შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

From Him (თავი II)


5-10-2019, 11:35
ავტორი WhLs ss
ნანახია 1 034

ფეხის ხმა მომესმა და უკან მოუხედავად ვთქვი.
-ფილმი იწყება,ჩუმად იყავით!-ჩიფსი ავიღე და რაც შეიძლება დიდი რაოდენობის შევჭამე.
-ანი...-შემოდის გვანცა.
-რაიყო...ისინი სად არიან?-ოთახი მოვათვალიერე.
-ირაკლი არ წამოვიდა,ტეხავსვო-გვერდით ჩამომიჯდა.
-აჰა-ვთქვი რაც შეიძლება უდარდელად.
-ჰოო...ლევანიმ თქვა აქ საქმე არაფერი გვაქვს და გარეთ ხომ არ გავიდეთ ცოტახნითო.წამოხვალ?-დიდი თვალებით შემომხედა.
-მეძინება...-თავი მოვიმკვდარუნე და ტახტზე წამოვწექი.
გვანცაც გვერდით მომიჯდა.
-გთხოვ რა,გთხოვ...
-შენ წადი.
-აუ წამო რა შენც.
-არა!
-ჰო კარგი,მაშინ წავალ მე და შენ აქ იყავი,სიმარტოვეში დალევ სულს.გიორგიც იქნება.
აჰა კიდე ერთი ჭირი!დიდი ვინმე კი არ გეგონოთ ეს გიორგი!ლევანისთან შესახვედრად გვანცას რო მივყვებოდი ისიც მანდ იყო და...სულ ტვინს ვუჭამდით ერთმანეთს.სიმართლე თუ მოქმედებისას ერთხელ ჩავეხუტე და ლოყაზე ნაძალადევად ვაკოცე.ჯამში:მძულს ან ვერ ვიტან!
გვანცა მოემზადა და გარეთ გავიდა.ფილმის მარტო ყურება დიდად არ მიყვარს ამიტომ,გამოვრთე და დასაძინებლად წავედი.
ფანჯრიდან გავიხედე,ვერავინ ვნახე.პიჟამა ჩავიცვი და თბილ ლოგინში საყვარლად შევძვერი.
ნახევარ საათში კარებზე კაკუნმა შემაფხიზლა,ავდექი და დაუფიქრებლად გავაღე კარი.არა,გიჟი კი ნუ გეგონებით!გვანცა მეგონა.
იცით ვინ იყო?დიახ,სწორად გამოიცანით,ირაკლი.თვალები გამიფართოვდა,ამდენი წელია არ მენახა და ახლა ჩემს წინ იდგა,შეცვლილი,უფრო კარგი ვიდრე ადრე...გული ამიჩქარდა.
-ანი,შენ ხარ?-გაიცინა და კარებს მიეყრდნო.
-აქ რას აკეთებ?
-თავი მისკდება,ამის დედაც!
-მერე მე რა,ექიმი ვარ?
-წამალი მომე.
-კიდე რა მოგცე??
-არა,მაგას ნამდვილად არ გთხოვ,თან ჯერ ადრეა-გაიცინა.მივხვდი რა სისულელეც ვთქვი და მოვკეტე.
-შემოდი.
ოთახში შემოვიდა და ტახტზე წამოწვა.ზედ,ტანზე არ ეცვა,შავი შარვალი და წითელი კონვერსები...როგორც ყოველთვის.
-აჰა,აიღე-წამალი მივეცი,წა მა ლი...
მადლობაც არ მითხრა,წამალი დალია.
-ჰმმ...შეგიძლია მიბრძანდე.
-კაირაა ტოო,მაგდებ?-შემომხედა.
-არ გაგდებ,ხომ მოგეცი რაც გინდოდა?
-რაც მინდოდა არა,ხომ მითხარი კიდე რა მოგცეო?-ჩაიცინა.
-ჰაა?-დავიბენი.
-კარგი რაგჭირს ეეე,იმ ყლის ბინაში ტარაკნები დაცოცავენ და მეშინია-ისევ ის სიცილი.
ვდუმვარ.
-რატომ არაფერს ამბობ?-მომიბრუნდა.
-სულ არ შეცვლილხარ...
-მართალი ხარ,შენ კი შეიცვალე ნამდვილად...იცი ძველი ანი რას გააკეთებდა?მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა,მეტყოდა გაპატიე ადრე რომ ეგრე მომექეცი და სიყვარული არ დამიფასეო,შენ ხომ მითხარი მიყვარხარო,მე კი სხვასთან წავედი.
-კარგი...მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა?
ტახტიდან წამოდგა და თვალებში ახლოდან ჩამხედა.
-ისევ გიყვარვარ?
-არა,არ მიყვარხარ.
-მატყუებ.
-არ გატყუებ!შენ იმისთვის თუ მოხვედი გაარკვიო მიყვარხარ თუ არა,პასუხი არაა ასერომ შეგიძლია წახვიდე.
-გაწუხებ?
-კი.
-ანუ წავიდე?
-ჰოო.
-ხარაშოო,-ლოყაზე მიჩქმიტა და წავიდა.
სულ ასე მიდიოდა ხოლმე,არაფერს იტყოდა და მდუმარე ტოვებდა ადგილს სადაც გამარჯვება მოიპოვა,მაგრამ ახლა ალბათ დამარცხდა.ჩემთან დამარცხდა.
კარი ჩავკეტე და ჩაფიქრებული წავედი დასაძინებლად,ყურსასმენები გავიკეთე და ალბათ მერე ჩამეძინა.
დილით გვანცამ გამაღვიძა.
-ადექიი!!მაგარიაა!!
-რა არის მაგარი?
-მე და ლევანი ერთად ვართ...
-გილოცავ-წამოვდექი.
-დღეს სანდროს დაბადების დღეა.
-ვინ არის სანდრო?
-ლევანის დეიდაშვილია.
-აჰაა.
-ჰოდა ჩვენც მივდივართ.
-სად?-თვალები მოვიჭყიტე.
-ფართიზე.
-რა ფართი...
-ღამის ფართია რა,აგარაკზე.
-აგარაკზე?!ვაუუ მაგარია.
-გინდა?ანუ წამოხვალ?-თვალები გაუბრწყინდა.
-აბა რა,მაგას როგორ გამოვტოვებთ?
პასუხის გაგებისთანავე,უფრო სწორედ,როცა დარწმუნდა რომ თანახმა ვიყავი,მაშინვე მოტყდა ადგილიდან.*ღიმილი*
პიჟამა გავიხადე და მოკლე შორტი ჩავიცვი,თეთრ უბრალო მაისურთან და თეთრ კონვერსებთან ერთად.პიჟამა კარადაში ჩავდე,კარგი...მივაგდე,მივკუჭე,ჩავაგორგლე.საწოლს ვალაგებდი ოთახში ირაკლი რომ შემოვიდა.
-ისევ შენ?-თვალები გადმოვკარკლე.
-ლევანიმ გამომიშვა,აინტერესებს მოდიხარ თუ არა აგარაკზე?
ვიცოდი იტყუებოდა,პასუხი ისედაც იცოდა.
-ჰოო.
ოთახიდან გავედი,ჩანთა გადავიკიდე და გვანცას ვანიშნე,წავედით-მეთქი.დერეფანში იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.ლევანის გვანცა მკლავებში მოექცია და სახეს უკოცნიდა.
გამეღიმა.
-სად მიდიხარ?-შემხედა ლევანიმ.
-უნივერსიტეტში.
-ჯერ ისაუზმეთ.
-არა გვაგვიანდება.
გვანცამ ჩანთა აიღო და გამომყვა.
-მე წაგიყვანთ,ტაქსით ნუ წახვალთ.
-წავალთ.
-ბიჭო,დაიკიდე,არ უნდა-დამცინავად გამომხედა ირაკლიმ.
გავუღიმე,ნაძალადევად,აგრესიულად,ბანალურად.
-თუ გაუპატიურებას დამიპირებენ,მაშინვე დაგირეკავთ.თუმცა თბილისი ლესბოსელებით გაივსო და ვერაფერს შეგვიყოფენ,ამიტომ ნუ ღელავთ,ქალიშვილობა არ დაგვეკარგება.
გაიცინეს.
-არ მითხრა ქალთან სექსი მქონდაო-გაიცინა ირაკლიმ.
-დაიკიდე.
-არ დაუჯერო,გააფრინა-წამოიძახა გვანცამ.ხელი მოვკიდე და გარეთ "გავათრიე"
ლექციაზე მივედით,დაუგვიანდებლად.ლექციაზე სხვებიც მოვიდნენ,ოთხნი და ხუთნი კიარა,შვიდნი იყვნენ,მაგრამ აქ არც ლევანი იყო,არც ირაკლი,არც სანდრო.
მაგრამ სიმპატიურები იყვნენ.
ჩვენს უკან დასხდნენ და ჩურჩული დაიწყეს.
-ეიი,ეიი!-მომძახა ერთმა.



№1 სტუმარი stumariko

ძალიან მომეწონა და გაგრძელება რატო არააქვს?!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent