ყოველთვის. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა გიორგიმ, რომ მოირბინა ჩვენთან. -აი, თურმე სად გამექეცი. მე კიდევ გეძებდი-საყვედურით მიმართა მის ძმას. მე კი ხელები გამიშალა ჩსახუტებლად. არც დამიყოვნებია მაგრად ჩავიკარი გულში და ფუმფულა ლოყებზე ვაკოცე. -შენ რას აკეთებ აქ? სწავლობ?-ისევ სებეს გავუსწორე მზერა. -ნწ-პირი გაატკლაპუნა-მე უკვე დავასრულე სკოლა და უნივერსიტეტში დავდივარ. გიორგი დამყავს აქ ნული კლასი აქვთ ანუ პირველი კლასის მოსამზადებელი ეტაპი. პირველი საათის შემდეგ მიმყავს. -გასაგებია-თავი დავაქნიე-მაშ მე წავალ პირველი დღეა და… -კარგი, დროებით-ზურგი მაქცია გიორგიმ ხელი დამიქნია და ძმას გაყვა. არ ვიცი ასე ძალიან რატომ გავმხიარულდი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა დაძაბულობა მომეხსნა, რაც სებეს ნახვამდე მქონდა. საკლასო ოთახში შევედი კლასელებმა ერთი შემათვალიერეს, შემდეგ გადაილაპარაკეს რაღაც და გაჩერდნენ. ძალიან მინდოდა მათ გონებაში შევმძვრალიყავი და წამეკითხა რას ფიქრობდნენ ჩემზე, გამრამ დემემ გამაფრთხილა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა არავითარ შემთხვევაში, თორემ გამოვჟღამდებოდი. დამრიგებელს გავეცადი და დამამშვიდა და მითხრა, რომ ახალი დაწყებული იყო მეორე სემესტრი და ყველაფერი წინ მქონდა. ყველამ თავი გამაცნო და მითხრეს თუ რაიმე გამიჭირდებოდა აუცილებლად მიმემართა მათთვის. ექვსი გაკვეთილი გაჭირვებით გავძელი და როგორც კი გასვლის ზარი დაირეკა ოროსანი ბავშვივით პირველი გამოვარდი ჯგუფიდან. სკოლის შენობა დავტოვე ქუჩა უნდა გადამეკვეთა გაჩერებასზე, რომ დავლოდებოდი ტრანპოტს, მაგრამ მანქანის სიგნალმა შემაჩერა. შიშმა მომიცვა მეგონა, რომ მაქსმა ან სარამ მიპოვნა, მაგრამ მალევე დავწყნარდი, როდესაც სებე გადმოვიდაა მანქანიდან. -წამოდი-მხოლოდ ეს მითხრა და უკან დაბრუნდა. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, როდესაც მის მითებას მივყევი და მანქანაში მის გვერდით დავსკუპდი. -სად მივდივართ?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გავგულისდი, როდესაც კითხვაზე პასუხი არ გამცა. დაახლოებით თხუტმეტი წუთი გავიდა მას შემდეგ რაც გზაში ვართ და უკვე სერიოზულად შემიპყრო შიშმა. მან ჩემი საიდუმლო იცოდა, შეიძლება არ ჯეროდა...მოიცა რა ვიცი და ეგებ დაიჯერა და ეხლა..იქ...მივყავარ? ამაზე უფრო დავპანიკდი და ხმის კანკალით წამოვიძახე. -სებე, თუ არ გაჩერდები მანქანიდან გადავხტები, გეფიცები-გამოსახებს ხელი ჩავჭიდე და გამოვაღე ოდნავ ბიძგი და კარები გაიღებოდა. -რას შვები?-დამფრთხალმა შემომხედა, სწრაფად მიაყენე ბარდიულთან მანქანა და ხელი გამაშვებინა კარებზე.-სულ გადაირიე? -მე?...მე გადავირიე თუ შენ. ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა ხო?-ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა მლაშე სითხე თვალებში -და რამ დაგაპნიკიორა? -ხომ გკითხე სად მიგყავდი, რატომ არ გამეცი პასუხი? -მოიცა...შენ იფიქრე, რომ...იფიქრე...ნისა არ მენდობი?-გულწფელად გაუკვირდა. -მაქვს მიზეზი, რომ გენდო?-ამ კითხვამ ბრაზი ჩააქრო, მაგრამ თვალებში იმედგაცრუება დაუდგა. -მე შენ სიკვდილს გადაგარჩინე..ადამიანები ენდობიან მას ვინც მათი სიცოცხლე იხსნა. -მე ძალიან შემეშინდა-მხოლოდ ამის თქმა შენძლი. -კაფეში მიმყავდი მოშიებული იქნებათქო წამოხვალ თუ სახლში წაგიყვანო? -წამოვალ. როგორც გავიგე მისი საყვარელი კაფე “მადლმაზეში” მივედით. ერთი კედელი მთლიანად მინის იყო მასთან ახლოს კი ბუხარი ენთო. იქ დავჯექით, თუმცა თვალებში ვერ ვუყურებდი. -მაპატიე..უბრალოდ -ვიცი-გამაწყვეტინა-რას შეჭამ? -იგივეს რასაც შენ.-უთქმელად დამეთანხმა და ოფიციანტს ხახვის სუპის მოტანა. სთხოვა მწვანე ჩაისთან ერთად. -ღვინო უხდება, მაგრამ არასრულწლოვანი ხარ. -შენც ამ დროს გიმთავრდება ლექციები? -არა, პირველი საათის შემდეგ ყოველთვის თავისუფალი ვარ. გიორგი წავიყვანე და მოგაკითხე. -რატომ? -არ შეიძლება?-გაუკვირდა -რა ვიცი..მაშინ იქ, რომ ვიყავი არ მაქცევდი ყურადღებას და.. არაფერი არ უთქვამს რამდენიმე წუთში ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს და გემრიალად შევექეცით. სახლამდე მომაცილა და მანამ არ წავიდა სანამ ფანჯრიდან არ გადავხედე და არ დაინახა, რომ სახლში ვიყავი. მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი გაკვეთილებიც ისე ვისწავლე ვერც კი მოვედი აზრზე. ანა ეჭვით მიყურებდა და დამზდევდა, რომ გაეგო რა იყო ჩემი ბედნიერების მიზეზი. დღის ამბები, რომ მოვუყევი კმაყოფილმა დამიქნია თავი და მის მერე აღარც შემეკითხა სახიდან მოუცილებელ ღიმილზე. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდით ,როდესაც დემეტრე მოვიდა და გამოგვიცხადა მოსაცმელები აგვეღო და მას გავყოლოდით. ჩვენც უპრობლემოდ ავიღეთ მოსაცმელები ფეხზე ბუგები ჩავიცვით, ანას დაჟინებიტ თბილი ქუდიც დავიფარე და დემეტრეს გავყევით. დახლოებით ორმოცი წუთი ვიგმზავრეთ ბოლოს ერთ შენობასთან გააჩერა და მივხვდი, რომ დიდი ალბათობით ეს ის ფართი იყო, რომელზედაც გვესაუბრებოდა. თვალებ დახუჭული შეგვიყვანა შენობაში და ველოდებოდით, როდის გვეტყოდა თვალების გახელას. -გაახილეთ-თქვა და ჩვენც არ დავაყოვნეთ, წამშივე აანთო სინათლეები და ჩვენს წინ პატარა ოფისი გადაიშალა. სამ ნაწილად იყო გაპოფილი. მარჯვნივ კარადა იყო საბუთებისთვის განკუთვნილი ასევე სამი სამუშაო მაგიდა. მარცხნივ სამედიცინი დახმარების “ცენტრი” იყო. შუაში კი შემაღლებულ ადგილას იდგან რამოდენიმე კომპიუტერი თეთრი და ღია მწვანე ნეონებით განათებული. -სანამ რაიმეს იტყვით მე დავიწყებ პრეზენტაციას. -კომპიუტერში რაღაც ფაილი გახსნა და პროექტორის საშუალებით მთელ კედელზე გადმოიტანა.- ეს არის ადგილი, საიდანაც ვიმუშავებთ ძირითადად მე და ანა. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება მათზე ყველანაირი ინფრომაციის მოპოვება და ასევე სამხილებიც. შემდეგ ამათი დამუშავება და გაჟონვა ხალხანდე, რომ მივიდეს. საბოლოოთ კი ფარდის ახდა. თქქვენ არც კი იცით რას გამოექეცით ამიტომ ცოტა მიმოხილვას გავაკეთებ მათზე. ეს არის “GRSSC” ანუ “Georgian Reserch end Scientifis Support Center” ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ხუთმა ყველაზე მსხვილმა სახელმწიფომ დააფინანსა და ორგანიზატორობა გაუწია. ქართული მთავრობაც, რა თქმა უნდა, ამას დათახმდა და გააშენეს მიუვალ და ნაკლებად ცნობილ ადგილზე. ეს არ არის დამალული ორგანიზაცია მასზე ქართველმა ხალხის, გარკვეულმა ნაწილმა, იცის და ფიქრობენ, რომ აქ მხოლოდ, რაღაც ლაბორატორიაა, რომელში მომსახურე მეცნიერებები ვირთხებზე ცდიან კიბოს, სიმსიმესა და გულის წამელებს. ზოგს საეთოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები გამოკვლევის ცენტრი ჰგონიათ. ერთი სიტყვით მის ნამდვილ სახეზე არავინ იცის. მათი მთავარი ექიმები და ღერძი არიან - დიკ მიჩსონი, მეგან იულსონი სარა საროია და მაქსიმილიანო ცერცვაძე. მათ აქვს საკმაოდ გამართული და ძლიერი სისტემა. მათ შორის ორჯერ მეტად ძლიერი დაცვის სისტემა, რომლიდან გაქცევა შეუძლებელია. ხომ გაგიგიათ “ციხე შიგნიდან ტყდებაო”-ანას გადაავლო თვალი. სლაიდზე კი წარწერები და სურათები გამოჩნდებოდა.-ის ორგანიზაცია იმდენად შაშიშია, რომ მანთან შეტაკება ძალიან რთულია, როგორც ზემოთ ავღნიშნე მის უკან მხოლოდ საქართველო არ დგანს. შენობა შედგენა 419 ღია ოთახისგან. სამწუხუროდ, დახურული და მიწისქვეშ რამდენია ის არ ვიცი. არც ის ვიცი, რა ხდება დალუქულ ოთახში. უამრავი ექსპერიმენტები ტარდება აქ და ათასობით ადამიანია დასაქმებული. ერთი სიტყვით ჩვენ ვეტაკებით ძალიან დიდ ორგანიზაციას და თუ ამას დავიწყებთ უკან დასახევი გზა არ გვექნება. -მე იმისთვის არ გამიწირავს თავი ბოლოს უკან, რომ დავბრუნდე მხდალივით.-დემესკენ წავიდა და ხელი ჩაჭიდა. -მე მხოლოთ ერთი იმედი და მიზანი მასუნდგმულებს, ის ადამიანები ვიხსნა, ვინც დღემდე იტანჯება და იმედი აქვთ, რომ ვინმე მივა მათ გადასარჩენთ-მეც მათ შევუერთდი და მეორე მხარეს ამოვუდექი დემეტრეს. მანაც ხელი ჩამკიდა და სიამაყით გადმომხედა. -ჩვენ ამას შევძლებთ!-მტკიცედ წარმოთვა და ჩვენ ხელებს მაგრად ჩასჭიდა თავისი. ესეც მეექვსე თავი...დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისათვის. ვიმედოვნებ, რომ ამ თავსაც შემიფასებთ და გამახარებთ ♥♥♥♥ მადლობა იმისთვის, რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.