შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო {6}


12-10-2019, 23:11
ავტორი painter1
ნანახია 8 894

მინდოდა დამედო დღეს და აღარ გადამიკითხავს...
წერის დროს დაავებული შეცდომები მექნება ბევრი დარწმუნებული ვარ და პატიებას ვითხოვ...
პ.ს კითხვა მაქვს. გოგოს და ბიჭის მეგობრობის გჯერათ?
.............

-მშია, არაფერი მიჭამია დღეს და ცოტახანში გავფშიკავ ფეხებს თუ არაფერს მაჭმევ ეთოო.-მკლავები გაიბერტყა, შემდეგ ეთერის მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.
-გაჭმევ აბა რას ვიზავ, ნახევარი საათი მოითმინე ოღონდ.
-მოდი მე ვჭამ გაცხელებულ ხაჭაპურს და გაჭმევ.
-ჩემი სიყვარული. -მუცელზე მიეფერა, თან საფეთქელზე აკოცა. თეფშზე დადებულ ხაჭაპურის ნაჭერს მოკიდა ხელი და მაშინვე პირთან მიიტანა. იგრძნო როგორ უყურებდა ვიღაც მიშტერებული, უცებ აიხედა მაღლა, თვალში კი ლილე შერჩა, რომელმაც თვალების ცეცება დაიწყო დაბნეულობისგან.
-ახლა სად ცხოვრობ? -ჩაი მოსვა ნუცამ, თან ლილეს გაუსწორა თვალი.
-თბილისში.
-შეყვარებული ან საქმრო არ გყავს?
-არა. -ჩაიცინა და ისევ ფაღავას შეხედა.
-რომ ყავდეს მაინც დავაშორებდი. -ნუცას ყურთან დაიჩურჩულა შეუმჩნევლად, შემდეგ გიგანის ჭიქას მოხვია თითები და ტუჩებთან მიიტანა.
-ნათლიაა… იცი ანდლოს სილბილში გავასწალი. -გახარებული შევარდა სამზარეულოში ელისაბედი და უკან მომღიმარი ანდრიაც მიჰყვა.
-მართლა ნათლიი? რა მაგარი გოგო ხარ. -ხელში აიყვანა და მაშინვე დაუკოცნა ლოყები.-ჩემი პატარა… რამაგრად მევასები ტო…
-მეღუტუნებაა!
-მომაშორე შენი ძმიშვილი თორემ შემომეჭმევა. -ლოყაზე უკბინა, მერე აკოცა და ნუცას ჩაუსვა კალთაში. -ნატალი სად წავიდა?
-მამას ელაპარაკება. -სკამზე ჩამოჯდა კატო თან ტელეფონში დაიწყო მესიჯობა. -აუ რა…
-მოიწყინე?
-ჰო…
-რა გავაკეთოთ მითხარი.
-არ ვიცი, პირველად ვარ სოფელში.
-კაიი? სერიოზულად?
-ჰო.
-მაშინ წამოხტი და გავიდეთ დაგათვალიერებინებ.
-ცივა.
-მიდი მიდი სწრაფად… მე აღარ მახსოვს წესიერად აქაურობა, მაგრამ ლილემ იცის და გამოგვყვება. -ფეხზე წამოაგდო ხელაშვილი და ეთოს სქელი ჟაკეტი მოახვია. -არ მოდიხარ?-ერთ ადგილას გაშეშებულ ლილეს გახედა.
-არა.
-დავიკარგებით ჩვენ, ცოტა გავიაროთ მანამდე ლუკა მწვადს შეწვავს… წამოდი ბავშვს კარგი შთაბეჭდილება დავუტოვოთ სოფელზე. -ხელი გადახვია კატოს, თან ლილეს არ აშორებდა თვალს. -მომეხმარე გოგო. -კატოს გასაგონად ჩაილაპარაკა და ისიც უცებ მოვიდა გონს.
-მართლა მაინტერესებს, რაც ჩამოვედი სახლში ვზივარ.
-კარგი ხო. -კარისკენ წასულებს უკან აედევნა, შემდეგ მათთან ერთად დატოვა სახლი.
-საით მივდივართ ქალბატონო?
-წყარო ჩამოდის აქვე ახლოს, იქ მივიდეთ. -აღმართისკენ დაიძრა, რამოდენიმე გარეთ გამოსულ მეზობელს მიესალმა ღიმილით, უცებ მოიკითხა და ხელის ქნევით დაემშვიდობა. სანდრო კი ყველა მის მოძრაობას აკვირდებოდა. ისეთი ქალური სიარულის მანერა ჰქონდა თვალს ვერ წყვეტდა, ნაზად მიარხევდა ტანს თან ნუცას ესაუბრებოდა. -აქვე სიმინდის ყანებია, რომ დაღამდება შეიძლება გადასვლა.
-სიმინდებს იპარავთ?
-ეს ბავშვი სად გაიზარდა? -დაეჭვებულმა გახედა ფაღავას, რომელსაც წამსვე აეკრა ღიმილი.
-არ ვიცი.
-რუსეთში, ხუთი წელია აქ ვცხოვრობ.
-მერე შენი მეგობრებისგან არაფერი გსმენია?
-პატარები არიან ლილე. -სიცილით ჩაილაპარაკა, ისე განსხვავებულად წარმოსთქვა მისი სახელი სასიამოვნო და აქამდე შეუცნობელ შეგრძნებამ დაუარა ტანში. -ისე არც შენ გავხარ დიდს…
-ვიცი… ყველას 20 წლის ვგონივარ და არ მომწონს.
-შენი არ ვიცი, მაგრამ… ერთიწუთი… -ჯიბიდან ამოიღო ამღერებული ტელეფონი და ნიას ნომერის დანახვაზე ისევ უკან ჩააბრუნა. -რას ვამბობდი?
-არ უპასუხებ? -მეორე ზარზე თვალებში ჩახედა ქალმა.
-გისმენ... არ ვარ თბილისში, რა ხდება?.. ხუმრობ ხო? -კმაყოფილების ღიმილი აეკრა სახეზე. -ამის დედაც პატარავ, მითქვამს ყველაზე მაგარი რომ ხარ?.. ხვალ ჩამოვალთ და მაგაზე მერე ვისაუბროთ… -ტუჩი მოიკვნიტა, თან წარბშეკრულ ლილეს გახედა ყურადღებით რომ უსმენდა ფაღავას საუბარს. -მისმნე… პაატას დაურეკე?.. რაო მერე?.. კარგი ხვალ გნახავ და მერე ამიხსენი ყველაფერი… დავაი მიდი.
-სანდრო ძია.
-გისმენ კატუშ… -ხელი მოხვია, თან თავზე აკოცა, რაღაც მხრივ ესიამოვნა კიდეც ძია რომ დაუძახა.
-მართალია რომ უფროსებს თავისი მდივნები საყვარლებად ყავთ? -ქვევიდან ახედა და სანდროს დაბნეულ სახეზე ლოყები აუწითლდა.
-საიდან მოიტანე პატარავ ეგ?
-ჩემი დაქალის მამას ყავდა და თავის ცოლმა რომ გაიგო გაშორდა.
-ნუ კაცს გააჩნია… ბიძაშენს ცოლი რომ ყავდა მდივანს კიარა ვაბშე ვერავის ამჩნევდა მარიამის გარდა… ზოგს ყავს ზოგს არა.
-შენ გყავს?
-მე ცოლი არ მყავს. -ჩაეცინა კატოს ბავშვურ კითხვებზე. -აუ რეებს მეკითხები ტო..
-აბა მამაჩემს ხომ არ ვკითხავ… ისე არასდროს მომწონდა ის ელენე, სულ თეთრი ფერანგი აცვია ჭიპამდე ჩახსნილი. -სახე დამანჭა, თან გარემოს მოავლო თვალი.
-როცა უყვართ სხვასთან არ ღალატობენ.
-შენ რა იცი? -წარბები ასწია მომღიმარმა ფაღავამ.
-მჯერა უბრალოდ, თუ გიყვარს, გიყვარს და მორჩა. შენ? მოგწონს ვინმე? -ჩუმად მყოფ კატოს დახედა.
-ჩემი პარალელური კლასელი, მაგრამ ალბათ ცოტახანში აღარ მომეწონება.
-რატო? -სიცილი ვერ შეიკავა სანდრომ. -ეს ახალი რაღაცაა? ერთი თვე მოგწონს და მერე აღარ?
-არ ვიცი, უბრალოდ არ არის ისეთი როგორებიც მომწონს.
-და როგორები მოგწონს?
-თითქმის შენნაირები…
-ნუ ეხლა ჩემნაირი მოგეწონება რათქმაუნდა.
-ესაა წყარო? -მიწიდან გამოსულ წყალს დახედა, რომელიც სქელი რკინის მინიდან დაბლა ჩამოედინებოდა.
-ჰო.
-მე პატარა ჩანჩქერივით რატომ წარმომედგინა? -სიცილით ახედა ლილეს.
-მეც ეგრე მეგონა. -მხრები აიჩეჩა სანდრომ, მერე ისევ ლილეს შეხედა. -აბა? სხვა ადგილი არ არის ლილ?
-შორია, თან მალე ნისლი ჩამოწვება, ჯობია სახლში წავიდეთ.
-ჰო რა, შემცივდა… თბილისში ასე არ ცივა. -კოჭებამდე ქურთუკი მჭიდროდ მოიხვია და ლილეს აედევნა.
-რატომ არ გიშვებდნენ შენები? -მოულოდნელად დაუსვა კითხვა ლილეს და მისი ყურადღებაც წამსვე მიიბყრო.
-ნაჩხუბრები არიან ჩემი მშობლები ბებო-პაპასთან. დღემდე არ ვიცი რატომ, არ მეუბნებიან და აღარც მე ვეკითხები.
-ვაა, საინტერესოა.
-მიყვარს აქაურობა, თბილი ხალხია… -აქეთიქით მიმოიხედა, შემდეგ დიდ ქვას ფეხე ცუდად დაადგა, კოჭთან გადაუტრიალდა და ისე სწრაფად დაეცა დაჭერაც ვერ მოასწრო სანდრომ. სამაგიეროდ უცებ წამოახტუნა. -ვაიმეე… მტკივა… -თვალები დახუჭა, თან თითები ფაღავას მოუჭირა მაჯაზე.
-რანაირად დაეცი ტო? -სიცილს ძლივს იკავებდა, წელზე ხვევდა ხელს, თან ზევიდან დაჯყურებდა.
-ვერ დავინახე… -ცრემლიანი თვალებით ახედა ქვევიდან, სანდროსაც მაშინვე დაუსერიოზულდა სახე.
-აუ კაი ეგრე გტკივაა? -ცერით შეუმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული წვეთები, მის უცნაურად ღია თაფლისფერებს შეხედა. ისეთი განსხვავებული თვალები ჰქონდა მელაძეს აქამდე რომ არასდროს ენახა სანდროს. ხალიანი, ყვითელში გადასდიოდა, გრძელი წამწამები დასველებოდა და სწრაფად ახამხამებდა.
-ჰო… -საწყლად ამოისრუტუნა, თან კბილები დააჭირა ერთმანეთს ტკივილისგან რომ არ ეღრიალა. -ღმერთო ვეღარ ვსუნთქავ…
-აიყვანე ძია და წამოიყვანე რას დგახარ, ჩამოგვაღამდება მალე.
-არ მინდა წამოვალ ჩემი… -ერთი ნაბიჯი გადადგა და ლამის იქვე ჩაიკეცა.
-წამოხვალ კი… -ბუმბულივით ააფრიალა ჰაერში, ცალი ხელი მუხლებთან ამოედო, მეორეს კი წელზე ხვევდა. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, ლილეს სუნთქვას გრძნობდა სახეზე და სისხლი უდუღდებოდა.
-დაიღალე?
-ნუ ღელავ შენ… არ ხარ მძიმე. თან ამხელა კუნთები რითვის მაქვს. -ჩაიცინა და სულ ერთი წამით გაუსწორა თვალი, შემდეგ ოდნავ გაღებულ ბაგეებს დახედა. ისე მოუნდა მისი დაგემოვნება ტუჩები აეწვა. ძალიან ახლოს ჰქონდა სახე, თითქოს განგებ არ იხედებოდა და სანდროს მოქმედებას ელოდა. სწრაფად აარიდა მზერა, გზას გახედა თვითონაც რომ არ წაქცეულიყო, შემდეგ სახლშიც სევიდა და სავარძელზე დასვა.
-ვაიმე რა დაგემართა ბებო? -მაშინვე შეჰკივლა ეთო,
-არაფერი ეთო, ფეხი გადამიბრუნდა უბრალოდ.
-არა რაზე ვფიქრობდი ამას რომ გაგაყოლე.
-ჩემგან რა გინდა ეთერ?
-ვერ უნდა მიგეხედა? -ყინულები წინდაში ჩაყარა, თავი მოუკრა და კოჭზე დაადო.
-თვითონ თუ ბატივით დადის რა ჩემი ბრალია. -მხრები აიჩეჩა, ლილეს შეკრულ წარბებზე კი ჩაიცინა, მერე იქაურობაც დატოვა. ჰამაკში მჯდომ ლუკას მიუახლობდა, ელი ყავდა მკერდზე მიკრული და ოდნავ ირწეოდა.
-რა გითხრა?
-არაფერი წამოვედი..
-როგორ თუ წამოხვედი? -მაღალ ხმაზე ჩართო და მოპირდაპირედ ხის მორზე ჩამომჯდარ სანდროს გაუსწორა თვალი.
-ლაპარაკი არ მინდა და წამოვედი! აღარ მივალ ვსო, არ მინდა ფსიქოლოგი, მორჩა.
-ნინაა!
-ლუკა ცოტა ხნით შემეშვით ორივე.
-კარგი…
-მადლობა. -როგორც კი თქვა მაშინვე გათიშა. ცოტახანი ერთმანეთს შესცქეროდნენ, მერე თავი გააქნია საბამფეხზე წამოდგა და ხმის ამოუღებლად შებრუნდა სახლში.
-მა…
-ჰო მა? -თავზე გადაუსვა ხელი, თმები ყურზე გადაუწია, შუბლზე აკოცა და თმაზე ფერება განაგრძო.
-მე გიყვავალ ხო… ყველაზე ძაან?
-ყველაზე ძალიან პრინცესა.
-მამი მე ხო ალამყავს ძმა.
-არა მა, ერთადერთი ხარ შენ, ჩემი ყველაფერი.
-დედიკოსაც ალ ყავს ხო?
-მე რომ არ მყავს შესაბამისად არც დედიკოს ეყოლება. -ჩაიცინა, ვერ ხვდებოდა რატომ ეკითხებოდა ასე შეწუხებული. იმ წუთებში არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ყბელაზე ძვირფასი რაც გააჩნა ელისაბედი იყო და იქ თავის მკერძე მიხუტებულ შვილს ეფერებოდა. მის სურნელს ისუნთქავდა, იმ სითბოს შეიგრნობდა მხოლოდ მისგან რომ მოდიოდა. ყოველ ჯერზე ელის დაძახებული “მამა” უფრო და უფრო აბედნიერებდა. თითქოს ყველაფერი მის გარშემო ბრუნდავდა. მთებსაც გადასდგავდა ელის გულისთვის. რომ უყურებდა და მასში მარიამის მიმიკებს ხედავდა თითქოს უფრო უყვარდებოდა.
-ალ მინდა მე ძმა, მელე მე აღალ მომეფელები.
-შენ ყოველთვის პირველი იქნები მა, ყოველთვის ყველაზე ძალიან გვეყვარები მე და დედიკოს. ეგრე აღარ თქვა, და-ძმა კარგია, რაც უფრო მეტი გყავს უფრო კარგია. რაც არ უნდა იყოს მარტო შენ იქნები მამას პრინცესა.
-მათლა?
-ჰო. -ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ტელეფონს დახედა და ზუსტად მაშინ დარეკა მარიამმაც. -დედა რეკავს, დაველაპარაკოთ?
-კი. -თავი არ აუწიევია ისე თქვა.
-რას შვრებით.
-ჰამაკში ვწევარ ჩემს გოგოსთან ერთად და ვლაპარაკობთ.
-დამანახე… დეე დაიღალე?
-ჰოო…
-ჩემო პატარა… გამოიღე თითი! -როგორც კი თქვა მარიამმა მაშინვე გაიღიმა და ხელი უკან წაიღო. -მოგწონს მანდ?
-ჰო, ანდლო მეთამაშებოდა, მელე ჰაელში მაგდებდა.
-ანდრო ვინაა?
-ლუკაა! შემოიყვანე ბავშვი გაცივდება!
-მოვალთ ხო.
-ვინაა? ვინმე გაიჩინე უკვე? ბავშვიანი?
-მე რომ მყავს ბავშვი რა? -ჩაიცინამ, საშინლად ესიამოვნა მარიამის ეჭვიანობა.
-სერიოზულად ლუკა?
-მამას არა მაგრამ ძიას მეძახიან. -ქვედა ტუჩზე იკბინა.
-დე ვინები ხართ მანდ.
-მე ნატო, ანდლო, კატო, მამიდა, ვიღაცა გოგოა დიდი ძუ.უები აქვს, მაგლამ ლამაზია.
-ვიზე ამბობ მა, ლილეზე?
-ჰო.
-ლუკაა!
-ვეჭვიანობთ მარიამო?
-მართლა ვინმე გყავს? -ხმა ჩაუწყდა, თვალებიც კი აემღვრა.
-წავედით ჩვენ. -ერთხელ შეავლო თვალი მარიამს, შემდეგ გათიშა და ჰამაკიდან კმაყოფილი წამოფრინდა.
იმ საღამოს მართლაც დაანთეს ეზოში ცეცხლი, ძველ ამბებს იხსენებდნენ, გაუჩერებლად საუბრობდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ, ხალისობდნენ, მაგრამ მაინც ვერცერთი გრძნობდა თავ ისე როგორც საჭირო იყო. როგორც კი წამი გამოჩნდებოდა მათი ტვინები მაშინვე სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა. ზოგის თბილისში, ზოგის ქალაქებს და ქვეყნებს სცდებოდა.
-გამარჯობათ…
-დათოო როგორ ხარ? -ხელი დაუქნია ლილემ ღობის მეორე მხარეს მდგომ ბიჭს, იცის თითქოს.
-ლილე? აქ რა გინდა? -გაოცებული სახით დაიძრა ღობეებს შორის გაკეთებულ კარებისკენ, მალე დათოს სხეულზე აღმოჩნდა აკრული. უდიდეს სითბოს გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ, დედმამიშვილის არყოლის გამო დათოს უზიარებდა იმ სითბოს რომელსაც თავისი დის, ან ძმის მიმართ ექნებოდა. სანდრო კი წარბშეკრული უყირებდა ქალს, შემდეგ მის წელზე მოხვეულ ხელებს და ნელნელა სუნთქვა უმძიმდებოდა. -არ ვიცოდი აქ თუ იყავით.
-დღეს ჩამოვედით… როგორ ხარ? -ხელი ჩამოართვა გიგანმა, თან გადაკოცნა.
-რავი ვარ რა. -ყველას ჩამოუარა, ბოლოს ნუცაზე გაუშეშდა მზერა. მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, თვალებიც კი გაუბწყინდა, რაც ნამდვილად არ გამოჰპარვია ლუკას. -ნუცი როგორი შეცვილი ხარ… უფრო გალამაზდი მგონი. -ფეხზე წამოაგდო და მკერდზე მიიხუტა. თვალები გაუფართოვდა პატარა გიგანს, მაშინვე საბა გაახსენდა და მალევე მოშორდა.
-ორსულობამ გაალამაზა. -ენა ვერ გააჩუმა ფაღავამ, ჯერ ისევ თვალწინ უტრიალებდა ის კადრები თუ როგორ ეხვეოდა ლილეს და ნერვები ეშლებოდა.
-რა? -გაოცებულმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და წამოზრდულ მუცელზე დახედა. მაშინვე ჩაუქრა ის სხივი რომელიც წამის წინ ყველაფერს ანათებდა. -გათხოვდი? -ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, იმედგაცრუებაც, და მაინც, დიდი სიყვარულით იყო გაჟღენთილი ის ჩამწყდარი ხმა, ჩაწითლებული თვალები და მზრეა რომლითაც მხოლოდ ნუცას უყურებდა.
-ჰო. -ქურთუკი მჭიდროდ შემოიხვია მუცელზე და თვალი აარიდა დათოს ყავისფერებს.
-გილოცავ. -ოდნავ გაიღიმა, იქვე ჩამოჯდა და მოელვარე ცეცხლის ალს შეხედა.
-მადლობა.
-რა გაჭამო მითხარი აბა. -უცებ წამოადგა თავზე ეთო.
-არაფერი ეთო, დაჯექი მოდი, არ დაიღალე?
-რა დამღლის, ჩემი შვილიშვილები მყავს გვერდით თავისი შვილები. -თავზე გადაუსვა ხელი ნატალის. -ეს ნატალია, ჩემი პირველი შვილიშვილი, გახსოვს სურათი რომ განახე?
-ჰო მახსოვს… სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.
-აუ აქ მაღაზიები რომელ საათამდეა ღია? ან სად არის ვაბშე? -ელისაბედით ხელში მიუახლოვდა იქ შეკრებილებს ანდრია. -გამარჯობა. -ხელი ჩამოართვა დათოს, შემდეგ მის გვერძე მჯდომ ეთერს გახედა.
-დაკეტილი იქნება ახლა ბებო.
-რა გინდა მაღაზიაში? -წარბ შეკრულმა შეხედა ნატალიმ.
-აუ დედა რა გამი.ტრაკე ტო.
-ბიჭოო!
-სიგარეტის ყიდვა მინდა! დაკმაყოფილდი? ხომ ხედავ შენთან ერთად არ ვეწევი და შემეშვი რა. -მობეზრებულმა ამოილაპარაკა.
-კაი რა გჭირთ, გეთქვა და მოგცემდი მერე. -ჯიბიდან ამოიღო კოლოფი და მთლიანი გაუწოდა დიშვილს.
-შენ არ გინდა?
-მაქვს კიდევ ერთი.
-სპასიბა. -ზურგი აქცია ყველას და სახლისკენ დაიძრა.
-რა გინა ამ ბავშვისგან დაანებე თავი, რომ ეჩხუბები არ მოწიოო აღარ მოწევს თუ რას აკეთებ ვერ ვხვდები. ყვირილით ვაბშე არ დაუყვირო, ყველაზე მაგრად ეგ მიტყდებოდა ხოლმე, ხალხმრავლობაში რომ დაიწყებდა დედაჩემი ყვირილს. დიდია უკვე.
-არ ვიცი… ძნელია ბიჭის დედობა, თან ანდრიას ნაირი ბიჭის. კატოს ერთს რომ ვეტყვი მიჯერებს, ის კიდე ხისთავიანია.
-ეგეთიც უნდა იყოს, სიცოცხლით სავსე ბავშვია. -ხელი ჩაიქნია ეთერიმ.
-სიმინდებზე არ წავიდეთ? -ტაში შემოკრა კატომ და ყველას ყურადღება მიიქცია.
-აიღეს მოსავალი უკვე ბებო, მარტო ზევით ბერუაძეებს აქვთ ნახევარი შემორჩენილი, მაგრამ ძაღლი ყავთ შიგნით.
-აუ წავიდეთ რა… შორია?
-კი მაგრამ წამოხტი მიდი, დიდიხაია არ მირბენია. -სწრაფად წამოაგდო კატო გიგანმა, ხელი გადახვია და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ჩვენც დაგველოდეთ რა… არ მოდიხარ ლილ?
-ყოველ დღე ხომ არ ვიპარავ სიმინდებს. -ყურებამდე გაიღიმა და გვერძე ამოუდგა ფაღავას.
-აუ რა სიბოროტეა, მეც მინდა.
-არაუშავს შემდეგ წელს ჩამოვიდეთ ისევ. -ლოყაზე აკოცა სანდრომ, შემდეგ წინ წასულ ლუკას აედევნა.
მთელი გზა იცინოდნენ, ლუკაც აღარ იყო ლუკა გიგანი, სანდროს აჰყოლოდა ხუმრობაში და გოგოებს მუცლის ტკივილამდე აცინებდნენ. ფთხილად გადაძვრნენ ღობეზე, აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ჩუმათ დადიოდნენ და დიდ ნაყოფს ტეხლდნენ. მასურის ბოლო კბილებით ეჭირა ფაღავას, შიგნით სიმინდებს ილაგებდა, მერე ძაღლის ღრენის ხმა შემოესმა და ადგილზე გაშეშდა.
-ლუკა გაიყვანე ეგენი! -ხმამაღლა თქვა, შემდეგ მისკენ მიმავალ ძაღლსაც მოკრა თვალი და ქვის ასაღებად დაიხარა, რომელიც ვერსად იპოვნა.
-გადავედით წამოდი… დაყარე ეგენი!
-ცუგა ცუგა… კარგი ცუგა ვინ არისო? -იკან უკან მიდიოდა, ძაღლი კი ისევ ერთ ადგილას იდგა და იღრინებოდა, მერე უცებ გაიქცა სანდროსკენ. -ამის დედაც! -ისევ კბილებში მოიქცია მაისურის ნაჭერი კბილებს შორის და ისეთი სისწრაფით გაიქცა აქამდე ჯერ რომ არ ურბენია.
-დაგეწია ძიაა! -შეშინებულმა წამოიყვირა კატომ და ფაღავაც ზუსტად იმ დროს გადმოაფრინდა ღობეს როდესაც საღლი ფეხში კბილების ჩავლებას უპირებდა. სიმინდები ძირს მიმოიფანტა სანდრო კი დაღლილი ზურგით მიწაზე წასვა. ხელები მკერდზე ელაგა და ღრმად სუნთქავდა. სუნთვას ნელნელა ირეგულირებდა თვალებ დახუჭული, იმათ სიცილს ყურადღებას არ აქცევდა, ბოლოს თვალებიც გაახილა და ქვევიდან ახედა მოკისკისე ლილეს.
-რა გაცინებს?
-რა სახე გქონდა რომ მორბოდი იცი?.. ღმერთო არასდროს დამავიწყდება. -ფირზე იფარებდა ხელს, თან სიცილს ვერ წყვეტდა.
-ძმობას გაფიცებ შენ რაღა გაცინებს?
-მოდი მოდი. -ხელი მოკიდა ლუკამ და უცებ დააყენა ფეხზე. -მიდი ჩემი გოგო, წამოკრიფე ეგ სიმინდები.
-აუ დამცხა, ამდენი ბოლოს როდის ვირბინე აღარც მახსოვს. -თბილი მაისური გაიხადა, ოფლი მოიწმინდა და მასზე მიშტერებულ ლილეს შეხედა.
-გაცივდები. -ძლივს მოაშორა თვალი სანდროს შიშველ სხეულს, იქვე გაგორებული სიმინდები წამოკრიფა დაფაღავას მიაწოდა.
-შენ არ ინერვიულო პატარავ, არფერი მომივა. -თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა, სულ ოდნავ შეეხო თითებზე, იგრძნო როგორ შეკრთა და ტუჩის კუთხეები უფრო მეტად გაწელა.
-სენთვის ვიძახი თორემ… -მხრების ჩეჩვით განაგრძო გზა.
-თორემ?
-ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.
-ეს ქალები რა აფერისტები ხართ… -წარბები ასწია, თან უცნაურად იღიმოდა. ვერ ხვდებოდა ლილე მისი ღიმილის მიზეზს, სართოდ ვერცერთ სანდროს გამოხტომას ვერ უებნიდა მიზეზს. -ფეხი როგორ გაქ?
-გამიარა. -დაბნეულმა გაუსოწორა თვალი. -რა გაცინებს?
-არაფერი..
ისეთი კმაყოფილების შეგრძნება ჰქონდა ღიმილს დიდი ხანი ვერ იშორებდა სახიდან. ლილეს მზერას რომ დაიჭერდა თვალს უკრავდა და გოგოს აწითლებულ ლოყებზე ხალისობდა.
ბევრ სურათებს იღებდნენ, მოკლე ვიდეოებს ინსტაგრამის “სთორი”-ში დებდნენ. ბოლოს მხოლოდ ნუცა იყო ფხიზელი, გამომთვრალ ხალხს უყურებდა და მათ ქცევებზე იცინოდა. დათოს მზერას გრძნობდა, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა ტანში მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ცოტახანში სახლში შევიდა, სამზარეულოს მაგიდას ხელებით იყო დაყრდნობილი, წყლის მადუღარას დაჰყურებდა და ადუღებას ელოდა. უკნიდან თბილი სხეული იგრძნო, რომელიც ზურგზე აეკრა, მუცელზე ხელები მოხვია და კისერში აკოცა. შიშისგან შეხტა გიგანი, მაგრამ როგორც კი ნაცნობი სურნელი იგრძნო წამსვე მისკენ შებრუნდა. თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა ჯავახიშვილს, ვერ იჯერებდა რომ იქ იყო.
-საბა… აქ რა გინდა? -წელიდან ხელები მოაშორებიდან და უკან გაიწია.
-უკაცრავად? -თვალები დააწვრილა, მაგიდასთან მიიმწყვდია, სახე ახლოს მიუტანა და მთლიანი ტანით მიაწვა. -იმის მაგივრად რომ ჩამეხუტო, მაკოცო და მითხრა რა კარგია რომ აქ ხარო რას მეკითხები?
-რაიყო? გწყიინს? -ტუჩი გადმოაბრუნა, თითები თმებში შეუცურა და თავი უკან გააწევინა.
-როგორ გამიბლატავდი...
-ნწ… შევეგუე ჩემს ბედს და ძველი ნუცა დავბრუნდი.
-რა საშინელი ქალი ხარ… ვიფიქრე მოვენატრებოდი ჩავალ, გავახარებთქო და შენ აქ რა გინდა მეკითხები.
-მგონი ჩემს გარეშე ვეღარ იძინებ და იგონებ ახლა რაღაცეებს. -ტუჩებზე უყურებდა, სიკვიდამდე უნოდოდა ეკოცნა, მთლიანი სხეული უხურდა, თავისი გულის ცემა ესმოდა, მაგრამ მაინც არ იხევდა უკან. ისე უხაროდა მისი იქ ყოფნა თავს ძლივს იკავებდა ძლიერად არ მოხვეოდა.
-შენი გულის ცემა მესმის ნუცა… ვგრძნობ როგორ იწვი. -ხელი აატარა ფეხზე, უკანალზე მოუჭირა თითები და თავისკენ მისწია.
-გამიშვი, ვინმე შემოვა და სირცხვილია.
-ჩემი ცოლი ხარ.
-ყველამ იცის რატომ და რისთვის ვარ სენი ცოლი.
-არ მოგბეზრდა? -თვალები აატრიალა და მაშინვე მოშორდა. -როდემდე უნდა იძახო ეგ?
-რა? სიმართლე?
-რომელი სიმართლე გოგო? ნერვებს რატომ მიშლი? ჩემი ცოლი ხარ, აღარ არქვს მნიშვნელობა რის გამო მოგიყვანე ცოლად, უბრალოდ ჩემი ხარ და მორჩა. შეუშვი მაგ თავში რომ ჩემგან ვერასდროს წახვალ, მაგ ქცევებით კიდე უბრალოდ ნერვებს მომიშლი, რაც არცერთს გვაწყობს. უბრალოდ მოიქეცი როგორც ნუცა და ეს მატყუარა ქალი მომაშორე.-ისევ მოხვია წელზე ხელი, კისერზე თითები მოკიდა და ტუჩებზე დაეტაკა. -ნუ ეწინააღმდეგები სურვილებს ნუციკო. -ზედ ნუცას ტუჩებზე ამოილაპარაკა და ისევ აკოცა. -ჩამეხუტე და გავიდეთ. -თვითონ მიიხუტა, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, თან მისი სურნელი შეისუნთქა.
-რატომ ჩამოხვედი.
-კიდევ იმას მეკითხება. -თვალები აატრიალა, თან ხელს არ უშვებდა. -სთორი ვნახე, დავინახე ჩემი ცოლი როგორი მოწყენილი იყო მე რომ ვერ ვმხედავდა და ვიფიქრე ჩავალ გავახარებთქო… -ხელი გადახვია და უკანა ეზოსკენ წავიდა. მის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა, ზედმეტად მთვრალებიც კი იყვნე, ხმასაც ვეღარ აკონტროლებდნენ. -რა მაგრად ხართ ტო…
-აქ როგორ გაჩნდი?
-სახლში ვერ გავჩერდი, გიო აგარაკზე ავიდა თავისებთან ერთად, უაზროდ ვიჯექი ნუცაც რომ არ იყო და წამოვედი.
-პირდაპირ რომ გეთქვა ნუცას გარეშე ვეღარ ვძლებო არა? -სიცილით თქვა ფაღავამ.
-ჰო ვეღარ ვძლებ. -ლოყაზე აკოცა, შემდეგ დათოს გახედა, ნუცას უყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით. არ ესიამოვნა, სუნთქა ეკვროდა რომ წარმოიდგენდა რა შეიძლება ეფიქრა იმ დროს ნუცას ყურებისას. არ ეჭვიანობდა, იცოდა ნუცას როგორ უყვარდა და უბრალოდ სისულელე იქნებიდა წამით გაფიქრებაც კი რომ ნუცა სხვაზე იფიქრებდა. მხოლოდ ის არ მოსწონდა რომ დათოს უყვარდა, ასე ახლოს იყო მასთან და ნებისმიერი რამის თქმა ან გაკეთება შეეძლო.
მალე წავიდა დათო, ვეღარ უძლებდა იმათ ყურებას.
ლილემაც გადაწყვიტა წასვლა და ფეხზე ბარბაცით წამოდგა.
-გამიხარდა თქვენი გაცნობდა, მაგრამ… ვაიმე. -წაბარბაცდა და ხელით სანდროს მხარს დაეყრდნი. -ძალიან დავთვერი.
-გაგაცილებ. -წელზე მოხვია ხელი, წინასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებიდა, თან კარისკენ მიჰყავდა.
-მარტოც შემიძლია.
-არ შეგიძლია. -ხელში აიყვანა მობარბაცე ლილე და ისე განაგრძო გზა.
-რა კარგი სუნი გაქვს. -ყელზე გაუსვა ცხვირი, შემდეგ დახორკლილ კანზე აკოცა.
-გაჩერდი პატარავ თორემ საკუთარ თავზე პსუხს არ ვაგებ. -ხმა ჩაეხლიჩა ფაღავას, ჩაახველა, თან შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-ეს არის ჩემი სახლი. -თავი წამოსწია ფაღავას მკერდიდან და ჩაბნელებული სახლისკენ გაიშვირა ხელი. -წამიყვანე რა.
-შენს საძინებელში რომ შემოვიდე უკან ვეღარ გამოვალ. -სიცილით გააქნია თავი. ფრთხილად გააღი კარი, შიგნით შესული ლილეს მითიტებით მეორე სართულზე ავიდა, ერთ ერთ ოთახში შევიდა და საწოლზე დააწვინა ნახევრად გათიშული ქალი.
-სანდრო.
-გისმენ. -თმები გადაუწია სახიდან, შემდეგ ღაწვზე მიეფერა.
-დარჩი.
-ვერა… უნდა წავიდე პატარავ.
-ცოტახანი… მცივა. -ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და სანდროსაც მის ბაგეებზე გაუშეშდა თვალი.
-ჯანდაბა… როგორ არ წაგართვა პირველი კოცნა. -კეფაზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე ნაზად აკოცა. ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, ისეთი შეგრძნება ჰქონდა აქამდე რომ არასდროს ჰქონია. ლილეც რომ აჰყვა უფრო გათამამდა, ყბაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყელზე გადავიდა. სვიტერი ქვეშ შეუცურა ხელი, ნაზ კანზა აატარა და შიშველ მკერდზე მოუჭირა თითები. მსუბუქი კვნესა წასკდა ლილეს, თმებში შეუცურა ხელი სანდროს და ისევ ტუჩებთან დააბრუნა. -დავიზინოთ. -ლოყაზე აკოცა, შემდეგ მკერდზე მიიკრა და სუნთქვააჩქარებულმა ღრმად შეისუნთქა ლილეს სურნელი. მხოლოდ თვითონ იცოდა რა ფასას უჯდებოდა თავის შეკავება, შეეძლო ახლავე მიეღო ის რაც მთელი სხეულით უნდოდა მაგრამ რაღაც აკავებდა. ალბათ ის რომ ლილე არცერთ იმ გოგოს არ გავდა რომლებიც აქამდე ჰყოლია.
*****
-დაიძინეს ყველამ? -სამზარეულოში მდგომ ნატოს უყურებდა კარზე მიყუდებული გიგანი.
-ჰო… ელის როგორ მოეწონდა ანდრია, მთელი დღეა არ მოშორებია.
-მე მგავს ანდრია და იმიტომ იყო აკრული ანდროზე.
-შენ რას შვრები მარიამთან? იცის ჩემზე?
-არა, არაფერი მითქვამს. დავიღალე, წავალ დავწვები, შეეშვი მაგას და ხვალ მიხედავს ეთერი.
-არ მაქვს პრობლემა.
-როგორც გინდა.
-ღამე მშვიდობისა.
-შენც. -თბილად გაუღიმა და ოთახისკენ დაიძრა. ნუცა რომ ყოფილიყო მოაშორებდა იქაურობას, საძინებელში წაიყვანდა, თავის მკლავებში მოიქცევდა და ისე დააძინებდა. ყველაფერს გააკეთებდა ნატოსთვის, რამე რომ დასჭირვებოდა მის გვერდით გაჩნდებიდა, მაგრამ ისე ვერასდროს შეიყვარებდა როგორც ნუცას და ეს ორივემ მშვენივრად იცოდა. საძინებელში შესულმა მძინარე შვილის დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა, გვერძე მიუწვა, ცოტახანი აკვირდებოდა, ფრთხილად ეფერებოდა, თითქოს მის ძილს დარაჯობდა. შემდეგ ტელეფონი აიღო და მარიამს გადაურეკა. არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა იმ წუთას, მხოლოდ მარიამის ხმის გაგება უნდოდა.
-ჰო.
-სად ხარ?
-სახლში.
-სად აკეთებ?
-ვსწავლობ… -ცოტა ხნით გაჩუმდა, ნაწყენი იყო წინა საუბრის შემდეგ, მერე მაინც ვერ მოითმინა და ლაპრაკი გააგრძელა. -კარგად ხარ?
-არ ვიცი.. მელაპრაკე ურალოდ, მომიყევი რამე.
-მთვრალი ხარ?
-ჰო… მთვრალი ვარ, ძალიან მთვრალი და… ამის დედაც… -სიმწრით გაეცინა. -მენატრები მარიამ. ჩვენ პატარას ვუყურებ ახლა, თურმე მე კიარა შენ გგავს. შენნაირად იბღვირება ძილის დროს.
-ლუკა…
-უბრალოდ მომიყევი რამე.
-გახსოვს ელის საფენს რომ უცვლიდი?
-ეგ რა იყო. -სიცილი ვერ შეიკავა გახსენებაზე. -როგორ გამიმეტე მაშინ მარიამ? თვეების ბავშვი მარტო როგორ დამიტოვე.
-შენ ყველაზე კარგი მამა ხარ ლუკა… ვიცოდი რომ ყველაფერს გააკეთებდი ელისთვის. ჩვენი გოგო ერთადერთია ვის გამოც შეგიძლია შენს პრინციპებსაც უღალატო.
-ჩვენი გოგო… დღეს გამომიცხადა რომ ძმა არ უნდა.
-რატომ? -ჩაიცინა პასუხის მოლოდინში.
-იმასაც მოეფერებიო.
-შენი გათამამებულია.
-რა ქნას, ლამაზია, საყვარელი და ყველას ყურადღებას იქცევს… იმ ვიღაც ლუკაზე რა უნდა ვქნა მარიამ.
-არ მოგიყვა?
-დედას გარეშე არ მოგიყვებიო… რათ მინდა სიძედ ჩემი სეხნია მარიამ?!
-ვაიმე ლუკა არ გამაგიჟო ახალ, სამი წლის არის ბავშვი, რადროს სიძობაა.
-რომ შეუყვარდეს და მერე გული ატკინოს? ხომ უნდა წავაცქლო თავი მერე. -საერთოდ არ უსმენდა მარიამს, წარმოიდგენდა გაზრდილ ელის, მის ცრემლიან მწვანე თვალებს ვიღაცის გამო რომ ჩასწითლებოდა და სუნთქვა ეკვროდა.
-ლუკაა! მოდი აზრზე, რეებს ლაპარაკობ.
-დამერხა… ჩვეულებრივ პიზ.ეცი მაქვს. -ტელეფონის ეკრანს დახედა, კამერა გამორთული ჰქონდა მარიამს და მაშინვე წარბები შეკრა. -სად ხარ დამენახე.
-ახლა ვერ ჩავრთავ.
-რატომ?
-გიჟივით მაქვს თმა, ჩაწითლებული თვალები და გადაღლილი სახე… თან…
-რა თან? მარიაამ… შეყვარებულობის პერიოდში ვბრუნდებით მგონი რომ გიტყდებოდა კამერის ჩართვა.
-არაფერი, არ ვარ ფირმაში.
-რა თან? ჯანდაბა… შიშველი ხარ? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თვალებიდ აებინდა იმის წარმოდგენისას თუ როგორ იჯდა საქოლზე შიშველი სხეულით. ადრეც ხომ ასე მეცადინეობდა თავის საძინებელში. სე.სის შემდეგ თმებს ფანქრით დაიმაგრებდა, წიგნებს გაშლისა საწოლზე, შიშველი იჯდა და სწავლობდა, ლუკა კი ყოველთვის თვალმოუშორებლად უყურებდა, ეფერებოდა და კოცნიდა იქამდე სანამ მარიამი არ აწუწუნდებოდა ფიქრებს მიფანტავ და თავში არაფერი შემდისო. -ჩართე კამერა მარიამ!
-ხვალ რვა საათზე უნდა ავდგე ლუკა, ჯერ ნახევარიც არ მისწავლია და ახლა საერთოდ აღარაფერი შევა ტვინში! -მოშიშვლებული მხრები უჩანდა, სველი თმა ახლაც ფანქრით ჰქონდა შეკრული და სახეზე მაკიაჟის ნასახი არ გააჩნდა. ისეთი ბუნებრივი და ლამაზი იყო ინსტიქტურად შეახო თითები სახეზე. ეკრანი რომ გამოძრავდა მაშინ მოვიდა აზრზე, ამოიოხრა და ბალიშში ჩარგო სახე.
-ჯანდაბა მარიამ… საერთოდ არ უნდა დამერეკა. ცალი თვალი გაახილა, თავდახრილ მარიამს შეხედა წარბშეკრული ალბათ რაღაცას წერდა. -დადე ტელეფონი ისე რომ გიყურო და გააგრძელე სწავლა.
-ხომ იცი არ შემიძლია სწავლა როცა მიყურებ… ჯანდაბა ლუკა უცნაურია ეს ურთიერთობა… აღარ ვარ შენი ცოლი!
-ჯვარი არ აგვუყრია…
-ეგ როგორ დაგვავიწყდა.
-ნერვები არ მომიშალო ახლა, წყნარად ვწევარ ჩემთვის… და გააკეთე რაც გითხარი.
-დარწმუნებული ხარ? არ მგონია მერე კიდევ შეძლო წყნარად ყოფნა. -გამომწვევად უღიმოდა, შემდეგ გადაიკისკისა ლუკას გახშირებული სუნთქვა რომ შემოესმა. -შენ გინდა მითხრა რომ ვინმე გყავს? ბოლოს მაინც ჩემთან მოხვალ ძვირფასო!
-გაგითიშავ იცოდე.
-გათიშე. -უდარდელად აიჩეჩა მხრები, ტელეფონი საწოლზე მიაგდო და სწავლა გამაგრძო. არ გაუთიშავს, უსმენდა როგორ იზეპირებდა იმახსოვრებდა წინადადებებს გერმანულად, მერე გამოძრავდა კოვზის ხმა გაიგო, ალბათ ყავას სვავდა. ტელეფონი ჩაცურდა და რომ გასწორდა ნახევრად ზედ დააჯდა. ლუკა კი სუნთქვა შეკრული უყურებდა ქალის მოშიშვლებულ მკერდს, სიგიჟემდე უნდოდა ახლა იქ ყოფილიყო, ისევ ეგრძნო მისი სიყბო, ისევ მოხვეოდა და საკუთარ მკლავებში ჩაემალა. იქამდე უყურებდა სანამ არ ჩაეძინა, შემდეგ ხმამაღალი სუნთქვა ამოუშვა და მარიამმაც გაიცებულმა დახედა ტელეფონს. თვალები გაუფართოვდა რომ მიხვდა ამდენხანს უყურებდა. კი გრძნობდა ლუკას, მაგრამ საუბარს დააბრალა. საწოლზე წამოწვა და მის სუნთქვა სყური დაუგდო. თვალები დახუჭული ჰქონდა, ორი საყვარელი ადამიანის სუნთქვას უსმენდა და ისიც მათ რითმში იწყებდა სუნთქვას.
*****
დილით ტელეფონი გათიშული დახვდა, დასატენად შეაერთა, შემდეგ ისევ თბილ ლოგინში შეძვრა, ელის მოხვია ხელი და ცხვირი მის ყელში ჩარგო. იქამდე იყო ასე სანამ ქალბატონმა არ გამოიღვიძა. ლოყაზე თვალები მოიფშვნიტა, მერე ლუკას მკერდზე ააცოცდა, ლოყაზე აკოცა და თავი მკერდზე დაადო.
-არ ავდგეთ პრინცესა?
-ალა.
-ცუდი სიზმარი ნახე?
-ალა. დედა ვნახე, მომენატლა. -ხმა აღარ ამოუღია ლუკას, ცოტა ხნით თმაზე ეფერებოდა, შემდეგ ყველა საქმე გადადო, ყველა და ყველაფერი მეორე პლანზე გადაიტანა. ელის ჩააცვა, თმა დავარცხნა, მოამზადა და ციტა ხნით სამზარეულოში მყოფ ეთოს ჩააბარა. საძინებელში დაბრუნებულმა ჩართულ ტელეფონს სტაცა ხელი და ნაცნობ ნომერზე გადარეკა.
-ნია როგორ ხარ… კარგად… არა მაგაზე არ გირეკავ, შენი დახმარება მჭირდება… სალის გამოართვი ჩემი სახლის გასაღები, წადი და რომ მიხვალ ჩემ ოთახში კარადაში ჩემი და ელისაბედის პასპორტი უნდა იდოს, აიღე და ბერლინის მიმართულებით ორი ბილეთო მიყიდე დღეისთვის, ზეგ უკან დავბრუნდებით, ყველა შეხვედრა რაზეც ჩემი დასწრება აუცილებელია გადადე, დანარჩენს სანდრო მიხედავს, კარტას სურათს გადავუღებ და გამოგიგზავნი… მიდი და გამაგებინე ყველაფერი… მადლობა. -სწრაფად გათიშა ტელეფონი, საფულედან ბანკის კარტა ამოიღო, ორივე მხრიდან გადაუღო სურათი და ნიას გაუგზავნა, შემდეგ სამზარეულოში დაბრუნდა.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ჩემი ბრალი კი არ არისსანდროს პერსონაჟზე რომ გადამეკეტა, ისეთი საყვარელია ჩაკბეჩვა მოგინდებაა, მომწონს ლილესდა სანდროს წყვილი, მაგრამ ცოტა ლილემ სანდრო რომ აწვალოს არაფერი დაშავდება, ასე ერთპირად ხელებში ნუ ჩაადნება, ნატალისთან ასე ცივად რომ არიან ვერ ვუგებ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნის მერე გამოჩნდა, თავიდანვე ლუკას და მარიამის წყვილის გეგმავდი თუ შემდეგ გადაიფიქრე ეგ ვერ გავიგეე, მომკალით და მაინც ვერანაირად აღვიქვი წყვილად აი რაღაცნაირად არ მოდის ჩემამდე მათგან ვერანაირი ემოცია. ალბათ შენს წინა ისტორიებიდან გამომდინარე ვარ ეგრე. მჯერა ბიჭის და გოგოს მეგობრობის და მყავს კიდევაც ბევრი ბიჭი მეგობარიი.

 


№2 სტუმარი maco maco

და ამის მერე კიდე ვინმე ამბობს ლუკას სხვა შეუყვარდებაოოოო?არც უნდა განიხილოს ეგ ავრიანტი

 


№3  offline მოდერი painter1

სტუმარი დარინა
ჩემი ბრალი კი არ არისსანდროს პერსონაჟზე რომ გადამეკეტა, ისეთი საყვარელია ჩაკბეჩვა მოგინდებაა, მომწონს ლილესდა სანდროს წყვილი, მაგრამ ცოტა ლილემ სანდრო რომ აწვალოს არაფერი დაშავდება, ასე ერთპირად ხელებში ნუ ჩაადნება, ნატალისთან ასე ცივად რომ არიან ვერ ვუგებ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნის მერე გამოჩნდა, თავიდანვე ლუკას და მარიამის წყვილის გეგმავდი თუ შემდეგ გადაიფიქრე ეგ ვერ გავიგეე, მომკალით და მაინც ვერანაირად აღვიქვი წყვილად აი რაღაცნაირად არ მოდის ჩემამდე მათგან ვერანაირი ემოცია. ალბათ შენს წინა ისტორიებიდან გამომდინარე ვარ ეგრე. მჯერა ბიჭის და გოგოს მეგობრობის და მყავს კიდევაც ბევრი ბიჭი მეგობარიი.

არ ვიცი თავიდან შუაში ვიყავი გაჭედილი მარიამს და სალომეს შორის, მერე რაღაც სალომეს ვერ დავუდე გული და ისევ მარიამისკენ გადავიხარე.
მეგობრობას რაც შეეხება რამდენსაც დავუმეგობრდი ყველას გრძნობები გაუჩდა, აღარ მჯერა უკვე და ახლაც მგონი მე მომწონს და დამერხა.

maco maco
და ამის მერე კიდე ვინმე ამბობს ლუკას სხვა შეუყვარდებაოოოო?არც უნდა განიხილოს ეგ ავრიანტი

რათქმაუნდა. <3

 


ლუკას სპონტანურობა მომწონს :დ ამის მერე ნუ იტყვიან ამ ორს ერთმანეთი არ უყვარსო. უყვართ და მოკალით თუ გინდათ❤ მარიამი ისეთი ქალია ლუკას, რომ შეეფერება: საქმიანი, მიზანდასახული და ბობოქარი❤ ვფიქრობ, ლუკას ხელი რომ შეეწყო სწავლაში ეს წყვილი არც დაიშლებოდა.
სანდროს და ლილეს წყვილი საინტერესო იქნება, არა მგონია ლილე ასე მარტივად დანებდეს და ხელებშე ჩაუვარდეს ბატონს. ცოტა უნდა აწვალოს და ჩვენ ვიცინოთ :დ
ნუცას სამზარეულოში, რომ ჩაეხუტა ვიღაც მეთქი დათოა თქო და დამემართა ჩემი, მაგრამ გადავრჩით, სიურპრიზი მოუწყო ქმარუკამ :დ
მეგობრობაზე ისე იკითხე მეთქი ნინის და ბიჭებიდან ერთ-ერთს შორის რაღაც იწყება თქო და არ მესიამოვნა. ისე კი მჯერა და მგონია სამუდამოდაც გრძელდება თუ ეგ ნამდვილი მეგობრობაა, თორე ისე დაქალებიც კი იშლებიან :დ
ახლა მარიამის რეაქცია მაინტერესებს და როდის ვიხილავთ ამ ყოველივეს?

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ცუდია და-ძმებს ასეთი გაუცხოება რომ სჭირთ, ლუკასთვის და ნუცასთვის ნატალია ფაქტიურად სულ იცხოა, არ შეიძლება შვილი არანაირი გადაწყვეტილების გამო მოიძულო. მარიმის დ ალუკას ამბავს რაც შეეხება ცოდოები არიან ასე ცალ-ცაკე .... კარგი გოგო ხარ ასე ოპერატიულად რომ დებ თავებს ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ტექსტს სადაც კრეფ ხოლმე მიაკარი რამე, რომ ვ და მ აღარ შეგეშალოს და იქნებ გვეშველოს ორივეს:))).
შენ რომ აღწერ ეგეთი მეგობრობაზე მე გულიანად მეცინება და თუ ახლობელია დავცინი კიდეც და ვეუბნები რომ აუცილებლად სექსოლოგს გაესინჯოს:))).

შენი ძველი ნიკით რომელიმე ისტორიის სათაური მითხარი რაა.

ამ ახალ თავზე რა ვთქვა, ყოჩაღ შენ ყველაფრისთვის. ზღვარს იცავ ხო იცი რაღაცნაირად და აღარ უბერავენ მომაბეზრებლად შენი გმირები და ეგ სასიამოვნოა მკითხველისთვის, ოღონდ ეს "ვსვავ" ტვინში მიკაკუნებს ხოლმე:)).

და კიდევ, ბანკის კარტა არა, საკრედიტო/ვიზა ბარათი შეგიძლია გამოიყენო.

 


№7 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kai iyo es tavi, magram ratomgac arinda lukas da mariams wyvili isev shedges, uyvars tu ara mariams kariera archia ojaxs mainc da magito, luka ki dzalian sayvareli mamaa da ekutvnis mosiyvarule qali gverdit. Chemi azri esaa da nawarmoebia ki sheni????

 


№8  offline მოდერი painter1

რუსკიმარუსია
ლუკას სპონტანურობა მომწონს :დ ამის მერე ნუ იტყვიან ამ ორს ერთმანეთი არ უყვარსო. უყვართ და მოკალით თუ გინდათ❤ მარიამი ისეთი ქალია ლუკას, რომ შეეფერება: საქმიანი, მიზანდასახული და ბობოქარი❤ ვფიქრობ, ლუკას ხელი რომ შეეწყო სწავლაში ეს წყვილი არც დაიშლებოდა.
სანდროს და ლილეს წყვილი საინტერესო იქნება, არა მგონია ლილე ასე მარტივად დანებდეს და ხელებშე ჩაუვარდეს ბატონს. ცოტა უნდა აწვალოს და ჩვენ ვიცინოთ :დ
ნუცას სამზარეულოში, რომ ჩაეხუტა ვიღაც მეთქი დათოა თქო და დამემართა ჩემი, მაგრამ გადავრჩით, სიურპრიზი მოუწყო ქმარუკამ :დ
მეგობრობაზე ისე იკითხე მეთქი ნინის და ბიჭებიდან ერთ-ერთს შორის რაღაც იწყება თქო და არ მესიამოვნა. ისე კი მჯერა და მგონია სამუდამოდაც გრძელდება თუ ეგ ნამდვილი მეგობრობაა, თორე ისე დაქალებიც კი იშლებიან :დ
ახლა მარიამის რეაქცია მაინტერესებს და როდის ვიხილავთ ამ ყოველივეს?

არაა ლილესთვის და სანდროსთვის უამრავი სცენა მაქვს მომზადებული რა დროს ხელებში ჩადნობაა. უბრალოდ ეს სიმთვრალე გვაშტერებს ხშირად. მე ერთხელ დავლიე იმდენი აღარაფერი მახსოვდა, მითუმეტეს ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცებთან ერთად და ისეთები მილაპარაკიაა.... ნუ დავივიწყოთ ეს. არ ვიცი მარიამი და ლუკა შემიყვარდნენ, ჩემები არიან მაინც და ვეცდები გავაბედნიერო ორივე.
ბიჭის და გოგოს მეგობრობა მხოლოდ მაშინ გრძელდება თუ ბავშვიბიდან დაიწყეთ, ან რომელიმე სხვა ორიენტაციის არ არის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. :(
მადლობა და დღეს საღამოს დავდე, არ დავაგვიანებ როგორც გუშინ. ❤️

ablabudaa
ძალიან ცუდია და-ძმებს ასეთი გაუცხოება რომ სჭირთ, ლუკასთვის და ნუცასთვის ნატალია ფაქტიურად სულ იცხოა, არ შეიძლება შვილი არანაირი გადაწყვეტილების გამო მოიძულო. მარიმის დ ალუკას ამბავს რაც შეეხება ცოდოები არიან ასე ცალ-ცაკე .... კარგი გოგო ხარ ასე ოპერატიულად რომ დებ თავებს ❤️

ვცდილობ ნელნელა დავაახლოვო... არ ვიცი შეიძლება მე ვფიქრობ ასე რომ ვინც არ უნდა იყოს ისე უცებ ვერ მიიღებ. ლუკა მინდა ჯერ ბოლომდე მოვიყვანო გონს, გავარკვიო თავის გრძნობებში.
მადლობა ❤️

grafo
ტექსტს სადაც კრეფ ხოლმე მიაკარი რამე, რომ ვ და მ აღარ შეგეშალოს და იქნებ გვეშველოს ორივეს:))).
შენ რომ აღწერ ეგეთი მეგობრობაზე მე გულიანად მეცინება და თუ ახლობელია დავცინი კიდეც და ვეუბნები რომ აუცილებლად სექსოლოგს გაესინჯოს:))).

შენი ძველი ნიკით რომელიმე ისტორიის სათაური მითხარი რაა.

ამ ახალ თავზე რა ვთქვა, ყოჩაღ შენ ყველაფრისთვის. ზღვარს იცავ ხო იცი რაღაცნაირად და აღარ უბერავენ მომაბეზრებლად შენი გმირები და ეგ სასიამოვნოა მკითხველისთვის, ოღონდ ეს "ვსვავ" ტვინში მიკაკუნებს ხოლმე:)).

და კიდევ, ბანკის კარტა არა, საკრედიტო/ვიზა ბარათი შეგიძლია გამოიყენო.

როგორ მეგობრობას გულისხმობ? :დ
ცოტა დავლაგდი მგონი არ ვიცი. შეგიძლია “შენი შეხება” ნახო... ❤️

სტუმარი Mariamimari
Kai iyo es tavi, magram ratomgac arinda lukas da mariams wyvili isev shedges, uyvars tu ara mariams kariera archia ojaxs mainc da magito, luka ki dzalian sayvareli mamaa da ekutvnis mosiyvarule qali gverdit. Chemi azri esaa da nawarmoebia ki sheni????

მადლობა შენს აზრს რომ მიზიარებ მაგრამ ვერ დაგეთანხმები... ლუკას ისეთი ქალი სჭირდება როგორიც მარიამია, ვერც ნაზ მოსიყვარულეს აიტანს და ვერც ძალიან გიჟს, მარიამ კი მაინც შეგაყვარებ მალე :დდ ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი tuta

mariami da luka. momwons dzanda imedia shedgreba rogorc wyvili ..geli gelii

 


№10  offline მოდერი painter1

სტუმარი tuta
mariami da luka. momwons dzanda imedia shedgreba rogorc wyvili ..geli gelii

რათქმაუნდა... შემდგარნი არიან უკვე.
მიხარია რომ მოგწონს. <3

 


№11 სტუმარი Fipi

შენს პროფილზე რომ შევდივარ მიხვენებს რომ 7 სიახლე გაქვს დამატებული მაგრამ რომ ვხსნი მხოლოდ ექვსს მიჩვენებს და ჩემთან არის რამე პრობლემა? თუ საიტის ადმინები ბრლია

 


№12  offline მოდერი painter1

Fipi
შენს პროფილზე რომ შევდივარ მიხვენებს რომ 7 სიახლე გაქვს დამატებული მაგრამ რომ ვხსნი მხოლოდ ექვსს მიჩვენებს და ჩემთან არის რამე პრობლემა? თუ საიტის ადმინები ბრლია

არ ვიცი, შვიდი მაქვს დადებული, შეიძლება შენთან არის პრობლემა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent