შეუძლებელი (ნაწილი 6)
საღამოს ლუკას გაუარა ბაღში. არასდროს დაავიწყდება სიხარულისგან გაბრიწყინებული ბავშვი თვალები ისე გაუხარდა დედის დანახვა. აქამდე სულ ქეთინოს მოჰყავდა ხოლმე. ბოლო პერიოდში კი დედამ მისთვის რომ მოიცალა ლუკაზე ბედნიერი არავინ იყო. სიხარულს ასხივებდა ბავშვი. შესასვლელ კართან დახვდა შვილი დიდი პარკით ხელში. -დედი ამდენი კანფეტები საიდან გაქვს?-გაკვირვებული იყო ელენა. -მეგობრის მამამ მიყიდა. მკითხა თუ გიყვარსო და ხომ არ მოვატყუებდი-გულწრფელად უპასუხა ბავშვმა. -დედიკო მასეთი საქციელი არ შეიძლება. სირცხვილია, მადლობა მაინც გადაუხადე? -კი და დამპირდა სხვა დროსაც გიყიდიო. -მერე მანახე რომელია კარგი? და მეც გადავუხდი მადლობას. სხვა დროს აღარ გამოართვა დე სირცხვილია-ბავშვს ხელი ჩაკიდა და ქუჩას გაუყვა. სახლში მისულს ქეთინო სამზარეულოში დახვდათ. შვილისა და შვილოშვილის მოსვლისას საჭმლის კეთებას თავი ანება და მისაღებ ოთახში გავიდა. -მოხვედი ბებოს სიხარულო? მოდი გაკოცო. წადი ეხლა ხელები დაიბანე და ვჭამოთ კარგი?!-შვილიშვილი სააბაზანოში გაუშვა და ელენას მიუბრუნდა-შენ მერე დაგელაპარაკები. -ღმერთო შენ მიშველე-ხელები აღაპყრო ზევით გაგოშიძემ და სამზარეულოში შევიდა, სადაც ლუკას უკვე მოესწრო წვნიანის დაგემოვნება. -დავამთავრე-კოვზი ზემოთ ასწია ბავშვმა. -კაი ბიჭი ხარ ბე. წადი ეხლა და ცოტახნით მანქანებით ითამაშე მერე დავხატოთ კარგი? - თავზე აკოცა ლუკას და თეფში მაგიდიდან აიღო. ბავშვის გასვლის შემდეგ შვილს მიუბრუნდა და მკაცრი ტონით უთხრა-დაიწყე გისმენ. -რა დავიწყო დედა?-მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები ელენამ. -ვინ იყო ის კაცი შენთვის და რატომ დაგიტოვა თავისი ქონება? -ძალიან ახლო მეგობარი დედა. ბევრჯერ დავეხმარე და ამით გადამიხადა სამაგიერო-ცდილობდა მარტივად აეხსნა. -ელენა გაგოშიძე პატარა ბავშვს ვგავარ ახლა მე? რატომ არ მეუბნები სიმართლეს ბოლომდე? -ვაიმე დედაა! რომ გითხრა პატიმარი იყო და ჩემი საყვარელითქო დაიჯერებ? დიდი ქონება ჰქონდა და მარტო ჩემთვის ემეტებოდათქო მაგას? -რა თქმა უნდა არ დავიჯერებ-წარბები შეკრა ქეთინომ. -ხოდა პირველი ვერსია დაიჯერე რა-ხელი აიქნია გაგოშიძემ და ოთახიდან გავიდა. ... რამდენიმე კვირიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და თემურ მარგიანს სამსახურში დაადგა თავზე. - უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ მოხვიდოდი-უცნაური მზერით უყურებდა მამაკაცი. -რა მოუთმენლები ხართ კაცები როცა საქმე ფულს ეხება. -რა მოიფიქრე აბა? - მომლოდინე სახით შეხედა მარგიანმა. -ჯერ რაღაც კითხვები მაქვს. თუ ამ კითხვებზე სრულყოფილ პასუხს მივიღებ მერე გაცნობებ ჩემს გადაწყვეტილებას-დივანზე ჩამოჯდა ქალი და ფეხი ფეხზე გადაიდო. -დაიწყე მზად ვარ-მის საქციელზე გაეღიმა მარგინს. გული უკვე კარგს უგრძნობდა. -რა ქონებას ფლობდა გიგლა და მე რამდენის მფლობელი ვარ იქიდან? -გასაგებია თქვენი ინტერესი. ხუთი კაზინო, მათ შორის ერთი ბათუმში და ერთი ქუთაისში. ერთი ბინა აბაშიძეზე,სახლი წყნეთში და შეკვეთილში. 2 მანქანა და ერთიც მოტოციკლი. შენ პრინცს სისწრფე უყვარდა-დეტალური ანგარიში ჩააბარა თემომ. -ღმერთო-პირღია უსმენდა ქალი-რიცხვობრივად რომ ამიხსნა შეგიძლია? -კაზინოებში წილის მფლობელი მეც ვარ. 50/50 გვქონდა. დაახლოებით 5 მილიონი მაინც გამოგივა. შეიძლება მეტიც. ზუსტად ვერ გეტყვი-მშვიდად საუბრობდა მარგიანი თან ელენას სახის ცვლილებას თვალს არ აშორებდა. ‐შეიძლება გავაფრინო. შენი ძმაკაცი ალბათ გაგიჟდა ხო? ვინ უტოვებს სრულიად უცხო ქალს ამდენ ქონებას? მე ამ ყველაფრისთვის ხელიც არ გამინძრევია. მისი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?-ინტერესით იკითხა გაგოშიძემ. -სიმართლე გითხრა არ ვიცი გიგლა ამ გადაწყვეტილების დროს რაზე ფიქრობდა მაგრამ ფაქტია ყველაფერი ისე მოხდა როგორც მას უნდოდა. ახლა ვერაფერს შევცვლით. მის ოჯახს რაც შეეხება ჯერ არაფერი იციან. შენს გადაწყვეტილებას ველოდებით. -გასაგებია. კარგი თანახმა ვარ და ვიღებ ჩემს წილს მაგრამ ჩემი პირობებით. -აი ეს მომწონს-გაეღიმა მარგიანს და ხელი მაგიდას დაარტყა-არდოტელი არ ცდებოდა შენში და იმიტომაც დაგიტოვა თავის ქონება. ნამდვილი ,,ბიზნეს ვუმენი" გახდი 5 წუთში. გისმენ! -მე თვითონ დაველაპარაკები მათ და ავუხსნი რა შარში გამხვია შენმა ძმაკაცმა. მე მივიღებ გადაწყვეტილებებს და შენ ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდები და პატივს სცემ. და კიდევ კაზინოების გარდა დანარჩენ ქონებას რას ვუზავ და როგორ არ ჩაერევი და მიმითითებას არ დამიწყებ. -არის უფროსო. კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ?-ფეხზე წამოდგა კაცი, კოსტიუმის ღილი შეიკრა და ელენასთან ძალიან ახლოს მივიდა. -კი. ცეცხლს ნუ ეთამაშები და თავი ჩემგან შორს დაიჭირე, შეიძლება დაიწვა-გაუღიმა ელენამ და ჩანთას ხელი დაავლო-კაბინეტი მოამზადებინე ჩემთვის. ხვალიდან შევუდგები საქმეს. ოთახიდან გავიდა და კისერზე ხელი მოისვა. ნერვიულობისგან ოფლი წამოსვლოდა და გულიც საშინლად აჩქარებული ჰქონდა. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. თითქოს მასში ის ელენა გაცოცხლდა სანამ ზურას გაიცნობდა და ცხოვრებას აირევდა. ამბიციური ელენა, მამიკოს ამბიციური გოგო. მიზანდასახული და ამაყი. მარგიანის მდივანს არდოტელის სახლის მისამართი გამოართვა და პირდაპირ იქით წავიდა. არდოტელის სასახლე ქალაქის გარეუბანში იდგა. ტაქსმა კართან გააჩერა. მანქანიდან გამოსულმა ელენა გაგოშიძემ სახლი ინტერესით შეათვალიერა და რკინის კარები შეხსნა. ეზოში სამარისებური სიჩუმე იყო. მწვანე მოლზე ლამაზად იწონედნენ თავს სხვადასხვა სახეობის ყვავილები. ბილიკს გაუყვა ელენა და ის ის იყო კარზე ზარის დარეკვას აპირებდა უკანა ეზოში სკამზე ჩამომჯდარი ქალი რომ შენიშნა. მაშინვე იცნო არდოტელის დედა და მისკენ წავიდა. ქალბატონი ლეილა ძალიან მოტეხილიყო მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ. თვალები ამოღამებული ჰქონდა. სახე გაჰყვითლებოდა და რამდენიმე კილოც აშკარად მოკლებული ჰქონდა. ინტერსით უყურებდა მისკენ მიმავალ ელენას და თან ფინჯანში შემორჩენილ ჩაის წრუპავდა. -გამარჯობა-მორიდებით მიესალმა გაგოშიძე. -გამარჯობა-სახე არ შეუცვლია ქალს-გული მიგრძნობს საინტერესო სტუმარი უნდა იყო. -მე ელენა გაგოშიძე ვარ. -ვიცი ვინც ხარ-ღიმილიანი სახე მიანათა ქალმა-ბევრი რამ მსმენია შენზე. -და თუ საიდუმლო არაა საიდან? არ მგონია ისეთი პოპულარული ვიყო ყველა ჩემზე საუბრობდეს. -მოდი დაჯექი-ხელით სკამზე მიუთითა ლეილამ-ვიცოდი ჩემი შვილის გრძნობები შენს მიმართ. ისიც კარგად ვიცი მთელი თავისი ქონება შენ რომ დაგიტოვა. მოსმენილისგან პირი დააღო გაგოშიძემ და ქალს გაოცებული სახით შეხედა. -და ასე მშვიდად იღებთ ყველაფერს? -მითხარი ძვირფასო რა უნდა გაკეთოს ქალმა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს?!-უცნაური მზერა შეანათა ელენას. ვერ მიხვდებოდით მოსწონდა თუ არა ეს გოგო. -თქვენ რას ფიქრობთ გიგლას გადაწყვეტილებაზე? -ჩემი შვილი ყოველთვის სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა ცხოვრებაში, თუ თვლიდა რომ ყველაფერს შენ იმსახურებდი ესეიგი ასეც იყო. -და მისი ციხეში წასვლის მიზეზიც სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან?-ენას კბილი ვეღარ დააჭირა გაგოშიძემ. -არ ვიცი. ალბათ ყველა ნამდვილი კაცი ასე მოიქცეოდა მის ადგილზე. მე არ უნდა მიმეცა მისთვის მიზეზი რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო-თვალებზე ცრემლები მოადგა ქალს-სამწუხაროდ ამას ახლა აღარაფერი შეცვლის. -არც კი ვიცი რა გითხრათ. -მე და გიგლას მამა რომ დავოჯახდით 20 წლის ვიყავი. მასზე არ ვგიჟდებოდი მაგრამ ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი რომ მომავალაი შემიყვარდებოდა. პირველი ერთი წელი თავს კარგად ვგრძნობდით. მას კარგი ცოლი სჭირდებოდა, მე მზრუნველი ქმარი. მერე გიგლაზე ორსულად დავრჩი, მას მერე ყველაფერი აირია. თენგომ სმას მოუმატა, ყოველ მეორე ღამეს მთვრალი მოდიოდა და უმიზეზოდ ჩხუბობდა. ვერ ვხვდებოდი რატომ შეიცვალა ასე. საშინელი ორსულობა მქონდა. ამას მისი ისტერიკები და კონცერტებიც ემატებოდა. სულ ვტიროდი. შიშში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა. გიგლა რომ დაიბადა თითქოს ცოტა დალაგდა სიტუაცია, მაგრამ ცოტახნით. მალევე გააგრძელა იგივე. ერთ დღესაც გამომიცხადა შენგან მივდივარ სხვა ქალი მიყვარს და ჩემგან ბავშვს ელოდებაო. ვერ წაემოიდგენ რა დამემართა. -გაუშვით? -რა თქმა უნდა. ძალით ხომ არ დავიჭერდი კაცს რომელსაც აღარ ვჭირდებოდი. ყოველთვის ამაყი ქალი ვიყავი. ჩემმა სიამაყემ არ მომცა უფლება სკანდალი მომეწყო. უბრალოდ ავდექი, ჩავულაგე და გავუშვი. მაშინ მოკვდა ჩემს ცხოვრებაში თენგო არდოტელი. სამი თვის მერე უკან მომადგა. აღმოჩნდა რომ ის ქალი ატყუებდა. ამ დროის განმავლობაში რომ არ დაორსულდა მიხვდა რაღაც პრობლემა ჰქონდა, ექიმთან მისულა და უშვილო აღმოჩნდა. ჩემი ძვირფასი ქმარი მიხვდა რომ მაგრად გააცურეს და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. კარი რომ გავაღე თავდახრილი და შერცხვენილი იდგა. ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელი დასანახია ლაჩარი მამაკაცი. დამპირდა ოღონდ ეხლა მაპატიე და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებაო. რა თქმა უნდა მივიღე მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭი მეზრდებოდა და მინდოდა გიგლას მამა ჰყოლოდა გვერდით. თავის სიტყვა პირნათლად შეასრულა,სხვა ქალისკენ არ გაუხედავს მაგრამ ვეღარც ჩემი სიყვარული დაიმსახურა. გიგლასთვის კარგი მამა იყო. ერთ დღესაც სახლის ტელეფონზე პოლიციიდან დარეკეს და გვაცნობეს რომ თენგო ავტოავარიაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარდა და პატივსაც არ ვცემდი მაინც განვიცადე მისი დაღუპვა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ორსულად აღმოვჩნდი თაიაზე. დიდხანს ვფიქრობდი გამეჩინა თუ არა. იცი რა ძნელია როცა კაცის გვერდით გძინავს,გეფრება გკოცნის და შენ მის მიმართ არაფერს გრძნობ? ალბათ ისიც არ გრძნობდა დიდ სიყვარულს უფრო დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და მუდმივად შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თაიას გაჩენა გადავწყვიტე. გიგლა მამამისს გავდა სულ ხასიათებით. უფრო ხისტი და უხეში იყო. თაია კი მე დამემსგავსა. ხალისიანი, ენერგიული. ცხოვრების სურვილი დამიბრუნა. მივხვდი რომ ქალი ვიყავი. მართალია ქვრივი მაგრამ მაინც ლამაზი ქალი და ბევრ კაცსაც მოვწონდი, მართალია შვილები ისე გავზარდე არაფერი მომიკვლია,მაგრამ თავსაც ვუვლიდი, მომწონდა რომ ბევრი კაცის ოცნების ქალი ვიყავი. 50 წლამდე ისე მივედი მეორედ დაოჯახებაზე არც მიფიქრია. ბევრი კაცის მცდელობის მიუხედავად სერიოზული ურთიერთობაც არავისთან მქონია. სანამ აჩიკო არ გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. -ამ ყველაფერს მე რატომ მიყვებით?-სიტყვა შეაწყვეტინა ელენამ. -გიგლა გენდობოდა. ვხვდები რომ რაღაცეებს მოგიყვებოდა. ამ თემაზე არასდროს არავისთან მისაუბრია. მინდა ერთხელ მაინც მომისმინოს ვინმემ. ვისურვებდი ეს ყველაფერი გიგლასთვის მეთქვა მაგრამ სამწუხაროდ ამას ვეღარ მოვახერხებ და ცოცხალიც რომ იყოს არ მომისმენდა. აჩიკო პატარაობაში სულ ჩვენთან იყო. გიგას ემეგობრებოდა და მის ოჯახსაც კარგად ვიცნობდი. რომ წამოიზარდა იშვიათად მოდიოდა ხოლმე. ერთ დღეასაც ის და გიგლა მთვრალები მოვიდნენ. გიგლა საძინებლამდე მივიყვანე. ის კი მისაღებაი იჯდა და მზერით მბურღავდა. ვუთხარი ტაქსის გამოგიძახებ და ისე წადი სახლშითქო. ჩემსკენ წამოვიდა ხელი სახეზე შემახო და მითხრა სიგიჟემდე მინდა გაკოცო, რამდენი ხანია ამზე ვოცნებობო. მაშინ ეს სიმთვრალეს დავაბრალე და ვუთხარი მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს მეთქი. იმ დღის მერე ჩვენთან აღარ მოსულა. მალე გავიგე რომ საზღვარგარეთ წავიდა. წლების განმავლობაში თავს ვაჯერებდი, რომ მისი საქციელი უბრალოდ პატარა ბიჭის ჰორმონების აფეთქების ამბავი იყო. რამდენიმე წელი გავიდა მას მერე. ერთ დღესაც კარი გავაღე და აჩიკო შემრჩა.სულ სხვანაირი იყო. დაკაცებული, გაზრდილი. ისეთი სიმპათიური იყო თვალს ვერ მოსწყვეტდი. გიგლა იკითხა. ვუთხარი რომ სახლში არ იყო. ცოტა ვისაუბრეთ, წასვლისას კი ისე დამაცხრა ტუჩებზე სუნთქვა შემეკრა. გაგიჟებული მკოცნიდა და ათას კომპლიმენტს მეუბნებოდა. იმ წუთს მე ჩემი თავი დავკარგე. ისე აღმოვჩნდით საწოლში ვერ გავიაზრე. გამოგიტყდები და მომეწონა. ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია. გამომიტყდა რომ წლები ვუყვარდი და სულ ჩემზე ფიქრობდა. ქალს კიდევ მეტი რა უნდა?! თვეების განმავლობაში ჩუმად ვხვდებოდით. თავიდან ხშირად, შემდეგ კი მოუკლო შეხვედრებს. მივხვდი რაღაც ხდებოდა, არ მეუბნებოდა მაგრამ ვგრძნობდი. ერთ დღესაც თაია გამოგვეცხადა მასთან ერთად და გვითხრა რომ დაქორწინებას აპირებდნენ. მეგონა მიწა გამისკდებოდა. საშინელი გრძნობა დამეუფლა. საკუთარ შვილზე ვიეჭვიანე. ის უნამუსო ბიჭი კი იდგა და ისე მიღიმოდა ვითომც არაფერი ყოფილა. იმ ღამესვე მოვთხოვო ყველაფერზე პასუხი. მითხრა რომ თაია შეუყვარდა და მისთვის ყველაზე შესაფერისი ქალი იყო ცხოვრებაში. მითხრა ყველაფერი დამთავრდაო და მართლაც დამთავრდა. ისე გავიდა რამოდენიმე თვე ერთმანეთს სახლშიც კი არ შევხვედრივართ. იმ ზაფხულს თაია დაქალებთან ერთად ზღვაზე იყო წასული. აჩიკომ ჩვენთან გამოიარა თაიას რაღაც დარჩა, მეც უნდა ჩავიდე და წავუღებო. თავი ვერ შევიკავეთ. ორივეს სურვილით მოხდა ეს. ვიცოდი რომ სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ სიგეჟემდე მინდოდა მასთან. თვეების ნაგროვებმა ვნებამ ერთ დღეს ამოხეთქა. ზუსტად მაშინ მოვიდა გიგლა-სახეზე ხელები აიფარა ქალმა-ღმერთო როგორ მრცხვენია. ჩემმა შვილმა საკუთრი დედა და მისი მეგობარი და მომავალი სიძე საწოლში სრულიად შიშვლები გვნახა. სხვა გზა არ დავუტოვე ჩემს შვილს. მე ვაიძულე ალბათ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. როცა აჩიკოს ესროლა მის გამო კი არა გიგლას გამო ვკიოდი. მივხვდი რომ ჩემს შვილს მე ავკიდე ეს ცოდვა. საკუთარმა დედამ. მითხარი როგორ უნდა ეპატიებინა ჩემს შვილს? სამართლიანად ვისჯები ახლაც. -გთხოვთ დაწყნარდით-ზურგზე ხელს უსვამდა მოტირალ ქალს-რამე დამამშვიდებელი ხომ არ გინდათ? -მე აღარაფერი დამამშვიდებს შვილო. ალბათ მხოლოდ სიკვდილი. -თაია როგორ შეხვდა ამ ამბავს?-მაინც გაექცა კითხვა ელენას. -ისტერიკა ჰქონდა კაი ხანი. სახლში ყველაფერი დალეწა რაც ხელში მოხვდა. გიჟივით იქცეოდა. თითქმის ერთი წელი ოთახიდან არ გამოდიოდა. დღემდე ხმას არ მცემს. მისთვის ცარიელი ადგილი ვარ. ისე გადის და შემოდის სახლში თითქოს მე აქ არ ვარ. გამომიცხადა სადაც გინდა იქ წაეთრიე ეს ჩემი სახლია და აქედან წასვლას არ ვაპირებო. -თქვენს დაავადებას რა ეშველება?-იკითხა მზრუნველად გაგოშიძემ. -შენ საიდან იცი?-გაოცებული მზერა მიაპყრო ლეილამ. -თქვენი წერილი წავიკითხე, მაპატიეთ-შერცხვა და თავი დახარა ელენამ-გიგლამ წაკითხვა არ მოინდომა და ისევ მე დამიტოვა. -მოიცა შენ ის გოგო ხარ? ღმერთო რა პატარაა ეს სამყარო. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო ყველაფერი. მე სიცოცხლისთვის აღარ ვიბრძვი ჩემო ძვირფასო. აღარაფერი დამრჩა ამ ქვეყნად რისთვისაც ცხოვრება ღირს. მშვიდად დაველოდები როდის დადგება ჩემი აღსასრული. -მე ძალიან მინდა რომ დაგეხმაროთ. ვნახავ ექიმებს თქვენს ანალიზებს, ეხოსკოპიის პასუხებს. იქნებ არის რამე გამოსავალი და ჯერ გვიანი არ არის? -ახლა ვხვდები რატომ შეუყვარდი გიგლას. ბედნირი ვიქნებოდი რომ ეცოცხლა და მისი გაგრძელება შენში მეხილა. იმ წუთს რომ მოვმკვდარიყავი მადლობას შევწირავდი უფალს. -იფიქრეთ გთხოვთ ჩემს სიტყვებზე-შეეხვეწა ელენა. -მადლობა საყვარელო მაგრამ მე ისევ ამ აზრზე ვარ და არ მგონია რამე შეიცვალოს. -კარგით. მე მაინც დაგელოდებით. ახლა უნდა გავიქცე საქმე მაქვს. მადლობა ამხელა ნდობისთვის-თბილად გადაეხვია ქალს-შეგეხმიანებით კიდევ. -კარგი საყვარელო- გაუღიმა გოგონას,ხელში მაგიდაზე მდგარი ჭიქა აიღო და სახლში შევიდა. ჭიშკრიდან გამოსული გაგოშიძე ქუჩის გადაჭრას აპირებდა მისკენ მომავალი შავი ჯიპი რომ დაინახა. მანქანამ ნელი სვლით ჩაიარა. დაბურულ შუშებში არ ჩანდა არც მძღოლი და არც ის იჯდა თუ არა ვინმე სხვა შიგნით. რატომღაც ძალიან შეეშინდა ელენას. სწრაფად გადაჭრა ქუჩა, ტაქსი გააჩერა და მთელი გზა აქეთ -იქით იყურებოდა უსიამოვნების მოლოდინში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.