ჯაშუში. (თავი 4)
-კობაზე საიდან იცი? -ნერვიულად გავხედე და თვალები დავაწვრილე. -ესეიგი მართლა მეტრეველის შვილი ხარ.-ჩაიცინა და ისე ამათვალიერა თითქოს რენტგენში მატარებდა. -კობა და მამაჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. მერე მათი გზები გაიყო. ბაჩომ გადაწყვიტა ბუჩუკურის მოკავშირე გამხდარიყო,რაც მამაშენს არ მოეწონა და დაიშალნენ. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა კობასთან.ფაქტობრივად მეორე მამასავით იყო ჩემთვის.-ბოლო სიტყვებზე ცინიკურად გამომხედა და დივნის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო. -ახლა შენი ჯერია მითხრა,რა ჯანდაბა გინდოდა ვახოსთან?-სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და მომლოდინედ შემომხედა. -მინდოდა მისი გეგმები გამეგო და მასზე შურიმეძია.მერე მივხვდი, იცოდა, ვინც ვიყავი და სპეციალურად გამგზავნა დათას სათვალთვალოთ, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი. -მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე. -შენი მისია კრახით დასრულდა ესეიგი.-დამცინავად ჩაიცინა და კვამლი პირდაპირ ჩემი მიმართულებით გამოუშვა. -შენგან რა უნდათ?-მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე გადავედი. -რამდენიმე სერიოზული საქმე ჩავუშალე და მომავალშიც იგივეს ვაპირებ. ერთგვარი შურისძიება. -ჩაახველა და ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააგდო. -რისთვის? -ინტერესით დავაკვირდი და ფეხი ფეხზე გადავიდე. -ეგ უკვე შენი საქმე არ არის. -ბრაზმორეულმა მითხრა და ჯიქურად ჩამაშტერდა თვალებში. გამეცინა და ფეხზე წამოვდექი. -რას იზავ, თუ გეტყვი, რომ ვახოს და დათას შენი მოკვლა უნდათ?-ირონიულად ჩავიცინე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. -ეგ დიდი ხანია ვიცი.-ხელი ჩაიქნია და გაეცინა. -ისიც იცი,რომ მკვლელი დაიქირავეს შენს გასაქრობად? -ნიშნისმოგებით გავხედე და თვალები დავაწვრილე. გაკვირვებულმა ამომხედა და ცალი წარბი აწია. -საიდან იცი? -ხმა არ გამიცია ჩემს ოთახში შევედი. ჯერ ტანსაცმელი გამოვიცვალე. პიჟამოს საკმაოდ მოკლე შორტი და მაისური გადავიცვი. მერე ჩემი ორი ნოუთბუქი ავიღე და მისაღებში დავბრუნდი. კიდევ ერთხელ ხარბად ამათვალიერა ქალდანმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ნოუთბუქები მის წინ დავალაგე და ჩავრთე. ერთ ეკრანზე დათას და ბუჩუკურის სახლის გამოსახულებები იყო სათვალთვალო კამერიდან. მეორეზე კი მოსასმენი აპარატიდან მიღებული ჩანაწერები ელაგა. -როგორც ჩანს,არც ისე კრახით დასრულდა ჩემი მისია. -მხრები ავიჩეჩე და ირონიულად დავაჩერდი. მანაც ამომხედა და ცინიკურად ჩაიცინა. -ყოჩაღ. ნამდვილად გამაოცე.-აშკარა სარკაზმით მითხრა და ჩაიცინა. -ვფიქრობ ერთად უნდა ვიმუშაოთ. -მტკიცედ ამოვთქვი და მივაშტერდი. წარბაწეულმა შემომხედა. ცოტა ხანს მიყურა. მერე ფეხზე წამოდგა და ჩემთან ძალიან ახლოს დადგა. ჩემს ყურთან დაიჩოქა და რაღაც ამოუხსნელი ხმით მითხრა. -გუნდური მოთამაშე არ ვარ, პატარავ. -წარბები შეჭმუხნა. ისევ უემოციო გაუხდა სახე და სახლი ისე დატოვა ვერაფრის თქნა ვერ მოვასწარი. რას ვიზავდი, მარტო მომიწევდა ყველაფრის გაკეთება. _________________________________________ განრისხებული ბუჩუკური ნერვიულად ცემდა ბოლთას ოთახში და ყელში წაჭერილ ჰალსტუხს იწვალებდა. -ამის დედას შევე*ი. რა გავაკეთო ახლა? რუსები ტყავს გამაძრობენ. -სახეზე ორივე ხელი ჩამოიშვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. იმდენად იყო სასოწარკვეთილი ბატონი ბუჩუკური იფიქრებდით ცოტაც და ბავშვივით ცხარე ცრემლით იტირებსო. გამოუვალ სიტუაციაში იყო და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ერთი და იგივე მეორდებოდა და ჭკუიდან გადადიოფა. ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და კაცმა იცის უკვე მერამდენედ აანალიზებდა მომხდარს კაბინეტის კარი რომ გაიღო და ყავის ჭიქა მომარჯვებული, ცინიკური ღიმილით მომზირალი უტა ქალდანი შემოვიდა ოთახში. გაკვირვებული და ანერვიულებული ბუჩუკურის მზერა დააიგნორა, მის წინ სავარძელზე დაჯდა და გრძელი ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოაწყო. საუბრის დაწყებას არ აპირებდა, ღიმილით სვამდა ყავას და ვახოს თვალებით ბურღავდა. -აქ რას აკეთებ? -ძლივს მოაბა სათქმელს თავი ბუჩუკურმა. -რა ვიცი.ჯერ შენს ცოლს ვესაუბრებოდი. მომიყვა ოჯახურ პრობლემებზე. გავიგე შენი შვილი ქმარს დაშორდა. გული დამწყდა.-მოჩვენებითი გულისტკივილით ამოილაპარაკა და ტუჩები დაბრიცა მეტი დამაჯერებლობისთვის.-მერე თავი მომაბეზრა. ჩემი საწოლში შეთრევა უნდოდა, მაგრამ მე შენს ნახმარ ქალებზე არ მიდგება. -ისევ გაიცინა და ყავა მოსვა. ბუჩუკურს თვალებში მრისხანება გაუკრთა. თავი ვეღარ მოთოკა და ძლიერად დაარტყა ხელი მაგიდას. -აქ რა ჯანდაბა გინდა მეთქი?-თითქმის ყვირილით უთხრა და მომლოდინეთ მიაჩერდა. -ახალი ჩამოსული ვარ და ვიფიქრე ძველ მეგობარს მოვინახულებ მეთქი. -ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და სავარძელში კომფორტულად გასწორდა. ბუჩუკურს ცოტა ხანს ხმა აღარ ამოუღია. ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მერე თითქოს გონება გაუნათდაო, გაავებული წამოხტა. -შენ... შე . შენ წაიღე ჩემი ტვირთი. რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნებოდა. -უტასთან მივარდა და სახეში უნდა დაერტყა, უცბათ რომ წამოფრინდა ფეხზე ქალდანი, ყელში წაუჭირა ხელი და მთელი ძალით მიანარცხა კედელზე. ვახონ ტკივილისგან წამოიგმინა და შეშინებულმა ახედა თავისზე ორი თავით მაღალ მამაკაცს. -მოგკლავ. -მაინც გამოცრა კბილებში. -ზუსტად მაგიტომ მოვედი. -სახე მრისხანე გაუხდა ქალდანს. თვალებში ისეთი ბოროტება ჩაუდგა ხორცშესხმულ ეშმაკს დაემსგავსა. მისმა გარდასახვამ კიდევ უფრო შეაშინა ვახო. -მისმინე, შე დედამოტ*ნულო, ტრა*ს ზედმეტად ნუ ათამაშებ, თორემ შემდეგში მხოლოდ ტვირთით არ შემოვიფარგლები. -კბილებში გამოსცრა და ხელი შეუშვა. -არ გაპატიებენ. ესე უბრალოდ არ შეგარჩენენ. -უკვე წასვლას აპირებდა უტა, ვახოს სიტყვებმა რომ შეაჩერეს. -ვინ არ შემარჩენს? -ცალი წარბი აწია და გაიცინა. -შენ რა გგონია ამ ყველაფერს მე ვუდგავარ სათავეში?-ჩაიცინა ვახომ და ყელზე მოისვა ხელი, სადაც ყავისი კვალო მძაფრად დაეტოვებინა უტას. -არა, ვაღიარებ ვფიქრობდი, რომ მაგის ტრა*კი არ გექნებოდა. -მე მათთან შედარებით მამა აბრამის ბატკანი ვარ. -უტამ ირონიულად ჩაიცინა. -წარმატებები ჩემს მოშორებაში. -ისევე უცბათ გაუჩინარდა, როგორც გამოჩდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.