თმენის ვალდებულება - XIV
სამსახურში დასაბრულებლად მოვემზადე, კეკეს გაღვიძება დავასწარი და ცოტა ხმაურიც გამოვიწვიე, ბუნებრივია მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვარ და ასეც მოხდა, გაწეწილი თმით და თეთრი კაბით გამომეცხადა. -სავარცხელი არ გაქვს? -შენც ბედნიერ დღეს გისურვებ- გავუღიმე და გამეცინა -სავარცხელი -არ ვიყენებ, მოკლე თმა მაქვს -ცუდ დღეშია ჩემი თავი. -ჩემს გარდა მაინც ვერავინ გხედავს -რა? -არაფერი, დღეს სამსახუში უნდა გავიდე -გადი -დარჩები შენ მარტო? -დავრჩები, მაგრამ დედაჩემმა შეიძლება დაგირეკოს -რომ ვუპასუხო დაშავდება რამე? -არაფერი.- გამიქნია თავი -კარგი, მოვემზადები მე და თუ რამე მითხარი, მაცივარში რამეს ნახავ. ყველაფერი ისე კარგად აგიხდეთ, როგოც შუადღით კეკეს დედამ დამირეკა და შვილოო რომ მითხრა, ლამის თქვენ პირს შაქარითქო მივაძახე, მაგრამ ქალთან თავაზიანობა გამოვიჩინე, შესაბამისად გავუღიმე და რითაც შემეძლო მოვხიბლე, შემდეგ იყო თავაზიანობის და მადლობების მთელი სერია, ამის მერე სახლში დაბრუნება და კეკეს ბედნიერი სახე. -ნეტა რა გიხარია?- ვკითხე გაბრაზებულმა -ცალკე გადავალ საცხოვრებად. -გადადი რა. -ბინას მომაძებნინებ? ბოლოჯერ გთხოვ რაღაცას. -ბოლო კი არა სულ არაფერი გითხოვია ჩემთვის, მაგრამ კარგი იყოს. მეორე დღეს შუადღით ბინების ასარჩევად გავყევი, სწავლის დაწყებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, ხო და კეკეს შევხდებოდი თუ არა კიდევ ვინ იცის, საბოლოო არჩევანი ერთ პატარა მყუდრო ბინაზე გავაკთეთ, კეკეს ეგონა რომ სულ რაღაც რამდენიმე ასეული ლარი დაუჯდა ეს ყველაფერი, რადგან ბინის თანხის ნაწილზე ვიღაც ქალს მე მოველაპარაკე. თვის ბოლოს თანხას გადავურიცხავდი და ასე იქნებოდა. კეკე მეორე დღესვე გადავიდა, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოუგზავნა დედამისმა ახალი ცხოვრების დასაწყებად, საყიდლებზეც გავყევი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი, საქმეში გავერთე, გადავერთე, სამოგზაუროდ ორი კვირით წავედი გამოთაყვანებულ ესპანელთან ერთად ესპანეთში რომ ესპანური რესტორნის კონცეფცია შეგვემუშავებინა, უკან რომ დავბურნდი ბინის ფულის გადახდაც მომიხდა, ხო და გადავურიცხე ქალს და თან დავურეკე ხომ დაჯდა ანგარიშზეთქო და მაშინ მომახსენა რომ კეკეს გადავიდა, სათქო იმელაზე ვუყვირე ქალმა რამდენიმე წუთის მერე ამოიღო ხმა, კეკე დავკარგე გამოთაყვანებულ ლუკას დავურეკე სად ყავდა გამოცდაზე მიყვანილი ხო და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან მიმიყვანა, ჭკუიდან გადავედი, კეკე დავკარგე, ვერც კი გავაცნობიერე რა მოხდა, ბოლოს დიზაინერების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, ვერ გავიგე სად ჩააბარა და ყველას ახლა მოუნდა მოდის ინდუსტრიის განვითარება, უნამუსოდ მომექცა, ასეთ პატარა ქალაქში ვერ დამეკარგებათქო ვთქვი და თან გავბრაზდი, მეწყინა ერთხელაც არ გავხსენებივარ, ერთხელაც არ დაუკეკავს, ან საიდან იცოდა ნომერი ჩემი, მაგრამ დედამისი? დედამის დავურეკე და ვიღაცამ ბერძნულად გამიბა საუბარი, კეკე ერთი წელი ვერ ვნახე, მაგრამ საქმეზე იმდენად გადავერთე და იმდენად მეწყინა ყოველივე მისგან რომ მოძებნა არც მიცდია, ზამთრისთვის ახალ რესტორანს ვხსნიდით, შესაბამისად ესპანელებთან შეხვედრა მქონდა და მაღაზიაშიც უნდა გამევლო, რამე უნდა მეყიდა, მთავარ მოედანს რომ წრე დავარტყი და ბარბერის მაღაზიას ჩავუქროლე ისე დავამუხრუჭე რომ ლამის ვიღაც მომაჯდა უკნიდან, ბარბერის გვერდით დიდი ლათინური ასოებით ანათებდა თეთრი წარწერა LAKUA, ეს დამთხვევა არ იქნებოდა, ვერა შეუძლებელია ასე სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვეძბ და ვერ ვპოულობ, ჯანდაბას დამაჯარიმონ, სათქმელი უნდა ითქვას, მოსახდენი მოხდება, გული უცნაურად ამიჩქარდა, ვერაფერს მივხდი ჩემ თავს რა ხდებოდა, მაღაზიას რომ მივუახლოვდი მოციმციმე ლაითბოქსიდან გოგო იღიმოდა, დიდ თეთრ ძაღლს ეხუტებოდა და ტანსაცმლის რეკლამას აკეთედა, შევედი, დაუჯერებელი იყო, არაფრით ჩამოუვარდებოდა ლუქს ბრენდების მაღაზიას, ვიღაც გოგო დამეტაკა. -სადაა დიზაინერი? -ბატონო? -დიზაინერი ვინ არის? -ქალბატონი კეკე გამეცინა და გოგოსაც ყალბი ღიმილი სახეზე შეახმა -სადაა? -მე დაგეხმარებით? -ვერა, კეკეს ვეძებ -გასულია. -სად? -შეხვედრაზე. -კონკრეტულად? -ვინ კითხულობს? -დაველოდები. გოგომ უცნაურად გამომხედა, სამოსის დათვალიერება დავიწყე და წარმოუდგენლად ლამაზი და დახვწეილი კოლექცია იყო, უსინდისოდ მომექცა, ვერ ვაპატიებ, ალბათ ვერავინ ვერ გამიკეთებდა ამას, საშინლად გაბრაზებული ვარ, გაოფლილი ხელისგულებით კაბებს ვეხები, გარეთ კი უმოწყალოდ თოვს. -სახელი რას ნიშნავს?- ვკითხე გოგოს, რომელიც ორთქლის უთოთი დაქროდა. -ვერ გეტყვით, არ ამბობს კეკე -რამდენი ხანია რაც გაიხსნა? -ორი თვე. -საიდან შეძლო, ახალი დიზაინერია? -ფრანგებმა დაუფინანსეს. -გასაგებია, მალე მოვა? -ვერ გეტყვით. თოვლში მონარნარე სხეულს მოვკარი თვალი, თეთრი გრძელი ნაქსოვი კაბა ეცვა, თმა აწეული ჰქონდა და მთელი სისწრაფით მოიწევდა ქუსლებზე შემდგარი. -როგორ თოვს- იკივლა კეკემ და ღიმილი სახეზე გადაეფინა -ქალბატონო კეკე- გული ყელთან ამოხტა და კეკეს ღიმილი და თოვლი ერთად შეაშრა. -რატომ მოხვედი? -სამოსის ყიდვა მინდა. -ვერავინ გამოგზავნე? -რა? -ვერავინ გამოგზავნე ჩემთან იმისთვის რომ ტანსაცმელი ეყიდა?- მეკითხება და თვალები ცრემლებით ევსება -არ თვლი რომ საშინლად მომექეცი? -ყავა დალიე თუ გინდა დაისვენე- მიაძახა გოგოს -კარგი, დახმარება ხომ არ გინდათ? -არა გმადლობთ. კეკე სავარძელში ეშვება და ზიზღით მიყურებს -რა დავაშავე?- ვეკითხები გაკვირვებული- ასე როგორ მომექეცი? -ვიღაც გოგო გამომიგზავნე სოფელში რომ ჩემი კაბა ეყიდა. -რა? -მომადგა იქ და ყვირილი დამიწყო რას ვაკეთებდი შენთან სახლში, ისიც გავიგე რომ შენს გამო გოგოს თავი მოუკლავს. -რა?- იმხელაზე ვიღრიალე რომ კეკე შეხტა -რა რა? რამე ტყული ვთქვი, ჩემი არასოდეს გჯეროდა, მომატყუე. -სისულელებს ნუ ამბობ და კარგად დაუფიქრდი რას ამბობ, სიტყვები აკონტროლე.- საშინლად ვბრაზდები და საშინლად ლამაზია -შენ ჩემი არასოდეს გჯეროდა- მიქნევს თავს -ეგაა მხოლოდ პრობლემა? -რატომ არ მითხარი რომ შენ გამო თავი მოკილა გოგომ? -სისულელეა, სისულელე თავად გადავარდა. -მე სხვანაირად ვიცი, -ნიტამ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს? -ერთხელ მაინც, აი სულ ერთხელ მაინც არ გაგიჩნდა სურვილი გენახე? -არა. -რატომ? -იმიტომ რომ მომატყუე, იმიტომ რომ არასოდეს დაამთავრებდი ტყუილებს. -შეშლილი ხარ. ძალიან შევცდი შენში, ძალიან, შენ მომავალთან დაკავშირებით კი არ შემცდარვარ, ანაზე კიდევ გაგეკითხა მაინც რა მოხდა სინამდვილეში, ასე ადამიანის სიკვდილში ბრალს როგორ მდებ?- ვეღარაფერს ვგრძნობ- როგორ შეგეძლო და ამხელა წარმატებას თუ ერთ წელში მიაღწიე ჩემთვის არ გეთქვა, თუნდაც იმიტომ რომ შენი არ მჯეროდა. ქალაქის რიტმისთვის ფეხი აგიწყვია, მიხარია, მომწონს შენი ახალი გარეგნული იმიჯიც და ვულოცავ შენ შინაგან სამყაროს თავისუფლებას, კიდევ მეტ წარმატებას გისურვებ.- ვამბობ და გარეთ გავდივარ. სიგრილე მსიამოვნებს, ჰერს ხარბად ვსუნთავ და მანქანის მოსაძებნად წავედი, სხეულის დამშვიდებას ნახევარ საათზე მეტი მოვანდომე, მანქანა დავძარი და სახლში წავედი, ზამთრის ძილს მივეცი და მეორე დღესაც კი გამიჭირდა იმის გააზრება რაც გუშინ მოხდა ჩემ თავს, არ გამოვიდა კეკესთან ურთიერთობა არ გამოვიდა, შეცვლილია, ის აღარ არის ვისაც ვიცნობდი, მაგრამ ისეთივე ლამაზია, მაგრამ გონებაში სხვა სისულელეები უქრის, იმ მოედანზე სადაც კეკეს მაღაზია იყო თვეებიც კი არ გამივლია, არ მინდოდა ვერ ვიტანდი, მძულდა და საშინლად მაღიზიანებდა მისი დანახვა, ბოლოს ინტერნეტში რომელიღაც საიტზე ამომიგდო რეკლამა და მაშინვე დავბლოკე, თუმცა არის რაღაცები რასაც ვერ გაექცევი, საქმიანი ქალი გახდა და ბუნებრივია შეხვედრებიც ექნებოდა, ვიღაც ქალებთან ერთად ბოლოს რესტორანში შემოვიდა ჩვენთან გაზაფხული იწყებოდა, საოცრად დახვეწილი და მოხდენილი იყო, თუმცა ვერ შემამჩნია, არც მე შევიმჩნიე, თანამშრომლებს გავესაუბრე და სანამ სამზარეულოში შევიდოდით, მისი ხმაც გავიგე. -არც მომესალმე- თქვა მშვიდი ხმით -მაპატიეთ- საშინელი გამომეტყველება მაქვს ალბათ -შენი რესტორანია? -დიახ და კიდევ ძალიან ბევრი. -კარგია.- დამიქნია თავი -არ დაგპატიჟებ, ფულს თავადვე გადაიხდით. -ამიტომ არ მოვსულვარ. -აბა? -გავიგე ანაზე. -თავი რატომ შეიწუხე? -არ ვიცი, ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს მეთქვა. -მიხარია. -მინდოდა ერთ დღეს კიდევ გველაპარაკა. -რაზე? -არ ვიცი, მინდოდა მენახე და უბრალოდ გველაპარაკა. -შეხვედრას რომ დაასრულებ ჩაიზე შეგიძლია დარჩე, მაგასაც შენ გადაიხდი, რადგან შენ მეპატიჟები. მოკისკისე ქალების წასვლას ველოდები. -გისმენთ. -ანგარიშის ნომერი მინდა შენი. -რისთვის? -ვალი მაქვს, დაგავიწყდა? -ბოდიში?- თავი ვერ შევიკავე და უნებურად სიცილი ამიტყდა -რა გაცინებს, კაბის და იმ სახლის ფული, ჩანთისაც, ვალდებული არ იყავი. -მგონი აჯობებდა ისევ შენ ქათმებთან და წიწილებთან ერთად დარჩენილიყავი სოფელში, იქ უფრო მეტი ადამიანობა გქონდა და საკუთარ თავსაც არ დაკარგავდი, ახლა კი დამდე პატივი და იმ სიის ჩამონათვალს გამოგიგზავნი, რომელი რესტორნებიც ჩემ საკუთრებაშია, ფეხი არსად შემოდგა, შეგიძლია ახლავე დაწერო განცხადება და მიჩივლო იმის გამო რომ მომსახურებაზე უარს გეუბნები. ის ნიტა კი იმისთვის გამოგიგზავნე რომ საკუთარი თავის რწმენა გქონოდა და მამაშენს შენი შესაძლებლობები ერწმუნდა, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. ისევე როგორც მე ვერ ვიგებ რისთვის მიბრაზდები. სამარცხვინოა შენი საქციელი. კეკე თავს აქნევს და ფეხზე დგება. -ნახვამდის -კარგად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.