შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულება -1


6-10-2019, 00:31
ავტორი Yavisfertvala
ნანახია 13 203

ახლა ზაფხულია 1 ივლისი. ძალიან ცხელა, უნივერსიტეტში არ მიწევს სიარული ამიტომაც სახლში ვზივარ. ტელევიზორს ვუყურებდი როდესაც კარზე ბრახუნი გაისმა. შემეშინდა სახლში მარტო ვიყავი. ნიკაც არ იყო. ნიკა ჩემი ბიძაშვილია რომელიც ჩემი მდობლების გარდაცვალების შემდეგ ჩემთან გადმოვიდა. კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე და ნიკა იყო გაბრაზებული სახით, ერთი ვიფიქრე არ გავუღებთქო მარა ისიც ხომ ამ სახლში ცხოვრობს. კარი გაღებული არ მქონდა რომ შიგნით შემოვარდა.
- ჩაალაგე შენი ნივთები, ხვალ ქორწილი გაქვს თხოვდები.- ხუმრობა მეგონა და გულიანად გავიცინე ვერ დავიჯერე.
- დედა როგორ გამაცინე, კაი იყო მომეწონა.- ვერ ვჩერდებოდი.
- რა გაცინებს გოგო. შედი შენ ოთახში და შენი ნივთები აკრიფე.
- სერიოზულად მეუბნევი?
- დროზე.- უკვე ღრიალში გადადიოდა. შემეშინდა და შევხტი.- შენში იმხელა ფულს მიხდიან რომ მთელი ცხოვრება მეყოფა.
- მე არ ვიყიდები და ვერავინ მიბრძანებს რა გავაკეთო. გასაგებია?- ვყვიროდი, მერე კი არაფერი მახსოვს. თვალები რომ გავახილე ჩემს ოთახში არ ვიყავი, ფანჯარასთან კი მაღალი ახოვანი ბიჭი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ფანჯრიდან მთები მოჩანდა აშკარა იყო რომ თბილისში არ ვიყავით.
- სად ვარ? ან შენ ვინ ხარ? - ფეხზე წამოვფრინდი.
- ოხ გაიღვიძა ძილისგუდამ.
- სად ვარ?- ისე ვკითხე თითქოს მისი სიტყვები არც გამიგია.
- სვანეთში. - თავის თეთრი კბილები შემომანათა.
- და აქ რა მინდა ან შენ ვინ ხარ ან ნიკა სად არის ან ....-შემაწყვეტინა.
- ან ან ან რამდენ შეკითხვას სვამ ნიკამ არაფერი არ აგიხსნა? -ახლაღა გამახსენდა ნიკას ნათქვამი"ხვალ თხოვდები".- მე სანდრო ვარ. შენ ჩემი საცოლე ხარ მე კი შენი საქმრო ახლა მიხვდი თუ ჯერ კიდევ ვერა.
- რა სისულელეა მე შენ ცოლად არ გამოგყვები. - ობოლი ცრემლი გადმომვარდა.- გიჩივლებთ.
- მიჩივლევლებ? ჰაჰ როგორ გამაცინე- სიგარეტი ისროლა და ჩემსკენ წამოვიდა. უკან სვლა დავიწყე და კედელს ავეკარი. სანდრო ჩემთან ისე ახლოს იყო რომ უკვე მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.- ახლა კარგად მომისმინე გოგონი შენი პოლიცია აქ არ გაჭრის მე შენში მილიონი გადავიხადე. ახლა კი შენ ვალდებული ხარ რომ ჩემი ცოლი გახდე.- ფეხებშუა ფეხი ამოვარტყი, სანდრო კი ჩაიკეცა.
- მე არ ვიყიდები გასაგებიააა.- ვყვიროდი და ცრემრები თავისით მომდიოდა. უცბათ წამოფრინდა კედელს მიმაჯახა და ხელი ყბაზე მომიჭირა.
- მე როცა მელაპარაკები ტონი შეარჩიე.- თვალებიდამ ნაპერწკლსბს ყრიდა და უფროდაუფრო მიჭერდა ხელს.
- მტკივა - თავისივე ხელზე ვანიშნე. გველნაკბენივით მომაშორა ხელი და ფანჯარასთან მივიდა.- შენი ტელეფონიდან შენს მეგობრებს მივწერე რომ დღეს საღამოს თხოვდები და ჩამოსვლა ვთხოვე.-მშვიდი ხმით მითხრა.
- რა ქენი? მე შენ ცოლად არ გამოგყვები, არ მიყვარხარ თან ჩემნაირი ცოლი არ გამოგადგება. გთხოვ თუ გაქვს გული ცხოვრებას ნუ დამინგრევ. თან მე ჯერ სწავლა მინდა არ მინდა გათხოვება გთხოვ- უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
- ჯერ არ გიყვარვარ მაგრამ მალე შემიყვარებ. ახლა სტილისტები შემოვლენ და მოგაწესრიგებენ. არც კი იფიქრო რაიმე სისულელის ჩადენა.- ოთახიდან გავიდა. მას ცოლად არ გავყვებოდი. თუ მას ცოლად გავყვებოდი ცოლ-ქმრული მოვალეობის მოხდა მომიწევდა. ეს არ მოხდება. აივანზე გავედი და გადავიხედე. მეორე სართული იყო, ეზოში არავინ ჩანდა. ლოგინის გადასაფარებელი ავიღე და ერთი ბოლო მოაჯირს მოვაბი მეორე კი დაბლა ჩავაგდე. დაბლა ჩაძვრობა დავიწყე მაგრამ უცბათ ხელი გამეშვა და ვიღაცის მკლავებში აღმოვჩნით. ვინ იქნებოდა ეს თუარა სანდრო.
- მე რა გითხარი სოსულელე არ ჩაიდინოთქო.
- დამსვი.- მკერდზე ვაწვებოდი რომ დაბლა დავესვი. ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამაგდო.
- იოანა ნუ მაიძულებ აივნის კარი ჩავკეტო და ყველანაირი კონტაქტი შეგიზღუდო გარემოსთან.- ოთახის კარში ვიღაც კაცი და ქალი შემოვიდნენ.
- აი დიზაინერებიც მოვიდნენ 2 საათში ქორწილია.
- არა გთხოვ სანდრო გთხოვ ეს არ ქნა.- კარში დავაწიე სიტყვები მაგრამ თითქოს არც კი გაუგონია. ჩემი ქორწილი ასეთი სულაც არ წარმომედგინა. ძალიან გრძელი გაშლილ თეთრ კაბაში გამომაწყვეს, ლაითი მაკიაჟი გამიკეთეს და ოთახში მარტო დამტოვეს. ტირილისგან ძალა გამოცლილი ვიჯექი ლოგინზე და ერთ წერტილზე მქონდა თვალი გაშტერებული. მალევე სანდრო შემოვიდა ოთახში. შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა და თმა უკან ქონდა გადავარცხნილი. ვაღიარებ მართლაც ძალიან სიმპატიური იყო მაგრამ მასში იყო ის რაც მაღიზიანებდა.
- ულამაზესი ხარ.- განცვიფრებულმა მითხრა.- სახე ნუ ჩამოგტირის. დაბლა ბევრი ხალხი ასეთი სახით ნუ იჯდები თორემ...
- თორემ რა მიხვდებიან რომ არ მიყვარხარ და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიყიდე. ჩემი თავი ადამიანი კიარა უბრალოდ გასაყიდი ხორცი მგონია. შეიძლება უბრალოდ რომ შევხვედრილიყავით ერთმანეთს მომწონებოდი მაგრამ ახლა რომ გიყურებ ჩემს წინ დგას არაკაცი.
- რა თქვი? რა მიწოდე?- მისი ყვირი მთელს ოთახში ექოდ გაისმა. შემეშინდა და ადგილზე შევხტი. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ისეთი გაბრაზებული იყო.
- იოანა გაჩუმდი მანამ სანამ ჩემთავს ჯერ კიდევ ვაკონტროლებ.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintetreso ragac chans.

 


№2  offline წევრი Yavisfertvala

სტუმარი Mariamimari
Saintetreso ragac chans.

მადლობა დიდი, იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent