ცხოვრების გზები ( 26- 27 თავი)
26 ყველაზე დიდ ტკივილს ახლობელი ადამიანის დაკარგვა იწვევს. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არ დაუჯეროთ, სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ დიდი ტკივილი. ცხოვრება უსამართლოა, მართალია, მაგრამ არსებობს იმედის ნაპერწკალი რომლის გაღვივებაც შესაძლებელია, არა აქვს მნიშვნელობა ამ ნაღვერდალს შენ გააღვივებ თუ სხვა, მაგრამ ერთი დაიმახსოვრე, რომ დიდი ტკივილის შემდეგ დიდი ბედნიერება მოდის. - რა სჭირს ექიმო? - ტყვია მილიმეტრებით ასცდა გულს, მაგრამ იმდენად დაუზიანდა შინაგანი ორგანოები, რომ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. იცი რა არის კომა? - დაახლოებით, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან საშიშია და ხშირად ადამიანები ვერ იღვიძებენ. - კომა - ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი არ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე და მისი ტვინი მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესანარჩუნებლად ფუნქციონირებს. - ანუ თქვენ გინდათ თქვაათ, რომ ოლივერი ჩემს ხმას ვერ გაიგებს? - მთლად ასეც არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ დაახლოებით ასეა. - დაახლოებით რას ქვია ბატონო ექიმო? - იცი?! მე მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც სამკვირიანი კომის შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება. როდესაც ის კომაში იყო დედამისს შევთავაზე ერთი ექსპერიმენტის ჩატარება და ის ასეც მოიქცა, ყურსასმენების მეშვეობით ბიჭს ასმენინებდა იმ მუსიკას, რომელსაც ძალიან ხშირად უსმენდა. სამ კვირაში ბიჭი გამოფხიზლდა და ფეხზე ისე დადგა თითქოს მხოლოდ ერთი საათი ეძინაო, ის ამტკიცებდა, რომ ძილში იმ სიმღერის ხმა ჩაესმოდა რასაც დედამისი ასმენინებდა მთელი კომის განმავლობაში. - ე.ი. არის იმის ალბათობა რომ მან ჩემი გაიგონოს. ძალიან მეშინია ბატონო ექიმო, რომ ვერ შეძლოს გამოღვიძება? - ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ უნდა დაველოდოთ. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა ასეთ მდგომარეობაშია, წესით მალე უნდა გამოიღვიძოს. გამოჯანმრთელებას გისურვებთ თქვენც და მასაც. - მადლობა, ახლა შეიძლება შევიდე? - კიი, მაგრამ მხოლოდ 15 წუთით. - ჩემთვის ესეც საკმარისია ექიმო, მადლობა. * * * წამლების გამაბრუებელ სუნში, ოლივერის თავბრუდამხვევი სურნელიც სცემდა ელენეს. ოლივერი მშვიდად და გაუნძრევლად იწვა თავის საწოლზე, იწვა ისე თითქოს სულ ახლახანს ჩასძინებოდა. მას არ შეეძლო დაენახა, შეეგრძნო, მოესმინა, მაგრამ ელენეს სჯეროდა იმის, რომ მამაკაცი მის სიახლოვეს გრძნობდა. ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა მის საწოლს, ფეხაკრეფით, თითქოს ეშინოდა არ გაეღვიძებინა მძინარე. შეხებასაც ვერ ბედავდა, მაგრამ მაინც შეეხო და მოეშვა, თბილი იყო, ცოცხალი იყო. ვერაფერს ამბობდა, ცრემლები სდიოდა და ყელში ბურთი ეჩხირებოდა, ათრთოლებული ტუჩები შეახო მამაკაცის ტუჩებს და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. ცოტახანი იყო ასე ქანდაკივით, მერე ადგა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი მკერდზე დაადო. დუმდა. ფეხზე წამოხტა, შორიდან დააკვირდა, მერე მონიტორს შეხედა - ,,სწორი ხაზი“, გული აღარ ფეთქავდა, სასიცოცხლო მაჩვენებელიც ნულზე გაყინულიყო. იყვირა , მამაკაცს მივარდა და მის გაღვიძებას მოჰყვა -,, სწორი ხაზი“ ისევ გაჭიმულიყო. მერე მოიფიქრა, რომ ექიმისთვის დაეძახა, მაგრამ სანამ დახმარებას მოითხოვდა, მანამდე შემოვიდნენ ექთნები, მათ მთავარი ექიმი და ედუარდი შემოჰყვათ. - გოგონა გაიყვანეთ ბატონო ედუარდ. - არა, არ წავალ, დაეხმარეთ გთხოვთ, ოლივერს უშველეთ. - სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის, დეჰიბრილატორი ჩართეთ. - წამოდი ელენე გარეთ გავიდეთ, აქ ვერ დავრჩებით. - პულსი ისევ არ იგრძნობა, სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია, მუხტი მოუმატეთ. - არა, არ წამოვალ. ოლივერ არა, არ წახვიდე გთხოოვ, არ დამტოვო. ოლივერ არ დამტოვო გთხოოვ. - გოგონა გარეთ გაიყვანეთ, სასწრაფოდ. - ოლივერ არ წახვიდე, არ დამტოვო, ჩემთან დარჩი გთხოვ. ოლივერ გთხოოვ, გთხოვ, გთხოოვ. არ დამტოვო მარტო, ოლივერ, შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, ოლივერ, ოლივერ. არა... - ელენე, ელენე. - რა მოუვიდა, ელენე შვილო, ჩემო გოგონა. - გონება დაკარგა... ღმერთო, ეს რა არის... - ოღონდ ეს არა, ელენე, შვილო. ედუარდ დამეხმარე, ვინმეს დაუძახე. ჩემო საბრალო გოგონა. - ,,არის აქ ვინმე, დაგვეხმარეთ, გოგონა ცუდადაა“, ეს რა სისხლია ქალბატონო ანა. - დამეხმარეთ გოგონებო, საოპერაციოში უნდა წავიყვანოთ, პაციენტი ორსულად არის, დიდი ალბათობით მუცელი მოეშლება. - საკაცე აქეთ გამოაგორეთ, მადლობა ბატონო, ახლა ჩვენ მივხედავთ. ედუარდი გაუნძრევლად იდგა და სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ექთნებსა და ანას მიშტერებოდა. უკნიდან ნიკოლასი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო, ჩაფიქრებული ედუარდი შეკრთა, არ ელოდა. - ქალბატონი ელენე რომელ პალატაშია? ყვავილები მოვუტანე, ვიფიქრე გაუხარდება თქო. - ამ წამს წაიყვანეს საოპერაციოში. - რატომ, რა დაემართა? - ორსულად იყო და... ,- სისხლიან ხელებზე დაიხედა, ამ ხელებმა თავი დამნაშავედ აგრძნობინა. მუხლებში სისუსტე იგრძნო, წაბარბაცდა და რომ არ ნიკოლასი, დაეცემოდა კიდეც. წელზე ხელი მოხვია და მამაკაცის უკვე დამძიმებული სხეული სკამამდე ძლივს მიიტანა. - წყალი დალიე და გამოფხიზლდი, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ არაფერი დაგიშავებია, ახლა კი ადექი და ხელ- პირი დაიბანე, სუმთლად სისხლიანი ხარ, - დაჰყვა მის ნებას ედუარდი, მისი დახმარებით ფეხზე წამოდგა და პირსაბანისკენ წაჩანჩალდა. თვალწინ ისევ უგონოდ მყოფი ელენე ედგა. 27 სიჩუმეში ვიღაც ქალის და კაცის ბუტბუტი ისმოდა. ბოლომდე ვერ გაერკვია ეს ნამდვილად ხდებოდა თუ არა, მაგრამ ვიღაც ორის საუბრიდან რაღაც ფრაგმენტები ესმოდა. მამაკაცის ხმა ამბობდა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის პაციენტისთვის მისივე ჯანმრთელობის დამალვა, ქალის ხმა კი სთხოვდა მისთვის ბავშვის დაკარგვის ამბავი დაემალათ, რადგან თუ გაიგებდა განადგურდებოდა. ვერ ხვდებოდა რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ „ბავშვის დაკარგვა“ ძალიან ცუდად მოხვდა ყურში და თვალები გაახილა. ბუნდოვნად ხედავდა დედამისს და კიდევ ვიღაცას, ალბათ იმას ვისი ხმაც ესმოდა. ანამ კიდევ ერთხელ სთხოვა იმ მეორეს, რომ მისთვის არაფერი ეთქვათ და სთხოვა დამამშვიდებელი კიდევ ერთხელ გაეკეთებინათ. მამაკაცი დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით, ამის შემდეგ როგორც კი გაიღვიძებდა ანას სიმართლე უნდა ეთქვა მისთვის. ,,ბავშვი“ - ბუტბუტებდა ელენე და თან ისევ ძილის მორევში იკარგებოდა. *** ძილში ვიღაცის შეხება და წელზე სიმხურვალე იგრძნო. თითქმის გამოღვიძებულმა იმ სითბოსკენ გააპარა ხელი და ვიღაცის დიდ ხელს შეეხო. თითებით მოსინჯა, ყველა მის ამობურცულ ძარღვს შეეხო და ბოლოს ნეკა თითზე მყოგ მომრგვალებულ ბეჭედს გადაუსვა საჩვენებელი თითი. იცნო. თითები შეაცურა მის მამაკაცურ თითებში და თვალები გაახილა. მისი სახეც იცნო. მას თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ გოგონამ ზუსტად იცოდა რომ არ ეძინა. სახეზე შეეხო, მის წვერს მოეფერა, თვალებზე თითებით მოეალერსა და სიბნელეში მისი ტუჩები მოძებნა საკოცნელად. მამაკაცმა თვალები გაახილა და გოგონას შეხედა. მისი ეს გამოხედვა ისე მონატრებოდა ელენეს, უნებლიედ ცრემლები წასკდა გიშრისფერი თვალებიდან, მამაკაცის მკერდს მიეკრა და გულს ყური მიუგდო. ისევ ისე ძგერდა, როგორც უწინ. - მეგონა ვეღარასდროს გნახავდი. მეგონა მოკვდი და მარტო დამტოვე. მეგონა... -სიტყვა აღარ დაამთავრებინა ისე დაეწაფა მის მწველ ბაგეს, მამაკაცი ისევ იმ სიმხურვალეს და ვნებას გრძნობდა მისი კოცნის დროს, როგორსაც ადრე, - ძალიან შემეშინდა შენს გამო, ძალიან. ძალიან მომენატრე, ამდენი ხანი არ უნდა გძინებოდა, ჩემზე სულ არ გიფიქრია ხო? ხმა გამეცი, რატომ დუმხარ. არ მითხრა, რომ მესიზმრები ან ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა, არ მითხრა გთხოოვ. არ მითხრა თორე მოვკვდები. - არასდროს მიგატოვებ. არ დამვიწყებიხარ და არც დაგივიწყებ იმქვეყნად წასვლისასაც, მუდამ მემახსოვრები. გავიგონე ექიმები რომ ლაპარაკობდნენ შენსა და ჩვენს შვილზე. - დედაჩემის და ექიმის ლაპარაკს მოვკარი ყური, რაღაცას ამბობდნენ დაკარგულ ბავშვზე, დედაჩემი ექიმს ეხვეწებოდა ეს ამბავი ჩემთვის დაემალათ. ზუსტად ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს, მაგრამ თუ ის არის რასაც ვფიქრობ, მაშინ ძალიან გთხოვ მაპატიო. ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვერ დავიცავი. - ჩშშ... თავს ნუ იდანაშაულებ. შენ ისევ გეყოლება შვილი, როცა ამის დრო მოვა. - გვეყოლება ოლივერ. მე და შენ გვეყოლება. და თუ შენ დედაჩემი გელაპარაკა და გითხრა, რომ ჩემთვის თავი უნდა დაგენებებინა და შენც ამის გამო მეუბნები ამას, ძალიან მეწყინება. მე არ დაგტოვებ გესმის? შენ მხოლოდ ჩემი ხარ და მე მხოლოდ შენი ვარ, სხვასთან ვერასდროს ვიქნები მაშინ, როცა შენ ჩემს გულში ხარ. არასოდეს წავალ შენგან და შენც ამას გირჩევ. ახლა კი გაჩუმდი და მასეთ სისულელეებზე ნუღარ მელაპარაკები. გასაგებია? - დაიძინე. - არ მეძინება. - დაიძინე. - ოლივერ, არ მეძინება თქო, ვერ გაიგე? - დაიძინე... დაიძინე... დაიძინე... - არა, არა, არა... *** - ელენე. ელენე, შვილო გაიღვიძე. ჩემი გესმის? გაიღვიძე,- შეკრთა და საწოლზე წამოიწია ოლივერის სახელის ძახილით. ლოყები სუმთლად დაესველებინა ცრემლებს. მძიმედ სუნთქავდა, - დამშვიდდი საყვარელო, მე შენთან ვარ. - ოლივერი სად არის? - შვილო... - დედა, ბავშვის დაკარგვის ამბავს მიმალავდი, არ გინდოდა გამეგო, რადგან გავნადგურდებოდი, ახლაკი მე გეუბნები - თუ ოლივერის ამბავს არ მეტყვი მართლა გავნადგურდები. - ეგ საიდან გაიგე?! - რა მნიშვნელობა აქვს, შენ იმ კითხვაზე გამეცი პასუხი რომელიც დაგისვი. - ელენე, მე... - ოღონდ ცუდი ამბავი არ მითხრა... - ელენე, მე არ შემიძლია მოგატყუო, ასე ვერ მოგექცევი, არ შემიძლია. - დედა რას ამბობ. სწრაფად მითხარი, როგორ არის ოლივერი. - იმის შემდეგ რაც გადაგხდა და რაც ორი დღის წინ გადაიტანე, არ შემიძლია მოგატყუო და არც ის შემიძლია რაიმე აგიკრძალო. ის ბიჭი, ოლივერი, 989 პალატაშია, დერეფნის ბოლოს. - ასე რატომ მითხარი, ცუდათ არის ხომ საქმე? ძველ პალატაში რატომ არ არის?- თან კითხვებს სვავდა თან კარისკენ მიიწევდა. გამოაღო და გაიქცა. მთელი ძალით მირბოდა, მირბოდა 989 პალატისკენ, მირბოდა ოლივერისკენ. დერეფანი უსაშველოდ გაიწელა, დასასრული აღარ მოუჩანდა, მაგრამ გული გაუჩერებლად სირბილს სთხოვდა მეორე შეყვარებული გულის საპოვნელად. როგორც იქნა მიაღწია დანიშნულების ადგილამდე და კარებში ჩამაგრებულ პატარა სარკმელში შეიხედა. კაცს თვალები დახუჭული ჰქონდა, თითქოს ეძინა და ზუსტად ამან შეაშფოთა ელენეც, ეგონა სამუდამოდ ეძინა, - ოლივერ, - ამოხდა და კარი შეაღო. კანკალებდა, თრთოდა და მიახლოების ეშინოდა, ეშინოდა საყვარელი მამაკაცის ნაცვლად მის გაყინულ სხეულს რომ შეხებოდა. მარცხენა კუთხიდან ვიღაცის სუნთქვის ხმა მოესმა და იქით გაიხედა. ედუარდი დახვდა. - გამარჯობა ელენე. კარგია, რომ გაიღვიძე, თორე უკვე ძალიან დიდი ხანი გეძინა და ვინერვიულე. როგორ ხარ?! - კარგად. აქ რა გინდა? ოლივერი..., - თვალი მისკენ გააპარა, მშვიდად ეძინა, მკერდი ოდნავ აუდჩაუდიოდა და ელენე დამშვიდდა, - კარგად არის ხო? - კიი, კარგად არის. დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ დაახლოებით 20 წუთის წინ ველაპარაკე. - მართლა? ესეიგი გაიღვიძა ხო? ჩემო საყვარელო. ღამით ჩემთან იყო ხო? - ღამით? ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ ფეხზე ამდგარიყო და შენთან მოსულიყო. - ე.ი ეს სიზმარი იყო... გონს როდის მოვიდა ედუარდ? ხომ ყველაფერი კარგად აქვს? - წინა ღამით. დამშვიდდი ყველაფერი კარგად აქვს. ახლა დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშაა და მაგიტომ სძინავს. შენ როგორ ხარ? ვიცი რაც დაგემართა და ძალიან ვწუხვარ. - ახლა უკეთესად, გმადლობ. იცი ედეარდ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა დამემართა. მანამდე რომ არაფერი ვიცოდი ჩემი ორსულობის შესახებ, ახლა ვერ ვწვდები მომხდარს, ამიტომ ვიტყვი, რომ კარგად ვარ. მისმინე ედუარდ, შენ იცი რაიმე ტყეში მომხდარი ამბის შესახებ? შენ იყავი მაშინ იიქ? შეგიძლია მომიყვე? ვცდილობ გავიხსენო მაგრამ არ შემიძლია. ბოლოს ის მახსოვს პაულმა ძირს რომ დამაგდო და ზედ დამაწვა, მერე თვალები აქ გავახილე. მომიყევი გთხოოვ თუ შეგიძლია. - ბევრი არაფერი ვიცი ელენე და ისეთს ვერაფერს მოგიყვები რაც გაინტერესებს. ვიღაც ანონიმურმა წყარომ დაგვისახელა თქვენი ადგილმდებარეობა და ჩვენც მაშინვე წამოვედით. დედაშენიც ჩემთან ერთად იყო. რომ მოვედით სახლი ცარიელი დაგვხვდა, თქვენ უკვე გაქცეულები იყავით. მიმდებარე ტერიტორიის დასათვარიელებლად რომ დავნაწილდით, ის იყო უნდა წამოვსულიყავით თქვენს საძებნელად, რომ მოულოდნელად გასროლის ხმა გავიგონეთ. ჯერ ერთი მერე მეორე. ხმის მიმართულებით წამოვედით და ადგილზე რომ მოვედით საშინელი სურათი დაგვხვდა. ოლივერი შენ გვერდით იყო ჩაჩოქილი და თავზე გეფერებოდა, ახლოს რომ მოვედი ოლივერმა შემომხედა, „ გადამირჩინეო“ შენზე მითხრა და გონება დაკარგა, გვერძე გადავარდა. - ღმერთო ჩემო, - ელენეს ცრემლები სდიოდა, ამ ამბის გამგონეს გული უწუხდა, უყვიროდა. თავის პატარა ხელში მამაკაცის მარჯვენა მოაქცია და დაეკონა, დაუკოცნა, - მერე, მერე რა მოხდა? - სასწრაფოს მანქანა შეძლებისდაგვარად მოვიყვანე შემთხვევის ადგილამდე, მაგრამ ოლივერის ხელით ტარება მაინც მოგვიწია. ვაღიარებ ძალიან მძიმე. სასწრაფოს მანქანაში, მანამ სანამ საავადმყოფოში მოვიყვანდით, გული ორჯერ გაუჩერდა და ღვთისწყალობით ორჯერვე აუმუშავეს. ოპერაციის შემდეგ ექიმი გამოვიდა და გვითხრა, რომ გადარჩა, მაგრამ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მხოლოდ ესაა რაც ვიცი. - პაული? ის ნაძირალა პაული? - ის არამზადა ოლივერს დაუჭრია ფეხში. ჩვენი მოსვლის დროს ადგილზე აღარ დაგვხვდა, მაგრამ მალევე ვიპოვეთ. ერთი კვირა მკურნალობას გადიოდა ამ საავადმყოფოში, ახლა კი წინასწარ დაკავების იზოლატორშია. ამტკიცებს, რომ არაფერი დაუშავებია და შენს გადარჩენას ცდილობდა, მაშინ, როცა ოლივერმა დაჭრა. - ტყუილია. ტყუის ედუარდ, არ დაუჯერო. ის ცდილობდა ჩემზე ძალა ეხმარა. - ვიცი ელენე, დამშვიდდი. შენ ხომ უკვე დაგკითხეს. წეღან ოლივერის დაკითხვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენად სუსტად იყო, სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა. ამიტომ ექიმმა მითხრა მისთვის ცოტა დრო მიმეცა და დამამშვიდებელი გაუკეთა. ბედი ჰქონია, რომ გადარჩა, ნამდვილად ბედი ჰქონია. გამოჯანმრთელებას გისურვებთ ორივეს. მე გავალ. - მე შეიძლება აქ ვიყო? - შეგიძლია დარჩე. ექიმს მე დაველაპარაკები. - გმადლობ. * * * მთელი ღამე მის გვერდით გაატარა, მამაკაცს გვერდით მისწოლოდა და მის მხარზე თავდადებული ფიქრებს მისცემოდა. უნდოდა გაღვიძებისას პირველად მისი სახე დაენახა. ელოდებოდა, არ იძინებდა, თავის ოთახშიც არ დაბრუნდა იმის შიშით, რომ როცა გაიღვიძებდა მას ვერ დაინახავდა, მაგრამ ჩაეძინა და თავი ნისლიან სიზმრებს მისცა. ჯერ არასდროს ენახათ ექიმებს ასეთი შესანიშნავი სურათი, ჯერ არასდროს უნახავთ გამტაცებელს და გატაცებულს ასე შეჰყვარებოდათ ერთმანეთი, თუმცა ოლივერი მხოლოდ იმაში იყო დამნაშავე, რომ როცა დრო იყო ვერ გაბედა ელენეს გაშვება, ხოლო ელენეს დანაშაული მიუძრვოდა, რომ ოლივერი ვერ დატოვა. ზუსტად ეს არის სიყვარული. როცა ადამიანი გიყვარს ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ეს უპირობო სიყვარულია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.