შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 6. წარსული. ნაწილი 2.


5-10-2019, 16:31
ავტორი Whisper
ნანახია 1 250

მაისის ბოლო დღის საღამო იყო...
დიდი აივანი...მე და ანა...
წითელი ღვინით ნახევრად სავსე ლამაზი წვრილკისერა ორი ბოკალი პატარა, მრგვალ ხის მაგიდაზე დევს. დაწნულ სავარძელში ვისხედით.
უცნაური სიმყუდროვე იპარებოდა ჩვენს სულებში...მე კი ვფიქრობდი...
ღიმილი...
თვალები...
ხმა...
უცნაურმა სიცივემ გამკრა სხეულში, ერთიანად დამიარა და სისხლძარღვებში ყინულის ნატეხებად ჩაესვენა წარსული...
რატომ არ მასვენებენ ფიქრები...წიგნების გამყიდველი...
"-წლების შემდეგ თუ ისევ შევხვდებით..."
ნოეს თითოეული ნაკვთის გახსენებას ვცდილობდი...რაღაცას ვგრძნობდი...რაღაც ამოუცნობს...თითქოს მივიწყებული წარსული ისევ ამოტივტივდა ჩემს გონებაში, თუმცა ნოეს სახეს ვერ ვხედავდი...
ღვინო მოვწრუპე. სიმხურვალე ვიგრძენი...თითქოს ყინულებმა დნობა დაიწყეს...თითქოს სისხლი ამიდუღდა...
რას ვეჭიდები გამწარებული? წარსულს? მოგონებებს? სიყვარულს?...
ყველაფერს...
არა...ნოე არ იყო...შეუძლებელია...
უბრალოდ...
შეუძლებელია...
გულის სიღრმეში ჩამეღიმა...ამდენი წლის მერე...არ დაბრუნდებოდა...
ვიცი, რომ არ დაბრუნდებოდა...
ვიგრძენი როგორ გამოძრავდა ჩემი სახის ნაკვთები და უნებურად, გულიდან წამოსული სევდიანი ღიმილი ტუჩებთან მოიძურწა...
ფიქრების ქაოსიდან ანამ გამომარკვია.
-ანუ ხვალ ისევ შეივლი?-მას გაეცინა.
-მხოლოდ წიგნის საყიდლად.-ვუპასუხე გაუაზრებლად და მეც ავყევი.
-მჯერა, როგორ არა. შენც მოგეწონა ის ბიჭი.
-საყვარელია.
-იმაზე მეცინება, ჩემი გასვლისთანავე რომ იხელთა დრო და გამოგელაპარაკა.
-ნუ ხარ ინტრიგანი, ისედაც აპირებდა მოსვლას ჩვენთან, ალბათ...
-ზუსტადაც, რომ ალბათობაზეა. არ მოვიდოდა. ნახევარი საათი ვწრიალებდით და არც მოგვახლოვებია, მხოლოდ მარტო როცა დაგტოვე, მაშინ ეყო გამბედაობა.
-გინდა თქვა, გაუბედავია?
-უფრო, ფრთხილი.-ანას ისევ გაეცინა და ღვინო ნელა, გრაციოზულად მოწრუპა.
-სიმართლე გითხრა...-გავჩუმდი.
ანამ კითხვებით სავსე თვალები მომაპყრო.
-არაფერი, დაივიწყე.-თავი ჩავხარე და გამეღიმა.
-მითხარი.-თვალები თითქოს გაუნათდა.
-არაფერი...-ჩემი ხმა სადღაც გაქრა.
უცნაურმა სევდამ შემომიტია. ოცნების სევდამ...
ოცნება...რომ ისაა...
ოცნება...რომ წლების მერე ისევ შევხვდით...
გულის კედლებს სასიამოვნოდ ედებოდა პატარ-პატარა აჩქარებული ბიძგები...
ზაფხულის პირველი დღე...მშვიდი საღამო...
-ჰმმ...?-ანამ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-რა გინდა?-შენიშვნით სავსე თვალები მივაპყრე.
-ეს კაბა...-თქვა ჩუმად და მორიდებით.-ძალიან გიხდება.
-არ მეგონა თუ 10 წლის მერეც მოვირგებდი...-გავუღიმე.
-რატომ გადაწყვიტე?
-არ ვიცი...უბრალოდ მომინდა...
"უბრალოდ მომენატრა..." გავიფიქრე ჩემთვის.
კაბა...თითქოს ჩვეულებრივი...მაგრამ ჩემთვის უმტკივნეულესი მოგონების ჩანაწერივითაა. ჰო...ეს კაბა მეცვა მაშინ...მაშინ, როცა ნოე უკანასკნელად ვნახე...როცა ნოე წავიდა...მის სიტყვებში იმედი იგრძნობოდა...იმედი რომ კვლავ შევხვდებით, თუმცა ასე არ მოხდა. ამ ცხოვრებაში ყველაფერი არასდროსაა ისე, როგორც გვსურს, თუმცა მაინც ვცხოვრობთ. მაინც ვაგრძელებთ, მაინც ვცდილობთ, მაინც გვინდა, მაინც გვწამს...
გვწამს კი?
არ ვიცი...ახლა აღარ ვარ დარწმუნებული...ასე მგონია, უბრალოდ აღარ მწამს...აღარ მწამს იმის, რომ ხელახლა ვიპოვი სიყვარულს.
აღარ მწამს...
რომ კვლავ დამეხვევა თავბრუ გრძნობებით გადავსებულს...
აღარ მწამს...
რომ შეიძლება სიყვარულმა ხელახლა გაიდგას ფესვები ჩემს ნაზამთრალ გულში...
სახლიდან აუჩქარებლად გავედი. ვგრძნობდი, რაღაც ჩამწყდა გულში და მძიმედ დამეკიდა გაფითრებულ ნეკნებზე. სუნთქვისგან დაღლილ ფილტვებს კი...კვლავ ელამუნებოდა ნოემბრის ღამე...
ჩემი ტერფები აუჩქარებლად და მიზანმიმართულად მიაბიჯებდა ფართე ქუჩაზე. სიცხისგან გახურებული ასფალტი თითქოს უსიამოვნოდ მიღრღნიდა ფეხსაცმლის ძირებს. სად მივდიოდი? არ ვიცი...
ზურგიდან მონაბერ სიოს მივყვებოდი...ჰო...ზაფხულის არომატია...ასეთი მხურვალე და ვნებიანი...თუმცა მე...საშინელ ხასიათზე ვარ.
ქუჩის ბოლოს შევჩერდი...გაუაზრებლად. კისერზე ზაფხულის სიოს უკანასკნელი მოფერება ვიგრძენი და წამით...ჩემს სხეულში ყველაფერი გაიყინა...
წამი...
და ვხურვარ...
ანთებული თვალებით ვუყურებდი წიგნების მაღაზიის შესასვლელს. გამჭვირვალე ვიტრინაზე ჩამავალი მზის სხივები ლაპლაპებდა...მე კი...მე გამყიდველს ვუყურებდი. თაროებთან ტრიალებდა. გრძელი, დახვეწილი თითებით იღებდა მოზრდილ წიგნებს და ლამაზად ალაგებდა. მომხიბვლელად მომეჩვენა მისი ზურგი...მომხიბვლელად და სევდიანად...თითქოს ტკიოდა...არა, ნამდვილად ტკიოდა და ამ ტკივილში იყო რაღაც ნაცნობი...ახლო და ამაღელვებელი...ვიგრძენი როგორ გადაეფარა სინესტე ჩემს თვალებს...ჰო...მე ტირილი მინდოდა...
დანგრეული ქანდაკების ნამსხვრევებივით, უსიცოცხლოდ ვარსებობდი გარე სამყაროში...ვიტრინის მეორე მხარეს კი, თითქოს ჩემი "შინ" ცხოვრობდა...
ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე, როგორ გაიღო წიგნების მაღაზიის კარი.
-როგორც დამპირდით, მობრძანდით?-ბიჭის საოცრად სასიამოვნო და ნაცნობმა ხმამ ხერხემალზე წვრილი ნემსებივით დამიარა.-იმედია სიამოვნებას მოგანიჭებთ ეს წიგნი.
ფიქრებიდან გამოვერკვიე და მის ღიმილს შევხედე...
შეუძლებელია...
თანხმობის ნიშნად მორიდებულად დავხარე თავი და უხერხულად გავუღიმე.
-მობრძანდით.-არ ვუყურებდი, თუმცა...რა საჭიროა ყურება, როცა გრძნობ...გრძნობ რომ თბილად იღიმის.
კარი უფრო ფართედ გააღო და წიგნების მაღაზიაში შემიპატიჟა. მორცხვად გადავდგი პირველი ნაბიჯი და წამიერად, თავი "შინ" ვიგრძენი.
უცნაურმა სევდამ შემომიტია, თუმცა...ახლა არ მინდოდა ტირილი...რაღაცას ვერიდებოდი...
თაროსთან მივედი, თუმცა სასურველ წიგნს თვალი ვერ მოვკარი.
-უკაცრავად...-ვთქვი ჩურჩულით.
დარწმუნებული ვარ, ვერ გაიგო.
თაროები შევათვალიერე. ის წიგნი ბევრად მაღლა იდო. წარბები შემეჭმუხნა. ნელ-ნელა ავიწიე ფეხის წვერებზე და ხელი მორიდებულად ავწიე...
ზურგიდან სიმხურვალე ვიგრძენი. ვიღაცის ხელი ჩემსას შეეხო და წიგნი დამაჭერინა.
ეს შეხება...სითბო...გრძნობა...სიყვარული...
-ნოე...-წამომცდა.
-გაიმეორე...-ჩამჩურჩულა.
მისმა სუნთქვამ ყურიდან კისრამდე დამიარა, გულმკერდიდან მუცლამდე ჟრუანტელად ჩაირბინა და ზაფხულის ვნებიან არომატად გაიფანტა.
-გთხოვ, გაიმეორე...-ხმაში მუდარა შემოეპარა.
მას შევხედე.
და ისევ...
თვალებისკენ გაიკვალა გზა ნამმა, წამწამებს დაეკიდა, ლოყაზე ჩამოსრიალდა და სადღაც გაქრა...თუმცა...მწველი კვალი დატოვა კანზე...
თავი ჩავხარე...
ხელებით თაროებს ეყრდნობოდა...ისევ გულმკერდამდე ვწვდებოდი...თავჩახრილი ვხედავდი მის გახშირებულ სუნთქვას...
-ეს კაბა...-თქვა ჩუმად და ჩაეღიმა.
თავი ვეღარ შევიკავე. მისგან გამოვთავისუფლდი. მუხლები მიკანკალებდა...გასასვლელისკენ წავედი...
მაჯაზე მისი შეხება ვიგრძენი. ვგრძნობდი...სული გვტკიოდა...
-არ წახვიდე...-ამოიგმინა.-გთხოვ...-მის ხმას ცრემლი გამოერია.
უსუსურად შევარხიე მაჯა.
-მარია...
გავშეშდი...თუმცა მისკენ არ გამიხედავს...
ერთდროულად აჩქეფთა ჩემში ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილები...ფიქრები...
გათავისუფლება მსურდა...
და ამავდროულად...
მსურდა არასდროს გავეშვი...
-ეგოისტი ხარ.-ამოვილუღლუღე.
-ვიცი.-ნოეს ცრემლმორეულმა სიცილმა მთელს სხეულზე გადამირბინა.
მერე კი...
ერთიანად მომიცვა...
ივნისის ცხელი საღამო იყო, როცა...
კვლავ დავიკარგე ნოეს მკლავებში...



№1  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომეწოონააა...
რაღაც განსაკუთრებულის დაწერა მინდოდა მააგრაამ სიტყვები არ მყოფნიისსს♡♡♡
ყოჩააღ ასე განაგრძეე კარგად წეერ♡♡♡♡

 


№2  offline წევრი Whisper

Niniko11
ძალიაან მომეწოონააა...
რაღაც განსაკუთრებულის დაწერა მინდოდა მააგრაამ სიტყვები არ მყოფნიისსს♡♡♡
ყოჩააღ ასე განაგრძეე კარგად წეერ♡♡♡♡

უღრმესი მადლობა❤

 


№3  offline წევრი izabella

ანას და მარიას ფოლადივით მყარ მეგობრობაზე ვერაფერს ვერ ვამბობ. ამ ორის კავშირი არც უნდა დაირღვეს.
მგონია, რომ ის ტკივილი რასაც ნოე ერქვა სწორედ ანამ გააფერმკრთალა. მისი დამსახურებაა, რომ მარია სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა. ერთი ანა ყველას ჭირდება.
საერთოდ არ დამიშვია რომ შეიძლება წიგნების გამყიდველი ნოე ყოფილიყო. მარიას თავში აშლილი მტანჯველი მოგონებები კი მეც მტანჯავენ მასთან ერთად.
და საოცარია, რომ უმისამართოდ მიმავალი სწორედ იქ მივიდა სადაც უნდა მისულიყო. მგონი მისმა გულმა ყველაზე კარგად იცოდა იმ წუთას რა კი არა ვინ ჭირდებოდა.
პ. ს. რამდენი დღის შემდეგაც არ უნდა დადო ახალი თავი მე დაგელოდები და მაინც იმ განცდით და ემოციით წავიკითხავ როგორც დასაწყისში❤❤❤

 


№4  offline წევრი Whisper

izabella
ანას და მარიას ფოლადივით მყარ მეგობრობაზე ვერაფერს ვერ ვამბობ. ამ ორის კავშირი არც უნდა დაირღვეს.
მგონია, რომ ის ტკივილი რასაც ნოე ერქვა სწორედ ანამ გააფერმკრთალა. მისი დამსახურებაა, რომ მარია სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა. ერთი ანა ყველას ჭირდება.
საერთოდ არ დამიშვია რომ შეიძლება წიგნების გამყიდველი ნოე ყოფილიყო. მარიას თავში აშლილი მტანჯველი მოგონებები კი მეც მტანჯავენ მასთან ერთად.
და საოცარია, რომ უმისამართოდ მიმავალი სწორედ იქ მივიდა სადაც უნდა მისულიყო. მგონი მისმა გულმა ყველაზე კარგად იცოდა იმ წუთას რა კი არა ვინ ჭირდებოდა.
პ. ს. რამდენი დღის შემდეგაც არ უნდა დადო ახალი თავი მე დაგელოდები და მაინც იმ განცდით და ემოციით წავიკითხავ როგორც დასაწყისში❤❤❤

სულ სიხარულის ჟრუანტელი მივლის როცა შენს კომენტარებს ვნახულობ❤ უღრმესი მადლობა. მართლა ბედნიერებაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent