შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

From Him (თავი I)


4-10-2019, 10:53
ავტორი WhLs ss
ნანახია 1 303

სულაც არ იყო უჩვეულო ის რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი,დიახ!მეც მიყვარდა მაგრამ ხომ უკვე აღარ მახსოვს?!მაშინ სულ პატარა ვიყავი,კარგი ვიცრუე...სულ რაღაც 16 წლის,მაგრამ იცით?მაინც ძლიერად მიყვარდა!სწორად გაიგეთ,ჩემი სიამაყის გამო კი არ ვამბობ,მე ის აღარ მახოსვს!
-ანი აქ ხარ?!-ოთახში გვანცა შემოვიდა.
-არა,საფრანგეთში ვარ და ეიფელის კოშკზე ვზივარ ბიბლიით ხელში-ჩემი "იუმორით" აღტაცებული ვარ.
-ბიბლიით ხელში რატომ?ფრენას აპირებ?!-ეჭვის თვალით შემომხედა.
-დიახ,ფრენას ვაპირებ.
-მერე იფრინე ახლა გავდივართ,ლექციაზე გვაგვიანდება.
-აჰა.
ცოტახანში ბინიდან გავედით და ტაქსი გამოვიძახეთ.მალე დიდი შენობის წინ აღმოვჩნდით,რომელიც ჩემდაგასაოცრად მომეწონა კიდეც.ირგვლივ ცუდი აურა იდგა,მანქანების გამონაბოლქვის სუნი,თბილისელების უაზრო ყაყანი და ახალგაზრდა ბიჭების გამსჭოლი მზერა.
სუფთა ჰაერი მართლაც არ იყო,არც სასიამოვნო გარემო,თუმცა მწვანე მდელო მომეწონა რომელიც გარს ერტყა უნივერსიტეტს ხალიჩასავით.აქა-იქ ხეებიც მოჩანდა,ბოლოში სკამები იდგა წარწერით "NO SEX" რა ამაზრზენია-გავიფიქრე.
"ჟურნალისტიკის ფაკულტეტი,მე-2 კურსი"-აბრა კარზე.
-პირველი შენ შედი-თვალით ოთახისკენ მიმითითა გვანცამ.
თვალები დავაბრიალე და გამბედავად შევედი ოთახში.
-გამარჯობ...
-დაიგვიანეთ!-შემაწყვეტინა ლექტორმა.
-ლია,საცობი იყო და...
-არ მაინტერესებს!თქვენი ადგილი დაიკავეთ.
მართლა რა,ის თეა სჯობდა ამ ლიას,თუმცა ის ცოტა გარყვნილი იყო.წლის ბოლოს გოგოსთან იჟიმავა,თავის მოსწავლესთან,წარმოგიდგენიათ?!და ახლა ახალი კურსელები და ახალი ლექტორი...უნივერსიტეტიც,რომელიც წინა წელს გაგვირემონტეს.
მე და გვანცა ბოლოში წავედით და სკამებზე თავაღებით დავეშვით.მიკვირს ამ გოგომ როგორ არ აგინა ლიას-მეთქი,თუმცა პირველივე დღეს ახალ ლექტორთან პრობლემა სახარბიელო საქმე არ არის,მეშინია კიდეც არ გამაუპატიუროს-მეთქი,ქალი ლექტორები ხომ სექსუალური თინეიჯერებით არიან დაინტერესებულები,თეასავით...მე და გვანცას კი საკმაოდ კარგი შეხედულება გვაქვს.
-ხვალ ოთხი ახალი მოსწავლე შემოგვიერთდება-დაიწყო ლიამ-კარგი შთაბეჭდილება დაუტოვეთ.
-რატომ?!მდიდარი მაიმიკოების შვილები არიან?-გაიცინა ერთმა.
-თუ ძალიან ლამაზი ძუძუები აქვთ?-აჰყვა მეორე.
მთელი ოთახი აზანზარდა,გოგონებმა პირი დააღეს ბიჭებმა იხუმრეს და როგორ გავუტეხოთ,გავიცინოთო.მე და გვანცამ ერთმანეთს შევხედეთ და ამ სისულელეზე ჩაგვეღიმა.
-მაგარი არ იქნება აქ ლევანი რომ გაგეჩითოს?-გადავხედე გვანცას.
-ტეხავს ყოფილი რო გადავკოცნო?-გამიღიმა.
-რათქმაუნდა არა,მაგრამ გირჩევ თვითონ მოვიდეს შენთან,მგონი ისიც აქ სწავლობს და თან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
-ალბათ ხვალ მოვა-თავი ტელეფონში ჩარგო,თითქოსდა არ მაინტერესებს ლევანის ამბავი შემეშვი ნუ მიხსენებო.
ლექციები დამთავრდა და ჩვენც დაღლილები დავიძარით სახლისკენ,გზად სუპერმარკეტში შევიარეთ რომ რამე გვეყიდა.
-მოდი დღეს საღამოს ფილმს ვუყუროთ-შემომთავაზა გვანცამ.
-კარგი.
გვანცამ რაც შეიძლებოდა მეტი სასუსნავი იყიდა,ეს ჩიფსიო ეს მზესუმზირაო,ეს შოკოლადიო,ეს ბურბუშელაო და ზედ კოკა-კოლებიც მოათავსა.მე სოსისი ავიღე და ნატურალური წვენი,როგორც ყოველთვის.
-მოკლედ ეს სადარბაზო რაღაცნაირად არ მომწონს,ჩაბნელებულია და...
-არც ერთი ახალგაზრდა ბიჭი არ ცხოვრობს-დავასრულე და გავიცინე.
-მართალი ხარ,სხვაგან უნდა გვეყიდა ბინა.
-გვექირავა...
-რაც არის.
კიბეზე ავდიოდით,ჩხუბის ხმა მოგვესმა ჩვენს სართულზე.
-რახდება?-აღელვებულმა იკითხა გვანცამ.
-აი შენი ახალგაზრდა ბიჭები და...ამის დედაც!
-რა მოხდა?
ავირბინეთ კიბეებზე და ჩვენს მოპირდაპირე ბინაში შევიხედეთ,ოთხი ხუთი ბიჭი ერთმანეთში სასაცილოდ გაბლანდულა,მეთქი ამათ ორალური სექსი აქვთ-გავიფქრე.ნასვამები იყვნენ და ჩხუბობდნენ.
-მე უნდა დამეკერა და შენ მიხვედი-ვარჩევდი ლევანის ხმას.
-ბიჭო ტვინი ნუ მოტყანი,ჩემი გოგო იყო!!
-თავიდანვე გეთქვა-უპასუხა ლევანიმ.
მე და გვანცა გაშტერებულები ვიდექით კართან,კარგი...ამათი ჩხუბი ჯანდაბასაც წაუღია მაგრამ ესენი ჩვენს მეზობლად რატომ ცხოვრობენ?
ერთ-ერთმა მოიხედა და ჩხუბი შეწყვიტა.
-არაუშავს ბიჭებო,ესენი დავკეროთ-ჩემსკენ წამოიწია.
პარკები ხელიდან გავაგდე და კარს მივეყრდენი,გვანცამ დახმარება სცადა და წინ დამიდგა მაგრამ გვერდით გავწიე და ხელები მაგრად ჩავკიდე.
-მისმინე!არ მომეკარო თორემ კიბეზე დაგაგორებ.
ბიჭმა ტუჩი მოილოკა და ხელებს ერთმანეთზე უსვამდა.როგორც იქნა ლევანიმ გვიცნო და ჩვენკენ წამოიწია.
-ბიჭო ვიცნობ მაგათ თავი დაანებე!-უღრიალა.
ამ უგუნურს არაფერი არ ესმოდა და ყელში მწვდა,ვფორთხიალობდი.ლევანი თავს დაესხა ბიჭს და კიბეზე დააგორა.
-შენი დედაც!!-მიაძახა თან.
-ანი როგორ ხარ?-მკითხა და თავი ხელში ჩამირგო.
-კარგად ვარ-ამაყად შევხედე-გმადლობ.
გვანცა მომეხვია და მთხოვა შიგნით შევიდეთო.
-აქ რას აკეთებთ?-გვკითხა ლევანიმ.
-ვსწავლობთ,ვცხოვრობთ,ვერთობით,ვჭამთ,ვსვამთ...
-მერე რა მოდის არ მაინტერესებს-ჩაიცინა ბიჭმა.-მეც აქ ვცხოვრობ ირაკლისთან და სანდროსთან ერთად.
ირაკლი?!ნუთუ?!ისიც აქ...მეც...ჩემს მოპირდაპირე ბინაში.მერე დილით ავდგები,ვიბანავებ,სველი თმით გაზეთის ასაღებად გამოვალ,ისიც გამოვა,თვალითვალში...შევუყვარდები,მე ვეტყვი არ მიყვარხარ-მეთქი,ფუიჰ!რა ოცნებებში გადავეშვი.
-და სად არის ირაკლი?-ვკითხე და პარკების ალაგებას შევუდექი.
-შიგნით,სძინავს.
ლევანიმ გვანცას გადახედა.
-შენ როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც შენ?-დაიბნა ლევანი.
გამეცინა.
-მე შევალ თქვენ ილაპარაკეთ-გადავხედე წყვილს და კართან დავტოვე.პარკი სამზარეულოს მაგიდაზე დავდე და ფილმის არჩევას შევუდექი,თან ირაკლიზე ვფიქრობდი,თქვენს თავს ვფიცავ თუ მინდოდეს ირაკლის მეზობლად ცხოვრება!*ღიმილი*
ფილმი შევარჩიე,საშინელებათა ჟანრის.
მალე გვანცა შემოვიდა.
-ის ბიჭი როგორ არის კიბეზე რომ დაგორდა?-ვკითხე ისე რომ არ შემიხედავს.
-ძალიან კარგად,სახლში წავიდა,არაფერი სჭირს.
-ხო კარგია.
-მისმინე ანა...
-გისმენ-ჩიფსი გავხსენი და ჭამა დავიწყე,გვანცას ისევ არ ვუყურებდი,ვიცოდი რას მეტყოდა,ბავშობიდანვე ასე იქცეოდნენ,იჩხუბებდნენ შერიგდებოდნენ და ა.შ.მეტყვის ლევანი და მე შევრიგდით.
-მე და ლევანი შევრიგდით.
ნუუ,თუ სახელის თანმიმდევრობა შემეშალა ეგ არ ითვლება *ღიმილი*
-მერე?
-მიყვარს,თვითონაც ვუყვარვარ ვიცი.
ეგ მეც ვიცოდი,ლევანი სიგიჟემდე იყო გვანცაზე შეყვარებული.
-ანუუ,რა მინდა გთხოვო.
-გვანცა დამღალე უკვე!
-ამათი ბინა ცოტა არეულია და დღეს ლევანი სანდრო და ირაკლი ჩვენთან დარჩებიან,შენ ნუ ღელავ იატაკზე დაიძინებენ და ...
-არა!წინააღმდეგი ვარ!შანსი არააა!!
-მაგრამ სულ ერთი ღამით.
-კარგი.
ნუ რამოხდა მერე?კი აღარ მიყვარს მაგრამ,კეთილი ვარ რათქმაუნდა.
სასუსნავები მეორე მაგიდაზე გადმოვიტანე და ფილმი ჩავრთე.
ფეხის ხმა მომესმა და უკან მოუხედავად ვთქვი.
-ფილმი იწყება ჩუმად იყავით!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent