იძულება (ნაწილი 3)
- გამარჯობა, საცოლის მეგობრებო. მე ალექსანდრე ახვლედიანი ვარ.- ხელი გაუწოდა ბიჭებს. - ჩვენთვისაც. მე ქეთა ვარ იოანას უახლოესი მეგობარი. - სასიამოვნოა. იოანა წამოდი იწყება ხელის მოწერა.- ხელი ჩამკიდა და მაგიდასთან, პატარძლისთვის განკუთვნილ ადგილას დამსვა. ცოტა მაკლდა ტირილამდე. ჩემი მეჯვარე მარიამო იყო, ისე უხაროდა, როგორ მინდოდა ყველაფერი მომეყოლა. - ქალბატონო იოანა თორნიკე დევდარიანის ასულო თანახმა ხართ თუ არა რომ ცოლად გაყვეთ ალექსანდრე ზაზა ახვლედიანის ძეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე? - 2 წამიანი დუმილის შემდეგ ფეხზე ძლიერი მოჭერა ვიგძენი, სანდროს ხელი იყო. მის ცისფერთვალებში ჩავხედე რომელიც ჩემში დიდ ზიზღს იწვევდა. - დიახ.- მხურვალე ტაში გაისმა. - და თქვენ ბატობო ალქსანდრე თანახმა ხართ რომ მოიყვანოთ ცოლად ქალბატონი იოანა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე? -დიახ. - და თქვენ? მეჯვარეებო იქმებით ამ სიყვარულის მოწმენი?- ჩამეცინა. არარსებული სიყვარულის მოწმენი გონებაში შევუსწორე. -დიახ. დაიწყო ჭიქების ჭახაჭუხი. სვანური სიმღერები, ცეკვები და აი დადგა ნეფე-პატარძლის ცეკვაც. სანდრომ ძალით ამაყენა და დარბაზის შუაში დამატრიალა, შემდეგ კი ახლოს მიმიზი და და წელზე მომიჭირა ხელი როგორ მინდა მალე დასრულებულიყო ყველაფერი და აქედან გაგცევის გეგმა შემემუშავებინა. - კარგია რომ რაიმე სისულელე არ ჩაიდინე და ეს დღე არ ჩამაშხამე.- ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი. - როგორმე გავაღწევ აქედან და პირველს რას გავაკეთებ იცი? შენ და ჩემს ძვირფას ბიძაშვილს ციხეში ამოგალპობთ. აი შემდეგ კი გაგშორდები და ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ. - ეხ იო რა კარგი ფანტაზიის უნარი გქონია.- ხელისთითებზე მომიჭირა ხელი ცოტაც და სათითაოდ დამალეწამდა.- უკვე მეორედ გეუბნივები რომ აქ შენი პოლიცია ვერ გიშველის და მორჩი მაგაზე ფიქრს. - ვერ გიტან, მეზიზღები. ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილის ბუკეტია, ეს შენ ჩემზე კარგად იცი. ამდენ ხალხს თვალებში უყურებ და ატყუებ, ამ ყელაფერში კი მეც ჩამითრიე.- მუსიკა დამთავრდა და კიბისკენ წავედი გზაში გიოს ხმა მომესმა. - იო ერთი წამი. - გიო. - მივედი და მაგრად ჩავეხუტე. მან კი მის მკლავებში მომიქცია. ის ჩემთვის ყველაფერი იყო, მართალია დედმამიშვილი არ მყოლია მაგრამ გიო იყო მუდამ ჩემს გვერდით და ის იყო ჩემი ნამდვილი ძმა.- იცი გუშინ შენგან რომ მესიჯი მომივიდა რომ თხოვდებოდი ცოტა გამიკვირდა არასდროს არ გითქვამს, რომ შეყვარებული გყავდა, დღეს კი თეთრ კაბაში გხედავ და ხელზე ქორწინების ბეჭედი გიკეთია. შენ თუ ამ ბიჭთან ბედნიერი იქნები მაშინ მეც ბედნიერი ვიქნები შენ გამო.- ცრემლები წამკდა დ უფრო მაგრად ჩავეხუტე. -მიყვარხარ გიო. - მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.- ლოყაზე ნაზად მაკოცა და მიშოსთან მივიდა. მე კი კიბეებს ავუყევი და ჩემს... სანდროს ოთახში შევედი. არ მინდოდა აქ დარჩენა, იქნებ გიოსთვის და მიშოსთვის ყველაფერი მომეყოლა? კი ასე აჯობებს, ისინი მომაშორებენ ამ ჯოჯოხეთს და თვალს არ მომაშორებდნენ. გავიგონე როგორ გაიღო კარი და ვიღაც შემოვიდა. შეშინებული ავხედე, სანდრო იყო. ყურადღება არ მიმიქცევია, ოთახიდან გასვლას ვაპირებდი მკლავში რომ ჩამავლო ხელი და ახლოს მიმიზიდა. - ვინ არის ის გიო? რა უნდა შენგან?- მისმა მკაცრმა ტონმა ცოტა არიყოს ძალიან შემაშინა. - რა შენი საქმეა. - იოანა ნუ გამაბრაზებ თორემ...- აღარ გაუგრძელებია. - თორემ რა? გამა*****ურებ? მცემ? არ გეყო ის რაც გააკეთე? ცხოვრება დამინგრიე გესმის ცხოვრება- ვყვიროდი და თან ხელებს მკერდზე ვარტყამდი. - ტონს დაუწიე. არ გაბედო და ჩემთან ხმას არ აუწიო. გასაგებია? - არა. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ახლა მე წავალ და გიოს და მიშოს ყველაფერს მოვუყვები და გამათავისუფლებენ ამ ჯოჯოხეთიდან.- მხკლავი ხელიდან გამოვგლიჯე და კარისკენ წავედი. - წადი მოუყევი ყველაფერი და რითაც დასრულდება ეგ ყველაფერი შენს თავს დააბრალე. ამ სახლს 50 კაცამდე ადამიანი იცავს შენი აზრით მაგ შენ გიორგის და მიშოს რა მოუვათ? ასე ადვილად მოერევიან 50 კაცს? არ მინდოდა ჩვენი ქორწილი შენი მეგობრების სიკვლით დაგემახსოვრებინა- კარში დამაწია სიტყვები. ცივმა ოფლმა დამასხა და თითქოს ვენებში სისხლი გამეყინა. გიოს და მიშოს რომ რაიმე დამართნოდათ, თანაც ჩემი მიზეზით არ ვიცი რას ვიზამდი. შევტრიალდი და მას წინ ავესვეტე, თვალებში ჩავხედე და სრული თავდაჯერებულობით ვუთხარი. - ვერ გიტან სანდრო, მეზიზღები. გიორგის ან მიშოს თავიდან ერთი პატარა თმის ღერი რომ ჩამოვარდეთ შენი მიზეზით, გეფიცები, მშობლების სულს გეფიცები რომ ჩემი ხელით მოგკლავდა თან ხელიც არ ამიკანკალდება.- არ ვიცი საიდან მოდიოდა ეს სიმამაცე, მაგრამ მე ამ სიტყვებში დარწმუნებული ვიყავი და გავაკეთებდი კიდეც. სანდროს კი წარბიც არ შეუტოკებია ჩემს სიტყვებზე, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უხმოდ გავიდა ოთახიდან. მე კი ლოგინზე დავჯექი და ერთ წერტილს გავუსწორე თვალი. ცრემლები თავისით ივალავდნენ გზას და ლოყებს მისველებდნენ. P.S ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. წაიკითხეთ და შემაფასეთ. ყველანაირ კრიტიკას მივიღებ. ამ კვირაში კიდევ დაიდება მეოთხე ნაწილიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.