თმენის ვალდებულება - VII
მე და ძროხა ორივე ერთმანეთს ვუყურებთ, ორივეს ნაღვლიანი თვალები გვაქვს, ორივე ვფიქრობთ კეკეზე, ორივეს გვინდა მისი წარმატება, ოღონ კეკეს ქალაქში წასვლა ალბათ გულს დაწყვეტს ამ მიმზიდველ ქალბატონს, მეცინება, ძროხას იატაკზე დგომა უჭირს და თვალებდაქაჩული იყურება ყოფელ ფეხის გადაგდმაზე. ჩაიზე უარი მითხრა, მზეა, მზე იმედის, ბედნიერების, რომელიც აუცილებლად შეცვლის განწყობებს, რამხელაა კეკეს მიზნები, რამხელაა მისი ოცნებები და რამდენი ნიჭი და საოცრება იკარგება მთებში, კეკეს ჩათვლით, რა მოხდება სოფელი რომ მეტად განვითარებული იყოს, რა მოხდება რომ აქაც იყოს ის რაც საჭიროა არსებობისთვის, არ კმარა მხოლოდ ბუნება, თავს დაჩაგრულად გრძნობ ყოველთვის, აკლდები იმ სანახაობებს რაც ქალაქშია, რა მოხდება რომ ქალაქში მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ ვინც ამის ფასი იცის, ვისაც შეუძლია წინ წასვლა, ვისთვისაც მხოლოდ კომფორტი არ არის მნიშვნელოვანი, კაცმა რომ თქვას რა არის ქალაქი? შესაძლებლობა ეზიარო კულტურას, თეატრს, კინოს, ნახო გამოფენები, რამდენი აკეთებს ამას? რამდენი იყენებს ამ შესაძლებლობას? ვინ გაიხსენებს ბოლოს როდის იყო თეატრში, რამდენი გაიხსენებს ბოლოს რა გამოფენა ნახეს, რამდენჯერ ესტუმრნენ მუზეუმს, სალათის ჭამა გვგონია განვითარება მივარდნილ რესტორანში, ახლა რომ გარეთ მაგიდა გავიტანო და ხორცი შევწვა, რამდენ ფულს დავზოგავ, რამდენად განსხვავებული ხედები იშლება ჩემი ფანჯრიდან, რამდენად ჯანსაღია ამ ქალბატონის რძე, ლამაზ ვიტრინებში განთავსებულ პლასტმასის ბოთლში მოქცეული თეთრი სითხისგან, რამდენი ფიქრი და ოცნება უნდა იმალებოდეს ამ მთებში. ბედნიერი ვარ რომ კეკეს თუნდაც შესაძლებლობა მივეცი თავის ოცნებას შეხებოდა მაინც, თუ სულ არაფერი ბედნიერი ვარ ამით რომ ვიღაცისთვის რაღაც ღირებული გავაკეთე. მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის თუ შრომა საკუთარი და სხვების ბედნიერებისთვის, ახლა მე ყველაზე მეტი ვიშრომე და ამით ბედნიერი ვარ. საათები ძროხის სევდიანი თვალების ცქერაში გადის, მერე ვიღაც მირეკავს, ლუკაა ყურმილს ვიღებ და კეკეს კივილი მესმის. -კმაყოფილი ვარ მამაო- ამბობს წკრიალა ხმით და ტანში ჟრუანტელი მივლის, რამ გამახარა ასე -მოეწონათ? -დიახ მამაო, რომ გნახავთ კიდევ მოგიყვებით, წამოვედით უკვე -გილოცავ კეკე -ნუ გადამიქანებთ გულს მამაო ახლა, მარა მაინც მიხარია, ლუკას ელაპარაკეთ მამაო -ხო ლუკა -მამაო- ამბობს ლუკა და მერე ფხუკუნებს- რომ მოუახლოვდებით სოფელს მამაო, ჩამოუთრიე ძროხა. -კარგი ლუკა, აჭამე რამე მოერიდებოდა. -არ შემომყვა რესტორანში, ახლა ჭამს ფენოვან ხაჭაპურს და ამ ნამცეცებს შენ ამოწმენდ- თქვა გამრაზებულმა და ყურმილი დაკიდა. შუადღით ისევ გაისმა ზარი, ლუკა იყო, აღარ ხუმრობდა, სევდიანი ხმა ჰქონდა, ძროხა მალულად გავაპარე და მათ შესახვედრად მოვემზადე. კეკეს გავუღიმე, მანაც მაჩუქა ღიმილი და უნაკლო კბილები გამოაჩინა, ძროხას ხელი მოკიდა და მოეალერსა, მერე გადამეხვია და ჩურჩულით მითხრა -არ დაგივიწყებთ მამაო- თქვა სევდიანი ხმით, გზას გავხედე, მე და ლუკა ვუყურებდით კეკეს, ორივეს, ძროხას და ფენოვან ხაჭაპურს, თითქმის უჭმელს, გამახსენდა ლუკას ზარი, ლუკამ უთქმელად მიმახვედრა ყველაფერს, წარბებშეკრულ მიყურებდა. -ბოდიშიც ვერ ვუთხარი- მომესმა მისი ხმა, არა და ველოდებოდი ჩემზე ხუმრობების მთელ სერიას- მართლა ვწუხვარ, კარგი გოგოა, მიზანდასახული, ბევრს მიაღწევს. -ასე ფიქრობ? ლუკამ მხრები აიჩეჩა -არ წამოხვალ? -არა- გამიქნია თავი- მე არ შემიძლია და ჩემ მაგივრად მოუბოდიშე, უთხარი თუ დაფინანსება არ მიიღო, მე გადავუხდი. -მართლა, რა გააკეთა ასეთი? -აუ, მართლა გამიტყდა, მერჩივნა ეს ხაჭაპური ჩემთვის ერტყა თავში, მაგრამ ის გამახსენდა, ნატვრის ხეში, ფუფალა რომ ჭამს, დავითრგუნე. -არაუშავს- გავუღიმე -წავედი -ხო? -ხო, ისე რაღაც მხრივ გაგიგე, მაგრამ საიდან მოხვდი აქამდე ვერ მივხდი. -მერე მოგყვები. ლუკა მანქანაში ჯდება და მიდის, ღამესთან მარტო ვრჩები, ფიქრები არ მასვენებს, კეკეზე, რა ჯანდაბა მჭირს, რატომ მომიცვა ამ გოგოს ამბავმა, დილით ტაძარში წასავლელად მოვემზადე, კეკე შემხვდა, წელშიგამოყვანილი ულამაზესი თეთრი კაა ეცვა, ყავისფერი ქამრით, თმა გაეშალა და ქარის ყოველ მოძრაობაზე, უზარმაზარი შავი თმა ღელავდა, უთქმელად ვუყურებდით ერთმანეთს, მერე თქვა -საღამოს იქნება პასუხი, მესიჯი უნდა გავაგზავნო -შენთვის ვილოცებ -მადლობა მამაო -არაფრის შვილო. ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა, სახლში რომ დავბრუნდი ანაფორა გავიხადე და საღამოს სიოს შევეგებე, წელსზემოთ გავიხადე, ვჭამე, ცივი ყავასაც გეახელით, მერე იყო ფეხის ხმა, მოროდა, ვიღაც მორბოდა, კარში კეკე შემოვარდა, გადამეხვია და მაკოცა -ჩავაბარე მამაო -მართლა?- აღმოხდა და სანამ გადავეხვეოდი კეკეს ლოყები აუწითლდა -რა? -აუ რა ჯანზე ყოფილხართ მამაო -ბატონო? -ხარს რომ ჩაბეროთ რქებს გააყრევინებთ -სად უნდა ჩავბერო?- ვკითხე გაოცებულმა -პირში- მითხრა დაბნეულმა და რძისფერი ხელი ყელზე მოისვა -მოიცა შენ სხვა თვალით მიყურებ ახლა? -სხვა თვალით კი არა გონია სულ ვერ გხედავთ მამაო -კეკე ნუ სცოდავ- მიხარია და რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ, კეკე გვერძე იყურება -მომიტევეთ მამაო -გამოდის ჩააბარე -დიახ, სხვა არაფერი ვიცი -არ ავღნიშნოთ?- რას ვბოდავ -ბატონო?- სულ გაწითლდა, სულ შეეცვალა სახე და ხელზე ხელი მოვკიდე, გაყინული ჰქონდა, გული ამიჩქარდა, ხელი უკან წაიღო და თავი მიატრიალა -მამაო, წავალ -საღამოს მოდი და ავღნიშნოთ -რას ამბობთ? -კარგი რა შენ ცხოვრებაში ასეთი რამე ხშირად ხდება? -არა მამაო -გამოიპარე, გვიან მოდი -რას ამბობ მამაო? -ერთი ასაკის ვართ, ცოტა უფროსი მაგრამ ხომ ხვდები, შენ წარმატებაში მე დიდი წვლილი მაქვს, ვალი გაქვს ჩემი. -ვიფიქრებ- თქვა და წასვლა დააპირა -კეკე, თორმეტის მერე ჩემთან, ავღნიშნოთ, რა არ მენდობი? -კარგი მამაო არაფერი სჯოს ზაფხულში ცივ შხაპს, ძვირადღირებული სუნამოს სურნელს, მუქ ლუჯრ გრილ შარვალს, სუფთა ფეხსაცმელს და თეთრ პერანგს, წვერიც ისეთი სურნელოვანი ზეთით დავიმუშავე ლამის ჩემ თავთან გავგორდი საწოლში, მაგრამ არაა გამორიცხული ასე თუ გაგრძელდა მომიწევს ალბათ. ხორცი შევწვი, ღვინო გავამზადე, ჭიქებით, სუფრაზე ყველაფერი ის დავდე რაც მქონდა, მგონი მშირი დავრჩები. გული ლამის ყელში ინაცვლებს, ვეღარ ვსუნთქავ, იმდენი ვიარე წინ და უკან რომ პერანგი გამოვიცვალე, ისევ თეთრი ჩავიცვი, სუფრისთავში დავჯექი, თორმეტს წუთები აკლდა რომ კეკემ დააკაკუნა, კარისკენ წავედი, ხელები დამიბუჟდა, გავაღე თუ არა ოთახის სინათლე კეკეს თეთრ სახეს მოხვდა და გაანათა, ღიმილით, თეთრი კაბით, მისი სულით, უბრალოებით. -ანაფორა?- აღმოხდა გაკვირვებულს -რა? -როგორ გაცვიათ? -ანაფორით კი არ მძინავს კეკე- გავუღიმე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ხელზე დაკიდებული პარკი, რომლიდანაც რაღაც წვეთავდა და ხელში ლამაზ ყვავილებიან თეფშზე დალაგებული ნამცხვის ნაჭრები -შემოდი.- გავუღიმე ისე რომ ტუჩები მეტკინა -მამაო, მე მგონია სისულელე ვქენი -ხომ დავმეგობრიდთ? -დიახ მამაო -მერე რა პრობლემაა შვილო -ასე გამოწკეპილი მამაო ვის გაუგია? -ეს რა გიჭირავს? -ნამცვხავრი გამოგიცხეთ მამაო -არ გადამრიო- შევიცხადე -ხო, ყველი მოგიტანეთ ჩემი ძროხების, პატივისცემის ნიშნად- თქვა და პარსკ დახედა- ჩემი სიკვდილი, იწუნკლება ვცდილობ არ გამეცინოს მაგრამ მეცინება კეკე სახლში შემოდის და ლაყუას გარეთ ვტოვებთ, ნაღვლიანი თვალებით კეკე მაგიდას უყურებს -როგორ შეგაწუხეთ მამაო -რას ამბობ შვილო, დაჯექი- ვწევ სკამს და კეკეც მორცვად ჯდება -სანამ ხორცი გაცივდება მიირთვი -მადლობა მამაო -რა სალაპარაკოა კეკე წითელ ღვინოს ვუსხამ და გაოგნებულ შავ თვალებს მაპყრობს -მიირთვი კეკე -რაღაც რომანტიკისკენ ხო არ მივდივართ მამაო?- ეცინება და ხელებს ერთმანეთზე უსვამს -ნუ ცოდავ შვილო- ვამბობ სიცილით კეკე ჭიქას იღებს და მორცხვად წრუპასვ ღვინოს -რა გითხრეს? -ასეთ შერწყმა ეპატაჟის და ურალოების არ გვინახავსო -არა და ეპატაჟურად არ გამოიყურები -ის რომ ჩავიცვა მამაო რასაც ვხატავ სოფლის ბოზ-ად გამომიყვანენ მეცინება, კეკეს ღვინო მოეწონა, ხორცის მიირთვა მორცხვად და მერე იმდენი ილაპარაკა გამოცდაზე და ქალაქზე, რომ ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვუღიმოდი -კბილეს რითი იხეხავთ მამაო? -რა? -თეთრი კბილები გაქვთ -ხო, რავი, ასეა ბუნებით -ხო, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია- ჩაიფრუტუნა და ისევ გამეცინა -დამცინით მამაო? -რას ბრძანებთ -იმ მსახიობს გავხართ, უბრალოდ შავი წვერი გაქვთ -რა? -მე რომ სერიალს ვუყურებ მამაო -რა საოცარია -ხო, კაი ბიჭია დაილოცოს ღვინის მადლი, გავიფიქრე და კიდევ დავუსხი -ჩემ გამოფურტუნებას ტყუილად ცდილობთ მამაო -რატომ? -ისედაც გამოფრუტუნებული ვარ, კიდე ღვინო მინდა?- კისკისებს სასაცილოდ და სვამს, ახლა სულ რომ ვერ წავიდე იქ, მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემ თავს დავაჯერე რომ შემიძლია, რომ გამომივიდა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, ალბათ კიდევ დედას რომ ვნახავ მერე ვიქნები ბედნიერი ასე, მერე აღარ. -რატომ ფიქრობ ასე? -რავი- თქვა და თვალები ააფახურა, შავი თვალები ცრემლებით აევსო- დედა რო იყოს ჩემთან ახლა, კი გამიშვებდა ქალაქში, მამას მიხედავდა, კი არი მამაჩემი სულელი მაგრამ მარტო როგორ დავტოვო? -მიხედავს თავს მატოც, დიდი კაცია. -პატარაა მამაო, ბავშვივით ფერება უნდა -ყველა ეგრეა -შენც მამაო? -ვინ მეფერება თუ არა კი- ჩავილაპარაკე სევდიანად -დედა მენატრება მამაო- ამოისლუკუნა და ატირდა- არც ბოლო ზარზე იყო, ნათიას ჩამოაკითხა დედამისმა დედაჩემსაც იცნობს, მერე რომ დავინახე ის ქალი, მეთქი დედაც ჩამოყვათქო მარა არ მოვიდა, წამოვედი- თქვა და თავი დახარა, უფრო ატირდა და წვრილი მხრები აუთამაშდა- ვეღარ გავჩერდი, პირველად შემშურდა სხვისი სიხარული, ვერ გავიზიარე მამაო, არ მომინანიებია ეს მამაო, დედიკო კი არი გადახვეწილი გზავნის ფულს, მეუბნება ქალაქში ბინას გიყიდიო, გამოუგზავნა რაღაც თანხა მამას, მაგრამ ძროხები იყიდა მამაო. -ეგეც კარგია. -ხანდახან თითები მტკივა ხოლმე ამდენი ძროხის მოწველა ხო არის საქმე, დღეს ხატვაც გამიჭირდა, მოვინდომე. მაგრამ მამა იძახის ისევ შენთვისო, არ მინდა ეს ძროხები კი მიყვარს მაგრამ არ მიდნა ამდენი. -მესმის -გადაგრიე მამაო? -არა სასიამოვნო მოსაუბრე ხართ -ნამცვარი გასინჯეთ? -უი- ვამბობ და ერთ ნაჭერს ვიღებ და პირში ვუძახებ, გემოების დღესასწაული ესაა და არა ტირამისუ ან ჩიზქეიქი. კარაქის გემო, ვანილი, რძე, კაკაო -რა საოცარი ხელი გქონიათ კეკე -რავი- დაიმორცხვა- წავალ მამაო, გვიანია უკვე რას იფიქრებენ. -გილოცავ კეკე და აუცილებლად წახვალ ქალაქში -ასე ფიქრობთ? -დიახ, ვიცი კეკე ფეხზე დგება -გაგაცილებთ -არა მამაო, ლაყუას გავყვები -რას ამბობ?- ვუღებ კარს ლაყუა მიყურებს -ამაზე დიდი გული თუ გაქვთ წამოდით, მაგრამ რამდენი წელია არაფერს შევუჭამივარ და რაღა ახლა გადაირევიან ჩემზე? კეკეს ვაცილებ, სიბნელეში მივდივართ, მე თეთრი პერანგით, კეკე თეთრი კაბით, ლაყუა თეთრი ბეწვით და გზაც თითქოს არც ისე ბნელია -კარგი კეკე- ვჩურჩულებ -დროებით მამაო, მადლობა. კარგი იყო -მადლობა ყველისთვის და ნამცვრისთვის -თქვენ სიკეთეს თუ ეგ გადამახდევინებს ძროხებს სახლში მოგიყვანთ. -ნუ შეწუხდები- ვუღიმი და ვშორდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.