შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განქორწინებულის დღიური (თავი 7)


9-10-2019, 21:51
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 737

ნამდვილად არ მინდოდა, ეს მომხდარიყო. თავი საშინელ კოშმარში მგონია. თავბრუ მესხმის და საწოლზე ვეშვები.
არ ვიცი რა მინდა, საერთოდ მინდა თუ არა ცხოვრება.
საკუთარ ცხოვრებაზე მეფიქრება. წარსულს ვიხსენებ, ბოლოს კი აბსურდი ბურუსივით ედება ჩემს სულს.

***
რა განსხვავებაა სიყვარულსა და მოწონებას შორის ? როცა გიყვარს, ეს გრძნობა სრულიად მოიცავს შენს სულსა და გულს, შორიდანაც იწვევს აღუწერელ წვას, მაგრამ როცა ადამიანთან რაიმე სხვა გაკავშირებს, ეს მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ის ახლოსაა, შორიდან კი ყველაფერი ცარიელ ფურცლად გარდაიქმნება.
ამ ფიქრებს მოსდევს ჩემს მომავალ შვილზე, ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფზე ფიქრი, რომლის მოშორება ალბათ არც კი გამივლია გონებაში.


***
დრო ძალიან უზროდ გადის, მალე გამოკვლევებზე მივდივარ. ექოსკოპიაზე საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის მამაკაცი მხვდება. ძალიან მშვიდია, თუმცა თვალები იმდენად წყლიანი აქვს, ეტყობა რამდენად ღრმად დალექილა მათში ცხოვრების სირთულე.

-მარტო ხართ ? - მეკითხება.
-დიახ, მარტო ვარ - ვპასუხობ ინგლისურადვე.
-ისე მეც ქართველი ვარ - ეღიმება.
-უი, მართლა ?
-დიახ. დანიელი, დედაჩემია აქაური.
-გასაგებია.
-ღელავთ ? -თანაგრძნობით მეკითხება.

ცოტა ხანში მეუბნება, რომ ყველაფერი კარგაა და ნაყოფი ჩვეულებრივ ვითარდება, შემდეგ რაღაცას ხელს ვაწერ და კლინიკას ვტოვებ.
მაინც ვღელავ, თითქოს რაღაც აუხსნელი წინათგრძობითი ფიქრები დამბუდებია გონებაში.
გზაში ვფიქრობ, რა რთულია სიცოცხლე, მაგრამ ამაზე მილიონჯერ რთული ცხოვრებაა. რთულია ადამიანად ყოფნა, ადამიანად ყოფნის შენარჩუნება და კიდევ უფრო რთული მეორე ადამიანის ტარება..
თითქოს ორმაგი პასუხისმგებლობა, ორმაგი განცდა, გრძნობა ჩამსახვია სხეულში.. ვგრძნობ სულიერ სიმძიმეს და ამავდროულად სილაღეს..
მგრძნობელობა გამძაფრებია თითქოს ყველაფერს ასმაგად შევიგრძნობ, სხეულის ენაც მეუცნაურება, ორსულობის სიმპტომები ძველი ცხოვრების წესთან ვერ გუობს...


***
დედაჩემის ზარებს ვუგულვებელყოფ. მხოლოდ ძალიან ნეიტრალურად ვესაუბრები. რა თქმა უნდა, მისთვის არ მითქვამს ჩემი ამ ახალი მდგომარეობის შესახებ, არ ვიცი რა რეაქცია ექნება...
მხოლოდ ლიკას ვუთხარი და ანიას. ანიამ თავიდან შეიცხადა, მაგრამ შემდგომ შეეგუა; როგორც ხდება ხოლმე, ახალი რამ გვაშინებს, მაგრამ ძველად იქცევა თუ არა, უკვე ნორმალურად აღვიქვამთ.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს გაუჩნდა კითხვა - ვისია ბავშვი ?
მაგრამ სრულიად უადგილოდ. ბავშვი, ლოგიკურია, გიორგისია; თუმცა ამზე ახლა ნაკლებად ვფიქრობ.. არც გიორგიზე ვბრაზობ;
არც ისე დიდი ხნის წინ ხომ თითოეული ადამიანის გაგება დავიწყე.. მათი გაგება ყოველგვარი მოსმენის გარეშეც კი...
ასეთია ცხოვრება - რაც დრო გადის, ყველაფერს გაცილებით მარტივად ვუყურებთ და ვიღებთ.


***
დილას საშოპინგოდ დავდივარ, შუა დღეს იოგას ვსტუმრობ, შემდეგ უაზროდ ვბოდიალობ, საღამოს კი ძალიან დაღლილი ვბრუნდები სახლში. საკმაოდ მშია, მთელი დღე თითქმის არაფერი მიჭამია; მახსენდება ბავშვი, ის, რომ მას ვიტამინები სჭირდება, მაგრამ დიდად არც ვუყურებ.
აქ რაც ვარ, არაფერს ვამზადებ, არც ენერგია მაქვს და არც ხალისი.
ყავას ვსვავ და შოკოლადის სხვადასხვაგვარ ნამცხვარს ვაყოლებ - ესეც ბავშვზე ზრუნვა და იმის დამამტკიცებელი, რომ სრულიად მარტო ვარ, არავინაა ჩვენზე რომ იფიქროს, ინაღვლოს...
ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბრალია, ხშირადვე კი ვუარყოფ ამ ფიქრებს.
საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან მიჭირს....

***
ორი კვირის მერე ისევ მივდივარ ექოსკოპიაზე, სანამ ბატონი დანიელი რამეს მკითხავს, მე ვიწყებ;
-თავს ორმაგად მარტოდ ვგრძნობ. მგონია, ბავშვზე სათანადოდ ვერ ვზრუნავ.
-ეს ბუნებრივია... - ცდილობს ხალისიანი გამომეტყველება მიიღოს.
-არაა, არაა ასე.
-ყავას ვსვავ..
-ცოტა არაუშავს ..
-წუხელ ბარში ვიყავი და ეს პირველად არ მოხდა.. დავლიე.. სიგარეტსაც ვერ ვეშვები.. ფიქრები, გონება... ყველაფერი მეწინააღმდეგება თითქოს....
-იქნებ ფსიქოლოგთან მიხვიდეთ ? -დაეჭვებით მიყურებს მამაკაცი.
-არ ვიცი. არ ვიცი, რა მინდა, ან მინდა თუ არა რამე.. იქნებ არც ვიმსახურებ მას - მუცელს ვუყურებ, რომელიც ჯერ საერთოდ აქრ მეტყობა; თითქოს მინდა, ნაყოფისგან მივიღო პასუხები.
-მგონი, სჯობს სხვაგან ვისაუბროთ, აქ ამის დრო არაა. პაციენტები მელოდებიან. საღამოს დამირეკეთ და შევხვდეთ.

თავიდან ვფიქრობ, რომ დანიელმა პაემანის დანიშვნისთვის შესაფერისი მომენტი მოძებნა, შემდეგ თავადვე ვაქრობ ეჭვებს.
მასწრებს, სახლთან მხვდება და ერთ მშვიდ ადგილას მივდივარ, თავისი ძაღლიც თან მოჰყავს, კაფეს ეზოში ტოვებს, ჩვენ კი მშვიდად ვიწყებთ ჟასმინის ჩაის წრუპვას.

-ძალიან მშვიდი გამომეტყველება გაქვთ - ვარღვევ სიჩუმეს.
-რთულია ცხოვრებას მუდამ ფარივით დაუდგე, ხალხს კი ძლიერად მოაჩვენო თავი. ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტე, ჩემი სისუსტე კი წარსულია - ბოლო სიტყვაზე სევდა ერევა ხმაში. ძლიერი მწუხარება აჩნდება შუბლზე მიმიკურ ნაოჭებად.
-წარსული ? ! -სხვა ვერაფერს ვამბობ.
-დიახ, წარსული.
-ამაზე მინდა მოგიყვეთ - თითქოს ცდილობს მხრებიან ძლიერი ტვირთი მოიხსნას.
ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც მე გადამიხსნას გული, ცხოვრების რთულ მომენტებზე მომიყვეს..
-ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ მოხდა. მე და ჩემი ექვსი წლის გოგონა აგარაკზე მივდიოდით. უეცრად ტრაილერი გამოვარდა, ისე სწრაფად მიდიოდა, აზრზე ვერ მოვედი, მხოლოდ ის მოვახერხე, ტრაილერისკენ მანქანის ის მხარე მიმეტრიალებინა, საითკენაც ჩემი შვილი იჯდა.
ეს კატასტროფა იყო. გადარჩენითი თვითმკვლელობა. მე ამით საკუთარი თავი ორმაგად მოვკალი. ზოგჯერ მინდოდა მეფიქრა, რომ ეს უბრალოდ ინსტინქტი იყო, მაგრამ განა ცხოველი ვარ ?
ან იქნებ ასეცაა.. იქნებ ჩვენში, ადამიანებში, ცხოველური ინსტინქტი ყველაფერზე მძლავრობს და ყოველგვარ ადამიანურს მის მსხვერპლად აქცევს ?
თვალებზე ცრემლი ადგება, ცდილობს, მზერა ამაცილოს..
-ძალიან რთულია.... - სხვა ვერაფერს ვამბობ.
-ამის შემდეგ მეუღლეს, რომელიც გულის სიღრმეში ალბათ მადანაშაულებდა კიდეც, თვალებში ვეღარ ვუყურებდი, შემდეგ კი უბრალოდ ასე დავშორდით.. ახლა მხოლოდ სამსახური იქცა ჩემი ცხოვრების მწუხარებისგან ხსნის გზად.
ცოტა ხანს ჩვენს შორის მხოლოდ სიჩუმეა.
შემდეგ კი მეკითხება :
-შვილი გყავთ ?
-არა, ჯერ არა.
-როცა გეყოლებათ, გაიგებთ რა გრძნობაა ეს.. უბრაოდ საოცრებაა... და როცა ამას კარგავ.... - ვეღარ აგრძელებს, ხელები კანკალს უწყებს და თვალებს მაგიდას აშტერებს.
-იქნებ ამაზე აღარ გვესაუბრა.
-მაპატიეთ.. ძალიან დაგძაბეთ, არა ? თქვენზე უნდა გვესაუბრა და...
-არაფერია, გადავიტან. ახალი რესტორანი აღმოვაჩინე და მაქედან ვუკვეთავ წესიერ საჭმელს, ყავაც შევამცირე და ნაკლებს ვეწევი.
-ბარებშიც აღარ ივლით, ჰო ?
-და როცა მოვიწყენ ? აქ მხოლოდ ერთი დაქალი მყავს ლიკა, მასაც ძალიან იშვიათად სცალია... აქ ჩამოსვლა არც თუ ისე კარგი აზრი იყო, მაგრამ საქართველოს უნდა გავშორებულიყავი..
-როცა მოიწყენთ, აქ მოდით ხოლმე და ვისაუბროთ..
-აქ ?
-დამირეკეთ და აქ გავჩნდები - მზრუნველობით აღსავსე ჰუმანიზმით გაჟღენთილი ხმით მპასუხობს დანიელი.
-ამდენად ვერ შეგაწუხებთ..
-რა შეწუხებაა. თქვენთან საუბარი სასიამოვნოა...


***
იმეილს ვხსნი. უცნაური წერილები მხვდება. სულ 6-ია და აქედან 5 მახოსგან.
დაბრუნებას მთხოვს და მიგზავნის იმ სახლის ფოტოებს, რომლის ყიდვაც ადრე მინდოდა. ვერ ვხვდები საიდან გაახსენდა.
ალბათ ასე ხდება ხოლმე. ადამიანები მხოლოდ მაშინ იწყებენ დაფასებას, როცა კარგავენ; სწორედ ამიტომ უკეთებენ დამნაშავე მამაკაცები საჩუქარს ქალებს, ისე კი ერთი უბრალო სიტყვაც „მიყვარხარ“ ენანებათ.

***
საკუთარ ცხოვრებას ვუყურებ და ვკრთები, ვკრთები თავიდან ბოლომდე...
ბევრი რამ აუხსნელად მრჩება, გრძნობებს, ფიქრებსა და იდეებს ვერ ვუძებნი შესაბამის სიტყვებს.
ერთ რამეს კი მშვენივრად მივხვდი...
თუკი ოდესმე გყვარებია, თუნდაც ძალაინ დიდი მოწონება ვერასდროს მოგანიჭებს სრულყოფილების განცდას.
ამიტომაც ვერ ვგრძნობდი გიორგისთან თავს ბედნიერად, მაგრამ მახოსაც არ მოუტანია საოცარი ცხოვრება..
რიტორიკულ ფიქრთაკენ მიილტვის გონება, ბოლოს კი მეძინება.
დილას ბედნიერი ვარ, ბედნიერი იმით, რომ ცოცხალი ვარ. მუცელს ვუყურებ და კიდევ უფრო დიდი სიხარულით ვიღვსები; თითქოს მიზიდავს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა.

***
დიდი სურვილი მაქვს ცხოვრება ვისწავლო, ცხოვრება ახალი ფურცლიდან, რის გასაღებადაც ჩემს ფიქრთა ნაწილი დანიელს მიიჩნევს, მე კი ძალიან მეშინია, მეშინია მსგავსი აზრების.

-რამდენჯერ შეყვარების გჯერა ? - ვეკითხები დანიელს; ჩემს ნაწილს ხომ ღრმად სჯერა, მას ძალიან მოვწონვარო. მართლაც სასიამოვნოა იფიქრო იმაზე, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი ხარ, გაფასებს და შენთან ყოფნა უნდა, მიუხედავას იმისა, გიყვარს თუ არა იგი.
-სიმართლე გითხრა, ერთხელ - თავდაჯერებულად მპასუხობს მამაკაცი - ჩემს ყოფილ მეუღლეს გული რომ დასჭირდეს, ამოვიჭრი - ყოყმანის გარეშე ამბობს და თვალები უცნაურად უწყებს ელვარებას.
-უცნაურია... ასეთი მსხვერპლი ?!
-ნამდვილად. ის ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მიყვარდა, მიყვარს და მუდამ მეყვარება..
-ახლაც ? -თითქოს ეჭვები ქრება.
-დიახ, მიუხედავას იმისა, რომ მას მერე არაერთ ქალთან ვიყავი, ჩემი მეუღლე, ჩემი ბაბი, ყოველთვის ერთადერთად რჩება.
-და ეს არაფერს ნიშნავს ?
-ეს ცოტა ბავშვური კითხვაა - ეცინება დანიელს.

ვიბნევი, ჩემი ნაწილი კი გამარჯვებას ზეიმობს - დანიელს თურმე არ ვაინტერესებ; ნაწილს კი ძალიან უცნაურად მიაჩნია ყოველივე ეს.



№1  offline წევრი marikuna (1)

კარგია, ახალ თავს ველოდები :) პ.ს იმედია ლილიანს არ გააფუჭებ და ველოდები ახალ თავს წარმატებები ????❤️

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

marikuna (1)
კარგია, ახალ თავს ველოდები :) პ.ს იმედია ლილიანს არ გააფუჭებ და ველოდები ახალ თავს წარმატებები ????❤️

მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი marikuna (1)

როდის დადებ ახალ თავს გელოდები ??

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

marikuna (1)
როდის დადებ ახალ თავს გელოდები ??

წერისთვის მუზა მჭირდება, ჯერ ფანტაზიის ნაკლებობას განვიცდი. დღეს საღამოს დავიწყებ წერას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent