კურიერი და ლამაზმანი ნაწილი პირველი
კურიერი და ლამაზმანი ნაწილი პირველი ლიზა კაბინეტში შედის და ტყავის სავარძელში ჯდება. ეს სავარძელი, უბრალო არ გეგონოთ მუქი ყავისფერია. მამამისმა ყველაზე ძვირადღირებულ ფირმაში შეკვეთით დაამზადებინა. ახლა მისი გუჩის ჩანთას იქვე ჟურნალების მაგიდაზე დებს და მდივანს მიუთითებს, რომ კაბინეტში ორმაგი ეკსპრესო შემოუტანონ. სანამ რობერტი თათბირზეა ლიზამ მის დოკუმეტებში ჩაიხედა, თუმცა დიდად ამის არაფერი გააგება და მალევე თავი დაანება. უფროს უყვარს, როდესაც ოფისში ყველაფერი წესრიგშია ამიტომ მისი სამუშაო მაგიდაზეც ნივთები ერთმანეთის მიყოლებით აწყვია. საქაღალდის გვერდი წიგნაკი დევს წიგნაკს კი კალამი თან ახლავს. ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტები, ჩაკეცილი კომპიუტერის გვერდით აწყვია. ოთახი შენობის მერვე სართულზეა, აქედან ქალაქის გული შესანიშნავად ჩანს. რობერტსმა ოთახის დიზაინი ყველაზე ძლიერ დიზაინერს ანდო. ოთახში თითქმის ხის მასალისგან დამზადებული ავეჯია აწყვია. ესაც ერთგვაროვნად დიზაინერის არჩევანი იყო. ლიზა მოლოდინს ვეღარ უმკლავდება და ახლა ფეხები, მინის გალაპლაპებულ მაგიდაზე შემოაწყო და ფჩხილის ლაქს დაუწყო თამაში. ,,ნეტა როდის მივალ და შილაკს გავიკეთებ“ თითქოს ძალიან დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა და ახლა თავის ძვირადღირებული ჩანთიდან შოკოლადის ფილას იღებს, რომელიც დილით მის მეგობარმა ძალით ჩაუდო ჩანთაში. ეს ეცაა მდივანმა ლიზას აცნობა, რომ მამამისმა თათბირი დაასრულა და მის სტუმრებს აცილებს და დერეფნიდან კლარას ხმა ისმის. შემოსასვლელში დგას და ოპერატორს მაღალი ტონით უყვირის. ,, ეს ცხოველი აქ საიდან გაჩნდა?!“ კატა, რამოდენიმე კვირაა ამ ოფისში ცხოვრობს. კლარას კი კატის ბეწვზე ალერგია აქვს. ლიზა კლარას ხმის გაგონებაზე სწრაფად მაგიდიდან ფეხები ჩამოაწყო და იქაურობის მოწესრიგება დაიწყო. ,,ესეც ასე ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო“ ლიზა უკვე მზად იყო მამაისთან შესახვედრად და შეამჩნია, რომ ტყავის სავარძელზე შოკოლადის ფილა ეგდო. ძალიან სწრაფად სავარძლის გასუფრთავება სველი სალფეტკით დაიწყო, თუმცა ლაქა მაინც შეიმჩნეოდა. ,,ძვირფასო შენ აქ რას აკეთებ?“ რობერტი თითქმის კაბინეტის კარებთან მოსული მის ცოლს ეკითხება. კლარა რობერტსის მეორე ცოლია. ლიზას მშობლები, ხუთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა კი რობერტი ცდილობს ლიზას და კლარას კარგი ურთიერთობა ჩაოუყალიბდეს, თუმცა ეს არც თუ ისეთი მარტივი აღმოჩნდა. ,,ნეტა ამ ქალბატონს აქ რა უნდა? ოფისშიც არ მაცდის მამაჩემთან მშვიდად საუბარს.“ ძალიან უკმაყოფილო ხმით ლიზამ ეს სიტყვები ჩაილაპარაკა და ცდილობს არ მოშორდეს სავარძელს, რადგან მამისმა ძვირადღირებულ სავარზელს, ლაქა არ შენიშნოს. სანამ კაბინეტის კარი შემოაღო კლარამ მგონი რამოდენიმეჯერ ჰკითხა რობერტს კატა ოფისში რას აკეთებს. _ ლიზა რა მოხდა ფული გაგითავდა? ძალიან გაკვირვებული რობერტი კაბინეტში შესული თავის ქალიშვილს ეკითხბა. საუბარში მისი ცოლიც ჩაერთო, თუმცა ის მაინც კატაზე აგრძელებს საუბარს. _ არა, მამა ფული საკმარისად მაქვს. აქ სხვა რამისთვის ვარ მოსული. ლიზას მხრებიდან თითქოს ძალიან დიდი ლოდი მოეშვა ამ სიტყების თქმის შემდეგ. ჯიუტად სავარძელს არ შორდება. ახლა ფეხზე წამოდგა და ცდილობს ისე დადგეს, რომ მამამისმა ლაქა არ შენიშნოს. _ მამას არ ჩაეხუტები? რობერტსმა ქალიშვილს ხელი გაუწოდა ლიზამ კი საპასუხოდ ანიშნა, რომ მისკეც მისულიყო. კლარა ეჭვიანობისგან სკდება, როგორ რა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთან ამდენი საიდუმლო. _ მამა რაღაც ჩავიდინე. რობერტმა უკვე თავისი მუქი შავი წარბები ზემოთ აწიაა და თავის ოთახს თვალი მოავლო. ლიზა სავარძელს ცოტახანს ისევ ეფარებოდა და შემდეგ გვერდზე გადგა. _ აი, მამა ეს მე ჩავიდინე. ,,ეს როგორ? როგორ მოხდა...“ რობერტს ენა აებნა ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზდა, მაგრამ არ უნდა ეს თავის ქალიშვილს აგრძნობინოს. ლიზას ხელი მოკიდე და გვერდით გადაწია. ,,გაბრიელა... გაბრიელა მეთქი!!!“ განწირული ხმით რობერტი თავის მდივანს იხმობს კაბინეტში. ,,სასწრაფოდ დაურეკეთ ვინმეს ვისაც ავეჯის ქიმწმენდა ეხება“ გაბრიელა გაკვირბებული სახით მდივანის პატარა ლაქას შესცქერის. უნდა თქვას, რომ ეს ლაქა იმდენად საგანგაშო არ არის და ამას დამლაგებელიც მარტივად გაწმენდს. გაბრიელას სამსახული ერთი კვირაა რას დაწყებული აქვს და არ უნდა ამ პატარა ლაქის გამო გაანთავისუფლონ. ამიტომ არ შეეწინააღმდეგა და თავის აიპედში დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ასე რამოდენიმე წუთი ცდილობდა გაბრიელა ქიმწმენდის მოძებნას და რობერტი ისევ ყვირის იწყებს. ,, მე ის კი არ მითქვამს, რომ ჩემს კაბინეტში უნდა მოგძებნა. დროზე გადი აქედან და მიხედე საქმეებს.“ გაბრიელას ამ სიტყვებზე თავისი თეთრი ლოყები აუწითლდა და ყოველგვარი წინაღმდეგობის გარეშე დატოვა კაბინეტი. კლარა ფანჯარას შესცქერის ისე თითქოს ეს პირველად გაეკეთებინა. ლიზა მამამისს მიუახლოვდა ცდილობს ამ ყველაფერთან ერთად შეაპაროს ის, რისთვისაც რეალურად აქაა მოსული. _ ბელა ხო იცი ჩემი მეგობარი? დაბადების დღე აქვს და ქალაქ გარეთ ბიძამისის სასტუმროში იხდის. _ არავითარ შემთხვევაში. _ კი მაგრამ... _ არავითარი მაგრამ ლიზა ერთ კვირაში გამოცდები გაქვს სახლში დარჩები და იმეცადინებ. _ მამა ძალიან უსამართლოდ მექცევი. _ რობერტ რომელი საუკუნეა? გაუშვი ბავშვი დაბადების დღეზე. ლიზა ისეთი ჭკვიანი გოგოა სწავლისთვისაც დარჩება დრო. საუბარში კლარა ჩაერთო. ,,ოჰ, გამოაჩინა ქალბატონმა ანგელოზის ფრთები.“ ლიზამ პირზე ხელი აიფარა და ისე ჩაიბურტყუნა სიტყვები. ,, ბოსს ქიმწმენდა უკვე გზაშია მალე მოვლენ.“ მდივანმა თავი კაბინეტში შემოყო და რობერტს მისთვის სასიხარულო ამბავი ამცნო. რობერტსი თავის სავარძელში ზის და დოკუმენტებს ხელს აწერს. კლარა თავზე ადგას თხოვს, რომ ქორწილი რაც შეიძლება მალე დანიშნოს. ლიზა კი კვლავ ცდილობ მამამისი დაითანხმოს და შაბათ-კვირას ბელას დაბადების დღეზე წავიდეს. _ ანუ მივდივარ ხო? _ ზუსტად დედაშენის ხასიათი გამოგყვა შენ. ისიც ასეთი იყო, რაც არ უნდა მეთქვა მაინც იმას გააკეთებდა რაც სურდა. _ ძვირფასო სამაგიეროდ ახლა გაგიმართლა. _ საკმარისია! დედაჩემი მეორედ აღარ ახსენოთ. მამა ახლა თუ არ გამიშვებ იცოდე გამოცდაზე ისევ არ გავალ. _ რაც გინდა ის ქენი, როგორც ვატყობ ჩემს სიტყბად არაფრად თვლი. წადი და იცოდე თუ ფული დაგჭირდება არ დამირეკო. _ არ დამჭირდება. _ როდის მიდიხართ? _ საღამოს 6_ზე _ მაგ დროსთვის სახლში არ ვიქნები. _ ვიცი გაცილება არ მჭირდება. ბავშვები მანქანით სახლთან მომაკითხავენ. ძალიან ბედნიერი ლიზა მამამისი კაბინეტიდან გამოდის და ბელას ტელეფონზე შეტყობინებას სწერს. ,, გოგო როგორც იქნა ჩემი მილიონერი მამიკო დავითანხმე და საღამოს გამომიარეთ მეც მოვდივარ! ვნახოთ აბა მაგ სასტუმროში რამდენად მიმზიდველი მამაკაცები მუშაობენ.“ ლიზამ თავისი გრძელი შავი თმა მხრებზე გადაიგდო და ისე დატოვა შენობა. კონტროლიონს სთხოვს, რომ მისი მინი კუპერი ავტოსადგომიდან გამოიყვანოს. ახლა სანამ მის წითელ მანქანაში ჩაჯდება შეტყობინებას მის მეორე მეგობარს, გვანცას უგზავნის. ,,გვანცა გაემზადე ამ საღამოს შენც მოდიხარ სასტუმროში.“ პასუხი ძალიან მალე მიწერა, თუმცა ლიზას არ წაუკითხია ისე ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ გაემართა. რობერტმა ეს სახლი ცოლთან გაშორების შემდეგ შეიძინა. ცნობილი ბიზმესმენი, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო. ცოლთან გაშორების შემდეგ მასზე და მის ოჯახზე, ძალიან ბევრი ჭორი დაიწერა. წერდნენ იმასაც, რომ რობერტმა ცოლს ახალგაზრდა მდივანთან უღალატა და სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. ხოლო როცა რობერტი ქალზე დაინიშნა ეს ჭორებიც გაქრა. ახლა ყველაზე აქტიურად მის არ შემდგარ ქორწინებას განიხილავენ. ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო. თეთრ კაბაში გამოწყობილი დედოფალი მზად იყო რობერტზე ექორწინა. ხელის მოწერიის ცერემონიალის დროს რობერტმა გაიგო, რომ მისთვის საყვარელი ბებია გარდაიცვალა და სწორედ ეს გახდა მიზეზი და ქორწინება არ შედგა. სახლი ვენეციის სასახლეს მოგაგონებს. (ვენეციის სასახლე XV საუკუნის შუა წლებში აშენდა პაპი პავლე II-ის ხელშეწყობით – იგი თავად ვენეციელი იყო წარმოშობით. გახსნის დღიდან სასახლემ მრავალი ფუნქცია და პატრონი გამოიცვალა – იყო პონტიფიკთა საზაფხულო რეზიდენციაც, ვენეციის საკონსულოც და ავსტრიის კუთვნილებაც.) სახლის გარე ფასადი ბუნებრივი ქვითაა გაკეთებული. ერთი შეხედვით არც ეტყობა, რომ ეს სახლი, სამ მილიონ დოლარადაა შეფასებული. ბიზმესმენის ფანტაზიამ განა სადამდე უნდა გასტანოს, რომ შეიძლება ერთ დღეს ეს სახლი ხალხმა მუზეუმად გადააქციოს. ამ სახლის მშენობლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმაა მიიღო მონაწილეობა. სახლში ოთახების რაოდენობა 32_ია. თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ სასტუმრო ოთახები ცალკეა, სადაც მხოლოდ მზარეული, მებაღე და სახლის დაცვა ისვენებს. აქ ფანჯრებიც კი ხის მასალისგან არის დამზდებული. ლიზა მშობლების გაშორების შემდეგ კატაგორიულად წინააღმდეგი იყო ახალ სახლში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ როცა გაიგო, რომ იმავე სახლში მისი დედინაცვალიც იცხოვრებდა აღარ იუარა და დაუყოვნებლივ გაჰყვა მამამისს. ლიზამ როცა იცის, რომ სახლში არც მამამისი და არც მისი დედინაცვალიაა. მანქანა ძალაინ უხეშად სახლის კიბეებთან გააჩერა და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდა. ,,რას მომშტერებიხარ?! მანქნადა დააყენე.“ ლიზამ მანქანის გასაღები დაცვას ხელებში მიაჩეჩა თვითონ კი თავის ოთახში ავიდა. ოთახში შესვლის თანავე ლიზამ თვალი მის გარდირობს გადაავლო. რამოდენიმე წუთში ყველაფერი ძირს გადმოყარა ,, არა, უნდა წავიდე მაღაზიებში, რაც აქაა ყველაფერი უბრალოდ საშინელებაა.“ ხელში შავი ბეწვისგან დამზადებული შანელის (ერთერთი ყველაზე მოდური ჩანთების მაღაზია) ჩანთა მოჰყვა, რომელიც პარისში ყოფნის დროს შეიძინა. ,,ეს რა არის? ამას მე არ ვიყიდიდი.“ ამას პრადაში შეძენილ კაბაზე ამბობს, რომლის ღირებულება ორი ათასს დოლარს შეადგენს. ეს კაბაც გვეზე გადადო და კიდევ რამოდენიმე ნივთს შეავლო თვალი. მიხვდა, რომ დრო საკმარისი არ ჰქონდა. გამოიღო გარდირობიდან ხელჩანთა და იმ ნივთების ჩაწყობა დაიწყო, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. ლიზამ დიორის (Dior) წითლ კაბას, საპატიო ადგილი მიუჩინა. იქვე გვერდზე სახის მოვლის საშუალებებიც დააწყო და ნელ-ნელა ჩალაგებასაც შეუდგა. წასვლამდე დარჩენილი იყო 30 წუთი და ლიაზა ახლა მარილიან აბაზანაში ნებივრობს. მუსიკას ხმამაღლა უსმენს და თან ხვალინდელ პაემანზე ფიქრობს, რომელიც ლიზამ უცხო მამაკაცს ბელას სასტუმროში დაუნიშნა. უკვე 6_ის ნახევარია. მეგობრები კი ვერ აგებინებენ, რომ უკვე წასვლის დროა. ახლა გიგი ლიზას აბაზანაში უვარდება. *** _ გაგიჟდი! რადროს ეს იყო? ამოყავი ძუძუები მაგ აბაზანიდან ისედაც ვაგვიანებთ. _ გიგი გაიტანე შენი ჩემი სააბაზანოდან. _ კარგი რა ლიზა რადროს ეს იყო? _ რა ვქნა ბელა, ხო იცი არა... ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა. _ რა მოხდა ლიზამ კიდევ ვინმე სოფლელი ააგდე? _ საკმარისია! ყველანი ქვემოთ ჩადით და მეც მალე ჩამოვალ. *** განრიცხებული ლიზა ტანზე თეთრი ხალათი ჩაიცვა და თმის გაშრობა დაიწყო. ძალიან სწრაფად მაკიჟიც გაიკეთა და რამოდენიმე წუთში კიბეებზე თავისი ყვითელი ჩანთით გამოგვეცხადა. ,,დიდიხანს ვიდგე ასე?! ამოდით ახლა ვინმე და ჩაიტანეთ ეს ჩანთა მანქანაში. “ დაცვამ სწრაფად გამოართვა ლიზას ჩანდა და მანქანის საბარგულში ჩადო. მამამისის მოსვლას აღარ დაელოდა, კლარამაც ბედნიერი სახით გააცილა ლიზა. სახეზე ეწერა, რომ ეს ყველაზე მეტად მას უხაროდა, რადგან ამ დროის განმავლობაში რობერტს ქორწინებაზე დაითანხმებდა. მეგობრები უკვე მზად არიან ქალაქიდან გასასვლელა. სასტუმრომდე მისასვლელად 250 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ხუთი საათი გზაში ყოფნით ლიზა ძალიან დაიღალა და უკანა სავარძელზე ჩაეძინა. ძალიან მოხერხებულმა გიგიმ ბელას ჩანთიდან თვალის ტუში ამოიღო და ლიზას ულვაშემი მოუხატა. საჭესთან ბელას პირადი მძღოლია ეტყობა, რომ ძალიან დაიღალა და მგზავრებს სთხოვს, რომ იქნებ მანქანა ცოტახანს გადავაყენოთ. სასტუმრომდე მისავლელად კიდევ 50 კილომეტრი დარჩა, მაგრამ ახლა ცოტახანს ბურგერ ბართან შეჩრდნენ. ლიზა ისე გადმოვიდა მანქანიდან ვერ იგრძნო, რომ სახე თვალის ტუშით ჰქონდა მოხატული. გვანცა ცდილობს ლიზას გაფთხილებას. გიგა და ბალა კი მის შეჩერებას ცდილობენ. ლიზამ ძალიან დამაჯერებლად დაიკავა მაგიდაზე ადგილი და ელოდება, როდის მოიტან მენიუს მომსახურე პერსონალი. მაგიდასთან მისული ახალგაზრდა გოგო ძლივს იკავებს თავს, რომ არ გაიცინოს და თან ცდილობს შეკვეთა წიგნაკში ჩაინიშნოს. ლიზა უკვე ხვდება, რომ მის გარშემო ყველა იცინის. მოულედნელად ჩანთიდან პატარა კოსმეტიკის სარკეს იღებს და საკუთარ თავს რამოდენიმე წამით დააკვირდა. მოულოდნელად ლიზა წამოხტა მაგიდიდან და ბარში მდგომ მამაკაცს ეკითხება:_ საპირფარეშო საით არის? ზედმეტად თავშეკავებულმა ბარმენმა, კლიანტს ოთახის კარი მიუთითა. ,,ერთი აქედან გავიდე და გიგი მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ჩემი მასხრად აგდება. “ ლიზა სარკის წინ დგას და ცდილობს სახიდან ტუში ჩამოირეცხოს, თან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. *** _ გამომართვი ეს ლოსიანი დაგეხმარება. _ გვანცა შენც აყევი არა? _ გეფიცები მე არაფერი არ ვიცოდი. გუშინ ძალიან გვიან დავბრუნდი სახლში და გზაში თითმის სულ მეძინა. _ ამჯერად რა ვერ გაიყავით შენდა შენ უფროსმა? _ არ მკითხო უკვე ისეთ ზომამდე მიმიყვანა სიამოვნებით ჩავახრჩობდი თავის საღებავებში. _ რატო მოიშორე ლენინის ულვაშებს გავდა შენს სიცოცხლეს ვფიცავარ. _ გიგი ჯობია მოკეტო. _ თქვენი შეკვეთა მზად არის. _ გმადლობთ. _ ჰა, თქვით ახლა ამჯერად ვის გაპარტახებას გეგმავთ სასტუმროში? _ ლიზა, გიგა რას გულისხმობს? იქ, ბელას დაბადების დღის გამო არ მივდივართ? _ გვანცა საყვარელო, მგონი ჩვენს შორის ყველაზე პატიოსანი შენ ხარ. არ იცი ლიზა ვინ არის? ააგდო კიდევ ფეხბურთელი ტიპი და ხვალ საღამოს პაემანი აქვს. _ ლიზა სერიოზულად? _ რა ვქნა ძალიან მევასება ტიპებს სერიოზული კუნთები, რომ აქვს. _ მე რა არ მაქვს? _ გიგი შენს კუნთებს მე ნაწილაკებს დავარქმევდი. _ ლიზა გინდა სანაძლეო დავდით? შაბათ-კვირას, აი, ამ კუთებით მინიმუმ 8 გოგოს ავაგდებ. შენ კი იმ ფეხბურთელს ისე შეაბავ ქალაქშიც უნდა ჩამოგყვეს. _ რა სისულელეა. მე არ ვიღეებ ამ თამასში მონაწილეობას. _ გვანცა მაგაზე ლაპარაკს ჯობია ბურგერი ბოლომდე შეჭამო. _ ამას არ შევჭა. აქ, რამე სალათი არ აქვთ? _ მაგის დრო არ არის შეჭამე და გავდივართ. _ კარგი მაშინ წავიდეთ! *** შებინდებულ გზატკეცილზე შემოდგომის სუსხიანი ამინდია. ლამპიონების შუქი ნისლშია გახვეული. მძღოლი ითხოვს, რომ აქვე სადმე დაბინავდნენ, რადგან ასეთ ნისლში საშიშია სიარული. ლიზამ მძღოლს ხელი აუკრა და უბრძანა გზა გააეგრძელებინა. გიგი სასმელების მაღაზიიდან გამორბის და ორივე ხელში, ჯეკ დანიელსი (ვისკი) უჭირავს. გზატკეცილზე ხმამაღლა ყვირილს გიგა იწყებს. ,, ლიზაა! ათვლა აქედან დაიწყე... მაღაზიაში მაგარ ქალს შევხვდი. “ მძღოლს სახეზე ეტყობა, რომ ძალიან არ უნდა ასეთ ამინდში გზა გააგრძელოს. სასტუმროში მისვლამდე 20 კილომეტრია დარჩენილი და გიგი ახლა მძღოლს უწყებს ყვირილს: _ რა არის ამ მანქანას 60 კილომეტ სიჩქარით მეტით არ შეუძლია წასვლა? მიდი რა ძმურად ცოტა სიჩქარეს მოუმატე. გიგი საკმაოდ ნასვამი, მძღოლს დაჟინებით სთხოვს, რომ სიჩქარეს მოუმატოს. _ გიგი რას აკეთებ? საჭეს ხელი აუშვი! ასე დავიმტვრევით... _ ლიზა დიდი ხანია პატიოსნებას აწვები ? მიდი რა ძმაო მოუმატე სიჩქარეს! _ ძმაო ასე მოქცევა არ შეიძლება. თუ შეიძლებათ მომეცით უფლება მშვიდად ვმართო მანქანა. გაიხედეთ წინ ძალიან დიდი ნისლია. _ წინ მანქანაა! _ ღმერთო მანქანა გვეჯახება... *** პირველი ლიზა მოვიდა გონს. მარჯვენა მხარეს თავი, მანქანის მინით ქონდა გაჭრილი. სისხლი სდის, მაგრამ ეხლა ეს არ აწუხებს. ხელების კანკალით გვანცას გამოფხიზლებას ცდილობს. ,,ჯანდაბა! გვანცა გაიღვიძე ცოცხალი ხარ?“ მალევე ბელაც და გიგიც გონს მოვიდნენ. გვანცაც ცდილობს გაიაზროს, რომ ავარიაში მოყვნენ და ყველანი გადარჩნენ. ახლა მთავარია წინ რა ხდება? ვის დაეჯახნენ და ისინი თუ არიან ცოცოხლები. *** _ გამარჯობათ მე ალი ვარ... _ მე არ მიკითხავ რა გქვია. კარგად ხარ? _ მე კი კარგად ვარ, მაგრამ მგონი ჩემი მეგობარია ცუდად დღეში. _ ლიზა სასწრაფოთ აქ მოდი! მგონი ეს ტიპია კვდარი. _ გიგა რას ამბობ? _ ჯანდაბა კაცი მოვკალით! _ გვანცა რა სისულელეებს ამბობ. ეს უბრალოდ საგზაო შემთხვევა იყო. ჩვენ არავინ არ მოგვიკლავს. _ მამაჩემი გააფრენს ამ კაცის მკვლელობის ამბებს, რომ გაიგებს. _ მოდი გვამი გადავმალოთ. _ რა სისულელეაა დავრეკოთ პოლიციაში და ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. _ ბოდიში ძმაო, შენ ვინ ხარ? _ მე ალი ვარ ეს კი ზურაა ჩემი მეგობარი. თვენ ჩვენს მანქანას დაეჯახეთ. _ ძმაო, ჩვენ მხოლოდ მკვდრებს ვაბინავებთ. აქ არასწორი არაფერია. _ რას ქვია არასწორი არაფერია. ამ კაცს, ალბათ ცოლი ჰყავს ხელზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია. თქვენ კი გინდათ, რომ მისი გვამი სრულიად სხვა ქალაქში დამარხოთ. ეს არ არის სწორი საქციელი. _როგორ მოვიქცეთ? _ აქაურობას კარგად ვიცნობ მალე პოლიცია გამოჩნდება და, როგორც საჭიროა ყველაფერი წესების მიხედვით მოხდება. _ გოგოებო, მოდით დროზე გვამი მანქანიდან გამოვიტანოთ. _ მოიცადეთ რას აკეთებთ? _ მამაჩემი ძალიან ცნობილი ბისმესმენია ამის გამო კი შეიძლება სახელი შეელახოს. არ დავუშვებ ეს ამბავი ჟურნალისტებმა გააშუქონ. _ ძმაო მგონი ესენი ცოტა ვერ არიან ხო? _ ზურა მეც ასე მგონია. კარგით შეეშვით ამ გვამს! რასაც თქვენ ამბობთ ჩემთვის გაუგებარი რამეაა, მაგრამ ეს ქალაქი საკმაოდ პატარაა. დიდი ხნით ეს ამბავი მაინც არ დაიმალება. _ მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ. _ ლიზა რას გულისხმობ? _ მე ბელა და გვანცა ტაქს გავაჩერებთ და სასტუმროში წავალთ. გიგი შენ კი აქ დარჩები და პოლიციას ეტყვი, რომ ეს უბრალოდ საგზაო შემთხვევა იყო ჩვენ კი მანამდე მივედით სასტუმროში. _ ძმაო გაიგე რამე? _ არა ალი მე ვერაფერი გავიგე. _ ასე ჟურნალში ჩემი სახელი მეტ ნაკლებად მოხვდება. _ პილიცია მოდის. _ გოგოებო მე გამომყევით! _ მოიცადეთ მე რა უნდა ვქნა? _ გიგი პატარა პროცედურების გავლა მოგიწევს და მერე შენს სასტუმროში მოხვალ. _ ჯანდაბა თავიდანვე ვიცოდი, რომ აქ წამოსვლა კარგი იდეა არ იყო. _ გვანცა გაჩუმდი და გამომყევი. გიგის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მთელი ღამის გატარება მოუწია. მათთან ერთად ალი და ზურაც იყო, როგორც გაირკვა მძღოლმა ნისლის გამო საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, გზაზე გადავიდა და წინიდან მომავალ მანქანას დაეჯახა. მძროლს ადგილზევე გარდაიცვალა. გათენებამდე მძღოლი მის ოჯახში გადაასვენეს. გოგოები რთული ღამის შემდეგ ახლა ყველაფრის დავიწყებას ცდილობენ და საღამოს წვეულებისთვის ემზადებიან. *** _ მე არ შემიძლია... ამ ყველაფრის შემდეგ წვეულებაზე ვერ წამოვალ. _ კარგი რა... დღეს ჩემი დაბადების დღეა ნუ მაწყენინებ. _ ბელა გუშინ კაცი მოკვდა თქვენ, როგორ შეგიძლიათ ეს არაფრად ჩათვალოთ. _ ძვირფასო ყოვედღე ვირაც კვდება. ჩვენ კი ასეთ შანსი მეორედ არ გვექნება. გაიხედე ირგვლივ რა სილამაზეა მოდუნდი და დატკბი ამ ყველაფრით. _ მე მასაჟზე ჩავდივარ წამოხვალთ? _ აი ქალი, საერთოდ რო ყველაფერი კიდია. ლიზა საღამოს რას იცმევ? _ დიორის ყველაზე სექსუალურ კაბას. _ მაგ კაბით ნამდვილად გინდა ფეხბურთელი მოხიბლო? _ გვანცას ვეთანხმები. მე ეს კაბა ზედმეტი მგონია. _ ბელა ზედმეტი გვანცას დახურული პერანგია. საინტერესოა შენ რას იცმევ. _ არაფერს განსაკუთრებულს. _ სერიოზულად? გვანცა ეგ ისეთი კაბაა მეორადების მაღაზიასაც, რომ არ ვაკადრებდი. ეს კაბა გვერდზე გადადე შენთვის მე ეს წამოვიღე. _ არა, ლიზა მაგ კაბას არ ჩავიცმევ. _ ჩაიცმევ კი არა მეტსაც იზამ. _ ვერ გავიგე? _ თმასაც გაიშლი და ტუჩზე წითელ ტუჩსარცხს წაისმევ. _ ამას არ გაპატიებთ! განყოფილებაში უპატრონო ძაღლივით მიმაგდეთ. _ გიგი კეთილი იყოს შენი დაბრუნება! _ რა მოხდა მძღოლს რა ბედი ეწია? _ მე რა ვიცი ცოლს ჩაუყვანეს დიდი სიყვარულით. _ გიგი ეს რა სიტყვებია. მანიაკი ხარ? _ კი გვანცა შენს წინ სექსუალური მანიაკი დგას. _ ლიზა დამელოდე მასაჟზე მეც მოვდივარ. _ ძალიან კარგი ყველანი წადით. მე აქ მარტო დავრჩები და მშვიდად მივიღებ შხაპს. _ გიგი გაეთრიე და შხაპი შენს ნომერში მიიღე. *** გოგოები სანამ მასაჟით ნებივრობდნენ სასტუმრო, გრანდიოზული წვეულებისთვის ემზადება. ეს სასტუმრო უკვე 15 წელია წარმატებით მუშაობს. სასტუმრო ყოველ წელს კლიანტებს განახლებულ ინტერიერს სთავაზობს და სწორედ ამიტომ არის ის ასეთი მოთხოვნადი. ტურისტებისთვის აქ ყველაფერი ხელსაყრელია და ამიტომ სასტუმროს ბიუჯეტიც მაღალია. განახლებული ინტერიელთან ერთად სასტუმრო ყოველ წელს გრანდიოზულ კონცერტებს მართავს. გასული წლის ზაფხულის სეზონზე კონცერტისთვის ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა. სასტუმროს უფროსმა ახლა კი გადაწყვიტა, რომ მისი ძმიშვილის, ბელას დაბადების დღე გრანდიოზულ დღესასწაულად აქციოს. წვეულებაზე უამრავი ბიძმესმები მეუღლებთან ერთად არიან დაპატიჟებულები. სასტუმროს 208_ე ნომერში სრული ქაოსი ხდება. გოგოებმა სტილისტები სასტუმრო ნომერში მიიყვანეს და ახლა ვარცხნილობას არჩევენ. გიგი სტილისტებს გვერდიდან უვლის და სთხოვს, რომ მისი ოქროსფერი ქოჩორიც დაუვარცხნონ. გოგოები კვლავ გიგის გაგდებას ნომრიდან ცდილობე, მაგრამ ამაოდ. ახლა ნომერში ბელას ბიძამ თავი შემოყო და ამბობ: ,, ეს რა ამბავია... ამდენ სილამაზე ერთ სივცეში დაუშვებელია.“ ბელას, რომელსაც სახეზე ახალად დასრულებული მაკიაჟი ჰქონდა წამოდგა და ბიძიას მადლობის ნიშნად ჩაეხუტა. თეთრ პერანგს დანაცრისფერი პიჯაკი ძალიან უხდებოდა. ნომერში შემოსვლისას მარტივი მისახვედრი იყო, რომ ანდრია caron poivre (ეს სუნამო შეიქმნა განსაზღვრული რაოდენობით საფრანგეთში. მისი არომატი არის “უნისექსი“ ანუ როგორც მამაკაცებს ასევე ქალებსაც შეუძლიათ მოიხმარონ ეს სუნამო. ფლაკონი შექმნილია ბროლისგან.) სუმანამოს ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფასი 2000 დოლარს შეადგენს. ანდრია რაც უფრო ასაკში შედის მით უფრო მოთხოვნადი მამაკაცი ხდება ქალებისთვის. ქალების ყურადღების ცენტრში ანდრია ყოველთვის იყო, თუმცა დღემდე საყვარელი ქალის გარეშეა. წვეულება დაიწყო. გოგოები, როგორც ყოველთვის აგვიანებენ. ლიზას არ გადაუფიქრებია და მაინც წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. ბელას კაბა ანდრიას საჩუქარია დაბადების დღისთვის. კაბა (Armani Privé) კოლექციდანაა კაბა ვერცხლისფერია და ერთ მხარზე ,,სვაროვსკის“ ამოტვიფული თვლები აქვს. კაბის ღირებულება 2000 დოლარს შეადგენს. გვანცაც აღარ გაუძალიანდა ლიზას და მანაც დიორის კოლექციიდან მოირგო შავი კაბა. გიგა ერთ-ერთ მაგიდასთან დღას და გოგოების მოლოდინში უკვე მესამე ჭიქა შამპანურს სვავს. და აი, ისინის! გიგას ყურადღება მაინც გვანცას თამამა კაბამ მიიქცია, რადგან მას ესეთი არასდროს უნახავს. *** _ გოგო რატო არ მითხარი, რო ძუძუები გაკეთებული გქონდა? _ გიგი რას ამბობ სირცხვილია. _ შენ ძალიან სე... გვანცამ გიგის სიტყვა აღარ დაასრულებინა და პირზე ხელი ააფარა. _ ლიზა შენ როდის ხვდები ფეხბურთელს? _ წვეულების შემდეგ. _ ვაიმე არ ვიცოდი ამ წვეულებაზე სოფლიდანაც თუ ჩამოდიოდნენ ხალხი. _ გიგი შენ ჯობია სანაძლეოზე იფიქრო. _ ისე იცი სახეზე მაინც როგორია? _ არა ორივეს დახურული პროფილი გვქონდა. _ ანუ ბრმა პაემანია? _ გვანცა ხო იცი ექსპერიმენტები როგორ მიყვარს. _ არა, ხო, შენ ნამდვილად გიყვარს ექსპერიმენტები. არ დამავიწყდება ბარიდან ის საცოდავი ბიჭი როგორ გააქციე. _ მან ჩემი გამოცდა კარგად ვერ ჩააბარა და იქ გაუშვი საიდანაც მოვიდა. _ ლიზა ადამიანები სათამაშოები კი არ არიან არ მოგეწონება და მოისროლო. შენ როგორც იქცევი არასწორია. _ გვანცა მამაჩემის ღალატიც არასწორი იყო, მაგრამ ხომ ხედავ ახლა მის ნაშასთან ერთად ერთ სახლში ვცხოვრობ. _ ხო მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. _ ლიზა მამაშენი! _ ხო ბელა სწორედ ახლა ვლაპარაკობდი მამაჩემზე. _ ეს კი არა მამაშენია აქ. _ რაა?! ეს ქალბატონის წამოუყვანია. _ შვილო, მეგონა ჩემი დანახვა გაგიხარდებოდა. _ არა, უბრალოდ აქ არ გელოდით. _ კლარამ მოსაწვევი მოგვაინებით აღმოაჩინა. მეც გადავწყვიტე ჩემი ქალიშვილისთვის სულპრიზი გამეკეთებინა. _ ხო ძლივს დავითანხმე მამაშენი აქ ჩამოსვლაზე. _ კლარა მაგაში ეჭვის არ მეპარება. _ ნეტავ ჩემი ქალიშვილი ცეკვაზე თუ დამთანხმდება? _ დიდი სიამოვნებით. _ შვილო კლარა ნამდვილად კარგი ადამიანია. ასე რატომ იქცევი? _ მამა ცეკვის დროსაც ამაზე უნდა ვისაუბროთ? _ ამ წვეულებაზე ჩემი ქალიშვილი ყველაზე ლამაზია. _ კლარაზე ლამაზიც? _ ლიზაა... _ მამა სამწუხაროდ მუსუკა დამთავრდა. შენი ნებართვით მე მეგობრებთან წავალ. *** _ გოგო ნეტა მამაშენმა ავარიის შესახებ რამე გაიგო? _ არამგონია რამე რო იცოდეს ასე მშვიდად არ იქნებოდა. მომკიდებდა ხელს და აქედან წამიყვანდა. _ ახლა რა უნდა ქნა? _ თქვენი დახმარება დამჭირდება. აქედან უნდა გავიდე პაემანი 8 საათზეა. _ ახლა რომელი საათია? _ 8-ის ნახევარი. _ კარგი წადი და ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ. _ ასე კარგად ვარ? _ ტუჩზე ტუჩსარცხი დაიმატე და საკმარისია, ასე კარგად ხარ. _ ბელა! _ ხო ჩემო გიჟო! _ დაბადების დღეს გილოცავ. *** ლიზამ დათქმულ ადგილას დათქმუდ დროს მივიდა. ბართან ჩამოჯდა და ბარმენს სთხოვს, რომ უარკოჰოლო ნებისმიერი კოქტეელი გაუკეთოს. ბარმენმა ზუსტად 5 წუთში ლიზას წინ კოტიელი დაუდო. ლიზა ცხოვრებაში პაემანზე პირველად არ დააგვიან. თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და უყურებს მე_6 მაგიდას. პაემანი სწორედ იმ მაგიდასთან არის დანიშნული. ეს კი ბართან ზის და ელოდება, პირველი როდის დაჯდება მისთვის უცნობი მამაკაცი. 8 საათს უკვე ნახევარი საათი გადასცდა. ლიზამ ამასობაში სამი ჭიქა ვისკიც დალია და უკვე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მხარზე ვიღაც უცხო მამაკაცმა წაუკრა ხელი. *** _ უკაცრავად არ მინდოდა... _ მოიცადეთ! თქვენ ის არ ხართ ვინც ჩვენს მანქანას დაეჯახა? _ მოკეტე ხმას ნუ უწევს გაიგებენ. _ აქ რას აკეთებ? არ მითხრა, რომ თქვენც ჩემსავით ბრმა პაემანი გაქვთ. _ დიდი ხანია რაც აქ ხარ? _ კი 8_ის ნახევრიდან. _ ჯანდაბა... _ ვერ გავიგე? _ არა, არაფერი დაიკიდე. _ მოიცადე სად მიდიხარ? მითხარით რა ბედი ეწია გარდაცვლილ ადამიანს? _ მე რა ვიცი. ამას მე რატომ მეკითხები? _ აბა ვის უნდა ვკითხო. ის, ხომ თქვენი მძღოლი იყო. _ მოდი გამატარე რა... _ ძალიან ნასვამი ხართ. ასე საჭესთან ვერ დაჯდებით. _ მერე შენ ვინ ხარ, რომ მითითებები მომცე რა უნდა გავაკეთო და რა არა. _ მე უბრალოდ თქვენს დახმარებას ვცდილობ. _ ეი შენ! შეგიძლია ერთ შეკითხვაზე მიპასუხო? _ თუ შევძლებ რატომაც არა. _ მახინჯი ვარ? მამაკაცებში ასე ძალიან რო არ მიმართლებს. _ არა რას ამბობ. პირიქით შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. _ როგორ ყველა უბრალო მამაკაცს ქალებში მხოლოდ თვალები მოგწონთ. _ მითხარი, რომელ სასტუმროში ხარ და დაგტოვებ. _ შენ რა სხვა საქმე არ გაქვს? _ კი, როგორ არა, უბრალოდ აღარ მინდა კიდევ ერთი ავარიის მომსწრე გავხდე. _ გასაღები გამომართვი! _ სერიოზულად? SSC Ultimate Aero (ეს ამერიკული მანქანაა. SSC Ultimate Aero მე-3 უსწრაფესი მანქანაა მსოფლიოში, მისი სიჩქარე აღწევს 257 mph. ეს მანქანა საკმარისად ძლიერია, რომ კონკურენცია გაუწიოს Bugatti Veyro_ს რომელიც თითქმის 2-ჯერ ძვირია. როგორც კომპანიისგან ცნობილია, ასეთი მანქანის მხოლოდ 25 ეგზემპლარი არსებობს. ეს მანქანა იკავებს მე-9 ადგილს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მანქანათა შორის.) _ რაიყო მანქანა არ გინახავს? _ შენ იცი, რა ღირს ეს მანქანა? _ არა არ ვიცი მე არ მიყიდია. _ ახლა ქალსა და ამ მანქანას შორის არჩევანი, რო მქონდეს მანქანას ავირჩევდი. _ ხოდა დაჯექი და სასტუმროში მიმიყვანე. _ მოიცადე უნდა დავფიქრდე. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არ მომკლავ და შემდეგ ჩემს გვამს მგლებს არ მიუგდებ საჩიჩქნად. _ აუ, რამდენს ლაპარაკობ წაიღე უკვე ტვინი. _ ეს რა არის მანქანაში გარდირობი გაქვს? _ კოკა კოლა მომაწოდე პირი გამიშრა. _ ღადაობთ? ეს პერანგი ყველაზე ძვირფასი იყო შემთვის. _ ნუ წუწუნებ გაიხადე და უკანა სავარძელიდან აარჩიე რამე. _ ახლა არ მითხრა, რომ სპორტსმენის სხეული პირველად ნახე. _ რა სისულელეა... მე დაძინებას ვაპირებ არ დაგავიწყდეს ციფრი 208. _ მოიცადე ეგ რას ნიშნავს... ა, ალბათ ოთახის ნომერია. ჯანდაბა ალი! აქ რას აკეთებ? ზურა ყველაფერი შენი ბრალია ამხელა შარში შენ გამხვიე. ეხლა, როგორ ავიყვანო სასტუმროში ეს ქალი? ერთი კვირის წინ! _ ალის გაუმარჯოს! დამანახე ერთი რას ჩალიჩობ? _ დაიკიდე საინტერესო არაფერია. _ ეს რა საიტია? _ დავრეგისტრილდი და ალბათ მალე გავაუქმებ გვერდს. _ მოიცადე აბა, კარგად ამიხსენი რა ხდება? _ საინტერესო არაფერი. აკეთებ დაფარულ გვერს და და თუ გაგიმართლა ბრმა პაემანს გეგმავ. _ ალი ვიღაცამ მოგწერა! _ სერიოზულად? _ მიდი გახსენი ნახე რას გწერს. _ ,, მე მაინც ბრაზილიის გუნდს ავირჩევდი“ _ რაიო? _ ანკეტაში საყვარელი ფეხბურტის გუნდი ბრაზილია მიწერია და ალბათ ეგ იგულისხმა. _ რას უყურებ მიდი მიწერე. _ ეხლა ამისთვის არ მცალია ჩემი და ბაღში უნდა დავტოვო და შემდეგ ძალიან ბევრი შეკვეტა მაქვს დასარიგებელი. _ ალის პრინცესა ბაღში წასასვლელად მზად არის. _ აბა შემომხედე! ალის პრინცესა ნამდვილი პრინცესაა. ბიძია ზურას დაემშვიდობე და ჩვენს წავიდეთ. _ ბიძია ზურას ვემშვიდობებით! _ ზურა იცოდე არც იფიქრო, რამის მიწერა. _ ალი დროა კურიერის პოზიციას გასცდე და დაოჯახებაზე იფიქრო. _ შენი საქმე არაა მე რაზე ვიფიქრებ. _ გასვლამდე კარი კარგად გაიხურე დღევანდელი ჰაერი არ მომწონს რაღაც. გაგრძელება იქნება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.