შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში.(სრულად)


11-10-2019, 15:14
ავტორი BvBArMy
ნანახია 7 558

უფროსის კაბინეტში ფეხი-ფეხზე გადადებული ვზივარ და კმაყოფილი ვუსმენ მის შექებას.
-ყოჩაღ ევა, როგორც ყოველთვის ისევ გამაოცე. შესანიშნავად გაართვი საქმეს თავი. -გამიღიმა და განიერ ჭიქაში ვისკი ჩაასხა. -დროა უფროს შეხვდე.-ის ნანატრი სიტყვები მოვისმინე, რომლის გაგებასაც 1 წელი ველოდებოდი. თავი ისე მოვაჩვენე თითქოს არ ვიცოდი არაფერი და გაკვირვებულმა შევხედე.
-უფროსი? მე თქვენ მეგონეთ უფროსი.-მოჩვენებითი გაკვირვებით ავწკიპე თვალები.
-ჩემო ევა, მე ვახოსთან შედარებით დამლაგებლის პოზიცია მაქვს.-მწარედ ჩაიცინა და თმაზე გადაისვა ხელი. -ახლა მანქანა მოვა და წაგიყვანს. ბუჩუკურს შენი სიძლიერის ჯაშუში სჭირდება.

განიერი ჭიშკრის წინ ვდგავარ და საშინლად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის. პირველი ნაბიჯი გადადგმული მაქვს შურისძიებამდე და უკან დახევას აღარ ვაპირებ. დაცვის წევრს კაბინეტისკენ მივყავარ. გზად სახლს ვათვალიერებ. საკმაოდ მდიდრულად არის მოწყობილი. არც მიკვირს, ტიპი ფულში ბანაობს. კაცმა კაბინეტის კარი გამიღო, შიგნით შემატარა და კარი მიხურა. სავარძელზე მომღიმარი ვახო ბუჩუკური ზის, რომელმაც დედაჩემის ორგანოები გაყიდა და მამაჩემი ისე გააქრო ვერავინ ვერაფერი გაიგო. ხარბად მათვალიერებს, ალბათ უკვე ასჯერ გამაშიშვლა თვალებით. მინდა მივვარდე და მივახრჩო. პასუხი ვაგებინო ყველაფერზე. ხელებს მაგრად ვმუშტავ და ყალბად ვიღიმი. მის წინ სკამზე ვჯდები და ფეხს ფეხზე ვიდებ, კაბა უფრო მაღლა იწევა და ბუჩუკურიც ვეღარ აკონტროლებს ემოციას. ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
-ევა, ევა...-ღიმილით ამბობს ჩემს სახელს. ხმის ტემბრიც კი საზიზღარი აქვს. -ბევრი მსმენია თქვენზე.
-სამწუხაროდ, მე არ გიცნობთ.-მოჩვენებითი დანანებით ვთქვი და ენა გადავისვი ტუჩებზე უფრო რომ გამომეწვია.
-ვახო ბუჩუკური.-ვნება მორეულმა მითხრა.
-კარგით, ბატონო ვახო. რა საქმე გაქვთ?-პირდაპირ საქმეზე გადავედი. აქ გაჩერება და იმ ამაზრზენი არსების ყურება აღარ შემეძლო წინ რომ იჯდა. რამდენიმე წამით დამაკვირდა. მერე მაგიდიდან საქაღალდე აიღო და გამომიწოდა. -ამ სი*ს უნდა უთვალთვალო. სად მიდის, ვის ხვდება, რას ჭამს, რა აცვია, რამდენჯერ შედის ტუალეტში ყველაფერი უნდა ვიცოდე გასაგებია?-ცოტა სიმკაცრე გაურია ხმაში და წარბები მაღლა აზიდა.
-რა თქმა უნდა. ეს ხომ ჩემი საქმეა.-მხრები ავიჩეჩე და საქაღალდე ავიღე.
-რამე არ შეგეშალოს იცოდე -ცერა თითი დამიქნია და ჩემკენ გადმოიხარა.-თორემ დამიჯერე შედეგი არ მოგეწონება. -საზიზღრულად გამიღიმა.
-მისმინეთ, ბატონო ვახო-ირონია არ დავაკელი ხმას.-თქვენი მუქარის არ მეშინია და ცოტა არ იყოს სასაცილოა. ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ. მე საქმეს ვაკეთებ, თქვენ ფულს იხდით. არასდროს არაფერი შემშლია და დამიჯერეთ, არც თქვენი საქმე იქნება გამონაკლისი.-ირონია არ დავაკელი ხმას და გავუღიმე.-ახლა კი, თუ აღარაფერი გაქვთ სათქმელი წავალ.

_____________________________________


უკვე 2 საათია იმ სახლის წინ ვდგავარ, რომლის მისამართიც საქაღალდეში ეწერა. ხელში მამაკაცის სურათი მიჭირავს და ვცდილობ კარგად დავაკვირდე.დათა ქალდანი.სასტიკი და მკაცრი გამოხედვა აქვს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სიმპატიური და მიმზიდველია. არ ვიცოდი ვახოს რაში სჭირდებოდა მისი თვალთვალი, მაგრამ აუცილებლად გავიგებდი. თუ ქალდანი რაიმე ინფორმაციას ფლობდა ბუჩუკურის წინააღმდეგ, უნდა მცოდნოდა.სურათი გვერდით გადავდე და საჭეზე ხელები მოუთმენლად ავათამაშე. მისი ბინის წინ, ლიფტთან, სათვალთვალო კამერის დაყენება მომიწევს, რადგან სულაც არ მინდა 24 საათი კორპუსის დარაჯივით ვუყარაულო ვინ შედის და გამოდის მის სახლში. და აი ისიც. კორპუსიდან გამოვიდა. საკმაოდ მაღალი იყო. თხელი, თეთრი, ნაჭრის პერანგი ეცვა სიცივეში და ოდნავ აკეცილი ჰქონდა მკლავებზე. მანქანაში ჩაჯდა და ფრთხილად გავიდა ეზოდან. ირონიულად ჩამეცინა და უკან გავყევი. მთავარ გზაზე გავიდა თუ არა სიჩქარეს საგრძნობლად უმატა და გიჟივით მიაქროლებდა მანქანას. ჯანდაბა! მის მსგავსად, რომ მეტარებინა მანქანა აუცილებლად შემამჩნევდა და დაეჭვდებოდა. გაზის პედალს მივადგი ფეხი, მაგრამ ისე რომ ზედმეტად თვალშისაცემი არ ვყოფილიყავი მისთვის. ასე მივდიოდით დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ თავის კომპანიასთან გააჩერდა და სწრაფად გადავიდა. უკან ვერ გავყვებოდი. დაცვა საშვის გარეშე არავის უშვებდა, მე კი ეს უკანასკნელი არ მქონდა. დილით ჩემივე მომზადებული სალათი ავიღე,რომელიც კონტეინერში შევინახე და ჭამა დავიწყე. ბებიაჩემმა დამირეკა.
-გისმენ თამარა, როგორ ხარ?-ძალიან მიყვარდა ბებიაჩემი. მისი და ბაბუაჩემის გარდა აღარავინ დამრჩა. ბათუმში ცხოვრობდნენ და ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვახერხებდი მათ მონახულებას.
-ბებია, მე კარგად ვარ, რა მიშავს, შენ როგორ ხარ?რას ჭამ ან სვამ მანდ, ბებო მოგიკვდეს. -დაიწყო ქოთქოთი თამარამ. ღიმილით ავატრიალე თვალები.
- ოოო, თენგო როგორ არის? -თემა შევცვალე მე.
-კარგად არის, ზის ნოდარასთან და თამაშობს დომინოს. -უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა. გამეცინა, როცა წარმოვიდგინე, როგორ დამანჭა სახე და ხელი ჩაიქნია.-ბებია, რატო გირეკავ ახლა...-შეპარვით და მორიდებით დაიწყო ლაპარაკი. -ნაილის გოგოს პატარა საქმე აქვს დედაქალაქში და ამათ მანდ არავინ ყავთ იმასთან, რომ მივიდეს ერთი კვირა და დარჩეს. მე ვუთხარი ჩემს შვილიშვილს ვეტყვი და დაიტოვებს მეთქი.-გაჩუმდა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-რაა? ვინ არის ნაილი ან რატომ უნდა დავიტოვო მისი შვილი მე? -საშინლად გავბრაზდი. იმდენად ვიყავი მარტოობას მიჩვეული ვერც წარმოვიდგენდი, თუნდაც 1 დღე ვინმესთან ერთად ცხივრებას. სამსახურიდან დაღლილი მისული ჩემს სახლში მარტო მყოფს სრული იდილია მქონდა და არ მინდოდა ჩვენ შორის, ვიღაც მესამე პირი ჩამდგარიყო.
-ცოდოა ბებია, რა მოხდა 1 კვირა დაიტოვებ და მორჩა. მაინც სულ სამსახურში ხარ და რა აზრი აქვს შენთვის? -თავის პოზიციაზე მყარად იდგა თამარა.
-შანსი არ არის!-უფრო მეტად გავბრაზდი.
-ევა!-მკაცრი გაუხდა ხმა ბებიაჩემს.-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. 1 კვირა არაფერს გიწყვიტავს.ჩამოვა 5 დღეში მანდ.
-ჯანადაბა.-სასოწარკვეთილმა წამოვიყვირე.-მისამართი მიეცი და რომ ჩამოვა დამირეკოს, სახლში რომ დავხვდე.-გაბრაზებულმა ტელეფონი გავუთიშე და აღარ დაველოდე რას მეტყოდა. ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა იციან, რომ ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ვარ. სიმართლე, რომ ცოდნოდათ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა, თანაც ჩვენი სამსახური გასაიდუმლოებულია და არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი გაამხილოს.ხასიათი საშინლად გამიფუჭდა იმის მერე, რაც გავიგე, რომ ნინელის შვილი ჩემთან იცხოვრებდა. ჩემი დაკვირვების ობიექტიც არ ჩანდა. სავარძელზე ჯდომით დავიღალე. მანქანიდან გადმოვედი და იქვე ახლო-მახლოს სიარული დავიწყე.მერე კედელს მივეყრდენი და გარემო მოვათვალიერე. ჩემთან ქალდანის მეგობარი მოვიდა. მასზე ინფორმაცია ვახოს მოცემულ საქაღალდეში წავიკითხე. წარბაწეულმა გავხედე. სახე კარგად არ მიჩანდა, რადგან კაპიშონით მქონდა ნახევარი დაფარული.
-დავიწყო ანგელოზო ღმერთის ნომერი ხო არ იცი მეთქი, თუ ეგრევე მეტყვი შენს სახელს? -მითხრა და ქვემოდან ამომხედა ჩემი სახე, რომ კარგად დაენახა, მაგრამ თავი გავატრიალე.
-ქეთა.-შეცვლილი ხმით ვუთხარი.
-სასიამოვნოა ქეთა. მე გიგა ვარ.-მის უკან დავინახე დათა, როგორ გამოდიოდა ოფისიდან და მეც სწრაფად დავაპირე გაცლა.
-ჩემი წასვლის დროა, აბა კარგად.-არაფრის თქმა დავაცადე და ეგრევე ჩემი მანქანისკენ წავედი, მაგრამ მანამ არ ჩავჯექი სანამ გიგა არ მოშორდა ადგილს. ქალდანის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მეც არ დავაყოვნე და უკან გავყევი. უკვე 8 საათი იყო. კლუბში შევიდნენ მეც შევყევი. წვენი შევუკვეთე და ბართან დავჯექი კარგად, რომ დამენახა დათა. გოგოები ერთმანეთს ახტებოდნენ ოღონდ მის გვერდით დამჯდარიყვნენ. ისიც ცინიკურად უღიმოდა და გულს არავის წყვეტდა. ღამის 12 საათამდე იყო კლუბში. მერე ერთ ქერასთან ერთად გაუდგა სახლის გზას. ისინი ბინაში შევიდნენ. მე დრო ვიხელთე და სადარბაზოში კამერა დავაყენე ძალიან მცირე ზომის. სახლში ისეთი დაღლილი მივედი არაფრის თავი მქონდა და ტანსაცმლოთ დავიძინე.


_____________________________________

3 დღე ისე გავიდა ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკეთებდა დათა. ჯერ სამსახურში მიდიოდა, იქიდან ბარში და ყოველ დღე ახალ ახალ ქალებთან ამთავრებდა დღეს.
საშინლად უინტერესოდ მეჩვენებოდა ეს საქმე და ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა ბატონ ვახოს ქალდანის თვალთვალი. ახლაც მის კაბინეტში ვიჯექი და მობეზრებული შევყურებდი.
-რა ხდება აბა?-ინტერესოთ მკითხა.
-არაფერი. ყოველ დღე ერთი და იმავეს აკეთებს. მიდის სამსახურში, იქიდან კლუბში, კლუბიდან კი ყოველ დღე ახალ-ახალ ქალებთან ერთად სახლში. სახელები და გვარები აქ ჩამოვწერე.-პატარა ფურცელი გავუწოდე მე. დახედა და ეტყობა ნაცნობი ვერავინ ნახე.
-ეგ დედამოტ*ნული. რა აქვს ჩაფიქრებული?-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.-გააგრძელე თვალთვალი და წამით არ მოაშორო მზერა. -ბრძანება გასცა ბუჩუკურმა. -ჩემს ნდობას თუ მოიპოვებ კიდევ უფრო მეტი და მაყუთიანი საქმე მექნება შენთვის. ახლა თავისუფალი ხარ.-თვალი ჩამიკრა და წამომდგარი ვნებიანად ამათვალიერა. უთქმელად დავტოვე სახლი და ქალდანის სამსახურში წავედი. ნახევარ საათში გამოვიდა. იმაზე ბევრად ადრე დაამთავრა მუშაობა ვიდრე ჩვეულებრივ. გამიკვირდა და უკან მივყევი. ქალაქგარეთ გავიდა და მანქანა ტყისკენ გადაუხვია. ცოტა წინ წასვლა დავაცადე და უკან გავყევი. დიდ სახლთან გაჩერდა , რომელსაც დაბალი ღობე ჰქონდა. მანქანიდან გადმოვიდა და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა. მე სახლს უკნიდან მოვუარე, სიტუაცია დავზვერე და ღობეზე გადავძვერი. ფრთხილი ნაბიჯებით მივიწევდი წინ, რომ ხმაური არ გამომეწვია. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამაკრა რაღაცამ მთელი ძალით კედელზე. ზურგზე საშინელი წვა ვიგრძენი.
-გაები.
-ვინ ხარ და რატომ მითვალთვალებ?-განრისხებულმა მკითხა მას შემდეგ, რაც სახლში ძალით შემათრია და სკამზე დამსვა. -ვინ გამოგგზავნა? -მისი თვალები იმდენად ავის მომასწავლებლად ანათებდნენ ცოტა შევშფოთდი. სიტუაციიდან როგორღაც უნდა გამოვმძვრალიყავი, რა თქმა უნდა სიმართლეს არ ვეტყოდი.
-ქეთა ვარ და არავის არ გამოვუგზავნივარ.-მოჩვენებითი დაბნეულობით ვუთხარი.
-აბა რატომ მითვალთვალებ?-ჩემს წინ დივანზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-მომწონხარ.-მხრები ავიჩეჩე და საწყლად ვუთხარი. მობეზრებულად დამაკვირდა სახეზე.სიგარეტის ღერი თითებიდან ტუჩებს შორის გადაიტანა და ისე უცბათ მწვდა ყელში დავიბენი. მთელი ძალით წამიჭირა ხელები. სუნთქვა აღარ შემეძლო.
წამით ვიფიქრე, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა და თავ-ყბა გამეერთიანებინა მისთვის, მაგრამ ასე მისი ეჭვი, რომ ვიღაცამ გამომგზავნა გამართლდებოდა, ამიტომ ისევ თამაში განვაგრძე და ისე უცბათ ავტირდი ჩემი თავის მეც გამიკვირდა. ხელი ოდნავ შემიშვა, მაგრამ არ მოუშორებია.
-მტკივა.-ძლივს ამოვილუღლუღე.
-მეტჯერ აღარ გაგიმეორებ. რატომ მითვალთვალებ მეთქი?-დამიბრიალა თვალები.
-მართლა მომწონხარ, ასეთი დაუჯერებელია?-სლუკუნით ვუთხარი და ცრემლიანი თვალებით დავაკვირდი.
-და ოთხი დღეა მაგიტო დამდევ, რომ მოგწონვარ?-ალმაცერად გამომხედა. ხელი შემიშვა და თავის ადგილს ირონიული ღიმილით დაუბრუნდა.
-უკვე აღარ მომწონხარ.რომ მცოდნოდა ასეთი სადისტი იყავი აღარ დავკარგავდი ჩემი ცხოვრების ოთხ დღეს უაზროდ. -ბუზღუნით ამოვილაპარაკე და ხელი ყელზე მოვისვი.
-ეს დედამოტ*ნული ენა ამოგაგლიჯო და ზედ წავიკითხო რეალურად რატომ დამყვები?ბევრ ქალს მოვწონვარ, მაგრამ უკან არ დამდევენ 24 საათი. -ცინიკურად მითხრა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-საპირფარეშოში მინდა. -საწყალი სახე მივიღე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. თავი გვერდით გადახარა და ისე გამომხედა. -გპირდები გამოვალ თუ არა ყველაფერს მოგიყვები. -გაჭირვებულის სახე მივიღე და ვეცადე მეტად დამაჯერებელი ვყოფილიყავი. ღრმად ამოიოხრა და წამოდგა.
-წამოდი. -ხელით უხეშად მიბიძგა წინ და საპირფარეშოს კართან გაჩერდა. -2წუთი გაქვს.-მკაცრად დამიქნია თითი და მისაღებში გავიდა. სწრაფად შევედი ოთახში და ფანჯრის ძებნა დავიწყე. ვიპოვე, ძალიან პატარა იყო. არ ვიყავი დარწმუნებული გავეტეოდი თუ არა, მაგრამ უნდა მეცადა. მარჯვენა ფეხი უნიტაზზე დავდგი, მარცხენა წყლის მილზე, ფანჯრის რაფას დავეყრდენი და სხეული ავზიდე. ფანჯარაში ნახევარი სხეული გავაძვრინე, მაგრამ საჯდომი გამეჭედა. ცზოვრებაში პირველად ვინანე კარგი სხეულის ფორმები. ძალა მოვიკრიბე და მთელი ძალით გავქაჩე გარეთ სხეული. გამომივიდა და წამში ეზოში აღმოვჩნდი. გარემო მოვათვალიერე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი. სწრაფად ჩავრთე ძრავი და ადგილს გავეცალე.


სახლში უამრავი პროდუქტით ხელში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ანა დიდად გულზე არ მეხატებოდა ის ჩემი სტუმარი იყო და ვალდებული ვიყავი კარგად გავმასპინძლებოდი. ბებიაჩემი ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ ყოველთვის ღირსეული მასპინძელი უნდა ვყოფილიყავი. მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტუაციას. სამზარეულოში შევედი და ანაც იქ დამხვდა. გაზქურასთან ტრიალებდა და გემრიელ სუნებს ატრიალებდა. ხასიათზე ვერ იყო აშკარად. პროდუქტები ხმაურით დავდე მაგიდაზე და მანაც გამომხედა.
-უი, მოხვედი? გადავწყვიტე რაიმე მომემზადებინა, იმედია არ გაბრაზდები.-სევდანარევი ღიმილით მითხრა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ჩემს სტუმარს უკვე გაეშალა მაგიდა. უსიტყვოდ დავჯექი და სალათი გადავიღე. უგემრიელესი იყო. ანა უბრალოდ იჯდა და საჭმელს ჩანგლით ჩიჩქნიდა.
-ძალიან გემრიელია.-გავუღიმე. სწრაფად ასწია თავი და გამიღიმა.
-მიხარია რომ მოგეწონა.-აშკარად ცუდად გრძნობდა თავს.
-კარგად ხარ?შეგიძლია დამელაპარაკო.-საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ შევთავაზე საუბარი ადამიანს, რომელიც არ მომწონდა და ერთი სული მქონდა ჩემი სახლიდან როდის წავიდოდა, მაგრამ იმდენად შემაწუხა მისმა სევდამ ვიფიქრე, რომ მოსმენა სჭირდებოდა. მეც მქონია დღეები, როცა მჭირდებოდა საუბარი, მაგრამ არავინ მყავდა გვერდით. ამიტომაც ვიცოდი რას გრძნობდა გოგონა.
-არ მინდა ჩემი პრობლემები თავზე მოგახვიო.-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-გისმენ.-მტკიცედ ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი. ხელები სახეზე აიფარა და მთელი გულით ატირდა. დავიბენი და ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. მერე მივუახლოვდი, მის წინ ჩავიმუხლე და მოვეხვიე. ალბათ ეს იყო იმ მომენტში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩავხუტებოდი და ეგრძნო, რომ მარტო არ იყო. ხელები ძლიერად შემომხვია მანაც. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ტიროდა.
-ბოდიში, ემოცია ვერ გავაკონტროლე.-მითხრა და ცრემლი შეიმშრალა.
-არაუშავს. მითხარი, რა მოხდა?-ჩემს ადგილზე დავჯექი და ინტერესით დავაკვირდი.
-აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სამსახური ვიშოვო და ახალი ცხოვრება დავიწყო. ბათუმში საქმრო მყავდა, ბოლოს ჩემს საუკეთესო მეგობართან მიღალატა, რომელმაც სამსახური და ყველაფერი ძვირფასი წამართვა, რაც კი მებადა. დღეს კი გავიგე, რომ დაქორწინებულან. შურისძიება მომინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მე დავზარალდები. სულიერად დავეცემი. შურისძიების დროს პრობლემა კი არ აღმოიფხვრება, პირიქით უფრო დიდ მაშტაბებს იღებს.-ნაღვლიანად ამოილაპარაკა და თავი ჩახარა.
-კი, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებ.-საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ვუთხარი.
-ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს. ჩვენ თუ ადამიანს იგივეს გავუკეთებთ, რაც მან გააკეთა, მაშინ ჩვენც მასსავით სასტიკები ვიქნებით. -მისმა სიტყვება დამაფიქრა. მე შურისძიება მინდოდა. ამ ყველაფერშიც სწორედ ამის გამო გავერიე, მაგრამ იმდენად ღრმად მქონდა უკვე შეტოპილი აღარ შემეძლო ჩემს სურვილზე უარი მეთქვა.
-დამშვიდდი. ადამიანები, რომლებმაც გიღალატეს არ იმსახურებენ შენს ცრემლებს. შენ ძლიერი უნდა იყო და ყველას დაანახო, რომ გზის გაგრძელება მარტოც შეგიძლია. რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი აქ.-უცბათ შემეცვალა წარმოდგენები ანაზე. აქამდეც უმიზეზოდ არ მომწონდა. მომინდა დავხმარებოდი და თავი მარტოდ არ ეგრძნო, რადგან ვიცოდი რას ნიშნავს, როცა არავინ გყავს გვერდით, ვინც დაგეხმარება.

_____________________________________
-შენ შ*გ ჰო არ გაქვს? რა ჯაშუშებს მიგზავნი აქ? -გაბრაზებულმა დასცხო მუშტი დათამ მაგიდას და გაავებული ჩააჩერდა მამაკაცს თვალებში.
-სიტყვები აკონტროლე ბიჭო!-ტონი გაიმკაცრა მამაკაცმა.
-რა ხდება ამიხსნი? ტიპი საპირფარეშოს ფანჯრიდან დაითესა, როგორ გაეტია, ვერც წარმოვიდგენდი მაგდენს თუ შეძლებდა. -ბრაზმორეული დაეხეთქა სავარძელზე და ღრმად ამოიხვნეშა.
-კობას შვილია._ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და რეაქციას დაელოდა.
-მეტრეველის?-გაოცება ვერ დამალა ქალდანმა.
-კი. -ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელები ვახომ.
-გგონია რამე იცის?-დათასაც დაეტყო ნერვიულობა. წამოდგა და სიარული დაიწყო.
-არამგონია, მაგრამ მაინც მინდა ახლოს მყავდეს, რომ კარგად ვაკონტროლო.
-და გადაწყვიტე მე მითვალთვალოს? როდის უნდა გეთქვა ჩემთვის?-ისევ გაბრაზდა დათა.
-კი, შენც ყურადღებას მიაქცევ და თვალთახედვის არეში გვეყოლება. მაინტერესებდა, როდის მიხვდებოდი.-ბოლო სიტყვები სიცილით ამოილაპარაკა ბუჩუკურმა.-სათვალთვალო კამერა, როგორ იპოვე?-სიცილს აგრძელებდა მამაკაცი.
-რა კამერა? მეღადავები? კამერა დააყენა სადმე?-თვალებგაფართოებულმა იკითხა კაცმა.
-კი, ლიფტთან და სულ ზეპირად იცოდა ვინ შედიოდა და გადიოდა შენს სახლში. -სიცილს აგრძელებდა ბუჩუკური.
-უხ, ეგ რა დედამოტ*ნული გოგო ყოფილა.-გაეცინა ქალდანსაც.
-შენი ძმისგან რა ისმის?-ისევ დასერიოზულდა ვახო.
-არაფერი, ამერიკაში ისევ. საეჭვოდ ჩუმად არის და არ მომწონს რაღაც.-ეჭვით ამოილაპარაკა და ვისკი მოსვა.

_____________________________________


საშინლად ვბრაზობდი
საკუთარ თავზე, რადგან ბატონმა ქალდანმა გამომიჭირა. პირველად მოხდა, როცა შემამჩნიეს და თავს იმდენად დამცირებულად ვგრძნობდი ვერც აღვწერ. საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვი პირველად შემეპარა და გაბრაზებული ვიყავი. პირველი, რაც გავაკეთე მანქანა გავყიდე და ახალი ვიყიდე, რადგან დათამ უკვე იცოდა ძველი. ახლაც ჩემს კუთვნილ ადგილზე ვიდექი ქალდანების კომპანიის წინ და ველოდებოდი, როდის გამობრძანდებოდა ვაჟბატონი. რაღაც არ მომწონდა სიტუაცია. საქმის ვითარებაში მჭირდებოდა გარკვევა, მაგრამ ჯერ არც ისე ახლოს ვიყავი ვახოსთან, რომ ინფორმაციასთან წვდომა მქონოდა. არც ეს დათა მომწონდა. საეჭვოს არაფერს აკეთებდა და ვერ ვხვდებოდი რაში ჭირდებოდა ბუჩუკურს მისი თვალთვალი. რაღაც სერიოზული ხდებოდა და აუცილებლად გავარკვევდი. იმ დღემაც ისე უაზროდ ჩაიარა, როგორც ყოველთვის. ჩვეული მარშრუტი შეასრულა ქალდანმა და სახლში წავიდა. მე დრო ვიხელთე და მის მანქანას ჯიპიესი მივამაგრე ქვემოთ. ასე უფრო გამიადვილდებოდა მუშაობა. სახლში 10 საათზე დავბრუნდი. ანა ტელევიზორთან იჯდა და ფილმს უყურებდა. რომ დამინახა წამოდგა და გამიღიმა.
-გშია?-მკითხა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-აუ, არა. არ მინდა არაფერი, მადლობა. -ჩემი ოთახისკენ წავედი.-გამოვიცვლი და გამოვალ. -მივაძახე სანამ ოთახში შევიდოდი. აბაზანა მივიღე, გამოვიცვალე და მისაღებში გავედი.
-რას უყურებ?-გვერდით მივუჯექი ანას და ფეხები დივანზე ავკეცე. ტელეფონში ქალდანის ადგილმდებარეობა გადავამოწმე და ტელევიზორს შევხედე.
-რა ვიცი, რაღაც ბოევიკია უაზრობა. -მობეზრებულმა ამოილაპარაკა და ხელი ჩაიქნია.
-გასაგებია.-უინტერესოდ ვუთხარი და ტელეფონში ძრომიალი გავაგრძელე.
-წამო გავისეირნოთ, არ გინდა?-ტაში შემოკრა ანამ და გამომხედა. ტელეფონიდან თავი ამოვყავი და ცალწარბ აწეულმა გავხედე. მერე ვიფიქრე, რომ კარგი აზრი იყო. ისედაც ვერ ვიძინებ და ცოტა დროს გავიყვანდი.
-კარგი, წავიდეთ. -სახლის კარი დავკეტეთ და ფეხით გავუყევით ქუჩას.
-სამსახურზე რას შვრები?-საუბარი მე წამოვიწყე.
-ხვალ მაქვს ერთ კომპანიაში გასაუბრება და ვნახოთ რა იქნება. -ღიმილით მითხრა. მეც გამეღიმა და გზას გავხედე. -თამარა დეიდა სულ ამბობდა, რომ ულამაზესი შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ იმაზე ბევრად ლამაზი ხარ ვიდრე წარმოვიდგენდი. შეყვარებული არ გყავს?-ცოტა მორიდებით მკითხა, ალბათ შეეშინდა ჩემი რეაქციის.
-არა, ძალიან შორს ვარ მსგავსი თემისგან. -გამეცინა.
-მეც ეგრე ვფიქრობდი.-მასაც გაეცინა, მაგრამ შემდეგ სახე დაუსევდიანდა.-მაგრამ მერე გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც წარმოდგენა შემიცვალა ამ საკითხე. დამიჯერე შენთანაც გამოჩნდება ვინმე, ვინც თავგზას აგირევს და თავს შეგაყვარებს. -ღიმილით დაასრულა თავისი სათქმელი და ჰორიზონტს გახედა.
-ალბათ.-ძალიან სევდიანი იყო და გადავწყვიტე როგორმე ხასიათზე მომეყვანა. -გინდა ხვალ საყიდლებზე წავიდეთ?მე ვერ ვიტან მაღაზიებში სიარულს, მაგრამ გარდერობი აშკარად უნდა განვაახლო. -პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა სახე.
-კი,კი წავიდეთ. ვგიჟდები მაღაზიებში სიარულზე.-
იმ საღამოს უამრავ რამეზე ვისაუბრეთ და ძალიან გვიან დავბრუნდით სახლში. ანა ნელ-ნელა ძალიან მომწონდა. მხიარული და ლაღი იყო მიუხედავად თავისი ტკივილისა. ვინ იცის იქნებ მალე საუკეთესო მეგობრებიც კი გავმხდარიყავით...


2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დათა ქალდანმა გამომიჭირა. იმის მერე იმდენად ფრთხილი გავხდი, რომ უკან თითქმის აღარასდროს დავყვები. ჯიპიესით ვიგებ, სადაც არის და შემდეგ იმ ადგილას მივდივარ. საეჭვო არაფერი ხდება და მე ეს უფრო დიდ ეჭვს მიჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ჩახლართული ამბები ხდება. მე და ანა ძალიან დავახლოვდით. კარგი შეგრძნებაა დიდი ხნის შემდეგ მეგობრის შეძენა, მაგრამ ჯერ, არც ისე ახლოს ვართ, რომ ჩემი საიდუმლო გავუმხილო. ბედის ირონიაა,რადგან ანამ მუშაობა ქალდანების კომპანიაში დაიწყო. მეც უფრო მეტი შანსი მაქვს დათაზე დაკვირვების. შესვენების დროს ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ ბატონმა ქალდანმა არ შემამჩნიოს. ახლაც ანას ოთახისკენ მივდიოდი და ვცდილობდი ზედმეტად არ შევემჩნიე ვინმეს მთელი ძალით, რომ შევასკდი ძლიერ სხეულს, მაგრამ თავი შევიკავე და ძირს დავარდნას გადავურჩი.
-თვალები მიხატული გაქვს?-საშინლად ბოხი და განრისხებული ხმა მომესმა და გონს მოვედი. ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე წარბ აწეულმა. ვიღაცას მაგონებდა და ვერ ვხვდებოდი ვის. გიშრისფერ თვალებს ბოროტულად მანათებდა. თეთრ პერანგზე კი ყავის ლაქები ეტყობოდა, რომელიც შეჯახების შემდეგ გადაესხა.
-შენ?-ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და დავაჩერდი. რაღაც ჰქონდა მის მზერას ამოუხსნელი და საშიში.
-უკაცრავად?-ცინიკურად ჩაიცინა და ზემოდან დამაჩერდა.-წინ უნდა იყურო და საკბილოების თვალიერებას მოეშვა.
-ბატონო უტა-თავჩახრილი გოგონა მოგვიახლოვდა. შეშინებული ვერ ბედავდა მამაკაცისთვის თვალებში ჩახედვას.-სათათბიროში გელოდებიან.-ისე ჩუმად ამოილაპარაკა ძლივს მოვახერხე გაგება.
-თვალები გაახილე.-თითი დამიქნია და გაუჩინარდა. აზრზე ვერ მოვდიოდი. ჯერ ისევ მის შავ თვალებზე ვფიქრობდი, რომელიც ბოროტებით იყო სავსე.ანას შეხებამ მომიყვანა გონს.
-რა გჭირს გაგაქვავა ბატონმა უტამ?-სიცილით მითხრა ანამ და შენობიდან გამიყვანა.
-ვინ იყო?-ინტერესით შევხედე და მოპირდაპირედ მდებარე კაფისკენ წავედი.
-უტა ქალდანი. ჩვენი უფროსია. ტიპი ლუციფერია გეფიცები. თანამშრომლები რომ ხედავენ სუნთქვას იკავებენ, რომ არ შეწუხდეს.-სიცილით მითხრა ანამ და ცივი ყავა შეუკვეთა.
-ორივე ძმა ერთმანეთს გავს.-მხრების ჩეჩვით ამოვილაპარაკე.
-დათა და უტა? ღადაობ? დათა მოსიარულე ცირკია. ძალიან იშვიათად ჭედავს და მაგარი ცანცარაა. დათა ჰო სიმპატიურია, მაგრამ უტა მაინც ათასჯერ ჯობს.ერთი შეხედვით დაგატყვევებს. -ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ისე გადაიხარხარა ყველა ჩვენ მოგვაშტერდა.
-არ ხარ ნორმალური.-თვალები ავატრიალე და უხასიათოდ მოვსვი ცივი ყავა.

_____________________________________

ოთახში საშინელი დაძაბულობა იდგა. ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. ნერვიულად ათამაშებდნენ ხელებს დივნის სახელურზე და მეორე ხელით ვისკის სვამდნენ.
-ხომ ამბობდი, რომ ჯერ არ აპირებდა დაბრუნებას ეგ ნაბო*არი?-სასოწარკვეთილმა თქვა და მთელი ძალით მოიქნია ჭიქა ბუხრის მიმართულებით ვახომ.
-არავინ იცოდა, რომ მოდიოდა. მოულოდნელად დაგვადგა ეგ დედამოტ*ნული და გამოგვა*ლევა ყველა.-ნერვიულად ჩამოისვა ორივე ხელი სახეზე დათამ.
-რას აპირებს?-დაიძაბა ბუჩუკური.
-მე რა ჩემი ყ*ე ვიცი?როდის გვქონდა ძმური ურთიერთობა? ვერასდროს ვიტანდით ერთმანეთს და იმის მერე ჰო საერთოდ, რაც შენთან დავიჭირე საქმე.-ხელი ჩაიქნია ქალდანმა და ვისკის ჭიქა მთლიანად გამოცალა.
-ისევ რომ ჩაგვიშალოს საქმეები ჰი იცი რაც მოხდება?რუსები მეორედ აღარ გვაპატიებენ საქონლის დაკარგვას.-ფეხზე წამოიჭრა ბატონი ვახო და ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-ახლა იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ!-მტკიცედ თქვა დათამ.
-იმედი მაქვს. ევასთან რა ხდება?-ინტერესით იკითხა.
-აღარ მითვალთვალებს. მგონი შეეშინდა, რომ გამოვიჭირე.-გაიცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-აბა საიდან იცის ტუალეტში რამდენჯერ შედიხარ?-ირონიულად ჩაიცინა ბუჩუკურმა, უჯრიდან სიგარა ამოიღო და დათასაც გაუწოდა.
-ატრა*ებ.მაგარი გაქნილი გოგოა და ვფიქრობ მასთან ხუმრობა არ ღირს. სწორად უნდა შევაფასოთ მისი შესაძლებლობები.

_____________________________________
ვუყურებ, როგორ გამოდის დათა ქალდანი ვახო ბუჩუკურის სახლიდან და ვერ ვხვდები რა ხდება. ორი ვერსია მაქვს და მაგრამ არ ვიცი, რომელი უფრო რეალურია, ან პირადი ანგარიშსწორების გამო მივიდა მასთან ან უბრალოდ შეკრულები არიან და მე ერთერთი პაიკი ვარ, რომლითაც ვახო თამაშობს. ახლა ვხვდებოდი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ვერც იმას გამოვრიცხავდი, რომ ვახომ იცოდა ჩემი ვინაობა და სპეციალურად მოუნდა ჩემი მასთან დაახლოება. ეს საქმეს ორმაგად ართულებდა. მეც საფრთხეში ვიყავი და ჩემი შურისძიების გეგმაც. თავგზა ამებნა და აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. საჭეს მთელი ძალით დავარტყი ხელი, შემდეგ ძრავა ჩავრთე და სახლში წავედი. დღეს ქალდანების კომპანიაში კორპორატიული წვეულებაა, სადაც ანას დაჟინებული თხოვნით მეც მივდიოდი. თანაც ახლა უფრო მეტად მჭირდებოდა დათაზე დაკვირვება.
-სად ხარ აქამდე?-შეწუხებულმა და უკვე გამოპრანჭულმა მკითხა ანამ.
-სამსახურში. ვაუ, ან რა ლამაზი ხარ.-ტაში დავუკარი და ჩემი ოთახისკენ წავედი, სადაც ერთი კვირის წინ ნაყიდი კაბა მელოდა. შხაპი მივიღე და აბაზანიდან გამოსულმა კაბა ჩავიცვი, რომელიც შავი, გაშვებული და წელზე ოდნავ მომდგარი იყო. ბეჭებზე ამოღებული იყო და მხოლოდ ერთი თოკით იკვრებოდა კისერზე. ფეხზე მაღალყელიანი ჩექმა ამოვიცვი, მცირე მაკიაჟი გავიკეთე, ჩემი გრძელი თმა კოსად ავიწიე და ოთახიდან გავედი. ანამ შემომხედა და პირი დააღო. თვალები გაუფართოვდა და ცოტა ხნით ჩუმად მიყურებდა.
-ენა ნუ ჩაგივარდება ახლა.-გავიჯგიმე და სარკეში მოვათვლიერე საკუთარი თავი.
-ასე უღმერთოდ ლამაზი როგორ ხარ?-გაიკვირვა ანამ და ხელით მიბიძგა კარისკენ.
-ნუ რას ვიზავთ. -ამაყად ავწიე თავი და ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი.
ვერ ვიტანდი ხალხმრავალ ადგილებს. ამ წვეულებაზეც დისკომფორტს ვგრძნობდი. ყველა ყალბი იყო ერთმანეთის მიმართ. ჯერ ჩაცმულობას უქებდნენ ერთმანეთს ზურგს უკან კი დასცინოდნენ. წვენი ავიღე და ანას ამოვუდექი გვერდით.
-გეფიცები აქ ყველაზე ლამაზი შენ თუ არ იყო.-ხალხის თვალიერებას მორჩა და შემომხედა.
-ანა, უკვე აჭარბებ.-მობეზრებულმა ამოვილაპარაკე.-შენ უფრო ლამაზი ხარ.
-ნახე ვინ მოვიდა.-თვალებ გაფართოებულმა მანიშნა კარისკენ. მეც მისი დაკვირვევის ობიექტს გავხედე. უტა ქალდანი მთელი თავისი მიმზიდველობით მოემართებოდა დარბაზისკენ. არ იღიმოდა. ხანდახან ნაცნობებთან ჩერდებოდა, ხელს ართმევდა, რამდენიმე სიტყვას ეტყოდა და მიდიოდა. ჩვენგან ოდნავ მოშორებით მაგიდასთან დადგა და ღვინის ჭიქა აიღო. ხალხთან საუბარში გართულმა დათამ თავი ანება ყველას და ბატონი ბოროტებისკენ წამოვიდა. ანას ხელი მოვკიდე და მათ უკან მდებარე მაგიდისკენ წავიყვანე.
-გამარჯობა, ძამიკო. -საუბარი დათამ წამოიწყო და მთელი ზიზღი ჩააქსოვა მის სიტყვებში.-მოულოდნელად გამოგვეცხადე.
-შენ ისევ ვახოს დამქაში ხარ?-არც უტამ დააკლო ზიზღი მის სიტყვებს.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ძამიკო?-ბოლო სიტყვა ირონიულად წარმოთქვა.
-არავითარი. -მხრები აიჩეჩა უტამ.-ჩემთვის აზრი არ აქვს ერთით მეტს თუ ნაკლებს მოვუტ*ნავ დედას.
-ჩვენს საქმეში არ ჩაერევი და ტრა*ს დააყენებ თორემ...
-თორემ რა?-სიტყვა გააწყვეტინა.-ყ*ე არავის მოჭამოთ. ერთხელ უკვე ჩაისვარეთ ჩემი წყალობით საქმეში. მეორედ ასე იოლად ვერ გამოხვალთ,ძამიკო. ბუჩუკურს გადაეცი, რომ მე დავბრუნდი და ჩათვალოს დედა აქვს მოტ*ნული.

დათა თავის ძმასთან საუბრის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს დარჩა დარბაზში. მერე გარემო მოათვალიერა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი უცნობ მამაკაცთან ერთად. ლიფტში გაუჩინარდა თუ არა სწრაფად გავიქეცი მეც კიბეებისკენ. ვჩქარობდი, როგორც შემეძლო და თან ლიფტს არ ვაშორებდი თვალს,რომ არ გამომპარვოდა, რომელ სართულზე გაჩერდებოდნენ. მეექვსე სართულზე შეჩერდნენ. მეც დაველოდე, როდის გამოვიდოდნენ და წინ წავიდოდნენ. ბოლო ინციდენტის გამო ძალიან ვფრთხილობდი. აღარ მინდოდა ვინმეს გამოვეჭირე. ერთ-ერთ ოთახთან გაჩერდნენ,დერეფანი მოათვალიერეს და წამში გაუჩინარდნენ შიგნით. მეც ნელი მოძრაობით წავიწიე წინ და უკვე ოთახთან უნდა მივსულიყავი ვიღაცამ პირზე მთელი ძალით, რომ ამაფარა ხელი და ჩაბნელებულ ოთახში შემიყვანა.
-დაგასტუკე.-საშინლად გამყინავი ხმა გაისმა ოთახში და შუქი აინთო. საკუჭნაოში ვიყავი და თვით უტა ქალდანის ხელი მქონდა პირზე აფარებული. თვალები მობეზრებულად ავატრიალე და კიდევ ერთხელ ამეშალა ჩემს თავზე ნერვები. ეს ძმები უკვე მაღიზიანებდნენ. ირონიული ღიმილით და ბოროტება ჩამდგარი თვალებით მიყურებდა ლუციფერი. ხელი შემიშვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი თითებს შორის მოიქცია და აი იქ გამოვშტერდი. საშინლად გრძელი,თლილი და ლამაზი თითები ქონდა.
-ღმერთო,რა ლამაზი თითები გაქვს.-აღფრთოვანებულმა ამოვილაპარაკე და დაკვირვებით შევათვალიერე. ჩემი რეპლიკა აშკარად გაუკვირდა. ცალი წარბი ზემოთ აწია და თავი ოდნავ გვერდით გადახარა.
-არაადეკვატური ხარ. -ცინიკური გაუხდა ხმა. არაფერი მითქვამს. ისევ მისი თითების თვალიერებით ვიყავი გართული და კიდევ დიდხანს არ ამოვიღებდი ხმას სიჩუმე ისევ თვითონ რომ არ დაერღვია.
-აბა? დიდხანს გელოდო? მალე მორჩები ჩემს რენდგენში გატარებას?-მზერა ახლა თვალებისკენ გადავიტანე და რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ გამყინავმა მზერამ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა. მის თვალებში იმდენი ამოუხსნელი ემოცია ბუდობდა მიჭირდა ამომეცნო. ლუციფერი ცოტა არ იყოს მაშინებდა,მაგრამ საშინელ ინტერესს მიღვივებდა. მინდოდა გამეგო როგორი იყო ბატონი უტა ქალდანი.
-კარგი გავიგე, რომ ჩემზე დასველდი.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-ახლა მითხარი ჩემ დედამოტ*ნულ ძმას რატომ უთვალთვალებ?-ბოროტულად დააკვესა თვალები და ისეთი მზერით შემომხედა, რომ გეუბნება არაფერი მომატყუო თორემ კარგი დღე არ დაგადგებაო. სიტუაციიდან თავი უნდა გამომეძვრინა. კარგი მატყუარა ვიყავი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ ქალდანი აუცილებლად გამომიჭერდა. ისედაც დაჟინებული მზერით მიყურებდა და მშიფრავდა. მიხვდა ხმის ამოღებას არ ვაპირებდი და ჩემსკენ ირონიული ღიმილით წამოვიდა. მეც უკან დავიწიე ფრთხილად, მაგრამ ადგილი აღარ იყო და თაროებს ავეკარი ზურგით. -მაგარი გოგოს როლის თამაში გადაწყვიტე? -ისეთი საშინელი ხმით ამოილაპარაკა ტანში გამცრა. აქედან თავი უნდა დამეხწია. ხელი შეუმჩნევლად მოვაფათურე თაროზე, რომ რაიმე ისეთი მეპოვა, რაც გაქცევაში დამეხმარებოდა. რაღაც პუდრის მაგვარი მასის ნივთიერება ვიპოვე. ვერ ვხედავდი რა იყო, მაგრამ უნდა გამერისკა. ორივე ხელში დიდი რაოდენობით მოვიქციე და მაცდურად შევხედე უტას.
- ამ ძმებმა ძალიან დამღალეთ. -თვალები ავატრიალე და ახლოს მოსულს მოულოდნელად შევაყარე თვალებში პუდრი. ორივე ხელი სასწრაფოდ აიფარა სახეზე და ტკივილისგან ხმამაღალ გინებას მოყვა. დრო ვიხელთე, ხელი ვკარი და ოთახიდან ისე გამოვვარდი უკან აღარც მიმიხედავს.
-დედას შევე*ი.-ჩემს ყურთასმენას უტას განრისხებული ხმა მისწვდა და ლიფტის კარიც დაიხურა.

-დაგვემუქრა ეგ ახ*არი.-ცოფებს ყრიდა ბუჩუკური და მოუსვენრად დადიოდა ოთახში.
-ყ*ეა, არაფერს არ იზავს.-ცდილობდა ნერვიულობა დაეფარა დათას. ვახომ წარბაწეულმა ახედა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას.
-ყ*ე ის კი არა, შენ ხარ. ორივემ კარგად ვიცით, როგორი გაქნილი და ჭკვიანი ნაბი*ვარია. ერთხელ კარგად ვერ შევაფასეთ უტას შესაძლებლობები და მაგიტო ვზივართ ახლა ყელამდე ნეხვში. -მძიმედ ჩაეშვა მამაკაცი სავარძელში და საფეთქელზე ხელები მთელი ძალით მიიჭირა. -რამე უნდა მოვიფიქროთ. რუსები დედას მოგვიტ*ნავენ. -სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა ბოლოს.
-მოვკლათ.-განაჩენივით გაისმა ქალდანის ხმა ოთახში.კმაყოფილი ღიმილით გადახედა ვახოს და თავისი იდეით აღფრთოვანებულმა ხელები შემოჰკრა ერთმანეთს. ბუჩუკურმა ეჭვნარევი მზერით და ცოტა გაოცებულმა ამოხედა.
-შენი ძმის მკვლელობის იდეას თვალის დახამხამების გარეშე მთავაზობ?-ირონიულად გაიცინა და შემდეგ ტაშის დაკვრა დაიწყო.-ყოჩაღ, აი ეს ნამდვილად მომწონს. სასწრაფოდ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ამ საქმეს სუფთად მოაგვარებს და დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის.
-დიდი მაყუთი დაგვჭირდები.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა დათამ და მზერა მის წინ მჯდარს მიაპყრო.
-ფული პრობლემა არ არის. უტას გაგორებით ასმაგს ვიშოვით.-სიცილით თქვა უკვე კარგ ხასიათზე დამდგარმა ბუჩუკირმა და ბოროტად გადაიხარხარა. მერე ვისკის ბოთლი ხელში აიღო და სითხე თანაბრად გადაანაწილა ორ ჭიქაში. ერთი დათას გაუწოდა მეორე კი თვითონ დაიკავა. -ჩვენ მომავალ გეგმებს გაუმარჯოს.-ჭიქა მაღლა აწია და გაღიმებული ქალდანის ჭიქას მიადო.
-გაუმარჯოს.-დათამაც არ დააყოვნა და ბედნიერმა გამოცალა ჭიქა.
-ბატონო ვახო, თქვენთან არიან. -იდილია მოსამსახურის ხმამ დაურღვიათ.
-ვინ მოვიდა?-ინტერესით იკითხა ბუჩუკურმა და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა.
-ევა მქვიაო, ასე მითხრა.-სახეზე ფერები გადაუვიდა მამაკაცს მოულოდნელი სტუმრისგან. დათაც ფეხზე წამოვარდა და კითხვის ნიშნის მზერით დააკვირდა მის წინ მდგომს.
-შემოვიდეს. - ძლივს ამოილუღლუღა ვახომ და დათას მიუბრუნდა. -დროზე კარადაში დაიმალე.
-შენ შიგ ჰო არ გაქვს?-გაცოფებულმა წამოიყვირა დათამ.-შენი საყვარელი კი არ ვარ კარადებში ვიმალო.
-ბევრს ლაპარაკობ. აბა რა გინდა დაინახოს ევამ აქ რომ ხარ და მთელ გეგმაში ჩაგვე*ვას?-განრსიხებულმა დაარტყა ვახომ ხელი მაგიდას. ქალდანმაც ერთი ღრმად ამოიხვნეშა და კარადის კარი გამოაღო.
-ჩემი ბედის დედა...-კარი მიხურა და სწორედ მაშინ შემოვიდა ოთახში ევა.
-გამარჯობა,ბატონო ვახო.-ოდნავი ირონია გაურია ხმაში და სკამზე კომფორტულად მოთავსდა.
-როგორც მახსოვს დღრს შეხვედრა არ გვქონდა დანიშნული. რამე მოხდა?-ინტერესით აათვალიერა ქალი და მისი ფეხების შემხედვარემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-პირადი საქმე მაქვს თქვენთან. -თითები აათამაშა სკამის სახელურზე.
-ოჰო, გისმენთ.-საზიზღრულად გაუღიმა ვახომ.
-სამსახურიდან მივდივარ. -პირდაპირ მიახალა ქალმა სათქმელი და გამომცდელად დააკვირდა მამაკაცს.
-რა? რატო?-ახალი ამბის გაგებით აშკარა უკმაყოფილომ იკითხა.
-იცით დავიღალე ვიღაცების დევნით. ძალიან მოსაწყენი სამსახურია.ეს დათაც არაფერს აკეთებ საეჭვოდ და ყელში ამომივიდა. მოგზაურობას ვაპირებ. -მხრები უდარდელად აიჩეჩა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
-ასე უბრალოდ ვერ წახვალ.-ხმა გაიმკაცრა ბუჩუკურმა.
-რატომ?-მოჩვენებით გაიოცა მეტრეველმა.
-იმიტო რომ მე მინდა ასე.-ხმა გაიმკაცრა კაცმა.
-ჩემთვის თქვენი აზრი ბატონო ვახო არაფერს ნიშნავს. რომ ვამბობ მოვდივარ მეთქი ესეიგი მივდივარ. ძალიან დავიღალე ამ უაზრო სამსახურით. დროა დავისვენო.-მომხიბვლელად გაიღიმა გოგომ და ხელის შეუმჩნეველი მოძრაობით მიამაგრა თვალისთვის ძლივს შესამჩნევი მოსასმენი აპარატურა მაგიდის ქვეშ. პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან.
-მომწონს ეს გოგო.-კარადიდან გამოსულმა დათამ წამოიძახა.
-რაღაც რიგზე ვერ არის. არ მომწონს ეს ამბავი.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა ვახომ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.

3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უტას გამოვექეცი. დღეს კი ვახოსგან წამოვედი. მივხვდი ჩემი ვინაობა იცოდა და სპეციალურად გადაწყვიტა ჩემი მასთან ახლოს ყოფნა კარგად რომ ვეკონტროლებინე. მოსასმენი აპარატურა დავაყენე კაბინეტში და ახლა უკეთ ვაკონტროლებდი ყველაფერს. ახალ ინფორმაციას გავიგებდი და იმის მიხედვით დავიწყებდი მოქმედებას.
ანა ბათუმში იყო წასული თავისიანების სანახავად. საღამოს ათი საათი იქნებოდა მაღაზიაში რომ ჩავედი პროდუქტების საყიდლად. სადარბაზოში შევედი და ჩემს წინ თვით უტა ქალდანი იდგა. კედელზე იყო ცალი მხრით მიყრდნობილი,ხელით წამოზრდილ წვერს იწვალებდა და ირონიულად მიცინოდა. არ დავბნეულვარ. პროდუქტები ძირს დავყარე და გაქცევა დავაპირე. ორო ნაბიჯი გადავდგი თუ არა ლუციფერი თმაში მწვდა და მთელი ძალით მიმანარცხა კედელზე. საშინელო ტკივილი ვიგრძენი ზურგის არეში და წამოვიკივლე.
-გეგონა ვერ გიპოვიდი? პატარა ძუ*ნა.-ბოროტულად გაიცინა და ყელში მწვდა. საშინლად მეტკინა ისე მაგრად მიჭერდა ხელებს ცოტაც და გავიგუდებოდი. თავის დახსნა ვცადე,მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-მტკივა.-ძლივს ამოვიხავლე და კიდევ ვცადე თავის დახსნა. თითქოს აზრზე მოვიდაო. ხელები შემიშვა და ცოტა მომშორდა. დრო ვიხელთე და ფეხი თავის სიამაყეზე ამოვარტყი. მუშტი მოვუქნიე და სახეში დავარტყი. დიდი ხანი ვვარჯიშობდი და საკმაოდ კარგად შემეძლო ჩხუბი და თავის დაცვა.
-სულ ეს ხარ?-ჩემდა გასაკვირად სიცილი დაიწყო და ხელი სახეზე ჩამოისვა. -ყოჩაღ,გამბედავი გოგო ხარ. -სიცილს არ წყვეტა. კიდევ ერთხელ გადავწყვიტე დარტყმა ხელი რომ დამიჭირა,ძლიერად მომიჭირა და გადამიგრიხა. მეც არ დავაკელი. მოკუმული ფეხი მუცელში დავარტყი და მანაც ხელი გამიშვა.
-ოჰო, უყურე შენ.- ისევ გაიცინა,მაგრამ წამში დასერიოზულდა და სახე განურისხდა. თვალები ჩაუწითლდა და ისევ ყელში მწვდა. -მოდი შევთანხმდეთ. ცოტა ხანს დავივიწყებ ყველაფერს და მოგისმენ რატომ დასდევ დათას. ან დამიჯერე შენი გაქრობა არ გამიჭირდება. ისედაც დაღლილო ვიყავი ამ კატა თაგვობანას თამაშით. თანაც დასამალი უკვე აღარაფერი მქონდა.
-კარგი.-ისე ჩუმად ვთქვი მეც ვერ გავიგე. ხელი შემიშვა უტამ და ირონიულად გამიღიმა.
-მიყვარს დამჯერი ხალხი. გისმენ.-სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და სანთებელით აანთო. ღრმად შეისუნთქა კვამლი და პირდაპირ ჩემსკენ გამოუშვა.
-აქ ვილაპარაკოთ? ჩემთან ავიდეთ. -ძირს დაყრილ პარკებს ხელი მოვკიდე და კიბეებისკენ დავიძარი. ისიც გამომყვა.
-აქამდე დაჭერობანას მეთამაშებოდი და ახლა შენი ნებით მიშვებ ბუნაგში?-ყურადღება არ მიმიქცევია მისი რეპლიკისთვის. სახლის კარი გავაღე, შევედი და დაველოდე თვითონ როდის შემოვიდოდა. შემოვიდა, სახლი მოათვალიერა და უკან გამომყვა. მისაღებში დივანზე დავჯექი. მანაც ჩემს პირდაპირ დაიკავა ადგილი და მომლოდინე სახით შემომხედა.
-ვახო ბუჩუკურმა დამიქირავა შენი ძმის სათვალთვალოდ. -ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე. ჩაფიქრდა. ცოტა ხანს არაფერს ამბობდა. იჯდა და თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა. მერე ჩაეცინა და თავი გადააქნია.
-რამდენი ხანია ვახოს იცნობ?
-1 თვეა.-მხრები ავიჩეჩე და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე დავაწყე.
-მოდი ვიმსჯელოთ. დათა ვახოს პარტნიორია. ერთად მუშაობენ. ერთმანეთთან ისე არიან,როგორც მამა და შვილი. რაში ჭირდება იმ დედამოტ*ნულს დათას თვალთვალი ან რატომ ავალებს ამ ყველაფერს გოგოს, რომელსაც კარგად არ იცნობს. არ გავს ეს ვახოს საქციელს. ასე მარტივად არ რთავს ხალხს საქმეში. -თვალები მოჭუტა და ისე დამიწყო ყურება თითქოს მუზეუმის ექსპონატი ვიყავი და უნდა შევეფასებინე. -საქმე შენშია. უნდა რომ გაკონტროლოს და ახლოს ყავდე,მაგრამ რატო? შენზე ან*რევს ხოლმე? თუ საყვარლები ხართ? -ბოლო სიტყვები ისე საზიზღარი ტემბრით თქვა გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. მიხვდა არაფრის თქმას რომ არ ვაპიტებდი და ისევ თვითონ გააგრძელა. -პატარა ევა მეტრეველი ვახო ბუჩუკუ... -სიტყვა გაწყვიტა და ელდანაკრავმა შემომხედა. -მეტრეველი...-ჩემი გვარი გაიმეორე და ფეხზე წამოდგა. -კობას შვილი ხარ?-მამაჩემის სახელის ხსენებაზე სახეზე ფერი გადამივიდა. უტამ მამაჩემის შესახებ იცოდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი და აუცილებლად გავიგებდი რა იცოდა ბატონმა ქალდანმა.

-კობაზე საიდან იცი? -ნერვიულად გავხედე და თვალები დავაწვრილე.
-ესეიგი მართლა მეტრეველის შვილი ხარ.-ჩაიცინა და ისე ამათვალიერა თითქოს რენტგენში მატარებდა. -კობა და მამაჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. მერე მათი გზები გაიყო. ბაჩომ გადაწყვიტა ბუჩუკურის მოკავშირე გამხდარიყო,რაც მამაშენს არ მოეწონა და დაიშალნენ. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა კობასთან.ფაქტობრივად მეორე მამასავით იყო ჩემთვის.-ბოლო სიტყვებზე ცინიკურად გამომხედა და დივნის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო. -ახლა შენი ჯერია მითხრა,რა ჯანდაბა გინდოდა ვახოსთან?-სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და მომლოდინედ შემომხედა.
-მინდოდა მისი გეგმები გამეგო და მასზე შურიმეძია.მერე მივხვდი, იცოდა, ვინც ვიყავი და სპეციალურად გამგზავნა დათას სათვალთვალოთ, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი. -მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე.
-შენი მისია კრახით დასრულდა ესეიგი.-დამცინავად ჩაიცინა და კვამლი პირდაპირ ჩემი მიმართულებით გამოუშვა.
-შენგან რა უნდათ?-მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადავედი.
-რამდენიმე სერიოზული საქმე ჩავუშალე და მომავალშიც იგივეს ვაპირებ. ერთგვარი შურისძიება. -ჩაახველა და ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააგდო.
-რისთვის? -ინტერესით დავაკვირდი და ფეხი ფეხზე გადავიდე.
-ეგ უკვე შენი საქმე არ არის. -ბრაზმორეულმა მითხრა და ჯიქურად ჩამაშტერდა თვალებში. გამეცინა და ფეხზე წამოვდექი.
-რას იზავ, თუ გეტყვი, რომ ვახოს და დათას შენი მოკვლა უნდათ?-ირონიულად ჩავიცინე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-ეგ დიდი ხანია ვიცი.-ხელი ჩაიქნია და გაეცინა.
-ისიც იცი,რომ მკვლელი დაიქირავეს შენს გასაქრობად? -ნიშნისმოგებით გავხედე და თვალები დავაწვრილე. გაკვირვებულმა ამომხედა და ცალი წარბი აწია.
-საიდან იცი? -ხმა არ გამიცია ჩემს ოთახში შევედი. ჯერ ტანსაცმელი გამოვიცვალე. პიჟამოს საკმაოდ მოკლე შორტი და მაისური გადავიცვი. მერე ჩემი ორი ნოუთბუქი ავიღე და მისაღებში დავბრუნდი. კიდევ ერთხელ ხარბად ამათვალიერა ქალდანმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ნოუთბუქები მის წინ დავალაგე და ჩავრთე. ერთ ეკრანზე დათას და ბუჩუკურის სახლის გამოსახულებები იყო სათვალთვალო კამერიდან. მეორეზე კი მოსასმენი აპარატიდან მიღებული ჩანაწერები ელაგა.
-როგორც ჩანს,არც ისე კრახით დასრულდა ჩემი მისია. -მხრები ავიჩეჩე და ირონიულად დავაჩერდი. მანაც ამომხედა და ცინიკურად ჩაიცინა.
-ყოჩაღ. ნამდვილად გამაოცე.-აშკარა სარკაზმით მითხრა და ჩაიცინა.
-ვფიქრობ ერთად უნდა ვიმუშაოთ. -მტკიცედ ამოვთქვი და მივაშტერდი. წარბაწეულმა შემომხედა. ცოტა ხანს მიყურა. მერე ფეხზე წამოდგა და ჩემთან ძალიან ახლოს დადგა. ჩემს ყურთან დაიჩოქა და რაღაც ამოუხსნელი ხმით მითხრა.
-გუნდური მოთამაშე არ ვარ, პატარავ. -წარბები შეჭმუხნა. ისევ უემოციო გაუხდა სახე და სახლი ისე დატოვა ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. რას ვიზავდი, მარტო მომიწევდა ყველაფრის გაკეთება.

_________________________________________

განრისხებული ბუჩუკური ნერვიულად ცემდა ბოლთას ოთახში და ყელში წაჭერილ ჰალსტუხს იწვალებდა.
-ამის დედას შევე*ი. რა გავაკეთო ახლა? რუსები ტყავს გამაძრობენ. -სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. იმდენად იყო სასოწარკვეთილი ბატონი ბუჩუკური იფიქრებდით ცოტაც და ბავშვივით ცხარე ცრემლით იტირებსო. გამოუვალ სიტუაციაში იყო და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ერთი და იგივე მეორდებოდა და ჭკუიდან გადადიოდა. ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და კაცმა იცის უკვე მერამდენედ აანალიზებდა მომხდარს კაბინეტის კარი რომ გაიღო და ყავის ჭიქა მომარჯვებული, ცინიკური ღიმილით მომზირალი უტა ქალდანი შემოვიდა ოთახში. გაკვირვებული და ანერვიულებული ბუჩუკურის მზერა დააიგნორა, მის წინ სავარძელზე დაჯდა და გრძელი ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო. საუბრის დაწყებას არ აპირებდა, ღიმილით სვამდა ყავას და ვახოს თვალებით ბურღავდა.
-აქ რას აკეთებ? -ძლივს მოაბა სათქმელს თავი ბუჩუკურმა.
-რა ვიცი.ჯერ შენს ცოლს ვესაუბრებოდი. მომიყვა ოჯახურ პრობლემებზე. გავიგე შენი შვილი ქმარს დაშორდა. გული დამწყდა.-მოჩვენებითი გულისტკივილით ამოილაპარაკა და ტუჩები დაბრიცა მეტი დამაჯერებლობისთვის.-მერე თავი მომაბეზრა. ჩემი საწოლში შეთრევა უნდოდა, მაგრამ მე შენს მოტ*ნულ ქალებზე არ მიდგება. -ისევ გაიცინა და ყავა მოსვა. ბუჩუკურს თვალებში მრისხანება გაუკრთა. თავი ვეღარ მოთოკა და ძლიერად დაარტყა ხელი მაგიდას.
-აქ რა ჯანდაბა გინდა მეთქი?-თითქმის ყვირილით უთხრა და მომლოდინეთ მიაჩერდა.
-ახალი ჩამოსული ვარ და ვიფიქრე ძველ მეგობარს მოვინახულებ მეთქი. -ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და სავარძელში კომფორტულად გასწორდა. ბუჩუკურს ცოტა ხანს ხმა აღარ ამოუღია. ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მერე თითქოს გონება გაუნათდაო, გაავებული წამოხტა.
-შენ... შე . შენ წაიღე ჩემი ტვირთი. რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნებოდა. -უტასთან მივარდა და სახეში უნდა დაერტყა, უცბათ რომ წამოფრინდა ფეხზე ქალდანი, ყელში წაუჭირა ხელი და მთელი ძალით მიანარცხა კედელზე. ვახომ ტკივილისგან წამოიგმინა და შეშინებულმა ახედა თავისზე ორი თავით მაღალ მამაკაცს. -მოგკლავ. -მაინც გამოცრა კბილებში.
-ზუსტად მაგიტომ მოვედი. -სახე მრისხანე გაუხდა ქალდანს. თვალებში ისეთი ბოროტება ჩაუდგა ხორცშესხმულ ეშმაკს დაემსგავსა. მისმა გარდასახვამ კიდევ უფრო შეაშინა ვახო. -მისმინე, შე დედამოტ*ნულო, ტრა*ს ზედმეტად ნუ ათამაშებ, თორემ შემდეგში მხოლოდ ტვირთით არ შემოვიფარგლები. -კბილებში გამოსცრა და ხელი შეუშვა.
-არ გაპატიებენ. ესე უბრალოდ არ შეგარჩენენ. -უკვე წასვლას აპირებდა უტა, ვახოს სიტყვებმა რომ შეაჩერეს.
-ვინ არ შემარჩენს? -ცალი წარბი აწია და გაიცინა.
-შენ რა გგონია ამ ყველაფერს მე ვუდგავარ სათავეში?-ჩაიცინა ვახომ და ყელზე მოისვა ხელი, სადაც თავისი კვალი მძაფრად დაეტოვებინა უტას.
-არა, ვაღიარებ ვფიქრობდი, რომ მაგის ტრა*კი არ გექნებოდა.
-მე მათთან შედარებით მამა აბრამის ბატკანი ვარ. -უტამ ირონიულად ჩაიცინა.
-წარმატებები ჩემს მოშორებაში. -ისევე უცბათ გაუჩინარდა, როგორც გამოჩდა.


________________________________________

დასჯილი ბავშვივით აწურულიყო ბუჩუკური კედელთან და გაავებული უფროსის შემყურეს ხმიდ ამოღება არ შეეძლო. ოთახში ნერვიულად მიაბიჯებდა მაღალი, ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი და დროდადრო გაავებული აჩერდებოდა ვახოს.
-მერამდენედ? გეკითეხები მერამდენედ უნდა აგწაპნონ ტვირთი? მეც კარგი ყ*ე ვარ შენ რომ გენდე ისევ. -გაავებული ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ღვინის ჭიქას აწვალებდა.
-ყველაფერს გამოვასწორებ.-ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ვახომ და მძიმედ დაეშვა დივანზე.
-რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოასწორებ. არ მაინტერესებს როგორ ტვირთი საწყობში დააბრუნე, თორემ დედასმოგი*ყნავ. -თითი ცხვირწინ დაუქნია ბუჩუკურს და თვითონაც ერთ ადგილზე მოთავსდა.
-გასაგებია. ყველაფერს მოვაგვარებ.-სასოწარკვეთილმე ამოილაპარაკა ვახომ. საერთოდ არ იცოდა როგორ გააკეთებდა ამას და ტვინში სისხლი აწვებოდა.
-უტა ქალდანი მოკალით. ხვალ მის შესახებ ახალი ამბავი უნდა გავიგო.-ბედნიერი ღიმილით გამოაცხადა და ამ სიტუაციის გაფიქრებაზე სიამოვნებისგან გაიბადრა.

____________________________________

ვუსმენ როგორ გეგმავენ ვახო და დათა უტას მკვლელობას და ზიზღის გრძნობა მიპყრობს. როგორ შეუძლიათ ასე აუღელვებლად ილაპარაკონ ადამიანის მკვლელობაზე, ვგიჟდები. თანაც საკუთარ ძმაზე, რომელსაც, რაც არ უნდა დაეშავებინა და როგორც არ უნდა გეზიზღებოდეს მაინც შენი ძმაა.
-გავიგეთ სადაც მალავს ტვირთს. ჩვენმა კაცმა გვითხრა, რომ დღეს 3 საათზე ელოდებიან. მიყრუებული ადგილია და ჩემი აზრით შესაფერისიც ძამიკოს გასაგორებლად. ყველაფერი მზად არის და ყველა გაფრთხილებულია.-იმდენად საზიზღრულად წარმოთქვა ქალდანმა მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ზიზღის გრძნობა გამიჩნდა.
-არაფერი არ უნდა შეგვეშალოს. არცერთი შეცდომა! დღეს საღამოს უტა ქალდანი აღარ უნდა არსებობდეს. დროა ეგ ნაბი*ვარი თავის ადგილას მოვსვათ. -კარის დახურვის ხმა გაისმა და მივხვდი დათა და ვახო წავიდნენ. საათს შევხედე 2 საათი ხდებოდა. ჩემ ოთახში შევედი, სწრაფად ჩავიცვი, საგულდაგულოდ შენახული იარაღი ჩანთაში ჩავაგდე და სახლიდან გავედი. სამ საათზე დათქმულ ადგილას უნდა ვყოფილიყავი. უტას ნომერი არ ვიცოდი და ვერ ვამცნობდი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ანაც მაინც და მაინც ახლა არ იღებდა ტელეფონს,არც იმის დრო მქონდა ჩემი ჰაკერული შესაძლებლობები გამომეყენებინა და ნომერი გამეგო.არ მინდოდა ქალდანს რამე დამართნოდა, რადგან ის ერთადერთი იყო ვისაც ნამდვილად შეეძლო ვახოსთვის წინააღმდეგობა გაეწია და დიდი ზიანი მიეყენებინა. მანქანას ზედმეტად ჩქარა მივაქროლებდი ტრასაზე და მალე ქალაქის გარეუბანში აღმოვჩნდი. მისამართს კიდევ ერთხელ დავხედე და ჯიპიესზე გადავამოწმე. ახლოს ვიყავი. უკვე სამი საათი ხდებოდა უზარმაზარ საწყობებს რომ მივადექი. იქვე სამი დიდი ტრაილერი იდგა, რომელთანაც რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი და გაცხარებული რაღაცაზე კამათობდნენ. მე ერთმანეთზე დახვავებული ტომარების უკან დავიმალე, რომელიც ერთ-ერთისაწყობის წინ ეყარა. ამიტომ ვერც უკნიდან შემამჩნევდა ვინმე და ვერც წინიდან. უტას ვერ ვხედავდი. ადგილიდან რომ დავძრულიყავი ვიღაც აუცილებლად შემამჩნევდა ამიტომ ვცდილობდი კარგად მომეთვალიერებინა გარემო და ჩემი ძებნის ობიექტი მეპოვა. გარემოს ვზვერავდი ჩემი ყურადღება დარაჯის სახლის თავზე წამოსკუპულმა სნაიპერმა რომ მიიპყრო. უცბათ ჩავიმალე და ზურგით ავეკარი ტომარებს. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე უმოქმედოდ. ისეთი სიმშვიდე იყო უკვე ნერვები მაწყდებოდა. საათს დავხედე, უკვე ოთხის ნახევარი იყო მანქანა, რომ გაჩერდა პირდაპირ ჩემს წინ.
-ბატონო უტა, მუშებს თქვენთან ლაპარაკი უნდათ. -მომესმა შეშინებული ხმა. როგორც მოსაუბრისგან გავიგე ქალდანს მიმართავდა.
-რა დედისტ*ვნა უნდათ? -გავიგე განრისხებული ხმა. -უთხარი აქ მოვიდნენ. -პატარა ღრუტნულიდან გავიხედე და დავინახე როგორ უმიზნებდა სნაიპერი იარაღს უტას. მოპირდაპირედ საწყობთან რამდენიმე იარაღიანი შევნიშნე და აღარც მიფიქრია, ისე უცბათ ვწვდი ქალდანს ხელში და ჩემსკენ დავქაჩე იარაღის ხმა რომ მიწვდა ჩემს ყურთასმენას.
-დედა მოვტ*ან.-ამოიგმინა უტამ. ხელი მიეჭირა მუცელზე მარცხენა მხარეს, რომლიდანაც სისხლი ჟონავდა.
-შიგნით უნდა შევიდეთ. -საწყობისკენ მოვუთითე თავით. ტყვიებს გვესვროდნენ და ხმით თუ ვიმსჯელებდი ჩვენკენ მოდიოდნენ. მალე ჩვენს წინ აღმართული ტომარების კედელიც დაიშლებოდა და მე ერთი ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი ამდენ ადამიანს. ქალდანმა გაავებულმა გამომხედა და წელში მოხრილი შევიდა შიგნით. მეც უკან მივყევი და უკვე შესვლას ვაპირებდი ტყვია პირდაპირ ჩემს გვერდით კარს, რომ მოხვდა. უკან მივტრიალდი და წინაღობა უკვე დაშლილი იყო. ჩემი იარაღი უცბათ გადავტენე და თავის დასაზღვევად სროლა დავიწყე. მალე მეც საწყობში აღმოვჩნდი.
-იარაღი მომეცი. სროლა არ იცი.-ძლივს ამოიგმინა უტამ.
-სუსტად ხარ და სროლა არ შეგიძლია.- ბოლო რეპლიკას ყურადღება არ მივაქციე და მხარში ამოვუდექი უფრო სწრაფად რომ შემძლებოდა მისი წაყვანა.
-იარაღი მომეცი.-მკაცრად გამიმეორა. მე თვალები ავატრიალე და იარაღი გავუწოდე. ამოუხსნელი მზერით გადმომხედა და დამეყრდნო. რაც შეგვეძლო სწრაფად მივდიოდით, მაგრამ ქალდანს უჭირდა სიარული და ვგრძნობდი როგორ ტკიოდა მთელი სხეული. უკანა გასასვლელთან ვიყავით უკვე, ხმა რომ შემოგვესმა უკნიდან, სწრაფად ამოვეფარეთ კედელს. უტამ ხელი შემიშვა და ფრთხილი მოძრაობით გაიხედა იქითკენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. მალევე გაისმა იარაღის ხმა. უტამ ორჯერ გაისროლა და მოფარრებული ადგილიდან გავიდა. მეც გავყევი. ორი მამაკაცის უსულო სხეული ეგდო ძირს. საშინლად დავიძაბე და თვალი ავარიდე სისხლის გუბეს.მიუხედავად ყველაფრისა ბავშვობიდან მეშინოდა სისხლის. ჩემს გვერდით დამდგარს გავხედე, რომელიც ძლივს იკავებდა წონასწორობას. მეც მხარში ამოვუდექი და გარეთ გავიყვანე. კართან ჩემი მანქანა იდგა. ქალდანი უკანა სავარძელზე მოვათავსე, მე საჭეს მივუჯექი და ადგილს გავეცალე.

_______________________________________
-საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.-ხმა ამოვიღე მას შემდეგ, რაც თავი სამშვიდობოს დავიგულე.
-არა!-მტკიცედ ამოთქვა მიუხედავად იმისა, რომ თავს საშინლად გრძნობდა.
-სისხლისგან იცლები. ასე ვერ გაჩერდები. -სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაკე მე. სამედიცინო კურსები მქონდა გავლილი და ვიცოდი საქმე სერიოზულ ჭრილობასთან გვქონდა. ქალდანიც უძლურად იყო და თვალებს ძლივს ახელდა.
-სახლში წამიყვანე. საავადმყოფოში საკუთარი თავის დაცვას ვერ მოვახერხებ. ათასი დედამოტ*ნული წამლით გამთიშავენ. -ძლივს ამოილაპარაკა და ტუჩებზე ენა გადაიტარა.
-სისხლისგან დაიცლები და მოკვდები გესმის? საავადმყოფოში მიმყავხარ.-მტკიცედ ამოვთქვი და მკაცრად გადავხედე.
-არა მეთქი გასაგებად ვერ ვთქვი?-განრისხებულმა დაიღრიალა და სახე დამანჭა. ჭრილობა ეტკინა.-შენ აზრზეც არ ხარ რა მოყვება დაჭრილი უტა ქალდანის საავადმყოფოში მისვლას. მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.-თვალები დამიბრიალა და სავარძელზე მიესვენა.
-ჯანდაბა შენს თავს, ქალდანო. -უცბათ დავატორმუზე და გზად დანახულ აფთიაქში შევედი. ყველაფერი ვიყიდე, რაც კი შეიძლებოდა ჭრილობისთვის დამჭირვებოდა და მანქანაში დავბრუნდი. უტა ამღვრეული თვალებით მიყურებდა. ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი.
-რას აკეთებ?-ჩამწყდარმა მკითხა.
-ჭრილობა უნდა დაგიმუშავო, მაგრამ იცოდე მტკივნეული იქნება. -გავაფრთხილე. საკუთარ თავს ვაიძულე დაეიგნორებინა ის გულისრევის შეგრძნება, რაც სისხლის დანახვის დროს მქონდა და იმის გახსენება დავიწყე, რაც 3 წლის წინ ვისწავლე. მაისური ავუწიე და მის იდეალურად ნავარჯიშებ სხეულს დავაკვირდი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. მის ხელს ხელი მოვკიდე და გვერდით გავწიე. ჭრილობა, არც ისეთი ღრმა იყო როგორც მეგონა. შორიდან იყო ნასროლი და ტყვია ძალიან ღრმად არ იყო შესული. პინცეტი სპირტით დავასტელირე და ტყვია ამოვიღე, შემდეგ წყალბადის ზეჟანგი დავასხი და ბამბით მოვწმინდე. ქალდანს ტკივილისგან ხელები მაგრად მოემუშტა და კბილები ერთმანეთისთვის დაეჭირა.
-ღმერთო რას ვაკეთებ?-ჩუმად ამოვიგმინე და სახეზე ხელები ავიფარე. ჭრილობა უნდა გამეკერა. რომ წარმოვიდგინე როგორი მტკივნეული იქნებოდა მისთვის გამაკანკალა და თვალები დავხუჭე. ხელზე შეხება ვიგრძენი და უტას გავხედე.
-კარგად ხარ? -მზრუნველად ამომხედა მან. მის თვალებში უდიდესი ტკივილი ამოვიკითხე. ვხვდებოდო როგორ უჭირდა ამ ტკივილის გაძლება. მე არაფერი მითქვამს. გავუღიმე, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ჭრილობის გაკერვა დავიწყე.
-უხ შენი დედა შევე*ი. -ამოიღმუვლა უტამ და ისე მაგრად მომუშტა ხელი ვიფიქრე მალე სისხლი წამოუვიდოდა. ჭრილობის გაკერვას ძლივს მოვრჩი და მაშინღა მოვედი აზრზე.
-რა გავაკეთე? -ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი.-ეს რა გავაკეთე? საავადმყოფოში უნდა წამეყვანე. ახლა ინფექცია რომ შეგეჭრას? ჯანდაბა, რატო დაგიჯერე საერთოდ?- პანიკაში მყოფმა ამოვილაპარაკე და გაფითრებული ავეკარი სავარძელს. ჯერ კიდევ შოკში ვიყავიმ რამდენიმე წუთის წინ მყოფი გაწონასწორებული ევადან არაფერი დარჩენილიყო. თითქოს ის შიში და ნერვიულობა ერთიანად მომაწვა.
-დამშვიდდი, დამშვიდდი. -დაბნეული იყო უტა და მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა საშინლად აწუხებდა და ემოციურადაც და ფიზიკურადაც დაღლილი იყო, ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. წამოიწია და მომეხვია. -დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის. არაფერი დამემართება. ახლა სახლში წავალ და ყველაფერი დასრულდება.
-სახლში ვერ წახვალ! -უცბათ წამოვიყვირე და ქალდანს მოვშორდი. გაკვირვებულმა ამომხედა. -ჰო, რა გიკვირს მისტერ ყველაფრის მცოდნე. საავადმყოფოშო იმიტო არ წახვედი რომ მოგაგნებდნენ და შენი აზრით, სახლში ვერ მოვლენ? რა გგონია სახლში თავს დაიცავ? რამდენიმე დღე სრულიად გამოფოტული და უძლური იქნები. საწოლიდან ვერც კი ადგები და თავს დაიცავ? -იმ წამებში ძალიან არაადეკვატური ვიყავი და გიჟივით ვხარხარებდი.
-რას მთავაზობ აბა? -ცალი წარბი მაღლა აწია და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილის დამალვა ცადა.
-არ ვიცი. რაიმე ისეთი ადგილი არ იცი, რომელიც არავინ იცის? -ცოტა აზრზე მოვედი და ჩაფიქრებულმა ვკითხე.
-კი. სახლი მაქვს ტყეში. შემიძლია იქ წავიდე. -თვითონაც ჩაფიქრდა და დამაკვირდა.
-ვინმე ცხოვრობს იქ?-მარტო ვერ მოუვლიდა თავს, რადგან გადაადგილება ძალიან გაუჭირდებოდა.
-არა. -მხრები აიჩეჩა. ცოტა ხანს ხმა არ ამოვიღე და ჩავფიქრდი. ქალდანი დაჭრილი მარტო უნდა ყოფილიყო ტყეში, სადაც არც აფთიაქი და არც მაღაზია იქნებოდა რამე რომ დასჭირვებოდა. არ ვიცი მაინცდამაიმც მაშინ რატომ გაიღვიძა მზრუნველმა ევამ ჩემში.
-შენთან ერთად წამოვალ. -მტკიცედ ამოვთქვი და სახეზე დავაკვირდი. ისევ ის გაურკვეველი ემოცია ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე.
-სერიოზულად?-ეჭვის თვალით ამათვალიერა.
-რა იყო, არ მეპატიჟები?-ჩამეცინა და საჭესთან გავსწორდი.
-როგორ არა, პროსტა ვერ ვხვდები თავს საფრთხეში რატომ იგდებ ჩემს გამო. -ირონიულად გამომხედა და პასუხს დაელოდა.
-შენს გამო არ ვიგდებ თავს საფრთხეში. მეც დამინახეს იმ საწყობში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვახომ ჩემს შესახებ სავარაუდოდ უკვე იცის, შესაბამისად მეც მომაკითხავენ.-მხრები ავიჩეჩე.
-იქ რას აკეთებდი?
-როგორც უკვე იცი, ვახოს კაბინეტში ხმის ჩამწერი დავამონტაჟე. გავიგე შენს მკვლელობას როგორ გეგმავდნენ და მე, როგორც სუპერმენი შენს დასახმარებლად მოვედი, რადგან ის ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია ვახო შეაჩეროს. ნუ, ჩემს მერე. -ბოლოს ენა გამოვუყავი და გავიცინე. ჩემს ამ ჟესტზე მასაც გაეცინა და თავი გადააქნია.- საფულე თან გაქვს?
-კი, რათ გინდა? -ფრთხილი მოძრაობით ამოაძვრინა ჯიბიდან და გვერდით დაიდო.
-რაღაცები ჰო უნდა ვიყიდოთ სახლისთვის? მილიონერი შენ ხარ და ჩემს ფულს ჰო არ დავხარჯავ?- ვითომდა გაკვირვებით გავხედე.
__________________________________________

1 კვირა სრულ პანიკაში და შიშში გავატარე. მეგონა ჭრილობა ცუდად დავუმუშავე უტას და ყოველ დღე ველოდებოდი რაიმე გართულებას. წესიერად, ვერც ველაპარაკებოდით ერთმანეთს,რადგან ტკივილები აწუხებდა, გამაყუჩებელს სვამდა და წამში ეძინებოდა. საერთოდ არ ვფიქრობდით იმაზე რა შეიძლება მომავალში გვექნა ვახოსთან დაკავშირებით. ჩემს სახლში მისვლა კი ბუჩუკურის ხალხმა დამასწრო და ნოუთბუქები წაიღეს. ახლა საერთოდ აღარ ვიცოდით არაფერი. ქალდანი, არც ისეთი ლუციფერი აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ხანდახან ისეთი მზერით მაკვირდებოდა ვკომპლექსდებოდი და რაც შემეძლო სწრაფად ვტოვებდი მარტოს. დროს ფილმების ყურებით და ეზოს მოვლით ვკლავდი. საშინელი ერთფეროვნება იყო და უკვე ჭკუიდან გადავდიოდი.

იმ დღეს საშინლად წვიმდა. ჯერ კიდევ შუადღე იყო. სამზარეულოში ვიყავი და ყავას ვიკეთებდი კიბეზე ფეხის ხმა რომ მომესმა. მისაღებში გავედი და უტას შევხედე, რომელიც კიბეზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძლივს მოღოღავდა. სწრაფად მივედი მასთან, მხარში ამოვუდექი, დაბლა ჩამოსვლაში დავეხმარე და დივანზე დავსვი.
-რატომ ადექი?-გაბრაზებულმა ვკითხე და დოინჯი შემოვირტყი.ქალდანმა ერთი ამათვალიერა და გაიცინა.
-ძალიან სასაცილო ხარ.-ისე გაიღიმა ადგილზე როგორ არ მივდნი არ ვიცი. გაშეშებული ვიდექი და ალბათ დებილივით ვუყურებდი. აზრზე ჩაინიკის ზუზუნმა მომიყვანა. ეჭვისთვალით გავხედე უტას, შევუბღვირე და სამზარეულოში გავედი.
-ყავას ინებებს თქვენი უდიდებულესობა?-ბოლო სიტყვებს ცინიზმი არ დავაკელი. მეორე ოთახშიც კი გავიგონე ისე გადაიხარხარა და ნერვები ამეშალა.
-ინებებს.-სიცილის შემდეგ ძლივს ამოთქვა და ტკივილისგან ამოიხვნეშა.
-აბრძანდეს და თვითონ გაიკეთოს. -ნერვებ მოშლილი გავედი ყავის ჭიქით მისაღებში და ჩემს ოთახში ასვლა დავაპირე უტას ხმამ რომ შემაჩერა.
-მოიცა სად მიდიხარ?-თვალები დააწვრილა და ხარბად ამათვალიერა. მოკლე შორტი და სამი ზომით დიდი ჰუდი მეცვა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ჩემი გრძელი ფეხების და უკანალის შემხედვარებ და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-ოთახში. -გამომწვევად გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.
-ჩემი ოთახიდან იმიტო გამოვედი, რომ გამოვ*ლევდი სიჩუმეში ჯდომით და შენ მიდიხარ, ტო? -უსიამოვნოდ ამოილაპარაკა. თვალები ავატრიალე და სავარძელში უხეშად ჩავეხეთქე. სიმართლე რომ ვთქვა წასვლა და ოთახში უაზროდ ჯდომა, არც მე მინდოდა. კმაყოფილმა გაიღიმა და სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.
-შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ.-იდეა მივაწოდე მეც და დავაკვირდი. საშინლად სიმპატიური იყო. წვერი და თმა წამოზრდოდა, რომრლიც უფრო მამაკაცურ და მკაცრ იერს ძენდა. ისეთი სწორი და ლამაზი ცხვირი ქონდა ცოტა შემშურდა კიდეც. წარბები კი თითქმის ყოველთვის შეჭმუხნული იყო. მის თვალებში კი ზოგჯერ იმდენი ემოცია იყრიდა თავს ძნელი იყო გაგეშიფრა, ზოგჯერ კი არაფრის მთქმელი მზერით გიცქერდნენ.
-ვუყუროთ.-სიცილით მითხრა. შეამჩნია რომ ვათვალიერებდი. თავი დარცხვენილმა ელდანაკრავივით გავატრიალე ტელევიზორისკენ და ფილმი ჩავრთე. რომ მკითხოთ ვერ გიპასუხებთ საერთოდ რა ხდებოდა ფილმში ან რა ერქვა. უტას მზერა მბურღავდა და ცოტაც და ადგილზე დავიფერფლებოდი. საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი და ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. ვგრძნობდი რომ ხვდებოდა ამ ყველაფერს ქალდანი და სპეციალურად აკეთებდა. ბოლოს ყელში რომ ამომივიდა გაბრაზებული შევტრიალდი მისკენ.
-რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?-ისე გაიოცა მივარდა და იმ მომღიმარი თავის მოგრეხა მომინდა.
-მე მიყურებ თუ ფილმს?- გაბრაზებული ჯიქურად ჩავაშტერდი თვალებში.
-შენ.-გაიცინა და კიდევ ერთხელ ამღვრეული მზერით ამათვალიერა.
-ვიცი, რომ საშინლად მიმზიდველი ვარ, მაგრამ იქნებ ეცადო და თვალი მომწყვიტო? -ნიშნისმოგებით ვუთხარი და სასაცილოდ გავიჯგიმე.
-უყურე შენ-სიცილი დაიწყო და გეფიცებით არ მინახავს ადამიანი სიცილი ასე უხდებოდეს. მალევე დასერიოზულდა. არცერთი აღარაფერს ვამბობდით. მე უაზროდ მიცჩერებოდი ტელევიზორს და არაფერი მესმოდი, ის მე მაკვირდებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით უხმოდ. სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -რატომ გინდა ვახოზე შურისძიება?-რაღაცნაირი მზერით გამომხედა. მე შევცბი. რატომღაც ამ კითხვას არ ველოდი.
-ამაზე საუბარი არ ღირს.-სავარძელში მოვიბუზე და ვცადე უსიამოვნო თემისთვის თავის არიდება.
-კარგი, თუ შენთვის მტკივნეული თემაა.-მზრუნველად გამიღიმა. მაშინ მოვხვდი რომ ეს ამბავი მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა. ბოლომდე დავცლილიყავი და ამდენ ხნიანი საიდუმლოსთ ის ფარდა ამეხადა.უტა ქალდანი კი ის ადამიანი იყო, ვისაც ჩემსავით ძულდა ვახო და ვინ იცის იქნებ კარგი მსმენელიც ყოფილიყო.
-დედაჩემი მოკლა და მისი ორგანორბი გაყიდა. მამაჩემი კი ისე გააქრო დღემდე არ ვიცი რა მოუვიდა. -ერთი ამოსუნთქვით მივაყარე სათქმელი და თავი ავწიე მისი რეაქცია რომ დამენახა. სახეზე ფერები გადაუვიდა. არ ეგონა ამდენად სერიოზული მიზეზი თუ მქონდა შურისძიებისთვის.
-დედასშევე*ი. -გაბრაზებულმა ამოთქვა და თვალებში ჩამაშტერდა. -ვიცოდი ახვა*ი რომ იყო, მაგრამ არც ამდენად. - თავზე ხელი ნერვულად გადაისვა და ამღვრეული თვალებით გამომხედა.
-შენ რა მიზეზი გაქვს?ასე რატომ ხართ ერთმანეთზე გადაკიდებული?-ინტერესით დავაკვირდი.
-ბიზნესის თემაში.-ეჭვის თვალით დავაკვირდი. მას გაეცინა.-არა, ადამიანის ორგანოებით არ ვვაჭრობ. -იმ დღეს ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ვახოს უფროსსაც შევეხეთ და მთავარ ამოცანად მისი ვინაობის დადგენა განვიზრახეთ, მაგრამ უტას ჩემთან ერთად მუშაობა არ უნდა. მე კი ამაზე საშინლად ვბრაზობდი. კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით მის სახლში. ყოველდღე უამრავ თემაზე ვლაპარაკობდით. ბევრს ვიცინოდით და ერთმანეთს რეპლიკებს ვესვროდით. რამდენჯერმე მოინდომა ბატონმა უტამ სიგარეტის მოწევა, მაგრამ ისე მქონდა გადამალული წლობით რომ ეძებნა ვერ იპოვიდა.

_______________________________________

უტა მომჯობინდა და ჩასვლიდან ორ კვირაში თბილისში დავბრუნდით. ისე შევეჩვიე იმ სიტუაციას, არც კი მინდოდა წარმოდგენა, რომ უტას ასე ხშირად ვეღარ ვნახავდი. ხშირად კი არა შეიძლება საერთოდაც ვეღარ მენახა. თვითონ ქალდანს გულისწყვეტისას ვერაფერა ვატყობდი. პირიქით მთელი გზა იმას ჩამძახოდა ძლივს მოგიშორებო. მეც საშინლად ვბრაზდებოდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი და მეც იგივე სიტყვებით ვპასუხობდი.სახლში მისულს ერთადერთი რამაც გამაბედნიერი ანი იყო. 1 თვე იყო არ მენახა და ისე გამიხარდა მისი ნახვა 1 საათი ვეხუტებოდი. ის ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. ცოტა გაუკვირდა ჩემი ქცევა. ასეთი გადამეტებულო ემოცია არასდროს გამომივლენია მასთან.
-ვაიმე ევა, ძალიან მომენატრე.-ტირილი დაიწყო ანამ. საშინლად ემოციური ადამიანი იყო.
-მეც ძალიან.-გული ამიჩუყდა მეც.
-სად იყავი მომიყევი. ტელეფონზე ვერ გავიგე წესიერად. -მკითხა ანამ მას შემდეგ რაც სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდით. მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და იმაზეც წავიწუწუნე ქალდანს რომ ვერ ვნახავდი.
-მოგწონს?-აღფრთოვანებულმა წამოიყვირა ანამ.
-კი.-მორცხვად დავხარე თავი და სახეზე ხელები ავიფარე.
-ღმერთო, არ მჯერა, რომ ვინმე მოგწონს. თან ვინ? თვით ლუციფერი. -ხელები მაღლა აღაპყრო მეტი დრამატულობისთვის.
-საერთოდ არ არის ეგეთი.-გამეცინა მე.
-ოჰ, გადავიდა დაცვაზე. აი შენი მონაყოლიდან მგონია რომ მაგასაც მოწონხარ.-თავი დამიქნია მეტი დამაჯერებლობისთვის.
-აი საიდან მოიტანე? ტიპი ალბათ მადლობას უხდის ღმერთს ჩემი თავი რომ მოაშორა.-სახე დავმანჭე.-საერთოდაც აღარ მინდა მაგაზე საუბარი. აქ დაიხუროს თემა.-მოჩვენებითი სიმკაცრით ვთქვი და ჩემს ნათქვამზე მეც გამეცინა.
-რაღაც უნდა გითხრა.-დასერიოზულდა ანა.
-გისმენ.-მეც დავიძაბე.
-მოკლედ ახლა უკვე კარგი სამუშაო და ხელფასი მაქვს. მგონი დროა შენი სახლიდან გადავიდე. ისედაც ვიცი, რომ არ გინდოდა ჩემი აქ ყოფნა და ბებიაშენმა ძალით შემომასახლა. -მოწყენილმა ამოთქვა. მე გაფითრებულმა შევხედე.ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი დანაკარგი იყო.
-ჩემთან ერთად ცხოვრება აღარ გინდა?-ისე ჩუმად ვიკითხე, ჩემი ხმა მეც ძლივს გავიგე.
-როგორ არა.ამ სახლში გატარებული დრო საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მყოლია ნამდვილი მეგობარი და შენ ის ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ვენდობი, მაგრამ ვიცი როგორ გიყვარს მარტო ცხოვრება მე კიდე ხელს გიშლი. -ნაღვლიანი იყო ანა.
-ჰოდა არსადაც არ წახვალ. შენ აქ იცხოვრებ და მორჩა. -თითი ცხვირწინ ავუფრიალე და გავუცინე. ანამაც ბედნიერმა გაიცინა და ხელები შემომხვია.

მესამე დღე იყო უკვე, რაც დიდ დანაკლისს განვიცდიდი უტას სახით. ისე მენატრებოდა მასთან გატარებული დრო სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა. ასეთი არასდროს ვყოფილვარ. ჩემგან ძალიან შორს იყო სასიყვარულო ურთიერთობები. ახლა კი პატარა თინეიჯერი გოგოსავით ვიქცეოდი. უძილობა დამჩენდა. გათენებამდე ვიჯექი ხოლმე ნოუთბუქით ხელში და ვცდილობდი ბუჩუკურის უფროსის ვინაობა გამეგო, მაგრამ ახალი არაფერი იყო.
ანას უკვე თავის ოთახში ეძინა კარზე რომ დააკაკუნეს. საათს დავხედე. ისრები ღამის პირველ საათს უჩვენებდა. გაკვირვებული მივედი კართან და ჭუჭრუტანაში გავიხედე მასში კი არც მეტი და არც ნაკლები უტას ანარეკლი გამოჩნდა. წამში გავაღე კარი და კედელზე მიყრდნობილს შევხედე სიგარეტის კვამლში რომ იყო გახვეული. აშკარად ნასვამი იყო.
-მაგრად რომ დამენ*რა იცი? -ისეთი მზერით გამომხედა და დაბოხებული ხმით მითხრა, რომ ადგილზე მივეყინე.
-რა მოხდა? -შეშინებულმა ავხედე.
-შენ მოხდი!- ჩემსკენ წამოიწია და მე ინსტიქტურად გავიწიე უკან. სახლში შემოვიდა და ჩემს წინ დადგა. -სამი დღეა სახლში მივდივარ და ყველგან შენ გეძებ. ისე გამაფრენინე სულ შენი სურნელი მელანდება. -განრისხებული ლაპარაკობდა და უფრო და უფრო მოიწევდა ჩემსკენ. გული ამოვარდნას მქონდა. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ეს სიტყვები და საერთოდ ჩემს სახლში ყოფნა, აზრზე ვერ მოვდიოდი.მთელი სხეულით ვცახცახებდი. უკან-უკან მივდიოდი და კედელს შევასკდი. ქალდანს ჩაეღიმა გასაქცევი გზა რომ აღარ მქონდა. თავის ორ ხელს შორის მომაქცია და რაღაცნაირი ამღვრეული მზერით დამაკვირდა. სახე ახლოს მომიტანა და ჩემს ყელში ჩამალა. ხარბად შეისუნთქა სურნელი. ღმერთო, იმ წამს საერთოდ მოვწყდი სამყაროს და ასტრალში გადავედი. ასეთი საოცარი შეგრძნება არასდროს მქონია.გაუნძრევლად ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი.
-მომენატრე.-ამოიჩურჩულა და მთელი ძალით მიმიხუტა.
-მეც.-გულწრფელად ვუთხარი და ხელები მოვხვიე.
-შეიძლება დღეს აქ დავრჩე?-არ მომშორებია ისე მკითხა. მეც დაპროგრამებულმა ვუპასუხე
-დარჩი.
აღარაფერი გვითქვამს. საწოლზე ერთმანეთზე ჩახუტებულებს გვეძინა და დამეფიცება ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ. გამთენიისას ვიგრძენი როგორ ადგა, ცოტა ხანს მიყურა, ტუჩებზე სველი კოცნა დამიტოვა და წავიდა. მე თვალები არ გამიხელია. ტუჩებზე თითები გადავიტარე და სასიამოვნო ემოციებით აღვსილმა დავიძინე.

იმ დღის შემდეგ რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. არც მე ვიჩენდი ინიციატივას და არ ვურეკავდი. ნერვები მეშლებოდა მოს უმოქმედობაზე. მერე ისევ გამოჩნდა. ღამით როგორ შემოვიდა სახლში არ ვიცი, მაგრამ გვერდით მომიწვა, ახლოს მიმწია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მე არაფერი მითქვამს. მონატრებული სურნელით ვივსებდი ფილტვებს, რომელსაც ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი არეოდა. ისევ სველი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და ისევ ადრე გავიდა სახლიდან. ასე გააკეთა კიდევ ორჯერ. რამდენიმე დღით გადაიკარგებოდა და მერე ისევ ღამე იკავებდა ჩემს საწოლზე ადგილს. საშინლად ვბრაზობდი. ჯერ იმაზე რომ მხოლოდ ნასვამი მოდიოდა ჩემთან, მერე იმაზე რომ არასდროს არაფრის თქმას არ მაცდიდა, როცა სიტყვის თქმა დავაპირებდი წამში მაჩუმებდა და მეხუტებოდა. ჰოდა, როცა ანამ გამომიცხადა ცოტა ხნით ბათუმში უნდა წავიდე და ჩემთან ერთად წამოდიო, არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი და მეორე დღეს ბებიაჩემის გაკეთებულ აჭარულს შევექცეოდი. იმდენი ხანი იყო გასული ჩემი ბოლო ვიზიტიდან, აღარც კი მახსოვდა. ისიც მხოლოდ ორი დღით მოვდოიოდი ხოლმე და მერე უკან ვბრუნდებოდი. თამარამ, რომ გაიგო მინიმუმ 3 კვირა მაინც ვაპირებდი დარჩენას 2 საათი მეხუტა და მლოცა. ვგიჟდებოდი ამ სახლზე. საერთოდ ყველა ბედნიერი მოგონება ამ სახლს უკავშირდებოდა.
-თამარა -ჭიშკრიდან ნაცნობი ხმა მომესმა, მაგრამ ვერ მივხვდი ვისი იყო.
-შემოდი, თორნიკე. -ბებიაჩემმა გარეთ გაიხედა და სტუმარს მიეგება.
-თამარჩიკ, რას შვრე...-კითხვის დამთავრება ვერ მოახერხა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა და პირი გაოცებისგან დააღო.
-ეე თორნიკეე.-პატარა ბავშვივით გამიხარდა მისი ნახვა და სკამიდან წამოვდექი.
-ევაა, როგორი შეცვლილი ხარ გოგო?-გაუხარდა თორნიკესაც ჩემი ნახვა და ბედნიერი გადამეხვია. -ეგრე უნდა დავიწყება? ბოლოს როდის გნახე აღარც მახსოვს ტო.
-აუ შენც მაგარი შეცვლილი ხარ. უფრო გასიმპატიურებულხარ და გამაღლებულხარ. -სიცილით ვუთხარი და თმა ავუჩეჩე, როგორც ადრე. უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-ჩემი თმის აჩეჩვა არ დაგვიწყებია. -თვალები აატრიალა.
-თამარამ მითხრა, ცოლი მოიყვანაო და უკვე შვილიც გყოლია.გამიხარდა ძალიან. -გავუღიმე და ხაჭაპურზე დავპატიჟე.
-ჰო, ნინა ქვია. გემახსოვრება შენ. ჩემი პარალელური კლასელი რომ იყო.-თავის ცოლის გახსენებაზე თვალები გაუბრწყინდა და მივხვდი როგორ ძალიან უყვარდა.
-ძალიან მაგარია.მახსოვს ჯერ კიდევ პატარაობიდან გიყვარდა.
-ჰო, გამოგვიარე საღამოს რა. ჩემი პატარას დაბადების დღეა და შევუბეროთ ძველებურად. არ გამიტეხო რა. -ხვეწნა გაურია ხმაში და დამაჩერდა.
-ჰო გამოვივლი. -თავი დავუქნიე და გავუღიმე.
-ანასთან დამეგობრებულხარ და ეგეც წამოიყვანე.-მითხრა სიცილით.-წავედი ახლა. თამარას გავხედო მეთქი ვიფიქრე, რამე ჰო არ უნდა, მაგრამ კარგად არის აშკარად. წავედი გელოდები საღამოს იცოდე.-ხელი დამიქნია და სახლიდან გავიდა.
იმ საღამოს მე და ანა ქათამაძეების ოჯახში წავედით და სიტუაცია მაშინვე არ მესიამოვნა მაგიდასთან შემოსკუპული ზედგინიძე ნიკა, რომ დავინახე. ადრე ვუყვარდი და არასდროს მანებებდა თავს. მისი ქცევები ხანდახან იმდენად ამაზრზენი იყო გულს მირევდა ხოლმე. რამდენჯერმე თორნიკეს ვუთხარი, ისიც დაელაპარაკა და შემეშვა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. მერე ისევ თავიდან იწყებდა. ახლაც ჩემი დანახვისას სახეზე სხვადასხვა ემოციამ გადაურბინა და ირონიულად ჩაიცინა.
-ვა, ვა რა გოგოები მოსულან. ევა მოდი.-ხელი დამიქნია თორნიკემ მასთან რომ მივსულიყავი. -ეს არის ევა, აი თამარას შვილიშვილი. მთელი ბავშვობა ამ ქაჯთან ერთად მაქვს გატარებული. ეს კიდე ჩემი სიყვარულია, ნინა.-ხელი გადახვია გოგოს და თავზე აკოცა.
-სასიამოვნოა.-გავუღიმე მე. -ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი.
-დიდი მადლობა.-ძალიან სასიამოვნო გოგო იყო ნინა. -იმაზე ბევრად ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე თამარა ამბობდა. -აღფრთოვანებულმა მითხრა და გამიღიმა.
აღარაფერი მითქვამს გავუღიმე და ანას გვერდით დავჯექი. ნიკა მზერით მბურღავდა და უკვე მინდოდა მივსულიყავი და კისერი მომემტვრია მისთვის.
-ცოტა ხანს გავჩერდებით და წავალთ. -გავაფრთხილე ანა, რომელიც სიტუაციის არსს მიხვდა და თავი დამიქნია. ზედგინიძის მწველ მზერას გმირულად ვიტანდი საათ ნახევარი. მერე უკვე ყელში ამომივიდა, მასწპინძლებს დავემშვიდობე, ანას ხელი მოვკიდე და სახლში წამოვედი. ტელეფონი გათიშული მქონდა. ვიცოდი სახლში რომ არ დავხვდებოდი უტას, დამირეკავდა. მე კი არ მინდოდა მეპასუხა.დაღლილი ვიყავი მისი წამიერი გამოჩენებით და მერე გაქრობებით. თუმცა მენატრებოდა, ძალიან მენატრებოდა მისი შეხება და ღამით მის გვერდით წოლა. დღეები ისე იწელებოდა უკვე ცუდად ვხდებოდი, ან უბრალოდ მე მეგონა ასე. ანა ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. იცოდა როგორ მიჭირდა და ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. იმდენ მატარებდა აქეთ-იქით, დაღლილდ ფიქრის თავი მართლა აღარ მქონდა და ეგრევე მეძინებოდა. უკვე მეორე კვირა იყო დაწყებული ჩემი ბათუმში ყოფნით. ზღვა ისე მიყვარდა წვიმაშიც კი ვერ მაგლიჯავდნენ ადგილიდან და გვიანობამდე ვცურავდი. თამარა სულ იმას მეჩიჩინებოდა გაცივდებიო, მაგრამ ვინ უსმენდა? ანას უკვე მოვეზრებული ქონდა ზღვა და მარტო მიშვებდა ხოლმე. ახლაც ზღვიდან მოსული აბაზანას ვიღებდი თამარამ რომ მომიკაკუნა კარზე.
-ევა,შენთან არიან მოსული.
-ახლავე გამოვალ.-გამიკვირდა. არავის ველოდი, მითუმეტეს ისეთს ვისაც თამარა არ იცნობდა. თავიდან ისიც გავიფიქრე ვახოს კაცი ხომ არ არის მეთქი, რაღაც საეჭვოდ იყო ჩუმად და არ მომწონდა. წამებში ჩავიცვი ტანსაცმელი და თავზე პირსახოც შემოხვეული დავეშვი კიბეზე.
ბოლო საფეხურზე ვიყავი უკვე, დაუპატიჟებელ სტუმარს რომ გავხედე და ადგილს მივეყინე. კარში თვით უტა ქალდანი იყო და ყურებამდე უღიმოდა თამარას. ჩემს დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა. არა, ისევ იცინოდა, მაგრამ მარტო მე ვხვდებოდი რამხელა ბრაზი იმალებოდა ამ ღიმილის უკან. კმაყოფილს გამეღიმა, გონს მოვეგე და მასთან მივედი.
-არაფრით არ შემოვიდა ბებია სახლში.-ქოთქოთით მითხრა თამარამ.
-არაუშავს, ბებო. მალე აპირებს წასვლას.- ნიშნის მოგებით გადავხედე უტას. თამარამ ერთი ეშმაკურად აგვათვალიერა ორივე და სამზარეულოში გავიდა. მე თმიდან პირსახოცი მოვიშორე და ქალდანს გავხედე.
-გამოდი გარეთ.-კბილების ღჭიალით მითხრა. მეც რაც შემეძლო ნელი ნაბიჯით გავყევი უკან და მანქანაში ჩამჯდარს გვერდით მივუჯექი. მანქანა ხმის ამოუღებლად დაძრა. საჭეს თითებს მაგრად უჭერდა, აშკარად საშინლად გაბრაზებული იყო. თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი ქონდა, ალბათ დიდი ხნის გამოუძინებელი იყო. ცოტა გამხდარიც იყო, ან მომეჩვენა. მეც არ ვიღებდი ხმას და ველოდებოდი დანიშნულების ადგილზე როდის მივიდოდა. საკმაოდ სწრაფად ატარებდა მანქანას და 15 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავით. არაფერი განსაკუთრებული ადგილი არ იყო, უბრალოფ ხალხი არ მოძრაობდა.
-ნორმალური ხარ?-ერთიანად ამოხეთქა და ისე იყვირა, მოულოდნელობისგან შევხტი.
-ვერ გავიგე?-წარბები შევკარი და უკმაყოფილო სახით დავაკვირდი.
-რა ვერ გაიგე?-იღრიალა ისევ.სახეზე ხელი ჩამოისვა და დამაკვირდა. შედარებით მშვიდად დაიწყო.-ამ დედამოტ*ნულ ბათუმში, რომ მოდიოდი არ უნდა გეთქვა? იცი ყოველ დღე შენს კართან ყ*ესავით ვიდექი და გელოდებოდი, როდის ინებებდი კარის გაღებას, მაგრამ ჩემი ფეხები. რა აღარ ვიფიქრე, თავიდან მეგონა ვახომ წაგიყვანა და მივუვარდი. იცი რა მითხრა? გოგომ დაგადო და ჩემთან ნუ ეძებო. ვიცოდი ტიპს ჩემი მოკვლა უნდოდა და ჩემი ფეხით მივადექი სახლში. მერე შენმა მეზობელმა მითხრა, რომ ბათუმში წაბრძანებილხარ დასასვენებლად. 2 კვირაა ადამიანს აღარ ვგავარ. გამომა*ლევე და მიმაგდე? -იღრიალა ბოლოს.
-მე მიგაგდე?-ისე მშვიდად ვიკითხე გამიკვირდა ნერვებმა როგორ არ მიმტყუნა. უტასაც სახეზე შეეტყო, მსგავს რეაქციას არ ელოდა. - სადღაც ჯანდაბაში დალევ კვირაში ერთხელ და მაშინ გახსენდები ამ ქვეყნად რომ ვარსებობ. მომადგები და არაფრის თქმას არ მაცდი ისე მიდიხარ. იცი ძალიან დავიღალე ყოველ დღე შენი ლოდინით, მიუხედავად იმისა რომ ვიცი არ მოხვალ. მგონი ოდნავ პატივისცემას მაინც ვიმსახურებ, რომ ელემენტარული ყოველთვის მთვრალი არ დამადგე, არა? თუ მარტო მაშინ გჭირდება ევა? იმ ადამიამს ვგავარ ვისაც სათამაშოდ გამოიყენებ? აქეთ მოდიხარ კიდე და ცირკებს მიწყობ.-ისეთი მშვიდი ვიყავი საკუთარ თავს ტაშს ვუკრავდი.
-შენი აზრით, გასართობათ მინდიხარ? -ამღვრეული მზერით ამომხედა და ტუჩებს შორის სიგარეტი მოიქცია.
-მე საერთოდ არ ვიცი რა გინდა ჩემგან.-ხმა ჩამწყდარმა ძლივს გასაგონად ვთქვი. ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ცოტაც და ვიტირებდი.
-შენგან არაფერი. მთლიანად შენ მინდიხარ. -ისე უცბათ მწვდა და თავის კალთაში გადამსვა გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-რას აკეთებ?-წამოვიყვირე და წამში დაეძგერა ჩემს ტუჩებს. ეს იყო ენით აღუწერელი სიამოვნება. მონატრებული სურნელი და მონატრებული შეხება. მთელი ორგნიზმით ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას და ალბათ ისიც იმავეს გრძნობდა. ისე ფრთხილად მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა არ დავშლილიყავი.
- მიყვარხარ.- ზედ ჩემს ტუჩებზე ამოილაპარაკა.- მიყვარხარ ამის დედაც. მაინც გამაბი ტო? - იმ წამს სამყარომ არსებობა შეწყვიტა. იმ წამს რეალობა გაითიშა და დარჩა მხოლოდ ერთი სიტყვა, უტას ნათქვამი "მიყვარხარ", რომელიც გაფუჭებული რადიოსავით მეორდებოდა ჩემს ტვინში და სიამოვნების ტალღა მივლიდა.

___________________________________________
კიდევ ერთი კვირა დავრჩი ბათუმში. უტა იმ დღესვე წავიდა. ყოველ საღამოს ტელეფონზე მირეკავდა და გათენებამდე ვსაუბრობდით.თავი ისევ თინეიჯერი გოგო მეგონა და ამ სიტუაციაზე ანა ძალიან დამცინოდა. ქალდანთან ყველაფერი რიგზე ვერ იყო ვატყობდი. ვახოს სიჩუმეზე ისიც ჩემსავით ნერვიულობდა, მაგრამ არაფერს მაგრძნობინებდა. იმ საღამოს უტამ დაიჟინა რომ ჩამოვიდოდა და თვითონ წაგვიყვანდა თბილისში. 6 საათი იყო, ჩემს სახლთან რომ მოვიდა, თან მეგობარი ახლდა, რომელიც კორპორატიულიდან მახსოვდა. თამარამ დაიჟინა აქედან ისე ვერ გავუშვებ ჩემი გემრიელობები რომ არ გავასინჯოო. ჰოდა ასე მივუჯექით სუფრას მე, ანა, უტა,გაბრიელი(უტას მეგობარი) და თამარა. ბაბუ სოფელში იყო წასული, თავის ძმასთან. ქალდანის მეგობარი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ბევრად უფრო ლაღი, გახსნილი და კომუნიკაბელური იყო.
-აუ, ყველაფერი ძალიან გემრიელია.- პირგამოტენილმა წამოიძახა გაბრიელმა და ყველას გაგვეცინა. იმ დღეს ქალდანი ისეთი მხიარული იყო, ვერ კი წარმოვიდგენდი ამხელა იუმორის გრძნობა თუ ქონდა.-ევა, უნდა გენახა როგორი გამო*ლევებული დადიოდა ის ორი კვირა, რომ ვერ გპოულობდა. იმენა FBI-ის აგენტი გამხადაა.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა მას შემდეგ, რაც თამარა ოთახიდან გავიდა.
-ბევრს ლაპარაკობ.-დასერიოზულდა ქალდანი და თვალები დაუბრიალა. ამაზე ყველას გაგვეცინა. ის საღამო საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარეთ. გზაშიც იმდენი ვიხალისეთ. გაბო უტაზე გვიყვებოდა ისტორიებს და მე და ანა სულს ძლივს ვითქვამდით, მერე ქალდანი გვიბრიალებდა თვალებს და ამაზე უფრო ცუდად ვხდებოდით.
-უტას პატარაობიდან ეხვეოდა უამრავი გოგო, მაგრამ ეს არავის არ იკარებდა. ჩვენი მასწავლებელი ევასებოდა ხოლმე და უნდა გენახათ ყვავილებით რომ დარბოდა რვა წლის. ქალთა დღეს, ჩვენი კლასის ბიჭებმა ყვავილები რომ აჩუქეს, ამან ყველა მაგრად ცემა. -სიცილით დაამთავრა სათქმელო გაბრიელმა და უტას მუშტიც მიიღო მხარში.
-გაჩუმდები, თუ მოვყვე ნანიკოზე?-ბოლო სახელი ცინიკურად ამოთქვა და მეგობარს დააკვირდა.
-ჩუმად ვარ.-გაეცინა გაბრიელს და ქალდანს თვალები დაუბრიალა.

________________________________________

გვიანი ღამე იყო მე და უტა წყნეთის სახლიდან ისევ თბილისში ვბრუნდებოდით. ქალაქის შესასვლელში ორი მანქანა რომ გადაგვიდგა წინ. ქალდანმა სწრაფი მოძრაობით ამოიღო სათავსოდან იარაღი, ჩემი სახლში დავტოვე.
-ახლა მე მანქანიდან გადავალ, შენ ჩემს ადგილას გადმოხვალ,კარს მოვშორდები თუ არა დაძრავ და აქედან წახვალ. გასაგებია? - თვალებში ჩამაშტერდა უტა.
-შანსი არ არის. არ დაგტოვებ!- კატეგორიული გამიხდა ხმა.
-ევა, გააკეთე რასაც გეუბნები! ახლა საუბრის დრო არ არის.-თვალები დამიბრიალა და წინ გაიხედა. რამდენიმე მამაკაცი გვიახლოვდებოდა.
-ნორმალური ხარ? რამდენნი არიან. არ გავიქცევი. გაქცევა რომ ვცადოთ ეგრევე ისვრიან და ორივეს მოგვკლავენ.- გაბრაზებულმა ვუთხარი და მის მზერას გავაყოლე თვალი. ორი მანქანა უკნიდან მოგვადგა. ქალდანი ფიქრობდა, როგორ გამომძვრალიყო სიტუაციიდან, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. უცბათ ჩემს მხარეს კარი გამოაღეს და ისე გადამათრიეს მანქანიდან ვერც გავიაზრე.
-ხელი გაუშვით, თქვენი დედამოვტ*ან.- დაიღრიალა ქალდანმა ისეთი ხმით, ვიგრძენი ჩრმზე ჩაბღაუჭებულ მამაკაცსაც შეეშინდა. უტა ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ რამდენიმე მამაკაცი მივარდა და გააჩერა. თავის დაღწევას და ჩემკენ წამოსვლას ცდილობდა, მაგრამ რომ მიხვდნენ ვერ გააჩერებდნენ თავში იარაღის ტარი ჩაარტყეს და გათიშეს.
-უტააა.- დავიყვირე და მისკენ გაწევა ვცადე, მაგრამ ჩემ უკან მდგარი თმაში მწვდა და ინარციით გადავქანდი. მერე საშინელი სუნი ვიგრძენი და გავითიშე.
გონს რომ მოვედი გემოვნებით მოწყობილ სახლში სკამზე მიბმული ვიყავი და ჩემს პირდაპირ უტა ოჯდა იგივე მდგომარეობაში, თუმცა სასტიკად ნაცემი. თავი დაბლა ჩაეხარა და ღრმად სუნთქავდა.
-უტა- დავუძახე და თვალები ცრემლებმა ამიწვა. მისმა ამ მდგომარეობაში ხილვამ გამანადგურა. გავიბრძოლე და თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ ხელზე ისე მაგრად მქონდა თოკი შემოჭერილი ტკივილიდგან სახე დავმანჭე.-უტა, გაახილე რა თვალები. - უფრო ხმამაღლა დავიძახე რომ გაეგო, მაგრამ არც კი შეტოკებულა. მეორე ოთახიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და ოთახში ვახო ბუჩუკური შემოვიდა ორ ახმახთან ერთად.
- ევა, ევა...- ცინიკურად წარმოთქვა ჩემი სახელი და ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიწია.-რაო პატარა ქალბატონო? კვდება შენი რომეო?- ისეთი ზიზღით საუბრობდა გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.
- წადი შენი...- არანაკლები ზიზღით ვუთხარი და სახეში შევაფურთხე. მოულოდნელობისგან ცოტა ხანს გაშეშდა, მერე სახეზე განრისხება აღებეჭდა და უკვე ხელი უნდა გაერტყო ზედმეტად ნაცნობმა ხმამ რომ შეაჩერა.
- ხელი არ დააკარო!- გასცა ბრძანება მან და ოთახში დათასთან ერთად შემოვიდა. იმ წუთას ფეხზე რომ ვმდგარიყავი აუცილებლად დავეცემოდი დაბლა. შოკში ვიყავი. ვერ ვიაზრებდი ჩემს თავს რა ხდებოდა. მეგონა ეს ყველაფერი მელანდებოდა ან მესიზმრებოდა და მალე გამოვფიზლდებოდი. ჩემს წინ, არც მეტი და არც ნაკლები, თვით მამაჩემი იდგა. გაოცებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თავი საშინლად ამტკივდა და თვალებშო წვა ვიგრძენი. ძალიან მიჭირდა ფიგურების გარჩევა.
- შენ...შენ აქ...ღმერთო- საცოდავად ამოვიხრიალე. იმ წუთას საშინლად ცუდად ვიყავი. პირი გამომიშრა და ერთ ადგილზე მიშტერებული ვერაფერს ვაკეთებდი.
-წყალი მიუტანეთ და ხელები გაუხსენით.- გასცა ბრძანება კობამ. ხელები შემიხსნეს და წყალი თავისი ხელით დამალევინეს, რადგან ერთ ადგილზე უმოძრაოდ მივეყინე და თვალებიც მხოლოდ კობაზე მქონდა მიჩერებული.ცოტა აზრზე მოვედი და გამოვფხიზლდი, მაგრამ მაონც ვერ ვახერხებდი ადგილოდან დაძვრას. უტაც გოზე მოვიდა და შექმნილ სიტუაციას გაურკვეველი მზერით უყურებდა. მეტე მე გამომხედა.
- კარგად ხარ? - ძლივს გასგონად იკითხა. მე წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი. სახეზე ხელები ჩამოვუსვი და ტირილო დავიწყე.
- ეს რა გიქნეს? რა გაგიკეთეს ამ არაკაცებმა?- განადგურებული ვიყავი, ვეღარ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს.
- ჩუმად პატარა, ჩუმად. კარგად ვარ დამშვიდდი. - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ვხვდებოდი როგორ უჭირდა.
- მამიკოს არ ჩაეხუტები?- კობას ხმამ გამომაფხიზლა.ბოლო წუთამდე მეგონა რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო, მაგრამ უტას სახეზე მივხვდი რომ რეალობაში ვიყავი.
გაცეცხლებული შევტრიალდი უკან.
-ამიხსნი რა ჯანდაბა ხდება? და რატომ ხარ ცოცხალი? უფრო სწორად ახლა რატომ ვიგებ რომ ცოცხალი ხარ?
- რა იყო, არ გაგიხარდა? -ცინიზმი გაურია ხმაში. მე ასეთი კობა არ მახსოვდა. მამაჩემი ჩემს წინ მდგარი კაცისგან სრულიად განსხვავებული იყო, ან უბრალოდ მე მეგონა ასე.
-რა? 15 წლის მერე რომ ვიგებ მამაჩემი ცოცხალია და თან ბუჩუკურთან ერთად მუშაობს?- გაცეცხლებულმა წამოვიყვირე და თვალებში ჩავაშტერდი. ჩემს ბოლო ნათქვამზე დავფიქრდი და ტვინში სისხლმა ამასხა. წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და იატაკზე დავეცი.
- ევაა, რა დაგემართა? გამიხსენით ხელები თქვე ახვ*ებო.- უშედეგოდ ყვიროდა უტა.
- შენ..მითხარი რომ დედას სიკვდილთან შენ არაფერ შუაში არ ხარ.-იმ მომენტში ალბათ შეშლილი სახე მქონდა. გიჟივით ვიცინოდი და ცრემლები მომდიოდა. ჩემი შემხედვარე უტამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ცდილობდა თავი დაეღწია თოკებისთვის და ჩემკენ წამოსულიყო.
-ევა, დამშვიდდი გთხოვ.- ისიც გაგიჟებული იყო ჩემი შველა რომ არ შეეძლო. - თქვენი დედასშევე*ი. - კიდევ ერთხელ სცადა თავის დაღწევა და უღონოდ დანებდა.
მე ისევ პანიკაში ვიყავი, ხმამაღალი ხმით ვჩხაოდი უკვე. ჩემს თავს მეც ვეღარ ვცნობდი.
- შვილო, ამდენი ხანი იმისთვის გზარდე, რომ მკვლელი შეგყვარებოდა? არც ისე დიდხანს, მაგრამ მაინც.-მოსმენილისგან გაოგნებულმა, ამღვრეული თვალებით გადავხედე უტას. ტკივილისგან ხმას ვერ იღებდა და თვალებით მითხრა ყველაფერს აგიხსნიო. ამაზე არ ვფიქრობდი ჯერ. გული საშინელებას მიგრძნობდა და შიგნიდან მჭამდა.
- კობა მიპასუხე. დედას სიკვდილთან რამე გაკავშირებს?- კითხვა გავუმეორე მე და თვალებში ჩავაშტერდი.
- ჩემი ბრძანებით მოკლეს. - მეხის გავარდნასავით იყო მისი სიტყვები, რომელიც მხრების აჩეჩვით ისე თქვა თითქოს არაფერი მომხდარა. -დედაშენმა გადაწყვიტა კეთილი ფერიის როლი მოერგო და ჩემი ბიზნესი სანაგვეზე მოესროლა. - სიცილით მიყვებოდა და იმ წუთას რა მემართებოდა სიტყვებით ვერც ავხწერ. სრულიად განადგურებული ვიყავი და წესიერად არც კი მესმოდა არაფერი. -გაიგო ადამიანებით რომ ვაჭრობდი და პოლიციაში წასვლით დამემუქრა. ჰოდა მე შენი საყვარელი დედიკო მოვკალი და მისი ორგანოები გავყიდე. იმიტომ, რომ ტრა*ს იქ ათამაშებდა, სადაც არ უნდა ეთამაშა. - მერე მოწოლილი ემოციისგან გავითიშე, თვალები დავხუჭე, მაგრამ ყველაფერი მესმოდა რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა. საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდიმ თითქოს ტვინი გამეთიშა და არ უნდოდა რამდენიმე წუთის წინ ნათქვამის გააზრება. ღრიალი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. თვალებსაც ვერ ვახელდი და ძირს ისე ვეგდე თითქოს უსულო საგანი ვიყავი. მესმოდა როგორ ღრიალებდა უტა ჩემს სახელს და მთხოვდა თვალები გამეხილა. მე ამის ძალა არ შემწევდა.
-ეს ნაბი*ვარი გაიყვანეთ და მოკალით! -ბრძანება გასცა კობამ. წინააღმდეგობის გაწევა მინდოდა, მაგრამ თითქოს ერთ ადგილას მიყინული ვიყავი, სრულიად უუნარო და უმოქმედო. ფეხის ხმა გავიგე და ისიც როგორ გაათრიეს უტა. რამდენიმ წუთი სიჩუმე იყო. ვგრძნობდი ოთახში ვიღაც იყო, მაგრამ ვერ ვხედავდი ვინ. თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული. მინდოდა კანიდან გამოვმძვრალიყავი. მინდოდა გამეღვიძა და ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. გული ძალიან მტკიოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ადამიანი რომელიც მიყვარდა ასეთი სასტიკი იქნებოდა. საკუთარი მამა, რომელმაც დედაჩემი ისე გაიმეტა თითქოს ადამიანი, არც ყოფილა. აზრზე ორმა გასროლის ხმამ მომიყვანა.
-ღმერთო, არა, ოღონდ უტა არა ღმერთო.- მეგონა ხმამაღლა ვყვიროდი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს გონებაში გაფიქრებული სიტყვები იყო. ძალა მოვიკრიბე გონზე რომ მოვსულიყავი და თვალების გახელა ვცადე. გამომივიდა. ცოტა ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა გამოსახულება გაიწმინდა. ოთახში არავინ იყო. ფეხზე წამოვდექი. ცოტა თავბრუ დამეხვა, მაგრამ არ გავჩერებულვარ და გარემო მოვათვალიერე. ბუხრის თავზე დიდი ზომის რკინის სკულპტურა იდო,რომელიც აზრზე არ ვარ რა იყო. ხელში ავიღე და მეორე ოთახისკენ ჩუმად წავედი. ნანახმა ადგილზე გამაქვავა. უტას იარაღი მიედო დათასთვის, მაგრამ მის მოკვლას ვერ ბედავდა. შეტრიალებული იყო და ვერ ხედავდა კობას, რომელსაც იარაღი პირდაპირ თავში ქონდა დამიზნებული უტასთვის და წუთი წუთზე გამოკრავდა სასხლეტს ხელს. იატაკზე სისხლის გუბეში ცურავდა ვახო და მისი დამქაში.რამდენიმე წამით აზროვნების უნარი დავკარგე. ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. ისე ვიდექი ვერცერთი ვერ მხედავდა. ფრთხილად უნდა მემოქმედა. ვერ დავუშვებდი უტას რამე მოსვლოდა. კობამ იარაღი გადატენა და უკვე სროლას აპირებდა მთელი ძალით რომ მოვუქნიე რკინის სკულპტურა თავში. უღონოდ დაეცა დაბლა. უტაც ხმაურზე შემოტრიალდა და დათას ხელი შეუშვა. მე რომ გავაცნობიერე რა გავაკეთე, კედელთან ჩავიკეცე, თავი მუხლებში ჩავმალე და კოტაობა დავიწყე.
-ღმერთო, მამაჩემი მოვკალი.მკვლელი ვარრ.-პანიკური შეტევა დამეწყო. უტა და დათაც გაოცებულები იყვნენ. მერე თითქოს პატარა ქალდანი გონს მოვიდა და სწრაფად დატოვა ოთახი. უტა კობას სხეულთან დაიხარა და პულსი გაუსინჯა.
-მოვკალი, ჰო? უტა, მოვკალი?- ცრემლებმა სახე დამინამეს და სასოწარკვეთილმა გავხედე უტას. ისეთი მზერით გამომხედა, პასუხს უთქმელად მივხვდი და შეშლილოვით წამოვხტი ფეხზე.
-მკვლელი ვარ, მკვლელი ვარ- პანიკურად დავიწყე ყვირილი.
-პატარა, დამშვიდდი.- უტა ჩემთან მოვარდა და ხელები შემომხვია, მაგრამ თავის განთავისუფლებას ვცდილობდი. არაადეკვატური ვიყავი. ვყვიროდი და ქალდანს საშუალებას არ ვაძლევდი დავემშვიდებინე. საშინელება იყო იმის გააზრება, რომ ადამიანი მოვკალი, თანაც საკუთარი მამა. მნიშვნელობა არ აქვს რა ჩაიდინა. ახლა მეც მასსავით მკვლელი ვიყავი.
-აქედან უნდა წავიდე.- ქალდანის ხელები მოვიშორე და გასასვლელისკენ წავედი.
-ახლავე წაგიყვან.- უკან გამომყვა და მანქანისკენ წამიყვანა.
-არა!-უცბათ წამოვიყვირე შეშინებულმა. -ორივე მკვლელები ვართ. რამდენი ადამიანი მოკალი? 10? თუ მეტი? სერიული მკვლელი ხარ!მეც მკვლელი ვარ. მე მამაჩემი მოვკალი, მაგრამ შენს გადასარჩენად.-სიცილით ვიგუდებოდი და უტას მზერას ვარიდებდი, რომელიც საშინლად ნაღვლიანი იყო და მოთმინებით იტანდა ჩემს გამოხტომებს. ვიგრძენი როგორ ვატკინე ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვერ ვჩუმდებოდი.
-მარტო არ გაგიშვებ.მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვი.-იმდენი ტკივილი ვიგრძენი მის ხმაში. თითქოს გონზე მოვედი. მანქანაში უხმოდ ჩავჯექი და ასე უხმოდ მივედით სახლში. ხანდახან გამომხედავდა ხოლმე უტა. მივხვდი საშინლად ანერვიულებული იყო. ჩემს ბინასთან რომ მივედით თვითომაც გადმოსვლას აპირებდა, მე რომ შევაჩერე.
-გთხოვ სახლში წადი, მარტო მინდა ყოფნა.-ისე მრცხვენოდა წეღანდელი ჩემი სიტყვების თვალებშიც ვერ ვუყურებდი. იმის წარმოდგენა, რომ ჩემი მიზეზით გული ეტკინა მანადგურებდა.
-კარგი.-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა და სევდიანად გამიღიმა.
სახლში როგორ ავედი არ მახსოვს. კარი სახე შეშლილმა ანამ გამიღო და ჩემს დანახვაზე წამოიკივლა.
-სად იყავი?რა დაგემართა?-ერთიანად მომაყარა კითხვები და კარი დახურა. მე იქვე ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე დავიწყე ტირილი. ამდენი ემოციისგან აღარ შემეძლო. ანა ჩემთან დაიხარა და მთელი ძალით ჩამეხუტა. არაფერი უთქვამს. ასე უხმოდ იჯდა და მისმენდა როგორ ვტიროდი. მერე ყველაფერი მოვუყევი. შოკში იყო. ვერაფერს ამბობდა და ერთ ადგილას იჯდა. ასე დავტოვე, ოთახში შევედი, რაც მომხვდა ხელში ჩანთაში ჩავყარე,საფულე ავიღე, ტელეფონი იქვე ტუმბოზე დავდე და კარი გამოვიხურე.
-სად მიდიხარ?-გონზე მოვიდა ანა.
-შორს.-მხრები ავიჩეჩე მე.
-მერე უტა?-სასოწარკვეთილმა მკითხრა.
-მე მას გული ვატკინე. არ ვიმსახურებ.
-ჰომ იცი რომ მას ეს არ აინტერესებს? უყვარხარ. გიჟდება შენზე. -გადარწმუნებას შეეცადა ანა.
-მე მაინტერესებს. ამ ყველაფრის მერე, იმის მერე რაც ცუთხარი , უბრალოდ აღარ შემიძლია თვალებში ჩავხედო.
-მე? მეც მტოვებ?სად მიდიხარ ეგ მაინც მითხარი.-ტირილი დაიწყო ანამ.
-დაიგრეკავ.ერთს გთხოვ მარტო, ამ სახლიდან არ გადახვიდე.-მხოლოდ ეს ვუთხარი. მთელი ძალით ჩავეხუტე და სახლის კარი გამოვიხურე.

_________________________________________

2 თვე იყო უკვე, რაც იტალიაში ვიყავი. საშინლად ვგრძნობდი თავს. გარეთ მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გავდიოდი, რომელიც მაცივარში ლპებოდა. საჭმელს წესიერად არ ვჭამდი. ძილში კოშმარებს ვხედავდი და მაქსიმუმ 2 საათი თუ ვახერხებდი ძილს. მონატრება ყელში მიჭერდა და ყოველ ღამე ცრემლების ღვრით მთავრდება. ანას არ ვურეკავდი,რადგან ვიცოდი უტაზე რამეს აუცილებლად მეტყოდა. სოციალური ქსელის მეშვეობით, რა თქმა უნდა, ინკოგნიტოდ ვათვალიერებდი რას შვრებოდა. თამარას და თენგოს ველაპარაკებოდი და თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ დღესაც დავურეკე, ცოტა ხანს ველაპარაკებოდი ტელეფონში ანას ხმა რომ გავიგე.
-შენ ყველაზე უნამუსო და უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ, ევა.-მშვიდად ჩამძახა ტელეფონში და იმ წამს როგორ არ მოვკვდი არ ვიცი.
-ანა...-ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე და ცრემლები წამომცვივდა.
-ჰო მითხარი რომ დამირეკავდი? რა იყო ისე გაერთე მანდ რომ მეგობრები აღარ გახსოვს?-ვიგრძენი ისიც ტიროდა მეორე მხარეს.
-ანა, ასე არ არის...
-ვიცი.-დამიყვირა მან.-ვიცი რომ იტანჯები და საშუალებას არ მაძლევ დაგეხმარო. შენი აზრით გაქცევა გამოსავალია? იცი უტა რა დღეშია?-ღრიალებდა ბოლო ხმაზე. ასეთი ანა არასდროს მინახავს.
-გაჩუმდი, უტაზე არაფერი მითხრა.-საცოდავად ამოვიკნავლე მე.
-რატო? არ გითხრა როგორ იტანჯება? 2 თვეა ყოველ ღამეს შენს საწოლში ათევს. გეძებს, ჭკუიდან არის გადასული. თურქეთში რომ შენი კვალი გაწყდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო სულ გაგიჟდა. ადამიანს აღარ გავს. ვეღარ გავუძელი მის ამ მდგომარეობაში ყურებას და ბათუმში წამოვედი. ცუდათ არის გესმის? ნადგურდება. ვიცი შენც რომ გიჭირს და რატომ იტანჯავ თავს, ევა, როცა შეგიძლია ბედნიერი იყო? შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია. შენ გადაარჩინე უტა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს ადამიანისგან, რომლის კისერზეც უამრავი ადამიანის მკვლელობააა, მათ შორის დედაშენის. ვიცი ფეხებზე გკიდია უტა მკვლელია თუ არა და მაშინ ის სიტყვები ემოციური ფონით იყო გამოწვეული, ქალდანმაც იცის. ჩამოდი რა, გეხვეწები ჩამოდი მაგ ჯანდაბიდან. -შემევედრა ანა. მე ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე და ტელეფონი გავუთიშე. იმ დღეს მივხვდი, როგორი მშიშარა ვიყავი. გამოვიქეცი და ფეხებზე დავიკიდე როგორ იქნებოდნენ სხვები. ბევრი აღარ მიფიქრია, მეორე დღეს ბილეთი ვიყიდე და თბილისში დავბრუნდი. დილის 5 საათი იყო სსხლის კარი, რომ შევაღე. ბარგი იქვე მივყარე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. გული საშინლად ამიჩქარდა. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა ქალდანს ჩემს დანახვაზე. ფრთხილად გავაღე კარი და წამში მეცა ნაცნობი და მონატრებული სურნელი. თავბრუ დამეხვა და კარის სახელურს ჩავეჭიდა. მერე ფრთხილად გადავდგი ნაბიჯები საწოლისკენ და მის გვერდით დავწექი. სხეული შეარხია და სიბმელეშიც კი დავინახე როგორ დამაკვირდა. მეტი აღარ შემეძლო. მთელი ძალით შემოვხვიე ხელები და საპასუხო ჩახუტებას დაველოდე. მანაც არ დააყოვნა და ისე მიმიხუტა მთელი სხეული ამტკივდა.
-შენთვისვე აჯობებს სიზმარი არ იყო. -საშინლად დაბოხებული ხმით მითხრა და მის სხეულზე ამაკრა.







საერთოდ არ ვიცი რა გითხრათ.
არც ის ვიცი რა გამოვიდა.
უბრალოდ ბოდიშით ამდენ ხნიანი ლოდინისთვის.
თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.



№1  offline წევრი წერო:)

დიდუუ
კარგი იყო მაგრამ ძალიან ნაადრევად დამთავრდა აი რომ უნდა დაწყებულიყო მაშინ
თავს ისე ვგრძნობ თითქოს ხელიდან მოგებული მილიონი გამომაცალეს დდ
ნუ ისე მომეწონა♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

Martla kargi iiyo magram wina komentaris avtors vetanxmebi cuud dros daamtavre tu gaagrdzeleb uuuumagresi iqnebi

 


№3  offline წევრი izabella

გაღიმებული ვუყურებდი სათაურს და არ მჯეროდა რომ მართლა ეს იყო. გამიხარდა, რომ არ მიატოვე და სრული ვერსიით დაგვიბრუნდი.
თავიდან ვახომ დათას თვალთვალი რომ დაავალა ევას მეგონა მასავით გაიძვერა ადამიანთან არ გვექნებოდა საქმე, მაგრამ თურმე სულაც არ ყოფილა ისე როგორც ვფიქობდი. მიუხედავად ამდენი ტკივილისა ევაში მე ვერანაირი სისასტიკე ვერ დავინახე, გარეგნულად ძლიერ ადამიანში სახლობდა ქალი, რომელიც იყო ძალიან ნაზი, მოსიყვარულე, რომელსაც ყველაფერში თუ არა რაღაც დოზით მაინც სჭირდებოდა დაცვა ვიღაცისგან და რაღაცისგან. როცა სრულიად მარტოს, თავის ნაჭუჭში გამოკეტილს შურისძიების მეტი არაფერი აღარ აინტერესებდა, სწორედ მაშინ გაუგზავნა განგებამ ერთგული მეგობრის სახით ანა, მერე კი სიყვარულითაც დაასაჩუქრა. სრული შოკი იყო როცა ბუჩუკურის უფროსის ვინაობა გამჟღავნდა. ვის ვის და ევას მამას ნამდვილად არ ველოდი, თანაც ასეთ სასტიკს და უსულგულოს.
დასასრული იყო ზუსტად ისეთი როგორიც ევას და უტას შეეფერებოდა და მგონია, რომ სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა.
ყოჩაღ, მთლიანობაში იყო ძალიან კარგი, ჩემ მოლოდინებს მართლა გადააჭარბა ♥ ♥ ♥

 


№4  offline წევრი Memoris

ერთი სიტყვიით უმაგრესი♥️ უბრაალოდ ვფიქროობ ანას ცოტაა უსაამართლოოთ დააუტრიაალდაა ბეედი მიაატოოვეს და არაავინ გაამოჩნდა მისთვიის სხვა მეგონა გაბრიელი და ანა ერთაად დარჩებოდნეენ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent