შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 7)


14-10-2019, 00:47
ავტორი n-strovet
ნანახია 9 470

დაახლოებით ღამის თერთმეტის ნახევარი იყო. მე ფანჯარასთან ვიჯექი და ჩემი მზერა მიმართული იყო წვიმიან ქუჩისაკენ, რომელიც საოცრად ნაღვლიანი, მაგრამ ამავდროულად, ლამაზი იყო. გული სიხარულით მევსებოდა, რადგან მე შემეძლო მეყურებინა, თუნდაც წვიმაზე. რადგან ესეც კი მაგრძნობინებდა, რომ მე თავისუფალი ვარ, დამოუკიდებელი. არანაირი ანალიზები, ელექტრო შოკერები, წამლები და დაკეტილი ოთახი, რომელშიც კამერა იყო დამონტაჟებული. და მე გავანალიზე რა ხდის ადამიანს ბედნირს, ეს თავისუფლებაა!. რომ არ ეშინია ხვალინდელი დღის და გამუდმებით შიშში არ ცხოვრობს. მართალია სრულყოფილი ბედნიერი არ ვარ, რადგან ხანდახან გამკრავს კიდეც შიში და ვფიქრობ, ხოლმე, რომ ისინი მიპოვნიან.
თბილ პლედში გახვეულს სებეს გადასაცმელი მეცვა და ჩავფიქრდი, არ ვიცი რა გრძნობა იყო ეს, მაგრამ მე მისი თვალები მენატრებოდა და ხმა, რომელიც ბოხი უხეში, მაგრამ ამვდროულად მზრუნველ ბგერებს გამოსცემს. წვიმა ფიქრები და მუსიკა სრულ იდილიაში ვიყავი. ჩემ ზემოთ მერვე სართულზე ერთი ბიჭი იყო,თაზო,რომელიც ფანჯარაზე იჯდა და გიტარაზე უკრავდა. საოცრად ტკბილი ხმა ჰქონდა და, ასევე, ძალიან ლამაზ სიმღერას მღეროდა. განსაკუთრებით კი ჩემს ყურამდე ერთი წინადადება მოვიდა “გავაჩუქებდი რუსთაველს,რომ გყვარებოდი წამით”
თითქმის ჩემს სამყაროში გადავფრინდი და აქაურობას მოვწყდი, მაგრამ იმ მომენტში ჩამესმა გამწარებული დემეს ყვირილი, რომელიც ანას უხმობდა.
-რა ხდება?-დაფეთებული წამოვარდი და თავში უამრავმა აზრმა გამიელვა.
-ანა გამოდი, დაუყოვნებლივ-არც კი მომაქცია ყურადღება. მზერა პლანშეტზე გადავიტანე, რომელიც ხელში ეჭირა, როგორც ჩანს, რაღაც ცუდი გაიგო.
-რა გაყვირებს, რომელია საათი?-ოთახსიდან გამოვიდან აბუზული.
-რა მაყვირებს? აი, შეხედე-პლანშეტი გაუწოდა. ანამაც დახედა და იმწამსვე მზერა გაუსწორა დემეტრეს.
-და რა? -უდარდდელად უპასუხა.
-გოგო ჭკუიდან შეშლა გინდა ჩემი?-პლანშეტი მოისროლა, დივანზე. მე წამში დავწვდი და თვალები გამიდიდდა, როდესაც “GRSSC-ზე” ძალიან მნივნელოვანი არა, მაგრამ საკმაოდ დამაინტერესებელი და ცოტა სკანდალური განცხადება ჰქონდა ანას გამოქვეყნებული და ამაზე მთელი საქართველოს მედია წერდა.
-გოგო არა რა...ვერ ვხვდები, რა არის აქ პრობლემა.
-როგორ ვერ ხვდები? ეს ჯერ დაუმუშავებელი ინფორმაციაა, არ შეიძლება ასე ადგე და გამოაქვეყნო. ჯერ ერთი არ ვართ სათანადოდ ძლიერები და შენ ამით ინფორმაციას აძლევ იმის შესახებ თუ სად ხარ. თანაც ჩვენ შენი გუნდის წევრებით ვართ, არ გაქვს უფლება ასე ადგე და დაუკითხავად გადაწყვიტო მეტად მნიშვნელოვანი საკითხი.
-რა ხდება, დემეტრე. ესე ბავშვივით უნდა დამაყენო და დამტუქსო?. არანაირი დამუშავება არ სჭირდება ამას. იქ მე ვიყავი..თავად ვნახე და გამოვცადე ყველაფერი, გასაგებია? ნუ მასწავლი, რა არის სწორი და რა არასწორი, ნუ აძლევ საკუთარ თავს ამდენ უფლებას, როდესაც ეს ყველაფერი დავგეგმე, გაანალიზებული მქონდა, რომ მარტო უნდა გამეკეთებინა, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ.
-მხოლოდ შენ სიცოცხლეს არ წირავ ამით ,ჩემზე თუ არა ნისაზე მაინც იფიქრე. ის ჯერ თექვსმეტი წლისაა და შენზე მეტი გონიერიც, როგორც ჩანს.-მტრულად გადახედა და სამზარეულოში გავიდა.
-გაიგე რა თქვა-თვალებში ცრემლებ ჩამდგარი მომიბრუნდა-მე მე არ ფიქრობ სხვაზე?
-დემეტრე მოდი-გავძახე. ისიც ჭიქით ხელში შემოვიდა, რომელშიც ვისკი ესხა.-თქვენ ამით გინდათ წინ წასვლა? მართალია, ანა დამნაშავეა, მაგრამ დემ, ჩხუბით რა მოხდება? ვერ დავაბრუნებთა იმ სტატიან უკან. მთელმა ქვეყანამ გაიგო უკვე. ჩვენს შორის თუ განხეთქილება იქნება ,დამიჯერეთ მალევე დავმაცხდებით. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! თქვენ შეიძლება ერთმანეთის მიმართ პირადი პრობლლემები გაქვთ, მაგრამ ერთმანეთში არ უდნდა აურიოთ პირადი და საქმე. ხომ იცით, რა არის ჩვენი მოტივატორი? “ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ჩვენ ამას შევძლებთ”-ხელები ჩავჭიდე და გადავხედე მათ. მე ამ სიტყვებს კი ვიძახდი და ვამხნევებდი, მაგრამ გულში მეცინებოდა. თექვსმეტი წლის ბავშმა, როგორ უნდა ვაჯობო ამათ.
-მართალი ხარ, თუ ვინმეს პრობლემა ექნება ყვირილის გარეშე შეიძლება, რომ თქვას-ცხვირი აიბზუა ანამ და ოთახში შევიდა.
-კიდევ ჩვენ ვართ დამნაშევეები...ქალბატონს, როგორ ვუსაყვედურეთ-უხეშად დადო მაგიდაზე ჭიქა და დივანის ზურს ხელებით დაეყრდო.
-დემ..გავუგოთ შეიძლება არ გამოხატავს, მაგრამ მასაც ძალიან აწუხებს ეგ ფაქტი
-ვიცი, ღმერთო ჩემო, ვიცი, ნისა და ვცდილობ, რომ გავუგო. ჯანდაბა, არ მაინტერესებს ჩემთან ერთად, რომ არ სურს მუშაობა...გავიგე და ესეც მესმის ასე თუ ისე, მაგრამ მან ჩვენი სიცოცხლით ითამაშა...შენ ყოველდღე სკოლაში დადიხარ ,ამიერიდან კი შენი ყოველი გასვლა შიშს უნდა მგვრიდეს, რომ არ მოგაგნონ და წაგიყვანონ. ანალოგიურად ანასიც. და რას ფიქრობ თავზე ხელს გადაგისვამენ და ისე განაგრძობენ მუშაობას თითქოს არაფერი? საერთოდ ან შენ ან ანა გონზე ხართ რა ხდება? მე კი. ჩემმა თვალებმა ეს ნახა და ვერ გავუძლეს. ის რაც იქ ვნახე შეუძლებელი არსებას, რომელსაც გული აქვს ურეაქციოდ გაუძლოს იმ ყველაფერს.-ღრმად ამოისუნთქა-მოდი ეს ორი დღე არ წახვიდე სკოლაში.
-დავიმალოთ?-აღშფოთებულმა წარმოვთქვი.
-კი, ნისა, უნდა დაგმალო. შენ მართლა დიდი ნუ გგონია საკუთარი თავი. თექვსმეტი წლის ხარ. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ დაგიცვათ.
-მე არ მჭირდება..
-გთხოვ. მეტსნუ ვისაუბრებთ ამაზე--ვეღარაფერი ვთქვი უბრალოთ გავჩუმდი და ოთახში გავედი. მხოლოდ ორი გაკვეთილის გაცდენა მომიწევდა ხვალ ისედაც ხუთშაბათი იყო.
რთულია…
რამდენიც არ უნდა ვამხნევოთ ერთმანეთი და გავიძახოთ, რომ ყველაფერი რიგზეა მაინც გეშინია. დღისა და ღამის განმავლობაში არ იცი, როდის დამთავრება შენი თავისუფლება. და თუ დაგიჭირეს დიდი ალბათობით ჩვენც იმათ ბედს გავიზიარებთ, რომლების გადარჩენაც გვინდა. გულმა არ მომითმინა და ანასთან გავედი, როგორც კი დამინახა ცრემლები ეგრევე მოიწმინდა და ზურგი მაქცია. ნელ-ნელა მივუახლოვდი და უკნიდან ჩავეხუტე. თავზე თბილად ვაკოცე და ყუირში ჩვუჩურჩულე. “შენ ჩემი მაგარი გოგო ხარ” ღიმილიანი სახით მობრუნდა ჩემსკენ და თვალებში ჩამხედა, თითქოს რაიმეს წაკითხვა სურდა. “აღარ იტირო” დავუჩურჩულე და მოღალატე ცრემლი, რომელიც კუთხეში წამწამებს შორრის იყო გაჩერებული მოვწმინდა. “დემეს უყვარხარ ამიტომ აღელდა, აპატიე” უხმოდ დამიქნია თავი და ჩამეხუტა.
-შენ, რომ არ მყავდე რა მეშველებოდა-თბილი ხმით ამოილაპარაკა.
-და დემე?-მაცდურად ავზიდე წარბები.
-დემე ადამიანია, თანაც ძალიან კარგი...უბრალოდ ჩემთვის ზედმეტად კარგია-ალბათ, სხვა დროს მსგავს სიტყვებს ვერ გავიგებდი, მაგრამ სამწუხაროდ გავიგე..ის რა აზრიც იყო მასში. ჩემთვის ნათლად გასაგები გახდა და სიმართლე გითხრათ გულში, რაღაც ჩამეწვა...ალბათ ეს იმედის მარცვალი იყო ,რომელიც სამუდამოჩ ჩაქრა.
-კი..კარგი ბიჭია.-მხოლოდ ეს ვთქვი და შემდეგ სიჩუმე არცერთს დაგვირღვევია.
დილას ადრიანად გავიღვიძე, მოვემზადე და მისაღებ ოთახში დაველოდე ანასა და დემეტრეს. ორივენი ერთდროულად გამოვიდნენ ოთახებიდან. ერთანეთს გაუღიმეს და თავიანთ საქმე განაგრძეს. თითქოს და გუშინდელი საღამო არც არსებობდა. არც მე ვაპირებდი შეხსენებას და დაველოდე ,როდის მოიცლიდნენ ჩემთვის და სულ მალე მათი ყურადღებაც მივიპყარი, მაგრამ, როდესაც განვუცხადე, რომ ოფისში მათთან ერთდ მივდიოდი კატეგორიული უარი განაცხადეს, თურმე მე უნდა დავჯმდარიყავი და მესწავლა,თუმცა, როგორც იქნა დავითანხმე და წავყევი. მთალი დღე იქ გავატარეთ დემეტრე საღამოს ცვლა იყო ისიც თბილისის ბაზაზე ,ამიტომ მთელი დღე ჩვენთან იყო და გვეხმარებოდა. ბევრი რამ ვისწავლე დ გავიგე. სარასა და მაქსე ყველანაირი ინფრომაცია მოვაგროვე და წავიკითხე, ასევე იმ წამლებზე, რომელსაც მე გამუდმებით მასმევდნენ. პარარელურად კი ვეცნობოდი ახალ ტენდეციებს. იმდენად შევიჭერი როლებში და სურვილი იმდენად დიდი იყო ვყოფილიყავი მეც მათნაირი, რომ ყოველდღე ვამოწმებდი რამე ხომ არ გამოსულა ან ხომ არ აპირებენ ახალი ტექნოლოგიის აწყობას. ვფიქრობდი, რომ ამით მეც აქაური გავხვდებოდი, მაგრამ ეს რასაც მე ვაკეთებდი სრულიად სისულელე იყო.
-სწრაფად აქ მოდით!-დაიყვირა ანამ და ჩვენც უმალ იქ გავნდით-შეხედეთ..ხომ ის კაცია 1645 ოთახიდა?-დემეს შეხედა
-შეგიძლია ადგილი დამითმო-სავარძელზე მიუთითა და ეკრანს დააკვირდა
-რა თქმა უნდა,-მანაც უმალ გაათავისუფლა ადგილი და დემეტრემაც დაიკავა ადგილი.
-ეს ვინ არის?...მე მსგავსი არავინ მინახავს-თვალებმოჭუტული დავაკვირდი ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს.
-ის არის...ხელები დამწვარი აქვს-დანანებით გააქნია დემემ თავი.
-ღმერთო ჩემო-წამოიძახა ანამ-როგორი სადისტი უნდა იყო, რომ ხელები დაწვა ადამიანს
-და..იქნებ არამთ არ უქნიათ-მოულოდნელად წამოიძახა დემემ
-რას გულისხმობ?
-კარგად ვერ ვერკვევი ჭრილობებში და საერთოდ მედიცინაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამწვარი..ან თუნდაც კეთრით დაავადებული..ეს...-სახე მიუახლოვა მონიტორს-შეიძლება, რაღც დაუჯერებელსა და არაბუნებრივს ვამბობ, მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი...უფროსწორეად,მას არც დაავადება სჭირს და არც ძალით დაუზიანებიათ მისთვის კანი. კარგად ვერ ვერკვევი,მაგრამ-მონიტორჯე ანკეტა ამოაგდო-სხვადასხვა ვაქცინების შეყვანით მიიღეს ეს შედეგი. აქ წერია, რომ სულ 50 დაავადების ანტიმოქმედი შეუყვანეს, რომელიც მხოლოდ 6 დასრულდა წარმატებთ დანარჩენი კი კრახით. ხოლო ხელები,სახე სიარული და კიდევ ბევრი ნაკლოვანებები წამლის უკუჩვენების შედეგით არის გამოწვეული.
-ანუ…
-ანუ ეს ის ერთ-ერთი კაცია ვიზედაც ვაქციანას, წამალს, დაავადებას, ვირუს ტესტავენ. შედეგს კი თქვენც ხედათ-დანანებით წარმოთქვა.
-რა გავაკეთოთ?-ანა გაოგნებული შეხედა
-ჩვენ გვაქვს მასალა, რომლითაც ვამტკიცებთ თუ რა საშინელებები ხდება იმ ორგანიზაციაში.
-მაშ რას ვუცდით…
-საქმე ის არის, რომ შეუძლებელია ამის უბრალოდ გაშუქება...დაუკვირდი ფერია-ეს სიტყვა ისე წამოცდა თავადაც ვერ გაიაზრა-თუ ამას გამოვაქვეყნებთ რა მოხდება? ხალხის ნაწილი პანიკაში ჩავარდება და შიშით, ალბათ, ხმასაც ვერ ამოიღებენ. ნაწილი კი ამ უსამართლობას არ მოითმენს და პროტესტს გამოთქვამენ. გინდა არ გინდა ეს ყველაფერი მთავრობამდე მივა და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ მოახდენს საჭირო რეაგირებას ან გამჟღამდება, რომ ერთ-ერთი დამფინანსებელი მთავრობა? ხალხი ხელისუფლებას დაამხობს და რა ამით? შენი აზრით ესენი სხვა ბაზას ვერ შექმნიან ან ვინმეს ემახსოვრება, გინდ ის სტატია გინდ ადამიანები, რომლებიც იზოლირებული ცხოვრობენ?...არა! მათ აღრც კი ემახსოვრებათ, რა არის “GRSSC”? არა!,არა! და არა! და რას მოგვცემს ეს ყველაფერი ჩვენ-ნისა წაიყვანენ შენც თავის ზონაზე დაგმარხავენ მე კი ადგილზე დამახლიან ტყვიას თავში. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ორგანიზაციას სხვა ქვეყვები იცავენ შეიძლება ძალა ხალხში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმდენი რომ მათ ესე შევეჭიდოთ. ჯობს დაველოდოთ რამდენიმე მწირ ინფორმაციას. გამოვაქვეყნებ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება ჭეშმარიტია თუ მცდარი. ისინიც ცოტა დამშვიდდნებიან და იფიქრებენ, რომ არ ვფლობთ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ხალხში კი ნაპერწკალს გავაჩენთ. სადღაც გულის სიღმეში მაინც დაიჯერებენ ამის სინამდვიკეს და როგორც იტყვიან “ცეცხლი უკვალოთ არ ჩნდება”.
-მე თანახმა ვარ
-და როდემდე გაგრძელდება ასე?-დემეს მივუახლოვდი
-არ ვიცი-გულწფელად მიპასუხა.
მე და ანა სახლში დავბრუნდით ცოტა ვიმეცადინე ცოტა ანასთან ვისაუბრე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. წყალმა ყველა დაღლილობა მომიხსნა, უბრალოდ ვიდექი და ვტკბებოდი იმ სიამოვნებით, რომელიც ეს წყლის წვეთები მანიჭებდა. როდესაც წყლის ქვეშ ნებივრობას მოვრჩი პირდაპირ საწოლში შევწექი. რატომღაც ტელეფონი დავიჭირე და გავხსენი. იქ გი ექვსი წაუკითხავი შეტყობინება დამხვდა, სებე იყო. მომიკითხა და შემდეგ აინტერესებდა რატომ არ გავეცი პასუხი ესემესებზე. მივწერე, რომ არ მინახავს ტკბილი ძილი ვუსურვე და ტუმზე გადავდევი.
ხის სახლში ვარ. აივანზე ვდგევა პლედშემოხვეული და გავყურებ ბუმბერაზ მთებს, რომელიც თეთრი ქათქათა თოვლით არის დაფარული. სუსხიან ქარი ნაზ ფიფქებს ჩემს სახეზე აფენს და მეც თვალებ დახუჭული ვხვდები ცივ, თუმცა სასიამოვნო პროცეს. ღრმად ვუშვებ ფილტვებში სუფთა ჰაერს და პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ. ჩემს გვერდის მაგიდა დგას, რომელზეც ორი ფინჯანი ყავა დგას. როგორც ჩანს მარტო არ ვარ. სახლში შევბრუნდი და სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი. იქ არავინ დამხვდა. მაცივარზე აკრულ წერილს ვამჩნევ, ერთი ხელის ჩამოკვრით ვაძრობ და ხელებს შორის ვიქცევ. “მე და დემემ გავიპარეთ, ტკბილი დასვენება. შენც და სებესაც,. შენი ანა” წერილზე მეცინება უკან ვაბრუნებ და სებეს მოსაძებნად გავდივარ.
მისაღები სრულიად ცარიელია. მხრებს ვიჩეჩავ და კიბეებს ვუყვაბი სიმყუდროვეს ხის საფეხურებიდან გამოსული ხმა არღვევს.
არ ვჩქარობ.
გაღიმებული.
ბედნიერი.
შევდივარ ოთახში და ისიც ცარელია. “სად ხარ, სებე” დანანებით აღმოვთქვი სიტყვები. დიდი სახლი არ იყო და მალევე მოვრჩი მეორე სართულის დათვალიერებას, კვლავ უკან ვბრუნდები და მოხვეულ კიბაზე შედარებით ჩქარა ჩამოვდივარ და საფეხურებიც უფრო მკაფიოდ გამოსცემს ხმას. მისაღებშუ უნდა შევიდე, როდესაც სისხლში ჩავადგი ფეხი. ნელ-ნელა გავაყოლე მზერა, რომელიც უფრო და უფრო ღმად შედიოდა. ვიღაც აშკარად დაჭრილი მიხოხავდა და თავისდაღწევას ცდილობდა. მეც ფრთხილად გავყევი კვალს და გულს ცოტაც და ხელში დავიჭრდი. იმედენად სწრაფად ცემდა. მისაღებში შევედი და დაჭრილ სებეს ვხედავ, რომელიც იატაკზე ზის და ზურგით დივანს არის მიყრდნობილი. ჩქარა მივდივარ მასთან და დაფეთებული ვუყურებ, ხან მას ხან ჭრილობას, რომლიდანაც სისხლი ფანტანივით მოდის.
“ღმერთო...ჩემო რა დაგემართა?” ვხედავ, რომ მზერა მებურება მე ჭრილობაზე ხელებს რაც ძალ-ღონე მაქვს ვაჭერ. სებე ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ძლივს გასაგონად ამბობს მხოლოდ ერთ სიტყვას “გაიქეცი!” ვერ ვხები, რას გულისხმობს, მაგრამ მის დატოვებას მაინც არ ვაპირებდი. თავი გავაქნიე და ვცდილობ რაიმე გზა გამოვნახო. სებე კიდევ რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ვერ ასწრებს. თავზე ლულის შეხებას ვგძნობ და მკვეთრად გავიგე ნაბიჯების ხმა ჩემს უკან ვიღაც დადგან.
“ადექი”-გავიგონე, როგორ გადატენე იარაღი. მეც ნელ-ნელა ვდგები და მისკენ ვტრიალდები. ვიღაც მუსკულებიანი აფრიკელი კაცი იყო.
“მიხარია, შენი ნახვა”-გავერდიდან მომესმა ნაცნობი ხმა. გავიხედე და მომღიმარი სარა დავინახე. თავი შევიკავე იქვე, რომ არ ჩავკეცილიყავი.
“შეგიძლია წამოიყვანო” იარაღიან კაცს ანიშნა ჩემზე.
“არსად არ მოვდივარ”-მტკიცეთ მინდოდა წარმომეთქვა, მაგრამ მიმტყუნა ხმამ. სარამ კი კარგად დაიჭირა შიშის ნოტები.
“აქ გინდა დარჩენა?...ამ ბიჭთან?” ვითომ და ძალიან შევეცოდე ისეთი სახე მიიღო. მე უხმოდ დავუქნიე თავი.
“მაშ რა გაეწყობა”ამოიქვნეშა იმ კაცს, რომელიც თავზე იარაღით ხელში მადგა რაშაც ანიშნა. მანაც ხელი მკრა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან გადამაგდო, შემდეგ წინ დამიდგა და იარაღი მომიშვირა. გასისროლა კიდეც.
გაღვიძრბა.
გასროლის ხმაზე სწრაფად გამომეღვიძა და ღრმა სუნთქვა დავიწყე. იქვე ტუმბოზე დადებული წყლის ჭიქას ხელი მოვკიდე და ერთი შესუნთქვით გამოვცალე.
საათს დავხედე ცხრისნახევარი იყო. საჩქაროთ გავემზადე სკოლაში წასასვლელად იმის მიუხედავად, რომ დემეტრემ გამაფრთხილა და მეც პირობა მაივეცი, იქ უნდა წავსულიყვი და უნდა მენახა, სებე. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო და ეს უბრალოდ სიზმარი იყო. სახლიდან გავედი. სიჩქარეში კარები ძლისვს გადავკეტე ხუთი წუთი ველოდე ტრანსპორტს, როდესაც მივხვდი, რომ მოსვლას ჯერ არ აპირებდა ტაქსი გამოვიძახე. დაახლოებით ათის თხუთმეტი წუთი იყო სკოლასთან, რომ მივედი. მანქანიდან გადმოვედი და ეგრევე ჭიშრისაკენ ავიღე გეზი, როდესაც ვიღცას შევეჯახე და ეს სებებ იყო. სუნამოს სუნით მივხვდი. თავი ავწიე და გაოცებული მზერით მომზერალ სებეს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მადლობა ღმერთს...კარგად ხარ-თავი მის კისერში ჩავრგე და გავიტრუნე. მანაც ხელები მომხვია და რამდენიმე წამით ასე ვიყავით. შემდეგ გამოვერკვიეთ და ერთმანეთს ჩამოვცილდით.
-რა მოხდა?-გამომცდელად შემომხედა.
-არაფერი…-ზერა ავარიდე.
-აბა ეს ყველაფერი რას ნისნავდა?
-ავარია-უცებ წამოვიყვირე-შენი ფირმის მანქანას დაეტაკა ავტომობილი და შენ მეგონე..
-კარგი-სრულყოფილად მაინც არ ჯეროდა ეს ტყუილი და ალბა’თ მიხვდა კიდეც.-შეგიძლია შეხვიდე გაკვეთილზე.
-დამაგვიანდა-ხელი ჩავიქნიე
-არაუშავს შეხვალ მაინც.
-არ აქვს აზრი-უკან გავბრუნდი, როდესაც ხელი მომკიდა და შემაჩერა.
-მაშ ლექციას მეც გავაცდენ. მშიერი იქნები, წამოდი ვჭამოთ-უხმოდ დავთანხმდი და წავყევი. მყუდრო კაფეში ვისხედით და უამრავ რამეზე ვსაუბროობდით ნელ-ნელა დავწყნარდი და გამიქრა შიშიც. ჩვენ საუბარში გიორგის გამოყვანის დროც მოვიდა. ერთად გამოვიყვანეთ, შემდეგ სებემ სახლამდე მიმიყვანა ერთდროულად გადმოვედით მანქანიდან და პადიეზამდე მომაცილა.
-იცი, დღეს საღამოს წვეულებაზე მივდივარ ,მხოლოთ ახლობები ვიკრებით მჭრიდრო სანაცნობო წრე, ასე, რომ ვთქვათ და მსურს, რომ შენ ჩემს გვერდით იყო.
-მე...რატომ?
-უბრალოდ-მხრები ავიჩეჩე-წამოხვალ დღეს ჩემთან ერთდ?-თავი უხმოდ დავუქნია მანაც გამიღიმა გადამეხვია და მანამ მიყურა სანამ სახლში არ ავედი და ფანჯრიდან არ გადავხედე.
ანას ამის შესახებ ვუთხარი და თავიდან არ მოეწონა, მაგრამ მერე დამთახმდა მაღაზიაში წამიყვანა და ლამაზი კაბა მიყიდა. ჩემი მაღლებზე სიარული კრახით დასრულდა, ამიტომ დაახლოებით სამ სამტიმეტრიანიქუსლიანი ფეხსახმელი შევუხამეთ კაბას ცოტა სახეც და თმაც მოვიწესრიგე და საღამოთვის უკვე მზად ვიყავი. დემეტრემ, როდესაც დამინამინახა გაგიჟდა, რადგან გაიგო, სადაც მივდიოდი. შემდეგ ისიც ,რომ გაიგო დაუკითხავად გავედი, ხომ საერთოდ. წვეულებაზე არ მიშვებდა, მაგრამ ანა გვერდით დამიდგა და მაინც გოგონებმა ჩვენი გავიტანეთ. დემეტრემ ერთი პირობით გამიშვა- როდესაც დაგირეკავ ეგრევე მიპასუხებ და წამოხვალ სახლშიო. მეც უპრობლემოდ დავთანმხდი. ანამ ყურში ჩამჩურჩულა, რომ დემეს გართობა და ყურადღების გადატანა მის თავზე იღებდა. სებემ მომაკითხა და მეც, რა თქმა უნდა, ამაყად გავაბიჯე მისკენ. უამრავი კომპლიმენტი მითხარა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. იქ ლაშა, ლიზა და სებეს დედ-მამა ვნახე. ლიზამ ცოტა გამართო მუცელი კიდევ უფრო გაეზრდოდა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმ საღამოს ვარსკვლავი ის იყო.
მაგიდასთან ვიდექი და იქ მყოფთ ვადევნებდი თვალს, როდესაც სებე მოვიდა და მითხრა, რომ ვიღც უნდა გაეცნო ჩემთვი.ს ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და სურდა, რომ მეც მცოდნონდა ვინ იყო. უპრობლემოდ დავთანხმდი და უკან გავყევი. ქალბატონი ჩვენს ზურგს უკან იდგა სებემ მხარზე ხელი დაადო და ჩვენსკენ მობრუნება სთხოვა.
-სარა...გაიცანი ეს ნისაა-სარას ხსენებაზე სებეს გავხედე, მაგრამ სწრაფად ავარიდე მზერა, როდესაც ჩემს წინ მდგარი ქალბატონი რსულიად შემობრუნდა ჩვენსკენ და მაცდურად გამიღიმა. ყველა წმინდას ვფიცავარ, სებე იქ, რომ არ ყოფილიყო და ხელი, რომ არ ჩაეჭიდა მაგრად მე იქვე ჩავიკეცებოდი, რადგან მუხლები მომეკვეთა. ჩემს წინ სარა ისგა..დიახ, სარა ანუ ექიმი საროა, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა ქვემოდან მიყურებდა და შამპანიურს წრუპავდა.
აჰა ესეც მორიგი თავი რაც ყველაზე მთავარია დიდი და მსუყე (ყოველშეთხვევაში ასე ვფიქრობ) იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ heart_eyes heart_eyes



№1  offline წევრი Niniko11

Haaa vaimeee es raiyoooo sara saidaan gamochnaa eg alqajii chemi xitt mivgudavdiii
Vaimeeee rogorr meshiniaaa
Am gogos xoaraferi mouvaa♡♡♡
Veli axal tavs moutmenlaad♡♡♡♡

 


№2  offline წევრი n-strovet

Niniko11
Haaa vaimeee es raiyoooo sara saidaan gamochnaa eg alqajii chemi xitt mivgudavdiii
Vaimeeee rogorr meshiniaaa
Am gogos xoaraferi mouvaa♡♡♡
Veli axal tavs moutmenlaad♡♡♡♡

ჰოო...სარა ნამდვილად ცუღლუტი ქალია მეც ვიმედოვნებ რომ რაიმეს არ მოიმოქმედებს heart_eyes laughing
მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

anako
es sara gasaglejia raaa

გეთანხმები heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი mancura

rodis dadebt axal tavs?

 


№4  offline წევრი n-strovet

სტუმარი mancura
rodis dadebt axal tavs?

დიდი ალბათოობით ხვალ საღამოს

 


№5  offline წევრი Smailiki

საოცრებაა❤❤❤

 


№6  offline წევრი n-strovet

Smailiki
საოცრებაა❤❤❤

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent