შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - XI

10-10-2019, 11:44
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 253

დილამდე იტირა, მერე პატარა ბავშვივით დაიღალა და ჩაეძინა, ჩემ სამოსში დაიკარგა, დაბანილი თმა დაეხვა და სახე დაეფარა, ისე მოიკუნტა სავარძელზე შემეშინდა სისხლის მიმოქცევა წესრიგში ჰქონდა თუ არა, პლედი გადავაფარე და მეც ჩამეძინა, თუმცა დილით გაღვიძება მაინც დავასწარი, ჩაი გავიკეთე, ჩემ სახლს განსაკუთრებული სურნელი აქვს, ვგიჟდები ისე მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ სოფელში ყველაფერი მქონდა აქ მაინც სხვანაირად ვიგრძენი თავი, გული ამიჩქარდა კეკეს რომ გავხედე გავშტერდი და მხოლოდ ცხელმა ჩაიმ მომიყვანა აზრზე, დიდხანს ვიყურე, მაგრამ არაფერი იყო სანახავი
-ძროხა, რომელი საათია?- ყოფს თავს და სქელი ტუჩები ეპობა
-აქ ძროხები არ არის- ვპასუხობ სიცილით
აზრზე მოდის და იუმორიც ერთვება საქმეში
-აბა შენ რა ხარ?
-შენი ძროხა ნამდვილად არ ვარ
-ხო შენ მოზვერი ხარ, ცხვის ტყავში გადამალული მგელი, რომელსაც ჩემი შეჭმა უნდა
-თქვენ ზევითა ხართ მე ქვევით როგორ აგიმღვრევთ წყალსაო, რამდენი დღე გაგითენდა ისე რომ ძროხა არ მოგიწველია
-უნდა წავიდე- ახლაგაღვიძებული ლოთივით უზარმაზარ ტანაცმელში და პლედში გამოხვეული იწყებს ტრიალს- ჩემი კისერი
-კეკე
-ჭირი
-მამაოს როგორ ელაპარაკები
-საშინელო კაცო, არა ადამიანო, ესე როგორ მომატყუე, აღსარებებს გაბარებდი.
-მე აღსარებას კი არ მაბარებდი გულს მიშლიდი
-ჩემი ცხოვრებიდან ამოგშლი.
-კეკე, ზედმეტი მოგდის
არ მისმენს
-კეკე
-გრეკავ რაღაცას, გზიდან ჩამომეცალე
მეცინება
-დედაჩემს უნდა დავურეკო, ალბათ მოახსენა მამამ ყველაფერი, რაღა ჯანდაბა ვქნა, რაღას შევასკდე ამ ჩერჩეტი თავით, რას დავეტაკო, სად ჭირში წავიდე?
-კეკე, რა გინდა გამაგებინე ძროხები ხომ აღარ გყავს მოსაწველი, შეირგე ნახე რა კარგი ამინდია, ჩაის გინდა
-სიკვდილი მინდა და არ გადარჩენა
-ამ დილიდან ასეთი წყევლა ვის გაუიგია?
-აბა დავგდე და შენთან ერთად ვილოცო, შე ბოროტო სულო, როგორ შეხვედი ტაძარში?
-კეკე, ასე ნუ მელაპარაკები
-დარეკვა მინდა დედასთან, მეშინია შენი
-მე საშიში არ ვარ
-ხარ.
-კეკე
-საზიზღარო
-კეკე
-არაადამიანო
-საბა მქვია
-საბა ტელეფონი მიდნა, უფალო შემიწყალე- კივის კეკე და მიყურებს
მერე ჩემ თავს ვუყურებ, პიჟამა მაცვია და უი წელს ზემოთ შიშველი ვარ
-ოხ ვითომ არ გინახავს
-მიგაწყევლი ახლა ისე რომ ფეხს ვეღარ გადადგამ ვერსად, როგორ მომატყუე, ამ სათბურში გამომკეტე და ახლა რა გინდა ჩემთან?
-რა სათბური იცი რა ღირს მაინც ეს სახლი?
-შენ სულზე ბევრად ძვირი, მაგრამ შენ სულს ფასი არ აქვს, უფასოა
-ოხ- მეცინება- ჩემ სხეულს რამდენად შეაფასებდით?
-მესექსუალურები?- თავს ხრის და პლედს მჭიდროდ იკრავს
-აიღე ტელეფონი და დარეკე- ვუწვდი ტელეფონს
- როუმინგი გაქვს ჩართული?
-ანგარიშზე საკმარისი თანხაა
კეკე კანკალით კრებს ნომერს სიარულს იწყებს
-დედიკო- იწყებს ტირილს და უკვე თვალებს ვატრიალებ- სახლიდან წამოვედი
მერე ფერი ეცვლება
-რას ამბობ დედა
ვიძაბები
-მამაოსთან ვარ სახლში
-
-ვაი რომ მამაო არ არის
-
-კაცია ჩვეულებრივი
-
-არ მოუტაცებივარ
-
-ხო
-
-წვერი გაიპარსა და ახლა ჩემ წინ დგას
-
-რა გავაკეთო?
-
-რანაირად?
-
-შენც ამას როგორ ამბობ?
-
-სადაა მერე ჩემი მომავალი?
-აქ ვარ- დავუქნიე ხელი, რა ჯანდაბას ვაკეთებ, კეკე ისეთი თვალებით მიყურებს ადგილზე ვშეშდები
-მირჩიე დედიკო რამე
-
-რანაირად დავღცე ამ კაცთან არაა მამაო?
-
-როდის
-
-უფრო მალე ვერა
-
-კაი დედიკო
-
-მეც- ტირილი წყდება და ბრაზიანი თვალებით მიყურებს- არ მინდა შენი ტელეფონი გამომართვი.
-არაფრის- ვართმევ
-დედაჩემი გამომიგზავნის ფულს და გადავალ ცალკე საცხოვრებლად.
-რას ამბობ გამოდის რჩები.
-შენ არ დარჩი ამ წუთისოფელში
-ბატონო?
-ასი წლის მერე, ღმერთო მაპატიე
-კეკე
-თუ კიდევ იტყვი ჩემ სახელს მოგკლავ, თავსაც მოვიკლავ და მორჩება ყველაფერი.
-რომეო და ჯულიეტა
-ნაკითხი ბიჭი ვარო?
-დალევ რამეს?
-ცეცხლს
-არ მაქვს, ჩაი მაქვს.
-არ მინდა შენი ჩაი
-მოკვდები მშიერი
-დაე მოვკვდე
-და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები.
-ბებიაშენმა თუ იცის ლექსების წერა რომ დეიწყე?- მეკითება და თმებს უკან იყრის
-არა ჯერ
-ხო და ნუ ეტყვი
-იუმორში მყვები?
-იუმორში კი არა კარებამდე არ გამოგყვები.
-კეკე
-აღარ თქვა ჩემი სახელითქო
-რატომ
-იმიტომ
-გინდა სერიალები ჩაგირთო?
-არ მინდა
-ჯანამი
-ჯანი
-მაპატიე, შემეშალა
-აღაც ჩემი ჯანია, აღარც ყალბი ჯანი- იკეცება და ისევ ტირილს იწყებს
-ოოო, კარგი რა, რა გატირებს
-მამაზე ვღელავ
-მამაშენს დედაშენი დაუკრეკავს
-ჩაიცვი
-რატომ, ხომ გონებას ხომ არ გირევ?- მის წინ ვდგები
-ცხოვრება ამირიე
-როდის გქონდა დალაგებული რომ აგირიე?
-რა სიკვდილი ვქნა აღარ ვიცი, ვეღარც ვტირი
-ოპერაში წავიდეთ
-ახლა აქედან გადი თორემ იმხელაზე ვიკივლებ ოპერას სახლში დაგიდგამ.
მეცინება და ვშორდები
-გინდა სამოსი ვიყიდოთ?
-არ მინდა შენი ნაყიდი არაფერი
-რატომ?
-რა გინდა ჩემგან
-შენი კარგად ყოფნა
-კარგად ყოფნა ქვია ამას?
-გინდოდა გეთქვა ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის?
-შექსპირი გიყვარს?
-დიდად არა. ჩაი გინდა
-არა
-ყავა?
-არა
-ღვინო?
-არა.
-წყალი?
-არა
-წვენი?
-არა
-გაზიან სასმელებს არ ვსვამ
-ჯანდაბა მინდა.
-ეგ არ მაქვს.
-შენ ხარ ჯანდაბა და ჭირი
-კეკე
-გადი
-კარგი რა, ნახე რა ლამაზია სამყარო, ადექი წავიდეთ, მითხარი რა ზომა სამოსი გინდა?
-შენი ნაყიდი არ მინდა?
-ვალად დაგადებ.
-გადი- ხრიალებს კეკე
-სად
-სადაც გინდა.
-რძე გინდა?
-ნეტა ვინ მოუწველა ძროხები
-მეტი სარდარდებელი არ მოგცეს ღმერთმა, დაკლა ძროხები და ვის მოწველიდა?
-ყველა დახოცა შენი აზრით?
-არ ვიცი
-ჩემი ბატები როგორ გაძლებენ უჩემოდ
-ღმერთო მიშველე- ჭიქას ვდგამ მაგიდაზე- გოგო, კარგს გაჭმევ, კარგს გასმევ, უნივერსიტეტში იწავლი, წარმატებული გახდები, სამოს შეკერავ ჩვენებებს მოაწყობ და დედაშენს დააბრუნებ აქ ამ ქვეყანაში, მამაშენს მიხედავ და შენი ცხოვრება გექნება, მეტი რა გინდა გამაგებინე?
-ბატებს რომ სიმინდი აჭამოს რაღა მეშველება მერე
-დიასვენებ, მოკვდებიან და დაისვენებ
-ნუ ლაპარაკობ ასე!- ვეღარ ყვირის კეკე
-აბა რა გინდა, წაგიყვანო სოფელში და მამაშენმა შენც მიგაკლას იმ ბატს?
-ნერვიულობს ნეტა?
-მე რა ვიცი.
-აბა რა ჯანდაბა იცი.
-ის რომ დიდი მომავალი გაქვს. დედაშენი მოაგვარებს ყველაფერს. აი რეკავს
-ძაღლი ახსენეო- ამბობს კეკე და მერე აზრზე მოდის- რას ვგავარ შეხედე, რას ვლაპარაკობ?
-დილიდან მაგას ვამბობ.
-ხო დედა
-
-მართლა?
ისევ ტირილი, თუ ტირილი ამას ქვია
-ძაან
-
-ღმერთო მიშველე
-
-რაო?
-
-დედიკო მიშველე
-
-კაი
ტელეფონს კალთაში იდებს და ხავის
-რაო?
-გადარეულია, არ შემუშვებ სახლშიო
-ძალიან კარგი
-მაგას როგორ ამბობ, ახლა რაღა სიკვდილი ვქნა?
-სიკვდილზე კარგი რამეები არსებობს
-მაგალითად?
-მე
-შენ სიკვდილი და არ გადარჩენა ხარ, ასე როგორ გამიმეტე?
-ახლა გაჩუმდი- კეკე კრთება- ყუურე ამას, გიხსენი და კიდევ მე ვარ დამნაშავე? რა ზომა ტანაცმელი გაქვს?
-არ გეტყვი
-გავიგებ
-ვერ გაიგებ- აფართოვებს თვალებს
-ნახე თუ არ გავიგო- ვიხრები მის წინ და ტელეფოს ვიღებ, ტექსტს ვკერბ
„ნიტა კაკეს რომ კაბა გამოართვი რა ზომაა?

ყველაფერი გარკვეულია, ტანჯულ ქალს შუადღით მოდური სამოსი მოსდის
-არ ჩავიცვამ მაგას
-შენი ზომაა, მართალია შენ რომ მაღალ მოდას ქმნი ისეთი არა, მაგრამ წავა
-არ ჩავიცვამ
-ჩაიცვამ
-არა
-კი
-არა
-კი
-არა
-კი, იგავ-არაკი
-არ ჩავიცვამ მეთქი
-ხო და იყავი ჩანჩურა
-რა მითხარი?
-ჩანჩურა ხარ
-ჩაიცვი, შენი ზომაა
-შემეშვი
-გოგო, დამღალე უკვე, მამაშენთან ვერ დაბრუნდები, მე არ გიყვირი კარგად გექცევი მეტი რა გინდა?
-გადი ოთახიდან
-გავალ, ჩაიცვამ?
-გადი, ხო
ნეტავ არ დავბუნებულიყავი, ქალბატონს მოკლე ნაჭრის შორტი და თეთრი პერანგი აცვია, ოღონდ ეს პერანგი ისევ ჩემია, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, დენდარტყმულ კაცს რომ შეშურდებოდა, პერანგის ბოლოებს იკეცავს და მიყურებს
-რომელმა ბოზანდარამ შეარჩია ეს ტანსაცმელი?
-რა?- აზრზე ვერ მოვდივარ
-მეტი მოკლე ვერაფერი ნახა?
-ფეხზე რატომ არ ჩაიცვი
-ვერ ვხმარობ ქუსლიან ფეხსაცმელებს
-სცადე
-გინდა კისერი მოვიტეხო?
-ეგ რომ მინდოდეს მამაშენთან დაგტოვებდი, კარგი ფეხები გაქვს ისე.
არაფერს ამბობს
-ჭამე და წარმატებული დიზაინერების მაღაზიები ვნახოთ
-რა?
მიზანში მოვარტყი
-მოდი ჭამე
-ძროხასავით ნუ მელაპარაკები
-ძროხებს შენ ელაპარაკები, ვინ გაკადრა?
ქსულიან ფეხსაცმელს იცვამს და ისე მოდის თითქოს სადაცაა დაეცემაო
-დიზაინერ ქალს არ შეგეფერება
-არ მშია წავიდეთ
-ახლავე ჩავიცვამ
-კარგს იზამ.

№1 სტუმარი სტუმარი salomea

ვგიჟდები ასეთ კინკლაობებზე, შემიტყუე საწოლშიც ასეთი იყო, აუ დადე რა აქ კიდევ რა ვერ დაამთავრე. გთხოვ მეორე ნაწილიც.

№2  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი salomea
ვგიჟდები ასეთ კინკლაობებზე, შემიტყუე საწოლშიც ასეთი იყო, აუ დადე რა აქ კიდევ რა ვერ დაამთავრე. გთხოვ მეორე ნაწილიც.

შემიტყუე საწოლში ორივე ნაწილი დასრულებულია და სხვაგან დევს, აქ ატვირთვის უფლება აღარ გვაქვს.

№3 სტუმარი Keska

არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ნიკოლოზზე მეტად ვინმე შემიყვარდეს. ჩემთვის ეტალონია კაცის, რომელმაც ჩემი წარმოდგენა შეცვლა კაცებზე, ვაფშე სხვა დონეა აი ისეთი რომ ვერ აღწერ, საბაც კარგია, სულ ასეთი ტიპები გყავს ისტორიებში დახვეწილები კულტურასთან ახლოს და ა.შ ვგიჟდები შენ პერსონაჟებზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია კარგია და ქვეტექსტებიც კარგი დევს ჩემი ნიკოლოზი, ნინი, კატო და ჭინკები შეუცვლელია. შენ კიდევ ჩემი შეუცვლელი ხარ, მაგრამ კარგი იქნება ისე წერო, როგორც შემიტყუე და სხვა ისტორიებია უფრო გაშალე და სულ ხალხს ნუ არგებ თავებს

№4  offline მოდერი GEGI გეგი

Keska

კესკა, ის ისტორიები აქ იდებოდა, მაგრამ უფო გაიშალა და საიტს ვეღარ ერგებოდა, თუმცა თავიდან საიტისთვის შეიქმნა, მაგრამ მერე სხვას ითხოვდა ისტორია და ამიტომ აღარ დევს აქ, ეს ისტორია ვფიქრობ შესაფერისია და აქ ამიტომ არის, მიახარია რომ ასეთი გავლენა მოახდინა შეზე ნიკოლოზმა.

№5 სტუმარი Keska

GEGI გეგი

ხო და მაგას ვამბობ, ნუ არგებ ხალს წერე რაც გისწორდება, შეიძლება გყავდეს ცოტა მკითხელი, მაგრამ შენ სხვა დონე ხარ და სხვა შეგეფერება, სხვაა შენი ისტორიები, ამაშიც იგრძნობა შენი იუმორი, დაუთმე ცოტა დრო კიდევ რამეს და შემოგვთავაზე ახალი და სხვა დონე. მე შენთან ვიქნები სულ.

№6  offline მოდერი GEGI გეგი

№7 სტუმარი ზინიკო

GEGI გეგი
სტუმარი salomea
ვგიჟდები ასეთ კინკლაობებზე, შემიტყუე საწოლშიც ასეთი იყო, აუ დადე რა აქ კიდევ რა ვერ დაამთავრე. გთხოვ მეორე ნაწილიც.

შემიტყუე საწოლში ორივე ნაწილი დასრულებულია და სხვაგან დევს, აქ ატვირთვის უფლება აღარ გვაქვს.

სად შეიძლება იმ ისტორიის ნახვა? რომელ საიტზე? ეს ისტორია ძალიან სახალისოა და კარგი წასაკითხი,არ კარგავ იუმორს და ხელოვნებასთან სიახლოვეს,რაც ნამდვილად გამოგარჩევს სხვებისგან,ერთერთი საუკეთესო ხარ.. :)

№8 სტუმარი ია

ერთი ,,დალაგებული" ქალი პერსონაჟი რა გახდა დდდდდდ

№9 სტუმარი სტუმარი salomea

ხომ ხედავ მარტო მე არ ვარ, რამდენიც არ უნდა წერო, ყველა იმ ძველ ისტორიას გახსენებს. :D არ გვავიწყდება მაინც.

№10  offline მოდერი GEGI გეგი

ია
ერთი ,,დალაგებული" ქალი პერსონაჟი რა გახდა დდდდდდ

laughing laughing

სტუმარი salomea
ხომ ხედავ მარტო მე არ ვარ, რამდენიც არ უნდა წერო, ყველა იმ ძველ ისტორიას გახსენებს. :D არ გვავიწყდება მაინც.

მიხარია რომ ასეა.

ზინიკო
GEGI გეგი
სტუმარი salomea
ვგიჟდები ასეთ კინკლაობებზე, შემიტყუე საწოლშიც ასეთი იყო, აუ დადე რა აქ კიდევ რა ვერ დაამთავრე. გთხოვ მეორე ნაწილიც.

შემიტყუე საწოლში ორივე ნაწილი დასრულებულია და სხვაგან დევს, აქ ატვირთვის უფლება აღარ გვაქვს.

სად შეიძლება იმ ისტორიის ნახვა? რომელ საიტზე? ეს ისტორია ძალიან სახალისოა და კარგი წასაკითხი,არ კარგავ იუმორს და ხელოვნებასთან სიახლოვეს,რაც ნამდვილად გამოგარჩევს სხვებისგან,ერთერთი საუკეთესო ხარ.. :)

დაგუგლეთ, რეკლამაში ჩამეთვლება.

№11  offline წევრი Niniko11

კარგი იყო )))

№12 სტუმარი sann

შენ ხარ იუმორის და სექსების მამა. smile

№13 სტუმარი ზინიკო

GEGI გეგი
ია
ერთი ,,დალაგებული" ქალი პერსონაჟი რა გახდა დდდდდდ

laughing laughing

სტუმარი salomea
ხომ ხედავ მარტო მე არ ვარ, რამდენიც არ უნდა წერო, ყველა იმ ძველ ისტორიას გახსენებს. :D არ გვავიწყდება მაინც.

მიხარია რომ ასეა.

ზინიკო
GEGI გეგი
სტუმარი salomea
ვგიჟდები ასეთ კინკლაობებზე, შემიტყუე საწოლშიც ასეთი იყო, აუ დადე რა აქ კიდევ რა ვერ დაამთავრე. გთხოვ მეორე ნაწილიც.

შემიტყუე საწოლში ორივე ნაწილი დასრულებულია და სხვაგან დევს, აქ ატვირთვის უფლება აღარ გვაქვს.

სად შეიძლება იმ ისტორიის ნახვა? რომელ საიტზე? ეს ისტორია ძალიან სახალისოა და კარგი წასაკითხი,არ კარგავ იუმორს და ხელოვნებასთან სიახლოვეს,რაც ნამდვილად გამოგარჩევს სხვებისგან,ერთერთი საუკეთესო ხარ.. :)

დაგუგლეთ, რეკლამაში ჩამეთვლება.

ესე იგი წავიკითხე და სასწაულია,ძალიან საინტერესოა,ლამაზი წასაკითხი,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენს შესაძლებლობებში..იქ ვერ ვნახე კომემტარი სად დამეტოვებინა და აქ ვწერ ამიტომ.. მაინტერესებს როდის გააგრძელებ?როდის დაიდება ახალი თავები?

№14  offline აქტიური მკითხველი terooo

მაინც მოთაფლა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent